შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამრეწველო საკუთრების დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
მიღების თარიღი 11.11.1997
ძალაში შესვლა 18.01.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 480220000.02.002.000379
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 13/11/2000
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) | ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამრეწველო საკუთრების დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt .5in 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამრეწველო საკუთრების დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს მთავრობა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში მხარეებად წოდებულნი,
მხედველობაში იღებენ რა ორ სახელმწიფოს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს,
სურთ რა განავითარონ სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშომლობა.
აღიარებენ რა, რომ ასეთი თანამშრომლობის განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს სამრეწველო საკუთრების ეფექტური და ადეკვატური დაცვა, აცნობიერებენ რა სამრეწველო საკუთრების ავტორთა და მფლობელთა უფლებების დაცვისათვის ურთიერთხელსაყრელი პირობების შექმნის აუცილებლობას,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
ამ შეთანმხების მიზნებისათვის სამრეწველო საკუთრება მოიცავს უფლებებს, რომლებიც მიეკუთვნებიან:
– გამოგონებებს, სასარგებლო მოდელებს;
– სამრეწველო ნიმუშებს;
– სასაქონლო ნიშნებს;
– მომსახურების ნიშნებს;
– საფირმო დასახელებებს;
– საქონლის წარმოშობის ან წარმოშობის ადგილის დასახელებების მითითებებს.
მუხლი 2🔗
მხარეები ახორციელებენ და ავითარებენ თანამშრომლობას სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე უფლებების დაცვისა და გამოყენების სფეროში ურთიერთსარგებლიანობისა და თანასწორობის საფუძველზე, ამ შეთანხმებისა და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, რომლის მონაწილეებიც ისინი არიან, ან იქნებიან.
მუხლი 3🔗
მხარეთა თანამშრომლობა მიმართული იქნება:
სამრეწველო საკთრების ობიექტებზე უფლებების დაცვისა და გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებისაკენ;
სამრეწველო საკუთრების დაცვის სფეროში ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციისაკენ;
საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკისა და ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს განმცხადებლების მიერ დამცავი საბუთების გაცემაზე განაცხადების წარდგენისა და განხილვის პროცედურების ურთიერთგამარტივებისაკენ;
ინფორმაციის, ნორმატიული და სხვა დოკუმენტების, აგრეთვე, სამრეწველო საკუთრების დაცვის სფეროში გამოცდილებისა და სპეციალისტების გაცვლისაკენ.
მუხლი 4🔗
სამრეწველო საკუთრების დაცვის სფეროში ერთი სახელმწიფოს ფიზიკური და იურიდიული პირები მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე ისარგებლებენ ისეთივე უფლებებითა და უპირატესობებით, რომლებიც ამ დროისათვის მინიჭებული აქვთ ან მიენიჭებათ ამ მეორე სახელმწიფოს კანონმდებლობით საკუთარ ფიზიკურსა და იურიდიულ პირებს, გამოიყენებენ რა სამართლებრივი დაცვის ისეთივე საშუალებებს, იმავე საფუძვლებზე და იმავე მოცულობით.
ამასთან იმ საკითხებზე, რომლებიც არ არის დარეგულირებული ამ შეთანხმებით, მხარეები გამოიყენებენ სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ 1883 წლის 20 მარტის პარიზის კონვენციის დებულებებს, რომელიც გადასინჯული იქნა ქ. სტოკჰოლმში 1967 წლის 14 ივლისს და შეცვლილი იქნა 1979 წლის 2 ოქტომბერს.
მუხლი 5🔗
მხარეები აღიარებენ, რომ საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი ინარჩუნებს გამოგონების ან სამრეწველო ნიმუშის გამოყენების უფლებას სალიცენზიო ხელშეკრულების დადების გარეშე, თუ ამ გამოგონების ან სამრეწველო ნიმუშის გამოყენება მარლზომიერადაა დაწყებული სხვა პირების მიერ გამოგონებაზე ან სამრეწველო ნიმუშზე ეროვნული პატენტის გაცემაზე შუამდგომლობის შეტანის თარიღამდე, რომლებზეც ადრე იქნა გაცემული საავტორო მოწმობა ან სსრკ მოწმობა.
ამასთან ავტორებისათვის დაჯილდოების ანაზღაურება წარმოებს იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით დადგენილი წესისამებრ, რომლის ტერიტორიაზეც გამოიყენება ან გამოყენებული იქნება აღნიშნული გამოგონება ან სამრეწველო ნიმუში.
მუხლი 6🔗
თითოეული მხარე მიიღებს საჭირო ზომებს, რათა უზრუნველყოს:
სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე ადრე გაცემული სსრკ-ის დამცავი დოკუმენტების მოქმედების აღიარება თავისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე;
ავტორებისათვის დაჯილდოების ანაზღაურება საავტორო მოწმობებით ან სსრკ მოწმობებით დაცული გამოგონებებისა და სამრეწველო ნიმუშების გამოყენებისათვის, იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომელშიც ჰქონდა ადგილი აღნიშნულ გამოგონებას;
ორივე სახელმწიფოს განმცხადებლებისათვის და მათი საპატენტო რწმუნებულებისათვის უფლების მინიჭება, ეროვნული დამცავი დოკუმენტების გაცემაზე განცხადების გაფორმებასთან ერთად, შეიტანოს თხოვნა რათა გამოგონებაზე სსრკ-ის საავტორო მოწმობა და სამრეწველო ნიმუშებზე სსრკ მოწმობა შეიცვალოს ეროვნული დამცავი დოკუმენტებით, მათი მოქმედების დარჩენილი ვადით.
მუხლი 7🔗
მხარეები იღებენ ვალდებულებას ეკონომიკურ, სამრეწველო, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ ორმხრივ შეთანხმებებში სამრეწველო საკუთრების ობიექტების დაცვის უზრუნველყოფის შესახებ დებულებების ჩართვაზე.
მუხლი 8🔗
დამცავი დოკუმენტების გაცემაზე განაცხადების შეტანისას, დამცავი დოკმენტების მიღებასა და მათი ძალაში შენარჩუნებისას, ორივე სახელმწიფოს საპატენტო რწმუნებულებს ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე შეუძლიათ საქმიანობა წარმართონ უშუალოდ ამ სახელმწიფოების საპატენტო უწყებებთან, ამასთან, წარმოადგენენ რა მხოლოდ ეოვნული განმცხადებლების ინტერესებს. ერთი სახელმწიფოს ეროვნულ განმცხადებლებს, მისი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, იმავე პრინციპის საფუძველზე შეუძლიათ წარმართონ საქმიანობა დამცავი დოკუმენტების მიღებისა და მათი ძალაში შენარჩუნებისათვის უშუალოდ მეორე სახელმწიფოს საპატენტო უწყებასთან.
მუხლი 9🔗
მეორე სახელმწიფოს განმცხადებლის მიერ დამცავი დოკუმენტის გაცემაზე განცხადების შეტანისას მხარეები აუცილებელ პირობად თვლიან წარდგენას დოკუმენტისა, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის მიერ ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვას სამრეწველო საკუთრების ობიექტების საზღვარგარეთ დაპატენტების წესის თაობაზე.
მუხლი 10🔗
საფასურის გადახდა განაცხადის შეტანაზე, დამცავი დოკუმენტების გაცემაზე, მათ ძალაში შენარჩუნებაზე და სხვა იურიდიულად მნიშვნელოვან ქმედებებზე, რომლებიც სამრეწველო საკუთრების დაცვასთან და გამოყენებასთან არის დაკავშირებული, აგრეთვე სხვა მომსახურების გაწევის საფასურის შეტანა წარმოებს ვალუტაში და იმ რაოდენობით, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით ეროვნული განმცხადებლისათვის, საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ დაწესებული კურსით.
მუხლი 11🔗
ამ შეთანხმების რეალიზაციის დროს მხარეების მიერ ერთმანეთისადმი გაგზავნილი ყველა დოკუმენტი წარდგენილი იქნება რუსულ ენაზე.
მუხლი 12🔗
ამ შეთანხმებიდან ან მისი შესრულებიდან გამომდინარე, უთანხმოების წარმოქმნის შემთხვევაში, მხარეთა წარმომადგენლები ჩაატარებენ შესაბამის კონსულტაციებს და მიიღებენ საჭირო ზომებს ასეთი უთანხმოებების მოსაწესრიგებლად.
მუხლი 13🔗
ეს შეთანხმება არ უშლის ხელს მხარეთა მონაწილეობას სხვა სახელმწიფოებთან სამრეწველო საკუთრების დაცვის ორმხრივ და მრავალმხრივ თანამშრომლობაში.
მუხლი 14🔗
ამ შეთანხმების რეალიზაციაზე პასუხისმგებელნი არიან მხარეთა საპატენტო უწყებები:
საქართველოში – საქართველოს საპატენტო უწყება (საქპატენტი);
ყაზახეთის რესპუბლიკაში – ყაზახეთის რესპუბლიკის საპატენტო უწყება (ყაზპატენტი).
საპატენტო უწყებების თანამშრომლობის წესები და პირობები განისაზღვრება მათ შორის სპეციალური შეთანხმებებით.
მუხლი 15🔗
ეს შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების დღიდან, იმოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში და ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდებით, თუ არცერთი მხარე მისი მოქმედების მორიგი პერიოდის გასვლამდე არაუგვიანეს ექვსი თვისა არ აცნობებს მეორე მხარეს თავის განზრახვას, შეწყვიტოს მისი მოქმედება.
შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა არ შეეხება იმ დამცავი დოკუმენტების მოქმედებას, რომლებიც გაცემულია ან შეიძლება გაიცეს ორივე ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ამ შეთანხმების მოქმედების პერიოდში შეტანილ განცხადებებზე.
ამ შეთანხმებაში მხარეთა ურთიერთშეთანხმებით შეიძლება შეტანილი იქნეს ცვლილებები და დამატებები.
შესრულებულია ქ. ალმატიში, 1997 წლის 11 ნოემბერს, ორ ეგეზმპლარად, თითოეული ქართულ, ყაზახურ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.
ამ შეთანმხების დებულებების განმარტებისას გამოიყენება ტექსტი რუსულ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)