"აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, პირობებით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ” დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
040110000.35.105.016021
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110222028, 02/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №6

2011 წლის 16 თებერვალი

ქ. ზუგდიდი

,,აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, პირობებით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ” დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის   და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. შეტანილ იქნეს ცვლილებები ,,აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, პირობებით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ”ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის N38 დადგენილებაში (ს ს მ14/01/2011) კერძოდ:

ა). დადგენილების პრეამბულიდან ამოღებულ იქნეს წინადადება:

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი“.

ბ) დადგენილების მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დამტკიცდეს პირობებით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად დანართი №2 თან ერთვის).

3. დამტკიცდეს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად დანართი №3 თან ერთვის)“.

2. დადგენილება ამოქმედდეს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად

  გამოქვეყნებისთანავე.

       საკრებულოს  თავმჯდომარე  ლ.კონჯარია              

                                                                                                                      

                                                                                                                       დანართი №2

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონoს

ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია

 

პირობებით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი

ოქმი

№_____

____________________                                                                                     ზუგდიდი

(რიცხვი,თვე,წელი)

1. წინამდებარე ოქმი გაიცა

___________________________________________________________________________________

აუქციონში გამარჯვებულ პირზე

___________________________________________________________________________________

                                                                  - პირობებით აუქციონში გამარჯვებულ პირზე

___________________________________________________________________________________

(აუქციონში გამარჯვებული (მყიდველი) ფიზიკური პირის სახელი,გვარი/იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, მისამართი,საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები).

2. მასზე, რომ„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად,

__________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________

(ქონების დასახელება, საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი,ქონების სხვა აღწერილობა)

მდებარე___________________________________________________________

(ქონების მისამართი)

ქონების საწყისი ფასი________________ (_______________________________) ლარი.

                                        (ციფრ ებ ით)                             (სიტყვიერად)

3. შემდგომი პრივატიზების მიზნით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ________________ (თარიღი) მოწყობილ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის:

________________ ________________________________

 (ციფრებით)                     (სიტყვიერად)

საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში–მყიდველი) და მას„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით საკუთრებაში გადაეცა

 

_____________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________

_________________________________________________________

(ქონების დასახელება,მონაცემები საჯარო რეესტრიდან. მათ ი   ინფორმაცია უ ა მრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა) –შ ემდგომში ქონება.მყიდველი ვალდებულია შეასრულოს აუქციონის პირობები:

 ა) აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი: __________ (______________________) ლარი.

                                                                      (ციფრ ებ ით)     (სიტყვიერად)

გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან_____________________________________ვადაში

                                                              (აუქციონის პირობებით გათვალისწინებული ვადა)

შემდეგ საბანკო ანგარიშზე №____________________ მიმღები: ერთიანი არასაგადასახადო ანგარიში; მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა; მიმღები ბანკის კოდი______________,საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი______________გადახდის დანიშნულება–შემოსულობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გაყიდვიდან.

__________________________________________________________________________________

ბ)

___________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

გ)

___________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

დ)

____________________________________________________________________________________________

______________________________________________________________________

ე)

_____________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________

 

2. სხვა პირობები და ვალდებულებები:

1. მყიდველი ვალდებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმით ნაკისრი ვალდებულებები (აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე გამყიდველის მოთხოვნისთანავე ან/და 6 თვეში ერთხელ წარუდგინოს ინფორმაცია გამყიდველს.

2. მყიდველს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე, არა აქვს უფლება გაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.

3. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ. ოქმის (ხელშეკრულების) მოქმედების პერიოდში მყიდველის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს.

4. ოქმით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.

5. ოქმით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ოქმით სააუქციონო პირობებიდან გამომდინარე,კერძოდ:

ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში–გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღ ე ზე;

ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში–დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღ ე ზე;

გ) მყიდველის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%-ს.

6. ოქმით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების ოქმის გაუქმების საფუძვლად.

7. შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გამყიდველის მიერ მყიდველს გადაეცემა შეძენილი ქონების საბოლოო/სრული ნ ასყიდობის ღირებულების დაფარვის შემდეგ. ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.

8. თუ მყიდველი დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის ქონების საფასურს, აუქციონის შედეგები უქმდება. მყიდველს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე და არ უბრუნდება შეტანილი ბე ან წარმოდგენილი საბანკო გარანტია.

9. მყიდველის მიერ გადახდილი ბე ჩაითვლება ანგარიშწორებისას.

10. ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შ ესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.

11. წინამდებარე ოქმთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

12. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 4 (ოთხ ი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ორი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.

13. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ოქმს.

14. ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:

ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

ბ)იმ შ ემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევა შ ი – უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;

გ) იმ შემთხვევაში,თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით–წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში

არსებული ქონების განკარგვის აუქციონის

ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო

კომისიის თავმჯდომარე

გამყიდველი

_____________________________  _________________  

(სახელი, გვარი)                                 (ხელმოწერა)

აუქციონში გამარჯვებული პირი

 

მყიდველი

______________________________ _______________

(სახელი, გვარი)                                  (ხელმოწერა)

______________________________ ბეჭდის ადგილი

 

                                                                                                                       დანართი №3

 

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

 

საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა

 

№  _____________

(ფორმა)

 

ეძლევა _________________________________________________________________

                                                 (მესაკუთრე და მისი მისამართი)

_________________________________________________________________მასზე,

რომ მას გადაეცა საკუთრებაში  ___________________________________________

                                                              (ქონების დასახელება და მისამართი)

_________________________________________________________________           

                                                    (პირობა)

მიწის ფართობი _____________   _______________________________________

                                       (კვ.მ)                              (მიწათსარგებლობის ფორმა)

საფუ ძ ველი:  ____________________________________________________

                          აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის

თარიღი და ნომერი __________________________

მოწმობა შედგენილია 4 ეგზემპლარად, ორი გადაეცემა

_____________________________________________________________,

                  (მესაკუთრის სახელი, გვარი / დასახელება)

 

   რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, ხოლო თითო ეგზემპლარი ინახება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში. მოწმობა ძალაშია აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმ №   -თან ან პირობებით აუქციონში დამადასტურებელ ოქმ №   -თან   ერთად.

 

გაცემულია 20     წლის „_____________“__________________________

 

ბ.ა.

              

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს                                    –––––––––––––––

                        თავმჯდომარე