ევროპული კონვენცია უცხოეთის კანონმდებლობაზე ინფორმაციის შესახებ
მიღების თარიღი 07.06.1968
ძალაში შესვლა 19.06.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000295
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 16/11/1999
დოკუმენტის ტექსტი
ევროპული კონვენცია
უცხოეთის კანონმდებლობაზე ინფორმაციის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
ევროპული კონვენცია
უცხოეთის კანონმდებლობაზე ინფორმაციის შესახებ
ლონდონი, 1968 წლის 7 ივნისი
პრეამბულა
ქვემორე ხელისმომწერნი, ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები, მიიჩნევენ რა, რომ ევროპის საბჭოს მიზანია მის წევრებს შორის ერთიანობის მიღწევა;
დარწმუნებულნი არიან, რომ საერთაშორისო ურთიერთდახმარების სისტემის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების ორგანოების მიერ უცხოეთის კანონმდებლობაზე ინფორმაციის მიღებას, მიენიჭება დიდი მნიშვნელობა ამ მიზნის მიღწევის საქმეში,
შეთახმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗 – კონვენციის სპექტრი
1. წინამდებარე კონვენციის დებულებების შასაბამისად, ხელშემკვრელი მხარეები იღებენ პასუხისმგებლობას მიაწოდონ ერთმანეთს ინფორმაცია სამოქალაქო და კომერციულ სფეროზე არსებულ მათ კანონმდებლობასა და პროცედურებზე, ისევე როგორც მართლმსაჯულების ორგანიზაციებზე.
2. თუმცა, ორ ან მეტ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლიათ გააფართოონ მათ შორის ამ კონვენციის სპექტრი იმ სფეროებში თანამშრომლობით, რომლებიც არ არიან მითითებული წინა პუნქტში. ამგვარი შეთანხმების ტექსტი უნდა გადაეცეს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს.
მუხლი 2🔗 – საკონტაქტო ეროვნული უწყებები
1. წინამდებარე კონვეციის დებულებების შესასრულებლად თითოეული ხელშემკვრელი მხარე დანიშნავს ერთ უწყებას (შემდგომში ,,მიმღებ სააგენტოდ’’ ხსენებული):
(ა) რათა მეორე ხელშემკვრელი მხარისაგან მიიღონ მოთხოვნა წინამდებარე კონვენციიის პირველი მუხლის პირველ პუნქტში ნახსენები ინფორმაციის შესახებ;
(ბ) რათა მეექვსე მუხლის შესაბამისად, მოახდინონ რაეაგირება ამ მოთხოვნებზე.
მიმღები სააგენტო შეიძლება იყოს სამინისტრო ან სხვა სახელმწიფო უწყება
.
2. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია დანიშნოს ერთი ან რამდენიმე უწყება (შემდგომში „მიმწოდებელ სააგენტოდ’’ წოდებული), რათა მიიღოს ინფორმაციაზე მოთხოვნა თავისი სასამართლო ორგანოებისაგან და გადაუგზავნოს იგი უცხოეთის კომპეტენტურ მიმღებ სააგენტოს.
მიმღები სააგენტო შეიძლება დაინიშნოს მიმწოდებელ სააგენტოდ.
3. თითოეული ხელშემკვრელი მხარე აცნობებს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მიმღები სააგენტოსა და, შესაბამისად, მისი მიმწოდებელი სააგენტოს ან სააგენტოების დასახელებასა და მისამართს.
მუხლი 3🔗 – ინფორმაციის მოთხოვნის უფლების მქონე ორგანოები
1. მოთხოვნა ინფორმაციაზე ყოველთვის უნდა გამომდინარეობდეს მართლმსაჯულების ორგანოებისაგან, იმ დროსაც, როდესაც ის არ არის წამოჭრილი ამ ორგანოების მიერ. მოთხოვნა შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ იქ, სადაც პროცედურა არის ჩამოყალიბებული.
2. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს, თუ მას არ დაუდგენია ან არ შეუქმნია მიმწოდებელი საგენტო, შეუძლია, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული განცხადებით აღნიშნოს, თუ რომელ ორგანოს მიიჩნევს იგი მართლმსაჯულების ორგანოებად წინა პუნქტის დებულებებთან მიმართებაში.
3. ორ ან მეტ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია გააფართოოს მათ შორის ეს კონვენცია მოთხოვნის მიღების თვალსაზრისით ნებისმიერი ორგანოსაგან მართლმსაჯულების ორგანოს გარდა. ამ შეთანხმების ტექსტი გადაეცემა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს.
მუხლი 4🔗 – ინფორმაციაზე მოთხოვნის შემადგენლობა
1. ინფორმაციაზე მოთხოვნაში უნდა იყოს მითითებული როგორც ის მართლმსაჯულების ორგანო, რომლისგანაც იგი გამომდინარეობს, ასევე საქმის შინაარსი. იგი შეძლებისდაგავარად ზუსტად განსაზღვრავს იმ საკითხებს, რომელთა დაკავშირებითაც ესაჭიროება ინფორმაცია მოპასუხე სახელმწიფოს კანონმდებლობის თაობაზე და იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სახელმწიფოში არსებობს ერთზე მეტი საკანონმდებლო სისტემა, განსაზღვრავს საკანონმდებლო სისტემას, რომელზეც ესაჭიროება ინფორმაცია.
2. მოთხოვნაში ასევე უნდა იყოს მითითებული ფაქტები, რომლებიც აუცილებელია როგორც მისი სწორად გაგებისათვის, ასევე ზუსტი და დაწვრილებითი პასუხისათვის. სადაც საჭიროა, მოთხოვნის სპექტრის და განსაზღვრისათვის შეიძლება იყოს თანდართული დოკუმენტების ასლები.
3. როდესაც ეს დაკავშირებულია ძირითად კითხვებთან, შეიძლება მოთხოვნაში მოყვანილი იყოს ის კითხვები, რომლებიც არ არიან მითითებული პირველი მუხლის პირველ პუნქტში.
4. როდესაც მოთხოვნა არ არის წამოჭრილი მართლმსაჯულების ორგანოების მიერ, მას უნდა ერთოდეს ასეთი ორგანოების ნებართვა.
მუხლი 5🔗 – ინფორმაციაზე მოთხოვნის გადაგზავნა
ინფორმაციაზე მოთხოვნა მიმღებ საგენტოს უშუალოდ უნდა გადაეგზავნოს მომთხოვნი მხარის მიმწოდებელი სააგენტოს, ან ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში, იმ მართლმსაჯულების ორგანოს მიერ, რომლისგანაც გამომდინარეეობს მოთხოვნა.
მუხლი 6🔗 – პასუხის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოები
1. მიმღებ სააგენტოს, რომელმაც მიიღო ინფორმაციაზე მოთხოვნა, შეუძლია თვითონ გასცეს პასუხი ან ამ მიზნით გადაუგზავნოს მოთხოვნა სხვა სახელმწიფო ან ოფიციალურ ორგანოს.
2. მიმღებ სააგენტოს, შესაბამის შემთხვევებში ან ადმინისტრაციული ორგანიზაციის თვალსაზრისით, შეუძლია პასუხის გასაცემად გადაუგზავნოს ინფორმაციაზე მოთხოვნა კერძო პირს ან კვალიფიცირებულ იურისტს.
3. როდესაც წინა პუნქტის გამოყენება დაკავშირებულია ხარჯებთან, მიმღები სააგენტო, წინა პუნქტით გათვალისწინებულ გადაცემამდე მიუთითებს მოთხოვნის წამომჭრელ ორგანოს იმ კერძო პირზე ან იურისტზე, რომელსაც მოთხოვნა უნდა გადაეგზავნოს საპასუხოდ და ასევე აცნობებს მოსალოდნელი ხარჯების შეძლებისდაგვარად დაახლოებულ ოდენობას და მოთხოვოს ამ ორგანოს თანხმობას ამ პროცედურის განხორციელებაზე.
მუხლი 7🔗 – პასუხის შემადგენლობა
პასუხის მიზანია ინფორმაციის მომთხოვი მართლმსაჯულების ორგანოსათვის, ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდება მოპასუხე სახელმწიფოს კანონმდებლობის შესახებ. პასუხი მოიცავს, შესაბამისი სამართლებრივ ტექსტსა და შესაბამის სასამართლო გადაწყვეტილებებს. მას თან უნდა ერთოდეს მოპასუხე ორგანოს თვალსაზრისით, ინფორმაციის სწორი გაგებისათვის აუცილებელი დამატებითი საბუთები, როგორიცაა ამონაწერები სამეცნიერო ნაშრომებიდან და „შესამზადებელი სამუშაოდან“. მას შეუძლია თან დაერთოს განმარტებითი კომენტარები.
მუხლი 8🔗 – პასუხის მოქმედება
ინფორმაციაზე მოთხოვნის წამომჭრელი მართლმსაჯულების ორგანოებისათვის პასუხად მიღებულ ინფორმაციას არ ექნება სავალდებულო ხასიათი.
მუხლი 9🔗 – პასუხის გადაცემა
მიმწოდებელი სააგენტო პასუხს უგზავნის მიმღებ სააგენტოს, თუ მოთხოვნა მიღებულ იქნა ამ უკანასკნელისაგან ან მართლმსაჯულების ორგანოს, თუ მოთხოვნა მიღებულ იქნა უშუალოდ მისგან.
მუხლი 10🔗 – ვალდებულება პასუხის გაცემაზე
1. მიმღები სააგენტო, რომლის მისამართითაც ინფორმაციაზე მოთხოვნა იქნა გაგზავნილი, მე-11 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მიიღებს მე-6 მუხლით გათვალისწინებულ ზომებს.
2. როდესაც პასუხი არ არის გაცემული მიმღები სააგენტოს მიერ, ეს უკანასკნელი ვალდებულია, რომ პასუხი გაიგზავნოს მე-12 მუხლში გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად.
მუხლი 11🔗 – პასუხის გაცემის ვალდებულებების გამონაკლისი შემთხვევები
მოპასუხე სახელმწიფოს შეუძლია უარი თქვას პასუხი გაცეს ინფორმაციაზე მოთხოვნას, თუ მოთხოვნით წამოჭრილი საქმე ლახავს მის ინტერესებს ან მას მიაჩნია, რომ პასუხის გაცემას შეუძლია საფრთხე მიაყენოს მის სუვერენიტეტსა და უშიშროებას.
მუხლი 12🔗 – ვადები პასუხის გასაცემად
ინფორმაციაზე მოთხოვნა უნდა იყოს დაკმაყოფილებული შეძლებისდაგავარად მოკლე დროში, თუმცა, როდესაც პასუხის მომზადება საჭიროებს ხანგრძლივ ვადას, მიმღები სააგენტო აცნობებს ამის შესახებ უცხოეთის ხელისუფლებას და თუ ეს შესაძლებელია მიუთითებს დაახლოებით დროს, როდესაც პასუხი იქნება გადაგზავნილი.
მუხლი 13🔗 – დამატებითი ინფორმაცია
1. მიმღებ სააგენტოს, ისევე როგორც ორგანოს ან პირს, რომელსაც დაევალა პასუხის გაცემა მე-6 მუხლის შესაბამისად, შეუძლია მოთხოვოს ინფორმაციაზე მოთხოვნის წამომჭრელ ხელისუფლებას ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია, რომელსაც ის მიიჩნევს საჭიროდ პასუხის გაცემისათვის.
2. მოთხოვნა დამატებითი ინფორმაციის თაობაზე, მიმღები სააგენტოს მიერ გადაიგზავნება იმავე საშუალებით, რომელიც გათვალისწინებულია მე-9 მუხლით პასუხის გაცემაზე.
მუხლი 14🔗 – ენები
1. ინფორმაციაზე მოთხოვნა და მისი დამატებანი უნდა იყოს შედგენილი მოპასუხე სახელწიფოს ენაზე ან მის ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე ან თან უნდა ერთოდეს თარგმანი, რომელიმე ამ ენათაგანზე. პასუხი გაიცემა მოპასუხე სახელმწიფოს ენაზე.
2. თუმცა, ორ ან მეტ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ნაკლები მნიშვნელობა მიანიჭოს წინა პუნქტების დებულებებს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
მუხლი 15🔗 – ღირებულება
1. პასუხის გაცემა არ გამოიწვევს ნებისმიერი ხარჯების ან საფასურის გადახდას, გარდა მე-6 მუხლის მესამე პუნქტში მითითებულებისა, რომლებიც დაიფარება მოთხოვნის წამომჭრელ სახელმწიფოს მიერ.
2. თუმცა, ორ ან მეტ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია წინა პუნქტების დებულებებს ნაკლები მნიშვნელობა მიანიჭოს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
მუხლი 16🔗 – ფედერალური სახელმწიფოები
ფედერალურ სახელმწიფოებში, კონსტიტუციით გათვალისწინებული დებულებების საფუძველზე, შეიძლება მიმღები სააგენტოს ფუნქციები მიენიჭოს სხვა სახელმწიფო ორგანოს, გარდა მე-2 მუხლის 1 (a) პუნქტით განსაზღვრულისა.
