შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ
მიღების თარიღი 20.03.1996
ძალაში შესვლა 28.07.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000131
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, -, 13/03/1998
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml {mso-style-name:kvekana_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.55pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ
საქართველოს მთავრობა და თურქმენეთის მთავრობა, შემდგომში „მხარეები“, აღიარებენ, რომ ინვესტიციების წახალისება და ურთიერთდაცვა ხელს შეუწყობს მხარეებს შორის ურთიერთხელსაყრელი სავაჭრო ეკონომიკური და სამეცნიერო–ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებას და გააუმჯობესებს ორივე სახელმწიფოს კეთილდღეობას;
სურთ, რომ ერთი მხარის ტერიტორიაზე მეორე მხარის ინვესტორების ინვესტიციებისათვის შექმნან ხელსაყრელი პირობები;
თანასწორუფლებიანობის, ურთიერთპატივისცემის, სუვერენიტეტისა და ურთიერსარგებლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით, შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗 განმარტებები
ამ შეთანხმების მიზნებისათვის შემდეგი ტერმინები ნიშნავს:
1. ტერმინი „ინვესტიცია“ ნიშნავს ყველა სახის ქონებრივ ფასეულობას, რომელიც ჩადებულია ერთი მხარის ინვესტორების მიერ მეორე მხარის ტერიტორიაზე, ამ უკანასკნელის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:
ა) უძრავ და მოძრავ ქონებას (შენობებს, ნაგებობებს, მოწყობილობებს და სხვა მატერიალურ ფასეულობებს) და მასთან დაკავშირებულ ქონებრივ უფლებებს, საგირაო უფლების ჩათვლთი;
ბ) ფულად სახსრებს, შენატანებს, აქციებს და სხვა ფასიან ქაღალდებს ან საწარმოებში მონაწილეობის ფორმებს;
გ) ფულად მოთხოვნებს და ეკონომიკური ფასეულობის მქონე ნებისმიერ საქმიანობაზე მოთხოვნათა უფლებებს;
დ) საავტორო უფლებებს, სამრეწველო საკუთრებაზე უფლებებს (როგორებიცაა გამოგონებები, პატენტები, სამრეწველო პროექტები და ნიმუშები, სავაჭრო ნიშნები, საფირმო დასახელებები, წარმოშობის მაჩვენებლები ტექნოლოგიები, „ნოუ–ჰაუ“, გუდვილები და სხვა);
ე) სამეურნეო საქმიანობაზე უფლებებს კონცენსიაზე უფლების ჩათვლით, რომელიც გამოიხატება კანონით ან ხელეშკრულებით მიღებული ბუნებრივი რესურსების ან ექსპლუატაციის სხვა ობიექტების დაზვერვაში, დამუშავებაში, მოპოვებასა და ექსპლუატაციაში.
ნებისმიერი ფორმის ცვლილება, რომელშიც ინვესტირებულია აქტივები, არ მოახდენს გავლენას ინვესტიციების ხასიათზე.
2.ტერმინი „ინვესტორი“, თითოეულ მხარესთან მიმართებაში, ნიშნავს:
ა) ფიზიკურ პირს, რომელსაც გააჩნია ერთ–ერთი მხარის მოქალაქეობა ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილი მხარეთა ტერიტორიაზე და ახდენს ინვესტირებას მეორე მხარის ტერიტორიაზე მისი კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) იურიდიულ პირს, სხვა დაწესებულებებს ან საზოგადოებებს იურიდიული პირის უფლებით, ან მის გარეშე, რომელიც დაფუძნებულია ნებისმიერი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, მდებარეობს მის ტერიტორიაზე და ახდენს ინვესტირებას მეორე მხარის ტერიტორიაზე.
3.ტერმინი „შემოსავალი“ ნიშნავს ფულად თანხებს, რომლებიც მიღებულია ინვესტირების შედეგად როგორც მოგება, მათ შორის საწარმოო, სავაჭრო საქმიანობისგან ტექნიკური დახმარებებისა და ტექნიკური მომსახურეობების და სხვა სახის საქმიანობისაგან მიღებული მოგების წილით, დივიდენდების, საპროცენტო გადასახადების, ჰონორარების, სალიცენზიო და საკომისიო ჯილდოების ჩათვლით.
