ოქმი საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თურქეთის საჰაერო ძალების პერსონალის მიერ საქართველოს საჰაერო ძალების აკადემიური და საფრენოსნო სწავლებსი განხორციელების შესახებ

მიღების თარიღი 15.01.2000
ძალაში შესვლა 12.05.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480200000.02.002.000398
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 13/11/2000
matsne.gov.ge 1,699 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.01.2000 მიღება
12.05.2000 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

ოქმი საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თურქეთის საჰაერო ძალების პერსონალის მიერ საქართველოს საჰაერო ძალების აკადემიური და საფრენოსნო სწავლებსი განხორციელების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ოქმი საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თურქეთის საჰაერო ძალების პერსონალის მიერ საქართველოს საჰაერო ძალების აკადემიური და საფრენოსნო სწავლების განხორციელების შესახებ საქართველო და თურქეთის რესპუბლიკა (შემდგომში - მხარეებად წოდებულნი) ითვალისწინებენ რა ორ ქვეყანას შორის არსებულ კარგ ურთიერთობებში წვლილის შეტანისა და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს სამხედრო პერსონალისათვის აკადემიური და საფრენოსნო სწავლების განხორციელების უდიდეს მნიშვნელობას, ორ მთავრობას შორის 1997 წლის 14 ივლისს ხელმოწერილი სამხედრო სწავლების დარგში თანამშრომლობის შეთანხმების (შემდგომში - შეთანხმებად წოდებული) დებულებების შესაბამისად, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი I. მიზანი წინამდებარე ოქმის მიზანია ჩამოაყალიბოს თურქეთის საჰაერო ძალების მიერ საქართველოს საჰაერო ძალების პერსონალისათვის აკადემიურ და საფრენოსნო სწავლებასთან დაკავშირებული პრინციპები და პასუხისმგებლობები, აგრეთვე ყველა ის დეტალი, რომელიც უკავშირდება ოქმის განხორციელებას.     მუხლი II. მოქმედების ფარგლები აღნიშნული ოქმი მოიცავს საქართველოს საჰაერო ძალების სამხედრო პერსონალს, რომლის სწავლებაც განხორციელდება თურქეთის საჰაერო ძალების აკადემიაში და თურქეთის საჰაერო ძალების სხვა დაწესებულებებში, რომლებიც განახორციელებენ მიზნობრივ (საგნობრივ) სწავლებას.     მუხლი III. განსაზღვრებები 1. „სამხედრო პერსონალი“ ნიშნავს გამგზავნი ქვეყნის შეიარაღებული ძალების იმ კურსანტებსა და ოფიცრებს, რომლებიც გადიან სწავლებას მიმღები ქვეყნის სააგენტოებსა და დაწესებულებებში. 2. „აკადემიური სწავლება“ ნიშნავს კურსანტის სწავლებას ხუთი წლის განმავლობაში. აქედან ერთი წელი ეთმობა თურქული ენის შესწავლას, ხოლო ოთხი წელი აკადემიურ სწავლებას. აგრეთვე ოფიცრებისათვის გათვალისწინებულია ექვსთვიანი ოფიცერთა ძირითადი სწავლება საჰაერო ძალების სკოლებში და სარდლობის ტექნიკური სწავლების ცენტრებში. 3. „საფრენოსნო სწავლება“ ნიშნავს სწავლებას პარა-სეილის, პლანერის გამოყენებით, ფიზიოლოგიურ სწავლებას, აგერთვე T-41, SF-260\T), T-38, CN-235\T) საჰაერო ხომალდებით მომზადებას. 4. „სემესტრი“ ნიშნავს აკადემიურ წელიწადში 16-კვირიან პერიოდს და საბოლოო გამოცდებს. 5. „აკადემიური წელი“ ნიშნავს სწავლების პერიოდს, რომელიც მოიცავს ორ სემესტრს და აგრეთვე გამოცდებს. 6. „გამგზავნი ქვეყანა“ ნიშნავს ქვეყანას, რომელსაც მიეკუთვნება სამხედრო პერსონალი. 