შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საზღვაო სავაჭრო ნაოსნობის შესახებ
მიღების თარიღი 19.01.1995
ძალაში შესვლა 18.06.1996
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000060
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, -, 25/12/1997
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საზღვაო სავაჭრო ნაოსნობის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml {mso-style-name:kvekana_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საზღვაო სავაჭრო ნაოსნობის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობამ, შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად„ წოდებული, ხელმძღვანელობენ რა სურვილით
უზრუნველყონ საზღვაო სავააჭრო ნაოსნობის განვითარება ორ ქვეყანას შორის შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის პრინციპების შესაბამისად, გაააქტიურონ თანამშრომლობა საზღვაო სავაჭრო ნაოსნობის სფეროში, დაიცვან საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო ნაოსნობის თავისუფლების პრინციპი,
გადაწყვიტეს დადონ წინამდებარე შეთანხმება და შეთანხმდნენ შემდგზე:
მუხლი 1🔗
1. ტერმინი „ხელშემკვრელი მხარის გემი„ ნიშნავს ნებისმიერ სავაჭრო გემს, რომელიც რეგისტრირებულია გემის დროშის სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, გარდა:
ა) სამხედრო ხომალდებისა;
ბ) სხვა ხომალდებისა, რომლებიც შეიარაღებული ძალების დავალებებს ასრულებენ;
გ) კვლევითი გემისა(ჰიდროგრაფიული, ოკეანოგრაფიული და სამეცნიერო);
დ) თევზსაჭერი გემებისა;
ე) გემებისა, რომლებიც არაკომერციულ ფუნქციებს ასრულებენ(მთავრობის იახტები, სანატორიუმებისა და საკარანტინო სამსახურების გემები და ა.შ).
2. ტერმინი „ეკიპაჟის წევრი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ერთ–ერთი ხელშემკვრელი მხარის გემზე ასრულებს გემთწაყვანასთან, გემის ექსპლუატაციასთან ან გემზე მომსახურებასთან დაკავშირებულ მოვალეობებს და შეყვანილია ეკიპაჟის სიაში.
3. კომპეტენტური საზღვაო ორგანოებია:
- საქართველოს რესპუბლიკისათვის – საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტი ან ნებისმიერი სხვა ორგანო, რომელიც სათანადოდ უფლებამოსილია საქართველოს რესპუბლიკის მთავრობისაგან,
- ბულგარეთის რესპუბლიკისათვის – ტრანსპორტის სამინისტრო.
მუხლი 2🔗
წინამდებარე შეთანხმება ვრცელდება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მათ შორის ტერიტორიულ წყლებზე, ერთის მხრივ, და ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მათ შორის ბულგარეთის რესპუბლიკად ტერიტორიულ წყლებზე, მეორე მხრივ.
მუხლი 3🔗
საზღვაო სავაჭრო ნაოსნობის სფეროში საქართველოს რესპუბლიკისა და ბულგარეთის რესპუბლიკის თანამშრომლობას საფუძვლად უდევს თანასწორობის, ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემის, ურთიერთსარგებლობისა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების პრინციპები.
მუხლი 4🔗
წინამდებარე შეთანხმების 3 მუხლის შესაბამისად, ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს ხელს უწყობენ საზღვაო ტრანსპორტის საქმიანობისათვის პასუხისმგებელი თავიანთ ორგანიზაციებსა და სამსახურებს შორის კონტაქტების დამყარებას.
