მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობის 2011 წლის სოციალური დახმარების პროგრამა
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 18.02.2011
ძალის დაკარგვა 02.06.2011
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 470230000.35.153.016044
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 280211, 28/02/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის 2011 წლის დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 14.01.2011
დოკუმენტის ტექსტი
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობის 2011 წლის სოციალური დახმარების პროგრამა
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:42.5pt; text-indent:14.15pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 42.55pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2011 წლის 18 თებერვალი
ქ. მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობის 2011 წლის სოციალური დახმარების პროგრამა
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების“ მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობის 2011 წლის სოციალური დახმარების პროგრამა’’ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის 2011 წლის დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამის დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 14 იანვრის №1 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. კალანდაძე
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობის 2011 წლის სოციალური დახმარების პროგრამა
მუხლი 1🔗. პრობლემის განსაზღვრა
1. მოსახლეობა, რომელიც არ შედის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ კატეგორიაში, სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდისუუნაროა;
2. მცირეშემოსავლიანი ოჯახები, რომელთაც არ ძალუძთ შეიძინონ კერძო სადაზღვევო კომპანიის პაკეტი.
მუხლი 2🔗. პროგრამის მიზანი
1. ამ პროგრამის მიზანს წარმოადგენს:
1.1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის კვალიფიციური, სპეციალიზებული და სტაციონარული მომსახურების ხელმისაწვდომობა, რაც ხელს შეუწყობს სამიზნე კონტინგენტის ჯანმრთელობის ხარისხის გაუმჯობესებას.
1.2. ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებას;
1.3. დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესებას.
2. პროექტი ვრცელდება მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ყველა მოქალაქეზე, რომლებიც:
2.1. არ შედიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოქალაქეტა კატეგორიაში;
2.2. არ აქვთ სხვა რომელიმე სადაზღვევო კომპანიის პოლისი;
2.3. სადაზღვევო კომპანია არ აფინანსებს შესაბამის ნოზოლოგიას.
მუხლი 3🔗. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების წესი
1. ბენეფიციარი ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი მცხეთის მუნიციპალიტეტში წარმოადგენს განცხადებას მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე, განმცხადებლის პირადობის მოწმობის ქსეროასლს, შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის შუამდგომლობას, რომელშიც აღნიშნული იქნება ბენეფიციარის ოჯახის სოციალური სტატუსი, აგრეთვე სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ სამედიცინო დოკუმენტაციას – ფორმა №100-ს, ანგარიშ-ფაქტურას და ნოზოლოგიის კალკულაციას.
2. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ „მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის სამედიცინო და სოციალური პროგრამების განსახორციელებლად შექმნილი კომისია“ კვირაში ერთ დღეს - ხუთშაბათს და გადაუდებელი შემთხვევის დროს – რიგგარეშე იხილავს ბენეფიციართა განცხადებებს.
3. სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის და ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, კომისიის მიერ ამ პროგრამის მე-4 მუხლის შესაბამისად, თითოეულ ბენეფიციარზე ისაზღვრება დასახმარებელი თანხის ოდენობა.
4. კომისიის ოქმი დგება სხდომიდან არა უგვიანეს ორი დღისა, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე და და ყველა წევრი.
5. კომისიის ოქმი სარეკომენდაციო დოკუმენტის სახით წარედგინება გამგებელს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარის დაფინანსების თაობაზე და ხელს აწერს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ბენეფიციართა მიმართ გაცემულ საგარანტიო წერილს, რომელსაც ბენეფიციარი წარადგენს პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებაში.
6. როგორც ინდივიდუალურ, ასევე წლიურ ხელშეკრულებებს პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებებთან ხელს აწერს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
7. პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულება მცხეთის მუნიციპალიტეტში წარმოადგენს იმ ფინანსურ დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება პაციენტის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურება. აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენის შემდგომ ხდება მკურნალობის ღირებულების დაფინანსება მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ.
8. წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხს აგებს დოკუმენტის გამცემი სამედიცინო დაწესებულება.
9. პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე, აგრეთვე ალკოჰოლოზმით, ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედებით აღმოცენებულ და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობაზე.
მუხლი 4🔗. სამედიცინო მომსახურების დაფინანსება
1. სამედიცინო მომსახურება ფინანსდება:
1.1. 500 ლარამდე – 100%-მდე;
1.2. 501 ლარიდან 1000 ლარამდე – 75%-მდე;
1.3. 1001 ლარიდან 2000 ლარამდე – 70%-მდე;
1.4 2001 ლარიდან 3000 ლარამდე – 50%-მდე;
1.5. 3001 ლარიდან 5000 ლარამდე – 45%-მდე.
2. სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის, გამოკვლევის და გადაუდებელი ოპერაციული თუ თერაპიული მკურნალობის 100%-ით დაფინანსება მოხდება მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე.
3. კატეგორიები, რომელთა სამედიცინო დახმარებაც ფინანსდება ასევე 100%-ით:
3.1. მარტოხელა დედები და ოჯახები 3 და მეტი არასრულწლოვანი შვილით;
3.2. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი, დაღუპულთა ოჯახის წევრები (მეუღლე, შვილები)
3.3. სხვა გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც პაციენტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე და თანაგადახდის არანაირი საშუალება არ გააჩნია.
მუხლი 5🔗. ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარება და საკითხის განიხილვის წესი
1. ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ იმ მოქალაქეებზე, რომლებიც განიცდიან ეკონომიურ გაჭირვებას უმუშევრობის ან დაბალშემოსავლიანობის გამო.
2. მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომლებიც განიცდიან მძიმე მატერიალურ მდგომარეობას, დახმარებისათვის მიმართავენ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას. მათ დახმარების საკითხს განიხილავს „მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის სამედიცინო და სოციალური პროგრამების განსახორციელებლად შექმნილი კომისია“.
მუხლი 6🔗. დახმარების მიღებისათვის წარმოსადგენ დოკუმენტაციათა ჩამონათვალი
1. ოჯახებმა, რომლებიც განიცდიან მატერიალურ გაჭირვებას, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
1.1. განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
1.2. ტერიტორიული რწმუნებულის შუამდგომლობა, რომელშიც განსაზღვრული იქნება ოჯახის სტატუსი;
1.3. პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
1.4. პირადი საბანკო ანგარიშის ნომერი.
2. „კომისია’’ ბენეფიციართა დახმარების საკითხს განიხილავს და იღებს სარეკომენდაციო დოკუმენტს ოქმის სახით, რომელიც წარედგინება გამგებელს. გამგებელი ხელს აწერს ბენეფიციარებისათვის თანხის გადარიცხვის დოკუმენტს. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 7🔗. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:
1.1. ომის ვეტერანთა, ტერიტორიული მთლიანობისათვის მეომართა სარიტუალო ღონისძიებისათვის საჭირო თანხა – 250 ლარი;
1.2. მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების შემთხვევაში სარიტუალო მომსახურებისათვის საჭირო თანხა – 200 ლარი.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
2.2. დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
2.3. გარდაცვალების მოწმობა;
2.4. ცნობა ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულისაგან გარდაცვლილის ოჯახის სტატუსის შესახებ;
2.5. განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი, რომელიც უზრუნველყოფს დაკრძალვის ხარჯის გაღებას.
3. სარიტუალო ხარჯის ანაზღაურების საკითხს იხილავს „კომისია’’ და დგება ოქმი, რომელიც სარეკომენდაციოდ წარედგინება გამგებელს. თანხის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.