შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ
მიღების თარიღი 11.12.1997
ძალაში შესვლა 01.07.1998
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000187
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 01/10/1998
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in .75in .5in .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ
საქართველოს მთავრობა და რუმინეთის მთავრობა, შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად“ წოდებულნი,
სურთ რა, ორი სახელმწიფოს ურთიერთსარგებლიანი ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურება,
აპირებენ რა, ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით შექმნან და შეინარჩუნონ ხელსაყრელი პირობები
,
აცნობიერებენ რა, უცხოური ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის საჭიროებას ორივე სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების მიზნით,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
. განმარტებანი
ამ შეთანხმების მიზნებისათვის:
1) ტერმინი „ინვესტორი“, ორივე ხელშემკვრელ მხარესთან მიმართებით, ნიშნავს:
(a) ფიზიკურ პირს, რომელიც ამ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად ითვლება მის მოქალაქედ;
(b) იურიდიულ პირს, კომპანიების, კორპორაციების, ბიზნესგაერთიანებების ჩათვლით და სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც დაფუძნებულნი ან სხვაგვარად ორგანიზებულნი არიან ამ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად და გააჩნიათ ოფისი და ეწევიან რეალურ ეკონომიკურ საქმიანობას იმავე ხელშეკვრელი მხარის ტერიტორიაზე.
2) ტერმინი „ინვესტიცია“ ნიშნავს ნებისმიერი სახის ქონებას დაბანდებულს ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მისი კანონებისა და წესების შესაბამისად და მოიცავს (მაგრამ ამით არ შემოიფარგლება):
a) მოძრავ და უძრავ ქონებას, ისევე როგორც სხვა რომელიმე ქონებრივ უფლებას „in rem“, როგორიცაა სერვიტუტი, იპოთეკა, თავდები, თამასუქი;
b) აქციებს, წილობრივ კაპიტალს ან კომპანიაში მონაწილეობის ნებისმიერ სხვა ფორმას;
c) მოთხოვნის უფლებას თანხაზე ან ეკონომიკური ღირებულების მქონე ნებისმიერ საქმიანობაზე;
d) ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, საავტორო უფლებებს, პატენტებს, სავაჭრო და სამომსახურებო ნიშნებს, სავაჭრო სახელებს, ნოუ–ჰაუს და გუდვილს, აგრეთვე, ხელშემკვრელი მხარეების კანონმდებლობით აღიარებულ მსგავს სხვა უფლებებს;
e) კანონმდებლობით გათვალისწინებულ კონცესიებს, ბუნებრივი რესურსების ძიების, ამოღების ან ექსპლუატაციისათვის კონცესიების ჩათვლით, აგრეთვე აღნიშნული სამართლის შესაბამისად კანონმდებლობის, კონტრაქტის ან სხვა გადაწყვეტილების მიხედვით ხელისუფლების მიერ გაცემულ სხვა უფლებებს.
ქონების ინვესტირების ან რეინვესტირების ფორმის ნებისმიერი ცვლილება არ გულისხმობს ინვესტიციის არსის ცვლილებას.
(3) ტერმინი „შემოსავალი“ ნიშნავს ინვესტიციებიდან მიღებულ თანხებს და, მოიცავს (მაგრამ არამხოლოდ) მოგებებს, დივიდენდებს, პროცენტებს, კაპიტალის ამონაგებს, როიალტის, მართვისათვის და ტექნიკური დახმარებისათვის ან სხვა სახის ჰონორარებს, შემოსავლის ანაზღაურების ფორმის მიუხედავად.
(4) ტერმინი „ტერიტორია“ ნიშნავს თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო საზღვრებს, ტერიტორიული წყლების და ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონებს, რომლებზეც შესაბამისი სახელმწიფო, შიდა და საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად, ახორციელებს სუვერენიტეტს, სუვერენულ უფლებებს ან იურისდიქციას.
