საერთაშორისო კონვენცია აპარტეიდის დანაშაულის აღკვეთისა და მისი დასჯის შესახებ
მიღების თარიღი 30.11.1973
ძალაში შესვლა 20.04.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 490150000.03.030.000543
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 01/06/2005
დოკუმენტის ტექსტი
საერთაშორისო კონვენცია აპარტეიდის დანაშაულის აღკვეთისა და მისი დასჯის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
3068 (XVIII) საერთაშორისო კონვენცია
აპარტეიდის დანაშაულის აღკვეთისა და მისი დასჯის შესახებ
გენერალური ასამბლეა,
ეყრდნობა რა 1972 წლის 15 ნოემბრის 2922-ე (XXVII) რეზოლუციას, რომელშიც მან კვლავ დაადასტურა თავისი რწმენა, რომ აპარტეიდი წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისა და პრინციპების სრულ უარყოფას და არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ,
აღიარებს რა აპარტეიდის აღმკვეთი, ასევე მისი დამსჯელი ეფექტური ზომების მიღების კატეგორიულ აუცილებლობას,
ითვალისწინებს რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით აპარტეიდის დანაშაულის აღკვეთისა და მისი დასჯის შესახებ საერთაშორისო კონვენციის მიღების აუცილებლობას,
დარწმუნებულია რა იმაში, რომ კონვენცია მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება აპარტეიდის პოლიტიკისა და პრაქტიკის აღმოსაფხვრელად და რომ იგი რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნეს ხელმოწერილი და რატიფიცირებული სახელმწიფოთა მიერ, და რომ მისი დებულებები დაუყოვნებლივ უნდა გატარდეს ცხოვრებაში,
მიიჩნევს რა ასევე, რომ კონვენციის ტექსტი მთელ მსოფლიოში უნდა გახდეს ცნობილი:
1. იღებს და ხელმოსაწერად და სარატიფიკაციოდ ხსნის საერთაშორისო კონვენციას აპარტეიდის დანაშაულის აღკვეთისა და მისი დასჯის შესახებ, რომლის ტექსტიც თან ახლავს წინამდებარე რეზოლუციას;
2. მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, ხელი მოაწეროს კონვენციას და მოახდინოს მისი რატიფიცირება, რაც შეიძლება სწრაფად;
3. სთხოვს ყველა მთავრობას, ასევე მთავრობათაშორის და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რაც შეიძლება ფართოდ გააცნოს საზოგადოებას კონვენციის ტექსტი მათ ხელთ არსებული ყველა საინფორმაციო საშუალების გამოყენებით;
4. სთხოვს გენერალურ მდივანს, უზრუნველყოს კონვენციის დაუყოვნებელი და ფართო გავრცელება და ამ მიზნით გამოაქვეყნოს და გაავრცელოს მისი ტექსტი;
5. სთხოვს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს წინადადება მისცეს ადამინის უფლებათა კომისიას, რათა მან საკუთარ თავზე აიღოს კონვენციის X მუხლში გადმოცემული ფუნქციები.
2185-ე პლენარული სხდომა
1973 წლის 30 ნოემბერი
დანართი
აპარტეიდის დანაშაულის აღკვეთისა და მისი დასჯის შესახებ საერთაშორისო კონვენცია
მიღებულია და ღიაა ხელმოსაწერად, რატიფიკაცია გენერალური ასამბლეის 1973 წლის 30 ნოემბრის რეზოლუციის 3068 (XXVIII) საფუძველზე
ძალაში შესვლის თარიღი 1976 წლის 18 ივლისი, XV მუხლის შესაბამისად
წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები,
იხსენიებენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების იმ დებულებებს, რომელთა შესაბამისადაც ყველა მონაწილე სახელმწიფომ იკისრა ვალდებულება განეხორციელებინა ერთობლივი და დამოუკიდებელი ქმედებები ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა საყოველთაო პატივისცემისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის მისაღწევად ყველასათვის, განურჩევლად რასის, სქესის, ენისა და რელიგიისა,
მხედველობაში იღებენ რა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ ყველა ადამიანი თავისუფალი და თანასწორუფლებიანი იბადება საკუთარ ღირსებებსა და უფლებებში და რომ ყოველი ადამიანი უნდა ფლობდეს დეკლარაციით აღიარებულ ყველა უფლებასა და თავისუფლებას ყოველგვარი განსხვავების გარეშე, კერძოდ, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა ან ეროვნული კუთვნილებისა,
მხედველობაში იღებენ რა დეკლარაციას კოლონიური ქვეყნებისა და ხალხებისათვის დამოუკიდებლობის მინიჭების შესახებ, რომელშიც გენერალურმა ასამბლეამ განაცხადა, რომ გათავისუფლების პროცესის შეჩერება და უკან შემობრუნება შეუძლებელია და რომ ადამიანური ღირსების, პროგრესისა და სამართლიანობის ინტერესებისათვის აუცილებელია ბოლო მოეღოს კოლონიალიზმსა და მასთან დაკავშირებულ სეგრეგაციისა და დისკრიმინაციის ნებისმიერ პრაქტიკას,
აღნიშნავენ რა, რომ რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ კონვენციის თანახმად სახელმწიფოები განსაკუთრებულად გმობენ რასობრივ სეგრეგაციასა და აპარტეიდს და იღებენ ამგვარი პრაქტიკის თავიდან აცილების, აკრძალვისა და აღმოფხვრის ვალდებულებას მათი იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე,
აღნიშნავენ რა, რომ გენოციდის დანაშაულის აღკვეთისა და მისი დასჯის შესახებ კონვენციაში ზოგიერთი აქტი, რომელიც შეიძლება კლასიფიცირებულ იქნეს როგორც აპარტეიდის აქტი, საერთაშორისო სამართლის თანახმად წარმოადგენს დანაშაულს,
აღნიშნავენ რა, რომ სამხედრო და კაცობრიობის საწინააღმდეგო დანაშაულთა მიმართ ხანდაზმულობის ვადის გამოუყენებლობის შესახებ კონვენციაში ,,არაადამიანური ქმედებები, რომლებიც წარმოადგენენ აპარტეიდის პოლიტიკის შედეგს”, კვალიფიცირებულია როგორც დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ,
აღნიშნავენ რა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ მიიღო მთელი რიგი რეზოლუციებისა, რომლებშიც აპარტეიდის პოლიტიკა და პრაქტიკა დაგმობილია როგორც დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ,
აღნიშნავენ რა, რომ უშიშროების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აპარტეიდი და მისი სულ უფრო მეტად გაძლიერება და გაფართოება წარმოადგენს სერიოზულ დაბრკოლებასა და საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროებისათვის,
დარწმუნებულნი არიან რა, რომ საერთაშორისო კონვენცია აპარტეიდის აღკვეთისა და მისი დასჯის შესახებ შესაძლებელს გახდის ახალი, უფრო ეფექტური ზომების მიღებას ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე აპარტეიდის დანაშაულის აღკვეთისა და მისი დასჯის მიზნით,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი I
1. წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები აცხადებენ, რომ აპარტეიდი წარმოადგენს დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ და რომ არაადამიანური აქტები, რომლებიც წარმოადგენენ აპარტეიდის პოლიტიკისა და პრაქტიკის შედეგს, ასევე მისი მსგავსი რასობრივი სეგრეგაციისა და დისკრიმინაციის პოლიტიკისა და პრაქტიკის შედეგს, რაც განსაზღვრულია წინამდებარე კონვენციის II მუხლით, არის დანაშაულები, რომლებიც არღვევენ საერთაშორისო სამართალს, კერძოდ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მიზნებსა და პრინციპებს, და ქმნიან სერიოზულ საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროებისათვის.
2. წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები სისხლის სამართლის დამნაშავეებად აცხადებენ იმ ორგანიზაციებს, დაწესებულებებსა და ცალკეულ პირებს, რომლებიც სჩადიან აპარტეიდის დანაშაულს.
მუხლი II
წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის ტერმინი ,, აპარტეიდის დანაშაული”, რომელიც გულისხმობს აგრეთვე მის მსგავს რასობრივი სეგრეგაციისა და დისკრიმინაციის პოლიტიკასა და პრაქტიკას იმ სახით, როგორითაც იგი გამოიყენება აფრიკის სამხრეთ ნაწილში, ნიშნავს შემდეგ არაადამიანურ აქტებს, რომელთაც სჩადიან ერთი რასობრივი ჯგუფის წევრები ადამიანთა სხვა რასობრივ ჯგუფებზე ბატონობის დამყარებისა და შენარჩუნების, ასევე მათი სისტემატური ჩაგვრის მიზნით:
a) რასობრივი ჯგუფის ან ჯგუფების წევრის ან წევრთათვის სიცოცხლისა და პიროვნული თავისუფლების უფლებათა წართმევას:
i) რასობრივი ჯგუფის ან ჯგუფების წევრთა მკვლელობის გზით;
ii) რასობრივი ჯგუფის ან ჯგუფების წევრებისათვის სხეულის სერიოზული დაზიანების ან გონებრივი აშლილობის ან მათი თავისუფლებისა და ღირსების ხელყოფის ან მათ მიმართ სასტიკი წამების, არაადამიანური ანდა ღირსების დამამცირებელი მოპყრობისა და დასჯის გამოყენების გზით;
iii) რასობრივი ჯგუფის ან ჯგუფების წევრთა თვითნებური დაპატიმრებისა და ციხეში უკანონოდ დაკავების გზით;
b) რასობრივი ჯგუფის ან ჯგუფებისათვის იმგვარი საცხოვრებელი პირობების განზრახ შექმნას, რომლებიც გათვლილია მის ან მათ სრულ ან ნაწილობრივ ფიზიკურ მოსპობაზე;
c) საკანონმდებლო ხასიათის და ყველა სახის ზომა, რომელიც გათვლილია იმისათვის, რომ წინააღმდეგობა შეუქმნას რასობრივ ჯგუფს ან ჯგუფებს ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებაში. ისეთი პირობების განზრახ შექმნა, რომლებიც ხელს უშლის ასეთი ჯგუფის ან ჯგუფების სრულ განვითარებას, კერძოდ, რასობრივი ჯგუფის ან ჯგუფების წევრებისათვის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების ჩამორთმევა, შრომის უფლების აღიარებული პროფესიული კავშირების შექმნის, განათლების მიღების, საკუთარი ქვეყნის დატოვებისა და დაბრუნების, მოქალაქეობის, თავისუფალი გადაადგილებისა და საცხოვრებელი ადგილის შერჩევის, მრწამსის თავისუფლებისა და მისი თავისუფლად გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრებებისა და ასოციაციების ჩამოყალიბების უფლებების ჩათვლით;
d) ყველა ის ზომა, მათ შორის საკანონმდებლო ხასიათის, რომელიც მიმართულია მოსახლეობის რასობრივი ნიშნით დაყოფისაკენ, მათ შორის იზოლირებული რეზერვაციებისა და გეტოების შექმნისა და სხვადასხვა რასობრივი ჯგუფის და ჯგუფების წევრებს შორის შერეული ქორწინებების აკრძალვისა და იმ მიწის საკუთრების ექსპროპრიაციის გზით, რომელიც ეკუთვნის რასობრივ ჯგუფს ან ჯგუფებს ან მათ წევრებს;
e) რასობრივი ჯგუფის ან ჯგუფების წევრების შრომის ექსპლუატაცია, მათ შორის, მათ მიმართ იძულებითი შრომის გამოყენება;
f) აპარტეიდის მოწინააღმდეგე ორგანიზაციებისა და პირების დევნა, მათი უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა.
მუხლი III
მიუხედავად მოტივებისა, საერთაშორისო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ექვემდებარება ყველა პირი, ორგანიზაციების წევრები, დაწესებულებებისა და სახელმწიფოების წარმომადგენლები, რომლებიც ცხოვრობენ, როგორც იმ სახელმწიფოში, სადაც ხორციელდება ამდაგვარი ქმედებები, ასევე ნებისმიერ სახელმწიფოში, სადაც ისინი:
a) უშუალოდ მოქმედებენ, მონაწილეობენ, აქეზებენ ან გეგმავენ ისეთი სახის ქმედებებს, რომლებიც მითითებულია ამავე კონვენციის II მუხლში;
b) უშუალოდ უწყობენ ხელს, აქეზებენ ან თანამშრომლობენ აპარტეიდის დანაშაულის ჩადენის საქმეში.
მუხლი IV
წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას:
a) მიიღონ საკანონმდებლო ან სხვა სახის ყველანაირი ზომა, რომელიც აუცილებელია ასეთი ქმედებების აღსაკვეთად და ასევე აპარტეიდის დანაშაულის ხელშეწყობისა და აპარტეიდის მსგავსი სეგრეგაციული პოლიტიკისა ან მისი გამოვლინებების თავიდან აცილებისა და იმ პირების დასჯის მიზნით, რომლებიც დამნაშავეები არიან ამ დანაშაულთა ჩადენაში;
b) თავიანთი იურისდიქციის შესაბამისად მიიღონ საკანონმდებლო, სასამართლო და ადმინისტრაციული ზომები იმ პირთა დევნის, გასამართლების და დასჯისათვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან ბრალი ედებათ, წინამდებარე კონვენციის II მუხლით დადგენილი აქტების ჩადენაში, მიუხედავად იმისა, იმყოფებიან თუ არა ეს პირები იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელზეც ხორციელდება ეს აქტები, და არიან თუ არა ისინი ამ ქვეყნის ან სხვა ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები.
მუხლი V
პირები, რომელთაც ამ კონვენციის მეორე მუხლში ჩამოთვლილი აქტების ჩადენის გამო წაყენებული აქვთ ბრალი, შეიძლება გასამართლებულ იქნენ ამ კონვენციის მონაწილე ნებისმიერი სახელმწიფოს კომპეტენტური სასამართლოს მიერ, რომელსაც შეუძლია შეიძინოს იურისდიქცია ბრალდებულ პირებზე, ან გასამართლებულ იქნენ საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მიერ, რომელსაც აქვს იურისდიქცია იმ წევრ-სახელმწიფოებთან მიმართებაში, რომლებიც იღებენ მის იურისდიქციას.
მუხლი VI
წინამდებარე კონვენციის წევრი სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების შესაბამისად აღიარონ, შეასრულონ და ხელი შეუწყონ უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიმართულია აპარტეიდის დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილების, აღკვეთისა და დასჯისაკენ და ითანამშრომლონ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვა კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელების მიზნით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს წინამდებარე კონვენციის მიზნების შესრულება.
მუხლი VII
1. წევრი-სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას, წარუდგინონ პერიოდული მოხსენებები ჯგუფს, რომელიც დაფუძნდა წინამდებარე კონვენციის მეცხრე მუხლის შესაბამისად, იმ საკანონმდებლო, სასამართლო, ადმინისტრაციული ან სხვა სახის ზომების შესახებ, რომლებიც მიღებულ იქნა მათ მიერ წინამდებარე კონვენციის დებულებების შესასრულებლად.
2. ამ მოხსენებების ასლები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მეშვეობით გადაეცემა აპარტეიდის სპეციალურ კომიტეტს.
მუხლი VIII
ნებისმიერ წევრ-სახელმწიფოს შეუძლია მიმართოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნებისმიერ კომპეტენტურ ორგანოს მოთხოვნით, რათა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების დებულებების შესაბამისად, მიღებულ იქნეს ყველა საჭირო ზომები აპარტეიდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით.
