მუხლი 81 თანამშრომლობის საბჭო იქმნება, რათა მეთვალყურეობა გაუწიოს წინამდებარე შეთანხმების შესრულებას. საბჭოს შეხვედრები გაიმართება წელიწადში ერთხელ მინისტრების დონეზე. საბჭო განიხილავს ნებისმიერ ძირითად საკითხს, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში, და ნებისმიერ სხვა ორმხრივ და საერტაშორისო ურთიერთობების საკითხს შეთანხმების მიზნების მისაღწევად. თანამშრომლობის საბჭოს ასევე შეუძლია შეიმუშავოს შესაბამისი რეკომენდაციები ორ მხარეს შორის შეთანხმების საფუძველზე🔗