მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 16.02.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №86
სარეგისტრაციო კოდი 440050000.10.003.016247
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 230211, 23/02/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.02.2011 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (8)
| 1 | კვლევის სიახლე, მიზანი და ამოცანები |
| 2 | კვლევის მეთოდიკა და მოსალოდნელი შედეგები |
| 3 | პროექტის შემსრულებელთა კომპეტენტურობა |
| 4 | პროექტის მართვა |
| 1.1 | პრობლემის აქტუალურობა და კვლევის სიახლე |
| 1.2 | რამდენად მკაფიოდ არის აღწერილი კვლევის ობიექტი და ამოცანები |
| 2.1 | კვლევის მეთოდიკის შესაბამისობა პროექტის ამოცანებთან |
| 2.2 | კვლევის მოსალოდნელი შედეგები და მათი მნიშვნელობა კვლევის სამეცნიერო მიმართულებ(ებ)ისათვის |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:.75in 55.35pt .5in 62.95pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №86
2011 წლის 1
6 თებერვალი
ქ.
თბილისი
მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗. საქართველოში სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური ამოქმედებისა და საგრანტო დაფინანსების გზით მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით „
საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „
პ” ქვეპუნქტის, „
ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, „
მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „
ე” ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს:
1. მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ თანდართული დებულება №
1 დანართის შესაბამისად.
2. საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები №
2 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დანართი №1
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) მიზანია შეარჩიოს და დააფინანსოს სამეცნიერო პროექტები სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრს უკრაინაში (მტცუ) შორის შეთანხმებული პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებებიდან.
2. ეს დებულება აწესრიგებს გრანტის მისაღებად კონკურსის გამართვის, გრანტის გაცემისა და საგრანტო პროექტების (შემდგომში – პროექტი) შესრულების მონიტორინგის წესს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დადგენილების მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ფონდი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი;
ბ) სამეცნიერო საბჭო – ფონდის მართვის ორგანო, რომლის ფუნქციებში შედის დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება;
გ) მტცუ – მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრი უკრაინაში, რომელთანაც საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა (უფლებამონაცვლე: სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი) 2006 წლის 31 ოქტომბერს გააფორმა „
საქართველოში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პრიორიტეტული სფეროების ერთობლივი ვალდებულების“ განაცხადი თანამშრომლობის შესახებ;
დ) პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი (მენეჯერი) – დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე ფიზიკური პირი, რომელიც კოორდინაციას უწევს პროექტის შედგენას, პროექტით გათვალისწინებულ კვლევას და პასუხისმგებელია როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებისათვის, ასევე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებისათვის;
ე) ძირითადი პერსონალი – გრანტის მიმღები ფიზიკური პირ(ებ)ი, რომელიც ასრულებს პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს. ძირითადი პერსონალი შეიძლება იყოს მაგისტრანტი, დოქტორანტი, მაგისტრის ან დოქტორის, ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
ვ) დამხმარე პერსონალი – ძირითადი პერსონალის გარდა, პროექტის ფარგლებში დასაქმებული პირი, რომელიც ეხმარება ძირითად პერსონალს წამოჭრილი ტექნიკური პრობლემების გადაჭრაში;
ზ) წამყვანი ორგანიზაცია – საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. წამყვანი ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ახორციელებს საგრანტო დაფინანსების ფარგლებში ფინანსურ ანგარიშგებას გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას, უზრუნველყოფს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას პროექტის დამხმარე პერსონალთან და ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს;
თ) თანამონაწილე ორგანიზაცია – საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, ასევე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. თანამონაწილე ორგანიზაცია წამყვან ორგანიზაციასთან ერთად უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ახორციელებს საგრანტო დაფინანსების ფარგლებში ფინანსურ ანგარიშგებას გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმების და წესის შესაბამისად, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას და ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს;
ი) საკონკურსო დოკუმენტაცია – ამ დებულებითა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტების ერთობლიობა, რომელთა
წარდგენა აუცილებელია კონკურსში მონაწილეობისათვის;
კ) საგრანტო ანგარიში – საგრანტო ხელშეკრულებაში განსაზღვრული წამყვანი ან/და თანამონაწილე ორგანიზაციის მიერ პროექტის სახსრებისთვის გახსნილი მიზნობრივი, მიმდინარე საბანკო ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა;
ლ) პროექტის ბიუჯეტი – პროექტის განხორციელებისთვის საჭირო საგრანტო დაფინანსების საერთო ოდენობა, რომელიც შედგება შემდეგი ხარჯვითი კატეგორიებისაგან: პროექტის ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება, დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება, მივლინება, საქონელი და მომსახურება, კაპიტალური ხარჯი, ზედნადები ხარჯი. ბიუჯეტი შედგება ფონდისა და მტცუ-ს მიერ გამოყოფილი თანაბარი თანადაფინანსებისაგან (50%-50%);
მ) ტრანში – პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული, კონკრეტული საანგარიშო პერიოდისთვის გადასარიცხი/გადარიცხული სახსრები;
ნ) საანგარიშო პერიოდი – პროექტის განხორციელების 6-თვიანი მონაკვეთები, რომელთა მიხედვით გაწერილია პროექტის ამოცანები და ტრანშები;
ო) ექსპერტი – შესაბამისი დარგის ადგილობრივი, დამოუკიდებელი ექსპერტ(ებ)ი, რომელიც პირველ ეტაპზე მოახდენს პროექტების შეფასებას.
მუხლი 3🔗. გრანტის გაცემის უზრუნველყოფა
1. პროექტის ბიუჯეტის 50%-ის დაფინანსებას უზრუნველყოფს ფონდი.
2. ფონდი უზრუნველყოფს:
ა) მტცუ-სთან შეთანხმებით კონკურსის გამოცხადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) მტცუ-სთან შეთანხმებით კონკურსის გამართვის წესისა და საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენასა და საჯაროდ გამოცხადებას, აგრეთვე საკონკურსო დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშის ფორმების დამტკიცებას;
გ) პროექტების შეფასებას პირველ ეტაპზე დამოუკიდებელ ექსპერტთა მეშვეობით და მტცუ-სთან წინასწარ შეთანხმებული რაოდენობის საუკეთესო შეფასების მქონე პროექტების გადაგზავნას მტცუ-ში საბოლოო შერჩევისთვის;
დ) შერჩევის საბოლოო შედეგებზე დაყრდნობით პროექტების დამტკიცებას დასაფინანსებლად;
ე) გამარჯვებული პროექტების დაფინანსებას და მათი შესრულების მონიტორინგს დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 4🔗. სუბიექტები
1. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:
ა) წამყვანი ან/და თანამონაწილე ორგანიზაციის სახით – საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომელთა წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს;
ბ) ძირითადი პერსონალის სახით – მაგისტრანტს, დოქტორანტს, მაგისტრის, დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქეს.
2. პროექტის
მონაწილეთა შორის უნდა იყვნენ მეცნიერები, რომლებიც ადრე მონაწილეობდნენ მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაში. ასეთი მეცნიერების მინიმალურ პროცენტულ ოდენობას განსაზღვრავს ფონდის გენერალური დირექტორი, მტცუ-სთან შეთანხმებით.
3. საპროექტო განაცხადის მიღების აუცილებელ პირობას წარმოადგენს მასში, სულ ცოტა, ერთი კოლაბორატორის მონაწილეობა მტცუ-ს დამფინანსებელი მხარეებიდან: აშშ, კანადა, ევროკავშირის ქვეყნები.
4. პროექტში
აუცილებელია წამყვანი ორგანიზაციის მონაწილეობა.
მუხლი 5🔗. ძირითადი ფინანსური მოთხოვნები
1. საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის მინიმალური ხანგრძლივობა უნდა იყოს 12 თვე, ხოლო მაქსიმალური – 24 თვე. პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 6-თვიანი საანგარიშო პერიოდის ჯერადი (12, 18, 24).
2. პროექტის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს
35 000 დოლარის ეკვივალენტ ლარს.
3. ძირითადი პერსონალის ყოველთვიური საგრანტო დაფინანსება და დამხმარე პერსონალის ყოველთვიური ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს 1250 ლარს.
