შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამრეწველო ავარიების, სტიქიური უბედურებების თავიდან აცილებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 11.11.1997
ძალაში შესვლა 18.01.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 480220000.02.002.000378
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 13/11/2000
matsne.gov.ge 1,743 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.11.1997 მიღება
18.01.2000 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამრეწველო ავარიების, სტიქიური უბედურებების თავიდან აცილებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family-f:Consolas;} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; line-height:115%; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:9.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} span.PlainTextChar { font-family-f:Consolas;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამრეწველო ავარიების, სტიქიური უბედურებების თავიდან აცილებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში მხარეებად წოდებულნი, აცნობიერებენ რა საფრთხეს, რომელიც მოაქვს სამრეწველო ავარიებსა და სტიქიურ უბედურებებს ორივე ქვეყნისთვის, აღიარებენ რა, რომ თანამშრომლობამ სამრეწველო ავარიების, სტიქიური უბედურებების თავიდან აცილებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის სფეროში შეიძლება ხელი შეუწყოს ორივე ქვეყნის კეთილდღეობასა და უშიშროებას; ითვალისწინებენ რა სარგებლიანობას, რომელიც შესაძლებელია მოუტანოს მხარეებს სამრეწველო ავარიების, სტიქიური უბედურებების თავიდან აცილებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის სფეროში სამეცნიერო-ტექნიკური ინფომაციის გაცვლამ, გამომდინარე რა ორივე ქვეყნის ურთიერთდაკავშირებული ეკოლოგიური სისტემების არსებობიდან, რომელიც მოითხოვს შეთანხმებული პოლიტიკის გატარებას სამრეწველო ავარიების, სტიქიური უბედურებების თავიდან აცილებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის სფეროში და, ასევე, გარემოს ურთიერთშეთანხმებული მონიტორინგის ორგანიზაციას, მხედველობაში იღებენ რა საგანგებო სიტუაციების წარმოშობის შესაძლებლობას, რომლებიც არ შეიძლება ლიკვიდირებულ იქნეს ერთ-ერთი მხარის ძალებითა და საშუალებებით და რომლებიც იწვევენ ამით მხარეთა კოორდინირებული მოქმედებების საჭიროებას, საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, ითვალისწინებენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების როლს სამრეწველო ავარიების, სტიქიური უბედურებების თავიდან აცილებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის სფეროში, ეყრდნობიან რა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მონაწილე სახელმწიფოების მიერ 1993 წლის 22 იანვარს ხელმოწერილ ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების შედეგების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის სფეროში ურთიერთმოქმედების შესახებ შეთანხმების შესაბამის მუხლებს, პატივს სცემენ და აღიარებენ რა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მოქმედ საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და წესებს, რომელთა წევრებიც არიან მხარეები, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 ამ შეთანხმებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: „მომთხოვნი მხარე“ – მხარე, რომელიც მიმართავს მეორე მხარეს თხოვნით დახმარების აღმომჩენი ჯგუფების, შესაბამისი აღჭურვილობისა და უზრუნველყოფის მასალების გაგზავნის მიზნით; „დახმარების აღმომჩენი მხარე“ –მხარე, რომელიც აკმაყოფილებს მეორე მხარის თხოვნას დახმარების აღმომჩენი ჯგუფების, შესაბამისი აღჭურვილობისა და უზრუნველყოფის მასალების გაგზავნის შესახებ; „დახმარების აღმომჩენი ჯგუფები“ – სპეციალისტთა ჯგუფები, უზრუნველყოფილნი საჭირო აღჭურვილობით, დახმარების აღმომჩენი ჯგუფების სატრანსპორტო საშუალებები და აღჭურვილობა; „აღჭურვილობა“ – მასალები, ტექნიკური საშუალებები, სატრანსპორტო საშუალებები, დახმარების გამწევი ჯგუფების აღჭურვილობა და პირადი აღჭურვილობა, რომელიც გამოიყენება დახმარების გასაწევად; „უზრუნველყოფის მასალები“ – მატერიალური საშუალებები, განკუთვნილი სტიქიური უბედურებებისა და ავარიების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაში უფასო განაწილებისათვის; „კომპეტენტური ორგანო“ – ორგანო, რომელიც დანიშნულია მხარეთა მიერ იმ სამუშაოთა კოორდინაციისათვის, რომლებიც დაკავშირებულია ამ შეთანხმების რეალიზაციასთან.     მუხლი 2🔗 მხარეები განახორციელებენ თანამშრომლობას შემდეგ სფეროებში: 1. სამრეწველო ავარიების, სტიქიური უბედურებების თავიდან აცილებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის სფეროში მხარეთა შესაძლებლობების გაზრდის მიზნით მეთოდების შემუშავება და ზომების მიღება. 2. ინფორმაციის ოპერატიული გაცვლის ორგანიზაცია: ა) სამრეწველო ავარიებისა და სტიქიური უბედურებების შესახებ, რომლებსაც გააჩნიათ ტრანსასაზღვო გავრცელების წინაპირობები მხარეთა სახელმწიფოების ტერიტორიაზე; ბ) ურთიერთდახმარების, აგრეთვე შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების აღმოჩენაზე მხარეთა მოთხოვნისა და წინადადებების შესახებ. 3. ურთიერთდახმარების აღმოჩენა წარმოქმნილი სამრეწველო ავარიებისა და სტიქიური უბედურებების შედეგების აღმოსაფხვრელად. 4. სამრეწველო ავარიებისა და სტიქიური უბედურებების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებთან მხარეთა თანამშრომლობის უზრუნველყოფა. ზემოაღნიშნულ სფეროებში თანამშრომლობა დაეფუძნება თანასწორუფლებიანობისა და ურთიერთსარგებლიანობის პრინციპებს.     მუხლი 3🔗 ამ შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობა მოიცავს: 1. საშიში ტექნოგენური და ეკოლოგიური პროცესების, აგრეთვე ბუნებრივი მოვლენების მონიტორინგის ორგანიზაციასა და განხორციელებას; 2. სამრეწველო ავარიების, სტიქიური უბედურებების პროგნოზირებას და მათი შედეგების შეფასებას; 3. კადრების მომზადებასა და გადამზადებას; 4. ინფორმაციისა და ტექნოლოგიების გაცვლას; 5. ერთობლივი კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო თათბირების ორგანიზაციას; 6. კვლევითი პროექტების ერთობლივ დაგეგმვას, შემუშავებას, განხორციელებას და მათ დემონსტრირებას; 7. პუბლიკაციების, მოხსენებებისა და თემატური გამოკვლევების მომზადებას; 8. მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს შორის კავშირის უზრუნველყოფას; 9. სამრეწველო ავარიების და სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციას; 10. სამრეწველო ავარიების, სტიქიური უბედურებების თავიდან აცილებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა საქმიანობას, რომელიც შეიძლება შეთანხმებული იყოს კომპეტენტური ორგანოების მიერ.     მუხლი 4🔗 ამ შეთანხმების დებულებათა განსახორციელებლად მხარეები დააფუძნებენ საგანგებო სიტუაციათა თავიდან აცილებისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის დარგში თანამშრომლობის საქართველო-ყაზახეთის კომისიას, რომლის შექმნის ვადას, ფუნქციებსა და მუშაობის წესს განსაზღვრავენ კომპეტენტური ორგანოები. კომისიის სხდომა ჩატარდება ყოველწლიურად, აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკაში, თუ სხვა რამ არ არის შეთანხმებული მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ.     მუხლი 5🔗 საქართველოსათვის კომპეტენტურ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტი. ყაზახეთის რესპუბლიკისათვის კომპეტენტურ ორგანოს წარმოადგენს ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების კომიტეტი. თითოეული მხარე დაუყოვნებლივ აცნობებს მეორე მხარეს კომპეტენტური ორგანოსათვის მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების უფლებამოსილების ჩამორთმევის შესახებ. შემტყობინებელი მხარე უმოკლეს ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს ოცდაათი დღისა შეტყობინების მომენტიდან, აცნობებს მეორე მხარეს დაწესებულების სახელწოდებას, რომელიც დაინიშნება მხარეთა ყოფილი კომპეტენტური ორგანოს მემკვიდრედ.     მუხლი 6🔗 ორივე მხარის კომპეტენტური ორგანოები დაამყარებენ პირდაპირ კონტაქტებს ამ შეთანხმების შესრულების კოორდინაციის მიზნით. ერთობლივი საქმიანობის დაგეგმვისა და კოორდინაციისათვის და ამ შეთანხმების რეალიზაციის მიმდინარეობის განხილვისათვის საჭიროების შემთხვევაში ჩატარდება მხარეთა კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლების შეხვედრები.     მუხლი 7🔗 ამ შეთანხმების შესაბამისად ყველა საქმიანობა, ინფორმაციის გაცვლის ჩათვლით, ასევე ამ შეთანხმების საფუძველზე სხვა საქმიანობის განხორციელება, ჩატარდება თითოეული მხარის კანონმდებლობის შესაბამისად და განპირობებული იქნება თითოეულის განკარგულებაში არსებული საშუალებებით. მეორე მხარის იმ წარმომადგენლების მიმღები მხარე, რომლებიც მონაწილეობენ ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ საქმიანობაში, რომელიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული სამრეწველო ავარიებისა და სტიქიური უბედურებების შედეგების აღმოსაფხვრელად დახმარების გაწევასთან, ანაზღაურებს ყველა ხარჯს დაკავშირებულს მიმღები მხარის ტერიტორიაზე ყოფნასთან, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის შეთანხმებული. წარმგზავნი მხარე ანაზღაურებს მიმღები მხარის ტერიტორიაზე წინ და უკან გადაადგილებას.     მუხლი 8🔗 სამრეწველო ავარიების და სტიქიური უბედურებების ლიკვიდაცია ხორციელდება იმ მხარის ძალებითა და საშუალებებით, რომლის ტერიტორიაზეც ისინი წარმოიშვა. თუ უბედურების მასშტაბები ისეთია, რომ დაზარალებულ მხარეს არ შეუძლია დამოუკიდებლად გაართვას თავი მის ლოკალიზაციასა და ლიკვიდაციას, საავარიო-საშველი სამუშაოების განხორციელებაში მას დახმარებას უწევს მეორე მხარე, დახმარებისათვის ოფიციალური მიმართვისას. უბედურების ზონაში საავარიო-სამაშველო და სხვა გადაუდებელი სამუშაოების შემსრულებელი ყველა ძალის მოქმედებების ხელმძღვანელობა ხორციელდება მომთხოვნი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ, ხოლო უბედურების ზონაში, რომელიც მოიცავს ორივე მხარის ტერიტორიას – ორივე მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ ერთობლივად. მხარეთა ძალები და საშუალებები, რომელთაც ისინი ჩათვლიან შესაძლებლად, შეიძლება მოიზიდონ საავარიო-სამაშველო, საავარიო-აღდგენითი და სხვა სამუშაოების შესასრულებლად ჩატარებული დანახარჯების შემდგომი ანაზღაურების პირობებით მომთხოვნი მხარის ხარჯზე ან უსასყიდლო დახმარების სახით მხარეთა შეთანხმებაზე დამოკიდებულებით. დახმარების აღმომჩენი მხარე თავის თავზე იღებს დახმარების აღმომჩენი ჯგუფის წევრის (სპეციალისტების) დაჭრასა ან სიკვდილთან დაკავშირებულ ხარჯებს და დანაკარგების კომპენსაციას, თუ ეს მოხდა ამ შეთანხმების დებულებების რეალიზაციის დროს.     მუხლი 9🔗 სამრეწველო ავარიების და სტიქიური უბედურებების შემთხვევაში დახმარება აღმოჩენილი იქნება იმ ზონაში, სადაც ეს მოხდა საჭირო აღჭურვილობით და მასალებით უზრუნველყოფილი დახმარების აღმომჩენი ჯგუფების დაუყოვნებლივი გაგზავნის გზით, ადამიანების, მატერიალური ფასეულობების გადასარჩენად და ბუნებრივი გარემოს დასაცავად. დახმარების აღმოსაჩენად ჩამოსული ჯგუფების აღჭურვილობა საკმარისი უნდა იყოს ადგილზე ავტონომიური მოქმედებების საწარმოებლად 7 დღე-ღამის განმავლობაში. შემდგომ პერიოდში მარაგის დამთავრებისას, ამ ჯგუფების ფუნქციონირებისათვის საჭირო მასალებით უზრუნველყოფას ახორციელებს მომთხოვნი მხარე, თუ მხარეების მიერ სხვა რამ არ იქნა შეთანხმებული. დახმარების აღმომჩენი ჯგუფების განთავსება წარმოებს მომთხოვნი მხარის ხარჯზე. საჭიროების შემთხვევაში მომთხოვნი მხარე აღმოუჩენს მათ უსასყიდლოდ შესაბამის სამედიცინო დახმარებას.     მუხლი 10🔗 დახმარების აღმოჩენის ეფექტიანობისა და საჭირო ოპერატიულობის უზრუნველყოფის მიზნით მხარეები ვალდებულებას იღებენ, მინიმუმამდე შეზღუდონ დახმარების აღმომჩენი ჯგუფის სახელმწიფო საზღვრის გადალახვისას ეროვნული კანონმდებლობის დადგენილი ფორმალობები. დახმარების აღმომჩენი ჯგუფის ხელმძღვანელი საზღვრის გადალახვის პუნქტში წარმოადგენს ჯგუფურ სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს ჯგუფის დახმარების აღმოსაჩენად გაგზავნას, ხოლო ჯგუფის ყველა წევრი წარმოადგენს საზღვარგარეთის ან პირადობის დამადასტურებელ სხვა დოკუმენტს; აღნიშნული სერტიფიკატი გაიცემა შესაბამისი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ; განსაკუთრებულ შემთხვევაში ჯგუფური სერტიფიკატის ნაცვლად შეიძლება წარდგენილ იქნეს დახმარების აღმომჩენი ჯგუფის წევრების სია, ჯგუფური სერტიფიკატის შემდგომი გაფორმებით.     მუხლი 11🔗 მხარეები ხელს უწყობენ ორივე მხარის ტერიტორიაზე დახმარების აღმომჩენი ჯგუფების, ამ შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობის განსახორციელებლად საჭირო აღჭურვილობისა და უზრუნველყოფის მასალების შესვლისა და იქიდან გასვლის დროს საბაჟო გაფორმების გამარტივებული სახით და პრიორიტეტული წესით მათი სახელმწიფოების კანონმდებლობის შესაბამისად; აღჭურვილობისა და უზრუნველყოფის მასალები თავისუფლდება საბაჟო გადასახადისაგან და უნდა გამოყენებულ ან განაწილებულ იქნეს დახმარების აღმოჩენის ოპერაციების დროს ან მათი დამთავრებისას გატანილ იქნეს მომთხოვნი მხარის ტერიტორიიდან. თუ განსაკუთრებული გარემოებების გამო არ ხერხდება საჭირო აღჭურვილობის და უზრუნველყოფის მასალების გატანა, დახმარების აღმომჩენი მხარის კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა მიაწოდონ ინფორმაცია მომთხოვნი მხარის საბაჟო სამსახურებს აღჭურვილობის და უზრუნველყოფის მასალების წარმოშობის, გამოყენების და შენახვის ხარისხის, რაოდენობის და ადგილმდებარეობის შესახებ; სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საჭიროების შემთხვევაში მომთხოვნი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, ნებადართულია მისი ქვეყნის ტერიტორიაზე ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი საჭირო რაოდენობის სამედიცინო პრეპარატების შემოტანა. ასეთ სამედიცინო პრეპარატებს იყენებს მხოლოდ კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, თითოეული მხარის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.     მუხლი 12🔗 დახმარების აღმომჩენი ჯგუფების მიერ გაწეული დანახარჯები, შეტანილი აღჭურვილობის დაკარგვასთან სრულ ან ნაწილობრივ განაწილებასთან დაკავშირებული ხარჯების ჩათვლით, ანაზღაურების წესით მხარეებთან შეთანხმებით რეგულირდება.     მუხლი 13🔗 დახმარების აღმომჩენი მხარის კომპეტენტური ორგანო დახმარების აღმომჩენი სამუშაოების დასრულებისას მომთხოვნი მხარის კომპეტენტურ ორგანოს უგზავნის წერილობით მოხსენებას ჩატარებული სამუშაოების შესახებ. მომთხოვნი მხარის კომპეტენტური ორგანო დახმარების აღმოჩენი მხარის კომპეტენტურ ორგანოს უგზავნის ჯამურ მოხსენებას დახმარების აღმომჩენი ჯგუფების საქმიანობის შესახებ, რომელშიც მოცემულია საგანგებო სიტუაციის დახასიათება, მიღებული დახმარების სახე და მოცულობა, ჩატარებული სამუშაოების შედეგები.     მუხლი 14🔗 თითოეული მხარე ამ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის მიმართ თავის სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს თავის ტერიტორიაზე სხვა მხარის წარმომადგენლების შესვლას და გასვლას, მიუხედავად იმისა, დაკავშირებულნი არიან თუ არა ისინი კომპეტენტურ ორგანოებთან, აგრეთვე საჭირო დაშვებას შესაბამის დაწესებულებებში, ორგანიზაციებში და ინფორმაციის წყაროებთან.     მუხლი 15🔗 ამ შეთანხმების ფარგლებში ჩატარებული საქმიანობის შედეგად მიღებული ინფორმაცია, რომელიც მხარეთა კანონმდებლობის შესაბამისად არ ექვემდებარება გამხელას, ქვეყნდება მხარეების ჩვეულებრივი პრაქტიკის და წესების საფუძველზე, თუ მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ სხვა რამ არ არის წერილობით შეთანხმებული.     მუხლი 16🔗 ეს შეთანხმება არ მოიცავს მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც გამომდინარეობენ მათი მონაწილეობიდან საერთაშორისო შეთანხმებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.     მუხლი 17🔗 ამ შეთანხმების განმარტებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უთანხმოებანი, რომელთა თავიდან აცილება ვერ ხერხდება კომპეტენტურ ორგანოებს შორის კონსულტაციების გზით, რეგულირდება დიპლომატიური არხებით.     მუხლი 18🔗 მხარეებს ურთიერთშეთანხმებით ამ შეთანხმებაში შეუძლიათ ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რომლებიც ფორმდება ოქმებით და ითვლება შეთანხმების განუყოფელ ნაწილად.     მუხლი 19🔗 ეს შეთანხმება ძალაში შედის მისი ძალაში შესვლისათვის შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების დღიდან და მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში. მისი მოქმედება შემდეგ გაგრძელდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდებით, თუ არცერთი მხარე არ განაცხადებს წერილობით, რომ სურს შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება მორიგი ხუთწლიანი პერიოდის გასვლამდე სულ ცოტა ექვსი თვით ადრე. ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა არ გავრცელდება არავითარ საქმიანობაზე, რომელიც დაიწყო მისი მოქმედების შეწყვეტამდე, მაგრამ არ დამთავრებულა შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის მომენტისათვის. შესრულებულია ქ. ალმატიში, 1997 წლის 11 ნოემბერს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, ყაზახურ და რუსულ ენებზე. ამასთან ყველა ტექსტს ერთნაირი ძალა აქვს. ამ შეთანმხების დებულებათა განმარტებისათვის გამოიყენება ტექსტი რუსულ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)