,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ”

მიღების თარიღი 22.04.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №76
სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.10.003.000.210
გამოქვეყნების წყარო სსმ, 51, 27/04/2005
matsne.gov.ge 467 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:.75in 55.35pt 45.35pt 58.5pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №76 2005 წლის 22 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ენერგეტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად: 1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტი. 2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) ამ დადგენილების ამოქმედებიდან ორ კვირაში უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №49 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულებაში შესაბამისი ცვლილებების პროექტის მთავრობის სხდომაზე წარმოდგენა. 3. დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქვეუწყებო დაწესებულების მოხელეთა მიმართ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 93-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე განახორციელოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნ. გილაურმა. 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ჩეჩელაშვილი) ენერგეტიკის სამინისტროს მიერ წარდგენილი წინადადებების საფუძველზე მოამზადოს „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების პროექტი, რომლის მიხედვით „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტისთვის გათვალისწინებული საშტატო რიცხოვნობა და ასიგნებები გადაეცემა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს აპარატს. 5. „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარდგენილი წინადადების საფუძველზე უზრუნველყოს „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება. 6. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) ენერგეტიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ორ კვირაში უზრუნველყოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ქონების საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ბალანსზე ასახვა და მისთვის გადაცემა. 7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი