ოქმი დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და კომორის გაერთიანებას შორის
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ოქმი
დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და კომორის გაერთიანებას შორის
საქართველო და კომორის გაერთიანება, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, გამოხატავენ რა საერთო სურვილს, განავითარონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, იღებენ გადაწყვეტილებას დიპლომატიური ურთიერთობების ელჩების დონეზე დამყარებისა და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ.
მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარება საქართველოსა და კომორის გაერთიანებას შორის შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს, არ არის მიმართული სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და საყოველთაო მშვიდობის დამკვიდრებას.
მხარეები, ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპებით და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული სხვა ნორმებითა და პრინციპებით, თანხმდებიან, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობის, ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად.
მხარეები თანხმდებიან, დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდეს 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად, ხოლო საკონსულო ურთიერთობები დამყარდეს 1963 წლის 24 აპრილის საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად.
წინამდებარე ოქმი ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
შესრულებულია ქ. ნიუ-იორკში, 2010 წლის 26 მარტს, ქართულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე ოქმის განმარტებისას წამოჭრილი უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
| საქართველოს სახელით |
| კომორის გაერთიანების სახელით |
| მისი აღმატებულება ბატონი |
| მისი აღმატებულება ბატონი |
| ალექსანდრე ლომაია |
| მუჰამედ ტოიჰირი |
| საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, |
| საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, |
| საქართველოს |
| კომორის გაერთიანების |
| მუდმივი წარმომადგენელი |
| მუდმივი წარმომადგენელი |
| გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში |
| გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში |