უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტის შესახებ
მიღების თარიღი 16.02.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №88
სარეგისტრაციო კოდი 440050000.10.003.016249
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 230211, 23/02/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.02.2011 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (5)
| 1 | პროექტის მენეჯმენტის შესაბამისობა პროექტით დაგეგმილ კვლევასთან |
| 2 | პროექტის/კვლევის მოსალოდნელი შედეგების მნიშვნელობა საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის ამაღლებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის |
| 3 | პროექტის მნიშვნელობა ეროვნული კვლევითი ინსტიტუციის საერთაშორისო კვლევებში ინტეგრაციისათვის |
| 4 | პროექტის საბაზო ინფრასტრუქტურის შესაბამისობა პროექტის მიზნებთან |
| № | კრიტერიუმი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო
გრანტის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:AcadNusx;}
@font-face {font-family:GEO-LitNusx;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";}
span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";}
span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text";}
span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:44.95pt 55.35pt 35.95pt 63.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს
მთავრობის
დადგენილება №8
8
2011
წლის 16 თებერვალი
ქ.
თბილისი
უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტის შესახებ
მუხლი 1🔗
საქართველოში სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური ამოქმედებისა და საგრანტო დაფინანსების გზით მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული დებულება უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების გაცემის შესახებ.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ
-მინისტრი ნ
. გილაური
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების გაცემის შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. სახელმწიფო გრანტი ერთობლივი კვლევებისათვის უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით (შემდგომში – გრანტი), როგორც მეცნიერების დაფინანსების ერთ-ერთი საშუალება, წარმოადგენს უცხოეთში მოღვაწე წარმატებულ თანამემამულე მეცნიერებთან საქართველოს სამეცნიერო კადრების მჭიდრო პროფესიული ურთიერთობის ხელშეწყობის შესაძლებლობას. გრანტი საშუალებას მისცემს საქართველოში მომუშავე მკვლევარებს, უკეთ გაეცნონ უცხოეთის წამყვან ქვეყნებში არსებულ სამეცნიერო სიახლეებს და აითვისონ თანამედროვე კვლევითი ტექნოლოგიები. ამასთან, გრანტი ხელს შეუწყობს უცხოეთში მცხოვრებ წარმატებულ თანამემამულე მეცნიერებს
, მუდმივი საქმიანი კონტაქტი ჰქონდეთ სამშობლოსთან და თავისი ცოდნა და გამოცდილება მოახმარონ საქართველოში მეცნიერების დონის ამაღლებას
.
2
. ეს დებულება აწესრიგებს გრანტის მისაღებად კონკურსის გამართვის
, გრანტის გაცემისა და საგრანტო პროექტების შესრულების მონიტორინგის წესს
.
მუხლი 2🔗. გრანტის მიზანი
გრანტის გაცემის მიზნებია:
ა) ხელი შეუწყოს უცხოეთში მოღვაწე წარმატებულ თანამემამულე მეცნიერებსა და საქართველოში მომუშავე მკვლევართა ჯგუფებს შორის სამეცნიერო კონტაქტების დამყარებას;
ბ) სტიმული მისცეს ერთობლივი კვლევითი პროექტების დაფინანსების გზით ორმხრივად ნაყოფიერი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას;
გ) ხელი შეუწყოს სამშობლოში დაბრუნების მსურველ თანამემამულე მეცნიერთა საქართველოს კვლევით სივრცეში ადაპტირებას;
დ) დაეხმაროს დამწყებ მკვლევრებს, ჩაერთონ საერთაშორისო კვლევით ცენტრებში მიმდინარე სასწავლო-სამეცნიერო პროცესში.
მუხლი 3🔗. საგრანტო კონკურსის ადმინისტრირება
1. საგრანტო კონკურსის სრულ ადმინისტრირებასა და გრანტის გაცემას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შემდგომში – ფონდი).
2. ფონდი უზრუნველყოფს:
ა) საგრანტო კონკურსის გამოცხადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) კონკურსის ჩატარების წესისა და საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენასა და საჯაროდ გამოცხადებას, აგრეთვე, საკონკურსო დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშის ფორმების დამტკიცებას;
გ) ექსპერტთა მიერ პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას;
დ) გამარჯვებული საგრანტო პროექტების გამოვლენასა და დამტკიცებას;
ე) გამარჯვებული საგრანტო პროექტების დაფინანსებასა და მათი შესრულების მონიტორინგს დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 4🔗. გრანტით დაფინანსების ძირითადი პირობები
1. გრანტის ფარგლებში ფინანსდება ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული საგრანტო პროექტ(ებ)ი. კონკურსი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის სრულ ადმინისტრირებას ახორციელებს ფონდი.
2. კონკურსში მონაწილეობისათვის ფონდში განაცხადის შეტანა შეუძლია მკვლევართა ჯგუფს, რომელიც მიზნად ისახავს კვლევის ჩატარებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, აგრეთვე საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, რომელთა წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე.
3. საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
4. ფონდში საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ხელმძღვანელი უნდა იყოს უცხოეთში მოღვაწე თანამემამულე (საქართველოს მოქალაქე ან საქართველოდან ემიგრირებული პირი ან მისი შთამომავალი), რომელიც ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ ხარისხს, უკავია სრული პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის (ან ეკვივალენტური) თანამდებობა უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უნივერსიტეტში და ა.შ.) ან უცხოეთის სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციაში/კლინიკაში არის ლაბორატორიის/ ჯგუფის/სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ან უკავია სხვა არჩევითი სამეცნიერო თანამდებობა.
5. პროექტი უნდა ითვალისწინებდეს თანახელმძღვანელის პოზიციას. თანახელმძღვანელი არის საქართველოში მცხოვრები მეცნიერი, რომელიც კოორდინაციას უწევს მკვლევართა ჯგუფის მუშაობას პროექტის ხელმძღვანელის საქართველოში არყოფნის პერიოდში და მუდმივ კონტაქტში იმყოფება პროექტის ხელმძღვანელთან.
6. კონკურსის ფარგლებში უპირატესობა მიენიჭება იმ პროექტებს, რომლებიც ითვალისწინებს 35 წლამდე ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა მონაწილეობას, კერძოდ, მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების (შემდგომში – მაგისტრანტი), დოქტორანტურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების (შემდგომში – დოქტორანტი) და ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების კვლევაში ჩართვას. ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა რიცხვი პროექტში არ უნდა აღემატებოდეს ორს, ამასთან, მათ დაგროვებული უნდა ჰქონდეთ ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული საკრედიტო სისტემით სულ მცირე 180 კრედიტი.
7. გრანტის მიმღები შესაძლებელია იყვნენ მკვლევართა ჯგუფის ის წევრები, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები.
8. პროექტი შეიძლება გრძელდებოდეს 2-დან 3 წლამდე.
9. ამ დებულებით განსაზღვრული კონკურსის ფარგლებში ერთი და იგივე პირი ვერ იქნება ფონდში წარდგენილი ან ფონდის მიერ დაფინანსებული ერთზე მეტი პროექტის ხელმძღვანელი ან თანახელმძღვანელი.
10. პროექტში შემოთავაზებული კვლევა შესაძლოა წარმოადგენდეს სხვა საერთაშორისო პროექტით გათვალისწინებული კვლევის ნაწილს.
მუხლი 5🔗. გრანტით დაფინანსება
1. გრანტის ფარგლებში ფინანსდება:
ა) პროექტის ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტის ხარჯები – საქართველოში ჩამოსვლისა და საქართველოდან გამგზავრების ხარჯები. წელიწადში დასაშვებია მაქსიმუმ სამი ვიზიტი;
ბ) გრანტის მიმღებთა საგრანტო დაფინანსება;
გ) გრანტის მიმღებთა სამეცნიერო ვიზიტები საზღვარგარეთ, მათ შორის, იმ დაწესებულებებში, სადაც მუშაობს პროექტის ხელმძღვანელი;
დ) სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის შეძენა;
ე) კვლევასთან დაკავშირებული მიმდინარე ხარჯები;
ვ) სხვა საქონლისა და მომსახურების ხარჯები;
ზ) ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია კვლევის განხორციელებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენებასთან. მათი მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ბიუჯეტის 10%-ს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხარჯები არ მოიცავს პროგრამის ხელმძღვანელის საქართველოში ცხოვრების ხარჯებს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვიზიტების დაფინანსება მოიცავს საერთაშორისო და საქალაქთაშორისო მგზავრობის, სამოგზაურო დაზღვევის, ვიზის ხარჯების, საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისა და ვიზიტის პერიოდში სადღეღამისო ხარჯების ანაზღაურებას.
4. პროექტის დასაფინანსებლად ფონდიდან მოთხოვნილი თანხა წლიურად არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.
5. პროექტის დაფინანსება ხორციელდება 6-თვიანი პერიოდებით. ყოველი პერიოდის ბოლოს პროექტის თანახელმძღვანელის მიერ ფონდს წარედგინება პროექტის შესრულების ანგარიში, რომელიც შედგება პროგრამული და ფინანსური ნაწილებისაგან. ყოველი მომდევნო პერიოდის დაფინანსება განხორციელდება ფონდის მიერ წინა პერიოდის ანგარიშის განხილვის აქტის საფუძველზე.
6. პროექტის ფინანსური ანგარიშსწორების საკითხები რეგულირდება ფონდსა და გრანტის მიმღებებს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებით.
7. გრანტის ფარგლებში შეძენილი ქონება რჩება გრანტის მიმღებ პირებს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
მუხლი 6🔗. საკონკურსო დოკუმენტაცია
1. ფონდში საკონკურსო განაცხადი წარდგენილ უნდა იქნეს ფონდის მიერ დადგენილი ფორმით.
2. კონკურსში მონაწილეობისათვის ფონდში წარდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
ბ) საქართველოში რეგისტრირებული იმ იურიდიული პირის წერილობითი თანხმობა, რომლის ბაზაზეც იგეგმება პროექტის განხორციელება;
გ) პროექტის ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა პროექტში მონაწილეობაზე;
დ) პროექტში დოქტორანტების, მაგისტრანტების ან ბაკალავრიატის სტუდენტების მონაწილეობის შემთხვევაში, მათი აკადემიური სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
ე) საპროექტო წინადადება ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომელიც უნდა შეიცავდეს პროექტის დასაბუთებას, დაგეგმილი კვლევის აღწერას, პროექტის რეალიზაციის გრაფიკს, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ვიზიტების ჩამონათვალსა და მოსალოდნელი შედეგების აღწერას;
ვ) პროექტის რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე;
ზ) პროექტის ბიუჯეტი;
თ) პროექტის მონაწილეთა ავტობიოგრაფია (CV).
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ფორმებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ფონდის გენერალური დირექტორი.
მუხლი 7🔗. პროექტის ბიუჯეტი
პროექტის ბიუჯეტი შესაძლოა ითვალისწინებდეს შემდეგ მუხლებს/ხარჯვით კატეგორიებს:
ა) გრანტის მიმღებთა საგრანტო დაფინანსება, დამხმარე პერსონალის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ხელფასი;
ბ) მივლინება: სამივლინებო ხარჯები. განისაზღვრება „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების შესაბამისად;
გ) საქონელი და მომსახურება: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის“ საქონელი და მომსახურების მუხლით გათვალისწინებული ხარჯები;
დ) კაპიტალური ხარჯები: სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის, საოფისე ტექნიკის, კომპიუტერების, ასლის გადამღები აპარატურის, პრინტერის და ა.შ., სხვა სამეცნიერო მოწყობილობების, კვლევისათვის აუცილებელი ფოტო-, ვიდეო- და სხვა ციფრული ტექნიკის (მობილური ტელეფონების გარდა) და სხვა ძირითადი აქტივების შეძენის ხარჯი, რომელთა საექსპლუატაციო ვადა აღემატება 1 წელს, ხოლო ერთეულის ღირებულება აღემატება 500 ლარს და მათი გამოყენება შესაძლებელი იქნება პროექტის დასრულების შემდეგაც.
მუხლი 8🔗. პროექტის განხილვის პროცესი და შეფასება
1. საკონკურსოდ წარდგენილ პროექტებს ფონდში უტარდება წინასწარი ტექნიკური ექსპერტიზა, რომლის დროსაც მოწმდება პროექტის შესაბამისობა ფონდის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან. პროექტები, რომლებიც არ შეესაბამება კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, შესაძლოა მოიხსნას კონკურსიდან.
2. წინასწარი ტექნიკური ექსპერტიზის შემდეგ პროექტები გაივლის შეფასების ორსაფეხურიან პროცედურას.
3. შეფასების პირველ საფეხურზე პროექტის სამეცნიერო აქტუალობას, დასახული მიზნების მიღწევადობას, მოსალოდნელი შედეგების ღირებულებას წინასწარ დადგენილი კრიტერიუმის მიხედვით აფასებს დარგის ორი დამოუკიდებელი უცხოელი ექსპერტი (peer reviewer). თითოეული ექსპერტი პროექტს აფასებს მაქსიმუმ 100 ქულით. პროექტის შეფასება გამოიანგარიშება საშუალო არითმეტიკულის მიხედვით. პროექტი, რომელიც მიიღებს 91 ქულას ან მეტს, გადადის შეფასების მეორე საფეხურზე.
4. შეფასების მეორე საფეხურზე ფონდის მიერ შექმნილი კომისია განიხილავს პროექტის/კვლევის მოსალოდნელი შედეგების მნიშვნელობას საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის ამაღლებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის.
5. კომისია ეცნობა შეფასების პირველი საფეხურის შედეგებს, ისმენს პროექტის ხელმძღვანელის ან თანახელმძღვანელის აუცილებელ ხანმოკლე პრეზენტაციას და წერს ქულებს ამ დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. შეფასება გამოითვლება საკონკურსო კომისიის თითოეული წევრის მიერ დაწერილი შეფასების საშუალო არითმეტიკულის მიხედვით.
6. თითოეული პროექტის საბოლოო შეფასება მიიღება ორივე საფეხურის შეფასებათა შეკრებით. დასაფინანსებელი პროექტები შეირჩევა მათ მიერ მიღებული შეფასების შესაბამისად პროექტების რანჟირებული ნუსხის მიხედვით. თანაბარქულიან პროექტებს შორის გამარჯვებულს კომისია გამოავლენს კენჭისყრით.
7. საკონკურსო კომისიის მიერ გამოვლენილი გამარჯვებული პროექტები დასამტკიცებლად წარედგინება ფონდის სამეცნიერო საბჭოს.
მუხლი 9🔗. პროექტის მონიტორინგი
1. საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტრანშებს ფონდი რიცხავს ავანსის სახით და ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს ახორციელებს დაფინანსებული საგრანტო პროექტების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს.
2. ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან.
3. პროგრამული მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულებით დაგეგმილი ამოცანების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შემოწმებას.
4. ფონდის მიერ მონიტორინგის განხორციელებისას:
ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება – საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება ამ ხარჯვით კატეგორიას;
ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება – საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება მიზნობრივ საგრანტო ანგარიშზე დაბრუნებას;
გ) გადახარჯვად ჩაითვლება – საანგარიშო პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების გაწევა სხვა მუხლებში არსებული რესურსით, იმ შემთხვევაში, თუ გადახარჯულ მუხლში მომავალი ტრანშით ჩასარიცხი თანხა აღემატება ან უტოლდება სხვა მუხლიდან გადახარჯული მუხლით გათვალისწინებული ხარჯებისათვის გამოყენებულ რესურსს; გადახარჯვა არ ჩაითვლება ხარვეზად და არ წარმოადგენს პროექტის შეჩერების საფუძველს;
დ) ნაშთად ჩაითვლება – საანგარიშო პერიოდში გაუხარჯავი რესურსი, რომელიც შესაძლოა გაიხარჯოს მომდევნო კვარტალებში.
5. პროექტის შეჩერება ან/და შეწყვეტა ხორციელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
6. საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში პროექტის ფარგლებში შეძენილი ქონება გადაეცემა ფონდს საკუთრებაში.
7. ფონდი უფლებამოსილია გრანტის მიმღების მიერ ყოველი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე არა უგვიანეს 20 დღით ადრე წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე საგრანტო ხელშეკრულების სამოქმედო გეგმაში ან/და ხარჯთაღრიცხვაში განახორციელოს ცვლილება. საანგარიშო წლის პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებები დასაშვებია პროექტის მიმდინარე წლის საერთო ბიუჯეტის 5%-ის ფარგლებში.
8. ფონდი არ არის უფლებამოსილი თავად შეაფასოს დასრულებული საგრანტო პროექტის სამეცნიერო ღირებულება და არ არის პასუხისმგებელი საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევების შედეგისათვის.
9. საგრანტო პროექტი ჩაითვლება დასრულებულად, თუ საგრანტო პროექტის ფარგლებში ავანსად გადარიცხულ ყველა ტრანშზე პროექტის დახურვის მომენტში წარდგენილია შუალედური და საბოლოო ანგარიშები და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი.
მუხლი 10🔗. პროექტის შეფასების კრიტერიუმები
1. პროექტების შეფასების პირველ საფეხურზე დამოუკიდებელი ექსპერტები პროექტებს აფასებენ შემდეგი კრიტერიუმებით:
№
კრიტერიუმი
ქულების
დიაპაზონი
ქულა
კომენტარი
1
პრობლემის სამეცნიერო აქტუალობა, კვლევის სიახლე
0–30
2
პროექტის შემსრულებელთა პროფესიული კვალიფიკაცია
0–25
3
პროექტში დასახული მიზნების მიღწევის რეალურობა და მოსალოდნელი შედეგების მნიშვნელობა
0–25
4
რამდენად შეუწყობს პროექტი ხელს ახალგაზრდა (35 წლამდე) მეცნიერთა/სტუდენტთა პროფესიულ განვითარებას
0–20.
2. პროექტების შეფასების მეორე საფეხურზე საკონკურსო კომისია პროექტებს აფასებს შემდეგი კრიტერიუმებით:
№
კრიტერიუმი
ქულების დიაპაზონი
ქულა
1
პროექტის მენეჯმენტის შესაბამისობა პროექტით დაგეგმილ კვლევასთან
0–10
2
პროექტის/კვლევის მოსალოდნელი შედეგების მნიშვნელობა საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის ამაღლებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის
0–10
3
პროექტის მნიშვნელობა ეროვნული კვლევითი ინსტიტუციის საერთაშორისო კვლევებში ინტეგრაციისათვის
0–10
4
პროექტის საბაზო ინფრასტრუქტურის შესაბამისობა პროექტის მიზნებთან
0–10.