გაეროს კონვენცია გაუდაბნოებასთან ბრძოლის შესახებ იმ ქვეყნებში, რომლებიც განიცდიან სერიოზულ გვალვას და/ან გაუდაბნოებას, განსაკუთრებით აფრიკაში

მიღების თარიღი 17.06.1994
ძალაში შესვლა 21.10.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000315
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 18/04/2000
matsne.gov.ge 13,279 სიტყვა · ~66 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.06.1994 მიღება
21.10.1999 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

გაეროს კონვენცია გაუდაბნოებასთან ბრძოლის შესახებ იმ ქვეყნებში, რომლებიც განიცდიან სერიოზულ გვალვას და/ან გაუდაბნოებას, განსაკუთრებით აფრიკაში p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } span.PlainTextChar { } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.msoIns { text-decoration:underline; color:teal;} span.msoDel { text-decoration:line-through; color:red;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 42.55pt 56.7pt 76.5pt;} div.Section1 {page:Section1;} გაეროს კონვენცია გაუდაბნოებასთან ბრძოლის შესახებ იმ ქვეყნებში, რომლებიც განიცდიან სერიოზულ გვალვას და/ან გაუდაბნოებას, განსაკუთრებით აფრიკაში წინასიტყვაობა დიდი ხანია, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა ის ფაქტი, რომ გაუდაბნოება არის ძირითადი ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემა, რომელიც ეხება ქვეყნებს მსოფლიოს ყველა რეგიონში. 1977 წელს გაეროს კონფერენციამ გაუდაბნოების შესახებ (UNCOD) მიიღო გაუდაბნოებასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა (PFCD). სამწუხაროდ, ამ და სხვა ძალისხმევის მიუხედავად, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP) 1991 წელს მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მიწების დეგრადაციის პრობლემა არიდულ, ნახევრადარიდულ და მშრალ სუბნოტიო რაიონებში გამწვავდა, მიუხედავად ზოგიერთ რაიონში წარმატებებისა. ამიტომაც გაუდაბნოებასთან ბრძოლის საკითხს ყურადღება მიექცა ჯერ კიდევ გაეროს კონფერენციაზე გარემოს დაცვისა და განვითარების შესახებ (INCD), რომელიც გაიმართა 1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში. კონფერენციამ მხარი დაუჭირა ამ პრობლემის გადაჭრისათვის ახალ ერთობლივ მიდგომას, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მდგრადი განვითარება საზოგადოებრივ დონეზე. კონფერენციამ, აგრეთვე მიმართა გაეროს გენერალურ ასამბლეას, რომ შეიქმნას სამთავრობათაშორისო მოლაპარაკებების კომიტეტი და 1994 წლის ივნისისათვის მომზადდეს კონვენცია გაუდაბნოებასთან ბრძოლის შესახებ იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც განიცდიან სერიოზულ გვალვას და/ან გაუდაბნოებას, განსაკუთრებით აფრიკაში. 1992 წლის დეკემბერში გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ეს წინადადება 47/188 რეზოლუციით. დატვირთული გრაფიკით მუშაობის შედეგად კომიტეტმა დაასრულა მოლაპარაკებები ხუთი სესიის განმავლობაში. 1994 წლის 17 ივნისს პარიზში მიიღეს კონვენცია და იგი ღიაა ხელმოსაწერად 1994 წლის 14-15 ოქტომბრიდან. 100-ზე მეტმა ქვეყანამ უკვე ხელი მოაწერა კონვენციას და იგი ძალაში შევა 90 დღის შემდეგ იმ მომენტიდან, როცა 50 ქვეყანა გაუკეთებს მას რატიფიცირებას, როგორც ჩანს, 1997 წლისათვის. ამ დროის განმავლობაში კონვენციის ბევრი პირობა, განსაკუთრებით, რომლებიც შეეხება მოქმედებათა პროგრამას აფრიკაში, განხორციელდება კომიტეტის მიერ მიღებული რეზოლუციების საფუძველზე. გაეროს კონვენცია გაუდაბნოებასთან ბრძოლის შესახებ იმ ქვეყნებში, რომლებიც განიცდიან სერიოზულ გვალვას და/ან გაუდაბნოებას, განსაკუთრებით აფრიკაში ამ კონვენციის მხარეები, ადასტურებენ რა, რომ გაუდაბნოებასთან ბრძოლის და გვალვის შედეგების შემცირების მოქმედების საკითხებში ძირითადი ყურადღება ეთმობა იმ ადამიანთა ყოფას, რომლებიც იმყოფებიან დაზარალებულ ან საფრთხის ქვეშ არსებულ რაიონებში, ასახავენ რა საერთაშორისო საზოგადოების, აგრეთვე სახელმწიფოების და საერთაშორისო ორგანიზაციების სერიოზულ შეშფოთებას გაუდაბნოების და გვალვის არასასურველი შედეგების გამო, აცნობიერებენ რა, რომ არიდულ, ნახევრად არიდულ და მშრალ სუბნოტიო რაიონებს ერთად უჭირავთ ხმელეთის დიდი ნაწილი და ისინი წარმოადგენენ მოსახლეობის დიდი ნაწილის საცხოვრებელ და საარსებო საშუალებას, აღიარებენ რა, რომ გაუდაბნოება და გვალვა წარმოადგენს გლობალური მასშტაბის პრობლემას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ისინი აზარალებენ მსოფლიოს ყველა რეგიონს და, ამრიგად, გაუდაბნოებასთან ბრძოლა და/ან გვალვის შედეგების შემცირება საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივ მოქმედებას საჭიროებს, აღნიშნავენ რა, იმ განვითარებადი, განსაკუთრებით ნაკლებად განვითარებული ქვეყნების მნიშვნელოვან კონცენტრაციას, რომლებიც განიცდიან სერიოზულ გვალვას და/ან გაუდაბნოებას და ამ მოვლენების განსაკუთრებით ტრაგიკულ შედეგებს აფრიკაში, აღნიშნავენ რა, აგრეთვე, რომ გაუდაბნოება გამოწვეულია ფიზიკური, ბიოლოგიური, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური ფაქტორების კომპლექსური ურთიერთქმედებით, ითვალისწინებენ რა, ვაჭრობისა და სხვა საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ასპექტების ზემოქმედებას დაზარალებული ქვეყნების გაუდაბნოებასთან სათანადოდ ბრძოლის შესაძლებლობაზე, აღიარებენ რა, რომ მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სოციალური განვითარება და სიღარიბის აღმოფხვრა არის დაზარალებული განვითარებადი ქვეყნების პრიორიტეტები, განსაკუთრებით აფრიკაში, და ძირითადია მდგრადი განვითარების მისაღწევად, ითვალისწინებენ რა, რომ გაუდაბნოება და გვალვა ზემოქმედებს მდგრად განვითარებაზე ისეთი მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემების მეშვეობით, როგორიცაა სიღარიბე, ცუდი ჯანმრთელობის დაცვა და კვება, კვების პროდუქტების უკმარისობა და მიგრაციით, პირთა გადაადგილებით და დემოგრაფიული დინამიკით გამოწვეული პრობლემები, აძლევენ რა მაღალ შეფასებას წარსულში ჩატარებულ ქმედებებს და სახელმწიფოების და საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილებას გაუდაბნოებასთან ბრძოლაში და გვალვის შედეგების შემცირებაში, განსაკუთრებით გაუდაბნოებასთან ბრძოლის მოქმედებათა გეგმის განხორციელებაში, რომელიც მიღებული იყო გაუდაბნოების შესახებ გაეროს კონფრენციაზე 1997 წელს, აღიარებენ რა, რომ მიუხედავად წარსულში მიღებული ზომებისა, გაუდაბნოებასთან ბრძოლა და გვალვის შედეგების შემცირება არ აღმოჩნდა მოლოდინის სიმაღლეზე და საჭიროა ყველა დონეზე ახალი და უფრო ეფექტური მიდგომა მდგრადი განვითარების ჩარჩოებში, აღიარებენ რა იმ გადაწყვეტილებების შესაბამისობას და აქტუალობას, რომელიც მიიღო გაეროს კონფერენციამ გარემოს დაცვისა და განვითარების შესახებ, კერძოდ, AGENDA-21-ში და მის მე-12 თავში, რომელიც ითვალისწინებს გაუდაბნოებასთან ბრძოლის მოქმედებებს, კვლავ ადასტურებენ რა ამასთან დაკავშირებით განვითარებული ქვეყნების ვალდებულებებს რომელსაც მოიცავს AGENDA-21-ის 33-ე თავის მე-13 პარაგრაფი, ითვალისწინებენ რა გენერალური ასამბლეის 47/188 რეზოლუციას, სადაც პრიორიტეტული ყურადღება ეთმობა აფრიკას, გაეროს ყველა სხვა შესაბამის რეზოლუციებს, გადაწყვეტილებებს და პროგრამებს გაუდაბნოებაზე და გვალვაზე, აგრეთვე შესაბამის დეკლარაციებს აფრიკის ქვეყნებიდან, კვლავ ადასტურებენ რა რიო-დე-ჟანეიროს დეკლარაციას გარემოს დაცვაზე და განვითარებაზე აღნიშნული მის მე-2 პრინციპში, რომ სახელმწიფოებს გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის პრინციპების თანახმად აქვთ სუვერენული უფლება საკუთარი ბუნებრივი რესურსების მოპოვებაზე საკუთარი გარემოსდაცვითი და განვითარების პოლიტიკის თანახმად, ისე რომ მოქმედება მათი იურისდიქციის ან კონტროლის ჩარჩოებში არ აზარალებდეს სხვა სახელმწიფოებს ან სხვა ეროვნული იურისდიქციის საზღვრებს, აღიარებენ რა, რომ ეროვნული მთავრობების როლი არის გადამწყვეტი გაუდაბნოებასთან ბრძოლაში და გვალვის შედეგების შემცირებაში და პროგრესი ამ თვალსაზრისით დამოკიდებულია ადგილობრივ მოქმედებათა პროგრამების შესრულებაზე დაზარალებულ რაიონებში, აღიარებენ რა, აგრეთვე, საერთაშორისო თანამშრომლობის და პარტნიორობის მნიშვნელობას და აუცილებლობას გაუდაბნოებასთან ბრძოლაში და გვალვის შედეგების შემცირებაში, აღიარებენ რა შემდგომში დაზარალებული განვითარებადი ქვეყნების პირობების მნიშვნელობას, განსაკუთრებით აფრიკაში, ეფექტური საშუალებების და ნაწილობრივ არსებული ფინანსური რესურსებისა, რომელიც მოიცავს ახალ და დამატებით დაფინანსებას და ტექნოლოგიის მიწოდებას, რის გარეშეც რთული იქნება მათთვის კონვენციის ვალდებულებების სრული განხორციელება, ზრუნავენ რა გაუდაბნოების და გვალვის ზემოქმედებაზე ცენტრალური აზიისა და ტრანსკავკასიის დაზარალებულ ქვეყნებში, უსვამენ რა ხაზს გაუდაბნოებისაგან და/ან გვალვისაგან დაზარალებულ რეგიონებში ქალების მნიშვნელოვან როლს, კერძოდ, განვითარებადი ქვეყნების სოფლებში კაცების და ქალების ერთობლივი მონაწილეობის მნიშვნელობას ყველა დონეზე გაუდაბნოებასთან ბრძოლის და გვალვის შედეგების შემცირების პროგრამებში, უსვამენ რა ხაზს გაუდაბნოებასთან ბრძოლის და გვალვის შედეგების პროგრამებში არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა მსხვილი ორგანიზაციების განსაკუთრებულ როლს, ითვალისწინებენ რა გაუდაბნოებასა და გლობალური მასშტაბის სხვა გარემოს პრობლემებს შორის ურთიერთობას, რომლებიც წამოჭრილია საერთაშორისო და ეროვნული თანასაზოგადოების წინაშე, ითვალისწინებენ რა, აგრეთვე, წვლილს, რომელიც შეიძლება შეიტანოს გაუდაბნოებასთან ბრძოლამ კლიმატის ცვლილებების გაეროს ჩარჩო-კონვენციის, ბიომრავალფეროვნების კონვენციის და მასთან დაკავშირებული სხვა კონვენციების მიზნების მისაღწევად, სწამთ რა, რომ გაუდაბნოებასთან ბრძოლის და გვალვის შედეგების შემცირების სტრატეგია იქნება ყველაზე ეფექტური, თუ იგი დაეყრდნობა სათანადო სისტემატურ დაკვირვებას და ზუსტ სამეცნიერო ცოდნას, თუ მუდმივად ჩატარდება მისი ხელახალი შეფასება, აღიარებენ რა ეფექტურობის გაზრდის და საერთაშორისო თანამშრომლობის კოორდინაციის გაუმჯობესების აუცილებელ საჭიროებას ეროვნული გეგმების და პრიორიტეტების განხორციელების მიზნით, გადაწყვეტილი აქვთ რა სათანადოდ იმოქმედონ გაუდაბნოებასთან ბრძოლაში და გვალვის შედეგების შემცირებაში ახლანდელი და მომავალი თაობების სასარგებლოდ, შეთანხმდნენ შემდეგზე: ნაწილი I შესავალი     მუხლი 1🔗. ტერმინების გამოყენება ამ კონვენციის მიზნებისათვის: 1. ,,გაუდაბნოება” ნიშნავს მიწის დეგრადაციას არიდულ, ნახევრად არიდულ და მშრალ სუბნოტიო რაიონებში, გამოწვეულს სხვადასხვა ფაქტორით, მათ შორის, კლიმატური ცვლილებებით და ადამიანის საქმიანობით; 2. ,,გაუდაბნოებასთან ბრძოლა” მოიცავს მოქმედებებს, რომლებიც არის მიწის რესურსების კომპლექსური განვითარების ნაწილი არიდულ, ნახევრად არიდულ და მშრალ სუბნოტიო რაიონებში მდგრადი განვითარებისათვის, რაც გულისხმობს: a)მიწის დეგრადაციის თავიდან აცილებას და/ან შემცირებას; b)ნაწილობრივ დეგრადირებული მიწის რეაბილიტაციას; c)გაუდაბნოებული მიწების მელიორაციას. 3. „გვალვა” ნიშნავს ბუნებრივ მოვლენას, რომელიც უარყოფითად მოქმედებს მიწის რესურსების საწარმოო სისტემაზე; 4. „გვალვის შედეგების შემცირება” ნიშნავს მოქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია გვალვის პროგნოზირებასთან და მიმართულია საზოგადოებისა და ბუნებრივი სისტემების იმ მტკივნეული პრობლემების შემცირებისაკენ, რომლებიც იწვევენ გვალვას, რამდენადაც იგი პირდაპირ კავშირშია გაუდაბნოებასთან ბრძოლასთან; 5. „მიწა” ნიშნავს ხმელეთის ბიოპროდუქტიულ სისტემას, რომელიც მოიცავს ნიადაგს, მცენარეულ საფარს, სხვა ბიომასებს და ეკოლოგიურ და ჰიდროლოგიურ პროცესებს, რომლებიც მოქმედებენ ამ სისტემაში; 6. „მიწის დეგრადაცია” ნიშნავს ბიოლოგიური ან ეკონომიკური პროდუქტიულობის მქონე ურწყავი, სარწყავი, სახნავი მიწების, აგრეთვე საძოვრების, ტყეების კომპლექსის შემცირებას ან დაკარგვას, გამოწვეულს მიწათსარგებლობით, პროცესით ან პროცესების ერთობლიობით არიდულ, ნახევრადარიდულ და მშრალ სუბნოტიო რაიონებში, რომლებიც წარმოქმნილია ადამიანის საქმიანობით და განახლების სტრუქტურით, როგორიცაა: a)ქარის ან წყლის მიერ გამოწვეული ნიადაგის ეროზია; b)ნიადაგის ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური, ან ეკონომიკური ხარისხის გაუარესება; c)ბუნებრივი მცენარეული საფარის ხანგრძლივი დაკარგვა. 7. „არიდული, ნახევრად არიდული და მშრალი სუბნოტიო რაიონები” ნიშნავს პოლარული და სუბ-პოლარული რეგიონებისაგან განსხვავებულ რაიონებს, რომლებშიც წლიური ნალექების თანაფარდობა პოტენციურ აორთქლებასთან ცვალებადობას 0.005 – დან 0.65 – მდე; 8. „დაზარალებული რაიონები” ნიშნავს არიდულ, ნახევრად არიდულ და/ან მშრალ სუბნოტიო რეგიონებში დაზარალებულ ან გაუდაბნოების საფრთხის ქვეშ არსებულ რაიონებს; 9. „დაზარალებული ქვეყნები” ნიშნავს ქვეყნებს, რომლის მიწებიც მოიცავს მთლიანად ან ნაწილობრივი დაზარალებულ რაიონებს; 10. „ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაცია” ნიშნავს ორგანიზაციას, რომელიც შექმნილია მოცემულ რეგიონში არსებული სუვერენული სახელმწიფოებით, თუ მის კომპეტენციაში შედიან საკითხები, რომელსაც მართავს ეს კონვენცია და რომელიც სათანადოდ უფლებამოსილია შიდა პროცედურების შესაბამისად, როგორიცაა კონვენციის ხელმოწერა, რატიფიცირება, მიღება, მოწონება ან მიერთება; 11. „განვითარებული ქვეყნები – კონვენციის მხარეები” ნიშნავს განვითარებული ქვეყნების მხარეებს და ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციებს, რომელთა შემადგენლობაში შედიან განვითარებული ქვეყნები.     მუხლი 2🔗. მიზანი 1. კონვენციის მიზანია იმ ქვეყნებში, რომლებიც განიცდიან სერიოზულ გვალვას და/ან გაუდაბნოებას, განსაკუთრებით აფრიკაში, გაუდაბნოებასთან ბრძოლა და გვალვის შედეგების შემცირება ეფექტური ზომების გამოყენებით ყველა დონეზე, საერთაშორისო თანამშრომლობით და პარტნიორობაზე შეთანხმებების მეშვეობით ინტეგრირებული მიდგომის ჩარჩოში, რომელიც შეესაბამება AGENDA-21-ს დაზარალებულ რაიონებში მდგრადი განვითარების მიღწევის თვალსაზრისით. 2 .ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია შეიმუშაონ დაზარალებული რაიონებისათვის გრძელვადიანი ინტეგრირებული სტრატეგია, ერთდროულად მიმართული მიწის პროდუქტიულობის გაზრდისათვის და მიწისა და წყლის რესურსების დაცვისა და მდგრადი მენეჯმენტისთვის, რაც მიზნად ისახავს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, განსაკუთრებით საზოგადოებრივ დონეზე.     მუხლი 3🔗. პრინციპები ამ კონვენციის მიზნის მისაღწევად და მისი პირობების განსახორციელებლად, კონვენციის მხარეები კერძოდ, ხელმძღვანელობენ შემდეგი პრინციპებით: 1. მხარეები უზრუნველყოფენ, იმას, რომ გადაწყვეტილებები გაუდაბნოებასთან ბრძოლაზე და გვალვის შედეგების შემცირებაზე, გაუდაბნოებასთან ბრძოლის და გვალვის შედეგების შემცირების პროგრამების შემუშავებაზე და განხორციელებაზე მიიღებოდეს მოსახლეობის და ადგილობრივი საზოგადოების მონაწილეობით და რომ შეიქმნას უკეთესი სასურველი პირობები, რომელიც ხელს შეუწყობს მოქმედებას ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე; 2. მხარეები, საერთაშორისო სოლიდარობის და პარტნიორობის სულისკვეთებით გააუმჯობესებენ თანამშრომლობას და კოორდინაციას სუბრეგიონულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე და უფრო ეფექტურად მოუყრიან თავს ფინანსურ, ადამიანურ, ორგანიზაციულ და ტექნიკურ რესურსებს იქ, სადაც საჭიროა; 3. მხარეები პარტნიორობის თვალსაზრისით განავითარებენ თანამშრომლობას ყველა დონეზე – სამთავრობო, საზოგადოებრივ, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მიწათმფლობელებს შორის, რათა მიღწეულ იქნეს მიწის სიმდიდრის და დეფიციტური წყლის რესურსების რაობის უკეთესი გაგება დაზარალებულ რაიონებში, და იმუშავებენ მათი მდგრადი გამოყენებისათვის; 4. მხარეები სრულად გაითვალისწინებენ დაზარალებული განვითარებული ქვეყნების, კერძოდ, ნაკლებად განვითარებული ქვეყნების – კონვენციის მხარეების განსაკუთრებულ მოთხოვნებს და მდგომარეობას. ნაწილი II ზოგადი პირობები     მუხლი 4🔗. საერთო ვალდებულებები 1.მხარეები შეასრულებენ ამ კონვენციით დაკისრებულ ვალდებულებებს ინდივიდუალურად ან ერთობლივად, ან არსებული ან მომავალი ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების ჩარჩოებში, ან, მდგომარეობის შესაბამისად, ასეთი შეთანხმებების კომბინაციას, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კოორდინაციული ძალისხმევის აუცილებლობას და შეთანხმებული გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებას ყველა დონეზე. 2.ამ კონვენციის მიზნის მისაღწევად მხარეები: a) შეიმუშავებენ ერთობლივ მიდგომას გაუდაბნოებისა და გვალვის ფიზიკურ, ბიოლოგიურ და სოციალურ-ეკონომიკური ასპექტებთან მიმართებაში; b) საერთაშორისო და რეგიონალური ორგანოები ჩარჩოებთან შესაბამისობაში სათანადო ყურადღებას დაუთმობენ დაზარალებული განვითარებადი ქვეყნების მხარეების მდგომარეობას საერთაშორისო ვაჭრობის, მარკეტინგის შეთანხმებების და სესხის აღების ასპექტებში სასურველი საერთაშორისო ეკონომიკური მდგომარეობის მისაღწევად, რაც ხელს უწყობს მდგრად განვითარებას; c) აერთიანებენ სტრატეგიებს, რომლებიც მიმართულია სიღარიბის აღმოფხვრისაკენ გაუდაბნოებასთან ბრძოლის და გვალვის შედეგების შემცირების გზით; d) მხარს უჭერენ დაზარალებული ქვეყნების მხარეებს შორის თანამშრომლობას გარემოს დაცვის და მიწის და წყლის რესურსების დაცვის სფეროში, რამდენადაც ისინი დაკავშირებული არიან გაუდაბნოებასთან და გვალვასთან; e) აძლიერებენ სუბრეგიონულ, რეგიონალურ და საერთაშორისო თანამშრომლობას; f) თანამშრომლობენ შესაბამის სამთავრობო ორგანიზაციებთან; g) სათანადოდ განსაზღვრავენ ინსტიტუციონალურ მექანიზმებს, დუბლირების თავიდან აცილების მიზნით; h) მხარს უჭერენ არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ფინანსური მექანიზმების და შეთანხმებების გამოყენებას, რომლებიც მობილიზაციას უკეთებენ და მიმართავენ არსებულ ფინანსურ რესურსებს დაზარალებული განვითარებადი ქვეყნებისაკენ – კონვენციის მხარეებისაკენ გაუდაბნოებასთან ბრძოლაში და გვალვის შედეგების შემცირებაში. 3. დაზარალებული განვითარებადი ქვეყნები – კონვენციის მხარეები შეიძლება არჩეულნი იქნენ კონვენციის განსახორციელებლად ხელშეწყობის მიღებისათვის.     