მუხლი 17🔗 –კონვენციის ძალაში შესვლა
1. წინამდებარე კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისათვის. ის ექვემდებარე რატიფიკაციას ან მიღებას. რატიფიკაციის ან მიღების შესახებ დოკუმენტები დეპონირდება ევროპის საბჭოს გენერლურ მდივანთან.
2. წინამდებარე კონვენცია ძალაში შევა, რატიფიკაციის ან მიღების შესახებ მესამე დოკუმენტის დეპონირებიდან სამი თვის შემდეგ.
3. იმ ხელმომწერ სახელმწიფოებთან მიმართებაში, რომელმაც შემდგომ მოახდინა რატიფიკაცია ან მისი მიღება, კონვენცია ძალაში შევა რატიფიკაციის ან მიღების შესახებ დოკუმენტების დეპონირებიდან სამი თვის შემდეგ.
მუხლი 18🔗 – ევროპის საბჭოს არაწევრი სახელმწიფოების მიერთება
1. წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს, კონვენციასთან მისაერთებლად შეეუძლია მოიწვიოს ევროპის საბჭოს არაწევრი სახელწიფოები.
2. მიერთება ძალაში შევა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მიერთების შესახებ დოკუმენტის დეპონირების სამი თვის შემდეგ.
მუხლი 19🔗 – კონვენციის ტერიტორიული ფარგლები
1. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს, ხელმოწერის, რატიფიკაციის, მიღების ან მიერთების შესახებ დოკუმენტის დეპონირების დროს, შეუძლია განსაზღვროს ის ტერიტორია ან ტერიტორიები, რომლებზეც გავრცელდა წინამდებარე კონვენცია.
2. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს, ხელმოწერის, რატიფიკაციის, მიღების ან მიერთების შესახებ დოკუმენტის დეპონირების დროს ან მოგვიანებით, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი განცხადებით შეუძლია გააფართოვოს კონვენციის მოქმედება განცხადებაში მითითებულ ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე ან ტერიტორიებზე, რომელთა საერთაშორისო ურთიერთობებზეც ის არის პასუხისმგებელი ან რომელთა სახელითაც არის უფლებამოსილი ვალდებულების აღებაზე.
3. წინამდებარე პუნქტის შესასრულებლად გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, მასში მითითებული ნებისმიერ ტერიტორიასთან მიმართებაში, შეიძლება იქნეს მოხსნილი წინამდებარე კონვენციის მე-20 მუხლით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.
მუხლი 20🔗 – კონვენციის მოქმედების ვადა და დენონსაცის
1. კონვენცია ძალაში რჩება განუსაზღვრელი ვადით.
2. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს, თუ მას ასე მიაჩნია, შეუძლია კონვენციის დენონსირება, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი შეტყობინებით.
3. ამგვარი დენონსირება ძალაში შევა გენერალური მდივნის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების 6 თვის შემდეგ.
მუხლი 21🔗 – ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ფუნქციები
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეატყობინებს ევროპის საბჭოს წევრებსა და მის არაწევრ სახელმწიფოებს, რომლებიც მიუერთდენ წინამდებარე კონვენციას:
ა) ნებისმიერი ხელმოწერის შესახებ;
ბ) რატიფიკაციის, მიღების ან მიერთების შესახებ ნებისმიერი დოკუმენტის დეპონირების შესახებ;
გ) მე–17 მუხლის შესაბამისად, კონვენციის ძალაში შესვლის ნებისმიერი თარიღის შესახებ;
დ) პირველი მუხლის მეორე პუნქტის; მეორე მუხლის მესამე პუნქტის; მესამე მუხლის მეორე პუნქტისა და მეცხრამეტე მუხლის მეორე და მესამე პუნქტების დებულებების შესაბამისად ნებისმიერი განცხადების მიღების თაობაზე;
ე) მეოცე მუხლის დებულებების შესაბამისად მიღებული ნებისმიერი შეტყობინების მიღების თაობაზე და დენონსაციის ძალაში შესვლის თარიღის შესახებ.
რის დასტურადაც ჩვენ, შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილებმა, ხელი მოვაწერეთ წინამდებარე კონვენციას.
შესრულებულია ქ. ლონდონში 1968 წლის 7 ივნისს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, რომელთაგან ორივეს თანაბარი ძალა გააჩნია და რომელთა თითო ასლი ინახება ევროპის საბჭოს არქივში. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი გადაუგზავნის დამოწმებულ ასლებს თითოეულ ხელმომწერ და მიერთებულ სახელმწიფოს.