შეთანხმება საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების და გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ

მიღების თარიღი 11.09.2003
ძალაში შესვლა 20.07.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 480300000.02.001.000505
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 29/07/2004
matsne.gov.ge 5,897 სიტყვა · ~29 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.09.2003 მიღება
20.07.2004 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების და გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა გადასახადების და გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ საქართველო და ლიტვის რესპუბლიკა, სურთ რა დადონ შეთანხმება შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის მიზნით, შეთანხმდენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 პირები, რომელთა მიმართ გამოიყენება შეთანხმება ეს შეთანხმება გამოიყენება იმ პირთა მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტებს. მუხლი 2🔗 გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება 1. ეს შეთანხმება გამოიყენება შემოსავლებსა და კაპიტალზე იმ გადასახადების მიმართ, რომელთა შეგროვება ხდება ხელშემკვრელი მხარის ან მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფების, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ, მათი გადახდის წესის მიუხედავად. 2. შემოსავლებზე და კაპიტალზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომლითაც იბეგრება შემოსავლის ან კაპიტალის მთლიანი თანხა, ან მათი ცალკეული ელემენტები, გადასახადები უძრავი ან მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებულ შემოსავლებზე და, ასევე, კაპიტალის ნამატზე. 3. არსებული გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება: a) საქართველოს შემთხვევაში: (I) საწარმოთა მოგების (შემოსავლის) გადასახადი; (II) ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი; (III) საწარმოს ქონების გადასახადი; (IV) ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადი (შემდგომში ,, საქართველოს გადასახადები”); b) ლიტვის შემთხვევაში: (I) მოგების გადასახადი (pelno mokestis); (II) საშემოსავლო გადასახადი (pajamu mokestis); (III) იმ საწარმოთა გადასახადი, რომლებიც იყენებენ დადგენილად კუთვნილ კაპიტალს (palukanos uz valstybinio kapitalo naudojima), (შემდგომში ,,ლიტვის გადასახადები”). 4. შეთანხმება გამოიყენება აგრეთვე ყველა იდენტური ან არსებითად ანალოგიური გადასახადის მიმართ, რომელიც შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ იქნება დაწესებული არსებული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ მათ შესაბამის საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახებ. მუხლი 3🔗 ზოგადი განსაზღვრებები 1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს: a) ტერმინი ,,ტერიტორია” საქართველოს მიმართ ნიშნავს მსოფლიო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ სივრცეს მის საზღვრებში, მათ შორის სახმელეთო სივრცეს, შიდა წყლებს, ტერიტორიულ ზღვას, მათ წიაღს და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომელსაც საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს, ასევე მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართაც საქართველო ახორციელებს თავისი სუვერენულ უფლებებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად; b) ტერმინი ,,ლიტვა” ნიშნავს ლიტვის რესპუბლიკას და როცა იხმარება გეოგრაფიული მნიშვნელობით ნიშნავს ლიტვის რესპუბლიკის ტერიტორიას და მისი ტერიტორიული წყლების მოსაზღვრე ნებისმიერ სხვა არეალს, სადაც ლიტვის რესპუბლიკის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ვრცელდება ლიტვის უფლებები ზღვის ფსკერზე, წიაღსა და ბუნებრივ რესურსებზე. c) ტერმინი ,,ხელშემკვრელი სახელმწიფო” და ,,მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო” ნიშნავს საქართველოს ან ლიტვას, კონტექსტის შესაბამისად; d) ტერმინი ,,პირი” მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას; e) ტერმინი ,,კომპანია” ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს ან ნებისმიერ ერთეულს, რომელიც გადასახადით დაბეგვრის მიზნით განიხილება, როგორც დაბეგვრის სუბიექტი; f) ტერმინი ,,ხელშემკვრელი მხარის საწარმო” და ,,მეორე ხელშემკრველი მხარის საწარმო” შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტის მიერ; g) ტერმინი ,,საერთაშორისო გადაზიდვა” ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას გემებითა და საჰაერო ხომალდებით, რომელთა ექსპლოატაცია ხდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გემებისა და საჰაერო ხომალდების ექსპლოატაცია ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის. h) ტერმინი ,, კომპეტენტური ორგანო” ნიშნავს: (I) საქართველოს შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს ან მის სრულუფლებიან წარმომადგენელს; (II) ლიტვის შემთხვევაში, ფინანსთა მინისტრს ან მის სრულუფლებიან წარმომადგენელს; i) ტერმინი ,,ნაციონალური პირი” ნიშნავს: (I) ნებისმიერ ფიზიკურ პურს, რომელსაც გააჩნია ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქეობა, ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; (II) ნებისმიერ იურიდიულ პირს, ამხანაგობას ან ასოციაციას, რომელსაც ასეთი სტატუსი მიღებული აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. 2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ შეთანხმების გამოყენების დროს ნებისმიერ ტერმინს, რომელიც მასში არ არის განსაზღვრული, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით იმ გადასახადების მიმართ, რომლებზედაც ვრცელდება შეთანხმება, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ტერმინების განსაზღვრებებს უპირატესობა ენიჭებათ იმ განსაზღვრებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ გააჩნიათ ამ სახელმწიფოს სხვა კანონებით. მუხლი 4🔗 რეზიდენტი 1. ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი ,,ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი” ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ექვემდებარება დაბეგვრას მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, ცხოვრების ადგილის, მართვის ადგილის, რეგისტრაციის ადგილის ან ანალოგიური შინაარსის მქონე ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის საფუძველზე და ასევე მოიცავს ამ სახელმწიფოს და მის ნებისმიერ პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ ქვედანაყოფს ან ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს. ეს ტერმინი არ მოიცავს პირს, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას ამ სახელმწიფოში, მხოლოდ მასში არსებული წყაროებიდან მიღებულ შემოსავლებთან მიმართებაში ან იქ განთავსებულ კაპიტალთან დაკავშირებით. 2. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, ფიზიკური პირი წარმოადგენს ორივე ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტს, მისი სტატუსი განისაზღვრება შემდეგნაირად: a) ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი; თუ მას მუდმივი საცხოვრებელი გააჩნია ორივე სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია უფრო მჭიდრო პირადი და ეკონომიკური კავშირები (სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი); b) თუ შეუძლებელია იმ სახელმწიფოს დადგენა, სადაც მას გააჩნია სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი, ან თუ მას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნია არცერთ სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს; c) თუ იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს ორივე სახელმწიფოში ან არ ცხოვრობს არცერთ მათგანში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომლის მოქალაქესაც იგი წარმოადგენს; d) თუ ის არის ორივე სახელმწიფოს ან არ არის არცერთი მათგანის მოქალაქე, მაშინ ხელშემკრველ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ამ საკითხს გადაწყვეტენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. 3. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, პირი, რომელიც არ არის ფიზიკური პირი, წარმოადგენს ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები შეეცდებიან გადაწყვიტონ საკითხი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. სანამ ასეთი შეთანხმება არ იქნება მიღწეული ხელშეკრულების მიზნებისათვის, პირი არ იქნება უფლებამოსილი მოითხოვოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი შეღავათი. მუხლი 5🔗 მუდმივი დაწესებულება 1. ტერმინი ,,მუდმივი დაწესებულება”, ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ნიშნავს საქმიანობის ფიქსირებულ ადგილს, რომლის მეშვეობითაც საწარმოს საქმიანობა ხორციელდება მთლიანად ან ნაწილობრივ. 2. ტერმინი ,, მუდმივი დაწესებულება” მოიცავს, კერძოდ: a) მართვის ადგილს; b) ფილიალს; c) ოფისს; d) ფაბრიკას; e) სახელოსნოს, და f) მაღაროს, ნავთობის ან გაზის ჭაბურღილს, კარიერს ან ბუნებრივი რესურსების მოპოვების ნებისმიერ სხვა ადგილს. 3. სამშენებლო მოედანი, სამონტაჟო ან საამწყობო ობიექტი, მუდმივ დაწესებულებად ითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ის არსებობს ცხრა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. 4. ამ მუხლის წინა დებულებათა მიუხედავად, ტერმინი ,,მუდმივი დაწესებულება” არ მოიცავს: a) ნაგებობების გამოყენებას, მხოლოდ საწარმოს კუთვნილი საქონლის ან ნაკეთობების შენახვის, დემონსტრირების, ან მიწოდების მიზნით; b) საწარმოს კუთვნილი საქონლით ან ნაკეთობებით მომარაგებას, მათი მხოლოდ შენახვის, დემონტსრირების ან მიწოდების მიზნით; c) საწარმოს კუთვნილი საქონლით ან ნაკეთობებით მომარაგებას სხვა საწარმოს მიერ მათი გადამუშავების მიზნით; d) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას, მხოლოდ საწარმოსათვის საქონლის, ან ნაკეთობების შესყიდვის, ან ინფორმაციის შეგროვების მიზნით; ე) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის მხოლოდ მოსამზადებელი, ან დამხმარე ხასიათის ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელების მიზნით; ვ) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენების ა)-დან ე)-მდე ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ საქმიანობათა სახეობების ნებისმიერი კომბინაციის განსახორციელებლად, იმ პირობით, რომ ფიქსირებული ადგილიდან წარმოებულ საერთო საქმიანობას, რომელიც წარმოიშობა ასეთი კომბინაციის შედეგად, აქვს მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათი. 5. პირველი და მე-2 პუნქტების დებულებათა მიუხედავად, თუ პირი, რომელიც არ წარმოადგენს მე-6 პუნქტში აღნიშნულ დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტს, მოქმედებს საწარმოს სახელით, გააჩნია და ჩვეულებრივ იყენებს ხელშემკრელ სახელმწიფოში საწარმოს სახელით კონტრაქტის დადების უფლებას, ეს საწარმო განიხილება, როგორც მუდმივი დაწესებულების მქონე ამ სახელმწიფოში. იგივე გავრცელდება ამ პირის მიერ საწარმოსათვის განხორციელებულ ნებისმიერ საქმიანობასთან დაკავშირებით, გარდა იმ საქმიანობისა, რომელიც აღწერილია მე-4 პუნქტში. ეს უკანასკნელი, განხორციელებული, თუნდაც ფიქსირებული ადგილის მეშვეობით, აღნიშნული პუნქტის დებულებების შესაბამისად, არ გადააქცევს საქმიანობის ამ ფიქსირებულ ადგილს მუდმივ დაწესებულებად. 6. საწარმო არ განიხილება ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ, თუ ის ამ სახელმწიფოში საქმიანობას ახორციელებს ბროკერის, კომისიონერის ან დამოუკიდებელი სტატუსის მქონე ნებისმიერი სხვა აგენტის მეშვეობით, იმ პირობით, თუ ეს პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეული საქმიანობის ფარგლებში. 7. ის ფაქტი, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია აკონტროლებს ან თავად კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ, ან ახორციელებს საქმიანობას ამ მეორე სახელმწიფოში (მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სხვა სახით), თავისთავად არ გადააქცევს ერთ-ერთ ამ კომპანიას მეორის მუდმივ დაწესებულებად. მუხლი 6🔗 შემოსავალი უძრავი ქონებიდან 1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან (სოფლის ან სატყეო მეურნეობიდან მიღებული შემოსავლების ჩათვლით) მიღებული შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. 2. ტერმინს ,,უძრავი ქონება” ექნება ის მნიშვნელობა, რომელიც მას გააჩნია იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომელშიც მდებარეობს განსახილველი ქონება. ამ შეთანხმების ის დებულებები, რომლებიც ეხება უძრავ ქონებას, მოიცავს აგრეთვე იმ ქონებასაც, რომელსაც უძრავი ქონების მიმართ დამხმარე ხასიათი გააჩნია; პირუტყვს, სოფლისა და სატყეო მეურნეობაში გამოყენებულ მოწყობილობის უფლებებს, რომლებსაც ეხება მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული ზოგადი სამართლის დებულებები, ნებისმიერ ოფციონს ან უძრავი ქონებით სარგებლობის მსგავს უფლებას, უძრავი ქონების უზუფრუქტს, უფლებებს ცვლად ან ფიქსირებულ გადასახადებზე, რომლებიც წარმოადგენენ მინერალური წიაღისეულის, საბადოებისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დამუშავების, ან დამუშავების უფლებისათვის კომპენსაციას. საზღვაო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებები უძრავ ქონებად არ განიხილება. 3. პირველი პუნქტის დებულებები ეხება უძრავი ქონების პირდაპირი გამოყენების, გაქირავების ან ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენების შედეგად მიღებულ შემოსავლებს, ისევე როგორც უძრავი ქონების გასხვისებით მიღებულ შემოსავალს. 4. თუ აქციების ან სხვა კორპორაციული უფლებების ფლობა კომპანიაში, უფლებას აძლევს ასეთი აქციების ან კორპორაციული უფლებების მფლობელს გამოიყენოს კომპანიის კუთვნილი უძრავი ქონება, მაშინ შემოსავალი პირდაპირი გამოყენებიდან, გაქირავებიდან ან ასეთი უფლებების ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენებიდან შეიძლება დაიბეგროს ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს უძრავი ქონება. 5. პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტების დებულებები აგრეთვე ეხება საწარმოს უძრავი ქონებიდან და დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევის დროს გამოყენებული უძრავი ქონებიდან მიღებულ შემოსავლებს. მუხლი 7🔗 მოგება ეკონომიკური საქმიანობიდან 1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მოგება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ ეს საწარმო თავის საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ ახორციელებს იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით. თუ საწარმო ამგვარად ახორციელებს საქმიანობას, მაშინ მისი მოგება შეიძლება დაიბეგროს მეორე სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება ამ მუდმივ დაწესებულებას. 2. მე-3 პუნქტის დებულებათა გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ახორციელებს საქმიანობას იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, მაშინ თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლებოდა მიეღო, როგორც იმავე ან ანალოგიური საქმიანობით დაკავებულ, იმავე ან ანალოგიურ პირობებში მყოფ ცალკე გამოყოფილ, დამოუკიდებელ საწარმოს, რომელიც მოქმედებს იმ საწარმოსგან სრულიად დამოუკიდებლად, რომლის მუდმივ დაწესებულებასაც იგი წარმოადგენს. 3. ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრისას დასაშვებია იმ ხარჯების გამოქვითვა, რომლებიც გაწეულია მუდმივი დაწესებულების საქმიანობის მიზნებისათვის, მმართველობითი და საერთო ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით, იმის მიუხედავად, ეს ხარჯები იმ სახელმწიფოშია გაწეული, სადაც იმყოფება მუდმივი დაწესებულება, თუ სადმე სხვაგან. 4. მუდმივ დაწესებულებას არ მიეწერება არანაირი მოგება მის მიერ საწარმოსათვის საქონლის ან ნაკეთობების მხოლოდ შეძენის საფუძველზე. 5. წინამდებარე პუნქტების მიზნებიდან გამომდინარე, მუდმივი დაწესებულების მოგება ყოველწლიურად განისაზღვრება ერთი და იმავე მეთოდით, თუ რაიმე დამაჯერებელი და საკმარისი მიზეზი არ არსებობს მის შესაცვლელად. 6. როდესაც მოგება შეიცავს შემოსავლის ისეთ სახეობებს, რომლებიც ცალკეა განხილული ამ შეთანხმების სხვა მუხლებში, მაშინ მათზე ამ მუხლის დებულებები გავლენას არ იქონიებს. მუხლი 8🔗 საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი 1. საერთაშორისო გადაზიდვებში გემებისა და საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციიდან მიღებული მოგება გადასახადით დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი. 2. პირველი პუნქტის დებულებები აგრეთვე გამოიყენება იმ მოგებების მიმართ, რომლებიც მიიღება პულში, ერთობლივ საწარმოებში ან საერთაშორისო გადაზიდვების სააგენტოების მუშაობაში მონაწილეობიდან. მუხლი 9🔗 ასოცირებული საწარმოები 1. იმ შემთხვევაში, როდესაც: a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო პირდაპირი ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში , ან b) ერთი და იგივე პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში, და ორივე შემთხვევაში ორ საწარმოს შორის კომერციულ ან ფინანსურ ურთიერთდამოკიდებულებაში იქმნება ან მყარდება პირობები, განსხვავებული იმათგან, რომლებსაც ადგილი ექნებოდათ ორ დამოუკიდებელ საწარმოს შორის ურთიერთობაში, მაშინ ნებისმიერი მოგება, რომელიც შეიძლებოდა რომელიმე მათგანს დარიცხოდა, მაგრამ ამ პირობების არსებობის გამო არ დაერიცხა, შეიძლება ჩართულ იქნეს ამ საწარმოს მოგებაში და, შესაბამისად, დაბეგრილ იქნეს გადასახადით. 2. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფო, ამ სახელმწიფოს საწარმოს მოგებაში შეყავს და, შესაბამისად, გადასახადით ბეგრავს იმ მოგებას, რომელთან მიმართებაში მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო დაექვემდებარა დაბეგვრას ამ მეორე სახელმწიფოში, და ასეთი სახით ჩართული მოგება წარმოადგენს მოგებას, რომელიც შეიძლებოდა დარიცხოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს საწარმოს, თუკი ამ ორ საწარმოს შორის იქნებოდა იგივე ურთიერთობა, როგორც დამოუკიდებელ საწარმოებს შორის, მაშინ ეს მეორე სახელმწიფო მოახდენს მის მიერ ამ მოგებაზე დარიცხული გადასახადის შესაბამის კორექტირებას. ასეთი კორექტირების განსაზღვრის დროს სათანადო წესით გათვალისწინებული იქნება ამ შეთანხმების სხვა დებულებებიც, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთთან გამართავენ კონსულტაციებს . მუხლი 10🔗 დივიდენდები 1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი დივიდენდები შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. 2. ამასთან, ამგვარი დივიდენდები შესაძლოა აგრეთვე დაიბეგროს ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად. მაგრამ, თუ დივიდენდების ბენეფიციალური მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ასეთი სახით გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს: a) დივიდენდების საერთო თანხის 5 პროცენტს, თუ ბენეფიციალური მფლობელია კომპანია (ამხანაგობის გარდა), რომელიც პირდაპირ ფლობს დივიდენდის გადამხდელი კომპანიის კაპიტალის სულ მცირე 25 პროცენტს და ამ ინვესტიციის მოცულობა შეადგენს არანაკლებ სამოცდათხუთმეტ ათას ევროს (75 000 ევრო); b) დივიდენდების მთლიანი თანხის 15 პროცენტს ყველა სხვა შემთხვევაში. 3. ტერმინი ,,დივიდენდი” ამ მუხლში გამოყენებისას ნიშნავს შემოსავალს აქციებიდან ან სხვა უფლებებიდან, თუ ისინი არ წარმოადგენენ სავალე მოთხოვნებს, მოგებაში მონაწილეობის და, აგრეთვე, შემოსავალს სხვა უფლებებიდან, რომლებიც ექვემდებარებიან ისეთივე საგადასახადო რეგულირებას, როგორსაც აქციებზე შემოსავალი, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს მოგების გამანაწილებელი კომპანია. 4. პირველი და მეორე პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ დივიდენდების ბენეფიციალური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, აწარმოებს საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტიც არის დივიდენდების გადამხდელი კომპანია იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, ან ახორციელებს ამ მეორე სახელმწიფოში დამოუკიდებელ პირად მომსახურებას მასში განთავსებული ფიქსირებული ბაზის საშუალებით და რომელთანაც დაკავშირებით გადახდილი დივიდენდები პირდაპირ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას ან ფიქსირებულ ბაზას. ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, გამოიყენება მე-7 ან მე-14 მუხლების დებულებები. 5. თუ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია იღებს მოგებას ან შემოსავალს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოდან, ამ მეორე სახელმწიფოს არ შეუძლია კომპანიას დააკისროს გადასახადი გადახდილ დივიდენდებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი დივიდენდები გადახდილია ამ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტისათვის, ან რომელთან დაკავშირებით გადახდილი დივიდენდები პირდაპირ დაკავშირებულია ამ მეორე სახელმწიფოში განლაგებულ მუდმივ დაწესებულებასთან ან ფიქსირებულ ბაზასთან. აგრეთვე გადასახადით არ დაიბეგრება კომპანიის გაუნაწილებელი მოგება იმ შემთხვევაშიც კი, თუ გადახდილი დივიდენდები ან გაუნაწილებელი მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება ამ მეორე სახელმწიფოში წარმოშობილი მოგებიდან ან შემოსავლიდან. მუხლი 11🔗 პროცენტი  1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.  2. ამასთან, ასეთი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს აგრეთვე იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ის წარმოიქმნება, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ პროცენტის ბენეფიციალური მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ასეთი სახით დაკისრებული გადასახადის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პროცენტის მთლიანი თანხის 10 პროცენტს. 3. მე-2 მუხლის დებულებათა მიუხედავად, პროცენტი, რომელიც წარმოიშობა ხელშემკვრელ სახელმწიფოში და რომლის მიმღები და ბენეფიციალური მფლობელია მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მთავრობა, მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის, ხელისუფლებლის ადგილობრივი ორგანოების, ცენტრალური ბანკის ან ნებისმიერი საფინანსო ინსტიტუტის ჩათვლით, რომელსაც მთლიანად ფლობს ეს მთავრობა, ან პროცენტი, რომელიც წარმოიშობა ამ მთავრობის მიერ გარანტირებული სესხებით, გათავისუფლდება გადასახადისაგან პირველად ხსენებულ სახელმწიფოში. 4. ტერმინი ,, პროცენტი” მოცემულ მუხლში გამოყენებისას ნიშნავს შემოსავალს ნებისმიერი სახის სავალე მოთხოვნიდან, მათი იპოთეკური უზრუნველყოფისა და მოვალის მოგებაში მონაწილეობის უფლების არსებობის მიუხედავად. კერძოდ, შემოსავალს სახელმწიფოს ფასიანი ქაღალდებიდან, ობლიგაციებიდან ან სავალე ვალდებულებებიდან, მათთან დაკავშირებული პრემიების და მოგებათა ჩათვლით. ტერმინი პროცენტი არ შეიცავს ნებისმიერ შემოსავალს, რომელიც მე-10 მუხლის დებულებათა თანახმად განხილულია, როგორც დივიდენდი. ამ მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ჯარიმები არათავისდროულ გადახდაზე არ განიხილება, როგორც პროცენტი. 5. პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ პროცენტის ბენეფიციალური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშობა პროცენტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, ან აწარმოებს ამ მეორე სახელმწიფოში დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ განთავსებული ფიქსირებული ბაზის საშუალებით, და სავალე მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც გადახდილია პროცენტი, პირდაპირ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას ან ფიქსირებულ ბაზას. ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, გამოიყენება მე-7 ან მე-14 მუხლების დებულებები. 6. პროცენტი წარმოქმნილად ჩაითვლება ხელშემკვრელ სახელმწიფოში, როცა გადამხდელად გამოდის ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ პროცენტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, რომლებთანაც დაკავშირებულია დავალიანება, რომელზეც მოხდა პროცენტის გადახდა და ასეთი პროცენტი წარმოიშვა იმ მუდმივი დაწესებულების ან ფიქსირებული ბაზის მეშვეობით, მაშინ ასეთი პროცენტი ჩაითვლება წარმოქმნილად სახელმწიფოში, რომელშიც განთავსებულია მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა. 7. თუ გადამხდელსა და ბენეფიციალურ მფლობელს შორის, ან მათსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების არსებობის გამო, სავალე მოთხოვნაზე გადახდილი პროცენტის თანხა, რომლის საფუძველზეც ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციალურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში გადახდის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით. მუხლი 12🔗 როიალტი 1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი როიალტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. 2. ამასთან, ასეთი როიალტი აგრეთვე შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ის წარმოიქმნება ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ როიალტის ბენეფიციალური მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ამგვარად დაკისრებული გადასახადის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს როიალტის მთლიანი თანხის 10 პროცენტს. 3. ტერმინი ,,როიალტი” ამ მუხლში გამოყენებისას ნიშნავს ნებისმიერი სახის გადახდებს, რომლებიც ანაზღაურების სახით მიიღება ლიტერატურის, ხელოვნების ან მეცნიერების ნებისმიერი ნაწარმოების, მათ შორის, კინოფილმების ან სატელევიზიო და რადიო- მაუწყებლობისათვის განკუთვნილი ჩანაწერების, ნებისმიერი პატენტის, სავაჭრო მარკის, დიზაინის ან მოდელის, გეგმის საიდუმლო ფორმულის ან პროცესის ჩათვლით, სამრეწველო, კომერციული ან სამეცნიერო აღჭურვილობის ან სამრეწველო, კომერციული ან სამეცნიერო გამოცდილების შემცველი ინფორმაციით სარგებლობისათვის, ან სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის. 4. პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ როიალტის ბენეფიციალური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიქმნება როიალტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, ან აწარმოებს ამ მეორე სახელმწიფოში დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ განლაგებული ფიქსირებული ბაზის საშუალებით, და უფლება ან ქონება, რის საფუძველზეც ხდება როიალტის გადახდა, ნამდვილად არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან ან ფიქსირებულ ბაზასთან. ამ შემთხვევაში, კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, გამოიყენება მე-7 ან მე-14 მუხლების დებულებები. 5. როიალტი წარმოქმნილად ჩაითვლება ხელშემკვრელ სახელმწიფოში, როცა გადამხდელად გამოდის ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ როიალტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, რომელთან დაკავშირებითაც წარმოიშვა როიალტის გადახდის ვალდებულება და ასეთი როიალტი წარმოიშვა ამ მუდმივი დაწესებულების ან ფიქსირებული ბაზის მეშვეობით, მაშინ როიალტი ჩაითვლება წარმოქმნილად იმ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა. 6. თუ გადამხდელსა და ბენეფიციალურ მფლობელს შორის, ან მათსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების გამო როიალტის თანხა, რომელიც დაკავშირებულია გამოყენებასთან, უფლებასთან ან ინფორმაციასთან, რომელთა საფუძველზეც ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციალურ მფლობელს შროის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში გადახდის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით. მუხლი 13🔗 ქონების გასხვისებიდან მიღებული შემოსავლები 1. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონების გასხვისებიდან, როგორც ეს განსაზღვრულია მე-6 მუხლში, ან აქციები კომპანიაში, რომლის კაპიტალი შედგება, ძირითადად, ასეთი ქონებისგან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. 2. შემოსავალი იმ მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც ქმნის ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს, ან შემოსავალი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის განკარგულებაში მყოფი ფიქსირებული ბაზის კუთვნილი მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარეობს დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გასაწევად, ასეთი მუდმივი დაწესებულების (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთად), ან ასეთი ფიქსირებული ბაზის გასხვისებიდან მიღებული შემოსავლის ჩათვლით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. 