შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელ სფეროში აგრო–ტექნიკური, სამეცნიერო და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ
მიღების თარიღი 31.03.1995
ძალაში შესვლა 20.06.1993
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000113
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 11/02/1998
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელ სფეროში აგრო–ტექნიკური, სამეცნიერო და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
შეთანხმება
საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელ სფეროში აგროტექნიკური, სამეცნიერო და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტრო და ირანის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შემდგომში „მხარეები“,
რომლებიც ითვალისწინებენ ორ ქვეყანას შორის სამთავრობათაშორისო ხელსაყრელი ურთიერთობების გაძლიერებისა და გაფართოების აუცილებლობას,
მიზნად ისახავენ სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის დარგში თანამშრომლობის განვითარებას,
სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის მიღწევების ერთობლივ დანერგვას, შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების, მოსავლის აღების, შენახვის და გადამუშავების დარგებში თანამშრომლობა, კერძოდ:
1. ირანში ჩაის მრეწველობის განვითარების (ჩაის პლანტაციების გაშენება, ჩაის გადამამუშავებელი მიკროფაბრიკების მოდერნიზაცია) დარგში თანამშრომლობა. (დანართი №1).
2. კვების პროდუქტების წარმოების დარგში ერთობლივი თანამშრომლობა (დანართი №2).
3. ბალახებისა და არომატული მცენარეების ექსტრაქტების წარმოების დარგში თანამშრომლობა (დანართი №3).
4. თანამშრომლობა მარკეტინგისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გასაღებაში (დანართი №4)
5. თანამშრომლობა მიწათმოქმედებისა და კვლევის სფეროში.
6. სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციებისა და პუბლიკაციების გაცვლა სოფლის მეურნეობის და მასთან დაკავშირებულ მეცნიერებების სხვადასხვა სფეროებში.
7. მცენარეთა და ცხოველთა გენეტიკური რესურსების და ტექნოლოგიების გაცვლა (დანართი №5)
8. სპეციალისტთა სწავლების და კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებების ორგანიზება, სამეცნიერო სემინარებისა და კონფერენციების მოწყობა (დანართი №5).
9. აგრო-სამრეწველო კომპლექსის ექსპერტების გაცვლა ორივე ქვეყნისათვის ურთიერთსაინტერესო სფეროებში (დანართი №5).
10. თანამშრომლობა ნიადაგის მელიორაციის დარგში (დანართი №6).
11. ირანის მხარე მზადაა მიაწოდოს საქართველოს მხარეს სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღები, როგორიცაა სათესი მანქანები, შხამქიმიკატების შესატანი მოწყობილობები, გუთნები და ა.შ.
12. ორივე მხარე გაცვლის იმ კომპანიების ნუსხებს, რომლებიც ჩართული არიან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის და აგრეთვე შიდა მოხმარებისათვის განკუთვნილი მეორადი პროდუქციის წარმოებაში, ექსპორტსა და იმპორტში.
მუხლი 2🔗
მხარეები ქმნიან ერთობლივ საკოორდინაციო კომიტეტს, რათა მოხდეს ამ შეთანხმების 1-ელ მუხლში ნახსენები თანამშრომლობის რეალიზაცია, აგრეთვე, უზრუნველყოფილ იქნეს კონტაქტების შემდგომი გაღრმავება.
აღნიშნულ სასოფლო-საკოორდინაციო კომიტეტში თითოეული ქვეყნიდან შედის ოთხი წევრი დელეგაციის ხელმძღვანელის ჩათვლით.
ეს სასოფლო-საკოორდინაციო კომიტეტი ამზადებს სამუშაოებს მომდევნო პერიოდისათვის, განსაზღვრავს კონკრეტულ ამოცანებს, რომლებიც უნდა შეასრულოს თითოეულმა მხარემ. წარსულის შედეგები უნდა შეჯამდეს ყოველ მომდევნო სხდომაზე. სასოფლო-საკოორდინაციო კომიტეტი მონაცვლეობით საქართველოსა და ირანში ატარებს წლიურ სესიებს.
მუხლი 3🔗
ამ შეთანხმების პირველ მუხლში დასახელებული საკითხების რეალიზაციისათვის მხარეები ერთმანეთთან შეთანხმებულ სფეროებში გაცვლიან ექსპერტებს; სამგზავრო ხარჯებს გაიღებს გამგზავნი მხარე, ხოლო სასტუმრო და სხვა ხარჯებს – მასპინძელი მხარე. მასპინძელი მხარე ექსპერტების ვიზიტების შესახებ, მათ ჩამოსვლამდე, ორი თვით ადრე უნდა იყოს ინფორმირებული.
შეთანხმებაში მხარეთა წერილობით შეთანხმების საფუძველზე, ნებისმიერ დროს შეიძლება ცვლილების შეტანა და მისი მოქმედება მხარეთა შორის შესაბამისი ნოტების საფუძველზე განახლდება მომდევნო წლების განმავლობაში.
შედგენილია ქ. თბილისში, 1995 წლის 31 მარტს, ორ ეგზემპლარად, ქართულ და ინგლისურ ენაზე, ამასთან, ორივე ტექსტი თანაბარი ძალისაა.
საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და
კვების მრეწველობის სამინისტროს სახელით ზურაბ გეგეჭკორი
(ხელმოწერილია)
ირანის ისლამური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის
სამინისტროს სახელით დრ.ისსა ქალანთარი
(ხელმოწერილია)
დანართი 1
თანამშრომლობა მეჩაიეობის დარგში
საქართველოს მხარე მიაწოდებს ირანის ისლამურ რესპუბლიკას საქართველოში გავრცელებული ჩაის სხვადასხვა ჯიშების 50 000 ცალ ნერგს საცდელი და ხარისხობრივი კონტროლის მიზნებისათვის.
