შეთანხმება საფოსტო ფულად გზავნილებებზე
მიღების თარიღი 14.09.1994
ძალაში შესვლა 27.08.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.000.000324
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 26/04/2000
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საფოსტო ფულად გზავნილებებზე
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
შეთანხმება საფოსტო ფულად გზავნილებებზე
კავშირის წევრი-ქვეყნების მთავრობის უფლებამოსილმა ქვემორე ხელისმომწერმა წარმომადგენელებმა 1964 წლის 10 ივლისს ვენაში მიღებული მსოფლიო საფოსტო კავშირის წესდების 22-ე მუხლის §4-ის საფუძველზე, ერთობლივი თანხმობით და ხსენებული წესდების 25-ე მუხლის §4-ში მოცემულის გათვალისწინებით, შეიმუშავეს შემდეგი შეთანხმება:
მუხლი 1🔗
შეთანხმების საგანი
1. ეს შეთანხმება არეგულირებს საფოსტო ფულის გზავნილებების გაცვლას, რომლის დადგენაზეც ხელის მომწერი ქვეყნეი მოილაპარაკებენ მათი ურთიერეთობების დროს.
2. არასაფოსტო ორგანიზაციებს გაცვლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საფოსტო ადმინისტრაციის საშუალებით, რომელიც უნდა განხორციელდეს მოცემული შეთანხმების დებულებების შესაბამისად. ამ ორგანიზაციებმა თავიანთი ქვეყნის ადმინისტრაციებთან უნდა მოილაპარაკონ შეთანხმების ყველა დებულების სრული შესრულების უზრუნველყოფაზე და იმაზე, რომ ამ მოლაპარაკების ფარგლებში ისინი სარგებლობენ თავიანთი უფლებებით და შეასრულებენ თავიანთ მოვალეობებს, როგორც მოცემულ შეთანხმებაში ჩამოთვლილი საფოსტო ორგანიზაციები. საფოსტო ადმინისტრაცია მათ გაუწევს შუამდგომლობას მოლაპარაკებული ქვეყნების სხვა საფოსტო ადმინისტრაციებთან და საერთაშორისო ბიუროსთან ურთიერთობებში.
მუხლი 2🔗
საფოსტო ფულის გზავნილებების სხვადასხვა კატეგორიები
1. უბრალო ფულის გზავნილები
საფოსტო დაწესებულების საოპერაციო ფანჯარაში გამგზავნი აბარებს ფულად თანხას ან მიმართავს თხოვნით თავისი მიმდინარე საფოსტო ანგარიშიდან დებეტის მოხსნისა და მიმღეისათვის თანხის ნაღდი ფულით გადახდის თაობაზე. უბრალო ფულის გზავნილები გადაიცემა საფოსტო გზით. უბრალო სატელეგრაფო ფულის გზავნილები გადაიცემა ელექტროკავშირის საშუალებებით.
2. ფულის გზავნილება-გადარიცხვა
გამგზავნი აწვდის საფოსტო დაწესებულების საოპერაციო ფანჯარაში ფულად თანხას და მიმართავს თხოვნით ამ თანხის მიმღების ანგარიშის კრედიტზე შეტანის შესახებ; რომელიც იწარმოება ფოსტით. გადარიცხვა იგზავნება საფოსტო გზით. სატელეგრაფო გადარიცხვა იგზავნება ელექტროკავშირის საშუალებებით.
3. სხვა მომსახურებები
საფოსტო ადმინისტრაციებს შეუძლიათ მოილაპარაკონ როგორც ორმხრივად, ასევე მრავალმხრივად, სხვა მომსახურებების შემოღებაზე, რომელთა პირობებიც განსაზღვრული უნდა იქნეს დაინტერესებული ადმინისტრაციების მიერ.
მუხლი 3🔗
გზავნილების შედგება (ფულადი ერთეული, კონვერტირება, თანხა)
1. გარდა სპეციალური მოლაპარაკებისა, ფულის გზავნილების თანხა გამოისახება გადამხდელი ქვეყნის ვალუტაში.
2. ფულის გზავნილების შემდგენი ქვეყანა ადგენს თავისი ვალუტის კურსს გადამხდელი ქვეყნის ვალუტასთან მიმართებაში.
3. უბრალო ფულის გზავნილების თანხა დგინდება დაინტერესებულ ადმინისტრაციებს შორის ორმხრივი თანხმობით.
4. ერთი ფულის გზავნილების-გადარიცხვის თანხა განსაზღვრულია. მიუხედავად ამისა, თითოეულ ადმინისტრაციას აქვს უფლება განსაზღვროს ფულის გზავნილების თანხა, რომლის შეკვეთაც შეუძლია ნებისმიერ გამგზავნს დღის ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში
5. სატელეგრაფო ფულის გზავნილებები ექცევა საერთაშორისო ელექტროკავშირის რეგლამენტის დებულებების მოქმედების ქვეშ.
მუხლი 4🔗
ტარიფები
1. გამფორმებელი ქვეყანა ქვემოთ მოცემულ §2 და 3-ის დებულებების დაცვის პირობით თავისუფლად განსაზღვრავს გაფორმების მომენტში ასაღებ ტარიფს. მას შეუძლია ამ ძირითად ტარიფს დაუმატოს განსაკუთრებული მომსახურებების წარდგენასთან დაკავშირებული ტარიფები (თხოვნა გადახდის ან ჩარიცხვის შეტყობინებაზე, შიკრიკით ჩაბარებაზე და ა.შ.
2. უბრალო ფულის გზავნილების ძირთიადი ტარიფი არ უნდა აღემატებოდეს 22, 86 სსუ-ს.
3. ფულის გზავნილება-გადარიცხვის ტარიფი არ უნდა იყოს იმავე თანხის უბრალო ფულის გზავნილების ტარიფზე ნაკლები.
4. იმ ფულის გზავნილებებზე, რომლებიც იცვლება შეთანხმებაზე ხელისმომწერ და ხელის არმომწერ ქვეყნებს შორის, ხელისმომწერი ქვეყნის საშუალებით, შუალედური ადმინისტრაციის მიერ შეიძლება ამოღებულ იქნეს დამატებითი ტარიფი, რომელიც დგინდება ამ ადმინისტრაციის მიერ შესრულებული ოპერაციის ღირებულების შესაბამისად. ამასთან, ეს ტარიფი შეიძლება აღებულ იქნეს გამგზავნისაგან შუალედური ქვეყნის საფოსტო ადმინისტრაციის სასარგებლოდ, თუ აღნიშნულზე არსებობს დაინტერესებული ადმინისტრაციების შეთანხმება.
5. მიმღებისაგან შეიძლება ამოღებულ იქნეს შემდეგი ფაკულტატიური ტარიფები:
ა) ტარიფი ჩაბარებაზე, როდესაც გადახდა ხდება ბინაზე;
ბ) ტარიფი, თუ თანხა ჩაწერილია მიმდინარე საფოსტო ანგარიშის კრედიტზე;
გ) მე-6 მუხლის §4-ში გათვალისწინებული „მოქმედების ვადის გაგრძელების“ შესაძლო ტარიფი;
დ) კონვენციის 12.3.5-ე მუხლში მითითებული ტარიფი, თუ გზავნილები არის „მოთხოვნამდე“ კატეგორიის;
ე) „შიკრიკით მომსახურებაზე“ შესაძლო დამატებითი ტარიფი
6. თუ მოცემული შეთანხმების აღმასრულებელი რეგლამენტის დებულებების შესრულებისას მოითხოვება ნებართვა გადახდაზე და თუ არ იქნა დაშვებული არანაირი სამსახურეობრივი შეცდომა, ტარიფი „გადახდაზე ნებართვა“ მაქსიმალური 0.65 სსუ-ის ოდენობით შეიძლება აღებული იქნას გამგზავნისაგან ან მიმღებისაგან, თუკი ეს ტარიფი უკვე არ იქნა აღებული „გადახდაზე შეტყობინების“ ტარიფის სახით.
7. ფულის გზავნილებებზე არ აიღება არანაირი ტარიფი ან ანაკრეფი გაფორმებისა თუ გადახდის დროს, გარდა შეთანხმებაში გათვალისწინებული შემთხვევებისა.
8. ყოველგვარი ტარიფისაგან თავისუფლდება საფოსტო ფულის გზავნილებები, რომლებიც იცვლება კონვენციის 7.2 და 7.3.3 მუხლებში მითითებული პირობების საფუძველზე.
მუხლი 5🔗
გაცვლის ხერხები
1. საფოსტო გზით გაცვლა ხდება ადმინისტრაციის არჩევანით ან უბრალო ფულის გზავნილებების ან ფულის გზავნილება-გადარიცხვის საშუალებით უშუალოდ გამფორმებელ დაწესებულებასა და გადამხდელ დაწესებულებას შორის, ან „გაცვლის დაწესებულებად“ წოდებულ სიებით დადგენილი და შეთანხმებაზე ხელმოწერილი თითოეული ქვეყნის ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილი დაწესებულების შუამდგომლობის საშუალებით.
2. ტელეგრაფით გაცვლა ხდება სატელეგრაფო ფულადი გზავნილების დახმარებით, რომელიც დამისამართებულია უშუალოდ გადახდის მწარმოებელ დაწესებულებაზე, თუმცა კი სატელეგრაფო ფულის გზავნილებების გადასაცემად, გარდა ტელეგრაფისა დაინტერესებულ ადმინისტრაციებს შეუძლიათ მოლაპარაკების საფუძველზე გამოყენონ ელექტროკავშირის სხვა საშუალებები.
3. ადმინისტრაციებს ასევე შეუძლიათ მოილაპარაკონ „შერეული“ გაცვლის სისტემაზე, თუ მათი შესაბამისი სამსახურების შიდა ორგანიზაცია ამას მოითხოვს. ასეთ შემთხვევაში გაცვლა ხდება უშუალოდ ერთ-ერთი ადმინისტრაციის საფოსტო დაწესებულებებსა და შესაბამისი ადმინისტრაციის გაცვლის დაწესებულებას შორის, ბარათების საშუალებით.
4. §1 და 3-ში გათვალისწინებული ფულის გზავნილებები დანიშნულების ქვეყნებს შეიძლება გადაეცეს მაგნიტურ ლენტებზე, ან სხვა ინფორმაციის მატარებლებზე, რომელთან დაკავშირებითაც ადმინისტრაციებს შორის არსებობს მოლაპარაკება. დანიშნულების ადმინისტრაციებს შეუძლიათ გამოიყენონ შიდა რეჟიმის ბლანკები ფულის გზავნილებების გაფორმებისათვის. მოცემულ შემთხვევაში გაცვლის პირობები დგინდება დაინტერესებულ ადმინისტრაციებს შორის სპეციალური მოლაპარაკებით.
5. §1.4-ში გათვალისწინებულის გარდა, ადმინისტრაციებს მოლაპარაკების საფუძველზე შეუძლიათ გამოყიენონ გაცვლის სხვა ხერხებიც.
მუხლი 6🔗
ფულის გზავნილებათა გადახდა
1. ფულის გზავნილებები ძალაშია:
ა) ჩვეულებრივ, მათი გაგზავნის თვის მომდევნო პირველი თვის ამოწურვამდე;
ბ) დაინტერესებულ ადმინისტრაციებს შორის შეთანხმების დადების შემდეგ ფულის გზავნილების გაგზავნის თვის მომდევნო მესამე თვის გასრულებამდე.
2. ამ ვადების ამოწურვის შემდეგ უშუალოდ დაწესებულებაში შემოსული ფულის გზავნილებები განაღდდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ განსაზღვრული „ფულის გზავნილების მოქმედების ახალი ვადა“, მითითებული, გადახდის მწარმოებელი დაწესებულების მოთხოვნის საფუძველზე, დანიშნულების ადმინისტრაციაში შემოსულ ფულის გზავნილებებზე მოქმედების ახალი ვადა არ იმოქმედებს.
3. ფულის გზავნილების მოქმედების ახალი ვადის შემოღება, დაწყებული მითითებული თარიღიდან, აგრძელებს მოქმედების ვადას, რომლის ხანგრძლივობა იგივეა, რაც იმავე დღეს გაგაზვნილი ფულის გზავნილებისა.
4. თუ ვადის ამოწურვამდე ფულის გზავნილების გაადუხდელობა არ არის სამსახურებრივი შეცდომის შედეგი, მაშინ შეიძლება ამოღებული იქნას ტარიფი, სახელწოდებით „მოქმედების ახალი ვადა“ მაქსიმუმ 0.65 სსუ-ს ოდენობით.
5. თუ ერთმა გამგზავნმა ერთ დღეს, ერთი და იმავე მიმღების სასარგებლოდ გააფორმა რამდენიმე ფულის გზავნილება, რომელთა საერთო თანხა აჭარბებს გადახდის მწარმოებელი ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებულ მაქსიმუმს, მაშინ მას ეძლევა უფლება ფასიანი ქაღალდების იმგვარად განაწილებისა, რომ მიმღებისათვის გადასახდელი თანხა არ აჭარბებდეს ამ მაქსიმუმს.
6. ფულის გზავნილების გადახდა ხდება განაღდების მწარმოებელი ქვეყნის რეგლამენტაციის შესაბამისად.
მუხლი 7🔗
დადევნება (დამატებითი გადაგზავნა)
მიმღების საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში და დამდევნებელ ქვეყანასა და ახალი დანიშნულების ადგილის ქვეყანას შორის არსებული ფულის გზავნილებების სამსახურის მუშაობის ფარგლებში, ნებისმიერი ფულის გზავნილება შეიძლება იქნეს დადევნებული საფოსტო ან სატელეგრაფო გზით ან გამგზავნის ან მიმღების თხოვნის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში ანალოგიურად გამოიყენება კონვენციის 27.1, 27.2 და 27.3 მუხლები.
2. დადევნების შემთხვევაში „მოთხოვნამდე“ ტარიფი, ისევე როგორც დამატებითი ტარიფი „შიკრიკით მომსახურებაზე“ უქმდება.
3. ფულის გზავნილება-გადარიცხვის დადევნება დანიშნულების სხვა ქვეყანაში არ დაიშვება.
მუხლი 8🔗
რეკლამაცია
გამოიყენება კონვენციის 30-ე მუხლის დებულებები.
მუხლი 9🔗
პასუხისმგებლობა
1. პრინციპი
საფოსტო ადმინისტრაციები გადახდილ თანხებზე პასუხისმგებლობას ატარებენ მანამ, სანამ ფულის გზავნილების გადახდა ხორციელდება სწორად.
2. გამონაკლისები
საფოსტო ადმინისტრაციები თავისუფლდებიან ნებისმიერი პასუხისმგებლობისაგან:
ა) გადაგზავნის ან ფულის გზავნილების გადახდის დაყოვნებისას;
ბ) თუ ფორსმაჟორული სიტუაციის მოქმედების შედეგად განადგურებული სასამსახურო დოკუმენტების გამო მათ არ შეუძლიათ შეიტყონ ფულის გზავნილების თანხა, თუკი არ იქნა წარდგენილი მათ პასუხისმგებლობაზე სხვა დამადასტურებელი საბუთები;
გ) აღმასრულებელი რეგლამენტის 612-ე მუხლში მითითებული ვადის ამოწურვისას;
დ) თუ საქმე ეხება კონვენციის 301-ე მუხლში გათვალისწინებული ვადის გასვლისას გადახდის არამართებულობის უარყოფას.
3. პასუხისმგებლობის განსაზღვრა
3.1. ქვემოთ მოცემული §3.2–3.5-ის დაცვის პირობით, პასუხისმგებლობას ატარებს გამფორმებული ადმინისტრაცია.
3.2. პასუხისმგებლობა ეკისრება გადამხდელ ადმინისტრაციას, თუ მას არ შეუძლია დაადგინოს, რომ გადახდა მოხდა მის რეგლამეტაციაზე მიწერილი პირობებით.
3.3. პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ქვეყნის საფოსტო ადმინისტრაციას, რომელმაც დაუშვა შეცდომა:
ა) თუ საქმე ეხება სამსახურებრივ შეცდომას, მათ შორისაა კონვერტირებისას დაშვებული შეცდომა;
ბ) თუ საქმე ეხება ფულის გზავნილებას გამფორმებელი ან გამნაღდებელი ქვეყნის შიგნით სატელეგრაფო გადაცემისას დაშვებულ შეცდომას.
3.4. გამფორმებელი ადმინისტრაცია და გამნაღდებელი ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას თანაბარ წილად ატარებენ:
ა) თუ შეცდომა დაშვებული იქნა ორივე ადმინისტრაცისი მიერ, ან არ არის შესაძლებლობა დადგინდეს, თუ რომელ ქვეყანაში იქნა იგი დაშვებული;
ბ) თუ ტელეგრაფით გადაცემისას შეცდომა დაშვებული იქნა შუალედურ ქვეყანაში;
გ) თუ არ არის საშუალება დადგინდეს, რომელ ქვეყანაში იქნა დაშვებული შეცდომა გადაგზავნისას.
3.5. §3.2-ის დაცვის პირობით პასუხისმგებლობა ეკისრება:
ა) ყალბი გზავნილების განაღდების შემთხვევაში იმ ქვეყნის ადმინისტრაციას, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა ამ ფულადი გზავნილების სამსახურში მოხვედრა;
ბ) ფულის გზავნილების განაღდების შემთხვევაში, რომლის თანხაც ყალბი ფორმით იქნა გაზრდილი, იმ ქვეყნის ადმინისტრაციას, რომელშიც მოხდა ფულის გზავნილების გაყალბება. და მაინც, დანაკარგი თანაბარი წილით ნაზღაურდება გამფორმებელი და გამნაღდებელი ადმინისტრაციების მიერ, როდესაც არ არის იმის დადგენის საშუალება, თუ რომელ ქვეყანაში მოხდა ფულის გზავნილების გაყალბება ან იმ შუალედურ ქვეყანაში დაშვებული ყალბისმქმნელობის დადგენა, რომელიც არ მონაწილეობს ამჟამინდელი შეთანხმების საფუძველზე ფულის გზავნილების სამსახურში.
4. კუთვნილი თანხის განაღდება. სარჩელის აღძვრა
4.1. სარჩელის აღმძვრელისათვის ანაზღაურების გადახდის ვალდებულება ეკისრება გამნაღდებელ ადმინისტრაციას, თუკი აუცილებელია ფულადი სახსრების მიღებისათვის ჩაბარება. ეს ვალდებულება ეკისრება გამფორმებელ ადმინისტრაციას, თუ ანაზღაურება უნდა მოხდეს გამგზავნისათვის.
4.2. ანაზღაურების მიზეზის მიუხედავად, მისი თანხა არ უნდა აჭარბებდეს შეტანილ თანხას.
4.3. ადმინისტრაციას, რომელმაც უზრუნველყო სარჩელის აღმძვრელისათვის ანაზღაურება, უფლება აქვს თავის მხრივ სარჩელი აღძრას იმ ადმინისტრაციის წინააღმდეგ, რომელიც პასუხჟისმგებელია არასწორ განაღდებაზე.
4.4. ადმინისტრაციას, რომელმაც უკანასკნელმა განიცადა ზარალი, უფლება აქვს განაღდებული თანხის ფარგლებში აღძრას სარჩელი გამომგზავნის, მიმღების ან მესამე პირის წინააღმდეგ.
5. განაღდების ვადა
5.1. რეკლამაციის წარმდგენი პირებისათვის თანხის ანაზღაურება უნდა მოხდეს შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში, რეკლამაციის ჩაბარების შემდგომი დღიდან 3 თვის განმავლობაში.
5.2. ადმინისტრაციას, რომელმაც მე-8 მუხლის §4.1 თანახმად უნდა აწარმოოს რეკლამაციის შემდგენელი პირისათვის ანაზღაურება, შეუძლია გამონაკლისი წესით ეს ანაზღაურება გადაიტანოს ამ ვადის საზღვრებს იქით, თუ მიუხედავად მოცემული საკითხის მოკვლევის სისწრაფის მითითებული ვადა არ იყო საკმარისი პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის.
5.3. ადმინისტრაციას, რომელსაც ჩაბარდა რეკლამაცია, უფლება აქვს აუნაზღაუროს სარჩელის აღმძვრელს პასუხისმგებელი ადმინისტრაციის ანგარიშზე, თუკი ამ უკანასკნელმა, იყო რა საქმის კურსში, არ გასცა რეკლამაციაზე საბოლოო პასუხი ორი თვის განმავლობაში.
6. შუამავალი ადმინისტრაციის მიერ ანაზღაურება
6.1. ადმინისტრაცია, რომლის ანგარიშიდანაც მოხდა რეკლამაციის შემდგენელი პირის ანაზღაურება, ექვემდებარება შუამავალი ადმინისტრაციისათვის მისი ხარჯების ოთხთვიან ვადაში ანაზღაურებას, განაღდებაზე შეტყობინების გაგზავნის მომენტიდან.
