დასახლების საჭიროებების განსაზღვრისა და პრიორიტეტების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 18.02.2011
გამომცემი ორგანო კასპის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 330090020.35.149.016042
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 240211, 24/02/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.02.2011 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| სახელი, გვარი | დასახლება (სოფელი, დაბა, უბანი) |
| № | საჭიროების დასახელება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
დასახლების საჭიროებების განსაზღვრისა და პრიორიტეტების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 43.3pt .75in 60.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 13
2011 წლის 18 თებერვალი
ქ. კასპი
დასახლების საჭიროებების განსაზღვრისა და პრიორიტეტების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის და 581 მუხლის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. დამტკიცდეს დასახლების საჭიროებების განსაზღვრისა და პრიორიტეტების დადგენის წესი (დანართი №1).
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. მესროფაშვილი
დასახლების საჭიროებების განსაზღვრისა და პრიორიტეტების დადგენის წესი
წესის მიზანია „ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 581-ე მუხლის შესაბამისად უზრუნველყოს დასახლების საჭიროებების განსაზღვრისა და პრიორიტეტების დადგენის პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობა და ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობას.
მუხლი 1🔗. დასახლების საჭიროებათა გამოვლენა
1. დასახლების საჭიროებათა გამოვლენა გულისხმობს დასახლების წინაშე არსებული პრობლემების დასახელებას, სისტემატიზაციას და მათი გადაწყვეტის შესაძლო გზების განსაზღვრას.
2. დასახლების საჭიროებათა გამოვლენის მიზნით გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის რწმუნებული (შემდგომში – გამგეობის რწმუნებული) უზრუნველყოფს დასახლების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და მის პერიოდულ განახლებას.
3. დასახლების შესახებ ინფორმაციიდან გამომდინარე, გამგეობის რწმუნებული ახდენს დასახლების წინაშე არსებული პრობლემის განსაზღვრას, სისტემატიზაციასა და მათი ურთიერთკავშირის დადგენას.
4. პრობლემათა სისტემატიზაციის შემდეგ, გამგეობის რწმუნებული, პრობლემათა ანალიზის საფუძველზე, ახდენს საჭიროებათა გამოვლენას და ადგენს იმ სავარაუდო ღონისძიებათა სიას, რომელთა განხორციელებაც საჭიროა პრობლემების გადასაწყვეტად.
5. გამგეობის რწმუნებული ვალდებულია, ყოველი წლის 1 მარტისათვის, გამგებელს წარუდგინოს დასახლების წინაშე არსებული პრობლემებისა და ამ პრობლემების გადასაწყვეტად საჭირო სავარაუდო ღონისძიებათა სია.
6. დასახლების სისტემატიზებული პრობლემების და მათი გადაწყვეტის შესაძლო ღონისძიებების სია უნდა გამოქვეყნდეს ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 2🔗. პრიორიტეტების დადგენა
1. პრიორიტეტების განსაზღვრა გულისხმობს საჭიროებათა გამოვლენიდან, მომავალი წლისათვის განსახორციელებელი ძირითადი, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის/საკითხების გამოყოფას.
2. პრიორიტეტების დადგენის ძირითადი ფორმაა დასახლების, დასახლების ნაწილის (უბნის) წარმომადგენელთა საერთო კრება/კრებები.
3. პრიორიტეტების დასადგენად, საერთო კრებასთან/კრებებთან ერთად, შეიძლება გამოყენებული იქნეს მოსახლეობის გამოკითხვა.
4. დასახლების პირველ კრებაზე განიხილება გამოვლენილი საჭიროებები, ხდება მათი კორექტირება, გამოიყოფა ძირითადი პრიორიტეტები და აირჩევა საერთო კრების არანაკლებ 3 წარმომადგენელი.
5. დასახლების ნაწილის (უბნის) კრებებზე აირჩევა დასახლების ნაწილის (უბნის) წარმომადგენელი (წარმომადგენლები) დასახლების ნაწილში (უბანში) მცხოვრები მოსახლეობის პროპორციულად. დასახლებას, დასახლების ტრადიციული დაყოფის გათვალისწინებით, დასახლების ნაწილად/ნაწილებად (უბნად/უბნებად) ყოფს გამგეობის რწმუნებული. დასახლების ნაწილიდან (უბნიდან) ასარჩევ წარმომადგენელთა რაოდენობას, დასახლების ნაწილში (უბანში) მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად განსაზღვრავს გამგეობის რწმუნებული. დასახლების ნაწილის (უბნის) წარმომადგენელთა არჩევის შემდეგ ტარდება მხოლოდ წარმომადგენელთა საერთო კრებები, რომლებზედაც განიხილება გამოვლენილი საჭიროებები, ხდება მათი კორექტირება და გამოიყოფა ძირითადი პრიორიტეტები.
6. გამგეობის რწმუნებული, დასახლების, დასახლების ნაწილის (უბნის) (წარმომადგენელთა) საერთო კრებაზე დასახელებულ პრიორიტეტებს, კრების ჩატარებიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 1 აპრილისა, წარუდგენს გამგებელს და აცნობებს საკრებულოს თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტში მათი გათვალისწინების მიზნით.
7. გამგეობის შესაბამისი სამსახურები იხილავენ და არა უგვიანეს 1 მაისისა შეიმუშავებენ დასკვნებსა და რეკომენდაციებს დასახლების პრიორიტეტებთან დაკავშირებით.
8. გამგეობის რწმუნებული პერიოდულად მართავს კონსულტაციებს დასახლების, დასახლების ნაწილის (უბნის) წარმომადგენლებთან და დასახლების, დასახლების ნაწილის (უბნის) პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, გამგებელთან შეთანხმებით, ორგანიზებას უწევს მათი შეხვედრების ჩატარებას გამგეობის შესაბამის სამსახურებთან, ასევე საკრებულოს კომისიებთან.
მუხლი 3🔗. დასახლების, დასახლების ნაწილის (უბნის) წარმომადგენელთა საერთო კრების ჩატარების წესი
1. გამგეობის რწმუნებული ვალდებულია კრების ჩატარებამდე არანაკლებ 5 დღით ადრე გამოაქვეყნოს ცნობა დასახლების, დასახლების ნაწილის (უბნის) წარმომადგენელთა საერთო კრების ჩატარების შესახებ.
2. ცნობაში მითითებული უნდა იქნეს კრების ჩატარების დრო, ადგილი და კრებაზე განსახილველი საკითხები.
3. კრებაზე მონაწილეობის აღრიცხვა ხდება ინსტრუქციის №2 დანართით დადგენილი ფორმით.
4. დასახლების, დასახლების ნაწილის (უბნის) წარმომადგენელთა საერთო კრებას წარმართავს და თავმჯდომარეობს გამგეობის რწმუნებული.
5. დასახლების, დასახლების ნაწილის (უბნის) წარმომადგენელთა საერთო კრება მოიწვევა გამგეობის რწმუნებულის ინიციატივით. დასახლების, დასახლების ნაწილის (უბნის) წარმომადგენელთა საერთო კრება მოწვეული უნდა იქნეს აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მას ითხოვს დასახლების, დასახლების ნაწილის (უბნის) წარმომადგენელთა ნახევარზე მეტი. ამ შემთხვევაში, გამგეობის რწმუნებული ვალდებულია დასახლების, დასახლების ნაწილის (უბნის) საერთო კრება მოიწვიოს მოთხოვნის წარდგენიდან 10 დღის ვადაში.
6. საერთო კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით. კენჭისყრაში მონაწილეობას არ ღებულობენ გამგეობის რწმუნებული, აგრეთვე სხდომაზე დამსწრე სხვა პირები.
7. დასახლების, დასახლების ნაწილის (უბნის) წარმომადგენელთა საერთო კრებაზე დამსწრე პირთა აღრიცხვას და კრების ოქმის შედგენას უზრუნველყოფს გამგეობის რწმუნებული.
8. დასახლების, დასახლების ნაწილის (უბნის) წარმომადგენელთა საერთო კრების ოქმში, ამ წესის №1 დანართით დადგენილი ფორმით, შეიტანება დასახლების, დასახლების ნაწილის (უბნის) წარმომადგენელთა საერთო კრების ჩატარების დრო და ადგილი, საერთო კრებაზე მონაწილეთა რაოდენობა, განხილული საკითხი (საკითხები), მიღებული გადაწყვეტილება (გადაწყვეტილებები).