ექსპერტებისა და მეცნიერების ურთიერთგაცვლა და აგრეთვე ინფორმაციების და ნოუ-ჰაუს ურთიერთგაცვლა.
ირანელი ექსპერტების მომზადება საქართველოს ჩაის კვლევით ცენტრებში.
საქართველოს მხარე მიაწოდებს ირანის მხარეს ორ ცალ მშრალი ჩაის დამხარისხებელ მანქანას.
დანართი 2
თანამშრომლობა საკონსერვო მრეწველობის დარგში
ირანის მხარე გამოხატავს მზადყოფნას მიაწოდოს საქართველოს მხარეს გადამუშავებელი და დაკონსერვებული კვების პროდუქტები, ტომატის პასტები, ხილის წვენები და კონცენტრატები.
დანართი 3
თანამშრომლობა ეთერზეთების წარმოების დარგში
ორივე მხარე შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე შემდეგზე:
მიაწოდოს შემდეგი კულტურებიდან ნედლეულის წარმოების ტექნოლოგიები: ვარდი, გერანი, დაფნა, ევკალიპტი, ჟასმინი და სხვა.
გამოიყვანოს და მიაწოდოს ვარდის ნერგები ვარდის პლანტაციების გასაშენებლად.
მიაწოდოს ეთერზეთების წარმოების ტექნოლოგიები რეჰანის, გერანის, დაფნის, ევკალიპტისა და სხვა კულტურებისათვის.
ააშენოს ეთერზეთების გადამამუშავებელი ქარხნები, დაამონტაჟოს და ექსპლუატაციაში გაუშვას ეთერზეთების გადამამუშავებელი მოწყობილობები, მათ შორის მაღალპროდუქტიული უწყვეტი მოქმედების გამოსახდელი მოწყობილობები.
შეისწავლოს ირანის ფლორა, რათა გამოავლინოს ველურად მზარდი ეთერზეთოვანი მცენარეები, რათა დამუშავდეს მათგან ეთერზეთების მიღების ტექნოლოგიები.
დანართი 4
თანამშრომლობა პროდუქციის რეალიზაციის სფეროში
საქართველოს რესპუბლიკას შეუძლია ირანის ისლამურ რესპუბლიკას ყოველწლიურად მიაწოდოს:
- ქართული მთის რუხი დედა ფუტკარი
- ვაქცინები - ა. ფრინველის ჭირის „ჰ“და „ლასოტა“
ბ. თურქულის საწინააღმდეგო
უნივერსალური
გ. ცოფის საწინააღმდეგო
დ. ემკარი
შრატები – პასტერელეოზის
თავის მხრივ ირანის მხარე მზადაა შემოიტანოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, როგორიცაა: ხურმა, ვაშლი, ქიშმიში და სხვა.
დანართი 5
თანამშრომლობა მიწათმოქმედებისა და კვლევის სფეროში
ორივე მხარე გამოხატავს თანამშრომლობის სურვილს. საქართველოს მხარე დაინტერესებულია:
- ერთობლივი საწარმოს დაარსება თესლისა და ნერგების წარმოებისათვის;
- სოიოს წარმოების, მოსავლის აღების, შენახვისა და მისი გადამუშავების ტექნიკა და ტექნოლოგია;
- ხორბლის წარმოების განვითარება;
- სასელექციო მასალებისა და ურთიერთხელსაყრელი სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ინტროდუქცია;
- ხორბლის, სიმინდისა და ბოსტნეული კულტურების სასელექციო მასალის ურთიერთგაცვლა;
- ვაზის, ჩაის და პომინდვრის ქსოვილის კულტურის ტექნოლოგიების გადაცემა;
- ექსპერტების გაცვლა ზემოხსენებულ სფეროებში მოკლევადიანი, საშუალო და გრძელვადიანი დროით;
- საკარანტინო და პათოგენური მწერების სიების ურთიერთგაცვლა.
დანართი 6
თანამშრომლობა მელიორაციის დარგში
1. საქართველოს რესპუბლიკის აგროსამრეწველო კომპლექსს გააჩნია მაღალი საინჟინრო სამეცნიერო ტექნიკური პოტენციალი მელიორირებული მიწების გასაუმჯობესებლად საჭირო საველე ლობარატორიული, ნიადაგური, გეოლოგიური და გეოდეზიური კვლევა, ბიების, სამუშაო ნახაზების მომზადების, მიწების მელიორაციის კომპლექსური პროექტების დამუშავებისა და მშენებლობის წარმოებისათვის.
აგრეთვე, მელიორირებულ მიწებზე სამელიორაციო სისტემების საექსპლუატაციო სამუშაოების წარმოების, საწარმოო და არასაწარმოო დანიშნულების ობიექტების (მათ შორის, სასმელი წყლით უზრუნველყოფის), მშენებლობის და სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა ინფრასტრუქტურის განვითარების სათანადო გამოცდილება და ტექნიკური აღჭურვილობა.
ირანის მხარის ამ საკითხით დაინტერესების შემთხვევაში საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს შეუძლია ჩაატაროს აღნიშნული სამუშაოები კვალიფიციურ დონეზე.
2. საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს დაქვემდებარებულ მელიორაციის სამსახურს გააჩნია სარწყავი სისტემის მოწყობილობა, დანადგარების დამამზადებელი ორი ქარხანა, რომელიც მოითხოვს გადაიარაღებას და მოდერნიზაციას. ირანის მხარე განიხილავს საკითხს და განსახილველად შემოგვთავაზებს შესაბამის წინადადებებს.