შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სასაზღვრო საკითხებში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 26.11.1998
ძალაში შესვლა 13.04.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000270
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 09/07/1999
matsne.gov.ge 905 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.11.1998 მიღება
13.04.1999 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სასაზღვრო საკითხებში თანამშრომლობის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სასაზღვრო საკითხებში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში – ხელშემკვრელი მხარეები, გამოდიან რა ორმხრივი დაინტერესებიდან დაამყარონ ორმხრივი თანამშრომლობა საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრების საიმედოდ დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 ხელშემკვრელი მხარეები, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით და თავიანთ სახელმწიფოთა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებენ თანამშრომლობას შემდეგი მიმართულებებით: 1. ურთიერთსაინტერესო ინფორმაციის გაცვლა; 2. სახელმწიფო საზღვრის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა. 3. სახელმწიფო საზღვარზე საერთაშორისო მიმოსვლის გზების გამოყენებით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა. 4. იარაღის, ფეთქებადი, მომწამლავი, რადიოაქტიური და საბრძოლო მასალების კონტრაბანდასთან ბრძოლა. 5. ბრძოლა კულტურულ–ისტორიულ ფასეულობეათა კონტრაბანდასთან. 6. სახელმწიფო საზღვარზე ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო გადატანასთან ბრძოლა. 7. ორივე ქვეყნის მოქალაქეთა, სახელმწიფო და სხვა სახის საკუთრების დაცვა დანაშაულებრივი ხელყოფისაგან მათ იურისდიქციაში მყოფ საზღვაო სივრცეში. 8. გამოცდილების გაზიარება სახელმწიფო საზღვრის დაცვის, სასაზღვრო კონტროლის განხორციელების, სპეციალისტების მომზადების, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და მასზე გამშვებ პუნქტებში სასაზღვრო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებების გამოყენების საქმეში.     მუხლი 2🔗 ამ შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობა ხორციელდება ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენელთა პირდაპირი კონტაქტებისა და შეთანხმებების გზით. ამ შეთანხმების შესრულებაზე პასუხისმგებელი კომპეტენტური ორგანოებია: - საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი; - ბულგარეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო.     მუხლი 3🔗 თანამშრომლობა კომპეტენტურ ორგანოებს შორის ხორციელდება შემდეგი ფორმით: 1. ორივე მხარისათვის საინტერესო ინფორმაციის გაცვლა იარაღის, საბრძოლო, ფეთქებადი, მომწამვლელი და რადიოაქტიური მასალების, ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებეის კონტრაბანდასთან ბრძოლის გამოცდილების გაზიარება. 2. საერთაშორისო მიმოსვლის გზებზე მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან ბრძოლის შეთანხმებული ღონისძიებების საჭიროებისამებრ დამუშავება და განხორციელება. 3. სახელმწიფო საზღვრის დაცვის, მასზე გამტარი პუნქტების მუშაობის საკითხებზე საკანონმდებლო და სხვა ღია ნორმატიული აქტების, აგრეთვე ორივე მხარისათვის საინტერესო მეცნიერული პუბლიკაციებისა და სხვა საინფორმაციო მასალების გაცვლა; 4. სპეციალისტების სტაჟირების ორგანიზაცია; 5. სახელმწიფო საზღვარზე და მასზე გამტარ პუნქტებში მართსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენის მეთოდების გაცვლა.     მუხლი 4🔗 ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან არაუგვიანეს სამ თვეში კომპეტენტური ორგანოები ცვლიან სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებულ საკანონმდებლო და სხვა ღია ნორმატიულ აქტებს. შემდგომში აღნიშნული საკანონმდებლო და სხვა ღია ნორმატიული აქტების გაცვლა ხორციელდება მათი ძალაში შესვლიდან ორი თვის ვადაში.     მუხლი 5🔗 კომპეტენტური ორგანოები თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფენ ორმხრივი ინტერესების შემცველი ინფორმაციის დროულ გაცვლას საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრებზე, აგრეთვე მათზე იმ გამტარ პუნქტებში არსებული ვითარების შესახებ, საიდანაც მყარდება კავშირი ხელშემკვრელ მხარეთა შორის. აღნიშნული ინფორმაციის გაცვლა ხდება უსასყიდლოდ. ინფორმაციის გაცვლის წესი განისაზღვრება ცალკე ოქმით კომპეტენტურ ორგანოებს შორის. ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ინფორმაციის მიმწოდებელი მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე არ გადასცემენ მესამე მხარეს გაცვლის შედეგად მიღებულ მასალებსა და ინფორმაციას.     მუხლი 6🔗 საქართველოს სახელმწიფო საზღვრისა და ბულგარეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით უფლებამოსილი ორგანოები ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საკითხებზე თანამშრომლობას წარმართავენ თავისი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 7🔗 ხელშემკვრელი მხარეები იღებენ ზომებს, რომლებიც მიმართულია ტერორიზმთან, იარაღის, საბრძოლო მასალების, ნარკოტიკების, რადიოაქტიური მასალების, სხვა კონტრაბანდის, უკანონო მიგრაციის, აგრეთვე სხვა სახის დანაშაულებთან ბრძოლაში თანამშრომლობის განხორციელებისაკენ. ამ საკითხებზე თანამშრომლობისა და ურთიერთქმედებით წესს ხელშემკვრელ მხარეთა უფლებამოსილი ორგანოები განსაზღვრავენ ცალკე ოქმით.     მუხლი 8🔗 ამ შეთანხმების რეალიზაციისათვის ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოების ხელმძღვანელებს ან მათ მიერ უფლებამოსილ წარმომადგენლებს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეუძლიათ გააფორმონ შესაბამისი ოქმები, ამ შეთანხმებაში მითითებული თანამშრომლობის მიმართულებებისა და ფორმების განვითარებისა და დაკონკრეტების მიზნით.     მუხლი 9🔗 საერთაშორისო მიმოსვლის გზებზე მართლსაწინააღმდეგო ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლის შეთანხმებული ღონისძიებების შემუშავების და რეალიზაციის მიზნით, კომპეტენტური ორგანოები თანამშრომლობის საკითხებზე ინფორმაციას ცვლიან ამ შეთანხმების ჩარჩოებში. ინფორმაციის გაცვლის მიზნით გამოიყენება კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენელთა შეხვედრები, საქმიანი მიმოწერა და ინფორმაციის გადაცემის ტექნიკური საშუალებები.     მუხლი 10🔗 სასაზღვრო საკითხებში თანამშრომლობის კოორდინირების მიზნით ხელშემკვრელი მხარეები პერიოდულად ატარებენ კომპეტენტური ორგანოების ხელმძღვანელების ან მათ მიერ უფლებამოსილ პირთა შეხვედრებს. დელეგაციათა პერსონალური შემადგენლობა, შეხვერის ჩატარების ვადები, მოსალოდნელ კონსულტაციებზე განსახილველი საკითხები განისაზღვრება სამუშაო წესით, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.     მუხლი 11🔗 კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენელთა შეხვედრები ტარდება მონაცვლეობით საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია დელეგაციის მიღებასთან, საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკაში გასამგზავრებელი და უკან დასაბრუნებელი ხარჯების გარდა, იღებს მიმღები მხარე.     მუხლი 12🔗 ეს შეთანხმება არ ეხება ხელშემკვრელ მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობენ სხვა მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან.     მუხლი 13🔗 ხელშემკვრელ მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე ამ შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები და დამატებები, რომლებიც ძალაში შედის მე-14 მუხლით გათვალისწინებული წესით.     მუხლი 14🔗 ეს შეთანხმება ძალაში შედის იმ მეორე ნოტის მიღების დღიდან, რომლითაც ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს აცნობებენ თავიანთი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად ძალაში შესვლის შესახებ. შეთანხმება მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში და მისი მოქმედება ავტომატურად გრძელდება ხუთწლიანი პერიოდით, თუ მხარეთაგან ერთ-ერთმა არ განაცხადა თავისი სურვილის შესახებ მისი მოქმედების შეწყვეტის თაობაზე, რის შესახებაც წერილობით უნდა აცნობოს მეორე მხარეს ამ შეთანხმების ვადის გასვლამდე ექვსი თვით ადრე. შესრულებულია ქ. თბილისში 1998 წლის 26 ნოემბერს, ორ პირად, თითოეული ქართულ, ბულგარულ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა. განსხვავებული განმარტებების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელით (ხელმოწერილია) ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)