3. შემოსავალი, რომელიც მიიღება საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული გემებისა და საჰაერო ხომალდების ან მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებიდან, გადასახადებით იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი. 4. შემოსავალი, პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნული ქონების გარდა ნებისმიერი სხვა ქონების გასხვისებიდან, იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებელი პირი. მუხლი 14🔗 დამოუკიდებელი პირადი მომსახურება 1. შემოსავალი, რომელსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი ფიზიკური პირი პროფესიული მომსახურების ან დამოუკიდებელი ხასიათის მქონე სხვა საქმიანობის შედეგად, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ მას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ გააჩნია რეგულარულად ხელმისაწვდომი ფიქსირებული ბაზა თავისი საქმიანობის განხორციელების მიზნით. თუ მას ამგვარი ფიქსირებული ბაზა გააჩნია, შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს მეორე სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც იგი მიეკუთვნება ასეთ ფიქსირებულ ბაზას. ამ მიზნით, ფიზიკური პირი, რომელიც არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, იმყოფება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში პერიოდით ან პერიოდებით, რომელთა ხანგრძლივობა არ აღემატება 183 დღეს, ნებისმიერი 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება ან მთავრდება მოცემულ ფისკალურ წელს, ჩაითვლება, რომ მას აქვს რეგულარულად ხელმისაწვდომი ფიქსირებული ბაზა ამ მეორე სახელმწიფოში და შემოსავალი, რომელსაც ის მიიღებს ზემოთ აღნიშნული საქმიანობიდან, რომელსაც იგი ახორციელებს ამ მეორე სახელმწიფოში მიეწერება ამ ფიქსირებულ ბაზას. 2. ტერმინი პროფესიული მომსახურება მოიცავს, კერძოდ: დამოუკიდებელ სამეცნიერო, ლიტერატურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო და პედაგოგიურ საქმიანობას, აგრეთვე ექიმების, ადვოკატების, ინჟინრების, არქიტექტორების, სტომატოლოგების და ბუღალტრების დამოუკიდებელ საქმიანობას. მუხლი 15🔗 დამოუკიდებელი პირადი მომსახურება 1. მე-16, მე-18 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებული შრომით მიღებული ხელფასი, გასამრჯელო და მსგავსი ანაზღაურება, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ დაქირავებული შრომა არ განხორციელებულა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. თუ დაქირავებული შრომა ხორციელდება ამგვარი სახით, მაშინ ასეთი ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. 2. პირველი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული დაქირავებული შრომიდან მიღებული ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ: a) ანაზღაურების მიმღები იმყოფება მეორე სახელმწიფოში პერიოდით ან პერიოდებით, რომელთა საერთო ხანგრძლივობა არ აღემატება 183 დღეს ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება ან მთავრდება მოცემულ ფისკალურ წელს და b) ანაზღაურება გაიცემა დამქირავებლის მიერ, ან მისი სახელით, რომელიც არ წარმოადგენს მეორე სახელმწიფოს რეზიდენტს და c) ანაზღაურება არ არის წარმოქმნილი მუდმივი დაწესებულებიდან ან ფიქსირებული ბაზიდან, რომელიც დამქირავებელს გააჩნია მეორე სახელმწიფოში. 3. ამ მუხლის წინა დებულებების მიუხედავად, ანაზღაურებანი, რომლებიც მიიღება საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებულ გემებზე ან საჰაერო ხომალდებზე განხორციელებული დაქირავებული შრომიდან, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი. მუხლი 16🔗 დირექტორთა ჰონორარები დირექტორთა ჰონორარები ან სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომლებსაც მიიღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის დირექტორთა საბჭოს ან სხვა მსგავსი ორგანოს წევრი, შეიძლება დაიბეგროს იმ მეორე სახელმწიფოში. მუხლი 17🔗 ხელოვნების მუშაკები და სპორტსმენები 1. მე-14 და მე-15 მუხლების დებულებათა მიუხედავად, შემოსავალი, რომელსაც მიიღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც ხელოვნების მუშაკი, როგორიც არის თეატრის, კინოს, რადიოს ან ტელევიზიის მსახიობი ან მუსიკოსი, ან როგორც სპორტსმენი, მის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. 2. იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც განახორციელებს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი, დაერიცხება არა თვით ხელოვნების მუშაკს ან სპორტსმენს, არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი, ამ შეთანხმების მე-7, მე-14 და მე-15 მუხლების დებულებების მიუხედავად, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის საქმიანობა. მუხლი 18🔗 პენსიები მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებათა შესაბამისად, წარსულ დაქირავებულ შრომასთან დაკავშირებით ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურებანი იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში. მუხლი 19🔗 სახელმწიფო სამსახური 1. a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ ნებისმიერი ფიზიკური პირისათვის გადახდილი ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება, ამ სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის, ან ხელისფულების ადგილობრივი ორგანოსათვის გაწეული სამსახურისათვის, გადასახადით იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში; b) მაგრამ ამგვარი ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ სამსახური გაწეულ იქნა ამ სახელმწიფოში და პირი არის ამ სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც: i) არის ამ სახელმწიფოს მოქალაქე; ან ii) არ გახდა ამ სახელმწიფოს რეზიდენტი, მხოლოდ სამსახურის გაწევის მიზნით. 2. a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკურ- ადმინისტრაციული ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ შექმნილი ფონდებიდან ნებისმიერი ფიზიკური პირისათვის გადახდილი პენსია ამ სახელმწიფოსათვის, მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფისათვის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოსათვის გაწეული სამსახურისათვის დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში; b) მაგრამ ამგვარი პენსია იბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტსა და მოქალაქეს. 3. ამ შეთანხმების მე-15, მე-16, მე-17 და მე-18 მუხლების დებულებები გამოიყენება ხელფასის, გასამრჯელოს, სხვა მსგავსი ანაზღაურებისა და პენსიების მიმართ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ გაწეული კომერციული საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ მომსახურებასთან დაკავშირებით. მუხლი 20🔗 სტუდენტები სტიპენდია, მიღებული სტუდენტის, ასპირანტის ან სტაჟიორის მიერ, რომელიც არის, ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და იგი პირველად ხსენებულ სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, თუ იგი განკუთვნილია ცხოვრების, განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, არ დაიბეგრება ამ სახელმწიფოში, თუ ამ ანაზღაურების წყარო მდებარეობს ამ სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ. მუხლი 21🔗 ოფშორული საქმიანობა 1. ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მე-4-და მე-20 მუხლების დებულებათა მიუხედავად. 2. ამ მუხლის მიზნებისათვის, ტერმინი ოფშორული საქმიანობა ნიშნავს საქმიანობას, განხორციელებულს ხელშემკრველი სახელმწიფოს ოფშორზე, ზღვის ფსკერის და ნიადაგქვეშეთის და მათი ბუნებრივი რესურსების კვლევა-ძიებასა და ექსპლოატაციასთან დაკავშირებით. 3. პირი, რომელიც არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და ახორციელებს ოფშორულ საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, მე-4 პუნქტის დებულებათა თანახმად, ჩაითვლება, რომ იგი ახორციელებს საქმიანობას ამ მეორე სახელმწიფოში იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულების ან ფიქსირებული ბაზის მეშვეობით. 4. მე-3 პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ ოფშორული საქმიანობა ხორციელდება პერიოდით ან პერიოდებით, რომელიც არ აღემატება 30 დღეს, ნებისმიერ თორმეტთვიან პერიოდში. ამ პუნქტის მიზნებისათვის: a) ოფშორული საქმიანობა, რომელსაც ახორციელებს პირი, რომელიც გაერთიანებულია მეორე პირთან, ჩაითვლება, რომ იმართება მეორე პირის მიერ, თუ განსახილველი საქმიანობები არის ანალოგიური იმ საქმიანობებისა, რომლებსაც ეწეოდა პირველად ხსენებული პირი, იმ შემთხვევის გარდა, თუ ეს საქმიანობები ხორციელდება იმავდროულად, როცა ხორციელდება მისი საკუთარი საქმიანობები; b) პირი ჩაითვლება გაერთიანებულად მეორე პირთან, თუ ერთი კონტროლდება პირდაპირ ან არაპირდაპირ მეორის მიერ ან ორივეს, პირდაპირ ან არაპირდაპირ, აკონტროლებს მესამე პირი ან პირები. 5. ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურებანი, რომელსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული ოშფორული საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში, სანამ საქმიანობები ხორციელდება ამ მეორე სახელმწიფოს ოფშორზე. თუმცა მსგავსი ანაზღაურებანი დაიბეგრება მხოლოდ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ სამსახური ხორციელდება დამქირავებლისათვის, რომელიც არ არის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და ხორციელდება პერიოდით ან პერიოდებით, რომელიც არ აღემატება 30 დღეს ნებისმიერ თორმეტთვიან პერიოდში. 6. შემოსავლები მიღებული ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ გასხვისებიდან: a) უფლებების გამოყენებიდან ან ექსპლოატაციიდან; ან b) მეორე ხელშემკვრელ სახელწიფოში განთავსებული ქონების, რომელიც დაკავშირებულია ამ მეორე სახელმწიფოში განხორციელებულ ოფშორულ საქმიანობასთან; c) აქციები, რომელთა ღირებულება ან ღირებულებების დიდი ნაწილი პირდაპირ ან არაპირდაპირ მიღებულია ასეთი უფლებებიდან ან ასეთი ქონებიდან, ან ერთად აღებული ასეთი უფლებებიდან ან ასეთი ქონებიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. ამ პუნქტში ტერმინი უფლებების გამოყენება ან ექსპლოატაცია ნიშნავს უფლებებს ქონებაზე, გამომუშავებულს ოფშორული საქმიანობის შედეგად, რომელიც ხორციელდება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ან პროცენტს ან მოგებას ასეთი ქონებიდან. მუხლი 22🔗 სხვა შემოსავლები 1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავლის სახეები, რომლებიც არ არის განხილული ამ შეთანხმების წინა მუხლებში, მათი წარმოქმნის წყაროს მიუხედავად, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში. 2. პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება შემოსავლების მიმართ, რომლებიც განსხვავდება მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავლებისაგან, თუ ასეთი შემოსავლის მიმღები წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს და საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, ან ამ მეორე სახელმწიფოში ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული ფიქსირებული ბაზის მეშვეობით და უფლება ან ქონება, რომლებთან დაკავშირებითაც გადახდილია შემოსავალი, ნამდვილად არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან ან ფიქსირებულ ბაზასთან. ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, გამოიყენება მე-7 ან მე-14 მუხლების დებულებები. მუხლი 23🔗 კაპიტალი 1. უძრავი ქონებით წარმოდგენილი კაპიტალი, რომელიც განხილულია ამ შეთანხმების მე-6 მუხლში და, რომელიც წარმოადგენს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის საკუთრებას და იმყოფება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. 2. კაპიტალი, რომელიც წარმოდგენილია მოძრავი ქონებით და ქმნის ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ან წარმოდგენილია მუდმივ ბაზასთან დაკავშირებული უძრავი ქონებით, რომელიც ხელმისაწვდომია ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის მეორე სახელმწიფოში დამოუკიდებელი პირადი მომსახურეობის გაწევის მიზნით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. 3. კაპიტალი, რომელიც წარმოდგენილია საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული გემებითა და თვითმფრინავებით, ან ამ გემებისა და თვითმფრინავების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით, დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც განთავსებულია საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი. 4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის კაპიტალის ყველა სხვა ელემენტი დაიბეგრება მხოლოდ იმ სახელმწიფოში. მუხლი 24🔗 ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვის მეთოდი 1. საქართველოს რეზიდენტის შემთხვევაში, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება მოხდება შემდეგნაირად: a) თუ საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებათა თანახმად შეიძლება დაიბეგროს ლიტვაში, საქართველო დაუშვებს: i) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ლიტვაში მიღებულ შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია; ii) ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ლიტვაში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია; ამასთან, ასეთი გამოქვითვა, ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალზე ან კაპიტალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება ვითარების შესაბამისად შემოსავალსა და კაპიტალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს ლიტვაში; b) თუ საქართველოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი ან მის მფლობელობაში მყოფი კაპიტალი, ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად გადასახადებისგან გათავისუფლებულია საქართველოში, საქართველოს, მიუხედავად ამისა, შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალზე და კაპიტალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი და კაპიტალი. 