ოქმი საქართველოს პარლამენტისა და თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 13.01.1994
ძალაში შესვლა 13.01.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000143
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 13/04/1998
matsne.gov.ge 421 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.01.1994 მიღება
13.01.1994 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

ოქმი საქართველოს პარლამენტისა და თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების თანამშრომლობის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ოქმი საქართველოს პარლამენტისა და თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების თანამშრომლობის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ედუარდ შევარდნაძემ და თურქეთის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარემ ჰუსამედინ ჯინდორუქმა ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის პარლამენტთა შორის თანამშრომლობის შეთანხმებას. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და თურქეთის რესპუბლიკის და ეროვნული კრების თავმჯდომარე; - მიესალმებიან საქართველოს რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკის შორის დადებულ ხელშეკრულებას მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ; - აღნიშნავენ ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის მნიშვნელობას მეგობრული და სახელმწიფოთაშორისი კავშირების განვითარებაში; - ისწრაფიან ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკური, სავაჭრო–ეკონომიკური, სამეცნიერო–ტექნიკური და კულტურის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობისა და ამის საფუძველზე ქართველ და თურქ ხალხთა შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებასა და შემდგომ გაღრმავებას; - სასარგებლოდ თვლიან ორივე მხარის ინტერესების შესაბამისად რეგულარულ კონსულტაციებს, სხვადასხვა დონეზე ორმხრივ ურთიერთობებს საერთაშორისო პრობლემების საკითხებზე აზრთა გაცვლას და შეთანმხდნენ შემდეგზე: 1. საქართველოს პარლამენტში თურქეთის რესპუბლიკის დიდ ეროვნულ კრებასთან მჭიდრო კავშირების დასამყარებლად შეიქმნას სადეპუტატო ჯგუფი, საქართველოს პარლამენტთა მჭიდრო კავშირების დამყარების მიზნით თურქეთის დიდი ეროვნული კრების დეპუტატებისაგან შეიქმნას საპარლამენტო თანამშრომლობის ჯგუფი. 2. რეგულარულად გაიმართოს საპარლამენტო ჯგუფების მოლაპარაკებები და კონსულტაციები ორივე მხარისათვის საინტერესო ურთიერთობების, საერთაშორისო და რეგიონულ პრობლემებზე. 3. საპარლამენტთაშორისო კავშირებისათვის სისტემატური და გეგმაზომიერი ხასიათის მიცემის მიზნით თბილისსა და ანკარაში ყოველწლიურად ჩატარდეს არანაკლებ ორი ოფიციალური შეხვედრა. 4. მხარეები განახორციელებენ ორივე სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაციის მუდმივ გაცვლას და საკანონმდებლო საქმიანობის კოორდინაციას. 5. მხარეები საჭიროების შემთხვევაში დროებითი სამუშაო და ექსპერტთა ჯგუფების შექმნის საშუალებით უზრუნველყოფენ შესაბამისი მუდმივი კომიტეტების თანამშრომლობას. 6. კონსულტაციების გამართვის ვადები და დონე, ისევე როგორც განსახილველად გამოტანილი საკითხები, ყოველწლიურად ცალკე შეთანხმებით განისაზღვრება. 7. მხარეები ხელს შეუწყობენ ორი ქვეყნის პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიურ თანამშრომლობას. შესრულებულია ქ. ანკარაში, 1994 წლის 13 იანვარს, ორ ეგზემპლარად, თითოეული თურქულ, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ორივე ტექსტი თანაბარი ძალისაა. დებულებების განმარტების დროს წარმოშობილი უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ეძლევა ინგლისურ ტექსტს. ედუარდ შევარდნაძე                                                         ჰუსამედინ ჯირდორუქი (ხელმოწერილია)                                                      (ხელმოწერილია)