გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ

მიღების თარიღი 16.02.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №85
სარეგისტრაციო კოდი 440050000.10.003.016246
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 230211, 23/02/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,681 სიტყვა · ~13 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (9)
2 პროექტის გამოყენებითი პოტენციალი
3 პროექტის შემსრულებელთა კომპეტენტურობა
4 პროექტის მართვა
კრიტერიუმის დასახელება
1. პროექტის არსი და მეცნიერული ღირებულება
1.1 რამდენად მკაფიოდ არის აღწერილი პროექტის მიზანი, შესრულების ეტაპები და შედეგის ინდიკატორები
1.2 კვლევის ინოვაციურობა, მეთოდიკის მეცნიერული დასაბუთება და შესაბამისობა პროექტის მიზნებთან
2.1 რამდენად შეესაბამება კვლევის მოსალოდნელი პროდუქტი ადგილობრივი და/ან საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს
2.2 კვლევის შედეგების გამოყენების რეალურობა და მდგრადობა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } h3 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; text-transform:uppercase;} p.MsoHeading8, li.MsoHeading8, div.MsoHeading8 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } span.MsoCommentReference {} span.MsoPageNumber {} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:8.0pt; } a:link, span.MsoHyperlink { color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } span.Heading3Char { font-weight:bold;} span.Heading8Char { font-style:italic;} span.BodyTextChar { } span.BodyText2Char { } span.BodyText3Char { } span.FootnoteTextChar { } span.FooterChar { } span.HeaderChar { } span.BalloonTextChar { } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.75in 56.7pt 45.0pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №8 5 2011 წლის 1 6 თებერვალი ქ. თბილისი გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ მუხლი 1🔗. საქართველოში სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური ამოქმედებისა და საგრანტო დაფინანსების გზით მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ პ” ქვეპუნქტის, „ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, „ მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 5​1 მუხლის პირველი პუნქტის „ ე” ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს: 1. გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ დებულება (დანართი № 1). 2. საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები (დანართი № 2). მუხლი 2🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი         ნ. გილაური   დანართი №1 დებულება გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების (შემდგომში – გრანტი) მიზანია, ხელი შეუწყოს გამოყენებითი და ტექნოლოგიური ხასიათის სამეცნიერო კვლევების შემდგომ განვითარებას, ღიად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) გზით შეარჩიოს და დააფინანსოს გამოყენებითი ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი პროექტები. 2. გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს: ა) ქართველოლოგიის მეცნიერებები; ბ) ჰუმანიტარული, ეკონომიკური და სოციალური მეცნიერებები; გ) საინჟინრო მეცნიერებები, მაღალტექნოლოგიური მასალები; დ) საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტელეკომუნიკაციები; ე) მათემატიკური მეცნიერებები; ვ) ფიზიკური და ქიმიური მეცნიერებები; ზ) სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები; თ) სამედიცინო მეცნიერებები; ი) დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები და გარემო; კ) აგრარული მეცნიერებები. 3. ეს დებულება აწესრიგებს კონკურსის გამართვის, გრანტის გაცემისა და საგრანტო პროექტების (შემდგომში – პროექტი) განხორციელების მონიტორინგის წესს.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დადგენილების მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გამოყენებითი კვლევა – კვლევა, რომელიც ორიენტირებულია საერთაშორისო ან ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნადი მაღალტექნოლოგიური ინოვაციური პროდუქტის შექმნაზე. კვლევას შედეგად უნდა მოჰყვეს ახალი/გაუმჯობესებული პროგრამული უზრუნველყოფის, მასალების, სამკურნალო საშუალების, მოწყობილობის, კონსტრუქციის და ა.შ. შექმნა სამრეწველო ნიმუშის/პროტოტიპის სახით და შესაბამისი ტექნოლოგიის შემუშავება/სრულყოფა; ბ) ფონდი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი; გ) სამეცნიერო საბჭო – ფონდის მართვის ორგანო, რომლის ფუნქციებში შედის დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენა და დამტკიცება; დ) გრანტის მიმღებიკონკურსში გამარჯვებული და დაფინანსებული პროექტის ძირითადი პერსონალი (მეცნიერთა ჯგუფი), წამყვანი ორგანიზაცია, თანამონაწილე ორგანიზაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) სამეცნიერო ხელმძღვანელი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც კოორდინაციას უწევს პროექტის შედგენას, პროექტით გათვალისწინებულ კვლევას და პასუხისმგებელია როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ისე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე; ვ) ძირითადი პერსონალიგრანტის მიმღები ფიზიკური პირი/პირები, რომელიც ასრულებს პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს. ძირითადი პერსონალი შეიძლება იყოს მაგისტრანტი, დოქტორანტი, მაგისტრის ან დოქტორის, ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი; ზ) დამხმარე პერსონალი – ძირითადი პერსონალის გარდა, პროექტის ფარგლებში დასაქმებული პირი/პირები, რომელიც ეხმარება ძირითად პერსონალს ტექნიკური პრობლემების მოგვარებაში; თ) წამყვანი ორგანიზაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. წამყვანი ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ახორციელებს პროექტის განხორციელების ანგარიშგებას გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისაგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას, უზრუნველყოფს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას პროექტის დამხმარე პერსონალთან და ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს; ი) თანამონაწილე ორგანიზაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. თანამონაწილე ორგანიზაცია წამყვან ორგანიზაციასთან ერთად უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისაგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას და ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს; კ) თანადამფინანსებელი – იურიდიული პირი/პირები, რომელიც ფონდთან ერთად აფინანსებს კვლევას; ლ) საკონკურსო დოკუმენტაცია – ამ დებულებითა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტების ერთობლიობა, რომელთა წარდგენა აუცილებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად; მ) საგრანტო ანგარიში – საგრანტო ხელშეკრულებაში განსაზღვრული წამყვანი ან/და თანამონაწილე ორგანიზაციის მიერ პროექტისთვის გახსნილი მიზნობრივი მიმდინარე საბანკო ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა; ნ) პროექტის ბიუჯეტი – პროექტის განხორციელებისათვის საჭირო საგრანტო დაფინანსების საერთო ოდენობა ხარჯვის კატეგორიების მიხედვით; ო) ტრანში – პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული, კონკრეტული საანგარიშო პერიოდისათვის გადასარიცხი/გადარიცხული სახსრები; პ) საანგარიშო პერიოდი – პროექტის განხორციელების 6- თვიანი მონაკვეთები, რომელთა მიხედვით გაწერილია პროექტის ამოცანები და ტრანშები.     მუხლი 3🔗. საგრანტო კონკურსის ადმინისტრირება 1. გრანტის გაცემას ახორციელებს ფონდი. 2. ფონდი უზრუნველყოფს: ა) კონკურსის გამოცხადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) კონკურსის ჩატარების წესისა და საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენასა და საჯაროდ გამოცხადებას, აგრეთვე საკონკურსო დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშების ფორმების დამტკიცებას; გ) ექსპერტთა მიერ პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას; დ) ექსპერტებისაგან მიღებულ შეფასებებზე დაყრდნობით, აგრეთვე სამეცნიერო საბჭოს მიერ დამატებითი განხილვის საფუძველზე დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენასა და დამტკიცებას; ე) გამარჯვებული საგრანტო პროექტების დაფინანსებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს დადგენილი წესის შესაბამისად.     მუხლი 4🔗. სუბიექტები 1. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ: ა) წამყვანი ან/და თანამონაწილე ორგანიზაციის სახით – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, აგრეთვე საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომელთა წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება; აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს; საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან – მხოლოდ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს; ბ) ძირითადი პერსონალის სახით – მაგისტრანტს, დოქტორანტს, მაგისტრის, დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქეს. 2. ერთი და იგივე პირი ძირითადი პერსონალის სტატუსით შეიძლება მონაწილეობდეს ფონდის მიერ დაფინანსებულ 3 თვეზე მეტი ხანგრძლივობის არა უმეტეს ორ პროექტში. ამასთან, ერთი და იგივე პირი ერთსა და იმავე დროს არ შეიძლება იყოს 3 თვეზე მეტი ხანგრძლივობის ერთზე მეტი პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი.     მუხლი 5🔗. ძირითადი ფინანსური მოთხოვნები 1. საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 12 ან 24 თვე. 2. ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება 12-თვიანი პროექტისათვის არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს, ხოლო 24- თვიანი პროექტისათვის – 200 000 ლარს. 3. წლის განმავლობაში ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს. 4. პროექტს უნდა ჰყავდეს თანადამფინანსებელი, რომლის თანამონაწილეობა პროექტის დაფინანსებაში უნდა გამოიხატოს ფულადი შენატანის სახით. მისი მოცულობა არ უნდა იყოს ფონდიდან მოთხოვნილი თანხის 15%-ზე ნაკლები. 5. ძირითადი პერსონალის ყოველთვიური საგრანტო დაფინანსება და დამხმარე პერსონალის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს 1 250 ლარს. 6. პროექტის საგრანტო დაფინანსება ხორციელდება საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტრანშების სახით. გრანტის თანხები გადაირიცხება გრანტის მიმღები წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებზე. პირველი ტრანში, ავანსის სახით, გაიცემა საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. ყოველი მომდევნო ტრანში – წინა ტრანშით გათვალისწინებული შედეგების/თვლადი ინდიკატორების შესრულების შესახებ ფონდში წარდგენილი ანგარიშებისა და თითოეული საანგარიშო წლისათვის გათვალისწინებული თანადაფინანსების თანხის საგრანტო ანგარიშზე ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის განხილვის საფუძველზე. 7. თანადამფინანსებლის მიერ გამოყოფილი თანხა 12-თვიანი პროექტებისათვის სრულად უნდა იყოს გათვალისწინებული პროექტის ბიუჯეტის პირველ ტრანშში. 24-თვიანი პროექტებისათვის თანადამფინანსებლის მიერ გამოყოფილი თანხის სულ მცირე ნახევარი უნდა იყოს გათვალისწინებული პირველ ტრანშში, ხოლო დარჩენილი თანადაფინანსება – მე-3 ტრანშში. 8. პროექტის დასრულების შემდეგ გრანტის სახსრებით შეძენილი ქონება საკუთრებაში რჩება წამყვან/თანამონაწილე ორგანიზაციას ან/და ფიზიკურ პირს/პირთა ჯგუფს, მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით.     მუხლი 6🔗. პროექტის ბიუჯეტი 1. პროექტის ბიუჯეტი შესაძლოა ითვალისწინებდეს შემდეგ მუხლებს/ხარჯვით კატეგორიებს: ა) ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება; ბ) დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება; გ) მივლინება: სამივლინებო ხარჯები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განისაზღვრება „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების შესაბამისად; დ) საქონელი და მომსახურება: კვლევასთან (პროექტთან) დაკავშირებული მომსახურების ხარჯი, ასევე მცირეფასიანი ტექნიკის, ინვენტარისა და მოწყობილობის შეძენის ხარჯები; ე) კაპიტალური ხარჯები: სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის, საოფისე ტექნიკის, კომპიუტერების, ასლის გადამღები აპარატურის, პრინტერის და ა.შ., სხვა სამეცნიერო მოწყობილობების, კვლევისათვის აუცილებელი ფოტო-, ვიდეო- და სხვა ციფრული ტექნიკის (მობილური ტელეფონების გარდა) და სხვა ძირითადი აქტივების შეძენის ხარჯი, რომელთა საექსპლუატაციო ვადა აღემატება 1 წელს, ხოლო ერთეულის ღირებულება აღემატება 500 ლარს და მათი გამოყენება შესაძლებელი იქნება პროექტის დასრულების შემდეგაც, ასევე პროექტის ფარგლებში გამოყოფილი ფართობის მიმდინარე სარემონტო სამუშაოების ხარჯები; ვ) ზედნადები ხარჯები: პროექტის ტექნიკური უზრუნველყოფისათვის საჭირო წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების მიერ გასაწევი ხარჯები, რომლებიც შეადგენს ფონდიდან მოთხოვნილი თანხის არა უმეტეს 10%-ს. ისინი ხმარდება პროექტის შესრულების უზრუნველყოფას – წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციის მიერ გაწეულ კომუნალურ (სატელეფონო მომსახურების, ელექტროენერგიის, წყალმომარაგების, გათბობის) დანახარჯებს, გრანტით შეძენილი ძირითადი საშუალებების ტრანსპორტირებას, შენობა-ნაგებობების დაცვისა და მოვლა-დასუფთავებისათვის გაწეულ (მათ შორის, შრომით) დანახარჯებს, ოფისის (გრანტის საფინანსო-საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების ბლანკების, საკანცელარიო ნივთების და სხვ.) დანახარჯებს, ბანკის მომსახურების ხარჯებს, აგრეთვე ადმინისტრაციული მომსახურებისათვის გაწეულ შრომით დანახარჯებს (ბუღალტრის ხელფასი). 2. იმ შემთხვევაში, თუ პროექტის ბიუჯეტში არ შედის ხარჯვის კატეგორია „ზედნადები ხარჯები“, თანადაფინანსების სავალდებულო მინიმალური მოცულობა არის ფონდიდან მოთხოვნილი თანხის 10%. 3. გრანტის სახსრებით დაუშვებელია უძრავი ქონების შეძენა, უძრავი ქონების იჯარა, კაპიტალური რემონტი/შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, ავტომანქანის შეძენა და ა.შ.     მუხლი 7🔗. კონკურსის ეტაპები კონკურსის ძირითადი ეტაპებია: ა) კონკურსის გამოცხადება; ბ) პროექტების ფონდში წარდგენა; გ) პროექტების შეფასება დამოუკიდებელ ექსპერტთა მეშვეობით; დ) პროექტების საჯარო განხილვა სამეცნიერო საბჭოს წინაშე, გამარჯვებულების გამოვლენა და დამტკიცება; ე) დასაფინანსებლად შერჩეულ პროექტებში მონაწილე წამყვან და თანამონაწილე ორგანიზაციებსა და ძირითად პერსონალთან საგრანტო ხელშეკრულებათა გაფორმება.     მუხლი 8🔗. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა 1. ფონდში საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და ვადების დაცვით. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება. 2. დოკუმენტაციის ფონდში წარდგენისას შესაძლებელია მიეთითოს არა უმეტეს სამი არასასურველი ექსპერტისა, რომელთაც შესაფასებლად წარდგენილი პროექტი არ გაეგზავნებათ. 3. ფონდი უფლებამოსილია კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტები, რომლებიც არ შეესაბამება კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან შეიცავს ყალბ ინფორმაციას.  მუხლი 9🔗. პროექტის შეფასება 1. კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი რეგისტრირებული პროექტი გაივლის შეფასების ორ საფეხურს: I საფეხური – ექსპერტიზა წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით; II საფეხური – საჯარო განხილვა სამეცნიერო საბჭოზე. 2. დამოუკიდებელი უცხოელი/ადგილობრივი ექსპერტები პროექტს აფასებენ ამ დადგენილების №2 დანართით გათვალისწინებული პროექტის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. პროექტის შეფასება უნდა განახორციელოს სულ ცოტა ორმა ექსპერტმა. ფონდს შეფასების შედეგი წარედგინება თავის მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად. 3. პროექტები, რომლებიც შეფასების I საფეხურზე მიიღებენ სამეცნიერო საბჭოს მიერ განსაზღვრულზე უფრო მაღალ შეფასებას, გადადიან II საფეხურზე, რაც ითვალისწინებს სამეცნიერო საბჭოს წინაშე პრეზენტაციით წარდგომას. პროექტების განხილვისას სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია მიიწვიოს დარგის დამოუკიდებელი სპეციალისტები. 