შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის სახელმწიფოების ტერიტორიებზე არალეგალურად მყოფ პირთა მიღებისა და გადაცემის შესახებ (რეადმისია)

მიღების თარიღი 22.04.2003
ძალაში შესვლა 26.05.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 480140000.02.001.000501
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 11/06/2004
matsne.gov.ge 1,079 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.04.2003 მიღება
26.05.2004 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
საქართველოს აღმასრულებელი    ხელისუფლების სახელით უკრაინის მინისტრთა კაბინეტის სახელით
ხელმოწერილია ხელმოწერილია

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის სახელმწიფოების ტერიტორიებზე არალეგალურად მყოფ პირთა მიღებისა და გადაცემის შესახებ (რეადმისია) p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } span.BalloonTextChar { } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 1.0in 56.7pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის სახელმწიფოების ტერიტორიებზე არალეგალურად მყოფ პირთა მიღებისა და გადაცემის შესახებ (რეადმისია) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება და უკრაინის მინისტრთა კაბინეტი, შემდგომში მხარეებად წოდებულნი, ხელმძღვანელობენ რა სურვილით, ითანამშრომლონ კეთილმეზობლობის სულისკვეთებით, სახელმწიფოების ტერიტორიებზე არალეგალურად მყოფ თავიანთი მოქალაქეების, მესამე სახელმწიფოთა მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიღებისა და გადაცემის მოწესრიგების მიზნით, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 1. ყოველი მხარე მეორე მხარის წარდგინებით ზედმეტი ფორმალობების გარეშე მიიღებს პირს, რომელიც არ ასრულებს მეორე მხარე სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის ან ყოფნის აუცილებელ პირობებს ან შეწყვიტა მათი შესრულება, თუ დამტკიცდება ან არის ვარაუდის საფუძველი, რომ ეს პირი არის იმ მხარე სახელმწიფოს მოქალაქე, რომელსაც მას გადასცემენ. 2. გადამცემი მხარე ამ პირს უკან მიიღებს იმავე პირობებით, თუ დადგინდება, რომ გადამცემი მხარე სახელმწიფოს ტერიტორიიდან გამოსვლის დროს ამ პირს არ ჰქონდა მიმღები მხარე სახელმწიფოს მოქალაქეობა.     მუხლი 2🔗 ყოველი მხარე, იმ შემთხვევაში, თუ აპირებს გადასცეს მეორე მხარე სახელმწიფოს მოქალაქე, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სხვა სერიოზულ მიზეზებთან დაკავშირებით სპეციალურ მოვლას საჭიროებს, ვალდებულია ეს აცნობოს მეორე მხარეს. მეორე მხარის პასუხი ასეთი პირის მიღების ადგილისა და ვადის შესახებ უნდა გაიგზავნოს შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს ხუთ დღეში.     მუხლი 3🔗 მოცემული შეთანხმების 1-ლი და მე-2 მუხლების დებულებები ვრცელდება მესამე სახელმწიფოთა მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც მხარე სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მუდმივად ცხოვრობენ.     მუხლი 4🔗 1. მოცემული შეთანხმების ძალაში შესვლამდე მხარეები დიპლომატიური არხებით ცვლიან იმ დოკუმენტების ნიმუშებს, რომლებიც ადასტურებენ მხარე სახელმწიფოთა მოქალაქეობას, მათ ტერიტორიებზე მესამე სახელმწიფოთა მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირების მუდმივ ცხოვრებას. 2. ახალი დოკუმენტების შემოღების ან მოცემული მუხლის პირველ პუნქტში ნახსენებ დოკუმენტებში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში მხარეები არა უგვიანეს 30(ოცდაათი) დღისა ერთმანეთს აცნობებენ ამის შესახებ და გაცვლიან ახალი ან შეცვლილი დოკუმენტების ნიმუშებს.     მუხლი 5🔗 1. ყოველი მხარე მიიღებს მესამე სახელმწიფოთა მოქალაქეებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს, თუ დამტკიცდება, რომ აღნიშნული პირები უშუალოდ ერთი მხარე სახელმწიფოს ტერიტორიიდან უკანონოდ მოხვდნენ მეორე მხარე სახელმწიფოს ტერიტორიაზე. თუ ასეთი პირის მეორე მხარე სახელმწიფოს ტერიტორიაზე უკანონო შესვლის მომენტიდან გავიდა არაუმეტეს 48 (ორმოცდარვა) საათისა, მიმღები მხარე აღნიშნულ პირს ზედმეტი ფორმალობების გარეშე მიიღებს. 2. სხვა შემთხვევებში მეორე მხარისათვის ასეთი პირის გადაცემის განზრახვის შესახებ განცხადებას აკეთებს გადამცემი მხარე მეორე მხარე სახელმწიფოს ტერიტორიაზე ასეთი უკანონო შესვლის დღიდან არაუგავიანეს 90(ოთხმოცდაათ) დღეში და იგი უნდა შეიცავდეს ასეთი უკანონო შესვლის ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებებს. მიმღები მხარის პასუხი უნდა გაიგზავნოს ასეთი განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 72(სამოცდათორმეტი) საათისა. 3. იმ შემთხვევაში, თუ შემდგომში დადგინდება, რომ მესამე სახელმწიფოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი გადამცემი მხარე სახელმწიფოს ტერიტორიაზე უკანონოდ მოხვდა არა მეორე მხარე სახელმწიფოს ტერიტორიიდან, გადამცემი მხარე ამ პირს უკან მიიღებს მისი გადაცემის დღიდან 30(ოცდაათი) დღის განმავლობაში.     მუხლი 6🔗 1. ყოველი მხარე უზრუნველყოფს თავის ტერიტორიაზე იმ მესამე სახელმწიფოს მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის შესაბამის თანხლებას, რომელიც ძევდება მეორე მხარე სახელმწიფოს ტერიტორიიდან, თუ გადამცემი მხარე მოითხოვს ასეთ თანხლებას და უზრუნველყოფს დანიშნულების სახელმწიფოს მიერ პირის მიღებას ან ტრანზიტს. 2. მხარე სახელმწიფოთა ტერიტორიაზე თანხლების თხოვნაზე შეიძლება უარი ითქვას, თუ მესამე სახელმწიფოს მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს დანიშნულების სახელმწიფოში ან ტრანზიტის სახელმწიფოში შეიძლება სასტიკად მოეპყრონ, სიკვდილით დასჯა მიუსაჯონ ან დევნონ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, გარკვეული სოციალური ჯგუფის კუთვნილების ნიშნით ან პოლიტიკური მრწამსის გამო.     მუხლი 7🔗 1. თანხლების შესახებ მოთხოვნას გზავნის და განიხილავს მხარეთა უფლებამოსილი კომპეტენტური ორგანოები. 2. მოთხოვნა თანხლების შესახებ უნდა შეიცავდეს: ა) გადასაცემი პირის პირად მონაცემებს; ბ) ცნობას რომ არ არსებობს მოცემული შეთანხმების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, რომლებიც აბრკოლებს თანხლებას; გ) დანიშნულების ან ტრანზიტის სახელმწიფოს ცნობას პირის მიღების უზრუნველყოფის შესახებ; დ) მონაცემებს პირის გადაცემის თარიღის, ადგილისა და დროის შესახებ. 3. გადასაცემი პირების თანხლების შესახებ მოთხოვნაზე შეიძლება უარი ითქვას მოცემული შეთანხმების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოყალიბებული დებულებების საფუძველზე, ასეთი პირების თანხლებაზე უარის მიზეზების შესახებ პასუხი მხარეს, რომელიც აპირებს ასეთ პირთა გადაცემას, ეგზავნება 3(სამი) დღის განმავლობაში.     მუხლი 8🔗 1. მიმღები მხარე მოცემული შეთანხმების მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტში მითითებული პირების თანხლებას ახორციელებს თავისი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად. თანხლება ხორციელდება მხარეების შესაბამის ორგანოებს შორის შეთანხმებულ ვადებში. 2. თანხლებისათვის მიღებული პირი გადამცემ მხარეს უბრუნდება, თუ გამოვლინდა მოცემული შეთანხმების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოყალიბებული ვალდებულებანი, რომლებიც კრძალავენ ასეთ თანხლებას.     მუხლი 9🔗 მოცემული შეთანხმების მე-6 მუხლში მითითებული პირების თანხლებასთან და შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს გადამცემი მხარე.     მუხლი 10🔗 მოცემული შეთანხმების დებულებათა შესრულებისათვის საქართველოს მხარის სახელით იუსტიციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი, ხოლო უკრაინის მხარისაგან, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფოს საზღვრის დაცვის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტი მოცემული შეთანხმების ხელმოწერის მომენტიდან 90 (ოთბმოცდაათი) დღის განმავლობაში დებენ შესაბამის ოქმს, რომლითაც განისაზღვრება: ა) მოცემული შეთანხმების ცალკეულ დებულებათა შესრულებისათვის პასუხისმგებელი ორგანოები; ბ) გამტარი პუნქტები პირთა მიღებისა და გადაცემისათვის; გ) პირთა მიღების, გადაცემისა და თანხლებისათვის აუცილებელი მონაცემები და დოკუმენტები, აგრეთვე საჭირო პროცედურების შესრულების წესი; დ) მოცემული შეთანხმების მე-9 მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ხერხები და წესი.     მუხლი 11🔗 მხარეები ერთმანეთს გაუცვლიან ინფორმაციას, საჭიროების შემთხვევაში, გამართავენ კონსულტაციებს მოცემული შეთანხმების დებულებების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითბებზე.     მუხლი 12🔗 1. ყოველ მხარეს შეუძლია დროებით შეწყვიტოს მოცემული შეთანხმების ცალკეულ დებულებათა მოქმედება, გარდა 1-ლი-მე-3 მუხლებისა, საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფო უშიშროების ან მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მიზეზებით. ასეთი გადაწყვეტილების მიღების ან გაუქმების შესახებ მეორე მხარეს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს დიპლომატიური არხებით. 2. მხარეების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მოცემულ შეთანხმებაში, ნოტების გაცვლის გზით, შესაძლოა ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რომლებიც ძალაში შევა მოცემული შეთანხმების 1-ლი პუნქტის მე-13 მუხლის წესის შესაბამისად.     მუხლი 13🔗 1. მოცემული შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის 30 (ოცდამეათე) დღეს მას შემდეგ, რაც მხარეები ნოტების გაცვლის გზით ერთმანეთს აცნობებენ მოცემული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების თაობაზე. 2. ყოველ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს მოცემული შეთანხმების მოქმედება, თუ ამის შესახებ წერილობით აცნობებს მეორე მხარეს. ასეთ შემთხვევაში შეთანხმება ძალას კარგავს მეორე მხარის მიერ ასეთი შეტყობინების მიღებიდან 90 (ოთხმოცდაათ) დღეში. შესრულებულია ქ. კიევში, 2003 წლის 22 აპრილს, ორ პირად, თითოეული ქართულ, უკრაინულ და რუსულ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი ავთენტიკურია, ქართული ან უკრაინული ტექსტის განმარტებისას გაუგებრობის შემთხვევაში მხარეები საფუძვლად იღებენ მოცემული შეთანხმების ტექსტს რუსულ ენაზე. საქართველოს აღმასრულებელი    ხელისუფლების სახელით                                                 უკრაინის მინისტრთა კაბინეტის სახელით ხელმოწერილია     ხელმოწერილია