მუხლი 5🔗
თავიანთი თანამშრომლობით ხჟელშემკვრელი მხარეები ხელს უწყობენ თავიანთ სახელმწიფოთა შორის საზღვაო სავაჭრო ნაოსნობის განვითარებას კერძოდ:
ა) ხელს უწყობენ საქართველოსა და ბულგარეთის გემების მონაწილეობას ორივე ხელშემკვრელი მხარის ნავსადგურებს შორის ტვირთზიდვაში და თანამშრომლობენ ამ ტვირთზიდვის განვითარების შემაფერხებელი დაბრკოლებების დაძლევაში;
ბ) მიმართავენ საჭირო ზომებს, რათა გაადვილონ და წაახალისონ საზღვაო ტვირთზიდვა თავიანთ ნავსადგურებში გემების ზედმეტად შეფერხების თავიდან ასაცილებლად და დააჩქარონ და გაამარტივონ, შეძლებისდაგვარად, თავიანთი ნავსადგურების ტერიტორიაზე მოქმედი ადმინისტრაციული, საბაჟო და სანიტარიული ფორმალობანი;
გ) ხელს უწყობენ ზღვაზე უსაფრთხოებას;
დ) თავს იკავებენ ნებისმიერი მოქმედებისგან, რომელიც ზიანს მიაყენებს ორ ქვეყანას შორის ნაოსნობის ნორმალურ განვითარებას;
ე) არ აბრკოლებენ ერთ–ერთი ხელშემკვრელი მხარის დროშით მცურავი გემების მონაწილეობას მეორე ხელშემკვრელი მხარის ნავსადგურებსა და მესამე ქვეყნების ნავსადგურებს შორის ტვირთზიდვაში.
მოცემული მუხლის დებულებები არ ეხება მესამე ქვეყნის გემების უფლებებს მონაწილეობდნენ ხელშემკვრელ მხარეთა ნავსადგურებს შორის ტვირთზიდვაში.
მუხლი 6🔗
1. ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის გემებს, მათ ეკიპაჟებს, მგზავრებს და ბორტზე არსებულ ტვირთს ანიჭებს ისეთ რეჟიმს; როგორსაც იგი ანიჭებს საერთაშორისო საზღვაო ტვირთზიდვაში მონაწილე საკუთარ გემებს შემდეგი მიმართ;
ა) თავისუფალი შესვლა ტერიტორიულ შიდა წყლებსა და ნავსადგურებში;
ბ) გემების გაცდენა ნავსადგურებში დატვირთვის გადმოტვირთვისა და გადატვირთვის ნაგებობების გამოყენებისათვის;
გ) მგზავრთა ჩახდომა და გადმოსხომა;
დ) მოსაკრებლებისა და ბაჟის გადახდა, საზღვაო სავაჭრო ნაოსნობასთან და თანმხლებ სავაჭრო ოპერაციებთან დაკავშირებული მომსახურების გამოყენება.
2. ამ მუხლის 1 პუნქტის დებულებები არ გამოიყენება შედეგის მიმართ:
ა) საქმიანობა, რომელიც ხელშემკვრელ მხარეთა შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, შენარჩუნებულია და რომლის წარმოების ნება ეძლევა მათ საწარმოებსა და ორგანიზაციებს, კერძოდ:
სანაპირო ვაჭრობა, კაბოტაჟი, სამაშველო ოპერაციები, ბუქსირზე აყვანა და სხზვა საპორტო მომსახურება;
ბ) წესები, რომლებიც ეხება ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე უცხოელთა შესვლას და ყოფნას;
გ) წესები, რომლებიც არეგლამენტებენ უცხოეთის გემების სავალდებულო პლოტაჟს;
დ) უცხოეთის გემების შესვლისათვის დახურული ნავსადგურები.
მუხლი 7🔗
1. ყოველი ხელშემკვრელი მხარეაღიარებს:
ა) მეორე ხელშემკვრელი მხარის გემების ეროვნულ კუთვნილებას, რომელიც დადასტურებულია ასეთი გემების პორტზე არსებული და მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილ ხელისუფალთა მიერ მათი კანონებისა და წესების შესაბამისად გაცემული დოკუმენტებით;
ბ) გემების დოკუმენტებს, რომლებიც მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილმა ხელისუფლებმა გასცეს ან აღიარეს მისი დროშით მცურავი გემებისათვის;
გ) საზომი მოწმობა, რომელიც გაცემულია გემების აზომვის შესახებ 1969 წლის საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად, და ათავისუფლებს მას ნავსადგურებში ხელახალი აზომვისაგან.
2. საპორტო მოსაკრებლების გამოთვლა და გადახდა ხორციელდება ამ მუხლის 1 პუნქტში მითითებული საზომი მოწმობების საფუძველზე.
მუხლი 8🔗
ყოველი ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილ ხელისუფალთა მიერ გაცემული მეზღვაურის პირადობის ეროვნული მოწმობის მფლობელთ ანიჭებს 9 და 10 მუხლებით განსაზღვრულ უფლებებს.
ასეთი პირადობის მოწმობებია:
- საქართველოს რესპუბლიკისთვის – „მეზღვაურის პასპორტი„,
- ბულგარეთის რესპუბლიკისათვის – „მეზღვაურის პასპორტი“
მუხლი 9🔗
ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს 8 მუხლში მითითებული ეროვნული პირადობის მოწმობა, შეუძლია ნაპირზე გადავიდეს და დროებით იქ შვებულებაში იმყოფებოდეს მეორე ხელშემკვრელი მხარის ნავსადგურში გემის ყოფნის დროს, თუ მისი სახელი შეტანილია გემის ეკიპაჟის სიაში, რომელიც გემის კაპიტანმა საბორტო ხელისუფალთ გადასცა.
ნაპირზე გადასვლისას და გემის ბორტზე დაბრუნებისას ეს პირები უნდა დაემორჩილონ კონტროლის დადგენილ წესს.
მუხლი 10🔗
1. ნებისმიერ პირს, რომელსაც 8 მუხლში აღნიშნული ეროვნული პირადობის მოწმობა აქვს, ეძლევა უფლება:
ა) შევიდეს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე თავის გემზე ასვლის, სხვა გემზე გადაყვანის, თავის ქვეყანაში დაბრუნების მიზნით;
ბ) ტრანზიტით გაიაროს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორია გარკვეულ გემზე ასვლის, სხვა გემზე გადაყვანის, თავის ქვეყანაში დაბრუნების მიზნით.
2. იმ შემთხვევაში, თუ მეზღვაურის ეროვნული პირადობის მოწმობის მფლობელი არ არის არცერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე, ტერიტორიაზე შესვლის ან ტრანზიტით გავლის ვიზები გაიცემა ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთი ვიზა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიცეს.
3. თუ ეკიპაჟის წევრი, რომელსაც აქვს 8 მუხლში ნახსენები პირადობის მოწმობა, ჩადის ნაპირზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ნავსადგურში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში, სამსახურეობრივი მიზნებით ან კომპეტენტურ ხელისუფალთა მიერ საპატიოდ მიჩყნეული სხვა მიზეზებით, ეს უკანასკნელნი აღნიშნულ პირზე გასცემენ ნებართვას იმყოფებოდეს მათ ტერიტორიაზე და დაბრუნდეს თავის ქვეყანაში ან სხვა ნავსადგურში გაემგზავროს ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით.
ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარე საჭირო სამედიცინო დახმარებას უწევს მეორე ხელშემკვრელი მხარის გემის ეკიპაჟის წევრებს მისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად.
4. 9 და 10 მუხლების დებულებისათვის, აგრეთვე ამ მუხლის 1–4 პუნქტებისათვის ზიანის მიუყენებლად ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიაზე მოქმედი დებულებები უცხოელთა შესვლასთან, ყოფნასთან და გამოსვლასთან დაკავშირებით ძალაში რჩება.
5. ხელშემკვრელი მხარეები იტოვებენ უფლებას, თავიანთ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალონ ზემოთ ნახსენები მეზღვაურის პირადობის მოწმობის მქონე ნებისმიერ პირს, რომელიც მათ არასასრუველად მიაჩნიათ.
6. მეორე ხელშემკვრელი მხარის ნავსადგურში მდგარი გემის კაპიტანს ან მის მიერ მითითებულ ეკიპაჟის წევრს შეუძლია დაუკავშირდეს ან ეწვიოს გემის დროშის სახელმწიფოს დიპლომატიურ აგენტს ან საკონსულოს თანამდებობის პირს ან გემის მფლობელი კომპანიის თავმჯდომარეს.
