14.1 ბენეფიციარმა უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა თავიდან იქნეს აცილებული უკანონო ქმედება და თაღლითობა და კომისიის მოთხოვნის საფუძველზე განახორციელოს სისხლისსამართლებრივი ძიება, რათა ანაზღაურებულ იქნეს არასწორად გადახდილი თანხები. ბენეფიციარმა უნდა აცნობოს კომისიას გატარებული ზომების შესახებ.
14.2 „უკანონო ქმედება“ ნიშნავს დაფინანსების ხელშეკრულების, განმახორციელებელი კონტრაქტების ან გაერთიანების კანონმდებლობის ნებისმიერ დარღვევას, რომელიც გამოწვეულია რომელიმე ეკონომიკური ოპერატორის ქმედებით ან უმოქმედობით, და აყენებს ან მიაყენებს ზაინს ევროპის კომისიის ძირითად ბიუჯეტს ან მათ მიერ განკარგულ ბიუჯეტს, საკუთარი რესურსების ან შემოსავლის მოკლებით ან მისი დაკარგვით, რომელიც მოპოვებულია პირდაპირ ევროპის კომისიის სახელით, ან დაუსაბუთებელი გასავლის მუხლით.
„თაღლითობა“ ნიშნავს ნებისმიერ საერთაშორისო მოქმედებას ან უმოქმედობას:
- წარდგენა ტყუილი ინფორმაციის, არასწორი ან არასრული განცხადებებისა ან დოკუმენტების, რომლებიც მიზნად ისახავს ევროპის კომისიის ბიუჯეტიდან ან მათ მიერ ან მათი სახელით განკარგული ბიუჯეტებიდან ფინანსური სახსრების არასწორ დაკავებას.
- იმავე მიზნის მისაღწევად სპეციალური ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ინფორმაციის დაფარვა.
- ამგვარი ფინანსური სახსრების არასწორი გამოყენება განსხვავებული მიზნებისათვის.
- ბენეფიციარმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას ნებისმიერ შემთხვევაზე, რომელიც ბადებს უკანონო ქმედების ან თაღლითობის ეჭვს.
14.3 ბენეფიციარი კისრულობს ვალდებულებას, რომ მიმართოს ყველა შესაძლო ზომას, რათა გამოასწოროს აქტიური ან პასიური კორუფციის ნებისმიერი გამოვლენა, გრანტის გაცემის ან კონტრაქტის დადების ან შესაბამისი კონტრაქტების შესრულების ნებისმიერ სტადიაზე. „პასიური კორუფცია“ ნიშნავს თანამდებობის პირის მიერ განზრახ ქმედებას, რომლითაც პირდაპირ ან შუამავლის საშუალებით ითხოვს ან იღებს ნებისმიერი სახის სარგებელს, მისთვის ან მესამე პირის სასარგებლოდ ან იღებს ამგვარი სარგებლის პირობას, რათა მან იმოქმედოს ან თავი შეიკავოს მოქმედებისაგან მისი მოვალეობების შესაბამისად ან მისი ფუნქციების შესრულებისას დაარღვიოს მისი ოფიციალური მოვალეობები, რომლითაც ზიანი მიადგა ან შეიძლება მიადგეს ევროპის გაერთიანების ფინანსურ ინტერესებს. „აქტიური კორუფია“ ნიშნავს განზრახ ქმედებას, ჩადენილს ნებისმიერი პირის მიერ, რომლითაც პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით ჰპირდება ან ანიჭებს თანამდებობის პირს სარგებელს მისთვის ან მესამე პირის სასარგებლოდ, რათა მან იმოქმედოს ან თავი შეიკავოს მოქმედებისაგან მისი მოვალეობების შესაბამისდ ან მისი ფუნქციების შესრულებისას დაარღვიოს მისი ოფიციალური მოვალეობები, რომლითაც ზიანი მიადგა ან შეიძლება მიადგეს ევროპის გაერთიანების ფინანსურ ინტერესებ