დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების თანახელმძღვანელობისათვის სახელმწიფო გრანტების შესახებ

მიღების თარიღი 16.02.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №87
სარეგისტრაციო კოდი 440050000.10.003.016248
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 230211, 23/02/2011
matsne.gov.ge 1,601 სიტყვა · ~8 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (5)
კრიტერიუმი ქულების დიაპაზონი
პროექტის სამეცნიერო აქტუალობა 0–10
დოქტორანტის პროფესიული გამოცდილება 0–10
თანახელმძღვანელის კვალიფიკაციის შესაბამისობა პროექტით დაგეგმილ კვლევასთან 0–15
პროექტის მოსალოდნელი შედეგების მნიშვნელობა 0–15.
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების თანახელმძღვანელობისათვის სახელმწიფო გრანტების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoRMPane, li.MsoRMPane, div.MsoRMPane {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text";} span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-weight:bold;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.0pt 55.35pt 44.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №87 2011 წლის 16 თებერვალი ქ. თბილისი დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების თანახელმძღვანელობისათვის სახელმწიფო გრანტების შესახებ მუხლი 1🔗. საქართველოში სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური ამოქმედებისა და საგრანტო დაფინანსების გზით მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „პ” ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 5​1 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული დებულება დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების თანახელმძღვანელობისათვის სახელმწიფო გრანტების გაცემის შესახებ. მუხლი 2🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი        ნ. გილაური დ ე ბ უ ლ ე ბ ა დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების თანახელმძღვანელობისათვის სახელმწიფო გრანტების გაცემის შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. სახელმწიფო გრანტი დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის თანახელმძღვანელობისათვის (შემდგომში – გრანტი), როგორც ახალგაზრდა მეცნიერთა დაფინანსების ერთ-ერთი საშუალება, შესაძლებელს ხდის უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ცენტრებში წარმატებულად მოღვაწე ჩვენი თანამემამულე მეცნიერების სამეცნიერო პოტენციალის გამოყენებას ახალგაზრდა მკვლევართა პროფესიული განვითარების ხელშესაწყობად. ამასთანავე, გრანტი ხელს შეუწყობს უცხოეთში მოღვაწე წარმატებულ თანამემამულე მეცნიერებს მუდმივი საქმიანი კონტაქტი ჰქონდეთ სამშობლოსთან და თავისი ცოდნა და გამოცდილება მოახმარონ საქართველოში მეცნიერების დონის ამაღლებას. 2. ეს დებულება აწესრიგებს გრანტის მისაღებად კონკურსის გამართვის, გრანტის გაცემისა და საგრანტო პროექტების შესრულების მონიტორინგის წესს.     მუხლი 2🔗. გრანტის მიზანი გრანტის გაცემის მიზნებია: ა) საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დოქტორანტურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის განხორციელების ხელშეწყობა უცხოეთში მოღვაწე წარმატებულ თანამემამულე მეცნიერთა ჩართულობის გზით; ბ) უცხოეთში მოღვაწე წარმატებულ თანამემამულე მეცნიერებსა და საქართველოში მომუშავე მკვლევართა ჯგუფებს შორის სამეცნიერო კონტაქტების ხელშეწყობა; გ) საერთაშორისო კვლევით პროექტებში ახალგაზრდა მკვლევართა ინტეგრაციის ხელშეწყობა.     მუხლი 3🔗. საგრანტო კონკურსის ადმინისტრირება 1. საგრანტო კონკურსის სრულ ადმინისტრირებასა და გრანტის გაცემას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შემდგომში – ფონდი). 2. ფონდი უზრუნველყოფს: ა) საგრანტო კონკურსის გამოცხადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) კონკურსის ჩატარების წესისა და საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენასა და საჯაროდ გამოცხადებას, აგრეთვე, საკონკურსო დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშის ფორმების დამტკიცებას; გ) ექსპერტთა მიერ პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას; დ) გამარჯვებული საგრანტო პროექტების გამოვლენასა და დამტკიცებას; ე) გამარჯვებული საგრანტო პროექტების დაფინანსებასა და მათი შესრულების მონიტორინგს დადგენილი წესის შესაბამისად.     მუხლი 4🔗. გრანტით დაფინანსების ძირითადი პირობები 1. გრანტის ფარგლებში ფინანსდება ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული საგრანტო პროექტ(ებ)ი. კონკურსი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის სრულ ადმინისტრირებას ახორციელებს ფონდი. 2. კონკურსში მონაწილეობისათვის ფონდში განაცხადის შეტანა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სწავლობს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე (შემდგომში – დოქტორანტი) და რომელსაც დოქტორანტურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამით (შემდგომში –პროგრამა) გათვალისწინებულ სამეცნიერო-კვლევით კომპონენტში ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული საკრედიტო სისტემით დაგროვებული აქვს არა უმეტეს 30 კრედიტისა. 3. წარდგენილი საგრანტო პროექტი უნდა ითვალისწინებდეს დოქტორანტის პროგრამის თანახელმძღვანელის (შემდგომში – პროგრამის თანახელმძღვანელი) პოზიციას. პროგრამის თანახელმძღვანელი შეიძლება იყოს უცხოეთში მოღვაწე თანამემამულე (საქართველოს მოქალაქე ან საქართველოდან ემიგრირებული პირი ან მისი შთამომავალი), რომელიც ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ/სამეცნიერო ხარისხს და აქვს სრული პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის (ან ეკვივალენტური) თანამდებობა უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უნივერსიტეტში და ა.შ.) ან უცხოეთის სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციაში/კლინიკაში არის ლაბორატორიის/ჯგუფის/ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ან უკავია სხვა არჩევითი სამეცნიერო თანამდებობა. 4. პროექტის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 2 წელს. პროექტი არ შეიძლება გაგრძელდეს დოქტორანტის მიერ დოქტორანტურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის დასრულების შემდეგ. 5. გრანტის ფარგლებში ფინანსდება: ა) პროგრამის თანახელმძღვანელის საქართველოში ვიზიტის ხარჯები – საქართველოში ჩამოსვლისა და საქართველოდან გამგზავრების ხარჯები. წლის განმავლობაში დასაშვებია მაქსიმუმ ორი ვიზიტი; ბ) დოქტორანტის ვიზიტი უცხოეთის იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში/ სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციაში, რომელშიც მუშაობს პროგრამის თანახელმძღვანელი. წლის განმავლობაში დასაშვებია მაქსიმუმ ორი ვიზიტი; გ) დოქტორანტის სამეცნიერო კონფერენციებში/სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა (ანაზღაურდება წელიწადში ერთ კონფერენციაზე/სამუშაო შეხვედრაზე გამგზავრება). 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხარჯები არ მოიცავს პროგრამის თანახელმძღვანელის საქართველოში ცხოვრების ხარჯებს. 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვიზიტების დაფინანსება მოიცავს საერთაშორისო და საქალაქთაშორისო მგზავრობის, სამოგზაურო დაზღვევის, ვიზის ხარჯების, საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისა და ვიზიტის პერიოდში სადღეღამისო ხარჯების ანაზღაურებას. 8. პროექტის წლიური დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 15 000 ლარს. არასრული წლის დაფინანსება განხორციელდება მაქსიმალური წლიური თანხის პროპორციულად. 9. პროექტის დაფინანსება ხორციელდება ერთწლიანი პერიოდებით. ყოველი პერიოდის ბოლოს დოქტორანტის მიერ ფონდს წარედგინება პროექტის შესრულების ანგარიში, რომელიც შედგება პროგრამული და ფინანსური ნაწილებისაგან. ყოველი მომდევნო პერიოდის დაფინანსება განხორციელდება ფონდის მიერ წინა პერიოდის ანგარიშის განხილვის აქტის საფუძველზე. 10. პროექტის ფინანსური ანგარიშსწორების საკითხები რეგულირდება ფონდსა და დოქტორანტს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებით.     მუხლი 5🔗. საგრანტო პროექტის განხილვის პროცესი და შეფასება 1. საგრანტო პროექტის შეფასებას ახორციელებს ფონდი ამ დებულებით დამტკიცებული საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმებისა და საკონკურსო კომისიის მეშვეობით. 2. საკონკურსოდ წარდგენილ საგრანტო პროექტებს ფონდში უტარდება წინასწარი ტექნიკური ექსპერტიზა, რომლის დროსაც მოწმდება საგრანტო პროექტის შესაბამისობა ფონდის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან. საგრანტო პროექტები, რომლებიც არ შეესაბამება კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, მოიხსნება კონკურსიდან. 3. წინასწარი ტექნიკური ექსპერტიზის შემდეგ საგრანტო პროექტები გაივლის შეფასების ორსაფეხურიან პროცედურას: ა) შეფასების პირველ საფეხურზე საგრანტო პროექტის აქტუალობასა და სამეცნიერო დონეს, დასახული მიზნების მიღწევადობასა და მოსალოდნელი შედეგების ღირებულებას ამ დებულებით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით აფასებს ორი დამოუკიდებელი ექსპერტი. თითოეული ექსპერტი საგრანტო პროექტს აფასებს მაქსიმუმ 50 ქულით. საგრანტო პროექტის შეფასება გამოიანგარიშება საშუალო არითმეტიკულის მიხედვით. საგრანტო პროექტი, რომელიც მიიღებს 46 ქულას ან მეტს, გადადის შეფასების მეორე საფეხურზე; ბ) შეფასების მეორე საფეხურზე გასული კონკურსანტები პროექტების მოკლე პრეზენტაციით (პროექტის დაცვით) წარდგებიან ფონდის სამეცნიერო საბჭოს წინაშე. 4. ფონდის სამეცნიერო საბჭო გამოავლენს და ამტკიცებს გამარჯვებულ საგრანტო პროექტებს. 5. გამარჯვებულთა რაოდენობა განისაზღვრება საკონკურსოდ გამოყოფილი თანხის შესაბამისად.     მუხლი 6🔗. კონკურსის პირობები 1. ფონდში საკონკურსო განაცხადი წარდგენილ უნდა იქნეს დადგენილი ფორმით. 2. კონკურსში მონაწილეობისათვის ფონდში წარდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) დოქტორანტის პროგრამის ხელმძღვანელის მხრიდან საგრანტო პროექტის მხარდაჭერის წერილი. იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტის პროგრამის ხელმძღვანელი და დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი სხვადასხვა პიროვნებაა, საგრანტო პროექტის მხარდაჭერის წერილზე აუცილებელია ორივე მათგანის ხელმოწერა; ბ) პროგრამის თანახელმძღვანელის ოფიციალური თანხმობა საგრანტო პროექტში მონაწილეობაზე; გ) საგრანტო პროექტის განხორციელებაზე ოფიციალური თანხმობა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელშიც სწავლობს დოქტორანტი. თანხმობის წერილს უნდა ახლდეს ინფორმაცია დოქტორანტის აკადემიური სტატუსის (მოსწრების) შესახებ (კრედიტების რაოდენობის მითითებით); დ) ოფიციალური თანხმობა უცხოეთის იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციიდან, რომელშიც მუშაობს პროგრამის თანახელმძღვანელი და რომელშიც იგეგმება დოქტორანტის ვიზიტები. თანხმობის წერილით დადასტურებულ უნდა იქნეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციის მზადყოფნა, დოქტორანტისათვის ხელმისაწვდომი გახადოს საკუთარი კვლევითი ინფრასტრუქტურა (ბიბლიოთეკა, ლაბორატორიული, კომპიუტერული ბაზა და ა.შ.); ე) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ; ვ) საპროექტო წინადადება, რომელიც უნდა შეიცავდეს პროექტის დასაბუთებას, დაგეგმილი კვლევის აღწერას, დაგეგმილი კვლევის ზოგად გეგმა-გრაფიკს და მოსალოდნელი შედეგების აღწერას; ზ) საგრანტო პროექტის რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე; თ) საგრანტო პროექტის ბიუჯეტი; ი) დოქტორანტის პროფესიული ავტობიოგრაფია (CV); კ) დოქტორანტის პირადობის მოწმობის ასლი; ლ) პროგრამის თანახელმძღვანელის პროფესიული ავტობიოგრაფია (CV). 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ფორმებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ფონდის გენერალური დირექტორი.     მუხლი 7🔗. საგრანტო პროექტების მონიტორინგი 1. დაფინანსებული საგრანტო პროექტ(ებ)ის მონიტორინგს ახორციელებს ფონდი. ყოველი ერთწლიანი პერიოდის შემდეგ ფონდში წარდგენილ უნდა იქნეს ფონდის მიერ დადგენილი ფორმის შუალედური ანგარიში, რომელიც შედგება პროგრამული და ფინანსური ნაწილებისაგან. 2. უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში/სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციაში დოქტორანტის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას, რომელიც თან ერთვის საგრანტო პროექტის შესრულების ანგარიშს, ფონდის მიერ დადგენილი ფორმების მიხედვით ადგენს პროგრამის თანახელმძღვანელი. 3. პროგრამის თანახელმძღვანელის საქართველოში ვიზიტისას პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციას, რომელიც თან ერთვის საგრანტო პროექტის შესრულების შესაბამისი პერიოდის ანგარიშს, ფონდის მიერ დადგენილი ფორმების მიხედვით ადგენს პროგრამის ხელმძღვანელი ან დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი. 4. პროგრამის ყოველი სემესტრის დასრულების შემდეგ დოქტორანტმა დადგენილ ვადებში ფონდში უნდა წარადგინოს ცნობა აკადემიური სტატუსის შესახებ (კრედიტების რაოდენობის მითითებით). 5. დოქტორანტის სტატუსის შეჩერება/შეწყვეტა იწვევს საგრანტო პროექტის საგრანტო დაფინანსების შეჩერებას. დოქტორანტი ვალდებულია დოქტორანტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს ფონდს, რომელიც ინფორმაციის მიწოდებიდან გონივრულ ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო პროექტის საგრანტო დაფინანსების შეჩერების თაობაზე. ფონდი უფლებამოსილია, დოქტორანტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში, დოქტორანტის მოთხოვნით განიხილოს საკითხი საგრანტო დაფინანსების გაგრძელების შესახებ.  6. პროექტის შესრულების ანგარიშების ფონდში წარუდგენლობის ან ხარვეზებით წარდგენის შემთხვევაში, ფონდი უფლებამოსილია, იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობისა და დოქტორანტთან გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების შესაბამისად.     მუხლი 8🔗. საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები საკონკურსო პროექტის შესაფასებლად დამოუკიდებელი ექსპერტები საგრანტო პროექტებს აფასებენ შემდეგი კრიტერიუმებით: კრიტერიუმი ქულების დიაპაზონი ქულა კომენტარი პროექტის სამეცნიერო აქტუალობა 0–10 დოქტორანტის პროფესიული გამოცდილება 0–10 თანახელმძღვანელის კვალიფიკაციის შესაბამისობა პროექტით დაგეგმილ კვლევასთან 0–15 პროექტის მოსალოდნელი შედეგების მნიშვნელობა 0–15.