6.2. ეს ანაზღაურება ხდება ადმინისტრაცია-კრედიტორისათვის ხარჯების გარეშე:
ა) განაღდების ერთ-ერთი ხერხით, რომელიც გათვალისწინებულია კონვენციის აღმასრულებელ რეგლამენტში (განაღდების წესი):
ბ) შეთანხმების პრობით, ამ ქვეყნის ადმინისტრაციის ფულის გზავნილების კრედიტზე შეტანის გზით. ასეთი ჩანაწერი კეთდება სასამსახურო წესით, თუ თანხმობის შესახებ შეკითხვაზე პასუხი არ იქნა პასუხი მიღებული §6.1-ში მითითებულ ვადაში.
6.3 ოთხთვიანი ვადის გასრულების შემდეგ თანხას, რომელიც ეკუთვნის კრედიტორ–ადმინისტრაციას, ერიცხება წლიური 6%, მითითებული ვადის გასრულების დღიდან.
მუხლი 10🔗
ანაზღაურება გადამხდელი ადმინისტრაციისადმი
1. გამგზავნი ადმინისტრაცია გადამხდელი ადმინისტრაცისიათვის თითოეულ უბრალო გადახდილ ფულის გზავნილებაზე აწესებს ანაზღაურებას, რომლის ტარიფიც დგინდება ერთი და იმავე თვიურ ანგარიშში შემავალი ფულის გზავნილების საშუალო თანხასთან მიმართებაში და უტოლდება:
- 0,82 სსუ 65.34 სსუ-მდე,
- 0,98 სსუ 65.34 სსუ-ს ზევით და 196.01 სსუ-მდე,
- 1.21 სსუ 130.68 სსუ-ს ზევით და 196.01 სსუ-მდე
- 1.47 სსუ 196.01 სსუ-ს ზევით და 261.35 სსუ-მდე
- 1.73 სსუ 261.35 სსუ-ს ზევით და 326.69 სსუ-მდე,
- 2.09 სსუ 326.69 სსუ-ს ზევით და 392.02 სსუ-მდე
- 2.52 სსუ 392.02 სსუ-ს ზევით.
2. მიუხედავად ამისა, გადამხდელი ადმინისტრაციის თხოვნით, დაინტერესებულმა ადმინისტრაციებმა შეიძლება მოილაპარაკონ ანაზღაურებაზე, რომელიც აჭარბებს §1-ში დადგენილს, თუ გაფორმებისას ამოღებული ტარიფი აჭარბებს 8.17 სსუ-ს.
3. ტარიფებისა და ანაკრებების ამოღების გარეშე გაფორმებული ფულის გზავნილება-გადარიცხვები და ფულის გზავნილებები არ ექვემდებარება არანაირ ანაზღაურებას.
4. რაც შეეხება ჩამონათვალის საშუალებით გაცვლილ ფულის გზავნილებს §1-ში გათვალისწინებულ ანაზღაურებასთან ერთად, გადამხდელ ადმინისტრაციას ერგება დამატებითი ანაზღაურება 0.16 სსუ-ს ოდენობით. ჩამონათვალით გაცვლილი ფულის გზავნილებებისათვის ანალოგუირად გამოიყენება §2.
5. გამფორმებელი ადმინისტრაცია გამნაღდებელი ადმინისტრაციისათვის გამოყოფს დამატებით ანაზღაურებას 0.13 სსუ-ს ოდენობით, თითოეული ხელზე გადახდილ ფულის გზავნილებაზე.
მუხლი 11🔗
ანგარიშების შედგენა
1. განაღდების მწარმოებელი თითოეული ადმინისტრაცია თითოეული გამფორმებელი ადმინისტრაციისათვის ადგენს თვიურ ანგარიშს უბრალო ფულის გზავნილებებზე გადახდილ თანხებზე, ან თვიურ ანგარიშს ჩამონათვალის საშუალებით გაცვლილ ფულის გზავნილებებზე თვის განმავლობაში მიღებულ ჩამონათვალების ხარჯზე.
2. აღმასრულებელი რეგლამენტის 503-ე მუხლში გათვალისწინებული გაცვლის შერეული სისტემის გამოყენებისას, თითოეული ადმინისტრაცია ადგენს განაღდებული თანხების თვიურ ანგარიშს, თუ ფულის გზავნილები შემოდის გამოფრმებელი ადმინისტრაციიდან უშუალოდ გადახდის მწარმოებელ დაწესებულებაში, ან თვიურ ანგარიშს თვის განმავლობაში მიღებული ფულის გზავნილების თანხაზე, თუკი ფულის გზავნილები შემოდის გამფორმებელი ადმინისტრაციის საფოსტო დაწესებულებებიდან მის გაცვლის დაწესებულებაში.
3. თუკი ფულის გზავნილები ნაღდდება სხვადასხვა ვალუტაში, ყველაზე დაბალი კრედიტი გადადის ყველაზე მაღალი კრედიტის ვალუტაში, სადაც კონვერსიის საფუძვლად აიღება საშუალო ოფიციალური გაცვლის კურსი, რომელიც დებიტორი-ადმინისტრაციის ქვეყანაში მოქმედებს იმ პერიოდის განმავლობაში, რომელსაც ეკუთვნის ანგარიში, ეს საშუალო კურსი ყოველთვის უნდა ითვალისწინებოდეს ოთხი მეათედის სიზუსტით.
4. ანგარიშების გარდა ასევე შეიძლება იწარმოოს თვიური ანგარიშების საფუძველზე კომპენსაციის გარეშე, ან საკორესპონდენტო მიმდინარე საფოსტო ანგარიშით.
მუხლი 12🔗
ანგარიშის განაღდება
1. სპეციალური შეთანხმების არარსებობის შეთხვევაში საერთო ანგარიშის სალდოს ან თვიური ანგარიშების თანხების განაღდება ხდება იმ ვალუტაში, რომელსაც ადმინისტრაცია-კრედიტორი იყენებს ფულის გზავნილებების განაღდებისას.
2. ნებისმიერ ადმინისტრაციას შეუძლია იქონიოს შესაბამის საფოსტო ადმინისტრაციაში რეზერვი, რომლიდანაც ამოიღება კუთვნილი თანხები ან საკორესპონდენციო მიმდინარე საფოსტო ანგარიში, რომლიდანაც იხსნება კრედიტები საფოსტო ფულადი გზავნილებების მომსახურების ფარგლებში.
3. ნებისმიერ ადმინისტრაციას, რომელსაც მეორე ადმინისტრაციამ არ გადაუხადა თანხა, რომელიც აჭარბებს რეგლამენტის მიერ დადგენილ ზღვარს, უფლება აქვს მოითხოვოს საჭირო თანხის გადარიცხვა.
4. რეგლამენტის მიერ დადგენილი ვადის ფარგლებში გადაუხდელობის შემთხვევაში, კუთვნილ თანხაზე ირიცხება წლიური 6%, მითითებული ვადის გასრულების დღიდან გადახდის დღემდე.
5. ცალმხრივი წესრიგით მიღებული არცერთი ზომა, როგორიცაა განაცდების გადავადება, აკრძალვა გადარიცხვაზე და ა.შ. არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ შეთანხმების დებულებებს და მის აღმასრულებელ რეგლამენტს, რომელიც ეხება ანგარიშების შედგენასა და განაღდებას.
მუხლი 13🔗
დასკვნითი დებულებები
1. საჭიროების შემთხვევაში, ანალოგიურად გამოიყენება კონვენცია ყველა იმ შემთხვევაში, რომლებიც სპეციალურად არაა მითითებული ამ შეთანხმებაში.
2. ამ შეთანხმებასთან წესდების მე-4 მუხლი არ გამოიყენება.
3. ნებისმიერ ადმინისტრაციას, რომელსაც მეორე ადმინისტრაციამ არ გადაუხადა თანხა, რომელიც აჭარბებს რეგლამენტის მიერ დადგენილ ზღვარს, უფლება აქვს მოითხოვოს საჭირო თანხის გადარიცხვა.
4. რეგლამენტის მიერ დადგენილი ვადის ფარგლებში გადაუხდელობის შემთხვევაში, კუთვნილ თანხაზე ირიცხება წლიური 6%, მითითებული ვადის გასრულების დღიდან გადახდის დღემდე.
5. ცალმხრივი წესრიგით მიღებული არცერთი ზომა, როგორიცაა განაცდების გადავადება, აკრძალვა გადარიცხვაზე და ა.შ. არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ შეთანხმების დებულებებს და მის აღმასრულებელ რეგლამენტს, რომელიც ეხება ანგარიშების შედგენასა და განაღდებას.
მუხლი 13🔗
დასკვნითი დებულებები
1. საჭიროების შემთხვევაში, ანალოგიურად გამოიყენება კონვენცია ყველა იმ შემთხვევაში, რომლებიც სპეციალურად არაა მითითებული ამ შეთანმხებაში.
2. ამ შეთანხმებასთან წესდების მე-4 მუხლი არ გამოიყენება
3. იმ წინადადებების მოწონების პირობები, რომლებიც ეხება ამ შეთანხმებას.
3.1. იმისათვის, რომ კონგრესისათვის და ამ შეთანხმებასთან დაკავშირებული აღმასრულებელი რეგლამენტისათვის წარსადგენი წინადადებები ატარებდეს აღმასრულებელ ხასიათს, ისინი მოწონებული უნდა იქნეს დამსწრე წევრი-ქვეყნების უმრავლესობის მიერ, რომელთაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას და აქვთ ხმის უფლება. ხმის მიცემის დროს უნდა ესწრებოდეს უკიდურეს შემთხვევაში ნახევარი ამ წევრი-ქვეყნებისა, რომლებიც წარდგენილნი არიან კონგრესზე.
3.2. იმისათვის, რომ მოცემული შეთანხმების აღმასრულებელი რეგლამენტის წინადადებები, რომლებიც გადაცემულია კონგრესის მიერ საფოსტო ექსპლოატაციის საბჭოსათვის მათზე გადაწყვეტილების მიღებისათვის და რომლებიც შემოტანილია ორ კონგრესს შორის, ატარებდეს აღმასრულებელ ხასიათს, ისინი მოწონებული იქნეს საფოსტო ექსპლოატაციის საბჭოს წევრების უმრავლესობის მიერ, რომელთაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას.
3.3. იმისათვის, რომ ორ კონგრესს შორის წარდგენილი წინადადებები მოცემულ შეთანხმებაზე ატარებდეს აღმასრულებელ ხასიათს, ისინი მოწონებული უნდა იქნეს:
3.3.1. ხმათა ორი მესამედით, ამასთანავე უკიდურეს შემთხვევაში ნახევარი უნდა იყოს შეთანხმებაზე ხელის მომწერი და კონსულტაციაზე მოპასუხე წევრი-ქვეყნები, თუკი საქმე ეხება ახალი დებულებების დამატებას.
3.3.2. ხმათა უმრავლესობით და ამასთანავე უკიდურეს შემთხვევაში ნახევარი უნდა იყოს შეთანხმებაზე ხელის მომწერი და კონსულტაციაზე მოპასუხე წევრი-ქვეყნები, თუკი საქმე ეხება მოცემული შეთანხმების დებულებების შეცვლას.
3.3.3. ხმათა უმრავლესობით, თუ საქმე ეხება ამ შეთანხმების დებულებების განმარტებას.
3.4. მიუხედავად §3.3.1.-ში მოცემული დებულებისა, ნებისმიერ წევრ-ქვეყანას, რომლის ეროვნული კანონმდებლობა არ არის შემოთავაზებულ წინადადებებთან შეთავსებადი, უფლება აქვს საერთაშორისო ბიუროს გენერალურ დირექტორს წარუდგინოს წერილობითი განცხადება, რომელშიც მიეთითება რომ არაა შესაძლებელი ამ ცვლილებების მიღება და რომელიც წარდგენილ უნდა იქნას მოცემულ ცვლილებაზე შეტყობინების მომენტიდან 90 დღიან ვადაში.
4. ეს შეთანხმება ძალაში შედის 1996 წლის 1 იანვრიდან და მოქმედებაში იქნება შემდგომი კონგრესის აქტების ძალაში შესვლამდე.
რის დასტურადაც მოლაპარაკებული ქვეყნების მთავრობის სრულუფლებიანმა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ამჟამინდელ შეთანხმებას ერთ ეგზემპლიარად, რომელიც შესანახად გადაეცემა საერთაშორისო ბიუროს გენერალურ დირექტორს. ასლი გადაეცემა თითოეულ ქვეყანას კონგრესის მომწყობი ქვეყნის მთავრობის მიერ.
შედგენილია სეულში 1994 წლის 14 სექტემბერს