7. „მიმღები ქვეყანა“ ნიშნავს ქვეყანას, რომელიც მიიღებს სამხედრო პერსონალს. 8. „კომპეტენტური ორგანოები“ არის: a) საქართველოში: საქართველოს მთავრობის მხრიდან – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; თურქეთის მთავრობის მხრიდან – თურქეთის საელჩო თბილისში. b) თურქეთში: თურქეთის მთავრობის მხრიდან– თურქეთის საჰაერო ძალების სარდლობა; საქართველოს მთავრობის მხრიდან – საქართველოს საელჩო ანკარაში.     მუხლი IV. სწავლებისა და ინსტრუქტაჟის პრინციპები და ვალდებულებები 1. წინამდებარე ოქმის ძირითადი პრინციპების თანახმად მიმღები ქვეყნის საჰაერო ძალები უზრუნველყოფენ აკადემიურ და საფრენოსნო სწავლებას კურსანტებსა და ოფიცრებისათვის. 2. გამგზავნი ქვეყნის მოთხოვნის გათვალისწინებით და მიმღები ქვეყნის მიერ განსაზღვრული კონტინგენტის საფუძველზე, ჩაბარების პროცედურებისა და საფრენოსნო-სამედიცინო შემოწმების ჩატარების შემდეგ, კურსანტები მიღებულ იქნებიან საჰაერო ძალების აკადემიაში. ის კადეტები, რომლებიც პირველ კურსზე წარმატებით გაივლიან თურქული ენის კურსს, განაწილდებიან და განაგრძობენ სწავლას ერთ-ერთ საინჟინრო დეპარტამენტში: საავიაციო, ელექტრონული, კომპიუტერული და ინდუსტრიული. აღნიშნულ სასწავლებელში ოთხწლიანი აკადემიური სწავლების დასრულების შემდეგ, კურსანტებს მიენჭიებათ სერტიფიკატები თურქულ და ინგლისურ ენებზე. 3. საჰაერო ძალების აკადემიაში სასწავლო პერიოდის განმავლობაში კურსანტებს ჩაუტარდებათ: a) თურქული ენის შესწავლის დასრულების შემდეგ, ივნის-ივლისის განმავლობაში T-41 ტიპის საჰაერო ხომალდით 7-საათიანი გაფრენა; b) ინტენსიური სწავლება, რომელიც შედგება T-41 ტიპის საჰაერო ხომალდით 9-საათიანი გაფრენისაგან. აქიდან 2-საათიანი გარფენა ჩატარდება მეორე კურსზე, 3-საათიანი – მესამე კურსზე, 4-საათიანი – მეოთხე კურსზე. აღნიშნული ფრენები განხორციელდება ოქტომბრიდან მაისამდე; c) სწავლება პარა-სეილის და პლანერის გამოყენებით შესრულდება ივლისში და აგვისტოში. 4. ფიზიოლოგიური მომზადება და პირველადი საფრენოსნო სწავლება, რომელიც შედგება SF-260(T) ტიპის საჰაერო ხომალდით 25.00/22-საათიანი გაფრენისგან, შესრულდება უკანასკნელი სემესტრის დასასრულს – ივლისსა და აგვისტოს შორის, მე-4 კურსის კურსანტებს, რომლებმაც მაისის თვეში ჩატარებული საფრენოსნო სამედიცინო შემოწმების შედეგად მიიღეს ჯანმრთელობის ცნობა, ჩაუტარდებათ დამამთავრებელი, საბოლოო გამოცდები. იმ შემთხვევაში თუ პირველადი საფრენოსნო სწავლება ვერ დასრულდება 30 აგვისტომდე, კურსანტები: a) მონაწილეობას მიიღებენ სწავლების დამთავრების ცერემონიალში, რომელიც გაიმართება საჰაერო ძალების აკადემიაში 31 აგვისტოს; b) გააგრძელებენ საფრენოსნო სწავლებას, სტუმარი ოფიცრის სტატუსით. 5. საფრენოსნო სწავლებამდე სამხედრო პერსონალს ჩაუტარდება საჰაერო ხომალდის ტექნიკური შესწავლა და ესკადრონის სახმელეთო სწავლება, გაფრენის წინ ჩასატარებელი სავალდებულო კურსები აკადემიურ სწავლებასთან იქნება შესაბამისობაში, რომელიც მოიცავს ავიაციასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს, ფრენის უსაფრთხოების, გადარჩენის შესაძლებლობისა და თვითმფრინავის შტოპორიდან გამოყვანის კურსებს. მიმღები ქვეყანა ახორციელებს სამხედრო პერსონალის მომარაგებას საფრენი კოსტიუმებით, ქურთუკებით, ფეხსაცმლით, ხელთათმანებით და სწავლებისათვის საჭირო სხვა აღჭურვილობებით. სამხედრო პერსონალს საფრენ კოსტიუმზე ექნება პირადობის დამადასტურებელი სამხედრო სიმბოლო, რომელსაც გასცემს გამგზავნი ქვეყანა. 6. მფრინავობის კანდიდატ ოფიცერთათვის, რომელთაც დაასრულეს პირველადი საფრენოსნო სწავლება, T-37 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება ძირითადი საფრენოსნო სწავლება, რომელიც მიცავს 112.00/90-საათიან ფრენას. ძირითადი საფრენოსნო სწავლების დასასრულს, რომელიც ეფუძნება გამგაზვნი ქვეყნის მოთხოვნას. a) რეაქტიული საჰაერო ხომალდის მფრინავობის კანდიდატებს ჩაუტარდებათ საბოლოო საფრენოსნო სწავლება, რომელიც მოიცავს 104/20/81-საათიან ფრენას T-38 ტიპის საჰაერო ხომალდით. b) სატრანსპორტო საჰაერო ხომალდის მფრინავობის კანდიდატებს ჩაუტარდებათ სატრანსპორტო საფრენოსნო სწავლება, რომელიც მოიცავს 103.30/66-საათიან ფრენას CN-235(T) ტიპის საჰაერო ხომალდით. 7. ოფიცრებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან საფრენოსნო სწავლებას, სპეციალურ ცერემონიაზე მიენიჭებათ სერტიფიკატები. 8. ისინი, ვინც ვერ დააკმაყოფილებენ მეოთხე კურსზე ჩატარებულ სამედიცინო შემოწმებას ან წარუმატებლად გაივლიან საფრენოსნო სწავლების ნებისმიერ ეტაპს, ჩაითვლებიან საინჟინრო-ტექნიკურ ოფიცრებად და ან დაბრუნდებიან თავიანთ ქვეყანაში, ან გაივლიან საოფიცრო ძირითად სწავლებას პროფესიული სპეციალობისათვის, რაც დამოკიდებულია გამგზავნი ქვეყნის მოთხოვნაზე და მიმღები ქვეყნის ყოველწლიურ სასწავლო პროგრამაზე.     მუხლი V. სხვადასხვა პირობები 1. მიმღები მხარე უზრუნველყოფს: კურსანტების კვებას, განთავსებას, სახარჯო თანხას (მიმღები ქვეყნის მიერ განსაზღვრული პრინციპებისა და რაოდენობების საფუძველზე), ჩაცმულობას, საგანმანათლებლო და საფრენოსნო სწავლებას, აგერთვე ოფიცერთა ყოველთვიურ ანაზღაურებას, (მიმღები ქვეყნის მიერ განსაზღვრული პრინციპებისა და რაოდენობების საფუძველზე), ჩაცმულობას, საგანმანათლებლო და საფრენოსნო სწავლებას. დანახარჯი კურსდამთავრებულ კურსანტებზე არის 82, 915 აშშ დოლარი; ხოლო საინჟინრო-ტექნიკურ ოფიცრებზე, რეაქტიული საჰაერო ხომალდის და სატრანსპორტო საჰაერო ხომალდის მფრინავებზე – 88, 100 აშშ დოლარი, 276 363 აშშ დოლარი და 426,694 აშშ დოლარი შესაბამისად. ზემოთ აღნიშნულ ხარჯებს გაიღებს თურქეთის შეიარაღებული ძალები, ნიშნად მიმღები ქვეყნის კეთილი ნებისა. 2. კურსანტები ატარებენ მიმღები ქვეყნის მიერ მიწოდებულ სამხედრო ფორმას, ხოლო ოფიცრები – საკუთარი შეიარაღებული ძალების ფორმას. პირადობის დამადასტურებლად კურსანტები ატარებენ გამგზავნი ქვეყნის სამხედრო სიმბოლოს. სამხედრო ნაწილებისა და დაწესებულებების გარეთ ოფიცრებს შეუძლიათ ატარონ სამოქალაქო ფორმა. 3. სამხედრო პერსონალი ვალდებულია ატაროს მასზე გაცემული სამხედრო პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. საქართველოში დაბრუნებამდე სამხედრო პერსონალი აბარებს სამხედრო პირადობის დამადასტურებელ მოწმობას. 4. მიმღებ ქვეყანაში შესვლა-გასვლის, აგრეთვე ქვეყანაში ყოფნის პერიოდში, სამხედრო პერსონალი ექვემდებარება მიმღები ქვეყნის კანონმდებლობასა და საბაჟო წესებს. სამხედრო პერსონალი არ ისარგებლებს დიპლომატიური პასპორტით და დაექვემდებარება მიმღებ ქვეყანაში მოქმედ კანონს, რომელიც ეხება უცხოელთა ცხოვრებასა და მგზავრობას. 5. მიმღებ ქვეყანაში სწავლების დროს, სამხედრო პერსონალი ვალდებულია დაემორჩილოს მიმღები ქვეყნის პერსონალისათვის დაწესებულ დისციპლინარულ ნორმებს, წესებსა და სამეთაურო დირექტივებს. 6. სამხედრო პერსონალი უფასოდ ისარგებლებს მიმღები ქვეყნის სამხედრო საჰაერო ან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებით, თურქეთის საფრენოსნო სწავლების ცენტრებში გამგზავრების და უკან დაბრუნების დროს. 7. მიმღები ქვეყანა ანაზღაურებს მიმღები ქვეყნის მთავრობის საკუთრებაზე მიყენებულ ზარალს, თუ იგი გამოწვეულია არაგანზრახ, საფრენოსნო მოვალეობის შესრულების დროს. კერძო საკუთრებაზე მიყენებულ ზარალს (განზრახ ან არაგანზრახ) ანაზღაურებს გამგზავნი ქვეყანა. ამგვარი ზარალების ასანაზღაურებლად გამოიყენება შეთანხმების მე-10 მუხლის პირობები. 8. საფრენოსნო სწავლების დროს სამხედრო პერსონალის დაშავების, დასახიჩრების ან გარდაცვალების შემთხვევაში, მიმღები მხარე არ იხდის საკომპენსაციო თანხას. 9. კურსანტები და ოფიცრები მიმღები ქვეყნის ამავე სტატუსის მქონე პირების მსგავსად, ისარგებლებენ ოფიცერთა კლუბებით (PX), სასადილოებით, სამხედრო რეკრეაციული ცენტრებით და სხვა სოციალური და ადმინისტრაციული მომსახურებით, სამხედრო ძალებში არსებული წესების მიხედვით. 10. ზემოთ ხსენებული მუხლები არანაირი სახით არ შეზღუდავენ წიანამდებარე ოქმის რომელიმე სხვა მუხლით გათვალისწინებულ უფლებებს, ან მიმღები მხარის კანონმდებლობაზე დაყრდნობით შემუშავებულ საქართველო-თურქეთს შორის ხელმოწერილი სხვა შეთანხმებებით აღიარებულ უფლებებს. 11. წინამდებარე ოქმში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია, მიმღები ქვეყნის საფრენოსნო სწავლების სისტემაში, აგრეთვე შეთანხმებაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე. 12. შეთანხმების პრინციპები გამოყენებული იქნება იმ საკითხებთან მიმართებაში, რომლებსაც არ მოიცავს წინამდებარე ოქმი და რომელიც შეიძლება წარმოიშვას მისი განხორციელების დროს. 13. წინამდებარე ოქმის არცერთი პირობა არ უნდა განიმარტოს შეთანხმების საწინააღმდეგოდ, და მიმართული უნდა იქნეს შეთანხმების მიერ მხარეთათვის მინიჭებულ უფლებათა და შესაძლებლობათა გამოყენებისაკენ.     მუხლი VI. გასაიდუმლოებული ინფორმაციის უსაფრთხოება 1. მხარეები საიდუმლოდ ინახავენ ერთმანეთისგან მიღებულ ყველა გასაიდუმლოებულ ინფორმაციას, მათი მოვალეობების შესახებ. 2. გასაიდუმლოებული ინფორმაცია არ გადაეცემა მესამე მხარეს, იურიდიულ ან ფიზიკურ პირებს. მესამე მხარისათვის გასაიდუმლოებული ინფორმაციის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ მხარეების წერილობითი შეტყობინების შედეგად. 3. მიმღები მხარე იგივე საიდუმლო დონეზე განიხილავს გასაიდუმლოებულ ინფორმაციას, როგორც გამგზავნი მხარე და, შესაბამისად, უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას. 4. ინფორმაცია არ გამოიყენება სხვა მიზნით, გარდა ურთიერთინფორმირებისა. 5. გასაიდუმლოებული ინფორმაციის მიღება მხოლოდ მათთვის უნდა იყოს შესაძლებელი, ვისაც გააჩნია დაშვების უფლება. გასაიდუმლოებულ ინფორმაციასთან დაშვების უფლება ექნებათ მხოლოდ მათ; ვინც აღნიშნულ ინფორმაციას ოფიციალური მიზნებისათვის გამოიყენებს. პირს, რომელიც მოიპოვებს გასაიდუმლოებულ ინფორმაციას, უნდა გააჩნდეს შესაბამისი დაშვების უფლება გასაიდუმლოებულ ინფორმაციასთან. 6. მხარეებმა სასწრაფოდ უნდა შეატყობინონ ერთმანეთს, გასაიდუმლოებული ინფორმაციის გამჟღავნების საშიშროების ან ეჭვის არსებობის შემთხვევაში. 7. მხარეები პატივს ცემენ ერთმანეთის უსაფთხოების წესებს. 8. ოქმის მოქმედების შეწყეტის შემდეგ, მხარეთა პასუხისმგებლობა გასაიდუმლოებული ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვის საქმეში ძალაში დარჩება.     მუხლი VII. სამედიცინო მომსახურება 1. სამხედრო პერსონალი ისარგებლებს იგვიე სამედიცინო და სტომატოლოგიური დაწესებულებების მომსახურებით, რომლითაც სარგებლობს მიმღები ქვეყნის მათი ეკვივალენტის სამხედრო პერსონალი. 2. სამედიცინო მომსახურების ყველა ხარჯების შესახებ, გარდა სამედიცინო შემოწმებისა და სტომატოლოგიური მკურნალობისა, ეცნობება მიმღები ქვეყნის კომპეტენტურ ხელმძღვანელობას ყოველი სასწავლო პერიოდის დასასრულს. ყოველი სასწავლო წლის ბოლოს, გამგზავნი ქვეყნის კომპეტენტური ხელმძღვანელობა, შეტყობინებიდან არაუგვიანეს 3 თვის განმავლობაში თანხას აშშ დოლარებში გადარიცხავს თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის ანკარის განყოფილებაში, თავდაცვის სამინისტროს სავალუტო ანგარიშზე: 85–859-001-021, ხოლო ქვითარს გაუგზავნის მიმღები ქვეყნის კომპეტენტურ ხელმძღვანელობას. 3. სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურებით სარგებლობის გადასახადს, სამხედრო პერსონალი თვითონ გადაიხდის.     მუხლი VIII. გადასინჯვა და შესწორება მხარეებს შეუძლიათ საჭიროების შემთხვევაში წერილობით აცნობონ ერთმანეთს წინამდებარე ოქმის გადასინჯვის და მასში შესწორების შეტანის შესახებ. ასეთ შემთვხევაში, წერილობითი შეტყობინებიდან 30 დღის განმავლობაში დაიწყება კონსულტაციები. თუ კონსულტაციები დაწყებიდან 45 დღის განმავლობაში შედეგს ვერ გამოიღებს, ორივე მხარეს შეძლია წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, შეტყობინებიდან 30 დღის შემდეგ შეწყვიტოს ოქმის მოქმედება.     მუხლი IX. ხანგრძლივობა და მოქმედების შეწყვეტა 1. წინამდებარე ოქმის ხანგრძლივობაა ხუთი წელი. ხუთწლიანი პერიოდის დასასრულს მოხდება ოქმის გადასინჯვა და ხელმეორედ ხელის მოწერა, რაც დამოკიდებულია შესაძლო პოტენციურ ცვლილებებზე. გარდა ამისა, თუ შეთანხმება შეწყვეტს მოქმედებას, წინამდებარე ოქმიც ავტომატურად დაკარგავს ძალას. 2. თუ ერთ-ერთი მხარე ჩათვლის, რომ მეორე მხარე არ ასრულებს ან ვერ ასრულებს ოქმით გათვალისწინებულ პირობებს, მას შეძულია წერილობით შესთავაზოს მეორე მხარეს კონსულტაციების დაწყება. კონსულტაციები დაიწყება წერილობითი შეტყობინებიდან 30 დღის განმავლობაში. თუ კონსულტაციები დაწყებიდან 45 დღის განმავლობაში შედეგს ვერ გამოიღებს, წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, შეტყობინებიდან 30 დღის შემდეგ შესაძლებელია წინამდებარე ოქმის მოქმედების შეწყვეტა. ასეთ შემთხვევაში, სამხედრო პერსონალი განაგრძობს სწავლას შემუშავებული პროგრამის დასრულებამდე.     მუხლი X. რატიფიკაცია და ძალაში შესვლა წინამდებარე ოქმი ძალაში შედის მხარეების მიერ მისი ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი შეტყობინების მიღების დღიდან.     მუხლი XI. ტექსტი და ხელმოწერა წინამდებარე ოქმი შესრულებულია ქ. თბილისში, 2000 წლის 15 იანვარს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე ოქმის განმარტებისას წარმოშობილი უთანხმოების დროს უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს სახელით (ხელმოწერილია) თურქეთის რესპუბლიკის სახელით (ხელმოწერილია)