ოქმი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ადმინისტრაციას შორის, საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის სახელმწიფოების ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფ პირთა მიღებისა და გადაცემის შესახებ (რეადმისია) შეთანხმების შესრულების თაობაზე

მიღების თარიღი 22.04.2003
ძალაში შესვლა 26.05.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480140000.03.030.000549
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 26/07/2005
matsne.gov.ge 1,869 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.04.2003 მიღება
26.05.2004 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

ოქმი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ადმინისტრაციას შორის, საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის სახელმწიფოების ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფ პირთა მიღებისა და გადაცემის შესახებ (რეადმისია) შეთანხმების შესრულების თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } a:link, span.MsoHyperlink { color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.HeaderChar { } span.FooterChar { } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ოქმი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ადმინისტრაციას შორის, საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის სახელმწიფოების ტერიტორიებზე არალეგალურად მყოფ პირთა მიღებისა და გადაცემის შესახებ (რეადმისია) შეთანხმების შესრულების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ადმინისტრაცია (შემდგომში – ”მხარეებად” წოდებულნი), – ხელმძღვანელობენ რა საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის სახელმწიფოების ტერიტორიებზე არალეგალურად მყოფ პირთა მიღებისა და გადაცემის შესახებ (რეადმისია) 2003 წლის 22 აპრილის შეთანხმების (შემდგომში – „შეთანხმება”) მე-10 მუხლით. – იმ პირთა მიღებისა და გადაცემის საკითხებზე თანამშრომლობის მიზნით, რომელთაც დაარღვიეს მხარეთა სახელმწიფოების ტერიტორიაზე შესვლისა და ყოფნის წესები,  შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 შეთანხმების პირველ მუხლში მითითებულ პირთა მოქალაქეობა ითვლება დამტკიცებულად შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე: 1. დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება უკრაინის მოქალაქეობა: – უკრაინის მოქალაქის პასპორტი; – საზღვარგარეთ გასამგზავრებელი უკრაინის მოქალაქის პასპორტი; – დიპლომატიური პასპორტი; – სამსახურებრივი პასპორტი; – ბავშვის სამგზავრო დოკუმენტი; – უკრაინის მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობა; – უკრაინის მოქალაქეობის დამადასტურებელი დროებითი მოწმობა; – ეკიპაჟის წევრის მოწმობა; – მეზღვაურის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; – უკრაინაში დასაბრუნებლად საჭირო პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. 2. დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობა: – საქართველოს მოქალაქის პასპორტი; – საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; – დიპლომატიური პასპორტი; – სამსახურებრივი პასპორტი; – მეზღვაურის წიგნაკი; – საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა.     მუხლი 2🔗 1. პირის საქართველოს ან უკრაინის მოქალაქეობის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი შეიძლება გახდეს: – იმ მოქმედი დოკუმენტების არარსებობა, რომლებიც ამ ოქმის პირველი მუხლის ჩამონათვალშია აღნიშნული; – კონტროლზე წარდგენილი დოკუმენტების მოქმედების ვადის ამოწურვა. 2. ზემოაღნიშნული საფუძვლების არსებობისას გადამცემი მხარე მოთხოვნით მიმართავს მიმღებ მხარეს და თხოვს მას მოქალაქეობის დადასტურებას. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: – სახელს, გვარს, მამის სახელს (ქალებისათვის აგრეთვე ქალიშვილობის გვარს); – დაბადების რიცხვს, თვეს, წელს და ადგილს; – მშობლების სახელებსა და გვარებს; – უკანასკნელ საცხოვრებელ ადგილს იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეთაც სავარაუდოდ ითვლება; – პირველი მუხლის 1-ელი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლებს მათი არსებობის შემთხვევაში; – ფოტოსურათს; – იმ გარემოებების აღწერას, რომლებიც მოთხოვნის გაგზავნის საფუძველია; ტრანსპორტირების, გადაცემის დროისა და ადგილის შესახებ წინადადებებს. 3. მოქალაქეობა დასტურდება მხარეთა მიერ ოფიციალური პასუხის საფუძველზე, რომელიც შეიცავს შემდეგ ინფორმაციას: – სახელს, გვარს, მამის სახელს (ქალებისათვის აგრეთვე ქალიშვილობის გვარს); – დაბადების რიცხვი, თვე, წელი და ადგილი; – მიმღები მხარის სახელმწიფოში პირის საცხოვრებელი ადგილის ზუსტი მისამართი; – ფოტოსურათი. მიმღები მხარე მოთხოვნის მიღებიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 30 დღისა აგზავნის ოფიციალურ პასუხს.     მუხლი 3🔗 იმ შემთხვევაში, როდესაც ერთ მხარეს განზრახული აქვს მეორე მხარის მოქალაქის გადაცემა, რომელიც საჭიროებს სპეციალურ მოვლას მისი ხანდაზმული ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სხვა საპატიო მიზეზთან დაკავშირებით, გადამცემი მხარე აგზავნის შეტყობინებას, რომელიც უნდა შეიცავდეს: – სახელს, გვარს, მამის სახელი (ქალებისათვის აგრეთვე ქალიშვილობის გვარი); – დაბადების რიცხვს, თვეს, წელს და ადგილს; – მიმღები მხარის სახელმწიფოში გადასაცემი პირის საცხოვრებელი ადგილის ზუსტ მისამართს; – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ტიპს, სერიას, ნომერს, მისი გაცემის თარიღსა და მოქმედების ვადას; – ჯანმრთელობის მდგომარეობის აღწერას და, საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდებულ მკურნალობას; – ტრანსპორტირების, გადაცემის დროისა და ადგილის შესახებ წინადადებები. აღნიშნული პირის მიღების ადგილისა და დროის შესახებ პასუხი უნდა გაიგზავნოს უმოკლეს ვადაში, მაგრამ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 7 დღისა.     მუხლი 4🔗 1. შეთანხმების მე-3 მუხლის შესაბამისად, მხარეთა მოქალაქეების, მესამე ქვეყნების მოქალაქეთა და მოქალაქეობის არქონა პირთა გადაცემა ხორციელდება მიმღები მხარის წერილობითი შეტყობინების შემდეგ. შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: – სრულ გვარს, სახელს და მამის სახელს; – დაბადების რიცხვი, თვეს, წელს და ადგილს; – მოქალაქეობას; – ენებს, რომლებსაც პირი ფლობს; – მიმღები მხარის სახელმწიფოში პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი; – პიროვნების პირადობისა და მუდმივი საცხოვრებლის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტის ტიპს, სერის, ნომერს, ამ დოკუმენტის გამცემი ორგანოს დასახელებას, დოკუმენტის გაცემის თარიღს, ადგილსს და მოქმედების ვადა (ასლები); – სხვა დოკუმენტების ასლებს, რომლებითაც დასტურდება მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და პიროვნების ვინაობა; – ჯანმრთელობის მდგომარეობის აღწერა (აუცილებლობის შემთხვევაში). 2. მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უკრაინის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტებია: – უკრაინის შინაგან საქმეთა ორგანოების მიერ გაცემული ბინადრობის მოწმობა; – მოქალაქეობის არმქონე პირისათვის უცხო ქვეყანაში გასამგზავრებლად საჭირო პირადობის მოწმობა; – მოქალაქეობის არმქონე პირის საზღვარგარეთ გასამგზავრებელი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; – აღნიშვნა (შტაბში) ეროვნულ პასპორტში. 3. მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტებია: – საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელის ბინადრობის მოწმობა; – საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის მოწმობა; – საქართველოში მუდმივად მცხოვერები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო დოკუმენტი.     მუხლი 5🔗 მესამე ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის გადაცემის განზრახვის შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს: – სრულ გვარს, სახელს, მამის სახელს; – დაბადების რიცხვს, თვეს, წელს და ადგილს; – მოქალაქეობას; – ენები, რომლებსაც პირი ფლობს; – პირადობის დამადასტურებელი აღმოჩენილი დოკუმენტების: ტიპს, სერიას, ნომერს, ამ დოკუმენტების გამცემი ოგანოს დასახელება, დოკუმენტების გაცემის თარიღს, ადგილსა და მოქმედების ვადას (ასლები); – ჯანმრთელობის მდგომარეობის აღწერას; – სხვა დოკუმენტების ასლები, რომლებითაც ირიბად დასტურდება პირის პიროვნება; – ფოტოსურათს; – გარემოებებს და მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებენ შეთანხმების მე-3 მუხლში აღნიშნული პირების მიერ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის ან ყოფნის პირობების შეუსრულებლობასა ან მათი შესრულების შეწყვეტას.     მუხლი 6🔗 1. შესაბამისი ორგანოები, რომლებიც აგზავნიან ან იღებენ ბადრაგირების შესახებ შეტყობინებას, არიან: ა) უკრაინაში: უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო, საფოსტო მისამართი: ბოგომოლცის ქ. №10, ქ. კიევი 01024. ტელ: (38 044) 256-0333 ფაქსი: (38 044) 256-1633 ელ-ფოსტა: mail@centrmia.gov.ua ბ) საქართველოში: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. საფოსტო მისამართი: გ. გულუას ქ. №10, ქ. თბილისი 0014, ტელ: ფაქსი: (+ 995 32) 93 69 93 ელ-ფოსტა: dk@pol.ge 2. იმ პირის, რომლის გადაყვანა აუცილებელია, ბადრაგირების შესახებ მოთხოვნაში მიეთითება შემდეგი: – სახელი, გვარი, მამის სახელი (ქალებისათვის აგრეთვე ქალიშვილობის გვარი); – დაბადების რიცხვი, თვე, წელი და ადგილი; – მოქალაქეობა; – დანიშნულების სახელმწიფოში პირის საცხოვრებელი ადგილის ზუსტი მისამართი; – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები: ტიპი, სერია, ნომერი, მოქმედების ვადა, ამ დოკუმენტების გამცემი ორგანოს დასახელება, დოკუმენტების გაცემის თარიღი და ადგილი (ასლები); – ბადრაგირებაზე უარის თქმის ან ტრანსპორტირების დამაბრკოლებელი მიზეზების არარსებობის დადასტურება; – პირის დანიშნულების (ტრანზიტის) სახელმწიფოში მიღების უზრუნველყოფის დადასტურება; – პირის გადაცემის ადგილისა და დროის შესახებ წინადადებები; – ბადრაგირებული პირის მიმართ უსაფრთხოების, სამედიცინო კონტროლის განსაკუთრებული ღონიძიებების აუცილებლობის მითითება. 3. პირთა ბადრაგირებაზე მიღება და გადაცემა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების მიერ და უკრაინის შინაგან საქმეთა ორგანოების წარმომადგენლებისა სასაზღვრო ორგანოების წარმომადგენლების მიერ ერთობლივად და ფორმდება ოქმით, წინამდებარე ოქმის დანართის ნიმუშის შესაბამისად.     მუხლი 7🔗 1. ბადრაგირება ხორციელდება ყველაზე რაციონალური და იაფფასიანი საშუალებით, რომელიც იმავდროულად უზრუნველყოფს პირის საჭირო და საკმარის უსაფრთხოებას. 2. მხარე, რომელიც აგზავნის ბადრაგირების შესახებ მოთხოვნას, ბადრაგირებული პირის გადაყვანის, დაცვისა და მისი შესაძლო დაბრუნების თანხებს გადარიცხავს მეორე მხარის საბანკო ანგარიშზე, აშშ-ის დოლარებში, ანგარიშების მიღებიდან 30 დღის ვადაში. 3. საქართველოსა და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროების საფინანსო სამსახურების ხელმძღვანელები წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში ინფორმაციას მიაწოდებენ ერთმანეთს გაანგარიშების ნორმების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია შეთანხმების მე-9 მუხლში მითითებულ ხარჯებთან, შემდგომში ამ ნორმების ცვლილებების შესახებ მხარეები აცნობებენ ერთმანეთს 10-დღიან ვადაში.     