4.ტერმინი „ტერიტორია“ თითოეულ მხარესთან მიმართებაში ნიშნავს ტერიტორიას საზღვაო რაიონების ჩათვლით, აგრეთვე კონტინენტალურ შელფსა და ეკონომიკურ ზონას , რომელზედაც აღნიშნული მხარე, ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად ახორციელებს სუვერენულ უფლებებს და იურიდისქციას.
მუხლი 2🔗 შეთანხმების გამოყენება
ეს შეთანხმება გამოიყენება ყველა ინვესტიციებში, რომლებიც განხორციელებულია ერთი მხარის ინვესტირის მიერ მეორე მხარის ტერიტორიაზე მისი კანონებისა და წესების შესაბამისად, როგორც ამ შეთანმხების ძალაში შესვლამდე, ისე შემდეგაც.
მუხლი 3🔗 ინვესტიციების წახალისება და დაცვა
1.თითოეული მხარე, თავისი კანონმდებლობის შესაბამისად დაუშვებს და ხელს შეუწყობს თავის ტერიტორიაზე მეორე მხარის ინვესტორების ინვესტიციებს.
2. 1 მუხლის 2 პუნქტის მიხედვით განსაზღვრული ინვესტიციები და მასთან დაკავშირებული შემოსავლები, ისარგებლებენ სრული დაცვით ამ ხმების შესაბამისად. ამ შეთანხმების 1 პუნქტის დებულების დაურღვევლად იგივე შეეხება შემოსავლებს, რომლებიც მიიღება ინვესტირების შემთხვევაში. კანონის ფარგლებში განხორციელებული ინვესტიციების გაფართოება, შეცვლა ან ტრანსფორმაცია განიხილება, როგორც ახალი ინვესტიცია.
მუხლი 4🔗 ინვესტიციების ეროვნული რეჟიმი და უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი
1.თითოეული მხარე თავის ტერიტორიაზე იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს, მეორე მხარის ინვესტორთა ინვესტიციებთან და ინვესტიციებთან საქმიანობასთან მიმართებაში სამართლიანი და თანასწორი რეჟიმი, რომელიც გამორიცხავს დისკრიმინაციული ხასიათის ზომების გამოყენებას, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალონ ინვესტორთა მიერ მართვასა და განკარგვას.
2.ამ მუხლის 1 პუნქტში ხსენებული რეჟიმი იქნება არანაკლებ ხელსაყრელი, ვიდრე რეჟიმი, რომელიც ენიჭება საკუთარ ინვესტორთა, ან ნებისმიერი მესამე სახელმწიფოს მხარის ინვესტორთა ინვესტიციებსა და საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია ასეთ ინვესტიციებთან.
3.ამ მუხლის 1 და 2 პუნქტების დებულებები არ ვრცელდება შეღავათებზე და უპირატესობებზე, რომლებსაც მხარე ანიჭებს ან მომავალში მიანიჭებს ნებისმიერი მესამე სახელმწიფოს ინვესტორებს ან მათ ინვესტიციებს შემდეგ საფუძველზე:
ა)თუ მათი მონაწილეობა თავსიუფალი ვაჭრობის ზონაში, საბაჟო ან ეკონომიკურ კავშირში, ეკონომიკური ურთიერთდახმარების ორგანიზაციაში ან საერთაშორისო შეთანხმებებში, რომლებიც ითვალისწინებენ შეღავათებსა და უპირატესობებს, მსგავსია იმ შეღავათებისა და უპირატესობებისა, რომელსაც მხარე ანიჭებს მითითებული ორგანიზაციების მონაწილეებს;
ბ)ორმაგი დაბეგვრის შესახებ საერთაშორისო შეთანმხების ან დაბეგვრის საკითხებზე სხვა ხელეშკრულებების საფუძველზე;
გ) სასაზღვრო ვაჭრობის საკითხების შესახებ ხელშეკრულებათა საფუძველზე.
4.თითოეული მხარე უფლებამოსილია განსაზღვროს ეკონომიკისა და საქმიანობის სფერო, რომლებიც აკრძალულია ან შეზღუდულია მეორე მხარის ინვესტორთა ინვესტიციებისათვის.
მუხლი 5🔗 დანაკარგების კომპენსაცია
1.ერთ–ერთი მხარის ინვესტორებს, რომელთა ინვესტიციებმაც მეორე მხარის ტერიტორიაზე განიცადეს ზარალი ომის ან სხვა შეიარაღებული კონფლიქტის, საგანგებო მდგომაროების, სახელმწიფო გადატრიალების ან სხვა მსგავსი მოვლენების შედეგად; მეორე მხარის ტერიტორიაზე ზარალის ანაზღაურებასა და კომპენსაციასთან მიმართებაში მიეცემათ რეჟიმი, არანაკლებ ხელსაყრელი ვიდრე ის რეჟიმი, როგორსაც ეს უკანასკნელი მიანიჭებს თავის ინვესტორებს ან ნებისმიერი მესამე სახელმწიფოს ინვესტორებს. წარმოდგენილი გადასახადები იქნება თავისუფლად კონვერტირებადი და გადაირიცხება დაბრკოლების გარეშე.
2.ამ მუხლის 1 პუნქტის დებულებების დაურღვევლად, ერთ–ერთი მხარის ინვესტორებს, რომლებმაც განიცადეს ზარალი მეორე მხარის ტერიტორიაზე, აღნიშნულ პუნქტში მოცემულ ნებისმიერ შემთხვევებში, რომელიც გამოვწეული იყო:
ა) მეორე მხარის ძალების ან ხელისუფლების მიერ საკუთრების რეკვიზიციით;
ბ) მეორე მხარის ძალების ან ხელისუფლების მიერ საკუთრების განადგურებით, რომელიც არ იყო გამოწვეული საომარი მოქმედებებით და აუცილებლობით იმ სიტუაციაში, აუნაზღაურდებათ ზარალი ან მიეცემათ სწრაფი ადექვატური კომპენსაცია. წარმოშობილი გადასახადები იქნება თავისუფლად კონვერტირებადი და გადაირიცხება შეფერხების გარეშე.
მუხლი 6🔗 ექსპროპრიაცია
1.ერთ–ერთი მხარის ინვესტორთა ინვესტიციები, რომლებიც ხორციელდება მეორე მხარის ტერიტორიაზე, არ იქნება ნაციონალიზირებული, ესქპროპრირებული ან მათ მიმართ არ იქნება მიღებული ზომები, რომლებსაც გააჩნიათ ნაციონალიზაციისა ან ექსპროპრიაციის ანალოგიური შედეგები (შემდგომში ნაცონალიზაციად წოდებულნი), იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც ასეთი ზომები მიიღება საზოგადოებრივი ინტერესებისა და კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით, არადისკრიმინაციულ საფუძველზე და მათ თან ახლავს სწრაფი, ადექვატური და ეფექტური კომპენსაციები.
2.აღნიშნული კომპენსაცია გაუტოლდება ინვესტიციების საბაზრო ღირებულებას ნაციონალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ან მისი გამოქვეყნების დღის წინა დღისათვის და იგი უნდა იყოს კონვერტირებადი და თავისუფლად ტრანსფერებადი.
3.ნაციონალიზაციის შედეგად დაზარალებულ ინვესტორებს უფლება ექნებათ, ნაციონალიზაციის განმახორციელებელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, ამ მხარის სასამართლო ან სხვა დამოუკიდებელ ორგანოების მიერ მათი შემთხვევების სწრაფ განხილვასა და მათი ინვესტიციების ღირებულების განსაზღვრაზე.
4.თუ ერთ–ერთი მხარე თავისი ტერიტორიის ნებისმიერ ნაწილზე ნაციონალიზაციას უკეთებს ინვესტორების ინვესტიციებს მე–2 მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობით შექმნილ ან დაფუძნებულ კომპანიას, რომელშიც მეორე მხარის ინვესტორები ფლობენ აქციებს ან სხვა საკუთრების უფლებებს, მაშინ გარანტირებულ იქნება ამ შეთანხმების 1 პუნქტის დებულებების გამოყენება იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია სწრაფი, ადექვატური და ეფექტური კომპენსაციის უზრუნველყოფისათვის მეორე მხარის იმ ინვესტორების მიმართ, რომლებიც ფლობენ ასეთ აქციებს ან საკუთრების სხვა უფლებებს.
მუხლი 7🔗 ინვესტიციებისა და შემოსავლების რეპატრიაცია
1.თითოეული მხარე მეორე მხარის ინვესტორებს მისცემს გარანტიას საინვესტიციო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების დაუბრკოლებელი გადარიცხვის ყველა უფლებებზე და პრივილეგიებზე დანახარჯების, გადასახადებისა და სხვა აუცილებელი სახის გადასახადების გამოკლებით..
2.იმ შემთხვევაში, თუ ერთ–ერთი მხარე შეცვლის ვალუტის გაცვლის პროცედურას, რაც არ ვრცელდება გაცვლის კურსზე, რომელიც განსაზღვრულია გადარიცხვის დღისათვის სახელმწიფოების ცენტრალური ბანკების მიერ, ეს მხარე გარანტიას იძლევა, რომ ეს ცვლილებები არანაირად არ იმოქმედებს იმ ინვესტიციების მდგომარეობებზე, რომლებიც განხორციელებული იყო მიმღები მხარის ტერიტორიაზე.
მუხლი 8🔗 სუბროგაცია
1.თუ ერთ–ერთი მონაწილე მხარე ან მის მიერ დანიშნული სააგენტო (ამ მუხლის მიზნებისათვის შემდგომში პირველი მხარედ წოდებული) აწარმოებს გადახდას გარანტიებზე, რომლებიც წარდგენილია მეორე მხარის ტერიტორიაზე განხორციელებული ინვესტიციების მიმართ (ამ მუხლის მიზნებისათვის შემდგომში მეორე მხარედ წოდებული), მაშინ მეორე მხარე აღიარებს:
ა) პირველი მხარისადმი ან მისი შუამავლისადმი გარანტიის მიმცემი მხარის ყველა უფლებებისა და პრეტენზიების გადაცემას კანონით ან კანონიერი გარიგების გზით;
ბ) რომ პირველი მხარე ან მის მიერ დანიშნული შუამავალი, უფლებამოსილია სუბროგაციის შედეგად განახორციელოს ასეთი უფლებები და წამოაყენოს ასეთი პრეტენზიები ისეთივე ხარისხში, როგორშიც გარანტიის მიმცემი მხარე და თავის თავზე აიღოს ყველა მოვალეობები, რომლებიც დაკავშირებულია ინვეტიციასთან.
2.პირველ მხარეს ყველა შემთხვევაში ექნება უფლება:
ა) გადაცემის შედეგად მის მიერ მიღებულ უფლებებსა და პრეტენზიებზე;
ბ) ნებისმიერ გადასახადებზე, რომლებიც მიღებულია იმ უფლებებისა და პრეტენზიების თანახმად, რომლის მიღების უფლებაც ჰქონდა გარანტიის მიმცემ მხარეს იმ შეთანხმების თანახმად ინვესტიციებსა და მასთან დაკავშირებულ შემოსავლებთან მიმართებაში.
3.სუბროგაციის შედეგად მიღებული უფლებები ან მოთხოვნები არ გადააჭარბებს ინვესტორის უფლებებსა და მოთხოვნებს.
მუხლი 9🔗 საინვესტიციო დავების რეგულირება
1.დავები, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ერთ მხარესა და მეორე მხარის ინვესტორს შორის ინვესტიციებთან დაკავშირებით, მათ შორის დავები კომპენსაციის გადახდის ზომების, პირობებისა და წესების შესახებ საკითხებზე, შეძლებისდაგვარად უნდა დარეგულირდეს მხარეების მიერ მეგობრული გზით.
2.თუ დავა არ დარეგულირდება ერთ–ერთი მხარის მიერ დავის შესახებ განცხადებიდან ექვსი თვის განმავლობაში, მაშინ ინვესტორის სურვილით დავა შეიძლება გადაეცეს:
ა) იმ მხარის კომპეტენტურ სასამართლოს ან არბიტრაჟს, რომლის ტერიტორიაზეც ხორციელდება ინვესტიცია;
ბ) საინვესტიციო დავების გადამწყვეტ საერთაშორისო ცენტრს, შეთანხმებული პროცედურის ან არბიტრაჟის საშუალებით სახელმწიფოებსა და სვხა სახელმწიფოთა მოქალაქეებს შორის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის შესახებ კოვნენციის შესაბამისად, რომელიც გახსნილია ხელმოსაწერად ვაშინგტონში 1965 წლის 18 მარტს.
მუხლი 10🔗 მხარეებს შორის დავები
1.მხარეები კეთილი ნებისა და თანამშრომლობის სულისკვეთებით უნდა მიიისწრაფვოდენ იმ საკითხის სწრაფი და სამართლიანი გადაწყვეტისაკენ, რომელიც ერთმანეთის ინვესტიციებს ეხება.
2.მხარეებს შორის წარმოშობილი დავები, რომლებიც ეხება ამ შეთანხმების დებულებების განმარტებასა და გამოყენებას, შეძლებისდაგვარად უნდა გადაწყდეს დიპლომატიური არხებით.
3.თუ მხარეებს შორის ამ გზით არ იქნება მიღწეული თანხმობა დავის დაწყებიდან ექვსი თვის განმავლობაში, ნებისმიერი მხარის თხოვნით დავა განსახილველად გადაეცემა საარბიტრაჟო სასამართლოს.
4.საარბიტრაჟო სასამართლო შესდგება სამი არბიტრისაგან და იქმნება ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის ცალკე შემდეგნაირად: ერთ–ერთი მხარის მიერ მეორე მხარისაგან საარბიტრაჟო სასამართლოში დავის გადაცემის შესახებ წერილობითი შეტყობინების მიღების მომენტიდან ორი თვის განმავლობაში. თითოეული მხარე ნიშნავს თითო არბიტრს. ეს ორი არბიტრი მეორე არბიტრის არჩევის დღიდან ორი თვის განმავლობაში აირჩევს მესამე ქვეყნის მოქალაქე–არბიტრს, რომელსაც დიპლომატიური ურთიერთობა აქვს ორივე მხარესთან და რომელიც მხარეთა თანხმობის შემდეგ დაინიშნება საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარედ.
5.თუ საარბიტრაჟო სასამართლო არ შეიქმნება დავის საარბიტრაჟო სასამართლოში გადაცემის შესახებ წერილობითი შეტყობინების მიღების მომენტიდან ოთხი თვის განმავლობაში, თითოეულ მხარეს შეუძლია, სხვა მოლაპარაკების არარსებობის შემთხვევაში, საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარეს შესთავაზოს აუცილებელი დანიშვნის განხორციელება. თუ თავმჯდომარე ერთ–ერთი მხარის მოქალაქეა ან სხვა მიზეზების გამო არ შეუძლია შეასრულოს აღნიშნული ფუნქცია, მაშინ აღნიშნული დანიშვნების განხორციელება შეიძლება შესთავაზოს საერთაშორისო სასამართლოს უფროსობის მიხედვით მომდევნო წევრს, რომელიც არ არის არცერთი მხარის მოქალაქე.
6.საარბიტრაჟო სასამართლო ადგენს პროცედურის წესებს. სასამართლო იღებს გადაწყვეტილებებს ამ შეთანხმების დებულებებისა და საერთაშორისო სამართლის აღიარებული პრინციპების შესაბამისად.
7.საარბიტრაჟო სასამართლო გადაწყვეტილებებს იღებს ხმათა უმრავლესობით, ამგვარი გადაწყვეტილებები საბოლოოა და სავალდებულო ძალა აქვს თითოეული მხარისათვის. ერთ–ერთი მხარის თხოვნით საარბიტრაჟო სასამართლომ უნდა აუხსნას თავისი გადაწყვეტილების მოტივები.
8.თითოეული მხარე გაიღებს ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია მის მიერ საარბიტრაჟო სასამართლოში დანიშნული არბიტრისა და მისი წარმომადგენლობის საქმიანობასთან. თავმჯდომარის საქმიანობასთან დაკავშირებულ და სხვა ხარჯებს მხარეები გაიღებენ თანაბრად, თუ სხვაგვარად არ იქნება გათვალისწინებული საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ.
მუხლი 11🔗 სხვა წესების გამოყენება
თუ თითოეული მხარის კანონმდებლობის დებულებები ან საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომლებიც არსებობენ მოცემულ მომენტში, ან მხარეებს შორის დადგინდება მომავალში ამ შეთანხმებასთან დამატებით, შეიცავენ როგორც საერთო, ასევე სპეციფიკურ წესებს, რომლებიც მეორე მხარის ინვესტორების ინვესტიციებს უფლებას აძლევს უფრო ხელსაყრელ რეჟიმზე, ვიდრე ამ შეთანხმებითაა გათვალისწინებული. ასეთ წესებს უპირატესობა ექნება ამ შეთანხმებაზე იმ ხარისხში, რომელშიც ისინი უფრო ხელსაყრელნი არიან.
მუხლი 12🔗 კონსულტაციები
1.ორივე მხარის წარმომადგენლები აუცილებლობის შემთხვევაში ჩაატარებენ შეხვედრებს შემდეგი მიზნით:
ა) ამ შეთანხმების გამოყენების შესწავლა;
ბ) ინვესტიციების სამართლებრივი საკითხებისა და მათი განხორციელების საუშალებების შესახებ ინფორმაციის გაცვლა;
გ) ინვესტიციებთან დაკავშირებით წარმოშობილი დავების გადაწყვეტა;
დ) ინვესტიციებთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესწავლა;
ე) ამ შეთანხმებაში შესაძლო ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ წინადადებების განხილვა.
2.თუ რომელიმე მხარე შესთავაზებს კონსულტაციების ჩატარებას ამ მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერ საკითხზე, მაშინ მეორე მხარე დაუყოვნებლივ აძლევს პასუხს და კონსულტაციები ჩატარდება რიგრიგობით ქ. თბილისში და ქ. აშგაბატში.
მუხლი 13🔗 ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
ამ შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები და დამატებები მხარეთა წერილობითი თანხმობით. ნებისმიერი შესწორება უნდა შევა ძალაში მას შემდეგ, რაც თითოეული მხარე შეატყობინებს მეორე მხარეს, ამ შესწორების ძალაში შესვლისათვის ხელისშემშლელი ყველა შესაბამისი ფორმალობების დარეგულირების შესახებ.
მუხლი 14🔗 შეთანხმების ძალაში შესვლა
თითოეული მხარე დიპლომატიური არხების საშუალებით წერილობით აცნობებს მეორე მხარეს მათ მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო შესაბამისი კონსტიტუციური პროცედურების შესრულების შესახებ.
შეთანხმება ძალაში შედის უკანასკნელი შეტყობინების მიღების თარიღიდან.
მუხლი 15🔗 მოქმედების ხანგრძლივობა და მოქმედების შეწყვეტა
1. ეს შეთანხმება ძალაში რჩება ათი წლის ვადით, მოცემული ვადის გასვლის შემდეგ მისი მოქმედება ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო 5 წლით, თუ არცერთი მხარე, შესაბამისი ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე წერილობით ფორმაში არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავის სურვილს ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე.
2.ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის მომენტამდე განხორციელებულ ინვესტიციათა მიმართებაში 1-13 მუხლების დებულებები ძალაში რჩება ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის დღიდან მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.
შესრულებულია ქ.თბილისში, 1996 წლის 20 მარტს, ორ პირად, თითოეული ქართულ, თურქმენულ და რუსულ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბარი ძალისაა. ამ შეთანხმების ტექსტის განსხვავებული განმარტების შემთხვევაში საფუძვლად მიიღება ტექსტი რუსულ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით
თურქმენეთის მთავრობის სახელით