შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ
მიღების თარიღი 26.03.1996
ძალაში შესვლა 05.08.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000020
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 10/12/1997
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) | რუმინეთის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 45.0pt 56.7pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს მთავრობა და რუმინეთის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, დარწმუნებულნი იმაში, რომ სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობა წარმოადგენს ორმხრივი ურთიერთობების მთელი კომპლექსის აუცილებელ შემადგენელ ნაწილს და აღიარებენ რა სამეცნიერო გამოკვლევებისა და დამუშავების ინტერნაციონალიზაციის პირობებში ურთიერთქმედების აუცილებლობას,
ითვალისწინებენ რა საქართველოსა და რუმინეთს შორის დამყარებულ სამეცნიერო-ტექნიკურ კავშირებს,
იღებენ რა მხედველობაში, რომ ასეთი ურთიერთკავშირი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანასა და ხალხებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას, ასევე, შექმნის წინაპირობას ურთიერთსასარგებლო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებისათვის,
თვლიან რა აუცილებლად, შექმნან ხანგრძლივი საფუძველი ამ თანამშრომლობის განვითარებისათვის,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მხარეები სამეცნიერო-ტექნიკურ თანამშრომლობას განავითარებენ ურთიერთსარგებლიანობისა და თანასწორობის პრინციპების საფუძველზე.
მუხლი 2🔗
მხარეები, იღებენ რა მხედველობაში სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის პრიორიტეტებს ორივე სახელმწიფოში, თანამშრომლობას განავითარებენ პრიორიტეტული მიმართულებებით:
- თანამშრომლობა ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიებს შორის;
- გამოკვლევები ტექნიკურ-მეცნიერებათა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში;
- სპეციალისტთა მომზადება და სტაჟირება;
- სტანდარტიზაცია, მეტროლოგია და სერტიფიკაცია;
- ინტელექტუალური საკუთრების დაცვა;
- სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაცია.
მუხლი 3🔗
მეორე მუხლში გათვალისწინებული თანამშრომლობა განხორციელდება სამინისტროების, უწყებების, ეროვნული აკადემიების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, უმაღლესი სასწავლებლების, ფირმების, სამეცნიერო ორგანიზაციების, საზოგადოებების, ცალკეული მეცნიერებისა და სპეციალისტების მიერ მათი კომპეტენციის ფარგლებში, პირდაპირი შეთანხმების საფუძველზე, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. თანამშრომლობის საერთო ხელმძღვანელობა და კოორდინაცია განხორციელდება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და რუმინეთის ტექნოლოგიებისა და კვლევის სამინისტროს მიერ. პირდაპირმა შეთანხმებებმა უნდა განსაზღვრონ თანამშრომლობის პროგრამების რეალიზაციის საკითხები, მისი ორგანიზაციული და ეკონომიკური პირობები, კერძოდ:
- თანამშრომლობის შინაარსი და მიზნები, დავალებები და მოსალოდნელი შედეგები, ერთობლივი პროგრამების რეალიზაციის ვადები და პირობები;
- სამუშაოთა დაფინანსების წყაროები, რომლებიც სრულდება თითოეულ სახელმწიფოში თანამშრომლობის ფარგლებში, ფინანსური ურთიერთვალდებულებები;
- სამეცნიერო-ტექნიკური ობიექტების ერთობლივი გამოყენების, ასევე, ერთობლივი გამოკვლევების შედეგების გამოყენებისა და სამრეწველო და ინტელექტუალური საკითხების რეგულირების წესი;
- სადავო საკითხების გადაწყვეტისა და იმ ზარალის ანაზღაურების წესები, რომლებიც შეიძლება მიყენებულ იქნეს პარტნიორებისათვის თანამშრომლობაში მონაწილეობის მიმღები პირების მიერ, თანამშრომლობის ფარგლებში მათ მიერ ვალდებულებების უშუალო შესრულების დროს;
- მესამე სახელმწიფოთა ან საერთაშორისო ორგანიზაციათა პირების თანამშრომლობაში მონაწილეობის წესი. ასეთი მონაწილეობის ფინანსურ უზრუნველყოფასა და ამ პირების ან ორგანიზაციების მიერ თანამშრომლობის გამოყენების წესები;
- პასუხისმგებლობა თანამშრომლობის პროცესში ერთმანეთისათვის გადასაცემი ინფორმაციის და მასალებისა და დანადგარების უტყუარობაზე.
მუხლი 4🔗
თანამშრომლობა ამ შეთანხმების ფარგლებში შეიძლება რეალიზებულ იქნეს შემდეგ ფორმებში:
- ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების, მეცნიერებატევადი ტექნოლოგიების შექმნისა და ათვისების პროექტების განხორციელება;
- ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი კოლექტივების, ლაბორატორიების, ასევე ინოვაციური ფირმებისა და იმ ორგანიზაციების ფორმირება, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალი ტექნოლოგიების ათვისებას;
- სამეცნიერო სამუშაო, მეორე მხარის სახელმწიფოს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში, უმაღლეს სასწავლებლებში, ტექნოპარკებში, არქივებში, ბიბლიოთეკებსა და მუზეუმებში, ერთობლივი საველე კვლევებისა და ექსპედიციების ჩათვლით;
- სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის, დოკუმენტაციის, ლიტერატურული და ბიბლოგრაფიული გამოცემების გაცვლა;
- ერთობლივი სემინარების, სამეცნიერო კონფერენციებისა და სამუშაო შეხვედრების ჩატარება;
- მეცნიერებისა და სპეციალისტების გაცვლა;
- მეცნიერთა და სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლება, სტაჟირების ორგანიზება;
- ასევე, სხვა ურთიერთშეთანხმებულ ფორმებში.
მუხლი 5🔗
მხარეები, ამ შეთანხმების რეალიზაციის მიზნებისათვის შექმნიან ორმხრივ კომისიას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე. კომისია, თავისი საქმიანობისათვის დაამუშავებს და დაამტკიცებს მუშაობის რეგლამენტს.
მუხლი 6🔗
მხარეები იღებენ ვალდებულებას, არ გადასცენ სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მიღებული მათი წარმომადგენლების მიერ ამ შეთანხმების საფუძველზე, ნებისმიერ მესამე ქვეყანას მხარეთა შორის ოფიციალური შეთანხმების გარეშე.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობისას მიღებული სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაცია, გარა იმისა, რომელიც ეხება ინტელექტუალურ და სამრეწველო საკუთრებას, ან არ ექვემდებარება გამჟღავნებას კომერციული და საწარმოო მიზეზებით, ურთიერთთანხმობით ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიო საზოგადოებისათვის მისი გადაცემის საყოველთაოდ მიღებული საშუალებების გამოყენების გზით და მხარეთა სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 7🔗
მხარეებმა, იმ ინტელექტუალური და სამრეწველო საკუთრების უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც შეიძლება შეიქმნას თანამშრომლობის შედეგად, უნდა გადაწყვიტონ თითოეული საეხლმწიფოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების გათვალისწინებით. პრობლემის გადაწყვეტის კონკრეტული საკითხები, დაკავშირებული ინტელექტუალური და სამრეწველო საკუთრების უფლებასა და მის გამოყენებასთან, მასთან დაკავშირებული საფინანსო ვალდებულებები, განპირობებულია მესამე მუხლში გათვალისწინებული შეთანხმებებით.
მუხლი 8🔗
ქართულ და რუმინულ ორგანიზაციებს შორის სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობასა და ამ შეთანხმების შესრულებისათვის სპეციალისტთა მივლინებებთან დაკავშირებული ფინანსური ანაზღაურება იწარმოებს მხარეთა შეთანხმებებიდან გამომდინარე პირობებით, რომლებიც დაწვრილებით არის აღნიშნული ამ შეთანხმების რეალიზაციის დოკუმენტებში და თანამშრომელ ორგანიზაციათა ხელშეკრულებებსა და კონტრაქტებში.
მუხლი 9🔗
ერთი სახელმწიფოს პირების სამედიცინო მომსახურების საკითხები, რომლებიც მონაწილეობენ ერთობლივ პროექტებში და იმყოფებიან მეორე სახელმწიფოს ტერტორიაზე (მძიმე დაავადებების ან უბედური შემთხვევებისას), გადაწყდება მიმღები ორგანიზაციის ხარჯზე იმავე პირობებით, როგორც მიმღები ორგანიზაციის თანამშრომლებისათვის.
მუხლი 10🔗
ეს შეთანხმება არ ეხება მხარეთა მიერ დადებულ სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან და შეთანხმებებიდან გამომდინარე უფლებებსა და ვალდებულებებს.
მუხლი 11🔗
ეს შეთანხმება ძალაში შედის უკანასკნელი შეტყობინების თარიღიდან, რომელიც ადასტურებს მხარეთა მიერ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელ შესაბამისი პროცედურების შესრულებას და მოქმედებს ათი წლის განმავლობაში.
ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა გავლენას არ მოახდენს მისი მოქმედების პერიოდში დაწყებული და მისი მოქმედების დამთავრებამდე შეუსრულებელი პროექტების განხორციელებაზე.
ამ შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები მხარეთა ორმხრივი წერილობითი თანხმობით.
შესრულებულია ქ. თბილისში, 1996 წლის
26 მარტს, ორ პირად, თითოეული ქართულ, რუმინულ და რუსულ ენებზე. ამასთან, ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. ამ შეთანხმების დებულებების განმარტების მიზნებისათვის გამოიყენება ტექსტი რუსულ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
რუმინეთის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)