შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკებით, ფსიქოტროპული ნივთიერებებითა და პრეკურსორებით უკანონო ვაჭრობისა და სხვა მძიმე დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
მიღების თარიღი 14.05.2004
ძალაში შესვლა 03.05.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480140000.03.030.000550
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 29/07/2005
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკებით, ფსიქოტროპული ნივთიერებებითა და პრეკურსორებით უკანონო ვაჭრობისა და სხვა მძიმე დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 45.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკებით, ფსიქოტროპული ნივთიერებებითა და პრეკურსორებით უკანონო ვაჭრობისა და სხვა მძიმე დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს მთავრობა და რუმინეთის მთავრობა, შემდგომში ხელშემკვრელ მხარეებად წოდებულნი.
ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის საფუძველზე,
ითვალისწინებენ რა თავიანთი მოქალაქეების სიცოცხლის, ქონების, ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აუცილებლობას,
აღიარებენ რა საერთაშორისო თანამშრომლობის უპირატეს მნიშვნელობას ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკებით, ფსიქოტროპული ნივთიერებებითა და პრეკურსორებით უკანონო ვაჭრობის და სხვა მძიმე დანაშაულთა ეფექტური პრევენციისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში,
ითვალისწინებენ რა აღნიშნულ სფეროში მოქმედი იმ საერთაშორისო კონვენციებისა და ხელშეკრულებების დებულებებს, რომელთა მხარეებსაც წარმოადგენენ ისინი, შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
ხელშემკვრელი მხარეები, წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში და თავიანთ სახელმწიფოებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ითანამშრომლებენ და დახმარებას გაუწევენ ერთმანეთს შემდეგ სფეროებში:
1. საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა;
2. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე, იმ პირებისა და ორგანიზაციების დადგენა და მათ მიმართ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარება, რომლებიც ჩართულნი არიან:
a) ნარკოტიკული საშუალებების, პრეკურსორების ან მათი ანალოგების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო წარმოებაში, მოხმარებასა და ვაჭრობაში;
b) ადამიანებითა და ადამიანის ორგანოებით უკანონო ვაჭრობაში, ბავშვთა ექსპლოატაციაში;
c) ნედლეულით, ბირთვული მასალებითა და ტექნოლოგიით, სტრატეგიული დანიშნულების აპარატურითა და ტექნოლოგიით, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალებით, მომწამვლელი და ასაფეთქებელი ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობაში;
d) სუტენიორობაში;
e) ძვირფასი ქვებისა და ლითონების ან ისტორიული და მხატვრული ღირებულების მქონე იმ ნივთების კონტრაბანდაში, რომლებიც მიეკუთვნება ეროვნული ან საერთაშორისო კულტურის საგანძურს;
f) დოკუმენტაციის, ფულისა და ფასიანი ქაღალდების გაყალბებაში;
g) უკანონო აზარტულ თამაშებსა და თაღლითობებში, რომლებსაც ადგილი აქვს კანონიერი აზარტული თამაშების დროს.
3. იმ უკანონო ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლა, რომლებსაც ადგილი აქვს ეკონომიკური ურთიერთობების, მომსახურებისა და ხელშემკვრელ მხარეთა მოქალაქეებს ან ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მყოფ უცხოელებს შორის განხორციელებული ეკონომიკურ-ფინანსური საქმიანობის სფეროში, და ასევე ტრეფიკინგის, გადასახადებისათვის თავის არიდების, ფინანსურ-საბანკო თაღლითობის, ფულის გათეთრების მიზნით საბანკო მიმოქცევის პროცესის გამოყენებისა და ამ გზით სარგებლის მიღების აღკვეთა.
4. საზოგადოებრივი წესრიგი:
a) საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება, შენარჩუნება და აღდგენა, საზოგადოებრივი და ეროვნული ინტერესების, სიკეთეებისა და ფასეულობების დაცვა, ასევე იმ პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომლებიც მონაწილეობენ საზოგადოებრივ დემონსტრაციებში;
b) ძალადობისა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი საშუალებების (ბომბების) გამოყენების აღკვეთა;
c) სატრანსპორტო დანაშაულთა, ქურდობისა და მოპარული ავტომანქანებით უკანონო ვაჭრობის ფაქტების დადგენა, გამოძიება და აღკვეთა.
5. პირადობისა და მოქალაქეობრივი მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის სარეგისტრაციო სისტემის შექმნა ორმხრივი ან მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმებებისა და ურთიერთგაგების საფუძველზე, ხელშემკვრელ მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.
6. უკანონო მიგრაცია, სახელმწიფო საზღვრების დაცვა:
a) უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ადამიანებით ვაჭრობის მიზნით გამოყენებული ქსელების გაუვნებელყოფა;
b) გაყალბებული სამგზავრო დოკუმენტებისა და ვიზების გამოვლენა;
c) სახელმწიფო სასაზღვრო დაცვის ორგანიზება, ამოქმედება და მართვა; სახმელეთო და საზღვაო სექტორის კონტროლი.
7. თანამშრომლობა ეკოლოგიური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში.
8. ორმხრივი მხარადაჭერა 1–7 პუნქტში მითითებულ სფეროებში ექსპერტთა შერჩევის, მათი პროფესიული სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.
მუხლი 2🔗
ხელშემკვრელი მხარეები ითანამშრომლებენ შემდეგი საშუალებებით:
a) ინფორმაციისა და ცოდნის გაცვლა 1-ლი მუხლით გათვალისწინებულ სფეროებში;
b) ორმხრივად შეთანხმებული ზომების ან ღონისძიებების გატარება ორივე სახელმწიფოს სამინისტროების და/ან სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ;
c) ექსპერტთა გაცვლა ისეთ სფეროებში, რომლებიც შეადგენს ორმხრივი ინტერესის საგანს;
d) დოკუმენტაციის, პუბლიკაციებისა და იმ სფეროებში ჩატარებული მეცნიერული კვლევის შედეგების გაცვლა, რომლებიც შეადგენს ორმხრივი ინტერესის საგანს;
e) ისეთი ოპერატიული ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზებული დანაშაულისა და სხვა დანაშაულთა გამოვლენას, გამოძიებასა და აღკვეთას.
2. თავიანთ ქვეყნებში მოქმედი იურიდიული პროცედურების შესრულების შემდეგ ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან წარგზავნონ კავშირგაბმულობის ოფიცრები, რომლებიც დაინიშნებიან წინამდებარე შეთანმხების მე-3 მუხლში მითითებული უფლებამოსილი ორგანოების მიერ.
მუხლი 3🔗
1. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განხორციელების მიზნით, ხელშემკვრელი მხარეები ნიშნავენ შემდეგ უფლებამოსილ ორგანოებს:
საქართველოსთვის
a) შინაგან საქმეთა სამინისტრო;
b) სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო;
c) ფინანსთა სამინისტრო
რუმინეთისათვის:
a) ადმინისტრაციულ და შინაგან საქმეთა სამინისტრო;
b) რუმინეთის დაზვერვის სამსახური;
c) რუმინეთის სახელმწიფო საბაჟო სამსახური;
d) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამინისტრო
2. ოპერატიული კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, უფლებამოსილი ორგანოები დანიშნავენ საკონტაქტო პირს, რომლის მონაცემებსაც (სახელი, გვარი, თანამდებობა, ტელეფონი, ფაქსი) ხელშემკვრელი მხარეები დიპლომატიური არხების საშუალებით ერთმანეთს მიაწვდიან წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან 30 დღის განმავლობაში.
3. წინამდებარე შეთანმხების დებულებათა შესაბამისად, თანამშრომლობა ხელშემკვრელ მხარეთა უფლებამოსილ ორგანოებს შორის წარიმართება ინგლისურ ან ხელშემკვრელ მხარეთა მიერ შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ენაზე.
4. 1-ლი და მე-2 მუხლების დებულებათა შესაბამისად, თანამშრომლობის განხორციელების მიზნით, ხელშემკვრელ მხარეთა უფლებამოსილ ორგანოებს შეუძლიათ გააფორმონ თანამშრომლობის ოქმები მათთვის კანონით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, ორივე სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
ხელშემკვრელი მხარეები დახმარებას გაუწევენ ერთმანეთს 1-ლი მუხლში მითითებულ სფეროებთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავებასა და ანალიზში და მიაწვდიან მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილ ორგანოებს აპარატურასა და სპეციფიკურ ტექნოლოგიებს მათ მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.
