# №2623 საერთაშორისო კონვენცია
ყალბი ფულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/1213249/0
- წყარო: https://legali.ge/law/1213249/

> ეს არის  მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 3. ქვემორემოყვანილი ქმედობანი დასჯადია, როგორც ჩვეულებრივი დანაშაული:

(1)ვალუტის გაყალბება ან მისი შეცვლა ნებისმიერი საშუალების გამოყენებით;

(2) ყალბი ფულის მიმოქცევაში გაშვება;

(3) წინასწარი შეცნობით ყალბი ფულის ქვეყანაში შეტანა, მიღება ან შეძენა მიმოქცევაში გაშვების მიზნით;

(4) ხსენებული აქტების ჩადენის მცდელობა ან ნებისმიერი განზრახი მონაწილეობა მათ ჩადენაში;

(5) ისეთი ხელსაწყოებისა და ნაწილების დამზადება, მიღება ან შეძენა, რომლებიც სპეციალურად ვალუტის გასაყალბებლად ან შესაცვლელად არის გამიზნულ

[https://legali.ge/law/1213249/muxli-3/](https://legali.ge/law/1213249/muxli-3/)

---

## მუხლი 5. არანაირი განსხვავება არ უნდა არსებობდეს მე-3 მუხლში გათვალისწინებული დანაშაულებისათვის შესაფარდებელ სასჯელთა ზომაში, მიუხედავად იმისა, ეს ქმედება დაკავშირებულია, ერთი მხრივ, ადგილობრივ თუ, მეორე მხრივ



[https://legali.ge/law/1213249/muxli-5/](https://legali.ge/law/1213249/muxli-5/)

---

## მუხლი 7. იმდენად, რამდენადაც ,,სამოქალაქო მხარეები” არიან უფლებამოსილი ადგილობრივი კანონმდებლობით, უცხოურ ,,სამოქალაქო მხარეებს”, საჭიროების შემთხვევაში იმ მაღალი ხელშემკვრელი მხარის ჩათვლით, რომლის ვალუტაც არ



[https://legali.ge/law/1213249/muxli-7/](https://legali.ge/law/1213249/muxli-7/)

---

## მუხლი 8. ქვეყნებში, სადაც საკუთარი მოქალაქის ექსტრადიციის პრინციპი არ არის აღიარებული, ის მოქალაქეები, რომლებიც დაბრუნდნენ თავიანთი ქვეყნის ტერიტორიაზე საზღვარგარეთ მე-3 მუხლში მოხსენიებული დანაშაულის ჩადენის 

ეს დებულება არ გამოიყენება, თუ მსგავს შემთხვევაში არ მოხდება უცხოელი დამნაშავის ექსტრადიცი

[https://legali.ge/law/1213249/muxli-8/](https://legali.ge/law/1213249/muxli-8/)

---

## მუხლი 9. უცხოელი, რომელმაც მე-3 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული საზღვარგარეთ ჩაიდინა და რომელიც იმყოფება იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომლის კანონმდებლობა ზოგად წესად საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაულისათვი

საქმის აღძვრის ადგილი აქვს ექსტრადიციის მოთხოვნის შემთხვევაში და თუ სახელმწიფოს, რომლის მიმართაც განაცხადია წარდგენილი არ შეუძლია ისეთ ქმედებაში ბრალდებული პირის გადაცემა, რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს დანაშაულთა

[https://legali.ge/law/1213249/muxli-9/](https://legali.ge/law/1213249/muxli-9/)

---

## მუხლი 10. მე-3 მუხლით გათვალიწინებული დანაშაულები ექსტრადიციის ნებისმიერ ხელშეკრულებაში კვალიფიცირდება, როგორც ექსტრადიციას დაქვემდებარებული დანაშაულები, მიუხედავად იმისა, ეს ხელშეკრულება უკვე დადებულია თუ მომა

ის მაღალი ხეკშემკვრელი მხარეები, რომლებიც ხელშეკრულების ან ნაცვალგების საფუძველზე არ ახორციელებენ ექსტრადიციას, ამიერიდან აღიარებენ, რომ ერთმანეთთან ურთიერთობაში განახორციელებენ ექსტრადიციას მე-3 მუხლში მითითებულ დანაშაულებზე.

