"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დადგენის შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
040090000.35.105.016020
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110222027, 02/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №5

2011 წლის 16 თებერვალი

ქ. ზუგდიდი 

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დადგენის შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ქვეპუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“საქართველოს კანონისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. შეტანილ იქნეს ცვლილებები „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დადგენის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №37 დადგენილებაში(საქართველოს ,,საკანონმდებლო მაცნე” 14/01/2011) კერძოდ:

ა) დადგენილების №1 დანართი ს პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3.  „ადგილობრივი თვითმმართველობ ი ს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის, აუქციონის ფორმით პრივატიზების, სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის და სხვაგვარად განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. აუქციონი ტარდება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“საქართველოს კანონის193მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

ბ) დადგენილების №1 დანართი ს მე-3 მუხლის პირეველი და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. აუქციონი ტარდება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“საქართველოს კანონის მე–193მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების შესახებ გარიგება ფორმდება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“საქართველოს კანონის მე–194მუხლით“.

გ) დადგენილების №1 დანართი ს მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი დამტკიცდეს შემდეგი რედაქციით:

,,6.  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უ ფლებით გადასაცემად აუქციონის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“საქართველოს კანონის მე-193მუხლით.“.

დ) დადგენილების №1 დანართი ს პირველი მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტები დამტკიცდეს შემდეგი რედაქციით:

,,12.            ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გ ადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,განსაკუთრებულ შემთხვევებში კი–საქართველოს მთავრობის, წარდგინების საფუძველზე საკითხს ამზადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.“.

,,13. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესი განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“საქართველოს კანონის191მუხლით“.

2.დადგენილება ამოქმედდეს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,გამოქვეყნებისთანავე.

     საკრებულოს თავმჯდომარე         ლ. კონჯარია