მუხლი 5🔗
წინამდებარე შეთანხმების განხორციელების მიზნით, ხელშემკვრელი მხარეები:
1. თავიანთი შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების ფარგლებში უზრუნველყოფენ ექსპერტთა შეხვედრების ორგანიზებას, მათ კომპეტენციას მიკუთვნებული ისეთი გადაუდებელი და სპეციფიკური პრობლემების გადაჭრის მიზნით, როგორიცაა ნარკოტიკებით, ფსიქოტროპული ნივთიერებებითა და პრეკურსორებით, ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო მასალებით უკანონო ვაჭრობა, უკანონო მიგრაცია ან ორგანიზებული დანაშაულის სხვა ფორმები.
2. წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე, დახმარებას გაუწევენ ერთმანეთს სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურებისა და ორგანიზაციების ფარგლებში.
მუხლი 6🔗
1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ უარი თქვას ინფორმაციის მიწოდებაზე ან დახმარების გაწევაზე, თუ მიიჩნევს, რომ ამგვარი ქმედება საფრთხეს უქმნის მის სუვერენულობას, უსაფრთხოებას და სხვა ძირითად ინტერესებს, ასევე, თუ დახმარების გაწევის ან ინფორმაციის გადაცემის მოთხოვნა არ შეესაბამება მხარეთა ეროვნულ კანონმდებლობას, ან თუ ასეთი მოთხოვნის შესრულებას შესაძლებელია შედეგად მოჰყვეს ეროვნული კანონმდებლობის ნორმების ან საერთაშორისო ვალდებულებათა დარღვევა.
2. დახმარების გაწევის ან ინფორმაციის გადაცემის მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოები აღნიშნული ფაქტის შესახებ წერილობით აცნობებენ ერთმანეთს და, ამასთანავე, მიუთითებენ უარის თქმის საფუძველს.
3. თითოეული ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილ ორგანოებს შეუძლიათ დაადგინონ პირობები, თუ როგორ უნდა მოხდეს მიღებული დახმარების ან ინფორმაციის გამოყენება. ეს პირობები სავალდებულო იქნება მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი ორგანოებისათვის.
მუხლი 7🔗
1. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა შესრულების მიზნით, მხარეები უზრუნველყოფენ გადაცემული ინფორმაციის კონფიდენციალურობასა და დაცვას ინფორმაციის მიმწოდებელი მხარის მიერ ამ ინფორმაციისათვის მინიჭებული საიდუმლოობის გრიფის შესაბამისად.
2. ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ იმ მიზნით, რისთვისაც იგი იქნა გადაცემული.
3. თანამშრომლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის, დოკუმენტაციის, ტექნიკური მეთოდოლოგიის, ტექნოლოგიების ან ნიმუშების გამრავლება, გადაცემა ან მიწოდება მესამე მხარისათვის დროებით თუ მუდმივ საფუძველზე, ნებადართულია მხოლოდ მიმწოდებელი მხარის უფლებამოსილი ორგანოს წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
4. თითოეული ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი ორგანო პასუხს აგებს მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის დაცვაზე. ამასთან, იგი ვალდებულია დაიცვას წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მიღებულ ინფორმაციასთან, დოკუმენტაციასთან, ტექნიკურ მეთოდოლოგიასთან, ტექნოლოგიებსა ან ნიმუშებთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და მიიღოს აუცილებელი ზომები, რათა უზრუნველყოს კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენება, მხოლოდ უფლებამოსილი პირების მიერ ოფიციალურ ფუნქციათა შესრულების მიზნით.
5. ინფორმაციის მიმღები უფლებამოსილი ორგანო დაუყოვნებლივ აცნობებს ინფორმაციის გამცემ უფლებამოსილ ორგანოს უსაფრთხოების ზომების დარღვევის ფაქტს, რომელსაც შესაძლებელია თან ახლდეს კონფიდენციალური ინფორმაციის დაკარგვა ან არაუფლებამოსილი პირებისათვის მისი გამჟღავნების საშიშროება. ინფორმაციის მიმღები უფლებამოსილი ორგანო დაუყოვნებლივ დაიწყებს გამოძიებას თავისი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, რაშიც, მოთხოვნის შემთხვევაში, მას დახმარებას გაუწევს ინფორმაციის გამცემი უფლებამოსილი ორგანო. ინფორმაციის მიმღები უფლებამოსილი ორგანო დაუყოვნებლივ აცნობებს ინფორმაციის გამცემ უფლებამოსილ ორგანოს მიღებული ზომებისა და საგამოძიებო ქმედებათა შედეგების შესახებ.