ექსტრადიცია მოხდება იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის მიმართაც არის წარმოდგენილი მოთხოვნ

[https://legali.ge/law/1213249/muxli-10/](https://legali.ge/law/1213249/muxli-10/)

---

## მუხლი 11. ყალბი ფული, ისევე როგორც მე-3 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული ხელსაწყოები და სხვა ნაწილები ექვემდებარება ამოღებასა და კონფისკაციას. კონფისკაციის შემდეგ ასეთი ფული, ხელსაწყო ან ნაწილი თხოვნის შემთხვევაშ



[https://legali.ge/law/1213249/muxli-11/](https://legali.ge/law/1213249/muxli-11/)

---

## მუხლი 12. ყოველ ქვეყანაში, მისი ადგილობრივი კანონმდებლობის ფარგლებში, ფულის გაყალბების საკითხებზე გამოძიებას ორგანიზაციას უწევს ცენტრალური ორგანო

ასეთი ცენტრალური ორგანო მჭიდრო კავშირში უნდა იმყოფებოდეს:

(ა) ფულის გამომშვებ დაწესებულებებთან;

(ბ) საკუთარი ქვეყნის პოლიციის ორგანოებთან;

(გ) სხვა ქვეყნების შესაბამის ცენტრალურ ორგანოებთან.

ყოველი ქვეყნის ცენტრალური ორგანო ვალდებულია შეაგროვოს ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს ყალბი ფულის მოჭრასთან დაკავშირებულ გამოძიებას, მის თავიდან აცილებას და დამსჯელი ღონისძიებების გატარება

[https://legali.ge/law/1213249/muxli-12/](https://legali.ge/law/1213249/muxli-12/)

---

## მუხლი 14. ყოველმა ცენტრალურმა ორგანომ იმდენად, რამდენადაც იგი მიიჩნევს მიზანშეწონილად უნდა გადაუგზავნოს სხვა ქვეყნების ცენტრალურ ორგანოებს თავის ქვეყანაში არსებული ვალუტის გაუქმებული ნიმუშები

ამავე პირობით იგი რეგულარულად აცნობებს უცხო ქვეყნებში არსებულ ცენტრალურ ორგანოებს, ყველა საჭირო მონაცემის დართვით:

(ა) საკუთარ ქვეყანაში ახალი ფულის გამოშვების შესახებ;

(ბ) მოძველების ან სხვა მიზეზით ფულის მიმოქცევიდან ამოღების შესახებ.

წმინდა ადგილობრივი მნიშვნელობის შემთხვევების გარდა, თითოეული ცენტრალური ორგანო, რამდენადაც იგი ჩათვლის მიზანშეწონილად აცნობებს უცხო ქვეყნების ცენტრალურ ორგანოებს:

1) ყალბი ფულის ნებისმიერ აღმოჩენას. შეტყობინებას ყალბი ფულადი ნიშნებისა და ბანკნოტების შესახებ თანდართული უნდა ჰქონდეს მხოლოდ იმ დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ყალბი ფულის ტექნიკური აღწერილობა, რომლის ბანკნოტებიც იქნა გაყალბებული. გადაგზავნილი უნდა იქნეს ფოტორეპროდუქცია ან, თუ შესაძლებელია, გაყალბებული ბანკნოტის ნიმუში. განსაკუთრებულ შემთხვევებში დაინტერესებულ ცენტრალურ ორგანოებს ინფორმაციითა და მოკლე აღწერილობით უნდა დაუკავშირდნენ პოლიციის წარმომადგენლები ზემოთ აღნიშნული ტექნიკური აღწერილობისა და ყოველგვარი გამაფრთხილებელი შეტყობინების გარეშე.

2) ფულის გაყალბების საქმეებზე მიმდინარე გამოძიებებსა და წაყენებულ ბრალდებებს, ასევე გამყალბებელთა დაპატიმრების, მსჯავრდების, გასახლების ფაქტებს და როცა ეს შესაძლებელია, ცნობებს მათი გადაადგილების შესახებ, ნებისმიერ სხვა სასარგებლო დეტალთან ერთად, განსაკუთრებით მათ აღწერილობას, თითის ანაბეჭდებს და ფოტოსურათებს;

3) დეტალურ ინფორმაციას ფულის გაყალბების შემთხვევების აღმოჩენის შესახებ, იმის მითითებით, სრულად იქნა თუ არა ამოღებული მიმოქცევაში გაშვებული ყალბი ფულ

[https://legali.ge/law/1213249/muxli-14/](https://legali.ge/law/1213249/muxli-14/)

---

## მუხლი 15. ფულის გაყალბების თავიდან აცილებისა და დასჯის სფეროში პირდაპირი საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფის, გაუმჯობესებისა და განვითარების მიზნით, მაღალი ხელმომწერი მხარეების ცენტრალური ორგანოების წარმო



[https://legali.ge/law/1213249/muxli-15/](https://legali.ge/law/1213249/muxli-15/)

---

## მუხლი 16. იურიდიული დახმარების შესახებ თხოვნის გადაცემა, როდესაც საქმე ეხება მესამე მუხლით განსაზღვრულ დანაშაულებრივ ქმედებებს, უნდა განხორციელდეს:

ა) პირდაპირი ურთიერთობით სასამართლო ორგანოებს შორის, სადაც ეს შესაძლებელია, ცენტრალური ორგანოს მეშვეობით;

ბ) ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრს შორის პირდაპირი კორესპონდენციით ან თხოვნის წარმდგენი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლის პირდაპირი კავშირით ამ ქვეყნის იუსტიციის მინისტრთან, რომელსაც წარედგინა თხოვნა;

გ) თხოვნის წარმდგენი ქვეყნის დიპლომატიური თუ საკონსულო წარმომადგენლის მეშვეობით ამ ქვეყანაში, რომელსაც წარედგინა თხოვნა; წარმომადგენელი გაუგზავნის თხოვნის წერილს პირდაპირ კომპეტენტურ სასამართლო ორგანოს ან სპეციალურად ამ მიზნისათვის იმ ქვეყნის მთავრობის მიერ დანიშნულ ორგანოს, რომელსაც წარედგინება თხოვნა, და მიიღებს პირდაპირ ასეთი ორგანოსაგან თხოვნის შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტაციას.

(ა) და (გ) შემთხვევებში თხოვნის წერილების ასლი ყოველთვის დაუყოვნებლივ გადაეგზავნება იმ ქვეყნის ზემდგომი ორგანოს წარმომადგენელს, რომელსაც წარედგინა განცხადება.

თუ არ არის სხვაგვარი შეთანხმება, თხოვნის წერილები დაიწერება თხოვნის წარმდგენი ქვეყნის წარმომადგენლის ენაზე, იმის გათვალისწინებით, რომ თხოვნის მიმღებმა ქვეყანამ შეიძლება მოითხოვოს თარგმანი საკუთარ ენაზე, სისწორის დასტურით თხოვნის წარმდგენი ქვეყნის წარმომადგენლის მიერ.

თითოეული მაღალი ხელშემკვრელი მხარე შეატყობინებს მეორე მაღალ ხელშემკვრელ მხარეს ზემოხსენებული თხოვნის წარდგენის მეთოდს ან მეთოდებს, რომელსაც იგი აირჩევს თხოვნის გადასაცემად.

მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ მსგავსი შეტყობინების გაგზავნამდე, ძალაშია მანამდე მისთვის არსებული პროცედურა თხოვნის წერილებთან დაკავშირებით.

სასამართლო დავალებების აღსრულება არ დაექვემდებარება არანაირი სახის ბეგარას, გარდა ექსპერტების მიერ გაწეული ხარჯებისა.

წინამდებარე მუხლში არცერთი დებულება არ შეიძლება განმარტებულ იქნეს, როგორც მხარეთა ვალდებულება სისხლის სამართლის საქმეებში გამოიყენონ მტკიცების ისეთი ფორმა ან მეთოდი, რომელიც ეწინააღმდეგება მათ კანონმდებლობა

[https://legali.ge/law/1213249/muxli-16/](https://legali.ge/law/1213249/muxli-16/)

---

## მუხლი 18. წინამდებარე კონვენცია არანაირად არ ხელყოფს პრინციპს, რომლის მიხედვით მე-3 მუხლში მითითებული დანაშაულები ნებისმიერ ქვეყანაში განისაზღვრება, მათზე ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა და ისჯება ადგილ



[https://legali.ge/law/1213249/muxli-18/](https://legali.ge/law/1213249/muxli-18/)

---

## მუხლი 19. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები თანახმანი არიან, რომ თუ კონვენციის განმარტებასთან ან მის გამოყენებასთან დაკავშირებით წამოჭრილი დავა არ გადაწყდება უშუალო მოლაპარაკების გზით, იგი განსახილველად გადაეცეს საე



[https://legali.ge/law/1213249/muxli-19/](https://legali.ge/law/1213249/muxli-19/)

---

## მუხლი 20. წინამდებარე კონვენცია, რომლის ფრანგული და ინგლისური ტექტებია ავთენტური, დათარიღებულია დღევანდელი რიცხვით. 1929 წლის 31 დეკემბრამდე იგი ღია იქნება ხელმოსაწერად ერთა ლიგის ნებისმიერი წევრის სახელით და ნ

იგი იქნება რატიფიცირებული, და სარატიფიკაციო სიგელები გადაეცემა ერთა ლიგის გენერალურ მდივანს, რომელიც შეატყობინებს მათი მიღების შესახებ ლიგის ყველა წევრს და ზემოხსენებულ არაწევრ სახელმწიფოებ

[https://legali.ge/law/1213249/muxli-20/](https://legali.ge/law/1213249/muxli-20/)

---

## მუხლი 21. 1930 წლის 1 იანვრის შემდეგ წინამდებარე კონვენცია ღია იქნება შესაერთებლად ერთა ლიგის ნებისმიერი წევრის სახელით და მე-20 მუხლში მითითებული ნებისმიერი არაწევრი სახელმწიფოს სახელით, რომელსაც მასზე ხელი არ

შეერთების სიგელები გადაეცემა ერთა ლიგის გენერალურ მდივანს, რომელიც შეატყობინებს მათი მიღების შესახებ ლიგის ყველა წევრს და მე-20 მუხლში მითითებულ არაწევრ სახელმწიფოებ

[https://legali.ge/law/1213249/muxli-21/](https://legali.ge/law/1213249/muxli-21/)

---

## მუხლი 22. ქვეყნები, რომლებიც მზად არიან მე-20 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად მოახდინონ ამ კონვენციის რატიფიკაცია, ან 21-ე მუხლის შესაბამისად შეუერთდნენ ამ კონვენციას, მაგრამ სურთ კონვენციის გამოყენებასთან დაკ



[https://legali.ge/law/1213249/muxli-22/](https://legali.ge/law/1213249/muxli-22/)

---

## მუხლი 24. თუ რომელიმე მაღალი ხელშემკვრელი მხარე არ განაცხადებს საწინააღმდეგოს ხელმოწერის, რატიფიცირების ან შეერთებისას, წინამდებარე კონვენციის დებულებები არ გამოიყენება კოლონიების, ზღვის გადაღმა ტერიტორიების, პ

ამასთანავე, მაღალი ხელშემკვრელი მხარეები იტოვებენ იმის უფლებას, რომ კონვენციის 21-ე და 23-ე მუხლების დებულებები გავრცელდეს მათ კოლონიებზე, ოკეანის გადაღმა, პროტექტორატების, სუზერენული ძალაუფლების ქვეშ მყოფ ან სამანდატო ტერიტორიებზე. ისინი ასევე იტოვებენ უფლებას მოახდინონ მისი ცალკე დენონსირება 27-ე მუხლში დადგენილი დებულებების შესაბამისა

[https://legali.ge/law/1213249/muxli-24/](https://legali.ge/law/1213249/muxli-24/)

---

## მუხლი 25. წინამდებარე კონვენცია ძალაში არ შევა, ვიდრე ერთა ლიგის ხუთი წევრი ქვეყანა ან არაწევრი სახელმწიფოები არ მოახდენენ მის რატიფიცირებას ან შეუერთდებიან კონვენციას. ძალაში შესვლის თარიღად ჩაითვლება 90-ე დღე



[https://legali.ge/law/1213249/muxli-25/](https://legali.ge/law/1213249/muxli-25/)

---

## მუხლი 27. წინამდებარე კონვენციის დენონსირება შეიძლება მოახდინოს ერთა ლიგის ნებისმიერმა წევრმა ან არაწევრმა სახელმწიფომ ერთა ლიგის გენერალური მდივნისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნით, რომელიც ამის შესახებ 



[https://legali.ge/law/1213249/muxli-27/](https://legali.ge/law/1213249/muxli-27/)

---

## მუხლი 28. წინამდებარე კონვენცია რეგისტრირებული იქნება ერთა ლიგის სამდივნოს მიერ მისი ძალაში შესვლის დღიდან

ამის დასტურად, ზემოთ აღნიშნული სრულუფლებიანი წარმომადგენლები ხელს აწერენ წინამდებარე კონვენციას.

შესრულებულია ჟენევაში, ათას ცხრაას ოცდაცხრა წლის 20 აპრილს, ერთ ასლად, რომელიც ინახება ერთა ლიგის სამდივნოს არქივში და მისი დამოწმებული ასლები გადაეგზავნება ლიგის ყველა წევრ და მე-20 მუხლში ჩამოთვლილ არაწევრ სახელმწიფოებს.

ალბანეთი - დოქტორ სტარვო სტარვი

გერმანია - დოქტორ ერიჰ კრაცე, დოქტორ ვოლფგანგ მეტენბერგ ვოკე

ა.შ.შ. - ჰიუ რ. უილსონი

ავსტრია - დოქტორ ბრუნო შულცი

ბელგია - სერვეისი

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო და ბრიტანეთის იმპერიის ყველა სხვა ნაწილი, რომელიც არ არის ერთა ლიგის დამოუკიდებელი წევრი - ჯონ ფიშერ უილიამსი, ლესლი ს. ბრასი

ინდოეთი კონვენციის 24-ე მუხლის პირობის მიხედვით, ჩემი ხელმოწერა არ მოიცავს მისი უდიდებულესობის სიუზერენული ძალაუფლების ქვეშ მყოფ პრინცსა და მთავრის ტერიტორიებს - ვერნონ დოუსონი

ბულგარეთი - დ. მიკოფი

ჩინეთი - ლონ ლიანგი

კოლუმბია - ა. ჯ. რესტრეპო

კუბა - გ. დე ბლანკი, მ.რ. ალვარეზი

დანია - უილიამ ბორბერგი

დანზიგის თავისუფალი ქალაქი - ფ. სოკალი, ჯონ მიული

ესპანეთი - მორისიო ლოპეს რობერტსი, მარკიზ დე ლა ტერერმოზა

საფრანგეთი - შალენდარი

საბერძნეთი - ნეგალოს კალოიანი

უნგრეთი - პოლ დე ჰევესი

იტალია - უგო ალოიზი

იაპონია - რეიზაბურო ჰაიაში, შიგერუ ნაგაი

ლუქსემბურგი - შ. გ. ვერმერი

მონაკო - რ. ელესი

ნორვეგია - შ. ლ. ლანჟი, წინამდებარე კონვენციის ხელმოწერისას ხელის მომწერი პირი თავისი ქვეყნის ხელისუფლების სახელით აცხადებს, რომ:

ნორვეგიის სისხლის სამართლის კოდექსის 176 მუხლის მე-2 პარაგრაფისა და ნორვეგიის კანონის დამნაშავეთა ექსტრადაციის შესახებ მე-2 მუხლის დებულების მიხედვით, წინამდებარე კონვენციის მე-10 მუხლში განსაზღვრული ექსტრადაცია არ მიესადაგება მე-3 მუხლში მოხსენიებულ დანაშაულს, როდესაც ყალბი ფულის მიმოქცევაში გამშვები პირი თვითონვე გულწრფელად აღიარებს თავისივე დანაშაულს.

პანამა - ჯ. დ. აროსემენა

ნიდერლანდები - ა. ა. ვან დერ ფელიცი, პ. ჯ. გერკე, კ. ჰ. ბროეგჰოფო

პოლონეთი - ფ. სოკალი, ვლოდზიმერს სოკალსკი

პორტუგალია - ხოსე კაერო დამატა

რუმინეთი - ანტონიადე, ვასპასიან ვ. პელა, პასკალ ტონკესკო

სერბების, ხორვატების და სლოვენიელების სამეფო - დოქტორ თომას გივანოვიჩ

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკათა კავშირი - გ. ლაშკევიჩი, ნიკოლოზ ლიუბიმოვი

შვეიცარია - დელაკუა

ჩეხოსლოვაკია - იაროსლავ კალაბი

ოქმი
[1]

1. განმარტებანი

კონვენციის ხელმოწერისას, სრულუფლებიანი პირები აცხადებენ, რომ აღიარებენ კონვენციის დებულებების განმარტებებს.

დადგენილია, რომ:

1. ბანკნოტზე ბეჭდის ფალსიფიკაცია, სახელმწიფოში ბანკნოტის გამოყენების მიზნით, თვით ბანკნოტის ფალსიფიკაციად ჩაითვლება.

2. კონვენცია ზეგავლენას არ ახდენს მაღალი ხელშემკვრელი მხარეების უფლებაზე, რათა თავისუფლად არეგულირებდეს პრინციპებს, რომლებიც შეეხება შედარებით მსუბუქი სასჯელის გამოყენებას ან დაუსჯელობას, ასევე შეწყალებისა და შენდობის პრეროგატივასა და ამნისტიის უფლებას, ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. კონვენციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული წესი არანაირად არ ცვლის შიდა კანონმდებლობას, რომელიც შეეხება სასჯელის გამოტანას დანაშაულთა ერთობლიობაზე. იგი არ იცავს პირს, რომელიც როგორც ფალსიფიკატორი, ისევე ყალბი ფულის მიმოქცევაში გამშვები პირია, განისაჯოს მხოლოდ როგორც ფალსიფიკატორი.

4. მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს მოეთხოვებათ მოთხოვნის წერილის გაფორმება მხოლოდ ადგილობრივი კანონმდებლობის ფარგლებში.

2. დათქმები

მაღალი ხელშემკვრელი მხარეები, რომლებიც დათქმას აკეთებენ, იღებენ ამ კონვენციას გარკვეული პირობით, რომელიც დათქმაში არის განსაზღვრული; მათ მონაწილეობას დათქმის ფარგლებში აღიარებს ყველა დანარჩენი მაღალი ხელშემკვრელი მხარე.

1. ინდოეთის მთავრობა აკეთებს დათქმას იმის თაობაზე, რომ მე-9 მუხლი არ ვრცელდება ინდოეთზე, რადგანაც მართვის უფლებამოსილების სფერო არ არის საკმარისად ფართო ამ მუხლში განსაზღვრული დებულების მისაღებად.

2. მოლაპარაკებების პროცესშია საკონსულო იურისდიქციის გაუქმება, რომელიც ჯერ კიდევ ვრცელდება ზოგიერთი ხელისუფლების მოქალაქეებზე, ამიტომაც ჩინეთის მთავრობას არ ძალუძს მე-10 მუხლის მიღება, რომელიც ხელისუფლების მიერ იმ უცხოელის ექსტრადიციას ითვალისწინებს, რომელიც ყალბი ფულის მოჭრაში არის ბრალდებული მესამე სახელმწიფოს მიერ.

3. რაც შეეხება მე-20 მუხლის დებულებებს, სსრკ-ს დელეგაცია მთავრობის სახელით აკეთებს დათქმას, რათა სურვილისამებრ გადასცეს სარატიფიკაციო სიგელი სხვა ხელის მომწერ მხარეს, რათა უკანასკნელმა ასლი გადასცეს ერთა ლიგის გენერალურ მდივანს და შეტყობინება გადაეგზავნოს დანარჩენ ხელისმომწერ ან მიერთებულ სახელმწიფოებს.

3. განცხადებები

შვეიცარია

კონვენციაზე ხელის მოწერისთანავე, შვეიცარიის წარმომადგენელმა გააკეთა შემდეგი განცხადება:

,,შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს არ ძალუძს კონვენციის სისხლის სამართლებრივი დებულებების შესრულება, ვიდრე დადებითად არ გადაწყდება შვეიცარიაში ერთიანი სისხლის სამართლის კოდექსის მიღების საკითხი, და შესაბამისად, მიიპყრობს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ კონვენციის რატიფიცირება ვერ მოხდება დადგენილ ვადაში.

,,მიუხედავად ამისა, ფედერალურ საბჭოს ძალუძს ადმინისტრაციული დებულებების შესრულება მისი ძალაუფლების სფეროებში, იმის შემდეგ, რაც მოხდება მათი ძალაში შესვლა 25-ე მუხლის თანახმად.”

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკათა კავშირი

კონვენციაზე ხელის მოწერისთანავე სსრკ-ს წარმომადგენელმა გააკეთა შემდეგი განცხადება:

,,მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-ს დელეგაციამ მიიღო მე-19 მუხლის დებულებები, აცხადებს, რომ კავშირის მთავრობა არ სთავაზობს მიმართვას საერთაშორისო მართლმსაჯულების მუდმივმოქმედ სასამართლოსადმი.

,,რაც შეეხება ამავე მუხლის დებულებებს იმის თაობაზე, რომ თუ დავების მოგვარება არ იქნა მიღწეული პირდაპირი მოლაპარაკებებით, მხარეები მიმართავენ სხვა საარბიტრაჟო პროცედურებს, გარდა საერთაშორისო მართლმსაჯულების მუდმივმოქმედი სასამართლოსი, სსრკ-ს დელეგაცია ხაზგასმით აცხადებს, რომ ამ დებულების მიღება არ უნდა იქნეს ინტერპრეტირებული, როგორც კავშირის მთავრობის თვალსაზრისის შეცვლა, მხარეთა შორის დავების მოგვარების საარბიტრაჟო პროცედურების ზოგად საკითხებთან დაკავშირებით.”

წინამდებარე ოქმი მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს აკისრებს ვალდებულებებს და მას გააჩნია ისეთივე ძალა და მოქმედების ხანგრძლივობა, როგორც დღევანდელი დღის კონვენციას, რისი ოქმიც მის განუყოფელ ნაწილად უნდა ჩაითვალოს.

ამის დასტურად, ქვემორე ხელის მომწერმა პირებმა წინამდებარე ოქმზე ხელი მოაწერეს.

შესრულებულია ჟენევაში, ათას ცხრაას ოცდაცხრა წლის 20 აპრილს, ერთ ასლად, რომელიც ინახება ერთა ლიგის სამდივნოს არქივში და მისი აუთენტური ასლები გადაეგზავნება ლიგის ყველა წევრ და კონფერენციაზე დამსწრებ არაწევრ სახელმწიფოებს.

ალბანეთი - დოქტორ სტარვო სტარვი

გერმანია - დოქტორ ერიჰ კრაცე, დოქტორ ვოლფგანგ მეტენბერგ ვოკე

ა.შ.შ. - ჰიუ რ. უილსონი

ავსტრია - დოქტორ ბრუნო შულცი

ბელგია - სერვეისი

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო და ბრიტანეთის იმპერიის ყველა სხვა ნაწილი, რომელიც არ არის ერთა ლიგის დამოუკიდებელი წევრი - ჯონ ფიშერ უილიამსი, ლესლი ს. ბრასი

ინდოეთი - ვერნონ დოუსონი

ბულგარეთი - დ. მიკოფი

ჩინეთი - ლონ ლიანგი

კოლუმბია - ა.ჯ. რესტრეპო

კუბა - გ. დე ბლანკი, მ.ლ.ალვარეზ

დანია - უილიამ ბორბერგი

დანზიგის თავისუფალი ქალაქი - ფ. სოკალი, ჯონ მიული

ესპანეთი - მორისიო ლოპეს რობერტსი, მარკიზ დე ლა ტერერმოზა

საფრანგეთი - შალენდარი

საბერძნეთი - ნეგალოს კალოიანი

უნგრეთი - პოლ დე ჰევესი

იტალია - უგო ალოიზი

იაპონია - რეიზაბურო ჰაიაში, შიგერუ ნაგაი

ლუქსემბურგი - შ.გ. ვერმერი

მონაკო - რ. ელესი

ნორვეგია - შ.ლ. ლანჟი

პანამა - ჯ.დ. აროსემენა

ნიდერლანდები - ა.ა. ვან დერ ფელიცი, პ.ჯ. გერკე, კ.ჰ. ბროეგჰოფი

პოლონეთი - ფ. სოკალი, ვლოდიმერს სოკალსკი

პორტუგალია - ხოსე კაერო დამატა

რუმინეთი - ანტონიადე, ვასპასიან ვ. პელა, პასკალ ტონკესკო

სერბების, ხორვატებისა და სლოვენიელების სამეფო - დოქტორ თომას გივანოვიჩ

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკათა კავშირი - გ. ლაშკევიჩი, ნიკოლოზ ლიუბიმოვი

შვეიცარია - დელაკუა

ჩეხოსლოვაკია - იაროსლავ კალაბი

[1]

რატიფიკაცია:

ესპანეთი (28 აპრილი, 1930), ბულგარეთი (22 მაისი, 1930), პორტუგალია (18 სექტემბერი, 1930), იუგოსლავია (24 ნოემბერი, 1930), დანია (19 თებერვალი, 1931), ნორვეგია(16 მარტი, 1931), საბერძნეთი (19 მაისი, 1931), ავსტრია (25 ივნისი, 1931), სსრკ (13 ივლისი, 1931), ჩეხოსლოვაკია (12 სექტემბერი, 1931), მონაკო (21 ოქტომბერი, 1931)

მიერთება;

ესტონეთი (30 აგვისტო, 193

[https://legali.ge/law/1213249/muxli-28/](https://legali.ge/law/1213249/muxli-28/)