4. სამეცნიერო საბჭო შეფასების II საფეხურზე გამოავლენს და დაამტკიცებს წინასწარ განსაზღვრული რაოდენობის გამარჯვებულ პროექტებს. ამასთან, სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია გამოყოს სათადარიგო პროექტები, რომლებიც ჩაენაცვლება გამარჯვებულ პროექტებს იმ შემთხვევაში, თუ ამ დადგენილების მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო ამ გამარჯვებულებთან ხელშეკრულება არ გაფორმდება. 5. ექსპერტთა ვინაობა კონფიდენციალურია. 6. კონკურსის შედეგების გამოცხადების შემდეგ, პროექტის ძირითადი პერსონალის, წამყვანი/თანამონაწილე ორგანიზაციის მოთხოვნის შემთხვევაში, ფონდი უზრუნველყოფს მათი პროექტის შესახებ ექსპერტთა მიერ გაკეთებული დასკვნების გაცნობას.     მუხლი 10🔗. ინტერესთა კონფლიქტი 1. დაუშვებელია ექსპერტი იყოს პირი, რომელიც არის ამავე კონკურსის მონაწილე. 2. არ შეიძლება პროექტების დამტკიცების პროცესში მონაწილეობდეს სამეცნიერო საბჭოს ის წევრი, ან იყოს ექსპერტი პირი: ა) რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია ძირითად პერსონალთან ან მონაწილეობდა მასთან ერთსა და იმავე სამეცნიერო-კვლევით პროექტში; ბ) რომელმაც შესაძლოა მიიღოს პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის გამარჯვების ან დამარცხების შემთხვევაში; გ) რომელსაც აქვს პროექტის თემატიკის ან კვლევის მეთოდიკის შესახებ პროექტის ავტორებისაგან ფუნდამენტურად განსხვავებული პოზიცია; დ) რომელიც თვითონ არის დაინტერესებული მხარე პროექტში; პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის ნათესავია; პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია; შრომით ურთიერთობაშია პროექტში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან. 3. ამ დებულების მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება: ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი; ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი; გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა; დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები. 4. სამეცნიერო საბჭოს წევრი და ექსპერტი ვალდებულია სამეცნიერო საბჭოს/ფონდის გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ. 5. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია ექსპერტის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია იმსჯელოს ექსპერტის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმების შესახებ.     მუხლი 11🔗. საგრანტო ხელშეკრულება 1. დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმებას პროექტებში მონაწილე ძირითად პერსონალთან და წამყვან და თანამონაწილე ორგანიზაციებთან. 2. საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციები ფონდს წარუდგენენ წერილობით დადასტურებას იმის შესახებ, რომ არა აქვთ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანება. 3. პროექტის ფარგლებში შექმნილი გამოგონების დაპატენტების უფლება ეკუთვნის ფონდსა და გრანტის მიმღებს. შესაბამისად, ფონდს წარმოეშობა პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებები. პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების გამოყენებიდან მიღებული შემოსავლის პროცენტულობა განისაზღვრება ფონდსა და გრანტის მიმღებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, მაგრამ ფონდი მიიღებს აღნიშნული შემოსავლის არანაკლებ 50%-ს. 4. ფონდი უფლებამოსილია გრანტის მიმღების მიერ ყოველი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე, არა უგვიანეს 20 დღით ადრე, წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, საგრანტო ხელშეკრულების სამოქმედო გეგმაში ან/და ხარჯთაღრიცხვაში განახორციელოს ცვლილება. საანგარიშო წლის პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებები დასაშვებია პროექტის მიმდინარე წლის საერთო ბიუჯეტის 5%-ის ფარგლებში.     მუხლი 12🔗. საგრანტო პროექტის შესრულების მონიტორინგი 1. საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტრანშებს ფონდი რიცხავს ავანსის სახით და ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს ახორციელებს დაფინანსებული საგრანტო პროექტების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს. 2. ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან. 3. პროგრამული მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულებით დაგეგმილი ამოცანების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შემოწმებას. 4. ფონდის მიერ მონიტორინგის განხორციელებისას: ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება ამ ხარჯვით კატეგორიას; ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება მიზნობრივ საგრანტო ანგარიშზე დაბრუნებას; გ) გადახარჯვად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების გაწევა სხვა მუხლებში არსებული რესურსით, იმ შემთხვევაში, თუ გადახარჯულ მუხლში მომავალი ტრანშით ჩასარიცხი თანხა აღემატება ან ტოლია სხვა მუხლიდან გადახარჯული მუხლით გათვალისწინებული ხარჯებისათვის გამოყენებულ რესურსს. გადახარჯვა არ ჩაითვლება ხარვეზად და არ წარმოადგენს პროექტის შეჩერების საფუძველს; დ) ნაშთად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდში გაუხარჯავი რესურსი, რომელიც შესაძლოა გაიხარჯოს მომდევნო კვარტალებში. 5. პროექტის შეჩერება ან/და შეწყვეტა ხორციელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. 6. საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში პროექტის ფარგლებში შეძენილი ქონება გადაეცემა ფონდს საკუთრებაში. 7. ფონდი უფლებამოსილია შემთხვევითი შერჩევის წესით გამოვლენილი დასრულებული საგრანტო პროექტები შეაფასებინოს შესაბამისი დარგის ექსპერტებს, რომლებიც დაადგენენ საგრანტო პროექტების განხორციელებისას შესრულებული სამუშაოების შესაბამისობას დაგეგმილ ამოცანებთან. შესამოწმებლად შეირჩევა 10%-მდე ოდენობის დასრულებული პროექტი. 8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დავალებით, ფონდი უფლებამოსილია შესაბამისი დარგის ექსპერტებს შეაფასებინოს 10%-ზე მეტი სხვა დასრულებული პროექტი. ფონდი არ არის უფლებამოსილი თავად შეაფასოს დასრულებული საგრანტო პროექტის სამეცნიერო ღირებულება და არ არის პასუხისმგებელი საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევების შედეგზე. 9. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, შემოწმების შედეგად მიღებული დასკვნა ფონდის მიერ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს გრანტის მიმღების მიერ შემდგომში საგრანტო კონკურსებში მონაწილეობისას წარდგენილი პროექტების შეფასებისას. 10. საგრანტო პროექტი ჩაითვლება დასრულებულად, თუ საგრანტო პროექტის ფარგლებში ავანსად გადარიცხულ ყველა ტრანშზე პროექტის დახურვის მომენტში წარდგენილია შუალედური და საბოლოო ანგარიშები და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი.  დანართი №2 საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები № კრიტერიუმის დასახელება სუსტი საშუალო კარგი შეფასება 1. პროექტის არსი და მეცნიერული ღირებულება 1.1 რამდენად მკაფიოდ არის აღწერილი პროექტის მიზანი, შესრულების ეტაპები და შედეგის ინდიკატორები 1-7 8-11 12-1 4 1.2 კვლევის ინოვაციურობა, მეთოდიკის მეცნიერული დასაბუთება და შესაბამისობა პროექტის მიზნებთან 1-7 8-11 12-1 4 2 პროექტის გამოყენებითი პოტენციალი 2.1 რამდენად შეესაბამება კვლევის მოსალოდნელი პროდუქტი ადგილობრივი და/ან საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს 1- 12 13- 20 21- 24 2.2 კვლევის შედეგების გამოყენების რეალურობა და მდგრადობა 1- 12 13-1 9 20- 23 3 პროექტის შემსრულებელთა კომპეტენტურობა პროექტის ხელმძღვანელისა და სხვა ძირითადი შემსრულებლების კვალიფიკაციის/ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისობა პროექტში დასახულ ამოცანებთან 1-7 8-1 0 1 1 -1 3 4 პროექტის მართვა რამდენად ოპტიმალურად არის პროექტში დაგეგმილი დროის, ადამიანური და ტექნიკური რესურსების გამოყენება 1- 6 7- 9 10-1 2 სულ