შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ
მიღების თარიღი 11.05.1998
ძალაში შესვლა 06.05.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000273
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, -, 09/07/1999
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml {mso-style-name:kvekana_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს მთავრობა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა ორ სახელმწიფოსა და მათ ხალხებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების საფუძველზე, ითვალისწიენებენ რა თავიანთი სახელმწიფოებისა და მათი ხალხების ეკონომიკისა და სოციალური განვითარების საერთო ინტერესებს, ესწრაფვიან რა გაღრმავონ პარტნორულ საფუძველზე აგებული ტექნიკური დახმარება, შეთანმხდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
(1) შეთანხმების მხარეები ითანამშრომლებენ თავიანთი ხალხების ეკონომიკისა და სოციალური განვითარების ხელშეწყობის მიზნით,
(2) წინამდებარე შეთანხმებაში აღწერილია მხარეებს შორის ტექნიკური თანამშრომლობის ზოგადი პირობები. მხარეებს შეუძლიათ ტექნიკური დახმარების (შემდგომში შეთანხმებეი პროექტების შესახებ) ცალკეული პროექტების შესახებ დამატებითი შეთანხმებების დადება. ამასთან, თითოეული მხარე თვითონ არის პასუხისმგებელი თავის ქვეყანაში ტექნიკური თანამშრომლობის პროექტებზე. პროექტების შესახებ შეთანმხებებში მოცემული უნდა იყოს პროექტის ერთობლივი კონცეფცია, რაც უპირველეს ყოვლისა მის მიზანს, მხარეების წვლილს, ამოცანებს, მონაწილეთა ორგანიზატორულ პოზიციასა და მიმდინარეობის ვადებს გულისხმობს.
მუხლი 2🔗
(1) პროექტების შესახებ შეთანხმებები შეიძლება ითვალისწინებდნენ გერმანიის ფძედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დახმარებას შემდეგ სფეროებში:
1. კადრების მოსამზადებელი, საკონსულტაციო, კვლევითი და სხვა ორგანიზაციები საქართველოში;
2. პროექტირების, გეგმების, გამოკვლევებისა და ექსპერტთა დასკვნების წარდგენა;
3. თანამშრომლობის სხვა სფეროები, რომელთა შესახებ მხარეები შეთანხმდებიან.
(2) დახმარება შეიძლება გაწეულ იქნას:
1. სპეციალისტთა წარგზავნით, როგორიცაა ინსტრუქტორები, კონსულტანტები, ექსპერტები, კომპეტენტური სპეციალისტები, სამეცნიერო და ტექნიკური პერსონალი, პროექტების ასისტენტები და დამხმარე პერსონალი; გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დავალებით წარმოგზავნილი კადრები შემდგომში მოხსენიებული იქნება, როგორც წარგზავნილი სპეციალისტები;
2. მასალისა და აღჭურვილობის (შემდგომში მასალად მოხსენიებული) მიწოდების სახით;
3. საქართველოში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლკიაში ან სხვა ქვეყნებში სპეციალისტების, ხელმძღვანელი კადრებისა და მეცნიერთა მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მეშვეობით;
4. სხვა საშუალებებით.
(3) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა გაიღებს მხარდაჭერილი პროექტის ხარჯებს შემდეგი ღონისძიებებისათვის, თუ პროექტის შესახებ შეთანმხებები რაიმე გადახვევას არ ითვალისწინებენ:
1. წარგზავნილი ექსპერტების ანაზღაურებები;
2. წარგზავნილი ექსპერტებისა და მათი ოჯახის წევრების განთავსება, თუ წარგზავნილმა სპეციალისტებმა ეს ხარჯები თვითონ არ უნდა გაიღონ;
3. წარგზავნილი სპეციალისტების მივლინება საქართველოს ფარგლებში და მის გარეთ.
4. მე–2–ე პუნქტის მე–2–ე ქვეპუნქტში დასახელებული მასალის შეძენა;
5. მე–2–ე ქვეპუნქტში დასახელებული მასალის დაზღვევა და გადაზიდვა, აქედან გამონაკლისს წარმოადგენენ მე–3–ე მუხლის მე–2–ე პუნქტში დასახელებული გადასახადები, მოსაკრებლები და საწყობის გადასახადები;
6. გერმანიაში არსებული მოთხოვნების შესაბამისად საქართველოდან სპეციალისტების, ხელმძღვანელი კადრებისა და მეცნიერების მომზადება, კვალფიიკაციის ამაღლება გერმანიაში მოქმედი დირექტივების შესაბამისად.
(4) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დავალებით პროექტისათვის მიწოდებული მასალა პროექტის დამთავრების შემდეგ საქართველოს საკუთრებაში გადადის, თუ პროექტის შესახებ შეთანხმებები რაიმე გადახვევას არ ითვალისწინებენ. მასალა პროექტისა და წარმოგზავნილი სპეციალისტების შეუზღუდავ განკარგულებაშია მათზე დაკისრებული ღონისძიებების განსახორციელებლად.
(5) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს მთავრობას აცნობებს, თუ რომელი შემსრულებელს, ორგანიზაციებსა და უწყებებს დაავალებს ის დახმარების ღონისძიებების გატარებას. პროექტის განმხორციელებლები, ორგანიზაციები და უწყებები შემდგომში მოხსენიებული იქნება, როგორც „შემსრულებელი უწყება“.
მუხლი 3🔗
საქართველოს მთავრობა პროექტისათვის განახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს:
(1) თავისი ხარჯებით გადასცემს პროექტის განკარგულებაში პროექტის მიმდინარეობის მანძილზე საქართველოში საჭირო მიწის ნაკვეთებსა და ნაგებობებს მათი მოწყობილობების ჩათვლით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, თუ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა თავისი ხარჯით არ მიაწოდებს ამ მოწყობილობებს.
(2) თავის თავზე იღებს პორტებისა და საწყობის გადასახადებსა და მოსაკრებლებს გერმანიისფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით ჩამოტანილი მასალისათვის, ათავისუფლებს ამ მასალას ექსპორტ–იმპორტის, სალიცენზიო და სვხა სახის ოფიციალური გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან და უზრუნველყოფს ამ მასალის დაუყოვნებლივ განბაჟებას.
(3) ის გაიღებს პროექტებისა და მე–2–ე მუხლის მე–2–ე პუნქტის მე–2–ე ქვეპუნქტის თანახმად მოწოდებული მასალის ექსპლუატაციისა და მიმდინარე რემონ ტის ხარჯებს.
(4) თავისი ხარჯით გამოყოფს კონკრეტულ შემთხვევაში საჭირო სპეციალისტებსა და დამხმარე პერსონალს. ამისათვის პროექტის შესახებ შეთანხმებებში უნდა განისაზღვროს კალენდარული გეგმა.
(5) ზრუნავს იმაზე, რომ წარმოგზავნილ სპეციალისტებზე დაკისრებული ამოცანების შესრულება რაც შეიძლება სწრაფად გააგრძელონ საქართველოს სპეციალისტებმა. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულმა სპეციალისტებმა ამ შეთანხმების ფარგლებში მომზადება უნდა გაიარონ ან კვალიფიკაცია აიმაღლონ საქართველოში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ან სხვა ქვეყანაში, საქართველოს მხარე თბილისში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ან იმ უკანასკნელის მიერ დასახალებული სპეციალისტების მონაწილეობით დროულად წარმოადგენს საკმარისი რაოდენობის კანდიდატებს სპეციალისტთა მომზადებისა თუ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. საქართველოს მხარე დაასახელებს ისეთ კანდიდატებს, რომლებიც მის წინაშე იკისრებენ ვალდებულებას, რომ შესაბამისი მომზადების ან კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ სულ მცირე 5 წლის მანძილზე კონკრეტულ პროექტში იმუშავებენ და უზრუნველყოფს ამ სპეციალისტთა შრომის სათანადო ანაზღაურებას.
(6) ცნობს მოწმობებს მომზადების ან კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ, რომლებიც ამ შეთანხმების ფარგლებში გაიარეს საქართველოს მოქალაქეებმა მათი პროფესიული დონის შესაბამისად და მისცემს ამ პირებს მათი კვალიფიკაციის შესაბამის სამუშაო ადგილსა და სამსახურეობრივი წინსვლის და კარიერის შესაძლებლობებს.
(7) ყოველმხრივ დახმარებას გაუწევს წარმოგზავნილ სპეციალისტებს მათზე დაკისრებული ამოცანების შესრულებისას და გადასცემს მათ განკარგულებაში ყველა საჭირო დკოუმენტაციას კანონით დაგენილი წესის მიხედვით.
(8) უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებისათვის საჭირო, თითოეული პროექტის შესახებ შეთანხმებებში დადგენილი ღონისძიების გატარებას, თუ ეს ღონისძიებები პროექტების შესახებ შეთანხმებების მიხედვით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ არ უნდა იქნან განხორციელებული.
(9) უზრუნველყოფს, რომ ამ შეთანმხებისა და პროექტების შესახებ შეთანხმებებით დასაქმებული საქართველოს ყველა უწყება დროულად და ამომწურავად იყოს ინფორმირებული მათი შინაარსის შესახებ.
მუხლი 4🔗
(1) ყოველი ღონე იხმარონ მათი საქმიანობის შესახებ შეთანხმებების ფარგლებში დასახული მიზნების მიღწევისათვის თავიანთი წვლილის შესატანად.
(2) არ ჩაერიონ საქართველოს საშინაო საქმეებში;
(3) დაიცვან საქართველოს კანონები და პატივი სცენ ქვეყნის ზნე–ჩვეულებებს;
(4) არ დაკავდნენ ეკონომიკის სფეროში სხვა საქმიანობით გარდა მათზე დაკისრებული მოვალეობებისა;
(5) ურთიერთნდობის საფუძველზე ითანამშრომლონ საქართველოს ოფიციალურ უწყებებთან.
(2) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა ზრუნავს იმაზე, რომ სპეციალისტის წარგზავნამდე მიღებული იქნას საქართველოს მთავრობის თანხმობა. შემსრულებელი უწყება უგზავნის კანდიდატურის ბიოგრაფიასა და მიმართავს მის მიერ შერჩეული სპეციალისტის წარგზავნაზე თანხმობის თხოვნით საქართველოს მთავრობას. თანხმობა მიღებულად ჩაითვლება, თუ ორი თვის მანძილზე საქართველოს მთავრობისაგან მიღებული არ იქნება უარყოფითი პასუხი.
(3) იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობას წარგზავნილი სპეციალისტის გავწევა სურს, ის დოულად უკავშირდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას და მას თავისი სურვილის დასაბუთებულ მიზეზებს წარუდგენს. ასევე მოქმედებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა, წარგზავნილი სპეციალისტის გერმანიის მხარის მიერ გაწვევისას იგი იზრუნებს ამის შესახებ საქართველოს მთავრობისათვის მაქსიმალურად დროული ინფორმაციის მიწოდებაზე.
მუხლი 5🔗
(1) საქართველოს მთავრობა ზრუნავს წარგზავნილი სპეციალისტებისა და მათი ოჯახის წევრების პიროვნებისა და საკუთრების დაცვაზე. კერძოდ, ეს გულისხმობს შემდეგს:
1. პასუხს აგებს წარგზავნილი სპეციალისტის ნაცვლად იმ ზარალზე, რომელიც წინამდებარე შეთანხმების თანახმად ამ სპეციალისტზე დაკისრებული დავალების შესრულებასთან დაკავშირებით წარმოიშვება; ამ შემთხვავაში გამორიცხულია წარგზავნილ სპეციალისტებზე ყოველგვარი პასუხისმგებლობის დაკისრება;
2. ნეისმიერ სამართლებრივ საფუძველზე ზარალის ანაზღაურების შესახებ წაყენებული პრეტენზია წარგზავნილი სპეციალისტისადმი საქართველო მხრივ დასაშვებია მხოლოდ ამ სპეციალისტის მხრიდან წინასწარი განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევებში;
3. ათავისუფლებს პუნქტ 1-ში აღნიშნულ პირებს ყოველგვარი დაკავებისა თუ პატიმრობისაგან მათი მოქმედების ან უმოქმედობის გამო, ზეპირი თუ წერილობითი გამონათქვამების ჩათვლით, რომლებიც დაკავშირებულია იმ შეთანხმების მიხედვით მათზე ადკისრებული სამსახურებრივი დავალების შესრულებასთან;
4. უზრუნველყოფს პუნტ 1-ში დასახელებულ პირთა ნებისმიერ დროს ქვეყანაში შეუფრეხებელ შემოსვლას და ქვეყნიდან შეუფერხებელ გასვლას;
5. გასცემს პუნქტ 1-ში დასახელებულ პირებზე მოწმობას, რომელშიც მითითებული იქნება, რომ ისინი საქართველოს მთავრობის მხრივ განსაკუთრებული დაცვითა და დახმარებით სარგებლობენ.
(2) საქართველოს მთავრობა:
1. ათავისუფლებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სახსრებით წარმოგზავნილ სპეციალისტებზე ამ ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოებისათვის გაცემულ ანაზღაურებებს გადასახადებისა და სხვა ოფიციალური მოსაკრებლებისაგან, გადასახადებისა და მოსაკრებლებიდან გათავისუფლება ეხება ასევე იმ ფირმების ანაზღაურებებსაც, რომლებიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით ამ ხელშეკრულების ფარგლებში ხელშემწყობ ღონისძიებებს ახორციელებენ.
2. პუნქტ 1-ში დასახელებულ პირებს ნებას რთავს ქვეყანაში მათი ყოფნის მანძილზე გადასახადების, მოსაკრებლებისა და საგირანვო თანხის გარეშე შემოიტანონ და გაიტანონ საკუთარი მოხმარებისათვის განკუთვნილი საგნები, ამასვე მიეკუთვნება აგრეთვე ოჯახზე ერთი ავტომანქანა, ნებადართულია აგრეთვე გადასახადების, მოსაკრებლებისა და საგირანვო თანხის გარეშე შემცვლელი (სათადარიგო) საგნების შემოტანა–გატანა უკვე შემოტანილი საგნების სარგებლოისათვის უვარგისად გახდომის ან დაკარგვის შემთხვევაში.
3. პუნქტ 1-ში დასახელებულ პირებს რთავს მათი პირადი მოთხოვნილების ფარგლებში მედიკამენტების, სურსათის, სასმელებისა და მომხარების სხვა საგნების შემოტანის ნებას.
4. პუნქტ 1-ში დასახელებულ პირებზე გადასახადებისა ან სხვა ოფიციალური მოსაკრებლების ან საგირავნო თანხის გარეშე გასცემენ საჭირო ვიზებს, მუშაობისა და ქვეყანაში ყოფნის ნებართვას.
მუხლი 6🔗
ეს შეთანხმება ვრცელდება აგრეთვე მისი ძალაში შესვლის დროისათვის შეთანხმების მხარეებს შორის ტექნიკური თანამშრომლობის უკვე დაწყებულ პროექტებზე.
მუხლი 7🔗
(1) მხარეები დიპლომატიური არხებით ნოტების გაცვლით ატყობინებენ ერთმანეთს, რომ შეთანხმებების ძალაში შესვლისათვის საჭირო ყველა შიდასახელმწიფოებრივი წინაპირობა შესრულებულია. შეთანხმება ძალაში შედის ორვიე მხარის ნოტიდან მეორე ნოტის მიღების დღეს.
(2) ეს შეთანხმება დადებულია 5 წლის ვადით, რის შემდგომაც მისი მოქმედების ვადა ყოველ წელს ავტომატურად გრძელდება ერთი წლით თუ ერთ–ერთმა მხარემ წერილობითი უარი არ განაცხადა ამ ხელშეკრულების შესაბამისი ვადის გასვლამდე სულ მცირე სამი თვით ადრე.
(3) ამ შეთანხმების ვადის გასვლის შემდეგ მისი პირობები ძალაში რჩება ტექნიკური თანამშრომლობის დარგში უკვე დაწყებული პროექტებისათვის. ხელმოწერილია ქ. თბილისში 1998 წლის 11 მაისს ორ პირად, ქართულ და გერმანულ ენებზე. ამასთან ორივე ტექსტი აუთენტურია.
საქართველოს მთავრობის სახელით
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სახელით