მუხლი 5🔗. დაზარალებული ქვეყნების – კონვენციის მხარეების ვალდებულებები მე-4 მუხლის ვალდებულებებთან დამატებით დაზარალებული ქვეყნები – კონვენციის მხარეები თავის თავზე იღებენ: 1. პრიორიტეტული ყურადღება დაუთმონ გაუდაბნოებასთან ბრძოლის და გვალვის შედეგების შემცირების საკითხებს და გამოყონ ადეკვატური რესურსები საკუთარი მდგომარეობისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. 2. შეიმუშაონ სტრატეგიები და დაადგინონ პრიორიტეტები მდგრადი განვითარების გეგმებისა და/ან პოლიტიკის ჩარჩოში, გაუდაბნოებასთან ბრძოლისა და გვალვის შედეგების შემცირებისათვის. 3. განიხილონ გაუდაბნოების მიზეზების თავიდან აცილების საშუალებები და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ სოციო-ეკონომიკურ ფაქტორებზე, რომელთაც წვლილი აქვთ გაუდაბნოების პროცესებში. 4. მხარი დაუჭირონ ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით ქალების და ახალგაზრდობის, ცოდნის დონის ამაღლებას და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით ხელი შეუწყონ მათ მონაწილეობას გაუდაბნოებასთან ბრძოლისა და გვალვის შედეგების შემცირების მცდელობაში. 5. შექმნან სასურველი გარემო შესაბამისი არსებული კანონების გაძლიერების გზით, ხოლო სადაც ისინი არ არსებობენ, ახალი კანონების შემოღების, გრძელვადიანი პოლიტიკის და მოქმედების პროგრამის ფორმირების მეშვეობით.     მუხლი 6🔗.განვითარებული ქვეყნების – კონვენციის მხარეების ვალდებულებანი მათ საერთო ვალდებულებებთან დამატებით, მე-4 მუხლის თანახმად განვითარებული ქვეყნების მხარეები ვალდებული არიან: 1.შეთანხმებისამებრ ინდივიდუალურად ან ერთობლივად აქტიურად დაეხმარონ დაზარალებულ ქვეყნებს – კონვენციის მხარეებს, განსაკუთრებით აფრიკაში, და ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს გაუდაბნოებასთან ბრძოლისა და გვალვის შედეგების შემცირებისათვის გაწეულ მცდელობებში; 2.უზრუნველყონ არსებული ფინანსური რესურსების და დახმარების სხვა ფორმების მიწოდება დაზარალებული განვითარებადი ქვეყნებისათვის – კონვენციის მხარეებისათვის, განსაკუთრებით აფრიკაში, რომ მათ ეფექტურად განავითარონ და განახორციელონ თავიანთი გრძელვადიანი გეგმები და სტრატეგიები გაუდაბნოებასთან ბრძოლაში და გვალვის შედეგების შემცირებაში; 3.ხელი შეუწყონ ახალი დამატებითი ფონდების მობილიზებას მე-20 მუხლის 2(ბ) პარაგრაფის თანახმად; 4.წაახალისონ ფინანსური წყაროების მობილიზება კერძო სექტორებიდან და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან; 5.ხელი შეუწყონ და დაეხმარონ დაზარალებული ქვეყნებს – კონვენციის მხარეებს, განსაკუთრებით დაზარალებულ განვითარებად ქვეყნებს – კონვენციის მხარეებს შესაბამისი ტექნოლოგიის, ცოდნის და ნოუ-ჰაუს მიღებაში.     მუხლი 7🔗. პრიორიტეტი აფრიკისათვის ამ კონვენციის განხორციელებაში მხარეები პრიორიტეტს მიანიჭებენ დაზარალებული აფრიკის ქვეყნებს – კონვენციის მხარეებს, ამ რეგიონში შექმნილი განსაკუთრებული სიტუაციის გამო. ამასთანავე არ უგულებელყოფენ სხვა რეგიონებში დაზარალებულ განვითარებად ქვეყნებს – კონვენციის მხარეებს.     მუხლი 8🔗. სხვა კონვენციებთან კავშირი 1.მხარეები წაახალისებენ მოქმედებების კოორდინაციას, რომელიც სრულდება ამ კონვენციით, აგრეთვე თუ ისინი არიან სხვა შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებების მხარეები, კერძოდ, კლიმატის ცვლილებაზე გაეროს ჩარჩო-კონვენციისა და ბიომრავალფეროვნების კონვენციისა, იმ მიზნით, რომ მიიღონ მოქმედებიდან მაქსიმალური სარგებელი თითოეული შეთანხმებიდან დუბლირების თავიდან აცილების გზით. მხარეები წაახალისებენ ერთობლივი პროგრამების გატარებას, განსაკუთრებით სამეცნიერო კვლევების, კადრების მომზადების, სისტემატური დაკვირვების და ინფორმაციის შეგროვების და გაცვლის სფეროში იმდენად, რომ ასეთმა მოქმედებებმა ხელი შეუწყონ შესაბამისი შეთანხმების მიზნების მიღწევას. 2.ამ კონვენციის პირობები არ დააზარალებს ნებისმიერი მხარის უფლებებს და ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობენ ორმხრივი, რეგიონალური ან საერთაშორისო შეთანხმებებიდან, რომელთაც ისინი მიუერთდნენ კონვენციის ძალაში შესვლამდე. ნაწილი III მოქმედებათა პროგრამები, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობა და დამხმარე საშუალებები I განყოფილება. მოქმედებათა პროგრამები     მუხლი 9🔗. ძირითადი მიდგომა 1.მე-5 მუხლის თანახმად, თავიანთი ვალდებულებების შესრულებისას დაზარალებული განვითარებადი ქვეყნები – კონვენციის მხარეები და სხვა დაზარალებული ქვეყნები – კონვენციის მხარეები თავისი ვალდებულებების რეგიონალურ დონეზე ან სხვაგვარად განხორციელებისას წერილობითი ფორმით ატყობინებენ მუდმივ სამდივნოს თავის განზრახვას – მოამზადონ მოქმედებათა ეროვნული პროგრამა. ისინი შესაბამისად მოამზადებენ, გამოაქვეყნებენ და განახორციელებენ მოქმედებათა ეროვნულ პროგრამებს, რამდენადაც შესაძლებელია გამოიყენებენ და შეადგენენ შესაბამისად არსებულ და წარმატებით განხორციელებად გეგმებს და პროგრამებს და სუბრეგიონული და რეგიონალურ მოქმედებათა პროგრამებს, რომლებიც წარმოადგენენ გაუდაბნოებასთან ბრძოლის და გვალვის შედეგების შემცირების სტრატეგიის ცენტრალურ ელემენტებს. ასეთი პროგრამები განახლებული იქნება მონაწილეობის უწყვეტი პროცესის ჩარჩოებში მიღებული გამოცდილების და, აგრეთვე სამეცნიერო კვლევების საფუძველზე. მოქმედებათა ეროვნული პროგრამების მომზადება მჭიდროდ უკავშირდება მდგრადი განვითარების მიზნით ეროვნული პოლიტიკის ფორმულირების სხვაგვარ მცდელობებს. 2.განვითარებული ქვეყნების – მხარეების მიერ, მე-6 მუხლის თანახმად, დახმარების სხვადასხვა სახეობათა შორის პრიორიტეტი შეთანხმებისამებრ მიეცემა დახმარებას დაზარალებული განვითარებადი ქვეყნების ეროვნული, სუბრეგიონული და რეგიონალური მოქმედებების პროგრამებისადმი, განსაკუთრებით აფრიკაში, უშუალოდ, ან შესაბამისი მრავალმხრივი ორგანიზაციების მეშვეობით, ან ორივე გზით. 3.მხარეები წაახალისებენ გაეროს სისტემის ორგანოებს, ფონდებს და პროგრამებს და სხვა სათანადო სამთავრობო ორგანიზაციებს, აკადემიურ ინსტიტუტებს, სამეცნიერო საზოგადოებებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც აქვთ უნარი ითანამშრომლონ მათი მანდატების და შესაძლებლობების თანახმად, რომ დაეხმარონ მოქმედებათა პროგრამის შემუშავებაში და განხორციელებაში და მასთან დაკავშირებული შემდგომი ღონისძიებების გატარებაში.     მუხლი 10🔗. მოქმედებათა ეროვნული პროგრამები 1.მოქმედებათა ეროვნული პროგრამების მიზანია განსაზღვრონ გაუდაბნოების გამომწვევი ფაქტორები და გაუდაბნოებასთან ბრძოლისა და გვალვის შედეგების შემცირებისათვის აუცილებელი პრაქტიკული საშუალებები. 2.მოქმედებათა ეროვნულ პროგრამებში აღნიშნულია მთავრობის, ადგილობრივი საზოგადოების და მიწათსარგებლობის შესაბამისი როლი და განისაზღვრება არსებული და საჭირო რესურსები. კერძოდ, ისინი: a)აერთიანებენ გაუდაბნოებასთან ბრძოლის და გვალვის შედეგების შემცირების გრძელვადიან სტრატეგიებს, ხაზს უსვამენ განხორციელებას და უკავშირდებიან ეროვნულ პოლიტიკას მდგრადი განვითარების დარგში; b)ცვალებადი მდგომარეობის გათვალისწინებით იძლევიან შესწორებათა შეტანის საშუალებებს და არიან საკმაოდ მოქნილი ადგილობრივ დონეზე, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ სხვადასხვა სოციო-ეკონომიკურ, ბიოლოგიურ და გეოფიზიკურ პირობებს; c)განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ პროფილაქტიკური ზომების განხორციელებას იმ მიწებთან დაკავშირებით, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ან მცირედ არიან დეგრადირებული; d)აძლიერებენ კლიმატოლოგიური, მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევების ეროვნულ ბაზას, აგრეთვე აფართოებენ შესაძლებლობებს გვალვაზე დროული შეტყობინების სისტემის შექმნისათვის; e)მხარს უჭერენ პოლიტიკის გატარებას და ინსტიტუციონალურ მექანიზმების გაძლიერებას, რომელიც მიმართულია პარტნიორობის, თანამშრომლობის და კოორდინაციის განვითარებაზე დონორებს, მთავრობებს (ყველა დონეზე) და ადგილობრივ მოსახლეობას შორის და იღებენ ზომებს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას გაუადვილდეს სათანადო ინფორმაციის და ტექნოლოგიის მიღება; f)ითვალისწინებენ არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი მოსახლეობის, ქალების და კაცების როლს, ეროვნულ და რეგიონალურ დონეებზე, განსაკუთრებით რესურსების მომხმარებლებისა, რომლებიც აერთიანებენ მიწათმფლობელებს და მესაქონლეებს და მათ წარმომადგენლობით ორგანიზაციებს პოლიტიკის დაგეგმვაში, გადაწყვეტილების მიღებაში და ეროვნული მოქმედების პროგრამების განხორციელებაში და ანალიზში; g) მოითხოვენ მათი განხორციელების რეგულარულ განხილვას და რეგულარულ მოხსენებებს. 3. ეროვნული მოქმედების პროგრამები შეიძლება ნაწილობრივ აერთიანებდეს გაუდაბნოების შედეგების შემცირების მიზნით ზოგიერთ ან ყველა შემდგომ ზომებს: a) დროული შეტყობინების შესაბამისი სისტემების შექმნა და/ან გაძლიერება, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ და ეროვნულ საშუალებებს, აგრეთვე ერთობლივ სისტემებს სუბრეგიონული და რეგიონალურ დონეებზე და იმ მექანიზმებს, რომლებიც ეხმარებიან ეკოლოგიური მოსაზრებებით ადგილგადანაცვლებულ პირებს; b)გვალვის საშიშროების წინააღმდეგ ჩასატარებელი ღონისძიებების მომზადების პოტენციალის გაძლიერება და მისი შედეგების ლიკვიდაცია, რომელიც მოიცავს ადგილობრივ, ეროვნულ, სუბრეგიონულ და რეგიონალურ დონეებზე გვალვასთან ბრძოლის უკიდურეს გეგმებს როგორც სეზონური, აგრეთვე წლიური კლიმატური პროგნოზების გათვალისწინებით; c)მდგომარეობის მიხედვით საკვები პროდუქტების უსაფრთხოების სისტემის შექმნა, მ.შ. მათთვის მარკეტინგული საშუალებებისა, განსაკუთრებით სოფლად; d)ალტერნატიული სასიცოცხლო პროექტების შექმნა, რომელთაც შეიძლება უზრუნველყონ შემოსავალი გვალვით დაზარალებულ რაიონებში; e)მდგრადი ირიგაციული პროგრამების შემუშავება როგორც მიწათმოქმედებისათვის, ასევე მესაქონლეობისათვის. 4.თითოეული დაზარალებული ქვეყნისათვის – კონვენციის მხარისათვის კონკრეტული პირობების და მოთხოვნების გათვალისწინებით მოქმედებათა ეროვნული პროგრამა მოიცავს ზოგიერთ ან ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ პრიორიტეტულ სფეროს, რამდენადაც ისინი დაკავშირებული არიან დაზარალებულ რაიონებში გაუდაბნოებასთან ბრძოლასთან და გვალვის შედეგების შემცირებასთან და შეესაბამებიან მათი მოსახლეობის ინტერესებს: სიღარიბის აღმოფხვრის და კვების პროდუქტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამების გაძლიერების მიზნით ალტერნატიული საარსებო წყაროების წახალისება და ეროვნული ეკონომიკური სიტუაციის გაუმდობესება; დემოგრაფიული განვითარების დინამიკა; ბუნებრივი რესურსების მდგრადი მენეჯმენტი; მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა; სხვადასხვა ენერგეტიკული წყაროების განვითარება და ეფექტური გამოყენება; ინსტიტუციონალური და საკანონმდებლო ჩარჩოები; შეფასებისა და სისტემატიური დაკვირვების შესაძლებლობების გაძლიერება, რომელიც მოიცავს ჰიდროლოგიურ და მეტეოროლოგიურ მომსახურებას, აგრეთვე პოტენციალის გაზრდა, განათლება და საზოგადოების ინფორმირება.     მუხლი 11🔗. სუბრეგიონული და რეგიონალური მოქმედებათა პროგრამები დაზარალებული ქვეყნები – კონვენციის მხარეები ჩაატარებენ კონსულტაციებს და ითანამშრომლებენ, თუ აუცილებელია, რეგიონალურ დონეზე განხორციელების დანართების მიხედვით, რათა მოამზადონ განხორციელების სუბრეგიონული და/ან რეგიონალური მოქმედებათა პროგრამები ეროვნული პროგრამების ეფექტურობის შეთანხმების, შევსების და გაზრდის მიზნით. მე-10 მუხლის პირობები mutatis mutandis გამოიყენება სუბრეგიონული და რეგიონალური პროგრამებისათვის. ასეთი თანამშრომლობა შეიძლება მოიცავდეს ტრანსსასაზღვრო ბუნებრივი რესურსების მდგრადი მენეჯმენტის ერთობლივ პროგრამებს, სამეცნიერო და ტექნიკურ თანამშრომლობას და შესაბამისი ინსტიტუტების გაძლიერებას.     მუხლი 12🔗. საერთაშორისო თანამშრომლობა დაზარალებული ქვეყნების მხარეები სხვა მხარეებთან და საერთაშორისო საზოგადოებებთან ერთად ითანამშრომლებენ, რომ უზრუნველყონ სასურველი საერთაშორისო სიტუაცია ამ კონვენციის განხორციელებისას. ასეთმა თანამშრომლობამ უნდა მოიცვას ტექნოლოგიის გადაცემის სფერო, აგრეთვე სამეცნიერო კვლევები და ნამუშევრები, ინფორმაციის და ფინანსური რესურსების შეგროვება და გავრცელება.     მუხლი 13🔗. მხარდააერა მოქმედებათა პროგრამების შემუშავებაში და განხორციელებაში 1. მე-9 მუხლის თანახმად, მოქმედებათა პროგრამებისათვის მხარდამჭერი ზომები მოიცავს: a)ფინანსურ თანამშრომლობას, რომელიც უზრუნველყოფს წინასწარ შედგენილ მოქმედებათა პროგრამებს, რაც ითვალისწინებს აუცილებელ გრძელვადიან დაგეგმვას; b)თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავებას და გამოყენებას ადგილობრივ დონეზე უფრო ეფექტური მხარდაჭერისათვის, მათ შორის, მოქმედებას არასამთავრობო ორგანიზაციაში, იმისათვის, რომ სათანადოდ უზრუნველყონ წარმატებული საცდელი პროგრამების გამოცდილების გავრცელება; c)პროექტის შემუშავებაში, დაფინანსებაში და განხორციელებაში მოქნილობის ამაღლებას ექსპერიმენტული ტიპიური მიდგომის შესაბამისად, რაც ითვალისწინებს ადგილობრივი საზოგადოების დონეზე ქმედებებში მონაწილეთა ჩართვას; d)ადმინისტრაციულ და ბიუჯეტურ პროცედურებს, რომლებიც ზრდიან თანამშრომლობისა და დახმარების პროგრამების ეფექტურობას. 2.დაზარალებული განვითარებადი ქვეყნებისათვის – კონვენციის მხარეებისათვის ასეთი დახმარების გაწევისას პრიორიტეტი მიეცემათ აფრიკის ქვეყნებს – კონვენციის მხარეებს და ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს – კონვენციის მხარეებს.     მუხლი 14🔗. კოორდინაცია მოქმედებათა პროგრამების შემუშავებაში და განხორციელებაში 1.მხარეები მჭიდროდ ითანამშრომლებენ როგორც უშუალოდ, ასევე შესაბამისი სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, მოქმედების პროგრამების შემუშავებაში და განხორციელებაში. 2.მხარეები შექმნიან სამოქმედო მექანიზმებს, კერძოდ, ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე, რომ უზრუნველყონ უფრო სრული კოორდინაცია განვითარებული ქვეყნების მხარეებს და შესაბამის სამთავრობათაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის დუბლირების თავიდან ასაცილებლად, შეათანხმებენ მოქმედებებს და მიდგომებს და მაქსიმუმამდე გაზრდიან დახმარებით მიღებულ სარგებელს. დაზარალებული განვითარებადი ქვეყნების – კონვენციის მხარეებში პრიორიტეტი მიეცემა კოორდინირებულ მოქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია საერთაშორისო თანამშრომლობასთან, იმ მიზნით, რომ მაქსიმუმამდე გაზარდონ რესურსების ეფექტური გამოყენება, უზრუნველყონ საპასუხო დახმარება და ხელი შეუწყონ მოქმედებათა ეროვნული პროგრამების და ამ კონვენციის პრიორიტეტების განხორციელებას.     მუხლი 15🔗. რეგიონალურ დონეზე განხორციელების დანართები მოქმედებათა პროგრამაში ჩასართავი ელემენტები აირჩევა და კორექტირება გაუკეთდება დაზარალებული ქვეყნების – კონვენციის მხარეების ან რეგიონების სოციო-ეკონომიკური, გეოგრაფიული და კლიმატოლოგიური ფაქტორების, აგრეთვე მათი განვითარების დონის გათვალისწინებით. მოქმედებათა პროგრამების მომზადებისათვის სახელმძღვანელო პრინციპები და მათი ზუსტი მიმართულება და შინაარსი ცალკეული სუბრეგიონებისა და რეგიონებისათვის გადმოცემულია რეგიონალურ დონეზე განხორციელების დანართებში. II განყოფილება. ტექნიკური და სამეცნიერო თანამშრომლობა     მუხლი 16🔗. ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და ურთიერთგაცვლა სათანადო შესაძლებლობების მიხედვით მხარეები ერთმანეთს უთანხმდებიან, რათა გააერთიანონ და კოორდინაცია გაუწიონ შესაბამისი მოკლევადიანი და გრძელვადიანი მონაცემების და ინფორმაციის შეგროვებას, ანალიზის ჩატარებას და გაცვლას დაზარალებულ რაიონებში მიწის დეგრადაციის სისტემატური გამოკვლევის უზრუნველსაყოფად და გვალვისა და გაუდაბნოების პროცესების და მისი შედეგების უკეთ გააზრების და გაანალიზების მიზნით. ამან უნდა უზრუნველყოს არასასურველი კლიმატური ცვლილებების დროული შეტყობინების და წინასწარი პროგნოზირების სისტემების სრულყოფა ყველა დონეზე მომხმარებლებისათვის, კერძოდ, ადგილობრივი მოსახლეობისათვის პრაქტიკული ფორმით. ამ მიზნით, მხარეები: 1. დაეხმარებიან და გააძლიერებენ ინფორმაციის შეგროვების, ანალიზის ჩატარების და დაწესებულებების და სამსახურების გლობალური ქსელის მუშაობას, აგრეთვე სისტემატურ დაკვირვებას ყველა დონეზე, რისთვისაც, კერძოდ: a)ისწრაფვიან გამოიყენონ შესაბამისი სტანდარტები და სისტემები; b)თავს უყრიან შესაბამის მონაცემებს და სადგურებს, რომლებიც მოიცავს დაშორებულ რაიონებსაც; c)იყენებენ და ავრცელებენ თანამედროვე ტექნოლოგიას მიწის დეგრადაციაზე მონაცემების შეგროვების, გადაცემის და შეფასებისათვის; d)ამყარებენ უფრო მჭიდრო ურთიერთობას ეროვნულ, სუბრეგიონული და რეგიონალურ მონაცემებსა და საინფორმაციო ცენტრებსა და გლობალურ საინფორმაციო წყაროებს შორის. 2. უზრუნველყოფენ იმას, რომ ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და გაცვლა პასუხობდეს ადგილობრივი საზოგადოებების და გადაწყვეტილებების მიმღებების მოთხოვნებს, იმ თვალსაზრისით, რომ ადგილობრივი საზოგადოებები ჩართული არიან ამ მოქმედებებში. 3. მხარს უჭერენ და უზრუნველყოფენ ორმხრივი და მრავალმხრივი პროგრამების და პროექტების შემდგომ განვითარებას, რაც გულისხმობს მონაცემების და ინფორმაციის შეგროვების, ანალიზის და გაცვლის განსაზღვრას, გატარებას, შეფასებას და დაფინანსებას, კერძოდ, ფიზიკური და ეკონომიკური მაჩვენებლების კომპლექსურ ქსელში გაერთიანებას. 4. მთლიანად იყენებენ კომპეტენტური სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილებას, კერძოდ, ავრცელებენ სხვადასხვა რეგიონებში მიზნობრივ ჯგუფებს შორის. 5. სრულ მნიშვნელობას ანიჭებენ სოციო-ეკონომიკური მონაცემების შეგროვებას, ანალიზს და გაცვლას და მათ შედარებას ფიზიკურ და ბიოლოგიურ მონაცემებთან. 6. გაცვლიან და ხელმისაწვდომს გახდიან ინფორმაციას საზოგადოებისათვის, რომელიც მონაწილეობს გაუდაბნოებასთან ბრძოლაში და გვალვის შედეგების შემცირებაში. 7. გაითვალისწინებენ რა შესაბამის ეროვნულ კანონმდებლობას და/ან პოლიტიკას, გაცვლიან ინფორმაციას ცოდნაზე, რომელსაც ფლობს ადგილობრივი მოსახლეობა და რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას, უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას და მიიღებენ შესაბამის ზომებს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას შეეძლოს სარგებლობის მიღება თანასწორუფლებიანობის და ურთიერთშეთანხმების პირობების საფუძველზე.     