ოქმი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ შტაბს შორის ლოგისტიკის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

მიღების თარიღი 19.10.2004
ძალაში შესვლა 31.03.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000542
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 25/05/2005
matsne.gov.ge 663 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.10.2004 მიღება
31.03.2005 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

ოქმი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ შტაბს შორის ლოგისტიკის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 42.55pt 56.7pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ოქმი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ შტაბს შორის ლოგისტიკის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და თურქეთის რესპუბლიკის გენერალური შტაბი (შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი), ეყრდნობიან რა „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო სფეროში გრანტის შესახებ“ 2004 წლის 16 აგვისტოს ხელმოწერილ ხელშეკრულებას, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი I. მიზანი წინამდებარე ოქმის მიზანია, 2004 წლის 16 აგვისტოს დადებული „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო სფეროში გრანტის შესახებ ხელშეკრულების“ ფარგლებში განსაზღვროს 2004 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ლოგისტიკის სფეროში განსახორციელებელი დახმარების პროექტები.     მუხლი II. ფარგლები წინამდებარე ოქმი მოიცავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ შტაბს.     მუხლი III. 2004 წელს განსახორციელებელი ლოგისტიკის პროექტები 1. 2004 წლის 16 აგვისტოს „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო სფეროში გრანტის შესახებ ხელშეკრულების“ მიხედვით დაგეგმილია თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს მთავრობისათვის დახმარების სახით 2 800 000 000 000 (ორი ტრილიონ რვაასი მილიარდი) თურქული ლირის ღირებულების სამხედრო საქონლის გადმოცემა. 2. ამ თანხით მოხდება მატერიალური (ნივთიერი) დახმარების გაწევა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის შემდეგი პროექტების განსახორციელებლად: ა) თავდაცვის ეროვნული აკადემიისა და შემდგომი კლასიფიკაციით სწავლებებისათვის მატერიალური (ნივთიერი) დახმარება; ბ) სპეც. დანიშნულების ძალების ბრიგადისათვის საჭირო მატერიალური დახმარება; გ) მე-11 მექანიზირებული ქვეითი ბრიგადის შეთანხმებით განსაზღვრული ქვედანაყოფის აღჭურვა; დ) მარნეულის სამხედრო აეროდრომის საექსპლუატაციო-სარემონტო ღონისძიებების უზრუნველყოფა; ე) საქართველოს საზღვაო ძალების შეთანხმებით განსაზღვრული ქვედანაყოფების მატერიალური (ნივთიერი) დახმარება; ვ) სასაზღვრო ძალებისათვის მატერიალური (ნივთიერი) დახმარება, რომელიც განისაზღვრება ერთობლივი შეთანხმების შედეგად; ზ) გენერალური შტაბის ლოგისტიკის ბატალიონისათვის მატერიალური (ნივთიერი) დახმარება.     მუხლი IV. ზოგადი პრინციპები 1. პროექტების განსახორციელებლად შესაძენი საქონლის სახეობა და რაოდენობა დადგინდება მხარეების მიერ ერთობლივი განხილვის შედეგად. 2. ის ძირითადი საქონელი, რომელიც პირდაპირ კავშირშია ქვედანაყოფის ბრძოლისუნარიანობასთან, თურქეთის რესპუბლიკის გენერალური შტაბის მიერ თურქეთში იქნება შეძენილი. 3. ზემოაღნიშნული დაფინანსება, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, არ იქნება გამოყენებული რემონტისა თუ აღდგენითი სამუშაოებისათვის, ასევე პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად. ასეთ ღონისძიებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. 4. მას შემდეგ, რაც დადგინდება, თურქეთის რესპუბლიკის გენერალური შტაბის მიერ შესაძენი აღჭურვილობა, აღნიშნულის შესახებ ეცნობება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რის საფუძველზეც ქართული მხარის მიერ შემუშავებული იქნება შესყიდვების საკუთარი გეგმა. 5. გამოგზავნილი საქონელი გამოყენებული იქნება მხოლოდ შესაბამისი პროექტის განსახორციელებლად და არავითარ შემთხვევაში რაიმე სხვა მიზნით. იარაღის თუ სხვა საქონლის მესამე ქვეყნისათვის, სხვა დაწესებულებისა თუ ორგანიზაციისათვის გადაცემა, ანდა მათი ჩამოწერა შესაძლებელი იქნება მხოლოდ თურქეთის რესპუბლიკის გენერალური შტაბის მეთაურობიდან წერილობითი ნებართვის აღების შემდეგ. 6. საქართველოს სახელმწიფო საბაჟოებზე ტვირთის შემოტანასთან დაკავშირებული პროცედურების მოგვარებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. თურქეთის რესპუბლიკა არ გადაიხდის არანაირ გადასახადს აღნიშნული პროცედურების უზრუნველსაყოფად.     მუხლი V. დასკვნითი დებულებები 1. აღნიშნული ოქმი მომზადდა 2004 წლის 16 აგვისტოს „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო სფეროში გრანტის შესახებ ხელშეკრულებაზე“ დაყრდნობით. 2. წინამდებარე ოქმი ძალაშია ვიდრე თურქეთის რესპუბლიკის გენერალური შტაბი არ აცნობებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რომ აღნიშნული ოქმით გათვალისწინებული ლოგისტიკის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებები დასრულებულია. 3. წინამდებარე ოქმი ძალაში შედის ხელშემკვრელი მხარეების მიერ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან. 4. შესრულებულია ქ. თბილისში, 2004 წლის 19 ოქტომბერს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. გაუგებრობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია) პოლკოვნიკი მამუკა ლომსაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის სარდალი თურქეთის რესპუბლიკის გენერალური შტაბის სახელით  (ხელმოწერილია) გენერალ-მაიორი იურდაერ ოლჯან გენერალური შტაბის ლოგისტიკის სამმართველოს უფროსი