ევროპის არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენცია

მიღების თარიღი 03.10.1985
ძალაში შესვლა 01.08.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 000000480.00.008.000356
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 07/08/2000
matsne.gov.ge 1,886 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.10.1985 მიღება
01.08.2000 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

ევროპის არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენცია p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 37.3pt 56.7pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ევროპის არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენცია (გრანადა, 3.10.1985) წინამდებარე კონვენციის ხელისმომწერი ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები, მხედველობაში იღებენ რა, ევროპის მიზანს წევრ სახელმწიფოთა უფრო მჭიდრო ერთობის მიღწევას, რათა interalia უზრუნვეყოფილ იქნეს მათი საერთო მემკვიდრეობის იდეალებისა და პრინციპების დაცვა და განხორციელება, აღიარებენ რა, რომ არქიტექტურული მემკვიდრეობა წარმოადგენს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის მრავალფეროვნებისა და სიმდიდრის შეუდარებელ გამოხატვას, რომელიც ჩვენი წარსულისა და ყველა ევროპელის საერთო საგანძურის საუკეთესო მაგალითია, ითვალისწინებენ რა 1954 წლის 19 დეკემბერს პარიზში ხელმოწერილ ევროპულ კულტურულ კონვენციას, კერძოდ მის №1 მუხლს, ითვალისწინებენ რა 1975 წლის 28 სექტემბერს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებულ ევროპის არქიტექტურული მემკვიდრეობის ქარტიას და 1976 წლის 14 აპრილს მიღებულ რეზოლუციას (76) 28, რომელიც ეხება ეროვნულ კანონმდებლობებისა და წესდებების მისადაგებას არქიტექტურული მემკვიდრეობის ინტეგრირებულ დაცვასთან, ითვალისწინებენ რა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციას R 880(1979), რომელიც ეხება არქიტექტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, ითვალისწინებენ რა მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციას R (80) 16 წევრი სახელმწიფოებისადმი, რომელიც ეხება არქიტექტორების, ურბანისტების, ინჟინერ-მშენებლებისა და პეიზაჟისტების სპეციალურ მომზადებას, აგრეთვე რეკომენდაციას R (81) 13, მიღებულს 1981 წლის 1 ივლისს მინისტრთა კომიტეტის მიერ, რომელიც ეხება ხელოსნობის დარგში ზოგიერთი ხელობის გაქრობისგან გადარჩენის ზომებს, შეახსენებენ რა იმას, რომ მეტად მნიშვნელოვანია მომავალ თაობებს დავუტოვოთ კულტურულ ფასეულობათა სისტემა, გაუმჯობესდეს ქალაქში და სოფლად ცხოვრების პირობები და ამასთან ხელი შეეწყოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას სახელმწიფოებსა და რეგიონებში, აღნიშნავენ რა აუცილებლობას, მიღწეულ იქნეს შეთანხმება ერთობლივი პოლიტიკის ძირითად ორიენტაციებზე, რაც უზრუნველყოფს არქიტექტურულ მემკვიდრეობის დაცვასა და წარმოჩენას, შეთანხმდნენ შემდეგზე: არქიტექტურული მემკვიდრეობის განსაზღვრება:     მუხლი 1🔗 წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის გამოთქმა „არქიტექტურული მემკვიდრეობა“ გულისხმობს შემდეგი სახის უძრავ ქონებას: 1. ძეგლები: ყველა შენობა-ნაგებობა, რომელსაც გააჩნია ისტორიული, არქეოლოგიური, ესთეტიკური, მეცნიერული, სოციალური თუ ტექნიკური ღირებულება, მათი დეკორატიული ელემენტების ჩათვლით. 2. არქიტექტურული ანსამბლები: ქალაქისა თუ სოფლის შენობათა ჯგუფები, რომლებიც აღსანიშნავია ისტორიული, არქეოლოგიური, ესთეტიკური, მეცნიერული, სოციალური თუ ტექნიკური თვალსაზრისით და საკმაოდ კომპაქტურია, რათა შესაძლებელი იყოს მათჳ ტოპოგრაფიული გამოცალკევება. 3. ნაკვეთები: ადამიანისა და ბუნების ერთობლივი ქმნილებები, რომლებიც ნაწილობრივ ჩაშენებულია და საკმარისად თვითმყოფადია იმისათვის, რომ გამოცალკევდეს ტოპოგრაფიულად და გააჩნია ისტორიული, არქეოლოგიური, ესთეტიკური, მეცნიერული, სოციალური თუ ტექნიკური ღირებულება. დასაცავი ქონების იდენტიფიკაცია:     მუხლი 2🔗 იმისათვის, რომ სიზუსტით მოხდეს ძეგლების, არქიტექტურული ანსამბლებისა და ნაკვეთების იდენტიფიკაცია, ყოველი მხარე ვალდებულია ჩაატაროს მათი ინვენტარიზაცია და საშიშროების შემთხვევაში უმოკლეს ვადებში შეადგინოს სათანადო დოკუმენტაცია. დაცვის ლეგალური პროცედურები     მუხლი 3🔗 თითოეული მხარე ვალდებულია: 1. ჩამოაყალიბოს არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვის იურიდიული სისტემა. 2. უზრუნველყოს ამ სისტემის მეშვეობით და თითოეული ქვეყნისა თუ რეგიონისათვის დამახასიათებელი საშუალებებით ძეგლების, არქიტექტურული ანსამბლებისა და ნაკვეთების დაცვა.     მუხლი 4🔗 თითოეული მხარე ვალდებულია: 1. ხსენებული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით აამოქმედოს კონტროლისა და შესაბამისი ნებართვების პროცედურები. 2. არ დაუშვას დაცული ქონების დამახინჯება, გაფუჭება ან დანგრევა. ამ პერსპექტივაში ყოველი მხარე კისრულობს კანონმდებლობაში შეიტნოს (თუ ჯერ არ აქვს შეტანილი) შემდეგი დამატებანი: ა) დაცული ძეგლების დანგრევისა თუ გადაკეთების პროექტები წარედგინოს კომპეტენტურ ორგანოებს, ისევე როგორც პროექტები, რომლებიც მათ გარემოცვას ეხება. ბ) კომპეტენტურ ორგანოებს წარედგინოს პროექტები, რომლებიც ეხება არქიტექტურულ ანსამბლში (მთლიანად ან ნაწილობრივ) ან ნაკვეთში: ნაგებობების დანგრევას, ახალი შენობების აგებას, მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენონ არქიტექტურული ანსამბლის ან ნაკვეთის ხასიათს; გ) შესაძლებლობა მიეცეს სახელმწიფო ხელისუფლებას მოსთხოვოს დაცული ქონების მფლობელს ჩაატაროს სამუშაოები ან შეენაცვლოს მას, თუ მფლობელი თავს ვერ ართმევს ყოველივეს; დ) დაცული ქონების სავალდებულო შესყიდვას.     მუხლი 5🔗 თითოეული მხარე ვალდებულია აკრძალოს დაცული ძეგლის მთლიანი თუ ნაწილობრივი გადატანა, თუ ამას არ ითხოვს ამ ძეგლის მატერიალური შენარჩუნების აუცილებლობა. ასეთ შემთხვევაში კომპეტენტური ორგანო ყველა ზომებს მიიღებს მისი დემონტაჟის, გადატანის და ახალ ადგილზე მონტაჟის უსაფრთხოებისთვის. დამატებითი ზომები     მუხლი 6🔗 თითოეული მხარე ვალდებულია: 1. გაითვალისწინოს ეროვნული, რეგიონალური და ადგილობრივი კომპეტენციის და ადგილობრივი ბიუჯეტის შესაბამისად მათ ტერიტორიაზე განლაგებული არქიტექტურული მემკვიდრეობის რესტავრაციისა და შენახვის ფინანსური მხარდაჭერა. 2. უკიდურეს შემთხვევაში მიმართოს დაბევრის ზომებს ამ მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად. 3. წაახალისოს კერძო ინიციატივები არქიტექტურული მემკვიდრეობის რესტავრაციისა და შენახვის დარგში.     მუხლი 7🔗 ყოველი მხარე ვალდებულია არქიტექტურული ანსამბლებისა და ნაკვეთების შიგნით, ძეგლთა მისადგომებთან, მიიღოს ზომები გარემოს გასაუმჯობესებლად.     მუხლი 8🔗 არქიტექტურული მემკვიდრეობის ფიზიკური დაზიანების რისკის შეზღუდვის მიზნით, თითოეული მხარე კისრულობს: 1. ხელი შეუწყოს მეცნიერულ კვლევას, რომელიც მიზნად ისახავს გარემოს დაბინძურების გავლენის შესწავლა-დადგენას და ამ ზეგავლენის შემცირების თუ აღკვეთის ზომების გამონახვას. 2. გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკაში გაითვალისწინოს არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციფიკური მოვლენები. სანქციები     მუხლი 9🔗 თითოეული მხარე ვალდებულია, იმ ძალაუფლების ფარგლებში, რაც მას გააჩნია, არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონის დარღვევა იქცეს მკაცრი და შესაფერისი სასჯელის საგნად. ამ ზომებს უნდა შეეძლოს აიძულოს დამრღვევი, დაანგრიოს ახალი ნაგებობა, რომელიც არაკანონიერად არის აშენებული, ან დაუბრუნოს დაცულ ქონებას პირვანდელი სახე. კონსერვაციის პოლიტიკა     მუხლი 10🔗 თითოეული მხარე კისრულობს გაატაროს ინტეგრირებული კონსერვაციის პოლიტიკა, რომელიც: 1. არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვას მიანიჭებს ადგილს ურბანიზაციისა და მიწათმოწყობის უმნიშვნელოვანეს ამოცანებს შორის და რომელიც აუცილებლად გაიზიარებს მის მოთხოვნებს დაგეგმარებისა და სამუშაოთა ნებადართვის პროცედურების ჩამოყალიბებისას. 2. წაახალისებს არქიტექტურული მემკვიდრეობის რესტავრაციისა და მოვლის პროგრამებს. 3. არქიტექტურული მემკვიდრეობის კონსერვაციას, განვითარებასა და წარმოჩენას გახდის კულტურის, გარემოს დაცვის და მოწათმოწყობის პოლიტიკის უმთავრეს ელემენტად. 4. ხელს შეუწყობს, როცა ეს შესაძლებელია, მიწათმოწყობისა და ურბანიზმის პროცესების მსვლელობისას ისეთი ნაგებობების დაცვასა და გამოყენებას, რომლებიც შესაძლებელია არ ამართლებდნენ დაცვას წინამდებარე კონვენციის მე-3 მუხლის პარაგრაფი 1-ის მიხედვით, მაგრამ რომელთაც გააჩნიათ მნიშვნელობა ადგილმდებარეობის ან ცხოვრების ხარისხის მიხედვით. 5. წაახალისებს ტრადიციული ტექნიკებისა და მასალების გამოყენებასა და განვითარებას, რაც აუცილებელია მემკვიდრეობის მომავლისთვის.     მუხლი 11🔗 თითოეული მხარე კისრულობს წაახალისოს მემკვიდრეობის არქიტექტურული და ისტორიული ხასიათის გათვალისწინებით: - დაცული ქონების გამოყენება თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნილებათა გათვალისწინებით. -ძველი შენობების თანამედროვე დანიშნულებით გამოყენება, როდესაც ეს გამართლებულია.     მუხლი 12🔗 აღიარებს რა მნახველების დაცულ ძეგლებში დაშვების მნიშვნელობას, თითოეული მხარე ვალდებულია მიიღოს სათანადო ზომები, რომ მნახველთათვის გახსნამ, განსაკუთრებით მისასვლელების მოწყობამ, არ მიაყენოს ზიანი ძეგლების არქიტექტურულ და ისტორიულ ხასიათს.     მუხლი 13🔗 ამ პოლიტიკის გატარების მიზნით, ყოველი მხარე კისრულობ თავისი პოლიტიკური და ადმინისტრაციული ორგანიზაციის კონტექსტში განავითაროს ეფექტიანი თანამშრომლობა კონსერვაციის, კულტურის, გარემოს დაცვის და მიწათმოწყობის მესვეურთა შორის. მონაწილეობა და ასოციაციები     მუხლი 14🔗 იმისათვის, რომ დაეხმაროს სახელმწიფო ხელისუფლების საქმიანობას არქიტექტურული მემკვიდრეობის შესწავლის, დაცვის, რესტავრაციის, მოვლის, მართვისა და წარმოჩენის დარგში, ყოველი მხარე კისრულობს: 1. გადაწყვეტილების მიღების პროცესის სხვადასხვა სტადიაზე შექმნას ინფორმაციის, კონსულტაციისა და თანამშრომლობის სტრუქტურები სახელმწიფოს, ადგილობრივ ხელისუფლებას, კულტურულ ორგანიზაციებსა და ასოციაციებს, აგრეთვე საზოგადოებას შორის. 2. ხელი შეუწყოს მეცენატობისა და საქველმოქმედო ასოციაციების განვითარებას, რომლებიც ამ დარგში მოღვაწეობენ. ინფორმაცია და განათლება     მუხლი 15🔗 თითოეული მხარე ვალდებულია: 1. წარმოაჩინოს არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვის როლი საზოგადოებრივ აზრში, როგორც კულტურული აღიარების ელემენტი და როგორც ახლანდელი და მომავალი თაობების შთაგონებისა და შემოქმედების წყარო. 2. ამ მიზნით წაახალისოს ინფორმაციისა და ინტერესის გაღრმავების პოლიტიკა, კერძოდ კომუნიკაციისა და გავრცელების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლის უშუალო მიზანი იქნება: ა) გაუღვიძოს და განუვითაროს საზოგადოებას, სასკოლო ასაკიდან, ინტერესი მემკვიდრეობის დაცვის, ნაშენები გარემოსა და არქიტექტურისადმი; ბ) წარმოაჩინოს კულტურული მემკვიდრეობის ერთობა და ის კავშირი, რომელიც არსებობს არქიტექტურას, ხელოვნებას, ხალხურ ტრადიციებსა და ცხოვრების წესს შორის, იქნება ეს ევროპული, ეროვნული თუ რეგიონული მასშტაბით.     მუხლი 16🔗 თითოეული მხარე კისრულობს ხელი შეუწყოს სხვადასხვა პროფესიებისა და ხელობების დაუფლებას, რომლებიც ემსახურებიან არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვას. კონსერვაციის პოლიტიკის ევროპული კოორდინაცია     მუხლი 17🔗 მხარეები ვალდებულობენ გაცვალონ ინფორმაცია პოლიტიკის კონსერვაციის შესახებ, რომელიც ეხება: 1. იმ მეთოდებს, რომლებიც უნდა იქნეს მიღებული ინვენტარიზაციაში, ქონების დაცვასა და კონსერვაციაში არქიტექტურული მემკვიდრეობის ისტორიული ევოლუციისა და პროგრესული მატების გათვალისწინებით. 2. იმ გზებს, რომლებიც უკეთ შეათანხმებს არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვის მოთხოვნებსა და თანამედროვე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ცხოვრების მოთხოვნებს. 3. ახალი ტექნოლოგიების მიერ შემოთავაზებულ შესაძლებლობებს როგორც იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის, ასევე მასალების დაზიანებას, სამეცნიერო კვლევას, სარესტავრაციო სამუშაოებისა და არქიტექტურული მემკვიდრეობის მართვასა და ხელმძღვანელობას. 4. არქიტექტურული შემოქმედების წახალისების საშუალებებს, რაც იქნება ჩვენი ეპოქის შენატანი ევროპულ მემკვიდრეობაში.     მუხლი 18🔗 მხარეები კისრულობენ აღმოუჩინონ ერთმანეთს, როდესაც ეს საჭიროა, ტექნიკური ურთიერთდახმარება, რომელიც გამოიხატება არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალისტთა გაცვლითა და გამოცდილების გაზიარებით.     მუხლი 19🔗 მხარეები კისრულობენ, მოქმედი კანონმდებლობებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების ჩარჩოებში, ხელი შეუწყონ არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალისტთა გაცვლას ევროპული მასშტაბით და კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას.     მუხლი 20🔗 წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის ევროპის საბჭოს წესდების მე-17 მუხლის ძალით ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი ქმნის ექსპერტთა კომიტეტს, რომელსაც ევალება კონვენციის ცხოვრებაში გატარების მეთვალყურეობა. კერძოდ: 1. პერიოდულად წარუდგინოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს დასკვნა კონვენციის მონაწილე მხარეების სახელმწიფოებში არქიტექტურული მემკვიდრეობის პოლიტიკის მდგომარეობისა და კონვენციის პრინციპების განხორციელების შესახებ. 2. შესთავაზოს ევროპის მინისტრთა საბჭოს კომიტეტს ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს კონვენციის დებულებათა განხორციელებას მრავალმხრივი საქმიანობის დარგში, ასევე კონვენციის გადასინჯვისა და შესწორებების საქმეში და ფართო ფენებამდე კონვენციის მიზნების მოწოდებაში. 3. წარუდგინოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს რეკომენდაციები, რომლებიც ეხება ევროპის საბჭოში არაწევრი ქვეყნების შემოერთებას.     მუხლი 21🔗 წინამდებარე კონვენციის დებულებანი არ ეწინააღმდეგება სხვა, უფრო ხელსაყრელ დებულებებს, რომლებიც ეხება შემდგი დოკუმენტების, 1-ლ მუხლში მოყვანილი ქონების დაცვას: - 1972 წლის 16 ნოემბრის კონვენცია, რომელიც ეხება მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვას. - 1969 წლის 6 მაისის არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის ევროპული კონვენცია. დასკვნითი დებულებები     მუხლი 22🔗 1. წინამდებარე კონვენციის ხელმოწერა თავისუფალია ევროპის საბჭოს წევრების სახელმწიფოებისათვის. იგი ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას თუ დამტკიცებას. რატიფიკაციის, მიღებისა და დამტკიცების სიგელები უნდა იქნას წარდგენილი გენერალურ მდივანთან. 2. წინამდებარე კონვენცია ძალაში შევა სამ თვეში, მაშ შემდეგ, რაც ევროპის საბჭოს 3 სახელმწიფო განაცხადებს თანხმობას - იყოს დაკავშირებული კონვენციით, წინა პარაგრაფის დებულების თანახმად, შემდგომი თვის პირველ რიცხვში. 3. იგი ძალაში შევა ნებისმიერ სახელმწიფოსთან მიმართებაში, რომელიც წინასწარ განაცხადებს თანხმობას იყოს მასში გაერთიანებული, თვის პირველ დღეს მას შემდეგ, რაც გავა 3 თვე რატიფიკაციის მიღებისა თუ დამტკიცების სიგელების წარდგენიდან.     მუხლი 23🔗 1. წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს შეუძლია მოიწვიოს ნებისმიერი სხვა სახელმწიფო, ევროპის საბჭოს არაწევრი და აგრეთვე ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა, შეუერთდეს წინამდებარე კონვენციას, უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, როგორც ამას ითვალისწინებს ევროპის საბჭოს წესდების მუხლი 20🔗დ, კომიტეტში გაერთიანებული სახელმწიფოების წარმომადგენელთა ერთსულოვანი მხარდაჭერით. 2. ნებისმიერი გაწევრიანებული სახელმწიფოსათვის ან ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობისათვის კონვენცია ძალაში შევა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეერთების სიგელის წარდგენიდან სამი თვის შემდეგ, მომდევნო თვის პირველ დღეს.     მუხლი 24🔗 1. ყოველ სახელმწიფოს შეუძლია ხელმოწერისას ან რატიფიკაციის, მიღებისა თუ დამტკიცების სიგელის წარდგენისას განსაზღვროს ტერიტორია ან ტერიტორიები, რომლებზედაც გავრცელდება წინამდებარე კონვენციის მოქმედება. 2. ყოველ სახელმწიფოს შეუძლია ნებისმიერ დროს განავრცოს წინამდებარე კონვენციის მოქმედება სხვა ტერიტორიებზე, ვიდრე ეს აღნიშნულია პირველ დეკლარაციაში, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი დეკლარაციის მეშვეობით. კონვენცია ამ ტერიტორიასთან მიმართებაში ძალაში შევა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ახალი დეკლარაციის წარდგენიდან სამი თვის შემდეგ, მომდევნო თვის პირველ დღეს. 3. წინა ორი პარაგრაფის მიხედვით შესრულებული ნებისმიერი დეკლარაცია, რომელიც ეხება ტერიტორიებს, შეიძლება გაუქმებულ იქნეს გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული შეტყობინებით. გაუქმება ძალაში შევა გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღების დღიდან სამი თვის შემდეგ, მომდევნო თვის პირველ დღეს.     მუხლი 25🔗 1. ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია ხელმოწერის ან რატიფიკაციის მიღების დამტკიცების სიგელების წარდგენის მომენტში განაცხადოს, რომ იგი იტოვებს უფლებას არ დაექვემდებაროს, მთლიანად თუ ნაწილობრივ, მე-4 მუხლის გ) და დ) პარაგრაფების დებულებებს. სხვა შენიშვნები არ დაიშვება. 2. ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს, რომელმაც დათქმა გაკეთა  წინა პარაგრაფის ძალით, შეუძლია გააუქმოს იგი, მთლიანად თუ ნაწილობრივ, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე შეტყობინების გაგზავნით. გაუქმება ძალაში შევა გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღების დღიდან. 3. მხარე, რომელმაც დათქმა გააკეთა პირველი პარაგრაფის დებულებასთან დაკავშირებით, ვერ მოსთხოვს სხვა მხარეს მის შესრულებას. ამავე დროს, თუ შენიშვნა ნაწილობრივია ან პირობითი, მას შეუძლია ამ დებულების შესრულების მოთხოვნა, თუ კი მას იზიარებს.     მუხლი 26🔗 1. ყოველ მონაწილე მხარეს აქვს უფლება დენონსაცია გაუკეთოს წინამდებარე კონვენციას ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი შეტყობინების მეშვეობით. 2. დენონსაცია ძალაში შევა გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღებიდან 6 თვეში.     მუხლი 27🔗 ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეატყობინებს ევროპის საბჭოს წევრ-სახელმწიფოებს, წინამდებარე კონვენციის წევრ თუ გასაწევრიანებელ ყველა სახელმწიფოს და ევროპის ეკონომიკურ თანამეგობრობას: ა) ყოველ ხელმოწერას; ბ) რატიფიკაციის, მიღებისა თუ დამტკიცების სიგელების ყოველ წარდგენას. გ) წინამდებარე კონვენციის ყოველ ძალაში შესვლას, მისი 22-ე 23-ე და 24-ე მუხლების შესატყვისად; დ) ყოველ სხვა აქტს, შეტყობინებას თუ ინფორმაციას, რომელსაც კავშირი ექნება წინამდებარე კონვენციასთან, რის დასტურადაც ქვემორე ხელის მომწერებმა, შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილებმა, მოაწერეს ხელი  წინამდებარე კონვენციას. შესრულებულია ქ. გრენადაში, 1985 წლის 3 ოქტომბერს, ორ ეგზემპლარად, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. ერთ ეგზემპლარად, რომელიც მოთავსდება ევროსაბჭოს არქივებში. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი გადასცემს დამოწმებულ ასლებს ევროპის საბჭოს წევრ-სახელმწიფოებს, წინამდებარე კონვენციის წევრ თუ გასაწევრიანებელ ყველა სახელმწიფოს და ევროპის ეკონომიკურ თანამეგობრობას.