მუხლი IX
1. ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე დანიშნავს ჯგუფს, ადამიანის უფლებათა კომისიის სამი წევრის შემადგენლობით, რომლებიც ასევე არიან ამ კონვენციის წევრ-სახელმწიფოთა წარმომადგენლები, იმ მოხსენებების განსახილველად, რომლებიც წარმოდგენილ იქნება წევრ-სახელმწიფოთა მიერ წინამდებარე კონვენციის VII მუხლის შესაბამისად.
2. თუ ადამიანის უფლებათა კომისიის წევრთა შორის არ იქნებიან ამ კონვენციის წევრ-სახელმწიფოთა წარმომადგენლები ან მათი რაოდენობა იქნება სამზე ნაკლები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი წინამდებარე კონვენციის ყველა წევრ-სახელმწიფოსთან კონსულტაციების ჩატარების შემდგომ, წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ ჯგუფში სამუშაოდ დანიშნავს წევრი-სახელმწიფოს წარმომადგენელს ან წევრ სახელმწიფოთა წარმომადგენლებს, რომლებიც არ არიან ადამიანის უფლებათა კომისიის წევრები, მანამ სანამ წევრ-სახელმწიფოთა წარმომადგენლები არ იქნებიან არჩეულნი ადამიანის უფლებათა კომისიის შემადგენლობაში.
3. ჯგუფი შეიძლება შეიკრიბოს VII მუხლის შესაბამისად წარდგენილ მოხსენებათა განხილვისათვის, არაუმეტეს ხუთ-დღიანი პერიოდით ადამიანის უფლებათა კომისიის სხდომების დაწყებამდე ან მისი დამთავრების შემდეგ.
მუხლი X
1. წინამდებარე კონვენციის წევრი-სახელმწიფოები ადამიანის უფლებათა კომისიას ანიჭებენ უფლებამოსილებას:
a) სთხოვოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ,,ყველა სახის რასობრივი დისკრიმინაციის ლიკვიდაციის შესახებ” საერთაშორისო კონვენციის მე-15 მუხლის თანახმად გადაგზავნილი პეტიციების ასლებში ყურადღება მიაქციოს საჩივრებს ისეთ აქტებთან დაკავშირებით, რომლებიც მითითებულია წინამდებარე კონვენციის II მუხლში.
b) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომპეტენტური ორგანოებისა და წინამდებარე კონვენციის წევრ-სახელმწიფოთა პერიოდული მოხსენებების საფუძველზე მოამზადოს იმ პირების ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და სახელმწიფოთა წარმომადგენლების სია, რომლებსაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა წინამდებარე კონვენციის II მუხლში ჩამოთვლილ დანაშაულთა ჩადენისათვის და ასევე იმ პირთა სია, რომელთა მიმართაც წინამდებარე კონვენციის წევრი-სახელმწიფოები აწარმოებენ სასამართლო პროცესს;
c) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომპეტენტურ ორგანოებს მოსთხოვოს ინფორმაცია იმ ხელისუფლების მიერ გატარებულ ზომებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმ არათვითმმართველობითი ტერიტორიებისა და სხვა ტეირტორიების ადმინისტრირებაზე, რომლებზეც ვრცელდება გენერალური ასამბლეის 1960 წლის 14 დეკემბრის 1514 (XV) რეზოლუცია, იმ პირების მიმართ, რომლებსაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა წინამდებარე კონვენციის II მუხლში ჩამოთვლილი დანაშაულების ჩადენაზე და რომლებიც, როგორც ივარაუდება, იმყოფებიან მათი ტერიტორიული და ადმინისტრაციული იურისდიქციის ფარგლებში.
2. კოლონიური ქვეყნებისა და ერებისათვის დამოუკიდებლობის მინიჭების დეკლარაციის მიზნების მიღწევამდე, რომლებიც მითითებულია გენერალური ასამბლეის 1514 რეზოლუციაში, წინამდებარე კონვენციის დებულებები არანაირად არ შეზღუდავს პეტიციების შეტანის უფლებას, რომლებიც მინიჭებული აქვთ ამ ერებს სხვა საერთაშორისო დოკუმენტების საფუძველზე ან გაერთიანებული ერების ან მისი სპეციალიზებული დაწესებულებების მიერ.
