შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის რეგიონთაშორისი ურთიერთობების შესახებ
მიღების თარიღი 20.04.1993
ძალაში შესვლა 03.10.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000182
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 01/10/1998
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის რეგიონთაშორისი ურთიერთობების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:9.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.BalloonTextChar { }
@page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 55.35pt 56.7pt 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
შეთანხმება
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის რეგიონთაშორისი ურთიერთობების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობა, რომლებსაც შემდგომში „მხარეები” ეწოდება, საქართველოს რესპუბლიკასა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის დადებული მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების მერვე მუხლიდან და ტერიტორიულ გაერთიანებებსა და ხელისუფლებებს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ ევროპის 1980 წლის 21 მაისის ზოგადი კონვენციიდან გამომდინარე,
ითვალისწინებენ, რომ რეგიონთაშორისი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოს რესპუბლიკასა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობის განმტკიცებას,
მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, მხარი დაუჭირონ ამ თანამშრომლობას და ამით ხელი შეუწყონ ორი სახელმწიფოს ეკონიმიკურ და სოციალურ პროგრესს,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
1. მხარეები ხელს შეუწყობენ რეგიონთაშორისი ურთიერთობის განმტკიცებისა და განვითარებისაკენ მიმართულ ნებისმიერ ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, ტექნიკურ, სამეცნიერო, კულტურულ და სხვა წამოწყებას, აგრეთვე შესაბამისი შეთანხმებების დადებას ამ სფეროებში.
2. ამ შეთანხმებაში ჩამოთვლილ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
„რეგიონთაშორისი თანამშრომლობა”-ნიშნავს ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, იურიდიულ, ადმინისტრაციულ, ტექნიკურ, სამეცნიერო, კულტურულ და სხვა ყველა შეთანხმებულ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია ორი სახელმწიფოს რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის ურთიერთობის განმტკიცებისა და განვითრებისაკენ, აგრეთვე, შესაბამისი შეთანხმებების დადებას ამ სფეროში.
„რეგიონული ხელისუფალნი”–ეს არის ტერიტორიული ხელისუფლება და მისი ორგანოები, რომლებიც რეგიონულ ამოცანებს თითოეული ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად წყვეტენ.
„ადგილობრივი ხელისუფალნი”–ეს არის ტერიტორიული ხელისუფლება და მისი ორგანოები, რომლებიც ადგილობრივ ამოცანებს თითოეული ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად წყვეტენ.
3. მხარეები ერთმანეთს მიაწოდებენ შესაბამის ინფორმაციას, რომელიც აუცილებელი იქნება ტერმინების –„რეგიონული ხელისუფალნი” და „ადგილობრივი ხელისუფალნი”– დასაზუსტებლად.
მუხლი 2🔗
1. მხარეები რეგიონულ და ადგილობრივ ინფორმაციას მიაწოდებენ რეგიონთაშორისი თანამშრომლობის სფეროში, ამ ხელისუფლებების შესაძლო საქმიანობის შესახებ.
2. ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე მხარეები რეგიონთაშორისი თანამშრომლობის შემდგომი რეალიზაციის პირობებს შექმნიან.
3. ამ შეთანხმებით არ ირღვევა ძალაში შესული ის ნორმები, რომლებიც ორი სახელმწიფოს თანამშრომლობას აწესრიგებს, კერძოდ, საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ნორმები.
4. ეს შეთანხმება ორი სახელმწიფოს კანონმდებლობით განსაზღვრულ რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფალთა უფლებამოსილებას არ არღვევს.
5. ორივე სახელმწიფომ ნებისმიერ დროს შეიძლება განსაზღვროს თანამშროლობის ფორმა და საგანი, ან თავისი ტერიტორიის ის ნაწილი, რომლის მიმართაც გამოყენებული არ იქნება ეს შეთანხმება.
მუხლი 3🔗
1. მხარეები მთელ ძალისხმევას მიმართავენ იმ სამართლებრივი, ადმინისტრაციული და ტექნიკური საკითხების გადაწყვეტისაკენ, რომლებმაც შეიძლება რეგიონთაშორისი თანამშრობის განვითარება და მისი რეალიზაცია გაართულოს.
2. მხარეები ყოველ ღონეს იხმარენ იმ საკამათო საკითხების გადასაწყვეტად, რომლებიც რეგიონთაშორის თანამშრომლობას ართულებენ.
მუხლი 4🔗
1. მხარეები ხელსაყრელ პირობებს შექმნიან რეგიონთაშორისი თანამშრომლობისათვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, კვების პროდუქტების გადამუშავება, ვაჭრობა, მომსახურება, საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, დაგეგმარება და მშენებლობა, გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების გამოყენება, ფინანსები და საბანკო საქმეები, ტურიზმი, სპორტი, კულტურა, განათლება და მეცნიერება.
2.რეგიონთაშორისი თანამშრომლობის საგანი, კერძოდ, იქნება:
- რეგიონების, ქალაქებისა და სოფლის განვითარება;
- დადეგმარება და სივრცის ათვისება;
- კომუნალური მეურნეობა;
- ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა;
- ბუნებისა და გარემოს დაცვა;
- ვაჭრობა;
- სოფლის მეურნეობა;
- განათლება და მეცნიერება, მათ შორის, მეორე სახელმწიფოს ენის შესწავლა;
- ჯანდაცვა;
- ხელოვნება და კულტურა;
- ტურიზმი, სპორტი და თავისუფალი დროის გამოყენება;
- დამნაშავეობასთან ბრძოლა;
- ურთიერთდახმარება სტიქიური უბედურებებისა და კატასტროფის შემთხვევაში;
- ორივე მხარისათვის საინტერესო სხვა სფეროები.
მუხლი 5🔗
1. ორივე სახელმწიფოს რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფალნი, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, დადებენ ამ შეთანხმების 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-4 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული სამოქალაქო-სამართლებრივი თანამშრომლობის და სხვა ხასიათის შეთანხმებებს. იგი, კერძოდ შეეხება შეთანხმებებს მიწოდებასა და მომსახურებაზე, ერთობლივი საწარმოების, სააქციო საზოგადოებების, გაერთიანებებისა და ფონდების შექმნაზე.
2. ამ შეთანხმების განხორციელება ზემოთ აღნიშნულმა ხელისუფლებმა შეიძლება დაავალონ ფიზიკურ პირებს, აგრეთვე, დაწესებულებებს, საწარმოებსა და სხვა იურიდიულ პირებს მოცემული სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 6🔗
1. თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ორივე სახელმწიფოს შესაბამისმა ხელისუფლებმა რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე შეიძლება შექმნან რეგიონთაშორისი თანამშრომლობის საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებული საკოორდინაციო ორგანოები.
2. ორივე სახელმწიფოს რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფალნი გეგმავენ და ორგანიზაციას უკეთებენ რეგიონთაშორის თანამშრომლობას ყველა სფეროში, რომელიც ამ შეთანხმების 1 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-4 მუხლის 1 და მე-2 პუნქტებით არის განსაზღვრული. თუკი ეს თანამშრომლობა ეხება საკითხს, რომლის გადაწყვეტა ორივე სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოების კომპეტენციაში შედის, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წინადადებები ამ ორგანოების წინასწარ მოწონებასა და თანხმობას საჭიროებენ.
მუხლი 7🔗
1. მხარეები რეგიონთაშორისი თანამშრომლობის საკითხებზე შექმნიან საქართველო-პოლონეთის სახელმწიფოთაშორის საკოორდინაციო კომისიას, რომელსაც შემდგომში „კომისია” ეწოდება.
2. კომისიის ამოცანაა რეგიონთაშორისი თანამშრომლობის პროგრამებისა და ფორმების ზოგადი მიმართულებების განსაზღვრა და კოორდინაცია, რეკომენდაციების მიცემა რეგიონული და ადგილობრივი საკოორდინაციო ორგანოების მიერ მომზადებულ გადაწყვეტილებებზე, აგრეთვე, იმ საკამათო საკითხების განხილვა, რომლებიც ხელს უშლიან ამ თანამშრომლობას.
3. კომისიის სხდომები გაიმართება აუცილებლობისდა მიხედვით, მაგრამ არანაკლებ ერთხელ წელიწადში.
4. კომისიის სხდომებში, სათათბირო ხმის უფლებით, მონაწილეობა შეუძლიათ რეგიონული და ადგილობრივი დონის ერთობლივი საკოორდინაციო ორგანოების წარმომადგენლებს.
5. ცალკეული საკითხების შესასწავლად კომისიამ შეიძლება მოიწვიოს ექსპერტები.
მუხლი 8🔗
1. კომისია, რეგიონული და ადგილობრივი დონის ერთობლივი საკოორდინაციო ორგანოების საქმიანობა წარმართავენ თავიანთი წესდების საფუძველზე. კომისია ამტკიცებს რეგიონული და ადგილობრივი დონის ერთობლივი საკოორდინაციო ორგანოების წესდებებს.
2. ერთობლივი საკოორდიანციო ორგანოების სხდომებში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები დაიფარება იმ ხელისუფლების ორგანოთა სახსრებიდან, რომლებიც თავიანთ წარმომადგენლებს ამ სხდომებზე აგზავნიან.
მუხლი 9🔗
მხარეები ერთობლივ საკოორდინაციო ორგანოებს რეკომენდაციას მისცემენ იმ შეთანხმებებისა და წესდების ნიმუშის გამოყენების თაობაზე, რომლებც ევროპის 1980 წლის 21 მაისის ტერიტორიული თანამეგობრობის ქვეყნებსა და ხელისუფლებებს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ზოგადი კონვენციის დანართებს წარმოადგენენ.
მუხლი 10🔗
1. ეს შეთანხმება ექვემდებარება რატიფიკაციას თითოეული სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად და ძალაში შედის ნოტების გაცვლის დღიდან.
2. ეს შეთანხმება იდება ათი წლის ვადით. შეთანხმების მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელდება ყოველი მომდევნო ხუთწლიანი პერიოდით, თუ ერთ-ერთი მხარე ნოტიფიკაციის გზით ექვსი თვით ადრე არ შეატყობინებს მეორე მხარეს მისი დენონსაციის შესახებ.
შესრულებულია ქ. თბილისში, 1993 წლის 20 აპრილს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ და პოლონურ ენებზე. ამასთან ორივე ტექტს თანაბარი ძალა აქვს.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით