„განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე პომიდორის ახალი ჯიშის (Lycopersicum esculentum L) მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 16 მარტის №2–65 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-26
სარეგისტრაციო კოდი
340170000.22.032.016016
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 250211, 25/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება№2-26

2011 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

„განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე პომიდორის ახალი ჯიშის (Lycopersicum esculentum L) მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 16 მარტის № 2-65 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად , ვბრძანებ:

1.  „განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე პომიდორის ახალი ჯიშის (Lycopersicum esculentum L) მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 16 მარტის №2-65 (სსმ III, 26.03.2009 წ., №37, მუხ. 426) ბრძანებაში  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანების  პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, “.

ბ) განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე პომიდორის ახალი ჯიშის (Lycopersicum esculentum L) მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების (დანართი №1) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „ცხოველთა და მცენარეთა  ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული აკრედიტებული პირები წყვეტენ როდის, სად, რა რაოდენობისა და ხარისხის მცენარეული მასალა უნდა იქნეს წარდგენილი მცენარის ჯიშის გამოცდის ჩატარებისათვის. პირი, რომელიც წარადგენს მცენარეულ მასალას, ვალდებულია დაიცვას აკრედიტებული პირების მიერ დადგენილი პროცედურა და მოთხოვნები.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ . კვეზერელი