მუხლი 8🔗 1. პირის მიღების და გადაცემის შესახებ მოთხოვნის გაგზავნასა და მიღებას ახორციელებენ: ა) უკრაინაში: კომპეტენტური სასაზღვრო ორგანოებისა და შინაგან საქმეთა ორგანოების წარმომადგენლები; ბ) საქართველოში: შინაგან საქმეთა კომპეტენტური ორგანოებისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები. 2. საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეების, მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიღება და გადაცემა სახელმწიფო საზღვარზე ხორციელდება მხარეთა წარმომადგენლების მიერ შემდეგ გამშვებ პუნქტებში: – საქართველოს მხრიდან – თბილისის საერთაშორისო აეროპორტი და ფოთის საერთაშორისო საზღვაო პორტი; – უკრაინის მხრიდან – საერთაშორისო აეროპორტი ,,კიევი-ბორისპოლი” და საერთაშორისო საზღვაო პორტი „ილიჩევსკი”; 3. მიღება და გადაცემა ყველა შემთხვევაში ხორციელდება მიმღები მხარის სახელმწიფოს ტერიტორიის გამშვებ პუნქტებში.     მუხლი 9🔗 1. პირთა მიღება და გადაცემა ხორციელდება საქართველოსა და უკრაინის კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენელთა მიერ და ფორმდება ოქმით, წინამდებარე ოქმის დანართის ნიმუშის შესაბამისად. 2. თითოეული გადასაცემ (მისაღებ) პირზე დგება ცალკე ოქმი მიღების (გადაცემის) შესახებ.     მუხლი 10🔗 1. მოთხოვნა და შეტყობინება, აგრეთვე მათზე პასუხი იგზავნება წერილობით, შეთანხმებითა და წინამდებარე ოქმით დადგენილ ვადებში. 2. მხარეთა კომპეტენტური ორგანოები შეთანხმებისა და წინამდებარე ოქმის შესრულებისას იყენებენ თავიანთ სახელმწიფო ენებს თარგმნით, აუცილებლობის შემთხვევაში იმ ენაზე, რომელიც მისაღებია ორივე მხარისათვის.     მუხლი 11🔗 მიმღები მხარის მოქალაქეთა გადაცემის პროცედურასთან დაკავშირებულ ხარჯებს გამშვებ პუნქტამდე თავის თავზე იღებს გადამცემი მხარე.     მუხლი 12🔗 1. შეთანხმებითა და წინამდებარე ოქმით გათვალისწინებული ვალდებულებების პრაქტიკულ შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება: ა) უკრაინის მხრიდან: – უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს საფოსტო მისამართი: ბოგომოლცის ქ. №10, ქ. კიევი 01024 ტელ: (38 044) 256-0333 ფაქსი: (38 044) 256-1633 ელ-ფოსტა: mail@centrmia.gov.ua – უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ადმინისტრაციას საფოსტო მისამართი: ვლადიმირსკაიას ქ. №26, ქ. კიევი 01034 ტელ: (38 044) 235-11-00 ფაქსი: (38 044) 239-85-80 ელ-ფოსტა: dkk@pvu.gov.ua ბ) საქართველოს მხრიდან: – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფოსტო მისამართი: გ. გულუას ქ. №10, ქ. თბილისი 0014 ტელ. ფაქსი: (+ 995 32) 93 69 93 ელ-ფოსტა: dk@pol.ge – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საფოსტო მისამართი: რუსთაველის ქ. №30, ქ. თბილისი 0146 ტელ: (+ 995 32) 75 82 00 ფაქსი: (+ 995 32) 75 82 37 ელ-ფოსტა: readmission@justice.gov.ge 2. მხარეები 10 დღის ვადაში აცნობებენ ერთმანეთს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მონაცემების შეცვლის თაობაზე.     მუხლი 13🔗 წინამდებარე ოქმში მხარეთა ურთიერთთანხმობით შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები.     მუხლი 14🔗 წინამდებარე ოქმი ძალაში შედის მისი ხელმოწერიდან 90 დღის შემდეგ და მოქმედებას წყვეტს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის სახელმწიფოების ტერიტორიებზე არალეგალურად მყოფ პირთა მიღებისა და გადაცემის შესახებ (რეადმისია) 2003 წლის 22 აპრილის შეთანხმებასთან ერთად.  შესრულებულია ქ. კიევში 2005 წლის 25 მარტს, ორ პირად, თითოეულ ქართულ, უკრაინულ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. წინამდებარე ოქმის განმარტებასთან დაკავშირებით უთანხმოების შემთხვევაში მხარეები საფუძვლად იღებენ ტექსტს რუსულ ენაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელით უკრაინის სახელმწიფოს სასაზღვრო სამსახურის ადმინისტრაციის სახელით (ხელმოწერილია) დანართი ოქმი პირის მიღების (გადაცემის) შესახებ -------- (რიცხვი) -------------- (თვე) 200-- წელი                                       -----------------------                                                                                                                                                                გამშვები პუნქტი  საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის სახელმწიფოების ტერიტორიებზე არალეგალურად მყოფ პირთა მიღებისა და გადაცემის შესახებ (რეადმისია) 2003 წლის 22 აპრილის შეთანხმების შესაბამისად უკრაინის სასაზღვრო ორგანოების (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს) მხრიდან (ბადრაგირების შემთხვევაში, აგრეთვე უკრაინის (საქართველოს) შინაგან საქმეთა სამინისტროს) მიიღებს: ---------------------------------------------------------------------------------------------------------- (თანამდებობა, წოდება, გვარი, ინიციალები) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (უკრაინის სასაზღვრო ორგანოები) მხრიდან (ბადრაგირების შემთხვევაში, აგრეთვე, საქართველოს (უკრაინის) შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან) გადასცემს: ---------------------------------------------------------------------------------------------------------- (თანამდებობა, წოდება, გვარი, ინიციალები) გვარი -------------------------------------------------------  სახელი  -------------------------------- მამის სახელი ---------------------------------------------------------------------------------------- მშობლების გვარი და სახელი ---------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------- დაბადების თარიღი, თვე, წელი და ადგილი ------------------------------------------------------ მოქალაქეობა ---------------------------------------------------------------------------------------- საცხოვრებელი ადგილის მისამართი --------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------- ენა, რომელსაც პირი ფლობს ------------------------------------------------------------------------ ჯანმრთელობის მდგომარეობა ----------------------------------------------------------------------- რომელიც --------------------------------------------------------------------------------------------- (დარღვევის გარემოებათა აღწერა) --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------  ზემოაღნიშნულ პირთან ერთად გადაიცემა მისი ნივთები: -------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (დოკუმენტები, ძვირფასი ნივთები, ფული, მათი ზუსტი აღწერითა და ჩამონათვალით) -------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- მიღება-გადაცემასთან დაკავშირებით -------------------------------------------------------------- (გვარი, სახელი, მამის სახელი) განაცხადა საჩივარი ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ოქმი შედგენილია ორ პირად რუსულ ენაზე. შენიშვნა: ზედმეტი ამოღებულ იქნეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ხელმოწერა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ხელმოწერა ბადრაგირების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ხელმოწერა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ხელმოწერა