2. ლიტვის რეზიდენტის შემთხვევაში ორმაგი დაბეგვრა თავიდან აცილებული იქნება შემდეგნაირად: თუ ლიტვის რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ შეთანხმების თანახმად შეიძლება დაიბეგროს საქართველოში, სანამ უფრო ხელსაყრელი მიდგომა არ იქნება უზრუნველყოფილი მისი ეროვნული კანონმდებლობით, ლიტვა დაუშვებს: a) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც საქართველოში მიღებულ შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია; b) ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც საქართველოში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია; ამასთან, ასეთი გამოქვითვა, ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს ლიტვაში შემოსავალსა ან კაპიტალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება ვითარების შესაბამისად შემოსავალსა და კაპიტალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს საქართველოში. მუხლი 25🔗 დისკრიმინაციის თავიდან აცილება 1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალური პირები არ დაექვემდებარებიან მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას, ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ მეორე სახელმწიფოს ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში, კერძოდ, რეზიდენციის თვალსაზრისით. ეს დებულება, პირველი მუხლის დებულებების მიუხედავად, გამოიყენება, აგრეთვე, იმ პირების მიმართ, რომლებიც არ არიან ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები. 2. იმ მუდმივი დაწესებულებების დაბეგვრა, რომელიც ხელშემკვრელ სახელმწიფოს გააჩნია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, არ უნდა იყოს ნაკლებად ხელსაყრელი, ვიდრე ამ მეორე სახელმწიფოს საწარმოს დაბეგვრა იმავე საქმიანობის განხორციელებისათვის. ეს მუხლი არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ის ხელშემკვრელ სახელმწიფოს ავალდებულებს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტებისათვის პერსონალურად რომელიმე გადასახადისაგან გათავისუფლებას, რაიმე საგადასახადო შეღავათის მინიჭებას ან გადასახადისგან გათავისუფლებას მათი სამოქალაქო სტატუსის ან ოჯახური მდგომარეობის საფუძველზე, რომლებსაც ის ანიჭებს საკუთარ რეზიდენტებს. 3. იმ შემთხვევების გარდა, როდესაც გამოიყენება მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის ან მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის დებულებები, ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი, როიალტი ან სხვა გადასახდელები, ამ საწარმოს დასაბეგრი მოგების განსაზღვრის მიზნით ექვემდებარება იმავე პირობებით გამოქვითვას, როგორც ეს მოხდებოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტის შემთხვევაში. ანალოგიურად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს ნებისმიერი დავალიანება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისადმი, ამ საწარმოს დასაბეგრი კაპიტალის განსაზღვრის მიზნებისათვის უნდა დაექვემდებაროს გამოქვითვებს იმავე პირობებით, როგორც პირველხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტის დავალიანება. 4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოები, რომელთა კაპიტალი მთლიანად ან ნაწილობრივ ეკუთვნის ან კონტროლდება პირდაპირ ან ირიბად მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ერთი ან რამდენიმე რეზიდენტის მიერ, პირველად ხსენებულ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებარონ ნებისმიერ დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებას, განსხვავებულს ან უფრო დამამძიმებელს, ვიდრე დაბეგვრა ან მასთან დაკავშირებული ვალდებულებები, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ პირველად ხსენებული სახელმწიფოს სხვა მსგავსი საწარმოები. 5. ამ მუხლის დებულებები, მე-2 მუხლის დებულებათა მიუხედავად, შეეხება ნებისმიერი სახის და ფორმის გადასახადებს. მუხლი 26🔗 ურთიერთშეთანხმების პროცედურა 1. თუ პირი თვლის, რომ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედება იწვევს ან გამოიწვევს მის დაბეგვრას ამ შეთანხმების დებულებების საწინააღმდეგოდ, მას შეუძლია, მისი უფლებების დაცვის ამ სახელმწიფოთა ეროვნული კანონმდებლობებით გათვალისწინებული ზომებისგან დამოუკიდებლად, თავისი საქმე განსახილველად წარადგინოს იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოში, რომლის რეზიდენტსაც იგი წარმოადგენს, ან, თუ მისი შემთხვევა ექვემდებარება 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედებას, იმ სახელმწიფოში, რომლის ნაციონალურ პირსაც იგი წარმოადგენს. განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს პირველი შეტყობინებიდან სამი წლის განმავლობაში იმ მოქმედების შესახებ, რომელმაც გამოიწვია შეთანხმების დებულებათა შეუსაბამოდ დაბეგვრა. 2. კომპეტენტური ორგანო, თუ ის განცხადებას დასაბუთებულად ჩათვლის და თუ მას დამოუკიდებლად საკითხის გადაჭრა არ შეუძლია, უნდა შეეცადოს, მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან შეთანხმებით გადაწყვიტოს საკითხი ამ შეთანხმების დებულებებთან შეუსაბამო დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით. ნებისმიერი მიღწეული შეთანხმება ექვემდებარება აღსრულებას ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული დროითი შეზღუდვების მიუხედავად. 3. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეეცდებიან გადაჭრან ნებისმიერი სირთულე ან გაუგებრობა, რომლებიც წარმოიშობა შეთანხმების განმარტების ან გამოყენების დროს. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით მათ შეუძლიათ აგრეთვე, ერთმანეთთან კონსულტაციები აწარმოონ შეთანხმებით გაუთვალისწინებელ შემთხვევებშიც. 4. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურ ორგანოებს, წინა პუნქტების ინტერპტრეტაციაში შეთანხმების მიღწევის მიზნით, შეუძლიათ ერთმანეთთან პირდაპირი კონტაქტი იქონიონ მათი ან მათი წარმომადგენლების მონაწილეობით შემდგარი ერთობლივი კომისიის საშუალებით. მუხლი 27🔗 ინფორმაციის გაცვლა 1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები ცვლიან იმ ინფორმაციას, რომელიც გათვალისწინებულია ამ შეთანხმების დებულებებით, ან ხელშემკვრელი სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობებით იმ გადასახადებთან დაკავშირებით, რომლებსაც მოიცავს ეს შეთანხმება და რომელთა გადახდა არ ეწინააღმდეგება ამ შეთანხმებას. ინფორმაციის გაცვლა არ არის შეზღუდული პირველი მუხლით. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება კონფიდენციალურად ისევე, როგორც ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და მათი გაცნობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს ან ორგანოებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომლებიც დაკავებულნი არიან იმ გადასახადების დაკისრებით ან აკრეფით, იძულებითი წესით ამოღებით ან სასამართლო დევნით, ან იმ გადასახადებთან დაკავშირებული აპელაციების განხილვით, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება. ეს პირები ან ორგანოები ამ ინფორმაციას გამოიყენებენ მხოლოდ დასახელებული მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გამოყენება სასამართლოს სხდომაზე ან სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღების დროს. 2. ამ მუხლის დებულებები არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს ისე გაგებული, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება: a) გაატაროს ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამა თუ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობას ან ადმინისტრაციულ პრაქტიკას; b) მიაწოდოს ინფორმაცია, რომლის მოპოვება არ არის ნებადართული ამა თუ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკით; c) მიაწოდოს ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გაამჟღავნოს ნებისმიერი სავაჭრო, სამეწარმეო, სამრეწველო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოება ან სავაჭრო პროცესი, ან ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს პოლიტიკას (საზოგადოებრივ ინტერესებს). მუხლი 28🔗 დიპლომატიური მისიებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლები ამ შეთანხმების არცერთი დებულება არ ეხება დიპლომატიური მისიებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომელთა საგადასახადო პრივილეგიებს, რომლებიც დადგენილია საერთაშორისო სამართლის საყოველთაო ნორმების ან სპეციალური შეთანხმებების დებულებების საფუძველზე. მუხლი 29🔗 ძალაში შესვლა 1. ხელშემკვრელი სახელმწიფოები ერთმანეთს აცნობებენ ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო კონსტიტუციური მოთხოვნების შესრულების შესახებ. 2. შეთანხმება ძალაში შევა პირველ პუნქტში აღნიშნული საკითხების წერილობითი შეტყობინების შემდეგ და მისი დებულებები იმოქმედებენ ორივე ხელშემკვრელ სახელმწიფოში: a) წყაროსთან ამოღებული გადასახადების შემთხვევებში, იმ შემოსავლებთან მიმართებაში, რომლებიც გადახდილია კალენდარული წლის პირველი იანვრიდან ან მის შემდეგ, რომელიც მოსდევს წელიწადს, რომელშიც შეთანხმება შევიდა ძალაში; b) სხვა გადასახადების შემთხვევაში, შემოსავალზე ან კაპიტალზე გადასახადების მიმართ, რომლებიც მიეკუთვნება საგადასახადო პერიოდს, რომელიც იწყება კალენდარული წლის პირველი იანვრიდან ან მის შემდეგ, რომელიც მოსდევს წელიწადს,რომელშიც შეთანხმება შევიდა ძალაში. მუხლი 30🔗 მოქმედების შეწყვეტა ეს შეთანხმება ძალაშია მანამ, ვიდრე მისი მოქმედება არ იქნება შეწყვეტილი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება ნებისმიერი კალენდარული წლის დასრულებამდე სულ მცირე 6 თვით ადრე, დიპლომატიური არხებით შეთანხმების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში, შეთანხმება შეწყვეტს მოქმედებას ორივე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. a) წყაროსთან ამოღებული გადასახადების შემთხვევებში, იმ შემოსავლებთან მიმართებაში, რომლებიც ამოღებულია კალენდარული წლის პირველი იანვრიდან ან მის შემდეგ, რომელიც მოსდევს წელიწადს, რომელშიც შეტყობინება იქნა გადაცემული; b) შემოსავალზე სხვა გადასახადების შემთხვევაში და კაპიტალის გადასახადების მიმართ, რომლებიც დაკისრებულია საგადასახადო პერიოდისათვის, რომელიც იწყება კალენდარული წლის პირველი იანვრიდან ან მის შემდეგ, რომელიც მოსდევს წელიწადს, რომელშიც შეტყობინება იქნა გადაცემული; დასტურად ამისა, შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.  შესრულებულია ქალაქ თბილისში, 2003 წლის 11 სექტემბერს, ქართულ, ლიტვურ და ინგლისურ ენებზე. სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ტექსტებს შორის განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს სახელით (ხელმოწერილია) ლიტვის რესპუბლიკის სახელით (ხელმოწერილია) ოქმი საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თვიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერისას, ქვემორე ხელმომწერნი ადასტურებენ, რომ შემდეგი დებულებები წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს: 1. ხელშეკრულების დებულებათა დამოწმებით აღინიშნება, რომ ტერმინი ,,business profits” აგრეთვე შეიცავს მოგებას მიღებულს ეკონომიკური საქმიანობიდან. 2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის e) ქვეპუნქტის დამოწმებით. აღინიშნება, რომ საქართველოს შემთხვევაში ტერმინი კომპანია ასევე შეიცავს საწარმოს, როგორც ეს განსაზღვრულია მისი ეროვნული კანონმდებლობით. 3. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის დამოწმებით აღინიშნება, რომ ხარჯები დაშვებული, როგორც გამოქვითვები ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ შეიცავს ხარჯებს, რომელიც არ გამოიქვითებოდა, თუ მუდმივი დაწესებულება იქნებოდა ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცალკე გამოყოფილი საწარმო. 4. მე-8 მუხლის, მე-13 მუხლის, მე-15 მუხლისა და 23-ე მუხლის დამოწმებით აღინიშნება, რომ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის დებულებები არ არის მიღებული, სანამ ლიტვა არ წარმოადგენს თავის ეროვნულ კანონმდებლობაში ფაქტობრივი მართვის ადგილს, როგორც რეზიდენტობის განმსაზღვრელ კრიტერიუმს, მაგრამ ამის ნაცვლად მიესადაგება შემდეგი დებულებები: მუხლი 8🔗, პირველი პუნქტი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში გემებისა და საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციიდან მიღებული მოგება გადასახადით დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში. მუხლი 13🔗, პირველი პუნქტი შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული გემებისა და საჰაერო ხომალდების ან მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებიდან, გადასახადებით იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში. მუხლი 15🔗, მე-3 პუნქტი ამ მუხლის წინა დებულებების მიუხედავად, ანაზღაურებანი, რომლებიც მიიღება ხელშემკვრელი საწარმოს მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებულ გემებზე ან საჰაერო ხომალდებზე განხორციელებული დაქირავებული შრომიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ სახელმწიფოში. მუხლი 23🔗, მე-3 პუნქტი კაპიტალი, რომელიც წარმოდგენილია ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული გემებითა და თვითმფრინავებით, ან ამ გემებისა და თვითმფრინავების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში. 5. 22-ე მუხლის დამოწმებით პირველი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავალი, მიღებული მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ჩატარებული თამაშების მოგებიდან, შეიძლება ასევე დაიბეგროს იმ მეორე სახელმწიფოში. 6. 23-ე მუხლის დამოწმებით აღინიშნება, რომ ტერმინი კაპიტალი, 22-ე მუხლის მიზნებისათვის, ნიშნავს უძრავ და მოძრავ ქონებას და შეიძლება შეიცავდეს ფულად საშუალებებს, აქციებს ან სხვა ქონებრივი უფლებების დამადასტურებელ დოკუმენტებს, ვექსილებს, ობლიგაციებს ან სხვა სავალე ვალდებულებებს, ასევე პატენტებს, სასაქონლო ნიშნებს, საავტორო ან სხვა მსგავს უფლებებს ან ქონებას. დასტურად ამისა, ამ ოქმს ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა. შესრულებულია ქალაქ თბილისში, 2003 წლის 11 სექტემბერს, ქართულ, ლიტვურ და ინგლისურ ენებზე. სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ტექსტებს შორის განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს სახელით (ხელმოწერილია) ლიტვის რესპუბლიკის სახელით (ხელმოწერილია)