მუხლი XI
1. წინამდებარე კონვენციის მეორე მუხლში ჩამოთვლილი აქტები არ ითვლება პოლიტიკურ დანაშაულად ექსტრადაციის მიზნებისათვის.
2. წინამდებარე კონვენციის წევრი-სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას ასეთ შემთხვევებში განახორციელონ ექსტრადიცია საკუთარი კანონმდებლობისა და მოქმედი შეთანხმებების შესაბამისად.
მუხლი XII
წევრ-სახელმწიფოთა შორის ამ კონვენციის დებულებათა განმარტების, გამოყენებისა და შესრულებისას წარმოშობილი დავები, რომლებიც არ გადაიჭრა მოლაპარაკებების გზით, იმ წევრ სახელმწიფოთა თხოვნით, რომლებიც წარმოადგენენ მხარეებს ამ დავაში, განსახილელად წარედგინება საერთაშორისო სასამართლოს იმ შემთხვევაში, თუ დაპირისპირებული მხარეები არ შეთანხმდნენ მის სხვაგვარ დარეგულირებაზე.
მუხლი XIII
წინამდებარე კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად ყველა სახელმწიფოსათვის. ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც არ მოაწერს კონვენციას ხელს მის ძალაში შესვლამდე, შეუძლია მიუერთდეს მას.
მუხლი XIV
1. წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება რატიფიცირებას. სარატიფიკაციო სიგელები ინახება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან.
2. მიერთება ხორციელდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის მიერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად ჩაბარების გზით.
მუხლი XV
1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის მეოცე სარატიფიკაციო სიგელის ან მიერთების შესახებ მეოცე დოკუმენტის შესანახად ჩაბარებიდან ოცდამეათე დღეს.
2. ყველა სახელმწიფოსათვის, რომელიც ახდენს წინამდებარე კონვენციის რატიფიცირებას ან უერთდება მას მეოცე სარატიფიკაციო სიგელის ან მიერთების შესახებ მეოცე დოკუმენტის შესანახად ჩაბარების შემდეგ, წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის მისი სარატიფიკაციო სიგელის ან მიერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად ჩაბარებიდან ოცდამეათე დღეს.
მუხლი XVI
წევრ-სახელმწიფოს შეუძლია მოახდინოს წინამდებარე კონვენციის დენონსირება, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის წერილობითი შეტყობინების გზით. დენონსაცია ძალაში შედის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან ერთი წლის შემდეგ.
მუხლი XVII
1. ნებისმიერ წევრ-სახელმწიფოს აქვს უფლება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის წერილობითი შეტყობინების გზით, ნებისმიერ დროს მოითხოვოს წინამდებარე კონვენციის გადასინჯვა.
2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას გამოაქვს გადაწყვეტილება, აუცილებლობის შემთხვევაში ასეთ მოთხოვნაზე საპასუხო ზომების მიღების შესახებ.
მუხლი XVIII
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ყველა სახელმწიფო ატყობინებს შემდეგ ცნობებს:
a) ხელმოწერის, რატიფიცირებისა და მიერთების შესახებ, XIII და XIV მუხლების შესაბამისად;
b) კონვენციის ძალაში შესვლის თარიღის შესახებ წინამდებარე კოვენციის XV მუხლის შესაბამისად;
c) დენონსაციების შესახებ XVI მუხლის შესაბამისად;
d) შეტყობინებების შესახებ XVII მუხლის შესაბამისად.
მუხლი XIX
1. წინამდებარე კონვენციის ინგლისურ, ესპანურ, ჩინურ, რუსულ და ფრანგულ ტექსტებს თანაბარი ძალა გააჩნია და ინახება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არქივში.
2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი გადაუგზავნის წინამდებარე კონვენციის დამოწმებულ ასლებს ყველა სახელმწიფოს.