მუხლი 2🔗
. წახალისება, მიღება
(1) ორივე ხელშემკვრელი მხარე შეძლებისდაგვარად ხელს შეუწყობს მის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს და დაუშვებს ასეთი ინვესტიციების მიღებას მისი კანონებისა და წესების შესაბამისად.
(2) თუ ხელშემკვრელი მხარე მიიღებს მის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს, იგი, მისი წესებისა და კანონების შესაბამისად, ამგვარ ინვესტიციებთან მიმართებით გასცემს საჭირო ნებართვებს, უმაღლესი მმართველი და ტექნიკური პერსონალის მათი არჩევნის შესაბამისად, და მოქალაქეობის მიუხედავად, დასაქმებაზე უფლებამოსილების ჩათვლით.
მუხლი 3🔗
. დაცვა, მოპყრობა
(1) თითოეული ხელშემკვრელი მხარე, მისი კანონებისა და წესების შესაბამისად, დაიცავს მის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს და დაუსაბუთებელი ან დისკრიმინაციული ღონისძიებებით ზიანს არ მიაყენებს ამგვარი ინვესტიციების მართვას, მომსახურებას, გამოყენებას, სარგებლობას, გაფართოებას, გაყიდვას ან ლიკვიდაციას. კერძოდ, ორივე ხელშემკვრელი მხარე ან მისი კომპეტენტური ხელისუფლება გასცემს მე–2 მუხლის (2) პუნქტში აღნიშნულ საჭირო უფლებამოსილებებს.
(2) ორივე ხელშემკვრელი მხარე, მისი ტერიტორიის ფარგლებში, მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების ინვესტიციებს უზრუნველყოფს თანაბარი და სამართლიანი რეჟიმით. აღნიშნული რეჟიმი არ იქნება ნაკლებად ხელსაყრელი, ვიდრე თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ მის ტერიტორიაზე მისი საკუთარი ინვესტორების მიერ განხორციელებული ინვესტიციების მიმართ მინიჭებული რეჟიმი, ან რეჟიმი, რომელიც ორივე ხელშემკვრელმა მხარემ მიანიჭა მათ ტერიტორიაზე ნებისმიერი მესამე ქვეყნის ინვესტორთა მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს, თუ ასეთი რეჟიმი უფრო ხელსაყრელია.
(3) უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი არ განიხილება, როგორც სავალდებულო ერთი ხელშემკვრელი მხარისთვის მიანიჭოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს და ინვესტიციებს უპირატესობები, რომელიც წარმოიშვება არსებული ან მომავალში არსებული საბაჟო ან ეკონომიკურ ზონაში, თავისუფალი ვაჭრობის ზონაში ან რეგიონულ ეკონომიკურ ორგანიზაციაში ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ახლანდელი ან მომავალი მონაწილეობის საფუძველზე. აღნიშნული რეჟიმი არ შეეხება აგრეთვე იმ უპირატესობებს, რომლებსაც ორივე ხელშემკვრელი მხარე ანიჭებს მესამე სახელმწიფოს ინვესტორებს ორმაგი დაბეგვრის შეთანხმების ან დაბეგვრის საკითხებთან დაკავშირებული სხვა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.
მუხლი 4🔗
. თავისუფალი ტრანსფერი
(1) ერთი ხელშემკვრელი მხარე, რომლის ტერიტორიაზეც მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა მიერ განხორციელდა ინვესტიციები, ამ ინვესტორებს, მათ მიერ ყველა სახის ფინანსური და სხვა მსგავსი ვალდებულებების ანაზღაურების შემდეგ, მიანიჭებს ამ ინვესტიციებთან დაკავშირებული გადახდების თავისუფალ ტრანსფერს, კერძოდ, ეს შეეხება შემდეგი სახის გადახდებს:
(a) ამ შეთანხმების 1-ლი მუხლის (3) პუნქტში მოცემული შემოსავლებს;
(b) ინვესტირების მიზნით აღებულ სესხებთან, ან სხვა სახის საკონტრაქტო ვალდებულებებთან, დაკავშირებულ თანხებს და;
(c) ინვესტიციების მთლიანად ან მისი ნაწილის გაყიდვის, გასხვისების ან ლიკვიდაციის შედეგად ამოღებულ თანხებს.
(2) წინამდებარე მუხლის (1) პუნქტის დებულებების მიუხედავად, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს, განსაკუთრებული ფინანსური და ეკონომიკური გარემოებების არსებობის შემთხვევაში, შეუძლია დააკისროს მსგავსი სავალუტო შეზღუდვები მისი კანონებისა და წესების შესაბამისად (და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეთანხმების დებულებების თანახმად).
(3) თუ ინვესტორთან სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, ტრანსფერი განხორციელდება ტრანსფერის დღეს გადაცვლის არსებული შესაბამისი კურსის მიხედვით და იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი კანონებისა და წესების შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა ინვესტირება.
მუხლი 5🔗
. კომპენსაცია ექსპროპრიაციისა და დანაკარგებისათვის
(1) არცერთი ხელშემკვრელი მხარე, პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით, არ განახორციელებს ექსპროპრიაციის, ნაციონალიზაციის ღონისძიებებს ან სხვა ნებისმიერ ღონისძიებას, რომელსაც გააჩნია იგივე ხასიათი ან იგივე სახის გავლენა (შემდგომში „ექსპროპრიაცია“) მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტიციებზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული ღონისძიებები ტარდება არადისკრიმინაციულ საფუძველზე საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, კანონის შესაბამისად და კანონით დადგენილი გზით და იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული პირობები შესრულდება ეფექტური და ადეკვატური კომპენსაციის სანაცვლოდ. ასეთი კომპენსაცია ტოლი იქნება ექსპროპრირებული ინვესტიციის რეალური ღირებულებისა, რომელიც მას გააჩნდა ექსპროპრიაციამდე ან მომავალი ექსპროპრიაციის გამოცხადებამდე, იმის მიხედვით, თუ რომელი უფრო ადრე მოხდება, კომპენსაციის თანხა, პროცენტის ჩათვლით, გადაყვანილი იქნება კონვერტირებად ვალუტაში და დაინტერესებულ ინვესტორს აუნაზღაურდება დაუყოვნებლივ. შესაბამისი გადახდები იქნება თავისუფლად და სწრაფად ტრანსფერირებადი.
(2) ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორები, რომელთა ინვესტიციებიც განიცდიან დანაკარგს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ომის ან ნებისმიერი სხვა შეიარაღებული კონფლიქტის, რევოლუციის, საგანგებო მდგომარეობის ან აჯანყების გამო, ამ უკანასკნელის მხარის მხრიდან ისარგებლებენ ამ შეთანხმების მე–3 მუხლის (2) პუნქტში აღნიშნული რეჟიმით.
მუხლი 6🔗
. შეთანხმებისწინა ინვესტიციები
წინამდებარე შეთანხმება გამოიყენება აგრეთვე ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა მიერ პირველი ხელშემკვრელი მხარის კანონებისა და წესების შესაბამისად ამ შეთანხმების ძალაში შესვლამდე განხორციელებული ინვესტიციების მიმართ. თუმცა, ეს შეთანხმება არ გამოიყენება მისი ძალაში შესვლამდე წარმოქმნილი დავების მიმართ.
მუხლი 7🔗
. სხვა ვალდებულებები
(1) თუ ორივე ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობა მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების ინვესტიციებს ანიჭებს უფრო ხელსაყრელ რეჟიმს, ვიდრე ამ შეთანხმებით არის გათვალისწინებული, მაშინ ამგვარი კანონმდებლობა, იმის გათვალისწინებით, რომ იგი უფრო ხელსაყრელია, პრევალირებს აღნიშნულ შეთანხმებაზე.
(2) თითოეული ხელშემკვრელი მხარე შეასრულებს ნებისმიერ სხვა ვალდებულებას, რომელიც მას გააჩნია მის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა მიერ განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით.
მუხლი 8🔗
. სუბროგაციის პრინციპი
იმ შემთხვევაში, თუ ერთმა ხელშემკვრელმა მხარემ ან მის მიერ დანიშნულმა სააგენტომ, მისი ერთ-ერთი ინვესტორის მიმართ განახორციელა გადახდა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ინვესტიციების არაკომერციულ რისკთან მიმართებაში, მის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ფინანსური გარანტიის საფუძველზე, მეორე ხელშემკვრელი მხარე, სუბროგაციის პრინციპის თანახმად, აღიარებს ინვესტორის ნებისმიერი უფლებების გადაცემას პირველად ხსენებული ხელშემკვრელი მხარისადმი ან მის მიერ დანიშნული სააგენტოსადმი. მეორე ხელშემკვრელი მხარე გაათავისუფლებს ინვესტორს გადასახადებისა და სხვა საზოგადოებრივი გადასახდელებისაგან.
მუხლი
9🔗. ხელშემკვრელ მხარესა და მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს შორის დავების მოგვარება
(1) ინვესტიციებთან დაკავშირებით ერთ ხელშემკვრელ მხარესა და მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს შორის წარმოქმნილი დავის მოგვარების მიზნით, საქმის გადაწყვეტაში დაინტერესებულ მხარეებს შორის კონსულტაციები ჩატარდება, შეძლებისდაგვარად, მეგობრული გზით.
(2) იმ შემთხვევაში, თუ ასეთი კონსულტაციების შედეგად ვერ მოხერხდა გადაწყვეტილების მიღება დავის მოგვარების შესახებ შეტყობინებიდან ექვსი თვის განმავლობაში, ინვესტორს შეუძლია თავისი არჩევანისდა მიხედვით წარუდგინოს დავა გადასაწყვეტად:
a) იმ ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, რომლის ტერიტორიაზეც განხორციელდა ინვესტიცია;
b) საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრს (ICSID), რომელიც შექმნილია სახელმწიფოებსა და მეორე სახელმწიფოების მოქალაქეებს შორის საინვესტიციო დავების მოგვარების შესახებ 1965 წლის 18 მარტს ვაშინგტონში ხელმოსაწერად გახსნილი კონვენციის საფუძველზე; ან
c) „ad hoc“-ის საარბიტრაჟო სასამართლოს, რომელიც შეიქმნება საერთაშორისო სავაჭრო კანონის შესახებ გაერთიანებული ერების კომისიის (UNCITRAL) საარბიტრაჟო წესის შესაბამისად, თუ სხვა სახის შეთანხმება არ არის მიღწეული დავის მონაწილე მხარეებს შორის.
(3) ორივე ხელშემკვრელი მხარე თანახმაა, რომ საინვესტიციო დავა გადაეცეს საერთაშორისო კონსილიუმს ან არბიტრაჟს.
(4) ხელშემკვრელი მხარე, რომელიც არის დავის მონაწილე მხარე, საინვესტიციო დავის მოგვარების პროცედურების განმავლობაში ნებისმიერ დროს, თავის დაცვის მიზნით არ გამოიყენებს მის იმუნიტეტს ან ფაქტს, რომ ინვესტორმა, სადაზღვევო კონტრაქტის საფუძველზე, მიიღო კომპენსაცია მის მიერ განცდილი ზარალის ან დანაკარგის მთლიანი ან ნაწილობრივი ანაზღაურების სანაცვლოდ.
მუხლი 10🔗
. ხელშემკვრელ მხარეებს შორის დავის მოგვარება
(1) ხელშემკვრელ მხარეებს შორის ამ შეთანხმების დებულებების ინტერპრეტაციასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავა მოგვარებული უნდა იქნეს დიპლომატიური არხების მეშვეობით.
(2) იმ შემთხვევაში, თუ ორივე ხელშემკვრელი მხარე ვერ მოაგვარებს მათ შორის არსებულ დავას მისი დაწყებიდან თორმეტი თვის განმავლობაში, ამგვარი დავა, ერთ–ერთი მონაწილე მხარის მოთხოვნით, გადაეცემა სამი წევრისგან შემდგარ საარბიტრაჟო სასამართლოს. თითოეული ხელშემკვრელი მხარე დანიშნავს ერთ არბიტრს, და ამგვარად დანიშნული ორი არბიტრი აირჩევს თავმჯდომარეს, რომელიც იქნება მესამე ქვეყნის მოქალაქე.
(3) თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე არ დანიშნავს მის არბიტრს და არ მიიღებს მეორე ხელეშმკვრელი მხარის თხოვნას განახორციელოს მსგავსი დანიშვნები, ორი თვის განმავლობაში, არბიტრი დანიშნული იქნება ამ ხელშემკვრელი მხარის თხოვნით, საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტის მიერ.
(4) თუ ორივე არბიტრი, თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით, ვერ შეთანხმდა მათი დანიშვნიდან ორი თვის განმავლობაში, თავმჯდომარე, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის თხოვნის საფუძველზე, დაინიშნება საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტის მიერ.
(5) თუ ამ მუხლის მე–3 და მე–4 პუნქტებში განსაზღვრულ შემთხვევებში, საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტი ვერ შეასრულებს აღნიშნულ ფუნქციებს ან არის ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე, დანიშვნას განახორციელებს ვიცე-პრეზიდენტი, და თუ ამ უკანასკნელს არ შეუძლია დანიშვნის გაკეთება ან არის ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე, დანიშვნას განახორციელებს სასამართლოს რანგით მომდევნო მოსამართლე, რომელიც არ არის რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე.
(6) ხელშემკვრელ მხარეებს შორის სხვაგვარი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, ტრიბუნალი განსაზღვრავს საკუთარ პროცედურებს.
(7) თითოეული ხელშემკვრელი მხარე გაიღებს მის მიერ დანიშნულ არბიტრთან და მის არბიტრაჟში წარმომადგენლობასთან დაკავშირებულ ხარჯებს. თავმჯდომარესთან დაკავშირებულ და დარჩენილ სხვა ხარჯებს ხელშემკვრელი მხარეები გაიღებენ თანაბრად.
(8) არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნება საბოლოო და სავალდებულო თითოეული ხელეშმკვრელი მხარისთვის.
მუხლი 11🔗
. საბოლოო დებულებები
(1) ეს შეთანხმება ძალაში შევა ხელშემკვრელი მხარეების მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო მათი საკანონმდებლო პროცედურების დასრულების შესახებ ურთიერთშეტყობინების დღიდან ოცდაათი დღის შემდეგ. მისი ძალაში ყოფნის საწყისი პერიოდია ათი წელი. იმ შემთხვევაში, თუ დენონსაციის შესახებ ოფიციალური შეტყობინება არ იქნება გაგზავნილი მისი მოქმედების ვადის გასვლამდე ექვსი თვით ადრე, ეს შეთანხმება გააგრძელებს მოქმედებას, იმავე პირობების დაცვით, მომდევნო ათი წლის განმავლობაში.
(2) წინამდებარე შეთანხმების დენონსაციის შესახებ ოფიციალური შეტყობინების შემთხვევაში, 1-10 მუხლების დებულებები ძალაში დარჩება ოფიციალურ შეტყობინებამდე განხორციელებული ინვესტიციებისათვის, მომდევნო ათი წლის განმავლობაში.
რის დასტურადაც, ქვემოთ ხელის მომწერებმა, მათი შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა ხელი მოვაწერეთ ამ შეთანხმებას.
ხელმოწერილია ქ. ბუქარესტში, 1997 წლის 11 დეკემბერს, ორ ეგზემპლარად, ქართულ, რუმინულ და ინგლისურ ენებზე, თითოეულ ტექსტს აქვს თანაბარი ძალა. ინტერპრეტაციის დროს განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით რუმინეთის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია) (ხელმოწერილია)