მუხლი 17🔗. კვლევა და განვითარება 1.ითვალისწინებენ რა სათანადო შესაძლებლობებს, მხარეები ვალდებულებას იღებენ წაახალისონ ტექნიკური და სამეცნიერო თანამშრომლობა გაუდაბნოებასთან ბრძოლისა და გვალვის შედეგების შემცირების სფეროში სათანადო ეროვნული, სუბრეგიონული, რეგიონალური და საერთაშორისო დაწესებულებების მეშვეობით. ამისათვის ისინი ეხმარებიან კვლევის მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებს, რომლებიც: a)ხელს უწყობენ გაუდაბნოების და გვალვის პროცესებზე, აგრეთვე მათ მიზეზობრივ ფაქტორებზე ცოდნის დონის ამაღლებას როგორც ბუნებრივ, ასევე ადამიანის საქმიანობით გამოწვეულ გაუდაბნოების პროცესებთან ბრძოლის და გვალვის შედეგების შემცირების მცდელობის მიზნით, რომ მიაღწიონ რესურსების უფრო მაღალ პროდუქტიულობას, აგრეთვე მათ რაციონალურ გამოყენებას და მენეჯმენტს; b)პასუხს აგებენ ზუსტად განსაზღვრული მიზნებისათვის, პასუხობენ ადგილობრივი მოსახლეობის სპეციფიკურ საჭიროებებს და მიდიან გადაწყვეტილებების განსაზღვრისაკენ და შესრულებისაკენ, რომ გააუმჯობესონ დაზარალებულ რაიონებში ცხოვრების პირობები; c)იცავენ, აერთიანებენ, აღრმავებენ და ამტკიცებენ ტრადიციულ და ადგილობრივ ცოდნას, ნოუ-ჰაუს და პრაქტიკას, რომელიც სათანადო ეროვნული კანონმდებლობის და/ან პოლიტიკის გათვალისწინებით უზრუნველყოფს იმას, რომ ამ ცოდნის მფლობელნი უშუალოდ მიიღებენ სარგებლობას სამართლიანობის საფუძველზე და ორმხრივი შეთანხმების პირობით, მათი ნებისმიერი კომერციული გამოყენების ან ნებისმიერ ტექნიკური მიღწევის გზით; d)ავითარებენ და აძლიერებენ ეროვნულ, სუბრეგიონულ და რეგიონალურ კვლევით ბაზას, განსაკუთრებით აფრიკაში, რაც მოიცავს ადგილობრივი ცოდნის დონის ამაღლებას და სათანადო შესაძლებლობების გაძლიერებას, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში. სადაც სუსტადაა განვითარებული კვლევის ბაზა, განსაკუთრებით საყურადღებოა მრავალდარგობრიობა და სოციო-ეკონომიკური კვლევის ჩართვა; e)სადაც საჭიროა ითვალისწინებენ ურთიერთკავშირს სიღარიბეს, გარემოს ფაქტორებით გამოწვეულ მიგრაციას და გაუდაბნოებას შორის; f)მხარს უჭერენ ერთობლივი კვლევითი პროგრამების განხორციელებას ეროვნულ, სუბრეგიონულ, რეგიონალურ და საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებს შორის როგორც საზოგადოებრივ, ასევე კერძო სექტორებში უფრო სრულყოფილი, ღირებულებით მისაღები და ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების განვითარების მიზნით, მდგრადი განვითარების მისაღწევად. მოსახლეობის და საზოგადოების ეფექტური მონაწილეობის საშუალებით; g)მხარს უჭერენ წყლის რესურსების მოცულობის გაზრდას დაზარალებულ რაიონებში, მათ შორის, ღრუბლებზე ქიმიური ზემოქმედების გზით. 2.მოქმედების პროგრამებში უნდა შევიდეს ცალკეული რეგიონების და სუბრეგიონების კვლევის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც ასახავენ ადგილობრივი პირობების თავისებურებას. სამეცნიერო და ტექნიკური საკითხების კომიტეტის რეკომენდაციით მხარეების კონფერენცია პერიოდულად ჩაატარებს კვლევის პრიორიტეტული მიმართულებების განხილვას.     მუხლი 18🔗. ტექნოლოგიის გადაცემა, შეძენა, ადაპტაცია და განვითარება 1. ურთიერთშეთანხმებისა და სათანადო ეროვნული კანონმდებლობის და/ან პოლიტიკის თანახმად, მხარეები ვალდებულებას იღებენ დაზარალებულ რაიონებში მდგრადი განვითარების მიღწევის მიზნით, გაუდაბნოებასთან ბრძოლისათვის და გვალვის შედეგების შემცირებისათვის წაახალისონ, დააფინანსონ და/ან ხელი შეუწყონ, რომ დაფინანსდეს ეკოლოგიურად სუფთა, ეკონომიკურად საიმედო და სოციალურად მისაღები ტექნოლოგიების გადაცემა, შეძენა, ადაპტაცია და შემუშავება. ასეთი თანამშრომლობა განხორციელდება, შესაბამისად, ორმხრივად და მრავალმხრივად, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების სპეციალური ცოდნის სრული გამოყენებით. კერძოდ, მხარეები: a)სრულად გამოიყენებენ შესაბამის არსებულ ეროვნულ, სუბრეგიონულ, რეგიონალურ და საერთაშორისო საინფორმაციო სისტემებს და კოორდინაციულ-საინფორმაციო მექანიზმებს არსებულ ტექნოლოგიებზე, მათ წყაროებზე, მის მიერ გარემოსათვის შექმნილ საკითხებზე და მათ წარმოქმნილ ძირითად პირობებზე ინფორმაციის გავრცელებისათვის; b)ხელს შეუწყობენ ხელსაყრელ პირობებზე, მათ შორის, შეღავათიან და პრეფერენციალურ პირობებზე ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით დაზარალებული განვითარებადი ქვეყნებისათვის – კონვენციის მხარეებისათვის, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მხედველობაში მიიღებენ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის აუცილებლობას იმ ტექნოლოგიებზე, რომელიც უფრო მისაღებია პრაქტიკული გამოყენებისათვის ადგილობრივი მოსახლეობის სპეციფკიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით, რისთვისაც პირველადი ყურადღება დაეთმობა ასეთი ტექნოლოგიის სოციალურ, კულტურულ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ზემოქმედებას; c)ფინანსური დახმარებით ან სხვა სათანადო საშუალებებით ხელს შეუწყობენ ტექნოლოგიურ თანამშრომლობას დაზარალებულ ქვეყნებს – კონვენციის მხარეებს შორის; d)განავრცობენ ტექნოლოგიურ თანამშრომლობას დაზარალებულ განვითარებად ქვეყნებთან – კონვენციის მხარეებთან, თუ მიზანშეწონილ იქნება, ერთობლივი საწარმოების და განსაკუთრებით ისეთი სექტორების ჩართვით, რომლებიც ხელს უწყობენ ალტერნატიული საარსებო წყაროების ფორმირებას; e)მიიღებენ შესაფერის ზომებს შიდა საბაზრო პირობების, აგრეთვე ფინანსური ან სხვაგვარი სტიმულების შესაქმნელად, რაც ხელს შეუწყობს სათანადო ტექნოლოგიების, ცოდნის, ნოუ-ჰაუს და პრაქტიკული ღონისძიებების განვითარების, გადატანას, შეძენას და ადაპტაციას., აგრეთვე შემოიღებენ ზომებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ ინტელექტუალური საკუთრების უფლების ადეკვატურ და ეფექტურ დაცვას. 2.სათანადო შესაძლებლობებისა და შესაფერისი ეროვნული კანონმდებლობის და/ან პოლიტიკის თანახმად, მხარეები დაიცავენ, წაახალისებენ და გამოიყენებენ. კერძოდ, შესაფერის ტრადიციულ და ადგილობრივ ტექნოლოგიებს, ცოდნას, ნოუ-ჰაუს და პრაქტიკულ გამოცდილებას. ამ მიზნით, ისინი ვალდებულებას იღებენ: a)შეკრიბონ ინფორმაცია ასეთ ტექნოლოგიებზე, ნოუ-ჰაუზე და პრაქტიკულ ღონისძიებებზე და მათი პოტენციური გამოყენების შესაძლებლობებზე ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით და სადაც შესაძლებელია გაავრცელონ ასეთი ინფორმაცია შესაბამის სამთავრობათაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მეშვეობით; b)უზრუნველყონ ასეთი ტექნოლოგიების. ცოდნის, ნოუ-ჰაუ და პრაქტიკული ღონისძიებების სათანადო დაცვა და ის, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ თანასწორუფლებიანობის და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღოს პირდაპირი სარგებლობა მათი ნებისმიერი კომერციული გამოყენებისას ან მათ საფუძველზე ნებისმიერი ტექნოლოგიის შემუშავებისას; c)წაახალისონ და აქტიური დახმარება გაუწიონ ასეთი ტექნოლოგიის, ცოდნის, ნოუ-ჰაუს და პრაქტიკული ღონისძიებების ან მათ ბაზაზე ახალი ტექნოლოგიის განვითარების სრულყოფას და გავრცელებას; d)სათანადოდ წაახალისონ ასეთი ტექნოლოგიის, ცოდნის, ნოუ-ეაუს და პრაქტიკული ღონისძიებების ადაპტაცია ფართო გამოყენებისათვის და, შესაბამისად, გააერთიანონ ისინი თანამედროვე ტექნოლოგიასთან. III განყოფილება. დამხმარე ზომები     მუხლი 19🔗. პოტენციალის შექმნა, განათლება და საზოგადოების ინფორმირება 1. მხარეები აღიარებენ პოტენციალის შექმნის მნიშვნელობას, როგორიცაა ინსტიტუტების შექმნა, კადრების მომზადება და სათანადო შესაძლებლობების განვითარება ადგილზე – გაუდაბნოებასთან ბრძოლისა და გვალვის შედეგების შემცირების მიზნით. ისინი შესაფერისად მხარს დაუჭერენ პოტენციალის შექმნას: a)ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით ქალების და ახალგაზრდობის მონაწილეობის შედეგად ყველა დონეზე, არასამთავრობო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით; b)ეროვნულ დონეზე გაუდაბნოების და გვალვის საკითხებში სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაძლიერების გზით; c)დამხმარე და დამატებითი სამსახურების შექმნის და/ან გაძლიერების გზით შესაბამისი ტექნოლოგიური მეთოდების და ტექნიკის უფრო ეფექტურად გავრცელების მიზნით და სააგენტოებში და სასოფლო ორგანიზაციებში კადრების მომზადებით, მონაწილეთა მიდგომებში ბუნებრივი რესურსების დაცვისა და რაციონალური გამოყენებისათვის; d)ადგილობრივი მოსახლეობის განათლების, ნოუ-ჰაუს და პრაქტიკული ღონისძიებების გამოყენებისა და გავრცელებისათვის მოქმედებების გაძლიერებით ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამებში; e)თანამედროვე სოციო-ეკონომიკური პირობებისათვის შესაფერისი სოფლის მეურნეობის და მესაქონლეობის ეკოლოგიურად მისაღები ტექნოლოგიის და ტრადიციული მეთოდების ადაპტაციის გზით, სადაც იგი აუცილებელია; f)შესაფერისი კადრების მომზადებით და სათანადო ტექნოლოგიის დანერგვით ალტერნატიული წყაროების, განსაკუთრებით განახლებადი ენერგეტიკული წყაროების გამოყენებაში, ხე-ტყის საწვავად გამოყენების შემცირების მიზნით; g)მე-16 მუხლის თანახმად, ინფორმაციის შეგროვების, ანალიზის და გაცვლის სფეროში შეიმუშავონ და განახორციელონ პროგრამები, რომ შეთანხმებისამებრ თანამშრომლობის გზით გააძლიერონ დაზარალებული განვითარებადი ქვეყნების – კონვენციის მხარეების პოტენციალი; h)ალტერნატიული საარსებო წყაროების შექმნის უახლესი გზებით, რაც მოიცავს ახალი ჩვევების გამომუშავებას; i)ხელმძღვანელების, მმართველების და თანამშრომლების მომზადებით იმ მონაცემთა შეგროვებაზე და ანალიზზე, რომელიც გაავრცელებს და გამოიყენებს ინფორმაციას გვალვის პირობებზე და საკვები პროდუქტების წარმოებაზე; j)არსებული ეროვნული ინსტიტუტების უფრო ეფექტური ამოქმედებით და სადაც აუცილებელია ახალი ინსტიტუტების შექმნით სტრატეგიული დაგეგმარებისა და მენეჯმენტის გაძლიერებასთან ერთად; k)გაცვლითი ვიზიტორთა პროგრამების მეშვეობით, რომ გააძლიერონ შესაძლებლობების ზრდა დაზარალებული ქვეყნების – კონვენციის მხარეები გრძელვადიანი ურთიერთმოქმედი სასწავლო პროგრამებით. 3. დაზარალებული განვითარებადი ქვეყნები – კონვენციის მხარეები სხვა მხარეებთან და კომპეტენტურ სამთავრობათაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში შესაბამისად ჩაატარებენ არსებული პოტენციური საშუალებების დისციპლინათაშორისო განხილვას და მათი გაძლიერებისათვის მიიღებენ სათანადო ზომებს ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე. 4.კომპეტენტური სამთავრობო ორგანიზაციების, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, მხარეები ითანამშრომლებენ ურთიერთშორის საზოგადოების ინფორმირების და საგანმანათლებლო პროგრამების ჩატარებაში როგორც დაზარალებულ, ასევე აუცილებელ შემთხვევებში, დაუზარალებელ ქვეყნებში – კონვენციით მხარეებში, რომ იქონიონ წარმოდგენა გაუდაბნოების და გვალვის გამომწვევ მიზეზებზე და მნიშვნელობაზე ამ კონვენციის მიზნის მისაღწევად. ამ მიზნით ისინი: a)ჩაატარებენ საინფორმაციო კამპანიებს საზოგადოების ფართო წრეებისათვის; b)მუდმივ საფუძველზე მხარს დაუჭერენ საზოგადოების მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღებას და საზოგადოების ფართო წრეების მონაწილეობას საგანმანათლებლო და საინფორმაციო ღონისძიებებში; c) წაახალისებენ ისეთი ასოციაციების შექმნას, რომლებიც თავიანთ წვლილს შეიტანენ საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებაში; d)შეიმუშავებენ და გაცვლიან საგანმანათლებლო და საინფორმაციო მასალებს. სადაც შესაძლებელია, ადგილობრივ ენაზე მოახდენენ ექსპერტების გაცვლას და დაეხმარებიან მათ, რომ მიავლინონ დაზარალებული განვითარებულ ქვეყნების – კონვენციის მხარეების თანამშრომლები, რათა ჩაატარონ შესაბამისი საგანმანათლებლო და საინფორმაციო პროგრამები და სრულად გამოიყენონ სათანადო საგანმანათლებლო მასალები, რომლებიც ხელმისაწვდომია კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანოებში; e)აწარმოებენ საგანმანათლებლო მოთხოვნილებების შეფასებას დაზარალებულ რაიონებში, შეიმუშავებენ შესაფერის სასკოლო პროგრამებს და უფროსებისათვის წერა-კითხვის სასწავლო პროგრამებს, როლებიც ხელმისაწვდომია ყველასავით, განსაკუთრებით გოგონებისათვის და ქალებისათვის ისეთ საკითხებში გარკვევისათვის, როგორიცაა დაზარალებული რაიონებში არსებული ბუნებრივ რესურსების განსაზღვრა, დაცვა და მდგრადი გამოყენება და მენეჯმენტი; f)შეიმუშავებენ დისციპლინათაშორის პროგრამებს მონაწილეთა ჩართვით, გაუდაბნოებაზე და გვალვაზე ინფორმაციის გაერთიანებით საგანმანათლებლო სისტემებში და, აგრეთვე არაფორმალური, ზრდასრული ადამიანების, დაუსწრებელი და პრაქტიკული სწავლების პროგრამებში ჩართვით. 4. მხარეების კონფერენცია დააარსებს და/ან გააძლიერებს რეგიონალური საგანმანათლებლო და მოსამზადებელი ცენტრების ქსელს გაუდაბნოებასთან ბრძოლისა და გვალვის შედეგების შემცირების დარგში. ამ ქსელს კოორდინაციას გაუწევს ამ მიზნით შექმნილი ან უფლებამოსილი ინსტიტუტი იმისათვის, რომ მოამზადოს სამეცნიერო, ტექნიკური და მმართველი პერსონალი და ამ გზით გააძლიეროს არსებული ინსტიტუტები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დაზარალებული ქვეყნების – კონვენციის მხარეების განათლებასა და კადრების მომზადებაზე იმ თვალსაზრისით, რომ შეათანხმონ პროგრამები და უხელმძღვანელონ გამოცდილების გაცვლას ურთიერთშორის. ეს ქსელი მჭიდროდ ითანამშრომლებს სათანადო სამთავრობათაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომ თავიდან ავიცილოთ მცდელობების დუბლირება.     მუხლი 20🔗.ფინანსური რესურსები 1.კონვენციის მიზნის მისაღწევად, ცენტრალური მნიშვნელობა ეძლევა დაფინანსებას. მხარეები თავისი შესაძლებლობის გათვალისწინებით ყველანაირად შეეცდებიან უზრუნველყონ გაუდაბნოებასთან ბრძოლისა და გვალვის შედეგების შემცირების პროგრამებისათვის ადეკვატური ფინანსური რესურსების გამოყოფა. 2.ამასთან დაკავშირებით, განვითარებული ქვეყნები – კონვენციის მხარეები, რომლებიც პრიორიტეტს ანიჭებენ დაზარალებულ აფრიკის ქვეყნებს – კონვენციის მხარეებს და ამასთანავე, უყურადღებოდ არ ტოვებენ სხვა რეგიონებში დაზარალებულ განვითარებად ქვეყნებს – კონვენციის მხარეებს, კონვენციის მე-7 მუხლის თანახმად, ვალდებული არიან: a)მობილიზება გაუკეთონ არსებულ ფინანსურ რესურსებს, მათ შორის, გრანტებს და შეღავათიან სესხებს, იმ მიზნით, რომ დაეხმარონ გაუდაბნოებასთან ბრძოლის და გვალვის შედეგების შემცირების პროგრამების განხორციელებას; b)მხარი დაუჭირონ ადეკვატური, დროული და წინასწარგათვლილი ფინანსური რესურსების მობილიზაციას, რომელიც მოიცავს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდიდან ახალ და დამატებით ფინანსებს, რომ დაფარონ დამატებითი ღირებულებები იმ საქმიანობისათვის, რომელიც დაკავშირებულია გაუდაბნოებასთან და რომელიც შეესაბამება მის ოთხ ცენტრალურ რაიონს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის დამფუძნებელი დოკუმენტის სათანადო პირობების თანახმად; c)დაეხმარონ ტექნოლოგიის ცოდნის და ნოუ-ჰაუს გადაცემაში საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით; d)შეისწავლონ დაზარალებულ განვითარებად ქვეყნებთან – კონვენციის მხარეებთან ერთად ახალი მეთოდები და სტიმულები რესურსების მობილიზაციისა და მიმართულების მიცემისათვის, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა კერძო სექტორების ფონდები, განსაკუთრებით ხარჯთაღრიცხვის სისტემის ვალების დაფარვისათვის და სხვა ახალი საშუალებები, რომლებიც ზრდიან ფინანსებს საგარეო ვალის შემცირების გზით, რომელიც ეხება დაზარალებულ განვითარებად ქვეყნებს – კონვენციის მხარეებს, განსაკუთრებით აფრიკის ქვეყნებს. 3.დაზარალებული განვითარებადი ქვეყნები – კონვენციის მხარეები ითვალისწინებენ რა თავიანთ შესაძლებობლებებს, ვალდებულებას იღებენ თავიანთი ეროვნული მოქმედების პროგრამების განხორციელებისათვის ადეკვატური ფინანსური რესურსების მობილიზებით. 4.ფინანსური რესურსების მობილიზაციით მხარეები შეეცდებიან სრულად გამოიყენონ ყველა ეროვნული, ორმხრივი და მრავალმხრივი დაფინანსების წყაროები და მექანიზმები, კონსორციუმების, ერთობლივი პროგრამების და პარალელური დაფინანსების მეშვეობით, აგრეთვე შეეცდებიან მოიზიდონ კერძო სექტორი, მათ შორის, ფინანსური რესურსები და მექანიზმები არასამთავრობო ორგანიზაციიდან. ამ მიზნით, მხარეები სრულად გამოიყენებენ მე-14 მუხლის თანახმად შემუშავებულ სამოქმედო მექანიზმებს. 5.გაუდაბნოებასთან ბრძოლისა და გვალვის შედეგების შემცირებისათვის დაზარალებული განვითარებადი ქვეყნებისათვის – კონვენციის მხარეებისათვის აუცილებელი ფინანსური რესურსების მობილიზაციის მიზნით, მხარეები: a)მოახდენენ რესურსების რაციონალიზაციას და გააძლიერებენ იმის მენეჯმენტს, რაც უკვე გამოყოფილია გაუდაბნოებასთან ბრძოლისათვის და გვალვის შედეგების შემცირებისათვის, მისი უფრო ეფექტური და მოქმედი გზით გამოყენებისათვის, წარმატებების და უკმარისობის შეფასების, მათი ეფექტური გამოყენებისათვის წინააღმდეგობების გადალახვით და, აუცილებლობის შემთხვევაში, ერთობლივი გრძელვადიანი მიდგომის თვალსაზრისით პროგრამების ორიენტაციის შეცვლის გზით, რომელიც მიღებულია ამ კონვენციის თანახმად; b)მრავალმხრივი ფინანსური ინსტიტუტების მმართველი ორგანოების, მათ შორის, საერთაშორისო და რეგიონალური განვითარების ბანკების და ფონდების საზღვრებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა დაზარალებული განვითარებადი ქვეყნების – კონვენციის მხარეების, განსაკუთრებით აფრიკის ქვეყნებისათვის დახმარებას იმ მოქმედებებში, რომლებიც ხელს უწყობს კონვენციის შესრულებას, განსაკუთრებით ის მოქმედებათა პროგრამები, რომლებიც ტარდება რეგიონალური დანართების შესრულების ჩარჩოებში; c)სწავლობენ გზებს, რომელთა მეშვეობით შეიძლება გააძლიერონ რეგიონალური და სუბრეგიონული თანამშრომლობა ეროვნულ დონეზე მისაღები მოქმედებების მხარდასაჭერად. 6.სხვა მხარეები წახალისებული არიან, რომ ნებაყოფილობით საფუძველზე უზრუნველყონ ცოდნა, ნოუ-ჰაუ და ტექნოლოგია, რომელიც შეეხება დაზარალებული განვითარებადი ქვეყნების – კონვენციის მხარეების გაუდაბნოებას და/ან ფინანსურ რესურსებს. 7.დაზარალებული განვითარებადი ქვეყნების – კონვენციის მხარეების, განსაკუთრებით აფრიკის ქვეყნების კონვენციით დაკისრებული ვალდებულებების სრულ შესრულებას დიდად დაეხმარებიან განვითარებული ქვეყნები – კონვენციის მხარეები, რაც მათ ეკისრებათ ამ კონვენციით, მათ შორის, კერძოდ, ის ვალდებულებები, რომლებიც დაკავშირებული არიან ფინანსურ რესურსებთან და ტექნოლოგიის გადაცემასთან. თავისი ვალდებულებების შესრულებისას განვითარებულმა ქვეყნებმა – კონვენციის მხარეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას და სიღარიბის ლიკვიდაციას აქვს პირველადი მნიშვნელობა დაზარალებული განვითარებადი ქვეყნებისათვის – კონვენციის მხარეებისათვის, განსაკუთრებით აფრიკისათვის.     მუხლი 21🔗.ფინანსური მექანიზმები 1.მხარეების კონფერენცია მხარს დაუჭერს ფინანსური მექანიზმების უზრუნველყოფას და წაახალისებს ისეთ მექანიზმებს, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ფინანსური რესურსებით აფრიკის რეგიონს, კონვენციის განხორციელების მიზნით. ამისათვის მხარეების კონფერენცია განიხილავს ისეთი მიდგომების და პოლიტიკის მიღებას, როგორიცაა: a)კონვენციის პირობების შესრულების თანახმად, მოქმედებისათვის აუცილებელი დაფინანსების უზრუნველყოფა ეროვნულ, სუბრეგიონულ, რეგიონალურ და გლობალურ დონეზე; b)დაფინანსების მრავალი წყაროებიდან გათვალისწინებული მექანიზმების და შეთანხმებების მიდგომების წახალისება, და მათი შეფასება მე-20 მუხლის თანახმად; c)რეგულარულ საფუძველზე დაინტერესებული მხარეებისა და შესაბამისი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების უზრუნველყოფა არსებულ ფინანსურ საშუალებებზე და დაფინანსების პირობებზე ინფორმაციით, იმ მიზნით, რომ წაახალისონ კოორდინაცია მათ შორის; d)სათანადო მექანიზმების შექმნაში მხარდაჭერა, როგორიცაა ეროვნული ფონდები გაუდაბნოებასთან ბრძოლისათვის, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა, რომ ოპერატიულად და ეფექტურად მიმართონ ფინანსური რესურსები დაზარალებულ განვითარებად ქვეყნებში ადგილობრივ დონეზე; e)არსებული ფონდების და ფინანსური მექანიზმების გაძლიერება სუბრეგიონულ და რეგიონალურ დონეზე, განსაკუთრებით აფრიკაში, კონვენციის განხორციელების უფრო ეფექტური მხარდაჭერისათვის. 2.მხარეების კონფერენცია, აგრეთვე წაახალისებს გაეროს სისტემების სხვადასხვა მექანიზმების და მრავალმხრივი საფინანსო დაწესებულებების მეშვეობით იმ მოქმედებებისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ განვითარებადი ქვეყნების მხარეებს ეროვნულ, სუბრეგიონულ და რეგიონალურ დონეზე, რომ შეასრულონ კონვენციით დაკისრებული ვალდებულებები. 3.დაზარალებული განვითარებადი ქვეყნების მხარეები გამოიყენებენ, და სადაც აუცილებელია, შექმნიან და/ან გააძლიერებენ ეროვნულ საკოორდინაციო მექანიზმებს ინტეგრირებული ეროვნული განვითარების და ეროვნული განვითარების პროგრამებში, რაც უზრუნველყოფს ყველა არსებული ფინანსური რესურსების გამოყენებას. ისინი, აგრეთვე გამოიყენებენ არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი გუფების და კერძო სექტორების მონაწილეობის პროცესს ფინანსების მოკრებაში, პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში და ეროვნულ დონეზე ფინანსურ საშუალებებთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში. ეს მოქმედებები შეიძლება გაძლიერებულ იქნეს უფრო ეფექტური კოორდინაციით და მოქნილი დაპროგრამებით იმ მხარეებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ დახმარებას. 4.იმისათვის, რომ გაზარდონ არსებული ფინანსური მექანიზმის ეფექტურობა და უკუგება, იქმნება გლობალური მექანიზმი, რამაც ხელი უნდა შეუწყოს იმ ღონისძიებებს, რომელიც მიმართულია არსებული ფინანსური მექანიზმების მობილიზაციისა და მიმართვისაკენ, მათ შორის, ტექნოლოგიის გადაცემა უსასყიდლოდ, გარანტიების საფუძველზე და/ან შეღავათიან ან სხვა პირობებზე, დაზარალებული განვითარებადი ქვეყნების მხარეებისაკენ. ეს გლობალური მექანიზმი ფუნქციონირებს მხარეების კონფერენციის ხელმძღვანელობით და მართვით და ანგარიშს ჩააბარებს მას. 5.მხარეების კონფერენცია რიგით პირველ სესიაზე განსაზღვრავს ორგანიზაციას, რომელიც შეეხება გლობალურ მექანიზმს. მხარეების კონფერენცია და მისი განმსაზღვრელი ორგანიზაცია შეათანხმებს ამ გლობალური მექანიზმის ფუნქციონირების პირობებს, ისეთი მექანიზმების უზრუნველსაყოფად, რომ მან, კერძოდ: a)განსაზღვროს და განახორციელოს სათანადო თანამშრომლობის ორმხრივი და მრავალმხრივი პროგრამები, რომლებიც შეესაბამება კონვენციის განხორციელებას; b)მოთხოვნილებისამებრ უზრუნველყოს მხარეები კონსულტაციებით, დაფინანსების მექანიზმების და ფინანსური დახმარების წყაროების განახლებაზე და თანამშრომლობაზე მოქმედების კოორდინაციის გაუმჯობესებაზე ეროვნულ დონეზე; c)უზრუნველყოს დაინტერესებული მხარეები და შესაბამისი სამთავრობათაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები დაფინანსების წყაროების ხელმისაწვდომობაზე და დაფინანსების საშუალებებზე, რომ ხელი შეუწყონ მათ შორის, კოორდინაციას; d)მოახსენოს კონფერენციას ჩატარებულ სამუშაოებზე, დაწყებული მისი რიგით მეორე სესიიდან. 6.მხარეების კონფერენცია თავის პირველ სესიაზე ჩაატარებს სათანადო ღონისძიებებს იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც განსაზღვრავენ გლობალურ მექანიზმს ასეთი მექანიზმების ადმინისტრაციული უზრუნველყოფისათვის, გამომდინარე არსებული საბიუჯეტო და ადამიანის რესურსებიდან. 7.მხარეების კონფერენცია რიგით მესამე სესიაზე მე-7 მუხლის პირობების გათვალისწინებით განიხილავს გლობალური მექანიზმის პოლიტიკას, ოპერატიულ პირობებს და ქმედებებს, რაზეც პასუხისმგებელია მე-4 პარაგრაფის თანახმად, ამ რეცენზირების საფუძველზე ის განიხილავს და მიიღებს შესაბამის ზომებს. ნაწილი IV. დაწესებულებები     მუხლი 22🔗. მხარეების კონფერენცია 1.წინამდებარეთი ფუძნდება მხარეების კონფერენცია. 2.მხარეების კონფერენცია არის კონვენციის უზენაესი ორგანო. იგი თავისი მანდატის ფარგლებში მიიღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც აუცილებელია კონვენციის ეფექტურად განხორციელებისათვის. კერძოდ, იგი: a)რეგულარულად განიხილავს კონვენციის განხორციელებას და მისი ინსტიტუციონალური შეთანხმებების ფუნქციონირებას ეროვნული, სუბრეგიგნალურ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეებზე მიღებული გამოცდილების და სამედიცინო და ტექნოლოგიური ცოდნის საფუძველზე; b)წაახალისებს და დაეხმარება ინფორმაციის გაცვლაში მხარეების მიერ მიღებულ ზომებს და განსაზღვრავს ინფორმაციის მიწოდების ფორმას და გრაფიკს, რომელიც დამტკიცებულია 26-ე მუხლით, განიხილავს და რეკომენდაციას გაუწევს მას; c)შექმნის ისეთ დამხმარე ორგანოებს, რომლებიც აუცილებელია კონვენციის განხორციელებისათვის; d)განიხილავს ამ დამხმარე ორგანოების მიერ დამტკიცებულ მოხსენებებს და უხელმძღვანელებს მათ; e)კონსენსუსით შეუთანხმებს და მიიღებს პროცედურის და დაფინანსების წესებს თავისთვის და სხვა დამხმარე ორგანოებისათვის; f)მიიღებს კონვენციის შესწორებებს 30-ე და 31-ე მუხლების თანახმად; J)დაამტკიცებს სამოქმედო პროგრამებს და ბიუჯეტს, მათ შორის, დამხმარე ორგანოებსაც, და გაითვალისწინებს მათ დაფინანსებაზე აუცილებელ შეთანხმებებს; h)საჭიროებისამებრ თანამშრომლობისათვის მიმართავს კომპეტენტურ ორგანოებს და სააგენტოებს, აგრეთვე ეროვნულ, საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს და გამოიყენებს მათ მიერ შეთავაზებულ სამსახურს და ინფორმაციას; i)მხარს დაუჭერს და გააძლიერებს კავშირებს სხვა კონვენციებთან უკვე მიღებული ზომების დუბლირების თავიდან აცილების მიზნით; j)აგრეთვე განახორციელებს სხვა ფუნქციებს, რომლებიც აუცილებელი იქნება კონვენციის მიზნის მისაღწევად. 3.მხარეების კონფერენცია თავის I სესიაზე კონსენსუსით მიიღებს თავისი პროცედურის წესებს, რომელიც მოიცავს გადაწყვეტილებების მიღების პროცედურებს ამ კონვენციით გათვალისწინებულ იმ საკითხებში, რომლებიც ჯერ არ არის გადაწყვეტილების მიღების პროცედურით მოცული. ასეთი პროცედურები შესაძლოა მოიცავდეს იმას, თუ როგორი უმრავლესობაა საჭირო კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად. 4.მხარეთა კონფერენციის პირველი სესია მოწვეული იქნება დროებითი სამდივნოს მიერ კონვენციის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 1 წლისა. თუ მხარეთა კონფერენცია სხვაგვარად არ გადაწყვეტს, მეორე, მესამე და მეოთხე რიგითი სესიები გაიმართება ყოველწლიურად და შემდგომი სესიები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. 5.მხარეთა კონფერენციის არარიგითი სესიები გაიმართება იმგვარად, როგორც გადაწყვეტს მხარეთა კონფერენცია რიგით სესიებზე ან რომელიმე მხარის წერილობითი განაცხადის საფუძველზე იმ პირობით, რომ ამას მხარს დაუჭერს მხარეთა არანაკლებ 1/3-ისა 3 თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მუდმივი სამდივნო შეატყობინებს ამ მოთხოვნას მხარეებს. 6.ყოველ რიგით სესიაზე მხარეთა კონფერენცია აირჩევს პრეზიდიუმს. პრეზიდიუმის სტრუქტურა და ფუნქციები განსაზღვრული იქნება პროცედურის წესებში. პრეზიდიუმის დანიშვნაში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სამართლიანი გეოგრაფიული განაწილების და დაზარალებული ქვეყნების – კონვენციის მხარეების, განსაკუთრებით აფრიკის ქვეყნების ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფას. 7.გაერო და მისი სპეციალიზებული სააგენტოები და ამ ორგანიზაციების ნებისმიერი წევრი სახელმწიფო ან ნებისმიერი დამკვირებული, რომლებიც არ წარმოადგენენ კონვენციის მხარეს, შეიძლება წარდგენილ იქნენ მხარეთა კონფერენციის სესიებზე, როგორც დამკვირვებლები. ნებისმიერი ორგანო თუ სააგენტო, ეროვნული თუ საერთაშორისო, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც კომპეტენტურია კონვენციით მოცულ სფეროში და რომელმაც შეატყობინა მუდმივ სამდივნოს, რომ სურს მხარეთა კონფერენციაზე დასწრება, როგორც დამკვირვებელს, მიიღებს ამ უფლებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დამსწრე მხარეების სულ ცოტა ერთი მესამედი წავა წინააღმდეგ. დამკვირვებლების მონაწილეობა დარეგულირდება მხარეების კონფერენციის მიერ. 8.მხარეების კონფერენციას შეუძლია თხოვნით მიმართოს ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება, რომ მიაწოდონ მას ინფორმაცია მე-16 მუხლის (გ) პარაგრაფის, მე-17 მუხლის 1 (ც) პარაგრაფის და მე-18 მუხლის 2 (ბ) პარაგრაფის თანახმად.     მუხლი 23🔗.მუდმივი სამდივნო 1.წინამდებარეთი ფუძნდება მუდმივი სამდივნო. 2.მუდმივი სამდივნოს ფუნქციებია: a)კონვენციის თანახმად, დაარსებული მხარეების კონფერენციის და მისი დამხმარე ორგანოების სესიების ორგანიზაცია და მათი მომსახურების სათანადოდ უზრუნველყოფა; b)წარმოდგენილი მოხსენებების შეჯამება და გადაცემა; c)დაზარალებული განვითარებული ქვეყნების – კონვენციის მხარეების, განსაკუთრებით აფრიკის ქვეყნებისათვის, ინფორმაციის კონვენციის მოთხოვნისამებრ შედგენასა და წარმოდგენაში ხელის შეწყობა; d)სხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანოების და კონვენციების სამდივნოებთან თავიანთი მოქმედებების კოორდინირება; e)მხარეების კონფერენციის ხელმძღვანელობაში ისეთი ადმინისტრაციული და საკონტრაქტო შეთანხმებების მოწესრიგება, რომლებიც შესაძლოა საჭირო იყოს ფუნქციების ეფექტური შესრულებისათვის; f)ამ კონვენციის თანახმად, შესრულება თავისი ფუნქციებისა, რომელიც შეიძლება განისაზღვროს მხარეთა კონფერენციის მიერ. 3.მხარეების კონფერენცია თავის პირველ სესიაზე ნიშნავს მუდმივ სამდივნოს და მისი ფუნქციონირებისათვის იღებს ზომებს.     მუხლი 24🔗. სამეცნიერო-ტექნიკური კომიტეტი 1.სამეცნიერო-ტექნიკური კომიტეტი წინამდებარეთი დაფუძნებულია, როგორც მხარეების კონფერენციის დამხმარე ორგანო, რათა უზრუნველყოს იგი გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლასთან და გვალვის შედეგების შემცირებასთან დაკავშირებული ინფორმაციით და კონსულტაციით სამეცნიერო და ტექნიკურ საკითხებზე. კომიტეტის სესიები იმართება მხარეების კონფერენციის რიგით სესიებთან ერთად, ატარებს მრავალდარგობრივ ხასიათს და ღიაა ყველა მხარის მონაწილეებისათვის. მის შემადგენლობაში შედიან მთავრობის წარმომადგენლები, რომლებიც კომპეტენტური არიან შესაბამის სფეროებში. მხარეების კონფერენცია თავის პირველ სესიაზე გადაწყვეტს კომიტეტის ტექნიკურ დავალებას. 2.მხარეების კონფერენცია დააფუძნებს და შეადგენს დამოუკიდებელ ექსპერტთა სიას, რომელთაც აქვთ გარკვეული ცოდნა და გამოცდილება სათანადო დარგში. სია დაფუძნებულია მხარეების წერილობით შენატანებზე, რაც ითვალისწინებს მრავალდარგობრივ მიდგომებს და ფართო გეოგრაფიული საზოგადოებების საჭიროებას. 3.მხარეების კონფერენციას საჭიროებისამებრ შეუძლია დანიშნოს სპეციალური ჯგუფები, რათა კომიტეტის მეშვეობით უზრუნველყოს ისინი ინფორმაციით და კონსულტაციებით სპეციფიკურ საკითხებზე, როგორიცაა გაუდაბნოებასთან ბრძოლა და გვალვის შედეგების შემცირების თანამედროვე სიტუაცია სამეცნიერო-ტექნიკურ სფეროში. ამ ჯგუფში შევლენ სიაში შეტანილი ექსპერტები მრავალდარგობრივი მიდგომების და ფართო გეოგრაფიული საზოგადოებების საჭიროების გათვალისწინებით. ამ ექსპერტებს ექნებათ მეცნიერული და პრაქტიკული საფუძველი და დანიშნული იქნებიან მხარეების კონფერენციის მიერ, კომიტეტის რეკომენდაციით. მხარეების კონფერენცია მიიღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეეხება ტექნიკურ დავალებას და ამ ჯგუფების მუშაობის პირობებს.     მუხლი 25🔗. დაწესებულებების, სააგენტოების და ორგანოების ქსელის შექმნა 1.სამეცნიერო-ტექნიკური კომიტეტი მხარეების კონფერენციის ზედამხედველობით გაითვალისწინებს სათანადო არსებული ქსელების, დაწესებულებების, სააგენტოების და ორგანოების კვლევებს და შეფასებებს, რომელთაც სურთ გაერთიანდნენ ქსელში. ასეთი ქსელის შექმნა ხელს შეუწყობს კონვენციის განხორციელებას. 2.კვლევებისა და შეფასებების შედეგების საფუძველზე, რომელზეც ლაპარაკია პარაგრაფ 1-ში, სამეცნიერო-ტექნიკური კომიტეტი მხარეების კონფერენციას მისცემს რეკომენდაციებს ქსელის შექმნისა და გაძლიერების გზებზე და საშუალებებზე ადგილობრივ, ეროვნულ და სხვა დონეზე, თემატური მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, რომლებიც აღნიშნულია კონვენციის მე-16-მე-19 მუხლებში. 3.ითვალისწინებს რა ამ რეკომენდაციებს, მხარეების კონფერენცია: a)განსაზღვრავს იმ ეროვნულ, სუბრეგიონული, რეგიონალურ და საერთაშორისო ორგანოებს, რომლებიც ყველაზე უფრო შეესაბამება ქსელის შექმნას და რეკომენდაციას გაუწევს სამოქმედო პროცედურებში და დროის გრაფიკში; b)განსაზღვრავს ორგანოებს, რომლებიც უფრო შესაფერისია ასეთი ქსელის შექმნისა და გაძლიერებისათვის ყველა დონეზე. ნაწილი V. პროცედურები     მუხლი 26🔗. ინფორმაციის წარდგენა 1.მუდმივი სამდივნოს მეშვეობით, თითოეული მხარე მხარეების კონფერენციის რიგით სესიებზე განსახილველად წარადგენს მოხსენებებს იმ ზომებზე, რომლებიც კონვენციის განსახორციელებლად არის მიღებული. მხარეების კონფერენცია განსაზღვრავს ასეთი მოხსენებების წარდგენის გრაფიკს და ფორმატს. 2.დაზარალებული ქვეყნების მხარეები წარმოადგენენ სტრატეგიას, რომელიც შექმნილია მე - 5 მუხლის თანახმად და მის განხორციელებაზე ნებისმიერ ინფორმაციას. 3.დაზარალებული ქვეყნები – კონვენციის მხარეები, რომლებიც განახორციელებენ მოქმედებათა პროგრამებს კონვენციის მე-9-მე-15 მუხლების თანახმად წარადგენენ პროგრამების და მათი განხორციელების დეტალურ აღწერას. 4.დაზარალებული ქვეყნების – კონვენციის მხარეების ნებისმიერ ჯგუფს მოქმედებათა პროგრამების ჩარჩოში შეუძლია ერთდროულად აცნობოს სუბრეგიონული და/ან რეგიონალურ დონეზე მიღებული ზომების შესახებ. 5.განვითარებადი ქვეყნები – კონვენციის მხარეები მოახსენებენ იმ ღონისძიებებზე, რომლებიც დაეხმარებიან სამოქმედო პროგრამების მომზადებაში და განხორციელებაში, როგორიცაა ინფორმაცია ფინანსურ რესურსებზე, რომელიც მათ გამოეყვეს ან გამოყოფილია კონვენციის თანახმად. 6.1-4 პარაგრაფების თანახმად, წარდგენილი ინფორმაცია გადაეცემა მუდმივი სამდივნოს მიერ შესაძლებლობისამებრ სწრაფად. მხარეების კონფერენციას და ნებისმიერ შესაბამის დამხმარე ორგანოს. 7.მხარეების კონფერენცია მხარს დაუჭერს დაზარალებულ განვითარებად ქვეყნებს, განსაკუთრებით აფრიკის ქვეყნებს ამ მუხლის თანახმად მათი თხოვნის საფუძველზე ინფორმაციის შედგენაში და წარდგენაში ტექნიკური და ფინანსური დახმარების შესახებ, აგრეთვე მოქმედების პროგრამებთან დაკავშირებით ტექნიკური და ფინანსური საჭიროების განსაზღვრაში.     მუხლი 27🔗.ზომები განხორციელების საკითხების გადაჭრისათვის მხარეების კონფერენცია განიხილავს და მიიღებს იმ საკითხების გადაჭრის პროცედურებს და ინსტიტუციონალურ მექანიზმებს, რომლებიც წამოიჭრება კონვენციის განხორციელებისას.     მუხლი 28🔗. სადავო საკითხების რეგულირება 1.მხარეები საკუთარი არჩევანისამებრ მოლაპარაკებებით ან სხვა მშვიდობიანი გზებით დაარეგულირებენ ნებისმიერ უთანხმოებას ურთიერთშორის, რომელიც ეხება კონვენციის განმარტებებს ან გამოყენებას. 2.კონვენციის რატიფიკაციის, მიღების ან მოწონების შემდეგ მხარეს, რომელიც არ არის რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაცია, ნებისმიერ დროს შეუძლია წერილობითი განცხადებით მიმართოს დეპოზიტარს, რომ ნებისმიერი უთანხმოებისას, რომელიც ეხება კონვენციის განმარტებებს ან გამოყენებას, იგი ცნობს სავალდებულოდ კამათის რეგულირების შემდეგი საშუალებებიდან ერთ-ერთს ან ორივეს ნებისმიერ მხარესთან მიმართებაში, რომელმაც იგივე ვალდებულებები იკისრა: a)საარბიტრაჟო განხილვა იმ პროცედურების თანახმად, რომელიც მიღებულია მხარეების კონფერენციის მიერ დანართში შესაძლებლობისამებრ მოკლე ვადაში; b)კამათის გადაცემა საერთაშორისო სასამართლოში. 3.მხარეს, რომელიც არის რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციული ორგანიზაცია, შეუძლია გააკეთოს ანალოგიური ხასიათის განაცხადი, რომელიც შეეხება საარბიტრაჟო განხილვას 2(ა) პარაგრაფში მითითებული პროცედურის თანახმად. 4.მე-2 პარაგრაფის თანახმად შედგენილი განცხადება ძალაში დარჩება ვადის გასვლამდე მისი პირობების თანახმად, ან სამი თვის გასვლამდე მას შემდეგ, რაც წერილობითი შეტყობინება მის ანულირებაზე გადაეცემა დეპოზიტარს. 5.განცხადების მოქმედება, ანულირებაზე შეტყობინება ან ახალი განცხადების ვადის გასვლა არავითარ შემთხვევაში არ შეეხება ისეთი საქმეებს, რომლებიც წარდგენილია საერთაშორისო ან საარბიტრაჟო სასამართლოს განხილვაზე, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. 6.თუ მხარეებს არა აქვთ მიღებულ ანალოგიური ან სხვა პროცედურა მე-2 პარაგრაფის თანახმად, და თუ მათ ვერ შეძლეს სადავო საკითხების რეგულირება თორმეტი თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ერთი მხარე შეატყობინებს მეორე მხარეს, რომ მათ შორის, არსებობს უთანხმოება, მაშინ ეს უთანბმოება ნებისმიერი მხარის თხოვნით წარდგენილი იქნება მორიგებაზე პრაქტიკული შესაძლებლობის მიხედვით და დანართი მხარეების კონფერენციის მიერ მიღებული პროცედურების თანახმად.     მუხლი 29🔗. დანართების სტატუსი 1.დანართები წარმოადგენს კონვენციის განუყოფელ ნაწილს და თუ სხვა რამ პირდაპირ არ მოიხსენიება, კონვენციის მითითება წარმოადგენს, აგრეთვე მისი დანართების მითითებას. 2.მხარეები განმარტავენ დანართის პირობებს ისე, რომ იგი შეესაბამებოდს მათ უფლებებს და ვალდებულებებს კონვენციის მუხლების თანახმად.     მუხლი 30🔗.კონვენციის შესწორებები 1.ნებისმიერ მხარეს შეუძლია შეიტანოს შესწორებები კონვენციაში. 2.კონვენციის შესწორებები მიღებული იქნება მხარეთა კონფერენციის რიგით სესიაზე. შეთავაზებული შესწორების ტექსტს მუდმივი სამდივნო მხარეებს გაუგზავნის სულ მცირე ექვსი თვით ადრე იმ შეხვედრამდე, რომელზედაც იგი შეთავაზებული იქნება მისაღებად. მუდმივი სამდივნო შეთავაზებულ შესწორებებს, აგრეთვე გაუგზავნის კონვენციის ხელმომწერ მხარეებს. 3.მხარეები ყველანაირად შეეცდებიან კონსენსუსის მეშვეობით მიაღწიონ შეთანხმებას კონვენციაში ნებისმიერ შეთავაზებულ შესწორებაზე. თუ კონსენსუსის მისაღებად ყველა შესაძლებლობა გამორიცხულია და არანაირი შეთანხმება არ არის მიღწეული, მაშინ, როგორც უკანასკნელი საშუალება, შესწორება მიღებული იქნება დამსწრე მხარეების და კენჭისყრაში მონაწილეობის ხმების ორი მესამედით. მიღებულ შესწორებას მუდმივი სამდივნო გაუგზავნის დეპოზიტარს, რომელიც რატიფიცირებისთვის, მიღებისათვის, მოწონებისთვის ან მიერთებისათვის გაავრცელებს კონვენციის ყველა მხარეზე. 4.შესწორებების რატიფიკაციის, მიღების, მოწონების ან მიერთების დოკუმენტები შესანახად გადაეცემა დეპოზიტარს. მე-3 პარაგრაფის თანახმად მიღებული შესწორება იმ მხარეებისათვის, რომელთაც იგი მოიწონეს, ძალაში შევა ოთხმოცდამეათე დღეს დეპოზიტარის მიერ შესწორების მიღების დროს კონვენციის მხარეების სულ მცირე ორი მესამედისაგან რატიფიკაციის, მიღების, მოწონების ან მიერთების დოკუმენტის მიღების დღიდან. 5.შესწორება ძალაში შევა ნებისმიერი სხვა მხარისათვის ოთხმოცდამეათე დღეს იმ დღიდან, როცა მხარე მითითებული შესწორების რატიფიკაციის, მიღების ან მოწონების დოკუმენტს შესანახად გადასცემს დეპოზიტარს. 6.ამ მუხლის და 31-ე მუხლის მიზნებისათვის ,,კენჭისყრაზე დამსწრე და მონაწილე მხარეები” ნიშნავენ მხარეებს, რომლებიც ესწრებიან და აძლევენ დადებით ან უარყოფით ხმას.     მუხლი 31🔗.დანართების მიღება და შესწორება 1.კონვენციის ნებისმიერი დამატებითი დანართი და დანართის ნებისმიერი შესწორება შეთავაზებული და მიღებული იქნება შესწორების პროცედურის თანახმად, როგორც ჩამოყალიბებულია 30-ე მუხლში, იმ პირობით, რომ დანართი რეგიონალურ დონეზე განხორციელების შესახებ ან შესწორება დანართისათვის რეგიონალურ დონეზე განხორციელების შესახებ მიიღება მაშინ, თუ ამ მუხლით გათვალისწინებული ხმების უმრავლესობა მოიცავს სათანადო რეგიონიდან დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარეების ხმების ორ მესამედს. დანართების მიღებისა და შესწორების შესახებ დეპოზიტარი აცნობებს ყველა მხარეს. 2.1-ლი პუნქტით მიღებული დანართი, რეგიონალურ დონეზე განხორციელებაზე დამატებითი დანართების ან დანართების შესწორებისაგან განსხვავებით, ძალაში შედის კონვენციის ყველა მხარისათვის ექვსი თვის შემდეგ იქედან, რაც დეპოზიტარი დაუგზავნის მხარეებს ასეთი დანართის ან ასეთი შესწორების მიღებაზე ცნობას, იმ მხარეების გამოკლებით, რომლებმაც ამ პერიოდში წერილობით აცნობეს დეპოზიტარს, რომ არ აპირებენ მიიღონ ასეთი დანართი ან შესწორება. ასეთი დანართი ან შესწორება ძალაში შედის ოთხმოცდამეათე დღეს იმ დღიდან, როცა დეპოზიტარს ეცნობება ასეთი შეტყობინების ანულირებაზე იმ მხარეებისათვის, რომლებიც ანულირებას გაუკეთებენ თავიანთ განცხადებას მისი მიუღებლობის შესახებ. 3.რეგიონალურ დონეზე შესრულების ნებისმიერი დამატებითი დანართი, რომელიც მიღებულია I პარაგრაფის თანახმად, ძალაში შევა კონვენციის ყველა მხარისათვის ექვსი თვის შემდეგ იმ დღიდან, რაც დეპოზიტარი გაუგზავნის კონვენციის მხარეებს ასეთი დანართის ან შესწორების მიღების დოკუმენტს, გარდა: a)ნებისმიერი მხარისა, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში წერილობით შეატყობინებს დეპოზიტარს, რომ იგი წინააღმდეგია რეგიონალურ დონეზე განხორციელების დამატებითი დანართისა ან რეგიონალურ დონეზე განხორციელების შესწორებისა, რა შემთხვევაშიც ასეთი დანართი ან შესწორება იმ მხარეებისათვის, რომლებიც თავის შეტყობინებას მის არ მიღებაზე გაუკეთებენ ანულირებას, ძალაში შედის ოთხმოცდამეათე დღეს დეპოზიტარის მიერ ანულირებაზე ასეთი შეტყობინების მიღების შემდეგ; b)ნებისმიერი მხარისა, რომელმაც გააკეთა 34-ე მუხლის მე-4 პარაგრაფის თანახმად განცხადება რეგიონალურ დონეზე განხორციელებაზე დამატებითი დანართების ან რეგიონალურ დონეზე განხორციელებაზე დანართების შესწორებების შესახებ, და ამ შემთხვევაში ნებისმიერი ასეთი მუხლი ან შესწორება ასეთი მხარისათვის ძალაში შევა ოთხმოცდამეათე დღეს მას შემდეგ, რაც დეპოზიტარს გადასცემს რატიფიკაციის, მიღების, მოწონების ან მიერთების დოკუმენტს ასეთი დანართის ან შესწორების გათვალისწინებით. 4.თუ დანართის ან მასზე შესწორების მიღება დაკავშირებულია კონვენციის შესწორებასთან, დანართი ან შესწორება დანართზე შევა ძალაში მაშინ, როცა ძალაში შევა კონვენციის შესწორება.     მუხლი 32🔗. ხმის უფლება 1.მეორე პარაგრაფში გათვალისწინებული შემთხვევის გარდა კონვენციის თითოეულ მხარეს ეძლევა ერთი ხმა. 2.ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოიყენებენ თავიანთ უფლებას კენჭი უყარონ ხმების რაოდენობით, რომელიც თანასწორია მისი წევრი კონვენციის მხარე-სახელმწიფოების რაოდენობისა. ასეთი ორგანიზაციები არ განახორციელებენ თავიანთი ხმის უფლებას, თუ ნებისმიერი მისი წევრი-სახელმწიფო სარგებლობს თავისი უფლებით და პირიქით. I განყოფილება დასკვნითი პირობები     მუხლი 33🔗.ხელმოწერა კონვენცია გაიხსნება ხელმოსაწერად პარიზში, 1994 წლის 14-15 ოქტომბერს გაეროს წევრ-სახელმწიფოების ან საერთაშორისო სასამართლოების ნებისმიერი სპეციალიზებული სააგენტოების მიერ და ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციების მიერ. ამის შესაბამისად, ის ღია იქნება ხელმოწერისათვის გაეროს ცენტრალურ სამმართველოებში ნიუ-იორკში 1995 წლის 13 ოქტომბრიდან.     მუხლი 34🔗. რატიფიცირება, მიღება, მოწონება და მიერთება 1.კონვენცია ღიაა სახელმწიფოებისა და რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციების რატიფიცირებისთვის, მიღებისათვის, მოწონებისათვის და მიერთებისათვის. ის ღია იქნება მიერთებისათვის იმ დღიდან, როცა კონვენცია დაიხურება ხელმოწერისათვის. რატიფიცირების, მიღების, მოწონების ან მიერთების დოკუმენტები გადაეცემა დეპოზიტარს. 2.ნებისმიერი რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციას, რომელიც გახდება კონვენციის მხარე მისი წევრ-ქვეყნის გარეშე, რომელიც არის კონვენციის მხარე იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ორგანიზაციის ერთი ან რამდენიმე წევრ-სახელმწიფო არის, აგრეთვე კონვენციის მხარე, ორგანიზაცია და მისი წევრ-სახელმწიფო თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში მიიღებენ გადაწყვეტილებებს კონვენციით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე. ასეთ შემთხვევებში ორგანიზაციის და წევრ-სახელმწიფოებს არ შეეძლებათ განახორციელონ კონვენციიდან გამომდინარე უფლებები. 3.რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციები თავისი რატიფიკაციის, მიღების, მოწონების ან მიერთების დოკუმენტებში განაცხადებენ თავის კომპეტენციაზე იმ საკითხებში, რომელიც აწესრიგებს კონვენციას. ისინი, აგრეთვე დეპოზიტარს მიაწოდებენ ზუსტ ინფორმაციას, რომელიც თავის მხრივ ინფორმაციას მიაწოდებს მხარეებს ნებისმიერ არსებულ ცვლილებებზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 4.თავის დოკუმენტებში რატიფიკაციაზე, მიღებაზე, მოწონებაზე ან მიერთებაზე ნებისმიერ მხარეს შეუძლია განაცხადოს ის, რომ მასთან დამოკიდებულებაში ნებისმიერი დამატებითი დანართი რეგიონალურ დონეზე განხორციელებაზე ან ნებისმიერი შესწორება განხორციელებაზე ნებისმიერი დანართისათვის რეგიონალურ დონეზე, ძალაში შევა მხოლოდ რატიფიკაციაზე, მიღებაზე, მოწონებაზე ან მიერთებაზე თავისი დოკუმენტის დეპოზიტარისათვის გადაცემის შემდეგ.     მუხლი 35🔗.დროებითი შეთანხმებები 23-ე მუხლში აღნიშნული სამდივნოს ფუნქციები განხორციელებულ იქნება სამდივნოს მიერ დროებით საფუძველზე, დამტკიცებული გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1992 წლის 22 დეკემბრის 47/188 რეზოლუციაში, მხარეების კონფერენციის პირველი სესიის დამთავრებამდე.     მუხლი 36🔗. ძალაში შესვლა 1. კონვენცია ძალაში შევა ოთხმოცდამეათე დღეს მას შემდეგ, რაც რატიფიკაციის მიღების, მოწონების ან მიერთების მეთხუთმეტე დოკუმენტი გადაცემული იქნება დეპოზიტარისათვის. 2.თითოეული სახელმწიფოსათვის ან ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციისათვის, რომლებიც კონვენციას უკეთებენ რატიფიკაციას, მიიღებენ, მოიწონებენ ან მიუერთდებიან მას რატიფიცირების, მიღების, მოწონების ან მიერთების მეთხუთმეტე დოკუმენტის დეპოზიტარისათვის გადაცემის შემდეგ, კონვენცია ძალაში შევა ასეთი სახელმწიფოს ან რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციის მიერ რატიფიკაციის, მიღების, მოწონების ან მიერთების დოკუმენტის დეპოზიტარისათვის გადაცემის დღიდან ოთხმოცდამეათე დღეს. 3. პირველი და მეორე პარაგრაფის მიზნებისათვის არავითარი დოკუმენტი, გადაცემული დეპოზიტარისათვის ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციის მიერ, არ ჩაითვლება ორგანიზაციის წევრ-სახელმწიფოს მიერ დეპოზიტარისათვის გადაცემული დოკუმენტების დამატებად.     მუხლი 37🔗. შენიშვნები ამ კონვენციაზე არანაირი შენიშვნები არ დაიშვება.     მუხლი 38🔗. გამოსვლა 1.ნებისმიერ დროს, რომელიმე მხარისათვის კონვენციის ძალაში შესვლიდან სამი წლის შემდეგ, ამ მხარეს შეუძლია კონვენციიდან გამოსვლა დეპოზიტარისათვის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. 2.ნებისმიერი ასეთი გამოსვლა ძალაში შედის ერთი წლის შემდეგ იმ დღიდან, როცა დეპოზიტარი მიიღებს გამოსვლის შესახებ შეტყობინებას, ან უფრო გვიან იმ დღიდან, რომელიც მითითებულია გამოსვლაზე შეტყობინების დოკუმენტში.     მუხლი 39🔗.დეპოზიტარი კონვენციის დეპოზიტარის ფუნქციას შეასრულებს გაეროს გენერალური მდივანი.     მუხლი 40🔗. ავთენტური ტექსტები ამ კონვენციის ორიგინალი, რომელიც შეიცავს ავთენტურ ტექსტებს არაბულ, ჩინურ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და ესპანურ ენებზე, ჩაბარდება გაეროს გენერალურ მდივანს. რის დასტურადაც ქვემორე ხელისმომწერებმა სათანადო უფლებით აღაურვილებმა ხელი მოაწერეს ამ კონვენციას. შედგენილია პარიზში, ათას ცხრაას ოთხმოცდათოთხმეტი წლის ჩვიდმეტ ივნისს. დანართი I. დანართი აფრიკისათვის რეგიონალურ დონეზე კონვენციის განხორციელების შესახებ     მუხლი 1🔗.სფერო ეს დანართი ეხება აფრიკას კონვენციის თითოეულ მხარესთან მიმართებაში და კონვენციასთან, კერძოდ, მის მე-7 მუხლთან თანხმობით, გაუდაბნოებასთან ბრძოლის და/ან გვალვის შედეგების შემცირების მიზნით არიდულ, ნახევრად არიდულ და მშრალ-ნოტიო რაიონებში.     მუხლი 2🔗. მიზანი ეროვნულ, სუბრეგიონულ და რეგიონალურ დონეზე აფრიკაში და მისი განსაკუთრებული პირობებიდან გამომდინარე ამ დანართის მიზანია: a)განსაზღვროს ის საშუალებები და შეთანხმებები, რომლებიც მოიცავს განვითარებადი ქვეყნების – კონვენციის მხარეების მიერ დახმარების ხასიათსა და მის პროცესებს კონვენციის შესაბამისი პირობების თანახმად; b)უზრუნველყოს კონვენციის ეფექტურობა და პრაქტიკული განხორციელება აფრიკისათვის დამახასიათებელი პირობების გათვალისწინებით; c)დაეხმაროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის და/ან გვალვის შედეგების შემცირების პროცესებში და მოქმედებებში, აფრიკის არიდულ, ნახევრადარიდულ და მშრალ სუბნოტიო რაიონებში.     მუხლი 3🔗. აფრიკის რეგიონისათვის დამახასიათებელი პირობები კონვენციის ვალდებულებების შესრულებისას მხარეები დანართების განხორციელებაში მიიღებენ ძირითად მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს აფრიკის რეგიონისათვის დამახასიათებელ შემდეგ განსაკუთრებულ პირობებს: a)არიდულ, ნახევრადარიდულ და მშრალ-ნოტიო რაიონების დიდ ხვედრით წილს; b)გაუდაბნოების და ხშირი, მკაცრი გვალვების არასასურველი გავლენით დაზარალებული კონტინენტის ქვეყნების უმეტესობას და მოსახლეობის მნიშვნელოვან რაოდენობას; c)დაზარალებული ქვეყნების სიაჭრბეს, რომლებსაც არა აქვთ ზღვასთან გასასვლელი; d)ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებში სიღარიბის დიდ მასშტაბებს, ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნების დიდი რაოდენობას; თავიანთი ამოცანის გადასაწყვეტად, განვითარების მიზნით, ეს ქვეყნები საჭიროებენ დიდი რაოდენობით საგარეო დახმარებას გრანტების და შეღავათიანი ვალების სახით; e)ამ ქვეყნებში რთული სოციო-ეკონომიკური პირობების არსებობას, რომლებიც ღრმავდება ვაჭრობის სულ უფრო უარესი და ცვალებადი პირობებით, რაც იწვევს შიდა, რეგიონალურ და საერთაშორისო მიგრაციებს; f)მოსახლეობა დიდად არის დამოკიდებული ბუნებრივ რესურსებზე, როგორც საარსებო საშუალებებზე, რომელიც დემოგრაფიულ ტენდენციებთან და ფაქტორებთან, სუსტ ტექნოლოგიასთან და არარაციონალურ საწარმოო პრაქტიკასთან ერთად იწვევს რესურსების სერიოზულ დეგრადაციას; g)ადეკვატური ინსტიტუციონალური და სამართლებრივი ჩარჩოების უქონლობა, სუსტად განვითარებული ინფრასტრუქტურა და არასაკმარისი სამეცნიერო-ტექნიკური და საგანმანათლებლო პოტენციალი განაპირობებს პოტენციალის მნიშვნელოვნად გაზრდის აუცილებლობას; h)გაუდაბნოებასთან ბრძოლის და/ან გვალვის შედეგების შემცირების ღონისძიებებს მთავარი როლი ეთმობა დაზარალებული აფრიკის ქვეყნების სხვა ეროვნულ პრიორიტეტებს შორის.     მუხლი 4🔗.აფრიკის ქვეყნების – კონვენციის მხარეების ვალდებულებები 1.თავისი შესაბამისი ვალდებულებების გათვალისწინებით აფრიკის ქვეყნები ვალდებულებას იღებენ, რომ: a)გაუდაბნოებასთან ბრძოლა და/ან გვალვის შედეგების შემცირება განიხილონ, როგორც სიღარიბის აღმოფხვრისათვის ერთ-ერთი ცენტრალური სტრატეგია; b)მხარი დაუჭირონ რეგიონალურ თანამშრომლობას და ინტეგრაციას სოლიდარობის და პარტნიორობის გზით, რომელიც გამომდინარეობს ორმხრივი ინტერესებიდან, გაუდაბნოებასთან ბრძოლის და გვალვის შედეგების შემცირების პროგრამების და ღონისძიებების ჩარჩოებში; c)სრულყონ და გააძლიერონ არსებული დაწესებულებები, რომლებიც დაკავებულნი არიან გაუდაბნოების და გვალვის პრობლემებით და მოიზიდონ სხვა არსებული დაწესებულებები მათი მოქმედებების ეფექტურობის ასამაღლებლად და უზრუნველყონ რესურსების უფრო ეფექტური გამოყენება; d)დაეხმარონ ინფორმაციის გაცვლაში შესაბამის ტექნოლოგიაზე, ცოდნაზე, ნოუ-ჰაუზე და პრაქტიკულ მეთოდებზე რეგიონის ქვეყნებს შორის; e)გაუდაბნოებისაგან და/ან გვალვისაგან დეგრადირებულ რაიონებში გვალვის შედეგების შესამცირებლად შეიმუშაონ მნიშვნელოვანი გეგმები. 2.კონვენციის მე-4 და მე-5 მუხლების და სპეციფიკური ვალდებულებების შესრულების მიზნით, დაზარალებული აფრიკის ქვეყნები – კონვენციის მხარეები ისწრაფვიან: a)გამოჰყონ შესაბამისი დაფინანსება თავიანთი ეროვნული ბიუჯეტიდან ეროვნული პირობების და შესაძლებლობების და ახალი პრიორიტეტების გათვალისწინებით, რომელიც აფრიკამ განსაზღვრა გაუდაბნოების და/ან გვალვის ფენომენთან დაკავშირებით; b)მხარი დაუჭირონ და გააძლიერონ რეფორმები, რომლებიც ამჟამად ხორციელდება დეცენტრალიზაციის რესურსების მფლობელობის გაღრმავებით, აგრეთვე ადგილობრივი მოსახლეობის და საზოგადოების მონაწილეობის გაძლიერებით; c)განსაზღვრონ და მობილიზაცია გაუკეთონ ახალ და დამატებით ეროვნულ ფინანსურ რესურსებს და პრიორიტეტული რიგითობის მიხედვით გააძლიერონ არსებული ეროვნული პოტენციალი და მექანიზმები შიდა ფინანსური რესურსების მობილიზაციის მიზნით.     მუხლი 5🔗.განვითარებული ქვეყნების – კონვენციის მხარეების ვალდებულებები 1.კონვენციის მე-4, მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, თავისი ვალდებულებების შესრულებისას, განვითარებული ქვეყნები – კონვენციის მხარეები პრიორიტეტს მიანიჭებენ აფრიკის ქვეყნებს – კონვენციის მხარეებს და ამ კონტექსტში: a)დაეხმარებიან გაუდაბნოებასთან ბრძოლაში და/ან გვალვის შედეგების შემცირებაში, მათ შორის, ფინანსური და/ან სხვა რესურსების უზრუნველყოფით და/ან მათი მიღების გზის გაიოლებით, აგრეთვე წახალისებით, დაფინანსებით და/ან ფინანსების გადაცემის, შესაბამისი ეკოლოგიურად მისაღები ტექნოლოგიის და ნოუ-ჰაუს ადაპტაციის და მიღების გაიოლებით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე და ეროვნული პოლიტიკის თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ სიღარიბის აღმოფხვრა არის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია; b)გააგრძელებენ მნიშვნელოვანი რესურსების მიმართვას და/ან გაზრდიან რესურსებს გაუდაბნოებასთან ბრძოლის და გვალვის შედეგების შემცირების მიზნით; c)დაეხმარებიან მათ შესაძლებლობების გაძლიერებაში, რომ გააუმჯობესონ ინსტიტუციონალური საფუძველი, აგრეთვე სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალი, ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, კვლევა და შემუშავება გაუდაბნოებასთან ბრძოლის და გვალვის შედეგების შემცირების მიზნით. 2.ნებაყოფილობის საფუძველზე სხვა ქვეყნებმა – კონვენციის მხარეებმა დაზარალებული ქვეყნები – კონვენციის მხარეები შეიძლება უზრუნველყონ ტექნოლოგიით, ცოდნით და ნოუ-ჰაუთი, რომელიც დაკავშირებულია გაუდაბნოებასთან და/ან ფინანსურ რესურსებთან. ასეთი ცოდნის, ნოუ-ჰაუს და მეთოდების გადაცემას მხარს უჭერს საერთაშორისო თანამშრომლობა.     მუხლი 6🔗. მდგრადი განვითარების სტრატეგიული დაგეგმარების ჩარჩოები 1.მოქმედებათა ეროვნული პროგრამები იქნება ერთ-ერთი ცენტრალური და მთლიანი ნაწილი დაზარალებული აფრიკის ქვეყნების – კონვენციის მხარეების მდგრადი განვითარების ეროვნული პოლიტიკის უფრო ფართო პროცესისა. 2.მოქნილი დაგეგმარების სტრატეგიების შემუშავებისათვის, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას და საზოგადოებას აძლევს მაქსიმალური მონაწილეობის უფლებას, განხორციელდება ფართო საკონსულტაციო პროცესი სამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით შესაბამის დონეებზე, ადგილობრივი მოსახლეობის, საზოგადოებების და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვით. სადაც ეს ხელსაყრელია, ორმხრივი და მრავალმხრივი დახმარების სააგენტოები შეიძლება ჩაერთონ ამ პროცესში აფრიკის დაზარალებული ქვეყნის მოთხოვნით.     მუხლი 7🔗. მოქმედებათა პროგრამების მომზადების განრიგი მოცემული კონვენციის ძალაში შესვლის პერიოდში, დაზარალებული აფრიკის ქვეყნები, საერთაშორისო საზოგადოების სხვა წევრებთან თანამშრომლობაში, შესაძლებლობებისამებრ დააკმაყოფილებენ კონვენციის პირობებს, რომლებიც ეხება ეროვნულისუბრეგიონული და რეგიონალური მოქმედების პროგრამების მომზადებას.     მუხლი 8🔗. მოქმედებათა ეროვნული პროგრამების შინაარსი 1.კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, მოქმედებათა ეროვნული პროგრამების საერთო სტრატეგიაში ცენტრალური ადგილი ეთმობა კომპლექსური ადგილობრივი პროგრამების განვითარებას დაზარალებული რაიონებისათვის, რომელიც დამყარებულია მოსახლეობის მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმებზე და სიღარიბის აღმოფბვრის სტრატეგიების ინტეგრირებაზე გაუდაბნოებასთან ბრძოლის და გვალვის შედეგების შემცირების მიზნით. ეს პროგრამები გამიზნულია ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერებისათვის და ადგილობრივი მოსახლეობის, საზოგადოებების და დგუფების მოქმედების ჩართვის უზრუნველყოფით, განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებით განათლებაზე და სასწავლო სემინარზე, არასამთავრობო ორგანიზაციების მობილიზაციით, გამოცდილი ექსპერტიზით და დეცენტრალიზებული სამთავრობო სტრუქტურების დეცენტრალიზაციით. 2.მოქმედებათა ეროვნული პროგრამები სათანადო შემთხვევებში მოიცავს შემდგომ ძირითად მდგომარეობებს: a)მოქმედებათა ეროვნული პროგრამების შემუშავებისას და განხორციელებისას გაუდაბნოებასთან ბრძოლაში და გვალვის შედეგების შემცირებაში წარსულში მიღებული გამოცდილების გამოყენებით, სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური პირობების გათვალისწინებით; b)გაუდაბნოების და/ან გვალვის გამომწვევი ფაქტორების და არსებული და საჭირო რესურსების განსაზღვრა და სათანადო პოლიტიკის და ინსტიტუციონალური და სხვა მოთხოვნების და ამ ფენომენთან და/ან მათ შედეგებთან ბრძოლის აუცილებელი საშუალებების შემუშავება; c)ადგილობრივი მოსახლეობის და საზოგადოებების, მათ შორის, ქალების, მიწათმოქმედების და მესაქონლეობის მონაწილეობის გაზრდა და მათზე უფრო მეტი პასუხისმგებლობის დაკისრებით. 3.მოქმედებათა ეროვნული პროგრამები სათანადო შემთხვევებში, აგრეთვე ითვალისწინებს შემდეგს: a)ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების საშუალებებს სიღარიბის აღმოფხვრის მიზნით: I)გაზარდოს შემოსავლები და გააფართოვოს დასაქმების შესაძლებლობები, განსაკუთრებით საზოგადოების ღარიბი წევრებისათვის: - გააფართოოს მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის პროდუქციის ბაზრები; - შექმნას ადგილობრივი მოთხოვნების დასაკმაყოფილებელი ფინანსური ინსტიტუტები; - მხარი დაუჭიროს სოფლის მეურნეობის დივერსიფიკაციაში და სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შექმნაში; - განავითაროს სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ეკონომიკური მოქმედებები და არასასოფლო-სამეურნეო ტიპი; II) სოფლის მეურნეობის ეკონომიკის გრძელვადიანი პერსპექტივის გაუმჯობესებას ისეთი საშუალებების შექმნით, როგორიცაა: - სტიმულები პროდუქტიული ინვესტიციებისათვის და საწარმოო საშუალებებთან ხელმისაწვდომობა; - ფასებისა და გადასახადების პოლიტიკა და კომერციული პრაქტიკა, რომელიც ხელს უწყობს ზრდას; III) დასახლების და მიგრაციის პოლიტიკის განსაზღვრას და განხორციელებას მიწის რესურსებზე დემოგრაფიული ზეწოლის შესუსტება; IV) გვალვაგამძლე კულტურების გამოყენებაში და მშრალი მიწების კომპლექსური დამუშავების სისტემების მიღებაში მხარდაჭერას კვების პროდუქტების უსაფრთხოების მიზნით; b)ბუნებრივი რესურსების დაცვის საშუალებები: I) ბუნებრივი რესურსების კომპლექსური და მდგრადი მენეჯმენტის უზრუნველყოფა, მათ შორის: - სასოფლო-სამეურნეო მიწები და საძოვრები; - მცენარეული საფარი და გარე სამყარო; - ბიომრავალფეროვნება; II) მოსახლეობის ინფორმირების და გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო კამპანიების და ბუნებრივი რესურსების მდგრად მენეჯმენტთან დაკავშირებული ტექნიკური ცოდნის გავრცელების სწავლება და გაძლიერება; და III) სხვადასხვა ენერგიის წყაროების შემუშავების და ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფა, ენერგიის ალტერნატიული წყაროების, როგორიცაა მზის, ქარის ენერგია და ბიოგაზი, გამოყენების მხარდაჭერა, აგრეთვე სპეციალური ზომების მიღება სათანადო ტექნოლოგიის გადაცემის, მიღებისა და ადაპტაციისათვის მოწყვლად ბუნებრივ რესურსებზე ზეწოლის შემცირების მიზნით; c)ინსტიტუციონალური ორგანიზაციების სრულყოფის ზომები: I) ცენტრალური მთავრობის და ადგილობრივი წარმომადგენლობის როლის და პასუხიმგებლობის განსაზღვრა მიწის რესურსების დაგეგმარების პოლიტიკის ჩარჩოში; II) მოქმედი დეცენტრალიზაციის პოლიტიკის წახალისება, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი წარმომადგენლობისათვის მმართველი ფუნქციების დაკისრების, აგრეთვე წაახალისებს ადგილობრივი წარმომადგენლობის ინიციატივების გამოვლინებას და პასუხისმგებლობის თავის თავზე აღებას; III)სათანადო შემთხვევებში ბუნებრივი რესურსების მენეჯმენტის ინსტიტუციონალური და ნორმატული ჩარჩოების შესწორება ადგილობრივი მოსახლეობისათვის მიწაზე მფლობელობის უფლების გარანტიის უზრუნველყოფით; d)გაუდაბნოებაზე ცოდნის გაუმჯობესების საშუალებები: I) კვლევების, აგრეთვე გაუდაბნოების სამეცნიერო, ტექნიკური და სოციალ-ეკონომიკურ ასპექტებზე ინფორმაციის შეგროვების, დამუშავებისა და გაცვლის წახალისება; II) კვლევაში და ინფორმაციის შეგროვებაში, დამუშავებაში, გაცვლაში და გაანალიზებაში ეროვნული პოტენციალის ამაღლება ისე, რომ უფრო ღრმად გაიაზრონ და ეფექტურად გამოიყენონ ანალიზის შედეგები პრაქტიკაში; III) საშუალოვადიანი და გრძელვადიანი შესწავლის მხარდაჭერა; - სოციო-ეკონომიკური და კულტურული საკითხები დაზარალებულ რაიონებში; - ბუნებრივი რესურსების ხარისხობრივი და რაოდენობრივი ტენდენციები; - ურთიერთქმედება კლიმატსა და გაუდაბნოებას შორის; e)გვალვის შედეგების მონიტორინგის და შეფასების საშუალებები: I) რეგიონში გვალვისა და გაუდაბნოების პროცესებზე კლიმატის ბუნებრივი ცვალებადობის ზემოქმედების შეფასების სტრატეგიის შემუშავება და/ან კლიმატის ცვილილების სეზონური და წლიური პროგნოზების გამოყენება გვალვის შედეგების შემცირების მიზნით; II) ოპერატიული შეტყობინების და საპასუხო რეაქციების სისტემების სრულყოფა, საშიშროების ლიკვიდაციის და სასურსათო დახმარების ეფექტური მენეჯმენტი, სურსათის შენახვისა და განაწილების სისტემათა გაუმჯობესება, საქონლის დაცვის სქემები, საზოგადოებრივი სამუშაოები და ალტერნატიული დახმარებები გვალვით დაზიანებულ არეებში; და III) ეკოლოგიური დეგრადაციის მონიტორინგი და შეფასება რესურსთა დეგრადაციის პროცესისა და დინამიკის შესახებ დროული და საიმედო ინფორმაციის მისაღებად პოლიტიკის უკეთესი ფორმულირების და რეაგირების გაიოლებისათვის.     მუხლი 9🔗.მოქმედებათა ეროვნული პროგრამების მომზადება და განხორციელება და ინდიკატორების შეფასება აფრიკის თითოეულმა დაზარალებულმა ქვეყანამ – კონვენციის მხარემ უნდა განსაზღვროს შესაბამისი ეროვნული საკოორდინაციო ორგანო, რომელიც შეასრულებს კატალიზატორის როლს მათი მოქმედებათა ეროვნული პროგრამების მომზადებაში, განხორციელებაში და შეფასებაში. ეს საკოორდინაციო ორგანო მუხლი 3🔗-ის საფუძველზე სათანადო შემთხვევებში: a)განსაზღვრავს და განიხილავს მოქმედებებს, ადგილებზე საკონსულტაციო პროცესით დაწყებული, რომელიც მოიცავს ადგილობრივ მოსახლეობას და საზოგადოებებს და ითვალისწინებს თანამშრომლობას ადგილობრივ ადმინისტრაციულ ხელისუფლებასთან, განვითარებულ ქვეყნებთან – კონვენციის მხარეებთან და სამთავრობათაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დაინტერესებული ქვეყნების ეროვნული დონის საწყისი კონსულტაციების ბაზაზე; b)განსაზღვრავს და ანალიზს გაუკეთებს იმ დამაბრკოლებელ ფაქტორებს, მოთხოვნილებებსა და ნაკლოვანებებს, რომლებიც ზარალს აყენებენ განვითარებას და მდგრად მიწათსარგებლობას, აგრეთვე რეკომენდაციას გაუწევს იმ პრაქტიკულ ზომებს, რომელთა მეშვეობითაც დუბლირება თავიდან იქნება აცილებული არსებული საშუალებების სრული გამოყენებისა და მიღებული შედეგების განხორციელების გზით; c)ხელს შეუწყობს, დაგეგმავს და ჩამოაყალიბებს პროექტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, რომლებსაც საფუძვლად დაედება ინტერაქტიული, მოქნილი მიდგომები დაზარალებულ რაიონებში მოსახლეობის აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფისათვის, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ასეთი ღონისძიებების უარყოფითი ზეგავლენა, აგრეთვე განისაზღვროს და კლასიფიცირებულ იქნეს მოთხოვნები ფინანსურ დახმარებაზე და ტექნიკურ თანამშრომლობაზე; d)მოქმედებათა ეროვნული პროგრამების შეფასების უზრუნველსაყოფად დაადგენს შესაფერის, გამოთვლისათვის და შემოწმებისათვის მარტივ ინდიკატორებს, გაითვალისწინებს რა მოკლე, საშუალო და გრძელვადიან მოქმედებებს, აგრეთვე ასეთი პროგრამების განხორციელებას; e)მოამზადებს მოქმედებათა ეროვნული პროგრამების განხორციელებაში მიღწეული პროგრესის ანგარიშებს.     მუხლი 10🔗.მოქმედებათა სუბრეგიონული პროგრამების ორგანიზაციული სტრუქტურა 1.კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად, აფრიკის ქვეყნები – კონვენციის მხარეები ითანამშრომლებენ მოქმედებათა სუბრეგიონული პროგრამების მომზადებაში და განხორციელებაში ცენტრალური, აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, სამხრეთ და დასავლეთ აფრიკისათვის და ამასთან დაკავშირებით შეუძლიათ გადასცენ შემდეგი მოვალეობები შესაბამის სუბრეგიონულ სამთავრობო ორგანიზაციებს: a)იმოქმედონ როგორც კოორდინატორებმა მოსამზადებელი ღონისძიებებისათვის და კოორდინაცია გაუწიონ მოქმედებათა სუბრეგიონული პროგრამების განხორციელებას; b)დაეხმარონ მოქმედებათა ეროვნული პროგრამების მომზადებასა და განხორციელებაში; c)ხელი შეუწყონ ინფორმაციის, გამოცდილების და ნოუ-ჰაუს გაცვლაში, აგრეთვე კონსულტაცია გაუწიონ ეროვნული კანონმდებლობის განხილვას; d)ნებისმიერი სხვა მოვალეობები, რომლებიც დაკავშირებულია მოქმედებათა სუბრეგიონული პროგრამების განხორციელებასთან. 3.სპეციალიზებულ სუბრეგიონულ დაწესებულებებს შეუძლიათ უზრუნველყონ დახმარებით მოთხოვნისამებრ და/ან იყვნენ უფლებამოსილნი კოორდინაცია გაუწიონ იმ ღონისძიებებს, რომლებიც მიეკუთვნება მათ კომპეტენციას.     მუხლი 11🔗. მოქმედებათა სუბრეგიონული პროგრამების შინაარსი და მომზადება მოქმედებათა სუბრეგიონული პროგრამები ყურადღებას ამახვილებენ საკითხებზე, რომლებიც უკეთ გადაწყდებიან სუბრეგიონულ დონეზე. სადაც აუცილებელია, ისინი შექმნიან მექანიზმებს საერთო ბუნებრივი რესურსების მენეჯმენტისათვის. ასეთი მექანიზმები ეფექტურად წყვეტენ ტრასსასაზღვრო პრობლემებს, რომლებიც დაკავშირებულია გაუდაბნოებასთან და/ან გვალვასთან და უზრუნველყოფენ დახმარებით მოქმედებათა ეროვნული პროგრამების განხორციელებისათვის. შესაბამისად მოქმედებათა სუბრეგიონულ პროგრამებში ძირითადი ყურადღება გამახვილდება შემდეგ პრიორიტეტულ სფეროებზე: a)ტრანსსასაზღვრო ბუნებრივი რესურსების მდგრადი მენეჯმენტის ერთობლივი პროგრამები შესაბამისად ორმხრივი და მრავალმხრივი მექანიზმების მეშვეობით; b)ალტერნატიული ენერგიის წყაროების განვითარების პროგრამების კოორდინაცია; c)თანამშრომლობა პესტიციდების, აგრეთვე მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების მენეჯმენტში და კონტროლში; d)შესაძლებლობების განვითარება, განათლება და მოსახლეობის ინფორმირება, რომლებიც უფრო ეფექტურად ხორციელდება და წახალისდება სუბრეგიონულ დონეზე; e)სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობა, კერძოდ, კლიმატოლოგიურ, მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ სფეროებში, მათ შორის, იმ მონაცემთა შეგროვების და შეფასების სისტემაში, ინფორმაციის გაცვლასა და პროექტის მონიტორინგში, აგრეთვე კვლევისა და შემუშავების ღონისძიებების კოორდინაციაში და პრიორიტეტულობის განსაზღვრაში; f)დროული შეტყობინების სისტემები და კომპლექსური დაგეგმარება გვალვის შედეგების შემცირებისათვის, მათ შორის, ეკოლოგიური ფაქტორებით გამოწვეული მიგრაციის შედეგად წარმოქმნილ პრობლემებთან ბრძოლის საშუალებები; g)გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობების შესწავლა, კერძოდ, ადგილობრივი მოსახლეობის და საზოგადოებების მონაწილეობაზე, აგრეთვე სასურველი გარემოს შექმნა მიწაზე მუშაობის პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის და შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენებისათვის; h)სუბრეგიონული ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება ტექნიკური მომსახურების კოორდინაციისა და უზრუნველყოფის მიზნით, აგრეთვე სუბრეგიონული ცენტრების და დაწესებულებების შექმნა, რეორიენტაცია და გაძლიერება; i)პოლიტიკის შემუშავება იმ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, რომელსაც აქვს ზემოქმედება დაზარალებულ რაიონებზე და მოსახლეობაზე, მათ შორის, რეგიონალური საბაზრო რეჟიმების კოორდინაციისა და საერთო ინფრასტრუქტურის პოლიტიკა.     მუხლი 12🔗. რეგიონალური მოქმედებათა პროგრამის ორგანიზაციული სტრუქტურა 1.კონვენციის მე-11 მუხლის თანახმად, აფრიკის ქვეყნები – კონვენციის მხარეები ერთობლივად განსაზღვრავენ რეგიონალურ მოქმედებათა პროგრამის მოსამზადებელ და შესასრულებელ პროცედურებს. 2.მხარეები უზრუნველყოფენ სათანადო მხარდაჭერას. შესაბამისად აფრიკის რეგიონალური დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისადმი, რათა მათ შესძლონ დახმარება გაუწიონ აფრიკის ქვეყნებს – კონვენციის მხარეებს კონვენციით დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.     მუხლი 13🔗. რეგიონალური მოქმედებათა პროგრამის შინაარსი რეგიონალური მოქმედებათა პროგრამა მოიცავს იმ საშუალებებს, რომლებიც დაკავშირებულია გაუდაბნოებასთან და/ან გვალვის შედეგების შემცირებასთან, შესაბამისად შემდეგ პრიორიტეტულ სფეროებში: a)რეგიონალური თანამშრომლობის განვითარება და მოქმედებათა სუბრეგიონული პროგრამების კოორდინაცია, რათა მიღწეულ იქნეს რეგიონალური კონსენსუსი ძირითად პოლიტიკურ საკითხებზე სუბრეგიონულ ორგანიზაციებს შორის რეგულარული კონსულტაციების ჩატარების გზით. b)შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა იმ მოქმედებებში, რომლებიც უფრო უკეთ ხორციელდება რეგიონალურ დონეზე; c)საერთაშორისო საზოგადოებებთან თანამშრომლობა იმ გლობალური ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაწყვეტისათვის გზების ძიებაში, რომლებიც ზემოქმედებენ დაზარალებულ რაიონებზე კონვენციის მე-4 მუხლის, 2(ბ) პარაგრაფის გათვალისწინებით; d)ხელის შეწყობა აფრიკის დაზარალებული ქვეყნებს – კონვენციის მხარეებსა და სუბრეგიონებს შორის, აგრეთვე სხვა დაზარალებულ რეგიონებთან ინფორმაციის გაცვლაში და შესაბამისი ტექნიკის, ტექნიკური ნოუ-ჰაუს და სათანადო გამოცდილების გაცვლაში; ხელის შეწყობა სამეცნიერო და ტექნიკურ თანამშრომლობაში, კერძოდ, კლიმატოლოგიის, მეტეოროლოგიის, ჰიდროლოგიის, წყლის რესურსების გამოყენების და ალტერნატიული ენერგიის წყაროების საკითხებში; სუბრეგიონული და რეგიონული კვლევითი ღონისძიებების კოორდინაცია; რეგიონული პრიორიტეტების განსაზღვრა კვლევისა და განვითარებისათვის; e)სისტემატიკური კვლევების და შეფასების და ინფორმაციის გაცვლის ქსელის კოორდინაცია, აგრეთვე მისი ინტეგრაცია მსოფლიო ქსელში; f)გაცვლის შემთხვევაში დროული შეტყობინების სისტემების და საგანგებო გეგმების სუბრეგიონული და რეგიონული კოორდინაცია და ეფექტურობის გაძლიერება.     მუხლი 14🔗. ფინანსური რესურსები 1.კონვენციის მე-20 მუხლის და მე-4 მუხლის მე-2 პარაგრაფის თანახმად დაზარალებული აფრიკის ქვეყნები – კონვენციის მხარეები ცდილობენ შექმნან მაკროეკონომიკური სტრუქტურა, რითაც ხელს შეუწყობენ ფინანსური რესურსების მობილიზაციას, შეიმუშავებენ პოლიტიკას და შექმნიან პროცედურებს რესურსების უფრო ეფექტური გამოყენებისათვის ადგილობრივი პროგრამების განვითარებით, სათანადო შემთხვევებში არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. 2.კონვენციის 21-ე მუხლის მე-4 და მე-5 პარაგრაფების თანახმად მხარეები შეთანხმდებიან შექმნან დაფინანსების წყაროების ნუსხა ეროვნულ, სუბრეგიონულ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეებზე, რომ უზრუნველყონ არსებული რესურსების რაციონალური გამოყენება და გამოავლინონ ნაკლოვანებები რესურსების განაწილებაში, რომ ხელი შეუწყონ მოქმედებათა პროგრამების განხორციელებას. მოცემული ნუსხა რეგულარულად განიხილება და განახლდება. 3.კონვენციის მე-7 მუხლის თანახმად, განვითარებული ქვეყნები – კონვენციის მხარეები გააგრძელებენ რესურსების აღნიშნული და/ან უფრო დიდი რაოდენობის განაწილებას, აგრეთვე დაზარალებულ აფრიკის ქვეყნებზე – კონვენციის მხარეებზე დახმარებას სხვა ფორმებით თანამშრომლობის, შეთანხმებების და მოლაპარაკებების საფუძველზე, რომელზედაც ლაპარაკია მე-18 მუხლში, კერძოდ, სათანადო ყურადღების გამახვილებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სესხი, საერთაშორისო ვაარობა და სავაჭრო რეჟიმები, კონვენციის მე-4 მუხლის 2(ბ) პარაგრაფის თანახმად.     მუხლი 15🔗. ფინანსური მექანიზმები 1.კონვენციის მე-7 მუხლის შესაბამისად და დაზარალებული ქვეყნების –კონვენციის მხარეების პრიორიტეტის და ამ რეგიონში განსაკუთრებული სიტუაციის გათვალისწინებით, მხარეები სპეციალურ ყურადღებას უთმობენ აფრიკაში კონვენციის 21-ე მუხლის 19(დ) და (ე) პარაგრაფის პირობების განხორციელებას, კერძოდ, მოქმედებენ, რათა: a)ხელი შეუწყონ მექანიზმების დანერგვას, როგორიცაა გაუდაბნოებასთან ბრძოლის ეროვნული ფონდები, რომლებიც უზრუნველყოფენ ფინანსური რესურსების მიმართვას ადგილობრივი საზოგადოებების დონეზე; b)გააძლიერონ არსებული ფონდები და ფინანსური მექანიზმები სუბრეგიონულ და რეგიონალურ დონეებზე. 2.კონვენციის მე-20 და 21-ე მუხლების თანახმად მხარეები, რომლებიც არიან, აგრეთვე შესაბამისი რეგიონალური მმართველი ორგანოების და სუბრეგიონული ფინანსური ორგანიზაციები, მათ შორის, აფრიკის განვითარების ბანკი და აფრიკის განვითარების ფონდი შეეცდებიან სათანადო პრიორიტეტი და ყურადღება გამოიჩინონ იმ დაწესებულებების მოქმედებების მიმართ, რომლებიც ხელს შეუწყობენ ამ მუხლის განხორციელებას. 3.შესაძლებლობისამებრ, კონვენციის მხარეები რაციონალიზაციას გაუკეთებენ პროცედურებს, რომ მიმართონ ფონდები დაზარალებული აფრიკის ქვეყნებისაკენ – კონვენციის მხარეებისაკენ.     მუხლი 16🔗. ტექნიკური დახმარება და თანამშრომლობა სათანადო შესაძლებლობების მიხედვით კონვენციის მხარეები თვითონ გაუკეთებენ რაციონალიზაციას ტექნიკურ დახმარებაში აფრიკის ქვეყნებს – კონვენციის მხარეებს და ითანამშრომლებენ მათთან პროექტის და პროგრამის ეფექტურობის გაზრდის თვალსაზრისით, კერძოდ: a)განსაზღვრავენ დახმარების საშუალებებს და თანამონაწილეობის ხარჯებს, რომლებიც უზრუნველყოფენ პროექტის მაქსიმალურ ეფექტურობას; ნებისმიერ შემთხვევაში ამ ხარჯებმა უნდა შეადგინონ პროექტის მთელი ღირებულების შესაბამისად დაბალი პროცენტული ოდენობა, პროექტის ეფექტურობის გაზრდის მიზნით; b)პრიორიტეტს მიანიაებენ ეროვნული ექსპერტების ან სადაც საჭიროა, სუბრეგიონებიდან და/ან რეგიონებიდან ექსპერტების გამოყენებას პროექტის დაგეგმვისას, მომზადებისას და განხორციელებისას, აგრეთვე ადგილობრივი ექსპერტიზის შექმნას, სადაც იგი არ არსებობს; c)ეფექტურად მართავენ და გაუწევენ კოორდინაციას, აგრეთვე ეფექტურად გამოიყენებენ ტექნიკურ დახმარებას.     მუხლი 17🔗.ეკოლოგიურად მისაღები ტექნოლოგიის გადაცემა, ადაპტაცია და მასთან ხელმისაწვდომობა კონვენციის მე-18 მუხლის შესრულებაში, რომელიც დაკავშირებულია ტექნოლოგიის გადაცემასთან, შეძენასთან, ადაპტაციასთან და შემუშავებასთან, კონვენციის მხარეები ვალდებულებას იღებენ პრიორიტეტი მიანიჭონ აფრიკის ქვეყნებს – კონვენციის მხარეებს და აუცილებლობისამებრ შეიმუშაონ მათთან პარტნიორობის და თანამშრომლობის ახალი მოდელები შესაძლებლობების გაზრდის თვალსაზრისით სამეცნიერო კვლევის და განვითარების, ინფორმაციის შეგროვებისა და გავრცელების სფეროში, რომელიც აუცილებელია გაუდაბნოებასთან ბრძოლის და გვალვის შედეგების შემცირებისათვის სტრატეგიების განხორციელებისათვის.     მუხლი 18🔗. შეთანხმებები კოორდინაციაზე და თანამშრომლობაზე 1.აფრიკის ქვეყნები – კონვენციის მხარეები კოორდინაციას გაუწევენ ეროვნული, სუბრეგიონული და რეგიონალური მოქმედებათა პროგრამების მომზადებას, მოლაპარაკებას და განხორციელებას. შესაბამისად მათ უნდა მოიზიდონ ამ პროცესში სხვა მხარეები და შესაბამისი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები. 2.ასეთი კოორდინაციის მიზანია უზრუნველყონ ის, რომ ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობა განხორციელდეს კონვენციის პირობების თანახმად, აგრეთვე უზრუნველყონ აუცილებელი თანამიმდევრობა რესურსების გამოყენებასა და განაწილებაში. 3.აფრიკის ქვეყნები – კონვენციის მხარეები ორგანიზაციას გაუწევენ საკონსულტაციო პროცესებს ეროვნულ, სუბრეგიონულ და რეგიონალურ დონეებზე. ეს საკონსულტაციო პროცესები: a)მოემსახურებიან როგორც ფორუმი მოლაპარაკებისათვის და მოიცავენ ეროვნულ, სუბრეგიონულ და რეგიონალურ მოქმედებათა პროგრამებზე დაფუძნებულ შეთანხმებებს თანამშრომლობაზე; b)განსაზღვრავენ პროგრამებში აფრიკის ქვეყნების – კონვენციის მხარეების წვლილს და აგრეთე განსაზღვრავენ განხორციელების და შეფასების კრიტერიუმებთან დაკავშირებულ პრიორიტეტებს და შეთანხმებებს, აგრეთვე განხორციელების პროცესისათვის დაფინანსების პირობებს. 4.კონვენციის 23-ე მუხლის თანახმად, მუდმივი სამდივნო, აფრიკის ქვეყნების – კონვენციის მხარეების მოთხოვნით ხელს შეუწყობს ასეთი საკონსულტაციო პროცესის ორგანიზაციას: a)ორგანიზაციებისათვის რჩევის მიცემის საშუალებით ეფექტური საკონსულტაციო ღონისძიებების ჩატარებისათვის, რომელიც გამომდინარეობს სხვა მსგავსი ღონისძიებებიდან მიღებული გამოცდილებიდან; b)ინფორმაციის უზრუნველყოფით შესაბამისი ორმხრივი და მრავალმბრივი სააგენტოებისათვის საკონსულტაციო შეხვედრებთან და პროცესებთან დაკავშირებით, აგრეთვე მათი აქტიური მონაწილეობის წახალისების გზით; c)სხვა ინფორმაციის უზრუნველყოფით, რომელიც შეიძლება იყოს შესაბამისი საკონსულტაციო ღონისძიებების ჩატარებისათვის და სრულყოფისათვის. 5.სუბრეგიონული და რეგიონალური საკოორდინაციო ორგანოები თავის მხრივ: a)რეკომენდაციას გაუწევენ შესაბამისი შესწორებების შეტანას თანამშრომლობაზე შეთანხმებებში; b)უზრუნველყოფენ კონტროლით და შეფასებებით დამტკიცებული სუბრეგიონული და რეგიონალური პროგრამების განხორციელებას და ამ საკითხთთან დაკავშირებით წარმოადგენენ მოხსენებას; c)აფრიკის ქვეყნები – კონვენციის მხარეები შეეცდებიან დაამყარონ ეფექტური კავშირი და ითანამშრომლონ ერთმანეთში. 6.საკონსულტაციო დგუფებში გაერთიანდებიან მთავრობები, დაინტერესებული პირები და დონორები, შესაბამისი ორგანოები, ფონდები და გაეროს სისტემის პროგრამების, შესაბამისი სუბრეგიონული და რეგიონალური ორგანიზაციების, აგრეთვე შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. თითოეული საკონსულტაციო ჯგუფის მონაწილენი განსაზღვრავენ მათი მართვისა და ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობებს. 7.კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად, განვითარებული ქვეყნები – კონვენციის მხარეები თავიანთი ინიციატივით მხარს დაუჭერენ კონსულტაციების და კოორდინაციების საინფორმაციო პროცესს ურთიერთშორის ეროვნულ, სუბრეგიონულ და რეგიონალურ დონეებზე, აგრეთვე დაზარალებული აფრიკის ქვეყნების – კონვენციის მხარეების მოთხოვნით, რომ მონაწილეობა მიიღონ ეროვნულ, სუბრეგიონულ და რეგიონალურ საკონსულტაციო პროცესებში, რომელმაც უნდა შეაფასოს და რეაგირება მოახდინოს ასეთ მოთხოვნებზე განხორციელებისათვის ხელის შეწყობის მიზნით.     მუხლი 19🔗.მომდევნო ღონისძიებები კონვენციის თანახმად ეს დანართი შემდგომში განხორციელდება აფრიკის ქვეყნების – კონვენციის მხარეების მიერ შემდეგნაირად: a)ეროვნულ დონეზე იმ მექანიზმების საშუალებებით, რომელშიც განსაზღვრული იქნება თითოეული დაზარალებული აფრიკის ქვეყნის – კონვენციის მხარის მიერ და რომელშიც შედის ადგილობრივი საზოგადოებების წარმომადგენლები და რომლებიც იმუშავებენ ეროვნული საკოორდინაციო ორგანოს ხელმძღვანელების ქვეშ, რომელზედაც ლაპარაკია მე-9 მუხლში; b)სუბრეგიონულ დონეზე მრავალდარგოვანი სამეცნიერო-ტექნიკური საკონსულტაციო კომიტეტის საშუალებით, რომლის მოქმედება და პროცედურები განისაზღვრება შესაბამისი სუბრეგიონის მიერ; c)რეგიონალურ დონეზე იმ მექანიზმების საშუალებით, რომელიც განსაზღვრულია აფრიკის ეკონომიკური საზოგადოების შექმნაზე მოლაპარაკების პირობების თანახმად, აგრეთვე აფრიკის სამეცნიერო-ტექნიკური საკონსულტაციო კომიტეტის საშუალებით. დანართი II დანართი კონვენციის განხორციელებისათვის რეგიონალურ დონეზე - აზიისათვის     მუხლი 1🔗. მიზანი ამ მუხლის მიზანია უზრუნველყოს სახელმძღვანელო პრინციპები და შეთანხმებები აზიის რეგიონის დაზარალებულ ქვეყნებში – კონვენციის მხარეებში კონვენციის ეფექტურად შესრულებისათვის მისი განსაკუთრებული პირობების გათვალისწინებით.     მუხლი 2🔗. აზიის რეგიონის განსაკუთრებული პირობები კონვენციით დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას, მხარეები შესაბამისად გაითვალისწინებენ შემდგომ განსაკუთრებულ პირობებს, რომლებიც სხვადასხვა დონეზე დამახასიათებელია რეგიონის დაზარალებული ქვეყნებისათვის – კონვენციის მხარეებისათვის: a)დიდი წილი ამ ქვეყნების ტერიტორიაში რაიონებისა, რომლებიც დაზარალებულია ან რომლებსაც ემუქრებათ გაუდაბნოება და გვალვა, ამასთანავე ეს რაიონები ძლიერ მრავალფეროვანია კლიმატის, ტოპოგრაფიის, მიწათსარგებლობის და სოციო-ეკონომიკური სისტემების თვალსაზრისით; b)საარსებო ბუნებრივ რესურსებზე ძლიერი ზეწოლა; c)წარმოების არამდგრადი სისტემების არსებობა, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავშირებული აქ გავრცელებულ სიღარიბესთან, რომელიც იწვევს მიწის დეგრადაციას და წყლის რესურსების გაძლიერებულ მოხმარებას; d)მსოფლიოს ეკონომიკური და სოციალური პრობლემების ისეთი მნიშვნელოვანი პირობების ზეგავლენა, როგორიცაა სიღარიბე, ჯანმრთელობის დაცვა არასათანადო დონეზე და ცუდი კვება, საკვები პროდუქტების უკმარისობა, მიგრაცია, პირთა გადაადგილება და დემოგრაფიული დინამიკა; e)მზარდი, მაგრამ ჯერ კიდევ არასაკმარისი პოტენციალი და ინსტიტუციონალური მექანიზმები, რომ გადაწყდეს გაუდაბნოების და გვალვის პრობლემები; f)ამ ქვეყნებისთვის საჭირო საერთაშორისო თანამშრომლობა, რომ მიაღწიონ მიზნებს მდგრადი განვითარებისათვის, რომელიც დაკავშირებულია გაუდაბნოებასთან ბრძოლასთან და გვალვის პროცესების შემცირებასთან.     მუხლი 3🔗. მოქმედებათა ეროვნული პროგრამების ჩარჩოები 1.მოქმედებათა ეროვნული პროგრამები წარმოადგენენ რეგიონის დაზარალებული ქვეყნების – კონვენციის მხარეების მდგრადი განვითარების საერთო ეროვნული პოლიტიკის განუყოფელ ნაწილს. 2.დაზარალებული ქვეყნები – კონვენციის მხარეები შესაბამისად შეიმუშავებენ ეროვნულ მოქმედებათა პროგრამებს ამ კონვენციის მე-9-მე-11 მუხლების თანახმად, განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებით მე-10 მუხლის 2(ფ) პარაგრაფზე. შესაბამისად, დაზარალებული ქვეყნების – კონვენციის მხარეების მოთხოვნით ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის სააგენტოები ჩაერთვებიან ამ პროცესში.     მუხლი 4🔗.მოქმედებათა ეროვნული პროგრამები 1.მოქმედებათა ეროვნული პროგრამების მომზადებაში და განხორციელებაში რეგიონის დაზარალებული ქვეყნები – კონვენციის მხარეები თავიანთი შესაბამისი პირობების და პოლიტიკის თანახმად შეიძლება: a)ნიშნავდნენ შესაბამის ორგანოებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თავიანთი მოქმედებათა პროგრამების კოორდინაციასა და განხორციელებაზე; b)ჩართონ დაზარალებული მოსახლეობა, აგრეთვე ადგილობრივი საზოგადოებები თავიანთი მოქმედებათა პროგრამების შემუშავებაში, კოორდინაციაში და განხორციელებაში ადგილობრივი საკონსულტაციო პროცესებიდან გამომდინარე ადგილობრივ წარმომადგენლებთან და შესაბამის ეროვნულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში; c)ანალიზი გაუკეთონ გარემოს მდგომარეობას დაზარალებულ რაიონებში, რომ შეაფასონ გაუდაბნოების მიზეზები და შედეგები და განსაზღვრონ პრიორიტეტული სამოქმედო რაიონები; d)შეაფასონ გაუდაბნოებასთან ბრძოლის და გვალვის პროცესების შემცირების ადრინდელი და მიმდინარე პროგრამები დაზარალებული მოსახლეობის ჩართვით იმ მიზნით, რომ შეიმუშაონ სტრატეგია და ღონისძიებები თავიანთ სამოქმედო პროგრამებში; e)მოამზადონ ტექნიკური და ფინანსური პროგრამები, რომლებიც ეყრდნობა ინფორმაციის გამოყენებას (a)-დან (d)-ს ჩათვლით ქვეთავებში არსებული მოქმედებებიდან გამომდინარე; f)განავითარონ და გამოიყენონ პროცედურები და კრიტერიუმები თავიანთი მოქმედებათა პროგრამების განხორციელების შეფასებისათვის; g)ხელი შეუწყონ სადრენაჟო აუზების კომპლექსურ მართვას, მიწის რესურსების დაცვას, აგრეთვე წყლის რესურსების ათვისებას და ეფექტურ გამოყენებას; h)გააძლიერონ და/ან შექმნან შეფასების, დაკვირვების და დროული შეტყობინების საინფორმაციო ქსელი, იმ რეგიონებში, რომლებიც განიცდიან გაუდაბნოებას და გვალვას, კლიმატოლოგიური, მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური, ბიოლოგიური და სხვა მსგავსი ფაქტორების გამო; i)საერთაშორისო თანამშრომლობაში, რომელიც მოიცავს ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევას პარტნიორობის მიზნით, შეიმუშავებენ შესაბამის შეთანხმებებს მოქმედებათა პროგრამების განხორციელებაში მხარდაჭერის მიზნით. 2. კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, მოქმედებათა ეროვნული პროგრამების საერთო სტრატეგიაში ცენტრალური ადგილი დაეთმობა დაზარალებული ქვეყნების კომპლექსური ადგილობრივი განვითარების პროგრამებს, სიღარიბის აღმოფხვრისათვის მონაწილეობის მექანიზმებზე და სტრატეგიების ინტეგრირებაზე დამყარებულ გაუდაბნოებასთან ბრძოლის და გვალვის შედეგების შემცირების მცდელობებში. სექტორალური საშუალებები მოქმედებათა პროგრამებში დაჯგუფდებიან პრიორიტეტულ სფეროებში, რომლებიც ითვალისწინებენ რეგიონში დაზარალებული რაიონების დიდ მრავალფეროვნებას, რომელიც მოხსენებულია 2 (ა) მუხლში.     მუხლი 5🔗. მოქმედებათა სუბრეგიონული და ერთობლივი პროგრამები 1.კონვენციის მე-11 მუხლის თანახმად, აზიის დაზარალებულ ქვეყნებს – კონვენციის მხარეებს შეუძლიათ ერთხმად შეთანხმდნენ კონსულტაციის ჩატარებასა და თანამშრომლობაზე სხვა მხარეებთან, აგრეთვე მოქმედებათა სუბრეგიონული და ერთობლივი პროგრამების მომზადებაზე და განხორციელებაზე შესაბამისად მოქმედებათა ეროვნული პროგრამების დასრულებისა და შესრულების ეფექტურობის გაზრდის მიზნით. ნებისმიერ შემთხვევაში შესაბამის მხარეებს შეუძლიათ ერთობლივად შეთანხმდნენ, რომ დააკისრონ პროგრამების მომზადებასთან, კოორდინაციასთან და განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებები სუბრეგიონული, მათ შორის, ორმხრივ და ეროვნულ ორგანიზაციებს ან დაწესებულებებს, აგრეთვე შეუძლიათ იმოქმედონ როგორც კოორდინატორებმა მოქმედების წახალისებისა და კოორდინაციისათვის კონვენციის მე-16 და მე-18 მუხლების თანახმად. 2.მოქმედებათა სუბრეგიონული ან ერთობლივი პროგრამების მომზადებაში და განხორციელებაში რეგიონის დაზარალებული ქვეყნები – კონვენციის მხარეები შესაბამისად: a)ეროვნულ დაწესებულებებთან თანამშრომლობაში განსაზღვრავენ გაუდაბნოებასთან ბრძოლასთან და გვალვის შედეგების შემცირებასთან დაკავშირებულ პრიორიტეტებს, რომლებსაც შეიძლება იყოს უკეთესად გადაწყვეტილი ასეთი პროგრამების ჩარჩოებში; b)შეაფასებენ შესაბამისი რეგიონალური, სუბრეგიონული და ეროვნული დაწესებულების ოპერატიულ შესაძლებლობებს და მოქმედებებს; c)ანალიზს გაუკეთებენ არსებულ პროგრამებს, რომლებიც დაკავშირებულია გაუდაბნოებასთან და გვალვასთან რეგიონის ან სუბრეგიონის ყველა ან ზოგიერთ მხარეს შორის და მათ დამოკიდებულებას ეროვნულ მოქმედებათა პროგრამებთან; d)საერთაშორისო თანამშრომლობის დროს, ფინანსური და ტექნიკური რესურსებით დახმარებისას, ურთიერთთანამშრომლობით შეიმუშავებენ შესაბამის ორმხრივ და მრავალმხრივ შეთანხმებებს პროგრამების მხარდაჭერის მიზნით. 3.მოქმედებათა სუბრეგიონული ან ერთობლივი პროგრამები შეიძლება მოიცავდეს შეთანხმებულ ერთობლივ პროგრამებს გაუდაბნოებასთან დაკავშირებულ ტრანსსასაზღვრო ბუნებრივი რესურსების მდგრადი მენეჯმენტისთვის იმ სფეროებში, როგორიცაა შესაძლებლობების გაზრდა, კოორდინაციისა და სხვა მოქმედებების პრიორიტეტები, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობა, კერძოდ, დროული შეტყობინების სისტემები და ინფორმაციის მიწოდება გვალვაზე, აგრეთვე შესაბამისი სუბრეგიონული და სხვა ორგანიზაციების და დაწესებულებების გაძლიერების საშუალებები.     მუხლი 6🔗. რეგიონალური ღონისძიებები მოქმედებათა სუბრეგიონული და ერთობლივი პროგრამების გასაძლიერებლად, რეგიონალური ღონისძიებები, კერძოდ, კოორდინაციის და თანამშრომლობის დაწესებულებების და საშუალებების გაძლიერება ეროვნულ, სუბრეგიონულ და რეგიონალურ დონეებზე, აგრეთვე წაახალისებენ კონვენციის 16-19 მუხლების განხორციელებას. ეს ქმედებები, აგრეთვე მოიცავს: a)ტექნიკური თანამშრომლობის ქსელის წახალისებას და გაძლიერებას; b)ტექნიკური ინვენტარის, ცოდნის, ნოუ-ჰაუს და პრაქტიკული მეთოდების მომზადებას, აგრეთვე ტრადიციული და ადგილობრივი ტექნოლოგიების და ნოუ-ჰაუს მომზადებას და მათი გავრცელების და გამოყენების წახალისებას; c)ტექნოლოგიის გადაცემისათვის მოთხოვნების შეფასებას და ასეთი ტექნოლოგიების ადაპტაციასა და გამოყენებისათვის მხარდაჭერას; d)საზოგადოების ცოდნის დონის ამაღლების პროგრამების წახალისებას და შესაძლებლობების გაზრდაში მხარდაჭერას ყველა დონეზე, პროფესიონალური მომზადების, კვლევების და მუშაობის გაძლიერებას და ადამიანის რესურსების განვითარების სისტემის შექმნას.     მუხლი 7🔗.ფინანსური რესურსები და მექანიზმები 1.მხარეები გაუდაბნოებასთან ბრძოლის და გვალვის შედეგების შემცირების მიზნით აზიის რეგიონში ხელს შეუწყობენ ძირითადი ფინანსური რესურსების მობილიზაციას და ფინანსური მექანიზმების ხელმისაწვდომობას კონვენციის მე-20 და 21-ე მუხლების თანახმად. 2.კონვენციის თანახმად და საკოორდინაციო მექანიზმების საფუძველზე, რომელიც გათვალისწინებულია მე-8 მუხლით და მათი ეროვნული განვითარების პოლიტიკის თანახმად, რეგიონის დაზარალებული ქვეყნები – კონვენციის მხარეები, ინდივიდუალურად ან ერთობლივად: a)მიიღებენ ზომებს დაფინანსების მექანიზმების რაციონალიზაციისა და გაძლიერებისათვის, სახელმწიფოებრივი და კერძო ინვესტიციებით, იმ მიზნით, რომ მიაღწიონ განსაკუთრებულ შედეგებს გაუდაბნოებასთან ბრძოლის და გვალვის შედეგების შემცირების მოქმედებაში; b)განსაზღვრავენ საერთაშორისო თანამშრომლობის მოთხოვნებს ეროვნული ძალისხმევის მხარდაჭერაში, კერძოდ, ფინანსურ, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ სფეროებში; c)მხარს უჭერენ ორმხრივი და/ან მრავალმხრივი ფინანსური თანამშრომლობის დაწესებულებების მონაწილეობას კონვენციის განხორციელების მიზნით. 3.მხარეები მაქსიმალურად ცდილობენ შესაძლებლობისამებრ უზრუნველყონ ფინანსების გამოყოფა რეგიონში დაზარალებული ქვეყნებისათვის – კონვენციის მხარეებისათვის.     მუხლი 8🔗. თანამშრომლობის და კოორდინაციის მექანიზმები 1.ეფექტური საკოორდინაციო ღონისძიებების ორგანიზაციისას კონსულტაციის უზრუნველყოფით, დაზარალებულ ქვეყნებს – კონვენციის მხარეებს შესაბამისი ორგანოების მეშვეობით, რომლებიც დანიშნულია მე-4 მუხლის 1(a) პარაგრაფის თანახმად, აგრეთვე სხვა მხარეებს რეგიონში შეუძლიათ შესაბამისად შექმნან მექანიზმები შემდეგი მიზნების მისაღწევად: a)მოახდინონ ინფორმაციის, გამოცდილების, ცოდნის და ნოუ-ჰაუს ურთიერთგაცვლა; b)ითანამშრომლონ და კოორდინაცია გაუწიონ მოქმედებებს, მათ შორის, სუბრეგიონულ და რეგიონალურ დონეებზე ორმხრივი და მრავალმხრივ შეთანხმებებს; c)მხარი დაუაირონ 5-7 მუხლების თანახმად სამეცნიერო, ტექნიკურ, ტექნოლოგიურ და ფინანსურ თანამშრომლობას; d)განსაზღვრონ საგარეო თანამშრომლობის მოთხოვნები; e)ჩაატარონ შემდგომი ღონისძიებები და შეაფასონ მოქმედებათა პროგრამების განხორციელება. 2.დაზარალებულ ქვეყნებს – კონვენციის მხარეებს, შესაბამისი ორგანოების მეშვეობით, რომლებიც დანიშნულია მე-4 მუხლის 1(a) პარაგრაფით და სხვა მხარეების რეგიონში შეუძლიათ, აგრეთვე შესაბამისად გაუწიონ კონსულტაცია და კოორდინაცია, რაც შეეხება ეროვნული, სუბრეგიონული და ერთობლივი მოქმედებათა პროგრამებს. შესაბამისად მათ შეუძლიათ ამ პროცესში ჩართონ სხვა მხარეები სათანადო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები. ასეთი კოორდინაცია, კერძოდ, მიზნად უნდა ისახავდეს დაიცვას შეთანხმება საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, კონვენციის მე-20 და 21-ე მუხლების თანახმად, გააძლიეროს ტექნიკური თანამშრომლობა და მიმართოს რესურსები იმგვარად, რომ ისინი გამოყენებულ იქნენ ეფექტურად. 3.რეგიონის დაზარალებული ქვეყნები – კონვენციის მხარეები ჩაატარებენ პერიოდულ საკოორდინაციო შეხვედრებს, აგრეთვე მუდმივ სამდივნოს მათი მოთხოვნით შეუძლია ხელი შეუწყონ საკოორდინაციო შეხვედრების მოწვევას კონვენციის 23-ე მუხლის თანახმად: a)დაფუძნებული უკვე მიღებული გამოცდილებიდან სხვა ასეთი შეთანხმებებიდან; b)შესაბამის ორმხრივ და მრავალმხრივ სააგენტოებზე ინფორმაციის უზრუნველყოფით, რომელიც შეეხება საკოორდინაციო შეხვედრებს, აგრეთვე მხარს დაუჭერს მათ აქტიურ მონაწილეობას; c)სხვა ინფორმაციის მიწოდებით, რომელიც შეიძლება იყოს შესაბამისი საკოორდინაციო პროცესების დაფუძნებაში ან გაუმჯობესებაში. დანართი III დანართი ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებისათვის რეგიონალურ დონეზე კონვენციის განხორციელების შესახებ     მუხლი 1🔗. მიზანი ამ დანართის მიზანია კონვენციის განხორციელების ძირითადი პრინციპების უზრუნველყოფა ლათინურ ამერიკაში და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში, მისი განსაკუთრებული პრინციპების გათვალისწინებით.     მუხლი 2🔗. ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის რეგიონის განსაკუთრებული პირობები კონვენციის პირობების თანახმად, მხარეები გაითვალისწინებენ რეგიონის შემდგომ განსაკუთრებულ პირობებს: a)რეგიონში არსებობს ვრცელი ტერიტორიები, რომლებიც მწვავედ განიცდიან გაუდაბნოებას და/ან გვალვას და რომელშიც ის მრავალფეროვანი თავისებურებანი შეიძლება იყოს გამოკვლეული, რომლებიც ამ რეგიონის თავისებურებებით არის განპირობებული; ამ საერთო და გაძლიერებულ პროცესს გააჩნია უარყოფითი სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური შედეგები, რომლებიც უფრო სერიოზულია რეგიონში და მოიცავს მსოფლიოში ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთ უდიდეს რესურსს; b)არამდგრადი განვითარების ხშირი გამოყენების პრაქტიკა დაზარალებულ რაიონებში, როგორც კომპლექსური ურთიერთქმედების შედეგი ფიზიკურ, ბიოლოგიურ, პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ ფაქტორებს შორის, რომელიც მოიცავს საერთაშორისო ეკონომიკურ ფაქტორებს, ისე რომ საგარეო ვალი, სავაჭრო პირობების გაუარესება და სავაჭრო პრაქტიკა, რომელიც აზარალებს სასოფლო-სამეურნეო, თევზისა და ხე-ტყის პროდუქტების ბაზრებს; c)გაუდაბნოების და გვალვის ყველაზე სერიოზულ შედეგებს მიეკუთვნება ეკოსისტემის პროდუქტიულობის მკვეთრი შემცირება, რომელიც გამოიხატება მიწათმოქმედების, მეცხოველეობის და სატყეო ღონისძიებების არამდგრადობაში და ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაკარგვაში; სოციალური თვალსაზრისით ეს მოვლენა წარმოადგენს იმ პროცესების საწყისს, როგორიცაა სიღარიბე, მიგრაციები, მოსახლეობის შიდა გადაადგილება, აგრეთვე საარსებო პირობების გაუარესება; ამასთანავე რეგიონმა უნდა მიიღოს ერთობლივი მიდგომა გაუდაბნოების და გვალვის პრობლემებთან მდგრადი განვითარების მოდელების წახალისებით, რომელიც ითვალისწინებს ეკოლოგიურ, ეკონომიკურ და სოციალურ სიტუაციებს თითოეულ ქვეყანაში.     მუხლი 3🔗.სამოქმედო პროგრამები 1.კონვენციის, კერძოდ, მისი მე-9 – მე-11 მუხლების თანახმად, აგრეთვე მისი ეროვნული განვითარების პოლიტიკის თანახმად, რეგიონის დაზარალებული ქვეყნები – კონვენციის მხარეები შესაბამისად მოამზადებენ და განახორციელებენ გაუდაბნოებასთან ბრძოლის და გვალვის შედეგების შემცირების მოქმედებათა ეროვნულ პროგრამებს, როგორც მდგრადი განვითარების, მათი ეროვნული პროგრამის შემადგენელი ნაწილი. სუბრეგიონული და რეგიონალური პროგრამები შეიძლება მომზადდეს და განხორციელდეს რეგიონის მოთხოვნილებების თანახმად. 2.მათი მოქმედებათა ეროვნული პროგრამების მომზადებაში, რეგიონში დაზარალებული ქვეყნები – კონვენციის მხარეები განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებენ კონვენციის მე-10 მუხლის 2(f) პარაგრაფის თანახმად.     მუხლი 4🔗. მოქმედებათა ეროვნული პროგრამების შინაარსი სათანადო სიტუაციის მიხედვით რეგიონის დაზარალებული ქვეყნები – კონვენციის მხარეები გაითვალისწინებენ შემდეგ თემატურ საკითხებს გაუდაბნოებასთან ბრძოლის და/ან გვალვის შედეგების მოქმედებების ეროვნული სტრატეგიების განვითარებაში კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად: a)შესაძლებლობების, განათლების და ცოდნის დონის ამაღლება, ტექნიკური, სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის და ფინანსური რესურსების და მექანიზმების გაზრდა; b)სიღარიბის აღმოფხვრა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება; c)საკვები პროდუქტების დაცვის და მდგრადი განვითარების და სასოფლო-სამეურნეო, მეცხოველეობის, მეტყევეობის და მრავალმიზნობრივი მოქმედებების მენეჯმენტის უზრუნველყოფა; d)ბუნებრივი რესურსების მდგრადი მენეჯმენტი, კერძოდ, სადრენაჟო აუზების რაციონალური მენეჯმენტი; e)ბუნებრივი რესურსების მდგრადი მენეჯმენტი მაღალმთიან რაიონებში; f)რაციონალური მენეჯმენტი და მიწის რესურსების დაცვა და მათი ექსპლუატაცია და წყლის რესურსების ეფექტური გამოყენება; g)გაუდაბნოების შედეგების შემცირებისათვის აუცილებელი გეგმების შემუშავება და გამოყენება; h)სრულყონ და/ან შექმნან ინფორმაციის შეგროვების და შეფასების, აგრეთვე მონიტორინგის და დროული შეტყობინების სისტემები იმ რაიონებში, რომლებსაც ემუქრებათ გაუდაბნოება და გვალვა კლიმატოლოგიური, მეტროლოგიური, ჰიდროლოგიური, ბიოლოგიური, ნიადაგის, ეკონომიკური და სოციალური ასპექტების გათვალისწინებით; i)ენერგიის სხვადასხვა წყაროების განვითარება, ათვისება და ეფექტური გამოყენება ალტერნატიული წყაროების გამოყენებით; j)ბიომრავალფეროვნების კონვენციის პირობების თანახმად, ბიომრავალფეროვნების დაცვა და მდგრადი გამოყენება; k)გაუდაბნოებასთან და გვალვასთან დაკავშირებული დემოგრაფიული ასპექტების გათვალისწინება; l)ინსტიტუციონალური და ლეგალური ჩარჩოების შექმნა ან გაძლიერება, რომელიც უზრუნველყოფს კონვენციის გამოყენებას და იმ ზომების მიღებას, რომელიც ითვალისწინებს, კერძოდ, ადმინისტრაციული სტრუქტურების და ფუნქციების დეცენტრალიზაციას, რომელიც დაკავშირებულია გაუდაბნოების და გვალვის პრობლემებთან, დაზარალებული მოსახლეობის ან მთელი საზოგადოების ჩათვლით.     მუხლი 5🔗.ტექნიკური, სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობა კონვენციის, კერძოდ, მისი მე-16-მე-18 მუხლების თანახმად, აგრეთვე საკოორდინაციო მექანიზმების საფუძველზე, რომელიც გათვალისწინებულია მე-7 მუხლში, აგრეთვე დაზარალებული ქვეყნების – კონვენციის მხარეების ეროვნული განვითარების პოლიტიკის თანახმად, ისინი ინდივიდუალურად ან ერთობლივად: a)უზრუნველყოფენ ტექნიკური თანამშრომლობის ქსელის და ეროვნული, სუბრეგიონული და რეგიონალური საინფორმაციო სისტემების გაძლიერებას, აგრეთვე მათ ინტეგრაციას, შესაბამისად, მსოფლიო ინფორმაციულ ქსელში; b)უზრუნველყოფენ ხელმისაწვდომი ტექნოლოგიის და ნოუ-ჰაუს ინვენტარიზაციის მომზადებას და მათ გავრცელებას და გამოყენებას; c)კონვენციის მე-18 მუხლის 2 (ბ) პარაგრაფის თანახმად, მხარს დაუჭერენ ტრადიციული ტექნოლოგიის, ცოდნის, ნოუ-ჰაუს და პრაქტიკის გამოყენებაში; d)განსაზღვრავენ მოთხოვნებს ტექნოლოგიის გადაცემაში; e)მხარს დაუჭერენ სათანადო არსებული და ახალი ეკოლოგიური ტექნოლოგიების შემუშავებაში, ადაპტაციაში, მიღებაში და გადაცემაში;     მუხლი 6🔗. ფინანსური რესურსები და მექანიზმები კონვენციის, კერძოდ, მისი მე-10 და 21-ე მუხლების თანახმად საკოორდინაციო მექანიზმების საფუძველზე, რომელიც გათვალისწინებულია მე-7 მუხლში და მათი ეროვნული განვითარების პოლიტიკის თანახმად რეგიონის დაზარალებული ქვეყნები – კონვენციის მხარეები ინდივიდუალურად ან ერთობლივად: a)მიიღებენ ზომებს, რომ გაუკეთონ რაციონალიზაცია და გააძლიერონ ფინანსური მექანიზმები სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების სახით, იმ მიზნით, რომ მიაღწიონ კონკრეტულ შედეგებს გაუდაბნოებასთან ბრძოლის და გვალვის შედეგების შემცირების საკითხებში; b)განსაზღვრავენ საერთაშორისო თანამშრომლობის მოთხოვნებს ეროვნული ძალისხმევის მხარდასაჭერად; c)უზრუნველყოფენ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დაწესებულებების მონაწილეობას კონვენციის განხორციელების თვალსაზრისით.     მუხლი 7🔗. ინსტიტუციონალური ჩარჩოები 1. ამ დანართის განხორციელების მიზნით, რეგიონის დაზარალებული ქვეყნები – კონვენციის მხარეები: a)შექმნიან და/ან გააძლიერებენ ეროვნულ ცენტრებს, რომლებიც კოორდინაციას გაუწევენ გაუდაბნოებასთან ბრძოლის და/ან გვალვის შედეგების შემცირებისათვის გაწეულ ქმედებებს; b)შექმნიან იმ მექანიზმებს, რომლებიც კოორდინაციას გაუწევენ ეროვნულ ცენტრებს შემდეგი მიზნებისათვის, რომ: I) მოახდინონ ინფორმაციის და გამოცდილების ურთიერთგაცვლა; II) კოორდინაცია გაუწიონ მოქმედებებს სუბრეგიონულ და რეგიონალურ დონეებზე; III) უზრუნველყონ ტექნიკური, სამეცნიერო, ტექნოლოგიური და ფინანსური თანამშრომლობა; IV) განსაზღვრონ საგარეო თანამშრომლობის მოთხოვნები; V) გაატარონ და შეაფასონ მოქმედებათა პროგრამების განხორციელება. 3. რეგიონის დაზარალებული ქვეყნები – კონვენციის მხარეები ჩაატარებენ პერიოდულ საკოორდინაციო შეხვედრებს და მუდმივ სამდივნოს შეუძლია მოთხოვნისამებრ კონვენციის 23-ე მუხლის თანახმად დაეხმარონ ასეთი საკოორდინაციო შეხვედრების ჩატარებას: a) იმ ორგანიზაციებისათვის რჩევის მიცემის გზით, რომლებიც უწევენ ეფექტურ კოორდინაციას სხვა მსგავსი ღონისძიებების ჩატარების გამოცდილებიდან გამომდინარე; b) შესაბამისი ორმხრივი და მრავალმხრივი სააგენტოებისათვის ინფორმაციის მიწოდებით, რომელიც შეეხება საკოორდინაციო შეხვედრებს, აგრეთვე მათი აქტიური მონაწილეობის წახალისებით; c) სხვა ინფორმაციის მიწოდებით, რომელიც შეეხება იყოს შესაბამისი საკოორდინაციო პროცესების შექმნაში ან გაუმჯობესებაში. დანართი IV დანართი ჩრდილოეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონალურ დონეზე კონვენციის განხორციელების შესახებ     მუხლი 1🔗. მიზანი ამ მუხლის მიზანია უზრუნველყონ სახელმძღვანელო პრინციპები და მექანიზმები, რომლებიც აუცილებელია კონვენციის ეფექტურად შესრულებისათვის ჩრდილოეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის დაზარალებულ ქვეყნებში – კონვენციის მხარეებში მათი განსაკუთრებული პრინციპების გათვალისწინებით.     მუხლი 2🔗. ჩრდილოეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის განსაკუთრებული პირობები ჩრდილოეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის განსაკუთრებული პირობები, მითითებული I მუხლში, მოიცავს: a)ნახევრად არიდული კლიმატოლოგიური პირობების მნიშვნელოვან ტერიტორიებზე სეზონური გვალვა, ნალექების ძალიან დიდი ცვალებადობა ნალექების მოულოდნელი და დიდი ინტენსივობით; b)გამოფიტული და მნიშვნელოვნად ეროზირებული ნიადაგები, რომელზედაც ვითარდება ზედაპირული ქერქი; c)უსწორმასწორო რელიეფი დაქანებული ფერდობებით და მეტად მრავალფეროვანი ლანდშაფტით; d)ტყის საფარის განადგურება დიდ ტერიტორიებზე, რომელიც გამოწვეულია ტყეში ხშირი ხანძრით; e)ტრადიციული სოფლის მეურნეობის კრიზისი, რომელთანაც დაკავშირებულია მიწების გაუქმება და ნიადაგის და წყალსაცავების მწყობრიდან გამოსვლა; f)წყლის რესურსების არამდგრადი გამოყენება, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს, როგორც წყლის ფენებში ქიმიური დაბინძურება და დამლაშება; g)ეკონომიკური ღონისძიებების კონცენტრაცია სანაპირო რაიონებში გამოწვეული ურბანიზაციით, მრეწველობის განვითარებით, ტურიზმითა და ირიგაციული სოფლის მეურნეობით.     მუხლი 3🔗. მდგრადი განვითარების სტრატეგიული განვითარების ჩარჩოები 1.ეროვნული მოქმედების პროგრამები ჩრდილოეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის დაზარალებული ქვეყნების – კონვენციის მხარეების მდგრადი განვითარების სტრატეგიული დაგეგმარების ჩარჩოს ერთ-ერთი ცენტრალური და კომპლექსური ნაწილია. 2.აკონსულტაციო და მოსახლეობის ინფორმირების პროცესი, რომელიც მოიცავს სამთავრობო, ადგილობრივი საზოგადოებების და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაბამის დონეებს, ვალდებულნი იქნებიან უზრუნველყონ სახელმძღვანელო პრინციპები სტრატეგიაზე მოქნილი დაგეგმარებით, რომ კონვენციის მე-10 მუხლის 2(ფ) პარაგრაფის თანახმად, ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდეს მაქსიმალური მონაწილეობის უფლება.     მუხლი 4🔗. მოქმედებათა ეროვნული პროგრამების და გრაფიკების მოსამზადებელი ვალდებულებები ჩრდილოეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის დაზარალებული ქვეყნები – კონვენციის მხარეები მოამზადებენ მოქმედებათა ეროვნულ პროგრამებს და შესაბამისად სუბრეგიონულ, რეგიონალურ და კომპლექსურ მოქმედებათა პროგრამებს. ასეთი პროგრამების შესრულება დასრულდება შესაძლებლობისამებრ მოკლე ვადაში.     მუხლი 5🔗. მოქმედებათა ეროვნული პროგრამების მომზადება და განხორციელება კონვენციის მე-9 და მე-10 მუხლების თანახმად, მოქმედებათა ეროვნული პროგრამების მომზადებაში და განხორციელებაში რეგიონის თითოეული დაზარალებული ქვეყანა – კონვენციის მხარე შესაბამისად: a) დანიშნავს შესაბამის ორგანოებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან მათი პროგრამების მომზადებაზე, კოორდინაციაზე და განხორციელებაზე; b) მოიზიდავს დაზარალებულ მოსახლეობას, აგრეთვე ადგილობრივ საზოგადოებებს პროგრამების შემუშავებაში, კოორდინაციაში და განხორციელებაში ადგილობრივ დონეზე მართული საკონსულტაციო პროცესების მეშვეობით, ადგილობრივი ხელისუფლების და შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობით; c) შეისწავლის გარემოს დაზარალებულ რაიონებში, რომ შეაფასონ გაუდაბნოების მიზეზები და შედეგები და განსაზღვრონ მოქმედებისათვის პრიორიტეტული რაიონები; d) დაზარალებული მოსახლეობის მეშვეობით შეაფასონ ადრინდელი და მიმდინარე პროგრამები, იმ მიზნით, რომ შეიმუშაოს სტრატეგია და განსაზღვრონ ღონისძიებები მოქმედებათა პროგრამაში; e) მოამზადონ ტექნიკური და ფინანსური პროგრამები იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მიღებულია (ა)-დან (დ) პარაგრაფამდე აღნიშნული მოქმედებებით; f) შეიმუშავონ და გამოიყენონ პროცედურები და ორიენტირები პროგრამის შესრულების მონიტორინგისათვის და შეფასებისათვის.     მუხლი 6🔗. მოქმედებათა ეროვნული პროგრამების შინაარსი თავიანთ მოქმედებათა ეროვნულ პროგრამებში რეგიონის დაზარალებული ქვეყნები – კონვენციის მხარეები შეიძლება მოიცავდნენ ისეთ საშუალებებს, რომლებიც დაკავშირებულია: a) სამართლებრივ, ინსტიტუციონალურ და ადმინისტრაციულ საშუალებებთან; b) საშუალებებთან, რომლებიც ეხება მიწათსარგებლობას, წყლის რესურსების მენეჯმენტს, ნიადაგის დაცვას, ტყის აღდგენას, სასოფლო-სამეურნეო ღონისძიებებს და საძოვრების მოვლას; c) ველური ბუნების მენეჯმენტთან და დაცვასთან და ბიომრავალფეროვნების სხვა ფორმებთან; d) ხანძრებისაგან ტყეების დაცვასთან; e) ალტერნატიული საარსებო პირობების უზრუნველყოფასთან; f) კვლევასთან, კადრების მომზადებასთან და საზოგადოების ინფორმირებასთან.     მუხლი 7🔗. მოქმედებათა სუბრეგიონული, რეგიონალური და ერთობლივი პროგრამები 1.კონვენციის მე-11 მუხლის თანახმად რეგიონის დაზარალებული ქვეყნების – კონვენციის მხარეებს შეუძლიათ მოამზადონ და განახორციელონ მოქმედებათა სუბრეგიონული და/ან რეგიონალური პროგრამები იმ მიზნით, რომ სრულყონ და გაზარდონ მოქმედებათა ეროვნული პროგრამების ეფექტურობა. ანალოგიურად რაიონის 2 ან მეტი დაზარალებულ ქვეყანას – კონვენციის მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ მოქმედებათა ერთობლივი პროგრამის მომზადებაზე; 2.სუბრეგიონული, რეგიონალური და ერთობლივი პროგრამების მომზადებასა და განხორციელებასთან დაკავშირებით მე-5 და მე-6 მუხლების პირობები მოქმედებენ mutatis mutandis. ამასთანავე, ასეთი პროგრამები ითვალისწინებენ კვლევის ჩატარებას და სამუშაო მოქმედებებს, რომლებიც ეხება ცალკეულ ეკოსისტემებს დაზარალებულ რაიონებში. 3.სუბრეგიონული, რეგიონალური ან ერთობლივი მოქმედებათა პროგრამების მომზადებაში და განხორციელებაში რეგიონის დაზარალებული ქვეყნები – კონვენციის მხარეები შესაბამისად: a)ეროვნულ დაწესებულებებთან თანამშრომლობაში განსაზღვრავენ ეროვნულ მიზნებს, რომლებიც დაკავშირებულია გაუდაბნოებასთან, რომლებიც უფრო რაციონალურად შესრულდება ასეთი პროგრამებით და შესაბამისი ღონისძიებებით, რომლებიც ეფექტურად ხორციელდება მათ ჩარჩოებში; b)შეაფასებენ შესაბამისი რეგიონალური, სუბრეგიონული და ეროვნული დაწესებულებების ოპერატიულ შესაძლებლობებს და მოქმედებებს; c)შეაფასებენ არსებულ პროგრამებს, რომლებიც დაკავშირებულია გაუდაბნოებასთან რეგიონის მხარეებს შორის და მათ დამოკიდებულებასთან მოქმედებათა ეროვნული პროგრამებთან.     მუხლი 8🔗. მოქმედებათა სუბრეგიონული, რეგიონალური და  ერთობლივი პროგრამების კოორდინაცია დაზარალებულ ქვეყნებს – კონვენციის მხარეებს, რომლებიც ამზადებენ მოქმედებათა სუბრეგიონულ, რეგიონალურ და ერთობლივ პროგრამებს, შეუძლიათ დააფუძნონ საკოორდინაციო კომიტეტი თითოეული დაზარალებული ქვეყნის – კონვენციის მხარის წარმომადგენლების შემადგენლობით, რომლებიც თვალყურს ადევნებენ გაუდაბნოებასთან ბრძოლის პროგრესს, მოქმედებათა ეროვნული პროგრამების ჰარმონიზაციას, რეკომენდაციას გაუწევენ სუბრეგიონული, რეგიონალური ან ერთობლივი მოქმედებათა პროგრამების მომზადებას და განხორციელებას სხვადასხვა დონეზე, აგრეთვე შეასრულებენ კოორდინატორების ფუნქციას ტექნიკური თანამშრომლობის წახალისებისა და კოორდინაციისათვის კონვენციის მე-16 და მე-19 მუხლების თანახმად.     მუხლი 9🔗. ფინანსურ დახმარებაზე უფლების არქონა მოქმედებათა ეროვნული, სუბრეგიონული, რეგიონალური და ერთობლივი პროგრამების განხორციელებისას რეგიონის დაზარალებულ განვითარებულ ქვეყნებს – კონვენციის მხარეებს ამ კონვენციით არა აქვთ უფლება მიიღონ ფინანსური დახმარება.     მუხლი 10🔗. კოორდინაცია სხვა სუბრეგიონებთან და რეგიონებთან მოქმედებათა სუბრეგიონული, რეგიონალური და ერთობლივი პროგრამები ჩრდილოეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონში შეიძლება მომზადდეს და განხორციელდეს სხვა სუბრეგიონებთან და რეგიონებთან, განსაკუთრებით ჩრდილოეთ აფრიკის სუბრეგიონში მოქმედებათა პროგრამებთან თანამშრომლობაში.