შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელწიფოს მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 19.06.1995
ძალაში შესვლა 04.04.1996
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000086
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 22/01/1998
matsne.gov.ge 736 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.06.1995 მიღება
04.04.1996 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელწიფოს მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელწიფოს მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობა (შემდგომში „შეთანხმებაში მონაწილე მხარეები”); რომლებსაც სურთ განამტკიცონ და განავითარონ მეგობრული ურთიერთობები ორ ქვეყანასა და ხალხებს შორის. დარწმუნებულნი იმაში, რომ გაცვლები და თანამშრომლობა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში, ისევე როგორც სხვა მონათესავე სფეროებში, ხელს შეუწყობს ისრაელისა და საქართველოს ხალხების უკეთ გაცნობასა და ურთიერთგაგებას; შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 შეთანხმებაში მონაწილე მხარეები, ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში ურთიერთობის განვითარებას შემდეგი საშუალებებით წაახალისებენ: ა) განათლების სფეროსთან დაკავშირებულ პირებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შორის პირდაპირი თანამშრომლობის, კონტაქტებისა და გაცვლების ხელშეწყობა და წახალისება; ბ) შეთანხმებაში მონაწილე მეორე მხარის ენისა და ლოტერატურის შესწავლისა და სწავლების ხელშეწყობა და წახალისება; გ) სწავლების მეთოდებისა და მასალების, სასწავლო პროგრამებისა და გამოცდების სფეროში თანამშრომლობისა და გაცვლების ხელშეწყობა და წახალისება; დ) სტიპენდიებით უზრუნველყოფა, სწავლებისა და გამოკვლევების სხვა საშუალებით წახალისება.     მუხლი 2🔗 შეთანხმებაში მონაწილე მხარეები წაახალისებენ და ხელს შეუწყობენ გაცვლებსა და საერთო ინტერესებიდან გამომდინარე პრობლემების კვლევის განვითარებას მეცნიერების, ტექნოლოგიის და გარემოს დაცვის სფეროებში, მათ შორის, ორ ქვეყანაში სამეცნიერო და კვლევითი დაწესებულებების პირდაპირი თანამშრომლობის გზით.     მუხლი 3🔗 შეთანხმებაში მონაწილე მხარეები წაახალისებენ და ხელს შეუწყობენ პირდაპირ კონტაქტებს ლიტერატურის, სახვითი და სასცენო ხელოვნების, კინოს, ტელევიზიისა და რადიოს, არქიტექტურის, ეროვნული მუზეუმებისა და სამხატვრო გალერეების, ეროვნული ბიბლიოთეკებისა და სახელმწიფო არქივების სფეროებში და კულტურის სხვა დარგებში.     მუხლი 4🔗 შეთანხმებაში მონაწილე მხარე წაახალისებს თავის ტერიტორიაზე მეორე მხარის კულტურის ცენტრების დაარსებას იმ ღონისძიებათა განსახორციელებლად, რომელიც ემსახურება ამ შეთანხმების მიზნებს; თავისი კანონმდებლობის ფარგლებში აღნიშნული ცენტრების დასახმარებლად შექმნის ხელსაყრელ პირობებს. ცენტრები შეიძლება მოიცავდნენ ზოგადსაგანმანათლებლო და ენის სწავლების სკოლებს. ბიბლიოთეკებსა და სხვა დაწესებულებებს.     მუხლი 5🔗 შეთანხმებაში მონაწილე მხარეები წაახალისებენ ორი ქვეყნის პრესისა და საგამომცემლო ორგანიზაციების თანამშრომლობას.     მუხლი 6🔗 შეთანხმებაში მონაწილე მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას და ეროვნული სიმდიდრის დაცვის ღონისძიებათა შესახებ ინფორმაციის გაცვლას, ისევე როგორც ისტორიული რელიკვიების, ძეგლების და კულტურული სიმდიდრეების დაცვასა და აღდგენას.     მუხლი 7🔗 შეთანხმებაში მონაწილე მხარეები წაახალისებენ საავტორო უფლებათა ორმხრივი დაცვის უზრუნველყოფის საქმეში შესაბამის ორგანოთა თანამშრომლობას.     მუხლი 8🔗 შეთანხმებაში მონაწილე მხარეები წაახალისებენ ორივე ქვეყნის ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების კავშირსა და პირდაპირ თანამშრომლობას.     მუხლი 9🔗 შეთანხმებაში მონაწილე მხარეები წაახალისებენ სპორტული ორგანიზაციების თანამშრომლობას და მათი ქვეყნის სპორტულ ღონისძიებებში მეორე მხარის მონაწილეობას.     მუხლი 10🔗 შეთანხმებაში მონაწილე მხარეები ხელსაყრელი გზებით შეუწყობენ ხელს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სფეროებში, ორივე ქვეყანაში ჩატარებულ სემინარებზე, ფესტივალებზე, შეჯიბრებებზე, გამოფენებზე, კონფერენციებზე, სიმპოზიუმებზე და შეხვედრებზე დასწრებას.     მუხლი 11🔗 შეთანხმებაში მონაწილე მხარეები წაახალისებენ არასახელმწიფოებრივ ორგანიზაციათა პირდაპირ თანამშრომლობას და გაცვლებს ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა სფეროში.     მუხლი 12🔗 ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველგვარი საქმიანობა უნდა შეესაბამებოდეს იმ ქვეყნის მოქმედ კანონებსა და წესებს, რომელშიც ღონისძიება ტარდება.     მუხლი 13🔗 (1) შეთანხმებაში მონაწილე მხარეები, ამ შეთანხმების განხორციელების მიზნით, დაარსებენ ერთობლივ ისრაელ-საქართველოს კომიტეტს, რომელიც შეიკრიბება პლენარულ სხდომებზე არანაკლებ სამ წელიწადში ერთხელ, მონაცვლეობით იერუსალიმსა და თბილისში, რათა მოაგვარონ თანამშრომლობის პროგრამების დეტალები, მათ შორის ფინანსური პირობებიც. (2) ერთობლივი კომიტეტის მიერ შემუშავებული პროგრამების განხორციელება მხარეებს შორის დიპლომატიური არხების მეშვეობით შეთანხმდება. (3) ამ შეთანხმებით გათვალისწინებული გაცვლები, კერძოდ, შემსრულებლებისა და მხატვრული კოლექტივების გაცვლები, ნაცვალგების საფუძველზე განხორციელდება.     მუხლი 14🔗 ეს შეთანხმება ექვემდებარება დამტკიცებას ან რატიფიკაციას მხარეთა შესაბამისი ეროვნული პროცედურების მიხედვით და ძალაში შედის ამ დამტკიცების ან რატიფიკაციის დამადასტურებელი მეორე ნოტის მიღების დღიდან. ეს შეთანხმება იდება ხუთი წლის ვადით, იგი ავტომატურად გაგრძელდება ყოველი მომდევნო ხუთწლიანი პერიოდით და ძალაში რჩება, ვიდრე არ გაივლის ექვსი თვე მას შემდეგ, როცა ერთ-ერთი მხარე დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობით აუწყებს მეორე მხარეს თავის გადაწყვეტილებას შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე. ამის დასტურად, შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა ქვემორე ხელმომწერებმა ხელი მოვაწერეთ ამ შეთანხმებას. შედგენილია ქ. იერუსალიმში, 1995 წლის -----შესაბამისად 5755 წლის -----ორ პირად, ქართულ, ებრაულ, და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს, ტექსტების განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) ისრაელის სახელმწიფოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)