ოქმი საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 19.06.1995
ძალაში შესვლა 19.06.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000091
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 22/01/1998
matsne.gov.ge 382 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.06.1995 მიღება
19.06.1995 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია) ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია)

დოკუმენტის ტექსტი

ოქმი საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt .75in 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} ოქმი საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემდგომში მხარეებად წოდებულნი. თვლიან რა, სასარგებლოდ ორივე მხარის ინტერესების შესაბამისად კონსულტაციების ჩატარებასა და აზრთა ურთიერთგაცვლას სხვადასხვა დონეზე, ორმხრივი ურთიერთობების, რეგიონული თუ საერთაშორისო პრობლემების საკითხებზე, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 მხარეები რეგულარულად ჩაატარებენ კონსულტაციებს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეებზე, აგრეთვე სხვადასხვა დონეზე საერთაშორისო, რეგიონული და ორმხრივი ურთიერთობების საკითხების ირგვლივ, რომლებიც წარმოადგენენ ორმხრივ ინტერესს. კონკრეტული საკითხების განსახილველად, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეიქმნას სპეციალური სამუშაო და ექსპერტთა ჯგუფები.     მუხლი 2🔗 მხარეები წინასწარ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, განსაზღვრავენ კონსულტაციების დონეს, დღის წესრიგის, მისი ჩატარების ვადებსა და ადგილს.     მუხლი 3🔗 მხარეები ითანამშრომლებენ და ჩაატარებენ კონსულტაციებს საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციებისა და ფორუმების ფარგლებში, პოზიციების შეთანხმების მიზნით.     მუხლი 4🔗 მხარეები შექმნიან სასურველ პირობებს დიპლომატიური სამსახურების ურთიერთმოქმედებისათვის, განახორციელებენ უშუალო კონტაქტებს, გაიზიარებენ გამოცდილებას სტაჟორთა ურთიერთგაცვლის გზით, ჩაატარებენ სემინარებს და გამონახავენ პირდაპირი კავშირების სხვადასხვა ფორმებს.     მუხლი 5🔗 წინამდებარე ოქმი ძალაში შედის ხელის მოწერის მომენტიდან და იმოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში. იგი ავტომატურად გაგრძელდება ყოველი ხუთი წლით, თუ არცერთი მხარე არ გაუგზავნის მეორე მხარეს წერილობით შეტყობინებას თავისი სურვილის შესახებ ოქმის მოქმედების შეწყვეტის თაობაზე, მორიგი ხუთწლიანი ვადის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე. შესრულებულია ქ. იერუსალიმში, 1995 წლის „-----------“, შესაბამისად, 5755 წლის „----------“, ორ პირად, ქართულ, ებრაულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა. ტექსტებს შორის სხვაობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს. საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია) ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია)