შეთანხმება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 18.04.2001
ძალაში შესვლა 27.07.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 480140000.02.105.000507
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 30/08/2004
matsne.gov.ge 728 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.04.2001 მიღება
27.07.2004 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, ხელმძღვანელობენ რა მათი ქვეყნების თავდაცის სამინისტროებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობის სურვილით, მიზნად ისახავენ რა დემოკრატიის აღმშენებლობაში მონაწილეობას და ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვას, ეყრდნობიან რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრინციპებს და პარიზის ქარტიის დებულებებს, ვენის 1994 წლის დოკუმენტს და ეუთოს სხვა შესაბამის დოკუმენტებს, პატივს სცემენ რა სახელმწიფოთა სუვერენიტეტს, მათი საზღვრების ურღვეობას, ტერიტორიულ მთლიანობას და დავების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას, მხარს უჭერენ რა ნატოს გაფართოების პროცესს, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 წინამდებარე შეთანხმება წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ორმხრივი თანამშრომლობის საფუძველს.     მუხლი 2🔗 თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებული ორმხრივი თანამშრომლობის სფეროებია: - ეროვნული თავდაცვის ორგანიზაცია და მართვა; - ეროვნული თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვა; - ეროვნული თავდაცვისა და სამხედრო წვრთნის მომზადება; - სამშვიდობო ოპერაციებისა და მშვიდობის უზრუნველყოფა; - გამოცდილების გაზიარება ეროვნული თავდაცვის სისტემის შემადგენელი სტრუქტურული დანაყოფების ადმინისტრირებაში; - საჰაერო სივრცის სამხედრო–სამოქალაქო კონტროლი; - კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო სისტემები; - გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხები; - კადრებთან მუშაობა; - ზურგის სამსახურის ტაქტიკა და მართვა; - სამხედრო სპორტული ღონისძიებები.     მუხლი 3🔗  თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებული ორმხრივი თანამშრომლობის ფორმებია: - დელეგაციების ვიზიტები; - მხარეებს შორის მოლაპარაკებების და კონსულტაციების გამარვა; - სპეციალისტების, პროფესორ–მასწავლებლების და მსმენელების გაცვლა; - ეროვნული თავდაცვის სასწავლებლებში სწავლება; - მაღალი დონის სასწავლო კურსები და სემინარები; - კონფერენციები; - ინფორმაციისა და სასწავლო მასალის გაცვლა; - ეროვნული თავდაცვის სისტემის შემადგენელ დანაყოფებს, შტაბებსა და სხვა დაწესებულებებს შორის პირდაპირი კავშირის დამყარება; - ერთობლივი წვრთნების ჩატარება.     მუხლი 4🔗 მომავალი წლის თანამშრომლობის გეგმა შემუშავდება ერთი წლით ადრე მოცემული შეთანხმების საფუძველზე; მხარეების მიერ წინასწარ წარმოდგენილი და მიღებული წინადადებები შექმნიან ყოველწლიური თანამშრომლობის გეგმის საფუძველს.     მუხლი 5🔗 მე-2 და მე-3 მუხლებში მოცემულ სფეროებთან და ფორმებთან დაკავშირებული მხარეთა ურთიერთთანამშრომლობის სპეციფიკური საკითხები დაწვრილებით განიხილება ურთიერთგაგების მემორანდუმში ან ad hoc პრინციპის საფუძველზე.     მუხლი 6🔗 წარმგზავნი სახელმწიფო თავის თავზე იღებს ორივე მიმართულებით მგზავრობის ხარჯებს მიმღებ სახელმწიფოში, ისევე როგორც დღიურ სამივლინებო ხარჯებს, პერსონალისა და სხვა სახის დაზღვევებს; მიმღები სახელმწიფო თავის თავზე იღებს ტრანსპორტირების ხარჯებს თავისი ტერიტორიის ფარგლებში, ისევე როგორც განთავსებისა და კვების ხარჯებს; საჭიროების შემთხვევაში, მიმღები მხარე თავის თავზე იღებს უფასო სტაციონარული და არასტაციონარული მკურნალობის ვალდებულებებს წარმგზავნი მხარის მოქალაქეების მიმართ მწვავე შეტევების დროს. სტომატოლოგიური მომსახურება შეზღუდულია მკურნალობით, რომელიც ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს, ხოლო აუცილებელი გამოკვლევებისა და გრძელვადიანი თერაპიული მკურნალობის ხარჯები, ასევე სამედიცინო აღჭურვილობის გამოყენება და მომსახურება მიმღებ ქვეყანაში გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკებების საფუძველზე.     მუხლი 7🔗 მხარეები უზრუნველყოფენ ორმხრივი ურთიერთობების შედეგად მიღებული ინფორმაციისა და მონაცემების დაცვას, რომელსაც არ გამოიყენებენ სხვა მხარის საზიანოდ და არ გადასცემენ ინფორმაციებს მესამე მხარეს ერთ–ერთი მხარის თანხმობის გარეშე.     მუხლი 8🔗 შეთანხმების მოქმედებისას მხარეებს შორის წარმოქმნილი უთანხმოებანი გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკებების გზით.     მუხლი 9🔗 წარმოდგენილ შეთანხმებაში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხარეებს შორის შეთანხმების საფუძველზე.     მუხლი 10🔗 წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეების მიერ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი შეტყობინების მიღების დღიდან. წინამდებარე შეთანხმება იდება 5 წლის ვადით და იგი ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო 5-წლიანი პერიოდით, თუ ერთ-ერთი მხარე ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს თავის სურვილის შესახებ ამ შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე. შესრულებულია ქ. თბილისში, 2001 წლის 18 აპრილს, ორ ნამდვილ პირად, თითოეული ქართულ, ესტონურ და ინგლისურ ენებზე. ამასთანავე, თითოეული ტექსტი ავთენტურია. ტექსტის განმარტებისას წარმოქმნილი უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს თავდაცვის                              ესტონეთის რესპუბლიკის სამინისტროს სახელით                                  თავდაცვის სამინისტროს სახელით დავით თევზაძე                                              იური ლუიკი თავდაცვის მინისტრი                                    თავდაცვის მინისტრი