„განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე ქართული მეთაფლე ფუტკრის (APIS MELLIFERA L.) ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის №2–110 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-22
2011 წლის 18 თებერვალი
ქ. თბილისი
„განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე ქართული მეთაფლე ფუტკრის (APIS MELLIFERA L.) ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების დამტკიცების შესახებ“საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 7 ივ ლ ისი ს №2-110 ბრძანებაში ცვლილებ ებ ის შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად , ვბრძანებ:
1. „განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე ქართული მეთაფლე ფუტკრის (APIS MELLIFERA L.) ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის №2-110 (სსმ III, 16.07.2008, №101, მუხ.1131) ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე;“.
ბ) განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე ქართული მეთაფლე ფუტკრის (APIS MELLIFERA L.) ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნების და გამოცდის მეთოდების (დანართი №1) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „ფუტკრის ახალი ჯიშის (პოპულაცია, ხაზი, კროსი) გამოცდას განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდას ატარებს „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, განსაზღვრული აკრედიტირებული პირი.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. კვეზერელი