შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
მიღების თარიღი 09.11.1998
ძალაში შესვლა 25.02.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 480250000.02.002.000373
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 13/11/2000
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელით (ხელმოწერილია) | აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 1.0in 56.7pt 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
შეთანხმება
საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,
ხელმძღვანელობენ რა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განვითარების მისწრაფებით,
გამომდინარეობენ რა ორმხრივი ინტერესებიდან, განავითარონ ტურიზმი ორ ქვეყანას შორის თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის საფუძველზე,
ტურიზმის განვითარებისა და ორი ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების უკეთ გაცნობისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნის მიზნით,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მხარეები ხელს შეუწყობენ ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებას ორი ქვეყნის მოქალაქეთათვის ეკონომიკის, კულტურის, სოციალური განვითარების სფეროებში მიღწევების, ბუნებისა და ღირსშესანიშნაობათა, აგრეთვე ორი ქვეყნის ისტორიული ძეგლებისა და ხალხთა კულტურული ტრადიციების გაცნობის მიზნით.
მუხლი 2🔗
მხარეები ითანამშრომლებენ ტურიზმის განვითარების სფეროში თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის საფუძველზე და ხელს შეუწყობენ ადმინისტრაციული ფორმალობების გაღრმავებას ორ ქვეყანას შორის ტურისტული მოძრაობის გაძლიერების მიზნით.
მხარეები ხელს შეუწყობენ ტურისტული გაცვლის ურთიერთზრდას მჭიდრო თანამშრომლობის გზით, შესაბამისი ქვეყნების იმ ფირმებსა და ორგანიზაციებს შორის, რომლებიც ჩართულნი არიან ტურისტულ საქმიანობაში.
მხარეები ხელს შეუწყობენ ორივე ქვეყნის ტურისტების ტრანზიტული გადაადგილებების განხორციელებას, რომლებიც მიემგზავრებიან სხვა სახელმწიფოებში თითოეული მხარის ტერიტორიის გავლით და ასევე ტურისტების სატრანზიტო გადაადგილებებს მესამე ქვეყნებიდან.
მუხლი 3🔗
მხარეები ხელს შეუწყობენ საერთაშორისო და ეროვნული ტურიზმის ყველა სფეროში გამოცდილების გაცვლას, მხარს დაუჭერენ თანამშრომლობას ორი ქვეყნის ტურიზმის სამთავრობო ორგანოებს, აგრეთვე, სხვა ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს შორის, რომლებიც დაკავებული არიან ტურიზმისა და მისი განვითარების საკითხებით.
მუხლი 4🔗
მხარეები მხარს დაუჭერენ ტურისტული ინფორმაციის გავრცელებას ტურისტული ნაკადის მოსაზიდად როგორც ერთ, ასევე მეორე ქვეყანაში, სარეკლამო მასალების, პუბლიკაციის, ინფორმაციის, ბეჭდვითი გამოცემების, გამოფენების, ფილმების გაცვლისა და სხვადასხვა სიმპოზიუმებისა და სემინარების ჩატარების გზით.
მუხლი 5🔗
მხარეები დაეხმარებიან ერთმანეთს ტურისტული კომპლექსების პერსონალის სწავლებაში და მხარს დაუჭერენ ტურიზმის შესაბამისი ორგანოების სპეციალიტების გაცვლას, ხელს შეუწყობენ უწყებებს და დაინტერესებულ ორგანიზაციებს ერთობლივი საწარმოების შექმნასა და ტურიზმის სფეროში საინვესტიციო პროქტების რეალიზაციის საქმეში.
მუხლი 6🔗
მხარეები, ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარების ხელის შეწყობის მიზნით, შეისწავლიან სასტუმროებისა და სხვა ტურისტული დაწესებულებების მშენებლობის, შექმნისა და მენეჯმენტის შესაძლებლობებს.
ამ თვალსაზრისით მხარეები წაახალისებენ თანამშრომლობას შესაბამისი შეღავათების მინიჭების გზით, მათი ეროვნული კანონმდებლობების შესაბამისად.
მუხლი 7🔗
მხარეები შესაბამისი ტურისტული ორგანოების მეშვეობით შეათანხმებენ საქმიანობას საერთაშორისო ტურისტული ორგანიზაციების ფარგლებში.
მუხლი 8🔗
მხარეები შეისწავლიან ტურისტულ სექტორში ინვესტიციების განხორციელების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
მუხლი 9🔗
მხარეები, ტურიზმის სფეროში უფრო ეფექტური თანამშრომლობის მიზნით, ხელს შეუწყობენ ორ ქვეყანას შორის საავტომობილო და საჰაერო ტურიზმის განვითარებას, გაუწევენ ყოველმხრივ დახმარებას ორივე ქვეყანაში ტურისტული წარმომადგენლობების გახსნასა და მათ საქმიანობას.
მუხლი 10🔗
მხარეები, აუცილებლობის შემთხვევაში გამართავენ კონსულტაციებს, წინამდებარე შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მუხლი 11🔗
წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელნი არიან მხარეთა შემდეგი კომპეტენტური ორგანოები:
– საქართველოს მხრიდან – საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტი.
– აზერბაიჯანის მხრიდან – აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან არსებული უცხოური ტურიზმის საბჭო;
საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან არსებული უცხოური ტურიზმის საბჭოს შეუძლიათ, აუცილებლობის შემთხვევაში, დადონ დამატებითი შეთანხმებები, რომლებიც მიმართული იქნება შეთანხმების განხორციელებისაკენ.
მუხლი 12🔗
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ დიპლომატიური არხების მეშვეობით, მისი ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების დღიდან.
წინამდებარე შეთანხმება იდება ხუთი წლის ვადით. მისი მოქმედება ავტომატურად გრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით, თუ არც ერთი მხარე, დიპლომატიური არხების მეშვეობით, მოცემული ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე წერილობით არ შეატყობინებს თავის განზრახვას მისი დენონსირების შესახებ.
წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა არ ეხება უფლებებსა და ვალდებულებებს, გამომდინარე მისი მოქმედების პერიოდში დადებული კონტრაქტებიდან და ხელშეკრულებებიდან, რომლებიც მისი მოქმედების შეწყვეტის დროისათვის არ არიან შესრულებული.
წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის მომენტიდან წყვეტს მოქმედებას მემორანდუმი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ხელმოწერილია ქ. ბაქოში, 1993 წლის 3 თებერვალს.
შესრულებულია ქ. ბაქოში, 1998 წლის 9 ნოემბერს, თითოეული ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.
წინამდებარე შეთანხმებების დებულებების განმარტების მიზნით გამოიყენება ტექსტი რუსულ ენაზე.
საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელით
(ხელმოწერილია)
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)