შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 27.01.2005
ძალაში შესვლა 14.06.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480250000.03.030.000545
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 15/07/2005
matsne.gov.ge 743 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.01.2005 მიღება
14.06.2005 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:.2in; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.HeaderChar { } span.FooterChar { } @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 42.55pt 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ  საქართველოს მთავრობა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობა, (შემდგომში ,,მხარეებად” წოდებულნი), სურთ რა განავითარონ მეგობრული ურთიერთობები ორ ქვეყანასა და მათ ხალხებს შორის,  გამოთქვამენ რა რწმენას, რომ გაცვლები და თანამშრომლობა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და სხვა სფეროებში ხელს შეუწყობს საქართველოსა და კვიპროსის ხალხების უკეთ გაცნობასა და ურთიერთგაგებას, შეთანხმდნენ შემდეგზე: I. განათლება და მეცნიერება     მუხლი 1🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას განათლების დარგში, განსაკუთრებით კი ენის სწავლების სფეროში, შემდეგი გზებით: ა) ორი ქვეყნის ხალხებს, შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შორის პირდაპირი თანამშრომლობის, კონტაქტებისა და გაცვლების წახალისება და ხელის შეწყობა; ბ) თანამშრომლობისა და გაცვლების წახალისება და ხელშეწყობა სწავლების მეთოდების და მასალების, სასწავლო პროგრამებისა და გამოცდების სფეროებში; გ) სტიპენდიების გაცემა და სწავლისა და კვლევების წასახალისებლად სხვა საშუალებების გამოყენება.     მუხლი 2🔗 ა) მხარეები ხელს შეუწყობენ და წაახალისებენ გაცვლებისა და კვლევის განვითარებას მეცნიერების, ტექნოლოგიისა და გარემოს დაცვის დარგების ერთობლივი ინტერესის სფეროებში, ორი ქვეყნის სამეცნიერო და კვლევით დაწესებულებებს შორის პირდაპირი კავშირების დამყარების ჩათვლით, თითოეული ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად. ბ) მხარეები ხელს შეუწყობენ პირდაპირ თანამშრომლობასა და გაცვლებს სამთავრობო ორგანიზაციებს შორის ტექნიკური განათლებისა და საწარმოო სწავლების სფეროებში. II. კულტურა     მუხლი 3🔗 ა) მხარეები წაახალისებენ და ხელს შეუწყობენ ურთიერთთანამშრომლობას კულტურის, ლიტერატურისა და ხელოვნების ყველა სფეროში. ბ) მხარეები აგრეთვე წაახალისებენ თანამშრომლობას საარქივო დაწესებულებებს შორის პუბლიკაციების, მიკროფილმებისა და დოკუმენტების ასლების გაცვლის გზით, თითოეული ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 4🔗 თითოეული მხარე, მოცემული შეთანხმებიდან გამომდინარე საქმიანობის წარმოების მიზნით, ხელს შეუწყობს თავის ტერიტორიაზე მეორე მხარის კულტურისა და საინფორმაციო ცენტრების დაარსებას და თავისი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დახმარებას გაუწევს მსგავს ცენტრებს, რომლებიც შესაძლებელია აგრეთვე წარმოდგენილნი იყვნენ სკოლების, ენების შემსწავლელი დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, საინფორმაციო ცენტრებისა და სხვა დაწესებულებების სახით.     მუხლი 5🔗 ა) მხარეები ხელს შეუწყობენ ინფორმაციის გაცვლას თითოეული მხარის ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის ღონისძიებათა შესახებ. ბ) მხარეები ხელს შეუწყობენ არქეოლოგებისა და ძეგლთა დაცვის სპეციალისტების გაცვლას. III. მედია     მუხლი 6🔗 ა) მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას თავიანთი სახელმწიფოთა საინფორმაციო სააგენტოებს შორის. ბ) მხარეები ხელს შეუწყობენ პირდაპირ თანამშრომლობას ორი ქვეყნის პრესისა და საგამომცემლო ორგანიზაციებს შორის.     მუხლი 7🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ მათ შესაბამის უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობას, რათა უზრუნველყონ საავტორო უფლებებისა და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, გადაცემის უფლებების დაცვა. IV. სპორტული და ახალგაზრდული ორგანიზაციები     მუხლი 8🔗 მხარეები წაახალისებენ ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის კონტაქტებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის პირდაპირ თანამშრომლობას.  მხარეები წაახალისებენ თანამშრომლობას ორი ქვეყნის შესაბამის კომპეტენტურ სპორტულ ორგანიზაციებს შორის. დეტალების დარეგულირება მოხდება ზემოაღნიშნულ უწყებებს შორის პირდაპირი თანამშრომლობის მეშვეობით. V. ზოგადი დებულებები     მუხლი 9🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ მოცემული შეთანხმებით გათვალისწინებულ სფეროებში თითოეულ ქვეყანაში გამართულ სემინარებში. საზეიმო ღონისძიებებში, შეჯიბრებებში, გამოფენებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და შეხვედრებში მეორე მხარის მონაწილეობას.     მუხლი 10🔗 მხარეები წაახალისებენ პირდაპირ თანამშრომლობას და გაცვლებს არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, მოცემული შეთანხმებით გათვალისწინებულ სფეროებში.     მუხლი 11🔗 მოცემული შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება ჩატარდება იმ მხარის კანონებისა და ნორმატიული აქტების შესაბამისად, სადაც ეს ღონისძიება ტარდება.     მუხლი 12🔗 მხარეების წარმომადგენლები, საჭიროებისამებრ ან მეორე მხარის მოთხოვნის შესაბამისად, შეხვდებიან ამ შეთანხმებაში მოცემული დებულებების განხორციელების განხილვის მიზნით.     მუხლი 13🔗 ა) წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ძალაში შესასვლელად საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ დიპლომატიური ნოტების გაცვლის დღიდან. ბ) ეს შეთანხმება ძალაშია 5 წლის განმავლობაში. მისი მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი 5-წლიანი პერიოდებით, თუ რომელიმე მხარე შესაბამისი ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე წერილობითი ფორმით არ გამოთქვამს მისი მოქმედების შეწყვეტის სურვილს. ამის დასტურად, შესაბამისი მთავრობების მიერ უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს მოცემულ შეთანხმებას. შესრულებულია ქ. თბილისში, 2005 წლის 27 იანვარს ორ პირად, თითოეული ქართულ, ბერძნულ და ინგლისურ ენებზე. ამასთანავე ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. განმარტებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)