9. დასახლების, დასახლების ნაწილის (უბნის) წარმომადგენელთა საერთო კრების ოქმი წაკითხული უნდა იქნეს საერთო კრებაზე. ოქმს, გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, ხელს უნდა აწერდეს გამგეობის რწმუნებული და კრების ყველა მონაწილე.
მუხლი 4🔗. მოსახლეობის გამოკითხვა
1. მოსახლეობის გამოკითხვა არის პრიორიტეტების დადგენის დამატებითი ფორმა.
2. მოსახლეობის გამოკითხვა ტარდება საკრებულოს, გამგეობის რწმუნებულის ინიციატივით ან დასახლების, დასახლების ნაწილის (უბნის) წარმომადგენელთა საერთო კრების გადაწყვეტილებით.
3. მოსახლეობის გამოკითხვა ტარდება ამ წესის №3 დანართით დადგენილი ფორმით.
4. გამოკითხვის ჩატარებისას, როგორც წესი, გამოკითხული უნდა იქნეს დასახლების, დასახლების ნაწილის (უბნის) საარჩევნო უფლების მქონე პირთა არანაკლებ 1/3.
5. გამოკითხვისას ხდება ფორმაში მოცემული თითოეული პრიორიტეტის შეფასება 0-დან (მინიმალური) 10 ქულამდე (მაქსიმალური). მოქალაქეს უფლება აქვს მაქსიმალური ქულით შეაფასოს როგორც ერთი, ისე რამდენიმე პრიორიტეტული საკითხიც, აგრეთვე ფორმით გათვალისწინებულ გრაფაში ჩაწეროს და შეაფასოს დამატებითი (არა უმეტეს 3) პრიორიტეტული საკითხი.
6. გამოკითხვის ჩატარების ფორმა და გამოკითხვის ჩატარების მოკლე ინსტრუქცია გამოქვეყნებული უნდა იქნეს ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით, გამოკითხვის ჩატარების დაწყებამდე 3 დღით ადრე.
7. გამოკითხვის ჩატარებას უზრუნველყოფს გამგეობის რწმუნებული. გამოკითხვის დაწყებიდან, მის დასრულებამდე, დასახლებაში მცხოვრებ ყველა მოქალაქისათვის, ხელმისაწვდომი უნდა იყოს გამგეობის რწმუნებულის შენობაში გამოკითხვის ფორმის შევსება, იმის გათვალისწინებით, რომ დაუშვებელია ერთი მოქალაქის მიერ ერთი და იმავე საკითხზე ერთზე მეტი ფორმის შევსება.
8. მოსახლეობის გამოკითხვის „კარდაკარ“ წესით ჩატარებისას, გამგეობის რწმუნებულს შეუძლია, ნებაყოფლობით საწყისებზე, მოიწვიოს სხვა პირები, გამოკითხვის ჩასატარებლად.
9. მოქალაქე ვალდებულია გამოკითხვის ფურცლის შევსებისას მიუთითოს სახელი და გვარი, მისამართი, შევსების თარიღი და დაადასტუროს ხელმოწერით. გამოკითხვის ფურცელზე ხელს აწერს ასევე გამოკითხვის ჩამტარებელი პირი.
10. გამოკითხვის ჩატარება უნდა დასრულდეს გამოკითხვის დაწყებიდან ერთი კვირის ვადაში. ამ ვადის დასრულების შემდეგ, გამგეობის რწმუნებული ახდენს გამოკითხვის შედეგების შეჯამებას და გამოკითხვის დასრულებიდან 5 დღის ვადაში აქვეყნებს გამოკითხვის შედეგებს. ჩატარებული გამოკითხვის შდეგები ეგზავნება გამგებელს და ეცნობება საკრებულოს.
მუხლი 5🔗. ინფორმაციის გამოქვეყნების წესი
1. თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, გამგეობის რწმუნებული ვალდებულია დასახლებაში მოაწყოს საინფორმაციო დაფა/დაფები და მათზე გამოაქვეყნოს:
ა) დასახლების, დასახლების ნაწილის (უბნის) დასახელება და საზღვრები – არა უგვიანეს 1 მარტისა;
ბ) დასახლების, დასახლების ნაწილის (უბნის) წინაშე არსებული პრობლემებისა და ამ პრობლემების გადასაწყვეტად საჭირო სავარაუდო ღონისძიებათა სია – არა უგვიანეს 1 მარტისა;
გ) ცნობა დასახლების, დასახლების ნაწილის (უბნის) წარმომადგენელთა საერთო კრების ჩატარების დღის წესრიგის, დროისა და ადგილის შესახებ – საერთო კრების ჩატარებამდე 5 დღით ადრე;
დ) საერთო კრებაზე დასახელებული პრიორიტეტები – კრების ჩატარებიდან 5 დღის ვადაში;
ე) ცნობა მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარების შესახებ, აგრეთვე გამოკითხვის ფორმა და მოკლე ინსტრუქცია – გამოკითხვის ჩატარებამდე 3 დღით ადრე;
ვ) მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები – გამოკითხვის დამთავრებამდე 5 დღის ვადაში;
ზ) ცნობა თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტსა და თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტზე, აგრეთვე ბიუჯეტის შესრულების ანგარიშზე საკრებულოს შესაბამისი კომისიის და საკრებულოს სხდომის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ – სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე;
თ) ადგილობრივი ბიუჯეტიდან თუ ინვესტიციებით დაგეგმილი დასახლებაში განსახორციელებელი ღონისძიებები მათი დაწყებისა და დამთავრების სავარაუდო ვადის მითითებით – დაგეგმილი ღონისძიების დამტკიცებიდან 1 თვის ვადაში.
2. მოქალაქეთა ინფორმირებულობის მიზნით, გამგეობის რწმუნებული ვალდებულია საინფორმაციო დაფაზე/დაფებზე ასევე გამოაქვეყნოს საკრებულოს დებულებით (რეგლამენტი) დადგენილი საჯარო ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმარველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ (ცნობა საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების მიერ მოქალაქეთა მიღებისა და შეხვედრების გრაფიკი და ა.შ.).
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ინფორმაცია ასევე უნდა განთავსდეს თვითმმართველი ერთეულის ვებგვერდზე.
დანართი №1
საერთო კრების ოქმი №
მუნიციპალიტეტის დასახელება: ––––––––––––––––––––––––––––––––
დასახლება (სოფელი, დაბა, უბანი) ––––––––––––––––––––––––––––––––
კრების ჩატარების თარიღი: ––––––––––––––––––––––––––––––––
დღის წესრიგი: 1.
2.
3.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
1. საკითხის დასახელება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
განხილული საკითხის აღწერა:
დამსწრეთა მოსაზრებები:
მიღებული გადაწყვეტილება/კონსესუსი:
2. საკითხის დასახელება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
განხილული საკითხის აღწერა:
დამსწრეთა მოსაზრებები:
მიღებული გადაწყვეტილება/კონსესუსი:
3. საკითხის დასახელება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
განხილული საკითხის აღწერა:
დამსწრეთა მოსაზრებები:
მიღებული გადაწყვეტილება/კონსესუსი:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
გამგეობის რწმუნებული ––––––––––––––––––––– / /
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი)
კრებაზე მონაწილე პირები –––––––––––––––––––– / /
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი)
––––––––––––––––––– / /
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი)
––––––––––––––––––– / /
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი)
დანართი №2
სართო კრებაზე მონაწილე პირთა რეგისტრაციის ფორმა
სახელი, გვარი
დასახლება (სოფელი, დაბა, უბანი)
ხელმოწერა
გამგეობის რწმუნებული ––––––––––––––––––––– / /
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი)
დანართი №3
მოსახლეობის გამოკითხვის ფორმა
მოქალაქე – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – -
მისამართი – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – -
№
საჭიროების დასახელება
პრიორიტეტების შეფასება
0-დან 10 ქულამდე
1.
2.
3.
4.
დამატებითი
1.
2.
3.
- – - – - – - – - – - – - – - – - – - – -
(მოქალაქის ხელმოწერა)
– - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - – - -
(შევსებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა)
- – - – - – - – - – - – - – - – -
(თარიღი)