შეთანხმება საქართველოს საპატენტო უწყებასა და რუმინეთის საპატენტო უწყებას შორის თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 01.07.1998
ძალაში შესვლა 01.07.1998
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000188
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 01/10/1998
matsne.gov.ge 650 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.07.1998 მიღება
01.07.1998 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს საპატენტო უწყებასა და რუმინეთის საპატენტო უწყებას შორის თანამშრომლობის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს საპატენტო უწყებასა და რუმინეთის საპატენტო უწყებას შორის თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საპატენტო უწყება და რუმინეთის საპატენტო უწყება, შემდგომში უწყებებად წოდებულნი, ითვალისწინებენ რა თავიანთ მზადყოფნას, ერთობლივი ძალისხმევით განსაზღვრონ ქმედითუნარიანი საშუალებები სამრეწველო საკუთრების უფლებებისა და მომხმარებელთა ფართო ინტერესების დასაცავად, თავიანთ რწმენას, რომ ორი უწყების მეგობრული ურთიერთობების ფარგლებში თანამშრომლობა და ორმხრივი ინფორმაციის გაცვლა ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუმინეთში სამრეწველო საკუთრების დაცვას და წვლილს შეიტანს ამ სფეროს შესაბამისად განვითარებაში, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 უწყებები გამოხატავენ თავიანთ მზადყოფნას სამრეწველო საკუთრებაზე უფლებების დაცვის ხელშეწყობის, მოდერნიზაციასა და ჰარმონიზაციასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ინფომაციის გაცვლის მიზნით იქონიონ მუდმივი კავშირები. კერძოდ, ისინი გაცვლიან ინფორმაციას მოქმედი კანონმდებლობისა და სარევიზიო პროექტების ძირითადი მიმართულებების შესახებ. უწყებები გამართავენ კონსულტაციებსა და მოლაპარაკებებს პატენტების შეგროვების ორგანიზების, მათი გამოქვეყნებისა და შენახვის, აგრეთვე საპატენტო დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობის საკითხთან დაკავშირებით.     მუხლი 2🔗 უწყებები სამრეწველო საკუთრების სფეროში ტექნიკური თანამშრომლობის მიზნით, ერთობლივად შექმნიან მექანიზმებს, რომლებიც კერძოდ მოიცავენ ორივე უწყების მომსახურე პერსონალისათვის ტექნიკური სასწავლო კურსებისა და სემინარების ორგანიზებას სამრეწველო საკუთრების სხვადასხვა სფეროში.     მუხლი 3🔗 მოცემული შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში ყველა საქმიანობა განხორციელდება ყოველწლიური მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სამუშაო გეგმების მეშვეობით, რომლებიც ერთობლივად მომზადდება და შეთანმხებული იქნება ორივე უწყების მიერ. მოცემული შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის დაფინანსება განისაზღვრება ყოველწლიური სამუშაო გეგმების საშუალებით. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული დახმარების, მოსამზადებელი გეგმების ან პროგრამების განხორციელებისას ხარჯების დაფარვა მოხდება სპეციალური დებულებების მიხედვით, რომელსაც ითვალისწინებს ზემოხსენებული პროგრამა. მომზადებისა და სპეციალიზირების სფეროში ზემოხსენებული მუხლების ძირითად პრინციპს წარმოადგენს ის, რომ ყოველი უწყება გაიღებს თავისი ექსპერტებისა და მომსახურე პერსონალის მგზავრობისა და სხვა აუცილებელ ხარჯებს მეორე უწყებაში მივლინებისას.     მუხლი 4🔗 ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან, რეგულარულ საფუძველზე, უწყებები უსასყიდლოდ გადასცემენ ერთმანეთს თავიანთი ოფიციალური პუბლიკაციების ერთ ასლს, რომელიც მოიცავს როგორც პერიოდულ, აგრეთვე არაპერიოდულ პუბლიკაციებს. უწყებები სამუშაო ენად გამოიყენებენ ინგლისურ ენას. კორესპონდეციისაგან განსხვავებული პუბლიკაციები, სამართლებრივი აქტები და სხვა სახის ტექსტები გაიგზავნება ინგლისურ ენაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს მოეპოვებათ მათი ინგლისური თარგმანი.     მუხლი 5🔗 უწყებები მოთხოვნისამებრ გადასცემენ ერთმანეთს ეროვნული კანონმდებლობის სპეციფიკურ საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციას.     მუხლი 6🔗 უწყებები საზოგადოებისათვის განკუთვნილი მონაცემების ურთიერთგაცვლას განახორციელებენ ელექტრონული სახით, ამასთან მონაცემთა გადაცემის სახე განისაზღვრება უწყებების სპეციალისტთა მიერ. საზოგადოებისათვის განკუთვნლი მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბების შედეგად, რომელსაც ექნება დისტანციური შეღწევის შესაძლებლობა, ორივე უწყება განახორციელებს ორმხრივი და უფასო შეღწევადობას მონაცემთა ბაზებში.     მუხლი 7🔗 უწყებები შეიმუშავებენ ტექნიკური დახმარებისა და ხელშეწყობის მექანიზმს ტექნოლოგიური ინფორმაციის გავრცელების სფეროში, რომლებიც მოიცავენ პატენტებს, სასაქონლო ნიშნებსა და სამრეწველო ნიმუშებს. იმ შემთხვევაში, როდესაც ეს პროგრამები და საქმიანობები ხორციელდება სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ, უწყებები კოორდინაციას გაუწევენ აღნიშნულ ორგანოებს, რათა გახადონ ინფორმაცია მეორე უწყებისათვის ხელმისაწვდომი.     მუხლი 8🔗 უწყებები რეგულარულად გადაამოწმებენ ამ მუხლების ეფექტურობას და ამ შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, შეთანხმდებიან არსებულ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.     მუხლი 9🔗 წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და იმოქმედებს მანამ, სანამ ერთი უწყება წერილობით არ შეატყობინებს მეორე უწყებას თავის განზრახვას შეწყვიტოს მისი მოქმედება. ამ შემთხვევაში შეთანხმება შეწყვეტს მოქმედებას ასეთი შეტყობინების თარიღიდან ექვსი თვის შემდეგ. შესრულებულია ქ. თბილისში 1998 წლის 1 ივლისს ორ პირად ქართულ, რუმინულ და ინგლისურ ენებზე. შეთანხმების ტექსტებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს საპატენტო უწყების სახელით (ხელმოწერილია) რუმინეთის საპატენტო უწყების სახელით (ხელმოწერილია)