შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკასა და ბელგო-ლუქსემბურგის ეკონომიკურ კავშირს შორის ინვესტიციების ურთიერთხელშეწყობისა და დაცვის შესახებ

მიღების თარიღი 23.06.1993
ძალაში შესვლა 03.07.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000282
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 16/11/1999
matsne.gov.ge 2,016 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.06.1993 მიღება
03.07.1999 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს რესპუბლიკის სახელით საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჩიკვაიძე ბელგო-ლუქსემბურგის ეკონომიკური კავშირის სახელით საგარეო საქმეთა მინისტრი უილი ქლეასი

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკასა და ბელგო-ლუქსემბურგის ეკონომიკურ კავშირს შორის ინვესტიციების ურთიერთხელშეწყობისა და დაცვის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } span.msoIns { text-decoration:underline; color:teal;} span.msoDel { text-decoration:line-through; color:red;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 50.85pt 56.7pt 58.5pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკასა და ბელგო-ლუქსემბურგის ეკონომიკურ კავშირს შორის ინვესტიციების ურთიერთხელშეწყობისა და დაცვის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და ბელგიის სამეფოს მთავრობა რომელიც მოქმედებს როგორც საკუთარი, ისევე ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს მთავრობის სახელით, მათ შორის უკვე არსებული შეთანხმებების საფუძველზე. სურთ რა, განამტკიცონ ერთმანეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეთა მიერ ჩადებული ინვესტიციებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის გზით მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗. განსაზღვრებები ამ შეთანხმებაში: 1. ტერმინი „ინვესტორები“ ნიშნავს: ა) „მოქალაქეებს“, ე.ი. ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს კანონმდებლობის თანახმად ითვლება, შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს მოქალაქედ; ბ) „კომპანიებს“ ე.ი. იურიდიულ პირს, რომელიც დაწესებულია საქართველოს რესპუბლიკის, ბელგიის სამეფოს, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს კანონმდებლობის თანახმად და რეგისტრაციაშია გატარებული, შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის, ბელგიის სამეფოს და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ტერიტორიაზე. 2. ტერმინი „ინვესტიციები“ ნიშნავს ნებისმიერი სახის ქონებას, პირდაპირ თუ არაპირდაპირ შენატანს ნაღდი ვალუტით, ნატურით ან მომსახურების ფორმით, ინვესტირებულს ან რეინვესტირებულს ეკონომიკური საქმიანობის ნებისმიერ სფეროში. ამ შეთანხმებაში ინვესტიციები ნიშნავს, კერძოდ, მაგრამ არა მხოლოდ: ა) მოძრავ და უძრავ ქონებას, ისევე როგორც სხვა უფლებას იპოთეკურ გირაოზე, ყადაღაზე, გირაოზე, უზუფრუქტზე და მსგავსი უფლებები; ბ) აქციებს, კორპორაციულ უფლებებს და სხვა სახის ფასიან ქაღალდებს, მათ შორის, უმცირეს და არაპირდაპირ, იმ კომპანიებში, რომლებიც რეგისტრირებულია ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიებზე; გ) ობლიგაციებს, სხვა ფასიან ქაღალდებს, რომლებიც წარმოადგენენ ეკონომიკურ ფასეულობებს; დ) საავტორო უფლებებს, საწარმოო ქონებრივ უფლებებს, ტექნიკურ პროცესებს, სავაჭრო სახელებს, ფირმის პრესტიჟს; ე) კონტრაქტით ან საერთაშორისო სამართლით მინიჭებულ კონცესიებს, მათ შორის კონცესიებს ბუნებრივი რესურსების მოძიებაზე, გამოვლენაზე, მოპოვებაზე და დამუშავებაზე. ცვლილებები ინვესტირებული და რეინვესტირებული კაპიტალისა და ქონების ფორმაში არანაირ გავლენას არ ახდენს ამ შეთანხმებით განსაზღვრულ ტერმინზე „ინვესტიციები“. 3. ტერმინი „შემოსავალი“ ნიშნავს ინვესტიციებიდან მიღებულ შემოსავალს და მოიცავს, კერძოდ, მაგრამ არა მხოლოდ, მოგებას, პროცენტებს, კაპიტალის ზრდას, დივიდენდებს, საავტორო ჰონორარს და გადასახადებს.     მუხლი 2🔗. ინვესტიციების ხელშეწყობა 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ხელს შეუწყობს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს მის ტერიტორიაზე ინვესტირებისათვის და იღებს ამგვარ ინვესტიციებს თავისი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. კერძოდ, თითოეული ხელშემკვრელი მხარე უფლებას მისცემს დაიდოს და შესრულდეს სალიცენზიო კონტრაქტები და შეთანხმებები სავაჭრო, ადმინისტრაციულ და ტექნიკური დახმარების სფეროში, იმდენად, რამდენადაც ეს საქმიანობები დაკავშირებულია ამგვარი ინვესტიციების განხორციელებასთან.     მუხლი 3🔗. ინვესტიციების დაცვა 1. ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების მიერ განხორციელებული პირდაპირი თუ არაპირდაპირი ინვესტიციები მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ სამართლიანი და თანასწორუფლებიანი მიდგომით. 2. გარდა იმ ზომებისა, რომლებიც საჭიროა საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად ამგვარი ინვესტიციები იმყოფებიან ხანგრძლივი მფარველობისა და დაცვის ქვეშ ე.ი. გამორიცხავს გაუმართლებელ და დისკრიმინაციულ ზომას, რომელსაც შეუძლია შეაფერხოს კანონმდებლობით ან პრაქტიკით მათი მენეჯმენტი, შენახვა, გამოყენება, ფლობა ან შემდგომი ლიკვიდაცია. 3. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული დამოკიდებულება და დაცვა უნდა იყოს იმგვარივე, როგორითაც სარგებლობენ მესამე ქვეყნის ინვესტორები და არანაკლებ ხელსაყრელი ვიდრე ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო სამართლის ნორმებით. 4. თუმცა ამგვარი მოპყრობა და დაცვა არ მოიცავს იმ პრივილეგიებს, რომლებიც ენიჭება ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ მესამე ქვეყნის ინვესტორებს, გამომდინარე მათი მონაწილეობიდან ან ურთიერთობიდან თავისუფალ სავაჭრო ზონაში, საბაზრო კავშირებში, საერთო ბაზარში ან რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის ნებისმიერ სხვა ფორმებში.     მუხლი 4🔗. მფლობელობის ჩამორთმევა ან შეზღუდვა 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ვალდებულებას იღებს არ მიიღოს ექსპროპრიაციის ან ნაციონალიზაციის ნებისმიერი ზომა ან ნებისმიერი სხვა ზომა, რომელიც ითვალისწინებს ტერიტორიაზე, სხვა ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებისათვის მათი ინვესტიციების პირდაპირ და არაპირდაპირ ჩამორთმევას. 2. თუ საზოგადოების კეთილდღეობა, უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები მოითხოვს 1-ლი პუნქტის დებულებების დარღვევას, საჭიროა დაცულ იქნეს შემდეგი პირობები: ა) ზომები მიღებული უნდა იყოს კანონმდებლობის სრული დაცვით; ბ) ზომები არ უნდა იყოს დისკრიმინაციული და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს რაიმე სპეციფიკურ ვალდებულებებს; გ) ზომებს თან უნდა ახლდეს დებულებები მიყენებული ზარალის ადეკვატური და ეფექტიანი კომპენსაციის შესახებ. 