4. პროექტის საგრანტო დაფინანსება ხორციელდება პერიოდული ტრანშების სახით.
5. პროექტის დასრულების შემდეგ გრანტის სახსრებით შეძენილი ქონება საკუთრებაში რჩება წამყვან/თანამონაწილე ორგანიზაციას ან/და ფიზიკურ პირს/პირთა ჯგუფს მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით.
მუხლი 6🔗. ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება
1. ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება შესაძლებელია ითვალისწინებდეს შემდეგ ხარჯვით კატეგორიებს:
ა) ძირითადი და დამხმარე პერსონალი: ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება;
ბ) დამხმარე პერსონალის ხელფასი;
გ) მივლინება: სამივლინებო ხარჯები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განისაზღვრება „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების შესაბამისად;
დ) საქონელი და მომსახურება: კვლევასთან (პროექტთან) დაკავშირებული მომსახურების ხარჯი, ასევე მცირეფასიანი ტექნიკის, ინვენტარისა და მოწყობილობის შეძენის ხარჯები;
ე) კაპიტალური ხარჯები: სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის, საოფისე ტექნიკის, კომპიუტერების, ასლის გადამღები აპარატურის, პრინტერის და ა.შ., სხვა სამეცნიერო მოწყობილობების, კვლევისთვის აუცილებელი იმ ფოტო-, ვიდეო- და სხვა ციფრული ტექნიკის (მობილური ტელეფონების გარდა) და სხვა ძირითადი აქტივების შეძენის ხარჯები, რომელთა საექსპლუატაციო ვადა აღემატება 1 წელს, ხოლო ერთეულის ღირებულება აღემატება 500 ლარს და მათი გამოყენება შესაძლებელი იქნება პროექტის დასრულების შემდეგაც; ასევე პროექტის ფარგლებში გამოყოფილი ფართობის მიმდინარე სარემონტო სამუშაოების ხარჯები;
ვ) ზედნადები ხარჯები: პროექტის ტექნიკური უზრუნველყოფისათვის საჭირო წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციის მიერ გასაწევი ხარჯები, რომლებიც შეადგენს ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსების არა უმეტეს 10%-ს. ისინი ხმარდება პროექტის შესრულების უზრუნველყოფას – წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციის მიერ გაწეულ კომუნალურ (სატელეფონო მომსახურების, ელექტროენერგიის, წყალმომარაგების, გათბობის) დანახარჯებს, გრანტით შეძენილი ძირითადი საშუალებების ტრანსპორტირებას, შენობა-ნაგებობების დაცვისა და მოვლა-დასუფთავებისათვის გაწეულ (მათ შორის – შრომით) დანახარჯებს, ოფისის (გრანტის საფინანსო-საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების ბლანკების, საკანცელარიო ნივთების და სხვ.) დანახარჯებს, ბანკის მომსახურების ხარჯებს, აგრეთვე ადმინისტრაციული მომსახურებისათვის გაწეულ შრომით დანახარჯებს (ბუღალტრის ხელფასი).
2. ფონდიდან მიღებული დაფინანსებით დაუშვებელია უძრავი ქონების შეძენა, უძრავი ქონების იჯარა, კაპიტალური რემონტი/შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, ავტომანქანის შეძენა.
მუხლი 7🔗. კონკურსის ეტაპები
კონკურსის ძირითადი ეტაპებია:
ა) კონკურსის გამოცხადება;
ბ) აპლიკანტების მიერ მომზადებული საპროექტო წინადადებების მოკლე ვერსიის რეგისტრაცია, პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
გ) პროექტების მოკლე ვერსიის შეფასება დამოუკიდებელ ექსპერტთა მეშვეობით;
დ) დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების საფუძველზე საუკეთესო ქულების მქონე პროექტების სიის სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცება და მტცუ-ში გადაგზავნა;
ე) მტცუ-ს მმართველთა საბჭოს მიერ დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება ფონდის სამეცნიერო საბჭოს მიერ;
ვ) ფონდის მიერ საქართველოს სახელით მტცუ-ში წარსადგენად მომზადებულ პროექტებზე თანხმობის გაცემა;
ზ) დასაფინანსებლად შერჩეულ პროექტებში მონაწილე ძირითად პერსონალთან, წამყვან და თანამონაწილე ორგანიზაციებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.
მუხლი 8🔗. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა
1. ფონდში საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და ვადების დაცვით. დადგენილი ბოლო ვადის გასვლის შემდეგ საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება.
2. ფონდი უფლებამოსილია კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტები, რომლებიც არ შეესაბამება კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან შეიცავს ყალბ ინფორმაციას.
მუხლი 9🔗. პროექტის შეფასება
1. კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი პროექტები შესაფასებლად გადაეცემა, სულ ცოტა, ორ დამოუკიდებელ ადგილობრივ ექსპერტს. 20 ქულაზე მეტი განსხვავების შემთხვევაში პროექტი ეგზავნება მესამე ექსპერტს. ფონდს შეფასების შედეგი წარედგინება მის
მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად.
2. პროექტის შეფასება ხორციელდება ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებული პროექტის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.
3. ექსპერტების შეფასების საფუძველზე ფონდი ადგენს პროექტების რანჟირებულ ნუსხას, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს.
4. სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს დამტკიცებული სიის მტცუ-ში გადაგზავნას.
5. მტცუ-ს მმართველთა საბჭოს მიერ დასაფინანსებლად შერჩეულ პროექტებს ამტკიცებს ფონდის სამეცნიერო საბჭო.
6. ექსპერტთა ვინაობა კონფიდენციალურია.
7. ძირითადი პერსონალის/წამყვანი/თანამონაწილე ორგანიზაციის მოთხოვნის შემთხვევაში თავისი პროექტის მოკლე ვარიანტის საექსპერტო შეფასების აღნიშნული პირებისთვის გაცნობას უზრუნველყოფს ფონდი.
8. ფონდი უფლებამოსილია პროექტის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე, ასევე პროექტის დასრულებიდან 3 წლის მანძილზე, პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი ანგარიში, დოკუმენტაცია და პროექტის შედეგები დაუქვემდებაროს დამოუკიდებელ სამეცნიერო ექსპერტიზას.
მუხლი 10🔗. ინტერესთა კონფლიქტი
1. დაუშვებელია ექსპერტი იყოს ამავე კონკურსის მონაწილე პირი.
2. არ შეიძლება პროექტების დამტკიცების პროცესში მონაწილეობდეს სამეცნიერო საბჭოს ის წევრი ან იყოს ექსპერტი პირი:
ა) რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია ძირითად პერსონალთან ან მონაწილეობდა მასთან ერთსა და იმავე სამეცნიერო-კვლევით პროექტში;
ბ) რომელმაც შესაძლოა მიიღოს პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის გამარჯვების ან დამარცხების შემთხვევაში;
გ) რომელსაც აქვს პროექტის თემატიკის ან კვლევის მეთოდიკის შესახებ პროექტის ავტორებისაგან ფუნდამენტურად განსხვავებული პოზიცია;
დ) რომელიც თვითონ არის დაინტერესებული მხარე პროექტში; პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის ნათესავია; პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია; იყო ექსპერტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით; შრომით ურთიერთობაშია პროექტში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან.
3. ამ დებულების მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება:
ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;
ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;
გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;
დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.
4. სამეცნიერო საბჭოს წევრი და ექსპერტი ვალდებულია სამეცნიერო საბჭოს/ფონდის გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ.
5. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია ექსპერტის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია იმსჯელოს ექსპერტის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმებასთან დაკავშირებით.
მუხლი 11🔗. საგრანტო ხელშეკრულება
1. დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმებას დასაფინანსებლად შერჩეულ პროექტებში მონაწილე ძირითად პერსონალთან და წამყვან და თანამონაწილე ორგანიზაციებთან.
2. საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციები ფონდს წარუდგენენ წერილობით დადასტურებას იმის შესახებ, რომ მათ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანება არ გააჩნიათ.
3. გრანტის მიმღების მიერ შექმნილი გამოგონების დაპატენტების უფლება ეკუთვნის ფონდს და გრანტის მიმღებს. შესაბამისად, ფონდს წარმოეშობა პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებები. პატენტიდან გამომდინარე, განსაკუთრებული უფლებების გამოყენებიდან მიღებული შემოსავლის პროცენტულობა განისაზღვრება ფონდსა და გრანტის მიმღებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
4. ფონდი უფლებამოსილია გრანტის მიმღების მიერ ყოველი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე, არა უგვიანეს 20 დღით ადრე, წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, საგრანტო ხელშეკრულების სამოქმედო გეგმაში ან/და ხარჯთაღრიცხვაში განახორციელოს ცვლილება. საანგარიშო წლის პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებები დასაშვებია პროექტის მიმდინარე წლის ფონდიდან მოთხოვნილი ბიუჯეტის 5%-ის ფარგლებში.
მუხლი 12🔗. პროექტის შესრულების მონიტორინგი
1. საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტრანშებს ფონდი რიცხავს ავანსის სახით და ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს.
2. ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან.
3. პროგრამული მონიტორინგის განხორციელებისას ფონდი ეყრდნობა მტცუ-ს მიერ მოწოდებულ წერილობით შეფასებას პროექტის პროგრამული ანგარიშის შესახებ.
4. ფონდის მიერ მონიტორინგის განხორციელებისას:
ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება – საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება ამ ხარჯვით კატეგორიას;
ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება – საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება მიზნობრივ საგრანტო ანგარიშზე დაბრუნებას;
გ) გადახარჯვად ჩაითვლება – საანგარიშო პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების გაწევა სხვა მუხლებში არსებული რესურსით, იმ შემთხვევაში, თუ გადახარჯულ მუხლში მომავალი ტრანშით ჩასარიცხი თანხა აღემატება ან ტოლია სხვა მუხლიდან გადახარჯული მუხლით გათვალისწინებული ხარჯებისათვის გამოყენებულ რესურსს; გადახარჯვა არ ჩაითვლება ხარვეზად და არ წარმოადგენს პროექტის შეჩერების საფუძველს;
დ) ნაშთად ჩაითვლება – საანგარიშო პერიოდში გაუხარჯავი რესურსი, რომელიც შესაძლოა გაიხარჯოს მომდევნო კვარტალებში.
5. პროექტის შეჩერება ან/და შეწყვეტა ხორციელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
6. საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში პროექტის ფარგლებში შეძენილი ქონება საკუთრებაში გადაეცემა ფონდს.
7. პროექტი ჩაითვლება დასრულებულად, თუ პროექტის ფარგლებში ავანსად გადარიცხულ ყველა ტრანშზე პროექტის დახურვის მომენტში წარდგენილია შუალედური და საბოლოო ანგარიშები და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი.
დანართი №2
საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები
კრიტერიუმების დასახელება
ქულების დიაპაზონი
შეფასება
1
კვლევის სიახლე, მიზანი და ამოცანები
სუსტი
საშუალო
კარგი
1.1
პრობლემის აქტუალურობა და კვლევის
სიახლე
1-8
9-12
13-15
1.2
რამდენად მკაფიოდ არის აღწერილი კვლევის ობიექტი და ამოცანები
1-8
9-12
13-15
2
კვლევის მეთოდიკა და მოსალოდნელი
შედეგები
2.1
კვლევის მეთოდიკის შესაბამისობა პროექტის ამოცანებთან
1-7
8-10
11-13
2.2
კვლევის მოსალოდნელი შედეგები და მათი მნიშვნელობა კვლევის სამეცნიერო მიმართულებ(ებ)ისათვის
1-12
13-19
20-23
3
პროექტის შემსრულებელთა
კომპეტენტურობა
რამდენად კომპეტენტურია სამეცნიერო ხელმძღვანელი და ძირითადი პერსონალი პროექტით დასახული კვლევის ეფექტიანად წარმართვისათვის
1-11
12-16
17-20
4
პროექტის მართვა
რამდენად ოპტიმალურად არის პროექტში დაგეგმილი დროითი, ადამიანური,
ტექნიკური რესურსების გამოყენება
1-7
8-11
12-14
სულ: