შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირალნდიის გაერთიენებული სამეფოს მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ
მიღების თარიღი 24.05.1993
ძალაში შესვლა 24.05.1993
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000016
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 09/12/1997
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირალნდიის გაერთიენებული სამეფოს მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 1.0in 56.7pt 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
შეთანხმება
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობა (ქვემოთ ხსენებულნი, როგორც შეთანხმებაში მონაწილე მხარეები); რომლებსაც სურთ განამტკიცონ და განავითარონ მეგობრული ურთიერთობა ორ ქვეყანასა და მათ ხალხებს შორის;
დარწმუნებულნი იმაში, რომ თანამშრომლობა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში, ისევე როგორც სხვა სფეროებში, ემსახურება საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ხალხების უკეთ გაცნობასა და ურთიერთგაგებას;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
შეთანხმებაში მონაწილე მხარეები, ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში ურთიერთობის განვითარებას შემდეგი საშუალებებით წაახალისებენ:
ა) განათლების სფეროსთან დაკავშირებულ პირებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შორის პირდაპირი თანამშრომლობის, კონტაქტებისა და გაცვლების ხელშეწყობა და წახალისება;
ბ) შეთანხმებაში მონაწილე მეორე მხარის ენისა და ლიტერატურის შესწავლასა და სწავლების ხელშეწყობა და წახალისება;
გ) სწავლების მეთოდებისა და მასალების, სასწავლო პროგრამებისა და გამოცდების სფეროში თანამშრომლობისა და გაცვლების ხელშეწყობა და წახალისება;
დ) სტიპენდიების უზრუნველყოფა, სწავლებისა და გამოკვლევების სხვა საშუალებებით წახალისება.
მუხლი 2🔗
შეთანხმებაში მონაწილე მხარეები წაახალისებენ და ხელს შეუწყობენ გაცვლებსა და საერთო ინტერესებიდან გამომდინარე პრობლემების კვლევის განვითარებას მეცნიერების, ტექნოლოგიის და გარემოს დაცვის სფეროებში, მათ შორის ორ ქვეყანაში სამეცნიერო და კვლევითი დაწესებულებების პირდაპირი თანამშრომლობის გზით.
მუხლი 3🔗
შეთანხმებაში მონაწილე მხარეები წაახალისებენ და ხელს შეუწყობენ პირდაპირ კონტაქტებს ლიტერატურის, სახვითი და სასცენო ხელოვნების, კინოს, ტელევიზიისა და რადიოს, არქიტექტურის, მუზეუმებისა და გალერეების, ბიბლიოთეკებისა და არქივების სფეროებში და კულტურის სხვა დარგებში.
მუხლი 4🔗
შეთანხმებაში მონაწილე მხარე წაახალისებს თავის ტერიტორიაზე მეორე მხარის კულტურისა და ინფორმაციული ცენტრების დაარსებას იმ ღონისძიებათა განსახორციელებლად, რომლებიც ემსახურება ამ შეთანხმების მიზნებს; თავისი კანონმდებლობის ფარგლებში აღნიშნული ცენტრების დასახმარებლად შექმნის ხელსაყრელ პირობებს, ცენტრები შეიძლება მოიცავდნენ ზოგადსაგანმანათლებლო და ენის სწავლების სკოლებს, ბიბლიოთეკებს, დასვენების ცენტრებსა და სხვა დაწესებულებებს.
მუხლი 5🔗
შეთანხმებაში მონაწილე მხარეები წაახალისებენ ორი ქვეყნის პრესისა და საგამომცემლო ორგანიზაციების თანამშრომლობას.
მუხლი 6🔗
შეთანხმებაში მონაწილე მხარეები ხელს შეუწყობენ ეროვნული სიმდიდრის დაცვის ღონისძიებათა შესახებ ინფორმაციის გაცვლას.
მუხლი 7🔗
შეთანხმებაში მონაწილე მხარეები წაახალისებენ საავტორო უფლებათა ორმხრივი დაცვისა და მათი კანონმდებლობის პირობების ფარგლებში დაგირავების უფლებთა დაცვის უზრუნველყოფის საქმეში შესაბამის ორგანოთა თანამშრომლობას.
მუხლი 8🔗
შეთანხმებაში მონაწილე მხარეები წაახალისებენ ორივე ქვეყნის ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების კავშირსა და პირდაპირ თანამშრომლობას.
მუხლი 9🔗
შეთანხმებაში მონაწილე მხარეები ხელს შეუწყობენ ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარებას.
მუხლი 10🔗
შეთანხმებაში მონაწილე მხარეები წაახალისებენ სპორტული ორგანიზაციების თანამშრომლობას და მათი ქვეყნის სპორტულ ღონისძიებებში მეორე მხარის მონაწილეობას.
მუხლი 11🔗
შეთანხმებაში მონაწილე მხარეები ხელსაყრელი გზებით შეუწყობენ ხელს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სფეროებში, ორივე ქვეყანაში ჩატარებულ სემინარებზე, ფესტივალებზე, შეჯიბრებებზე, გამოფენებზე, კონფერენციებზე, სიმპოზიუმებსა და შეხვედრებზე დასწრებას.
მუხლი 12🔗
შეთანხმებაში მონაწილე მხარეები წაახალისებენ არასახელმწიფოებრივ ორგანიზაციათა პირდაპირ თანამშრომლობას და გაცვლებს, ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა სფეროში.
მუხლი 13🔗
ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველგვარი საქმიანობა უნდა შეესაბამებოდეს იმ ქვეყნის მოქმედ კანონებსა და წესებს, რომელშიც ღონისძიება ტარდება.
მუხლი 14🔗
ამ შეთანხმების განხორციელებისას ბრიტანული საბჭო იმოქმედებს, როგორც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავარი წარმომადგენელი (აგენტი).
მუხლი 15🔗
შეთანხმებაში მონაწილე მხარეების წარმომადგენლები, საჭიროების ან ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, აღნიშნული ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის განხილვის მიზნით, შეიკრიბებიან ერთობლივი კომისიის ფარგლებში.
მუხლი 16🔗
(1) ეს შეთანხმება ძალაში შედის მისი ხელმოწერისთანავე.
(2) შეთანხმება მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში და შემდეგ ძალაში რჩება, ვიდრე არ გაივლის ექვსი თვე მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი მხარე დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობით აუწყებს მეორე მხარეს თავის გადაწყვეტილებას შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე.
ამის დასტურად, შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა ქვემორე ხელმომწერებმა ხელი მოვაწერეთ აღნიშნულ შეთანხმებას.
შესრულებულია ლონდონში 1992 წლის , ქართულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.
საქართველოს რესპუბლიკის
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის
გაერთიანებული სამეფოს
მთავრობის სახელით
მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია) (ხელმოწერილია)