მუხლი 11🔗
9 და 10 მუხლების დებულებები გამოიყენება ნებისმიერი პირის მიმართ, რომელიც არ არის არც ბულგარეთის, არც საქართველოს მოქალაქე, მაგრამ აქვს პირადობის მოწმობა; რომელიც შეესაბამება საერთაშორისო საზღვაო ნაოსნობის გაადვილების შესახებ 1965 წლის კონვენციის და მისი დანართის ან მეზღვაურთა ეროვნული პირადობის მოწმობათა შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №108 კონვენციის დებულებებს. ასეთი პირადობის მოწმობა უნდა იყოს შესაბამისი კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს გაცემული და უზრუნველყოფდეს მისი მფლობელის დაბრუნებას მოწმობის გამცემ ქვეყანაში.
მუხლი 12🔗
1. თუ ერთ–ერთი ხელშემკვრელი მხარის გემი მეჩეჩს წამოეგო, კატასტროფას განიცდის ან დაზიანდა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიულ წყლებში ან ტერიტორიის მახლობლად, ამ ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა ხელისუფლებმა:
ა) უნდა აცნობონ იმ ქვეყნის დიპლომატიურ ან საკონსულოს წარმომადგენელს, რომლის დროშითაც ეს გემი ცურავს. რათა მან შეასრულოს მასზე დაკისრებული ფუნქციები;
ბ) ისეთივე დაცვა და ხელშეწყობა უნდა აღმოუჩინონ ეკიპაჟს, მგზავრებს, გემს და მის ტვირთს, როგორსაც აღმოუჩენენ თავიათნი დროშით მცურავ გემს.
2. გემის დაზიანების შემთხვევაში, ტვირთსა და ქონებას არ უნდა დაეკისროს ბაჟი, თუ ისინი არ არის გადაცემული მოხმარების ან გამოყენებისთვის მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.
ამ მუხლის 2 პუნქტის დებულებები არ აუქმებს ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე მოქმედი იმ კანონებისა და წესების გამოყენებას, რომლებიც ტვირთის დროებით დასაწყობებას ეხება.
3. ეკიპაჟის, ქონებისა და ტვირთის გადარჩენის ოპერაციები ხორციელდება საერთაშორისო კონვენციის (1979 წლის საერთაშორისო საზღვაო ოპერაცია) და სათანადო ეროვნული კანონპმდებლობის შესაბამისად.
4. ამ მუხლის დებულებები არ არღვევს მოთხოვნათა წაყენების უფლებას იმ დახმარებასთან და ხელშეწყობასთან დაკავშირებით, რომელიც გაუწიეს გემს, რომელმაც ავარია განიცადა, მის ეკიპაჟს, მგზავრებს, ბორტზე არსებულ ტვირთსა და ქონებას.
მუხლი 13🔗
ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს, აუცილებლობის შემთხვევაში, დაარსოს თავისი სანაოსნო კომპანიების ან საწარმოების წარმომადგენლობები სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე. ამ საწარმოს დაარსება, რეგისტრაცია და საქმიანობა ექვემდებარება იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედ შესაბამის კანონებსა და წესებს, სადაც იგი დაარსებულია.
მუხლი 14🔗
1. ყოველი ხელშემკვრელი მხარე აძლევს მეორე ხელშემკვრელი მხარის სანაოსნო კომპანიებს იმ შემოსავლისა და მოგების გამოყენების უფლებას, რომელიც საზღვაო გადაზიდვითაა მიღებული მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გადახდის წარმოების მიზნით.
2. ყოველი ხელშემკვრელი მხარე იგივე კომპანიებს აძლევს უფლებას, ასეთი შემოსავალი და მოგება, ზემოთ ნახსენებით ყველა გადასახადის გამოქვითვის შემდეგ, გამოიყენონ მეორე ხჟელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და ამ მხარის კანონებისა და წესების შესაბამისად.
3. ყოველმა ხელშემკვრელმა მხარემ ხელი უნდა შეუწყოს ასეთ გადარიცხვას.
მუხლი 15🔗
1. ერთი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოები არ განიხილავენ სამოქალაქო დავას, რომელიც ზღვაზე ან მის ნავსადგურებში წარმოიქმნა გემის მფლობელს, კაპიტანს, სამეთაურო შემადგენლობას და ეკიპაჟის სხვა წევრებს შორის მეორე ხელშემკვრელი მხარის დროშით მცურავი გემის ბორტზე შრომით ანაზღაურებასთან, პირად ნივთებთან და მუშაობასთან დაკავშირებით.
2. ერთი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოები არ ახორციელებენ სადამსჯელო იურისდიქციას მეორე ხელშემკვრელი მხარის იმ გემის ბორტზე ჩადენილი დანაშაულის მიმართ, რომელიც მის ნავსადგურში იმყოფება, გარდა შემთხვევებისა, როცა:
ა) ეს ჩადენილია გემის დროშის ხელშემკვრელი მხარის დიპლომატიური აგენტის ან საკონსულოს თანამდებობის პირის თხოვნით ან თანხმობით;
ბ) დანაშაულისათვის იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობა, რომლის ნავსადგურშიც იმყოფება გემი, სასჯელად ითვალისწინებს ხუთ წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთას;
გ) დანაშაული ან ამ დანაშაულის შედეგები არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ნაპირზე ან ნავსადგურში და საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას;
დ) დანაშაულში გარეული არიან ეკიპაჟის წევრები ან როცა დანაშაული ჩადენილია ამ ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეთა მიერ ან მის მოქალაქეთა წინააღმდეგ;
ე) აღკვეთილია ნარკოტიკებით, ფსიქოტროპული ან რადიოაქტიური ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობა.
3. ამ მხარის დებულებები არ ეხება ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოების უფლებას გამოიყენოს თავისი შიდა კანონები და წესები; რომლებიც ეხება საზოგადოებრივ ჯანდაცვას, საბაჟო კონტროლს, საზღვაო გარემოს დაცვას, გემების, ნავსადგურების, ადამიანთა სიცოცხლის და ტვირთის უსაფრთხოებას და მათ ტერიტორიაზე უცხოელთა შესვლას.
მუხლი 16🔗
1. წინამდებარე შეთანხმების ეფექტიანი შესრულების მიზნით და ორივე მხარისათვის საინტერესო ნაოსნობის ნებისმიერი სხვა საკითხების განსახილველად იქმნება შერეული კომისია. კომისია სხდომას ერთ–ერთი ხელშემკვრელი მხარის თხოვნით მართავს.
2. ხელშემკვრელი მხარეები პერიოდულად გამართავენ კონსულტაციებს იმ მიზნით, რომ:
ა) განიხილონ და გააუმჯობესონ ამ შეთანხმების გამოყენების პირობები;
ბ) წამოაყენონ და შეათანხმონ ამ შეთანხმების შესწორებები და დამატებები.
3. ამ მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად, ხელშემკვრელი მხარეები დიპლომატიური გზით სთავაზობენ წინადადებას კონსულტაციები გაიმართოს ორივე ქვეყნის კომპეტენტურ საზღვაო ორგანოებს შორის, რომლებიც უნდა დაიწყოს შესაბამისი წინადადების თარიღიდან არა უგვიანეს 60 დღისა.
მუხლი 17🔗
1. წინამდებარე შეთანხმება იდება დროის განუსაზღვრელი პერიოდით და ძალაში შედის იმ ნოტებიდან მეორის მიღებიდან 30 დღის შემდეგ, რომლებითაც ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს ატყობინებენ თავიანთი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად მისი დამტკიცების შესახებ.
2. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შეასვლისთანავე ორივე ხელშემკვრელი მხარის მიმართ მოქმედებას წყვეტს შეთანხმება საზღვაო სავაჭრო ნაოსნობაში თანამშრომლობის შესახებ, რომელსაც 1971 წლის 3 დეკემბერს მოაწერეს ხელი ევროპის ეკონომიკური ურთიერთდახმარების წევრმა ქვეყნებმა.
3. წინამდებარე შეთანხმების დენონსირება ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია დიპლომატიური არხებით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით. მეორე ხელშემკვრელი მხარის შეტყობინების მიღების დღიდან ექვსი თვის შემდეგ შეთანხმება მოქმედებას წყვეტს.
შესრულებულია ქ. სოფიაში 1995 წლის 19 იანვარს ორ ნამდვილ ეგზემპლარად რუსულ ენაზე, ამასთან ორივეს თანაბარი ძალა აქვს.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით
ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით