,,საქართველოს მდგრადი განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ”

მიღების თარიღი 22.04.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №77
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.10.003.000.211
გამოქვეყნების წყარო სსმ, 51, 27/04/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 683 სიტყვა · ~3 წთ

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოს მდგრადი განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:15.0pt; } p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:49.5pt 55.35pt 45.35pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №77 2005 წლის 22 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს მდგრადი განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ 1. „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის საფუძველზე, „ გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და გაეროს 1992 წლის რიო-დე-ჟანეიროს კონფერენციის გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს მდგრადი განვითარების სტრატეგიის შემუშავების მიზნით, შეიქმნას საქართველოს მდგრადი განვითარების სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ნიკა გილაური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი პაპუაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ სვიმონიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ვალერი ჩეჩელაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს თამაზ ხიდეშელს მონაწილეობა მიიღოს კომისიის საქმიანობაში. 2. დამტკიცდეს მდგრადი განვითარების სამთავრობო კომისის დებულება. 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი საქართველოს მდგრადი განვითარების სამთავრობო კომისიის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს მდგარდი განვითარების სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის 2005 წლის 22 აპრილის №77 დადგენილებით. კომისიის მიზანია „ გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონისა და გაეროს 1992 წლის რიო-დე-ჟანეიროს კონფერენციის გადაწყვეტილების შესაბამისად საქართველოს მდგრადი განვითარების სტრატეგიის შემუშავების ხელმძღვანელობა და კოორდინაცია. 2. კომისიის უფლებამოსილება და სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს მთავრობის დადგენილებითა და ამ დებულებით.     მუხლი 2🔗. კომისიის ძირითადი ამოცანები კომისიის ძირითადი ამოცანებია: ა) შეიმუშაოს ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი ინტერსების შეთავსებას და განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების გრძელვადიან მიზნებს; ბ) შეიმუშაოს გარემოსდაცვით მოქმედებათა დაგეგმვის სისტემა როგორც ეროვნულ, ისე რეგიონალურ დონეებზე და გარემოს დაცვის სხვადასხვა სფეროში; გ) განსაზღვროს ქვეყნის მდგრა დი განვითარების სტრატეგიის, გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული, რეგიონალური და ადგილობრივი პროგრამების შემუშავების დეტალური პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფენ მათი შემუშავების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესების გათვალისწინებას, პროცესების საჯაროობას, ამ სტრატეგიითა და პროგრამებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელების მონიტორინგს; დ) დახვეწოს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური დაგეგმვის სისტემა; ე) დახვეწოს სტრატეგიულ მოქმედებათა პრიორიტეტიზაციის, მიზნობრივი პროგრამების შემუშავებისა და დამტკიცების მეთოდოლოგია და დეტალურად განსაზღვროს პრიორიტეტულ მოქმედებათა შესრულების კონტროლისა და მონიტორინგის მექანიზმი; ვ) განსაზღვროს გადაწყვეტილების მიღების პროცესში უწყებათაშორისი თანამშრომლობისა და მოქმედებათა კოორდინაციის დეტალური და შესასრულებლად სავალდებულო პროცედურები.     მუხლი 3🔗. კომისიის უფლება-მოვალეობანი 1. კომისია უფლებამოსილია: ა) თავის სხდომებზე განიხილოს ცალკეული საკითხები და მოამზადოს შესაბამისი წინადადებები და დასკვნები საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის წარსადგენად; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს ყველა სახის საჭირო ინფორმაცია საქართველოს ნებისმიერი სამინისტროს, უწყებისა და ორგანიზაციისაგან; გ) მოისმინოს და განიხილოს ინფორმაციები უწყებათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლებისაგან მდგრადი განვითარების საკითხებზე. 2. კომისიის სამდივნოს ფუნქცია დაეკისროს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს. 3. სხდომაზე განსახილველ საკითხებს ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე სამდივნოს წარდგინებით. 4. კომისის სამდივნომ (საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრვი რესურსების სამინისტრომ) შექმნას დამოუკიდებელი სამუშაო ჯგუფები, რომელთა სამუშაო გეგმასა და რეგლამენტს დაამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.     მუხლი 4🔗. კომისიის მუშაობის რეგლამენტი ა) კომისიის სხდომები მოიწვევა კვარტალში ერთხელ; ბ) კომისია თავის საქმიანობას წარმართავს პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმის მიხედვით; გ) კომისიის სხდომას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე; დ) სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ორი მესამედი; ე) კომისის სხდომა მუშაობას ასახავს სხდომის ოქმში, რომელსაც აწარმოებს კომისიის სამდივნო და ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე; ზ) სხდომაზე განსახილველ საკითხებს (დღის წესრიგს) სამდივნოს წარდგინებით ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე – პრემიერ-მინისტრი; თ) სხდომის დღის წესრიგს მასალებითურთ სამდივნო სამი დღით ადრე მიაწვდის კომისიის წევრებს.