6. თითოეული ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი ორგანო დაუყოვნებლივ აცნობებს მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილ ორგანოს თავისი შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობაში მომხდარი იმ ცვლილებების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გაცვლილი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვაზე.
მუხლი 8🔗
1. პირად მონაცემთა დაცვის მიზნით, ხელშემკვრელ მხარეთა უფლებამოსილი ორგანოები აყენებენ შემდეგ მოთხოვნებს:
a) მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი ორგანო მონაცემებს გამოიყენებს მხოლოდ მოთხოვნის მიმღები ხელშემკველი მხარის უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი მიზნებითა და პირობებით;
b) მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი ორგანო მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილ ორგანოს გადასცემს ინფორმაციას მხოლოდ მის მიერ მიწოდებული მონაცემების გამოყენებისა და მიღებული შედეგების შესახებ;
c) თითოეული ხელეშმკვრელი მხარის უფლებამოსილი ორგანო მონაცემებს გადასცემს მხოლოდ მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ უფლებამოსილ ორგანოს;
d) იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ჰქონდა არასწორი ინფორმაციის ან ისეთი ინფორმაციის მიწოდებას, რომლის გაგზავნაც არ შეიძლებოდა, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილ ორგანოს გადასცეს ზუსტი და ნამდვილი მონაცემები. მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი ორგანო შესაბამის შესწორებებს შეიტანს თავდაპირველად მიღებულ მცდარ ინფორმაციაში, ან თუ მის ხელთ მოხვდა ისეთი ინფორმაცია, რომლის გადაცემას არ შეიძლებოდა, გაანადგურებს მას;
e) მონაცემთა გადაცემისას, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელ მხარეს აცნობებს თავისი ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ მოთხოვნების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია მონაცემთა განადგურებასთან ან მოცილებასთან. მიუხედავად მონაცემთა შენახვისათვის დადგენილი ვადებისა, პირთან დაკავშირებული ის მონაცემები, რომლებიც აღარ არის საჭირო, ექვემდებარება დაუყოვნებლივ განადგურებას ან მოცილებას. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილ ორგანოს უნდა ეცნობოს გადაცემული ინფორმაციის განადგურებისა და მოცილების და, ასევე, ასეთი ქმედების მოტივაციის შესახებ წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში მის საფუძველზე მიღებული ყველა სახის მონაცემები უნდა განადგურდეს.
f) ხელშემკვრელ მხარეებს ეკისრებათ გადაცემული, მიღებული და განადგურებული მონაცემების აღრიცხვის ვალდებულება.
g) ხელშემკვრელ მხარეთა უფლებამოსილი ორგანოები პასუხისმგებელნი არიან უზრუნველყონ პირად მონაცემთა ეფექტური დაცვა მათი უნებართვო გამოყენების, დაკარგვის, გამოქვეყნების, შეცვლისა და განადგურებისაგან.
მუხლი 9🔗
1. წინამდებარე შეთანხმების დებულებები გავლენას არ ახდენს ხელშემკვრელ მხარეთა იმ უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომლებიც გამომდინარეობს სხვა საერთაშორისო შეთანხმებებიდან ან ხელშეკრულებებიდან.
2. წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა გადაწყდება ხელშემკვრელ მხარეთა შორის კონსულტაციების გზით.
მუხლი 10🔗
წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასთან და დელეგაციათა გაცვლასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს ორივე მხარე. აღნიშნული საკითხი დარეგულირდება შესაბამისი ოქმის გაფორმების გზით, წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით.
მუხლი 11🔗
წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. მისი დენონსაცია ან მოქმედების შეწყვეტა შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერ დროს, მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, დენონსაცია ძალაში შედის შეტყობინების თარიღიდან 6 (ექვსი) თვის, ხოლო მოქმედების შეწყვეტა 30 (ოცდაათი) დღის შემდეგ.
მუხლი 12🔗
1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ დიპლომატიური არხებით უკანასკნელი შეტყობინების მიღების დღიდან.
2. შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება ურთიერთშეთანხმებით, ცვლილებები ძალაში შედის 1-ლ პუნქტში მითითებული პროცედურის შესაბამისად.
შესრულებულია ქ. ბუქარესტში 2004 წლის 14 მაისს, ორ ეგზემპლარად თითოეული ქართულ, რუმინულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. თარგმანის განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
რუმინეთის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)