3. ამგვარი კომპენსაცია უნდა შეესაბამებოდეს ინვესტიციათა რეალურ ღირებულებას ამგვარი ზომების მიღებამდე ან მათ განცხადებამდე ერთი დღით ადრე. ამგვარი კომპენსაცია გადახდილი უნდა იქნეს იმ ქვეყნის ვალუტით, რომლის მოქალაქეც არის ინვესტორი ან ნებისმიერი სხვა კონვერტირებადი ვალუტით. კომპენსაცია გადახდილი უნდა იქნეს დაუყოვნებლივ და გადაირიცხოს შეუფერხებლად. იგი უნდა დაიბეგროს ამ კომპენსაციის რაოდენობის დადგენასა და მისი გადარიცხვის თარიღს შორის მოქმედი ტარიფების შესაბამისად. 4. ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს, რომელთა ინვესტიციებმა განიცადა სერიოზული დანაკარგები მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ომის, სხვა შეიარაღებული კონფლიქტის, რევოლუციის, საგანგებო მდგომარეობის ან ტერიტორიის რომელიმე ნაწილში ამბოხის შედეგად, ეს უკანასკნელი მხარე, რომლის ტერიტორიაზეც აღნიშნულ ფაქტებს ჰქონდა ადგილი, აუნაზღაურებს დანაკარგებს უპირატესი ხელშეწყობის ქვეყნის რეჟიმით. 5. ამ მუხლის დებულებათა შესაბამისად თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს თავის ტერიტორიაზე ანიჭებს უპირატესი ხელშეწყობის ქვეყნის რეჟიმის თანაბარ უფლებებს. ეს უფლებები არ უნდა იყოს ნაკლებად ხელსაყრელი, ვიდრე დადგენილია საერთაშორისო სამართლის ნორმებით.     მუხლი 5🔗. გადარიცხვები 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, რომლის ტერიტორიაზეც განხორციელებული იქნა ინვესტიციები მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების მიერ, ანიჭებს ამ უკანასკნელთ ფულადი სახსრების თავისუფალი გადარიცხვის უფლებას, კერძოდ: ა) ინვესტიციების ნამატის, მათ შორის მოგების, პროცენტების, კაპიტალის ნამატის, დივიდენდების, საავტორო ჰონორარის; ბ) თანხებისა, რომელიც საჭიროა გადაირიცხოს რეგულარულად კონტრაქტებით აღებული სესხების დასაფარად; გ) შემოსავლისა, რომელიც მიიღეს სასამართლო დავების შედეგად, ინვესტიციების სრული ან ნაწილობრივი ლიკვიდაციის შედეგად, მათ შორის კაპიტალიდან მიღებული მოგება ან ზრდა-განვითარება ინვესტირებულ კაპიტალში; დ) მე-4 მუხლის თანახმად გადახდილი კომპენსაციის; ე) საავტორო ჰონორარი ან სხვა სახის გადასახადები, მიღებული კომერციული ადმინისტრაციული ან ტექნიკური დახმარებით ან სალიცენზიო უფლებებით. 2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის ფიზიკურ პირებს, რომელთაც მიღებული აქვთ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მუშაობის უფლება მოწონებული საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად, აგრეთვე ენიჭებათ უფლება გადარიცხონ თავისი შემოსავლების შესაბამისი ნაწილი თავის მშობლიურ ქვეყანაში. 3. თითოეული ხელშემკვრელი მხარე სპეციალური განკარგულებით უზრუნველყოფს, რომ ამგვარი გადარიცხვები განხორციელდეს შეუფერხებლად მოქმედი ტარიფების გარდა სხვა დანახარჯების გარეშე. ამ მუხლით განსაზღვრული გარანტიები უნდა იყოს ისეთივე როგორიც ჩვეულებრივ ენიჭებათ მსგავს შემთხვევაში უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის მქონე ქვეყნის ინვესტორებს.     მუხლი 6🔗. ვალუტის კურსი 1. ამ შეთანხმების მე-4 და მე-5 მუხლებით განსაზღვრული გადარიცხვები წარმოებს: ა) გადარიცხვის დღეს მოქმედი ვალუტის კურსით; ბ) იმ ქვეყანაში მოქმედი სავალუტო წესების შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც ინვესტიციები იქნა განხორციელებული. 2. სავალუტო კურსები არ უნდა იყოს ნაკლებად ხელსაყრელი, ვიდრე ეს გათვალისწინებულია უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის ქვეყნის ინვესტორებისათვის და იმ სპეციფიკური ვალდებულებებით, რომლებიც გამომდინარეობენ ინვესტიციების დაცვის სფეროში დადებული ნებისმიერი შეთანხმებიდან. 3. გამოყენებული სავალუტო კურსი ყველა შემთხვევაში უნდა იყოს ადეკვატური და სამართლიანი.     მუხლი 7🔗. სუბროგაციები 1. თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე ან მისი ნებისმიერი საზოგადოებრივი ორგანიზაცია კომპენსაციას გაუკეთებს მის საკუთარ ინვესტორებს, თანახმად განხორციელებული ინვესტიციებისათვის გათვალისწინებული გარანტიებისა მეორე ხელშემკვრელი მხარე აღიარებს, რომ პირველმა ხელშემკვრელმა მხარემ ან მისმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მიღებული კომპენსაციის საფუძველზე დაკარგა ინვესტიციების განხორციელების უფლება. სუბროგაციების გზით უფლებათა მიღების შემდეგ შემსრულებელი სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებითაც სარგებლობდა წინა ინვესტორი, მათ შორის შეუძლია აღძრას სარჩელი მისთვის ამ გზით მიცემული უფლებების საზღვრებში. სუბროგაციის გზით ხდება აგრეთვე მე-5 და მე-10 მუხლებით გათვალისწინებული საარბიტრაჟო უფლებების გადაცემა. აღნიშნული უფლებებით შემსრულებელი სარგებლობს საგარანტიო კონტრაქტით განსაზღვრული რისკის ფარგლებში და ინვესტორი, რომელსაც უფლება აქვს ისარგებლოს ამ გარანტიით კონტრაქტით ან გათვალისწინებული რისკის ფარგლებში. 2. რაც შეეხება სატრანსფერო უფლებებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს მოსთხოვოს შემსრულებელს, რომელსაც სუბროგაციის გზით გადაეცა ინდემნიფიცირებული ინვესტორის უფლებები, შეასრულოს საკონტრაქტო სამართლიდან გამომდინარე ვალდებულები.     მუხლი 8🔗. გამოსაყენებელი წესები თუ ინვესტიციებთან დაკავშირებული საკითხი წარმოადგენს როგორც ამ შეთანხმების ასევე ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის შიდა კანონმდებლობის ან არსებული საერთაშორისო კონვენციების ან იმ კონვენციების ობიექტს, რომელთაც მხარეები უნდა შეუერთდნენ მომავალში, მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს უფლება აქვთ გამოიყენონ მათთვის ყველაზე ხელსაყრელი დებულებები.     მუხლი 9🔗. სპეციალური შეთანხმებები 1. ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარისა და მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს შორის სპეციალური შეთანხმების საფუძველზე განხორციელებული ინვესტიციები ექვემდებარება ამ შეთანხმების ან სხვა სპეციალური შეთანხმების დებულებებს. 2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავის თავზე იღებს უზრუნველყოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულება ნებისმიერ დროს.     მუხლი 10🔗. საინვესტიციო დავების მოგვარება 1. ნებისმიერი საინვესტიციო დავა ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორსა და მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს შორის დაუყოვნებლივ წერილობითი ფორმით უნდა ეცნობოს პირველ ხელშემკვრელ მხარეს სამოქმედოდ. შეტყობინებას თან უნდა ახლდეს მემორანდუმი საქმის არსის დეტალური განმარტებით. ამგვარი დავა უნდა მოგვარდეს მხარეთა შორის მეგობრულად, რამდენადაც ეს შესაძლებელია ან დიპლომატიური არხების საშუალებით ხელშემკვრელი მხარეების შერიგებით. 2. იმ შემთხვევაში, თუ საინვესტიციო დავების მოგვარება მხარეთა შორის მეგობრულად ან დიპლომატიური არხებით შეტყობინების მიღებიდან 6 თვის ვადაში არ განხორციელდა დავა განსახილველად გადაეცემა საერთაშორისო არბიტრაჟს, რაც სხვა სამართლებრივ ქმედებას გამორიცხავს.      ამ მიზნით ხელშემკვრელი მხარეები წინასწარ და საბოლოოდ თანხმდებიან მოაგვარონ ნებისმიერი დავა ამ სახის საარბიტრაჟო წესით, რაც ნიშნავს რომ ორივე მხარე უარს ამბობს უფლებაზე მოითხოვოს დავის გადაწყვეტის მხრივ შიდა ადმინისტრაციული და სასამართლო კანონმდებლობის საშუალებათა ამომწურავი გამოყენება. 3. საერთაშორისო არბიტრაჟის შემთხვევაში, დავა მოსაგვარებლად გადაეცემა ერთ-ერთ ქვემოთ ჩამოთვლილ ორგანიზაციას, ინვესტორის არჩევანის მიხედვით: - საინვესტიციო დავათა მოგვარების საერთაშორისო ცენტრი (I. C. S. I. D.), რომელიც შეიქმნა კონვენციის სხვადასხვა სახელმწიფოებისა და ქვეყნების მოქალაქეებს შორის საინვესტიციო დავების მოგვარების კონვენციის საფუძველზე, გახსნილი ხელმოსაწერად 1965 წლის 18 მარტს, ვაშინგტონში, როდესაც ამ შეთანხმების თითოეული ხელშემკვრელი მხარე გახდება აღნიშნული კონვენციის წევრი. მანამდე, სანამ ეს მოთხოვნილება შესრულებული არ იქნება, ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან, წარმოშობილი დავა განსახილველად გადაცეს არბიტრაჟს (I. C. S. I. D.) – იმ დამატებით დებულებათა შესაბამისად. - პარიზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლო; - სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტი; თუ საარბიტრაჟო პროცედურა დაიწყო ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ინიციატივით, ეს მხარე წერილობით სთხოვს დავის მონაწილე ინვესტორს მიუთითოს საარბიტრაჟო ორგანიზაცია, რომელსაც, როგორც მას მიზანშეწონილად მიაჩნია, უნდა გადაეცეს დავა განსახილველად. 4. საარბიტრაჟო პროცედურის მიმდინარეობის ან საარბიტრაჟო პროცედურის შესრულების ნებისმიერ ეტაპზე დავის მონაწილე არც ერთ ხელშემკვრელ მხარეს არ აქვს უფლება თავის წინააღმდეგობა დაასაბუთოს იმ ფაქტით, რომ დავაში მისი მოწინააღმდეგე მხარის ინვესტორს მთლიანად ან ნაწილობრივ მიღებული აქვს თავისი ზარალის კომპენსაცია სადაზღვევო პოლისისა ან ამ შეთანხმების მე-7 მუხლის დებულებათა შესრულების საფუძველზე. 5. საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს: - დავის მონაწილე იმ ხელშემკვრელი მხარის ეროვნული კანონმდებლობის, მათ შორის, საკანონმდებლო წინააღმდეგობებთან დაკავშირებული წესების საფუძველზე, რომლის ტერიტორიაზეც იქნა განხორციელებული ინვესტიციები; - ამ შეთანხმების დებულებათა საფუძველზე; - იმ სპეციფიკური შეთანხმების პირობების საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა ინვესტიციებთან დაკავშირებით; - საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე. 6. საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება არის საბოლოო და მისი შესრულება აუცილებელია დავის მონაწილეთათვის თითოეული ხელშემკვრელი მხარე ვალდებულებას იღებს შეასრულოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მისი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 11🔗. უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი ინვესტიციებთან დაკავშირებულ ყველა საქმეში მხარეთა ინვესტორები მეორე მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმით.     მუხლი 12🔗. ხელშემკვრელ მხარეთა შორის ამ შეთანხმების განსხვავებული ინტერპრეტაციითა და გამოყენებით განპირობებული დავების მოგვარება 1. ამ შეთანხმების განსხვავებული ინტერპრეტაციითა და გამოყენებით განპირობებული დავების მოგვარება წარმოებს დიპლომატიური არხებით. 2. თუ დავის მოგვარება არ მოხერხდა დიპლომატიური არხებით იგი განსახილველად გადაეცემა მხარეთა წარმომადგენლებისაგან შემდგარ ერთობლივ კომისიას; კომისია მოიწვევა ყოველგვარი გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე იმ მხარის თხოვნის საფუძველზე, რომელიც პირველი აღძრავს სარჩელს. 3. თუ ერთობლივი კომისია ვერ მოახერხებს დავის მოგვარებას, იგი ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის თხოვნით განსახილველად გადაეცემა საარბიტრაჟო სასამართლოს, რომელიც იქმნება ინდივიდუალური შემთხვევებისას შემდეგი წესით: თითოეული ხელშემკვრელი მხარე ნიშნავს თავის არბიტრს. ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა რომელიმე ხელშემკვრელი მხარე აცნობებს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილების შესახებ, რომ დავა განსახილველად გადაეცეს საარბიტრაჟო სასამართლოს. ორი არბიტრი თავისი დანიშვნიდან ორი თვის განმავლობაში, ორმხრივი შეთანხმებით, ნიშნავს საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც უნდა იყოს მესამე ქვეყნის მოქალაქე. თუ აღნიშნულ ვადებში არბიტრების დანიშვნა არ მოხდა, რომელიმე ხელშემკვრელი მხარე თხოვნით მიმართავს საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარეს დანიშნოს არბიტრი ან არბიტრები. თუ საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარე არის ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე ან იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელთანაც ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები ან თუ მას სხვა რაიმე მიზეზით არ შეუძლია შეასრულოს ეს ფუნქცია, არბიტრს ან არბიტრებს ნიშნავს საერთაშორისო სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტი. 4. აღნიშნული წესით შედგენილი სასამართლო თავად განსაზღვრავს თავის საქმიანობის პროცედურას, გადაწყვეტილებებს იღებს ხმათა უმრავლესობით და მათი შესრულება სავალდებულოა ხელშემკვრელი მხარეებისათვის.     მუხლი 13🔗. ადრინდელი ინვესტიციები ეს შეთანხმება გამოიყენება იმ ინვესტიციების მიმართაც, რომლებიც განხორციელებულ იქნა მის ძალაში შესვლამდე ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ამ უკანასკნელის კანონმდებლობისა და მოქმედი წესების შესაბამისად.     მუხლი 14🔗. ძალაში შესვლა და ხანგრძლივობა 1. ეს შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელი მხარეების მიერ სარატიფიკაციო სიგელების გაცვლის დღიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ და მოქმედებს ათი წლის განმავლობაში. ეს შეთანხმება ავტომატურად გრძელდება შემდგომი ათი წლის ვადით, თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე არ აცნობებს მეორეს მისი ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე შეწყვიტოს მისი მოქმედება, რაც ნიშნავს, რომ თითოეული ხელშემკვრელი მხარე უფლებას იტოვებს ამ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე შეტყობინებით დაასრულოს მისი მოქმედება. 2. ამ შეთანხმების ვადის გასვლამდე განხორციელებული ინვესტიციები რეგულირდება ამავე შეთანხმებით მისი ვადის გასვლიდან ათი წლის განმავლობაში. რის დასტურადაც, ქვემორე ხელის მომწერებმა, თავისი შესაბამისი მთავრობების უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა, დადეს ეს ხელშეკრულება. შესრულებულია ქ. ბრიუსელში, 1993 წლის 23 ივნისს, ორ ორიგინალად ინგლისურ ენაზე. საქართველოს რესპუბლიკის სახელით საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჩიკვაიძე ბელგო-ლუქსემბურგის ეკონომიკური კავშირის სახელით საგარეო საქმეთა მინისტრი უილი ქლეასი