ერთობლივი დეკლარაცია საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 15.05.1997
ძალაში შესვლა 15.05.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000201
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 07/10/1998
matsne.gov.ge 870 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.05.1997 მიღება
15.05.1997 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
საქართველოს სახელით იტალიის რესპუბლიკის სახელით
ხელმოწერილია ხელმოწერილია

დოკუმენტის ტექსტი

ერთობლივი დეკლარაცია საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 1.0in 56.7pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ერთობლივი დეკლარაცია საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ საქართველო და იტალიის რესპუბლიკა, შემდგომში მხარეებად წოდებულნი, გამოთქვამენ სურვილს, განავითარონ ეკონომიკური თანამშრომლობა, ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და ურთიერთხელსაყრელობის პრინციპების საფუძველზე, რასაც სოციალური განვითარებისა და პოლიტიკური სტაბილურობის ხელშეწყობისათვის მხარეები ანიჭებენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას, შეთანხმდნენ შემდეგზე: 1. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, იტალია გამოთქვამს სურვილს უზრუნველყოს საქართველოში ეკონომიკური რეფორმის პროცესის კონკრეტული მხარდაჭერა, მისი საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისა და მსოფლიო ეკონომიკაში საქართველოს უფრო ღრმა ინტეგრირებისათვის. 2. მხარეები მხედველობაში იღებენ საქართველოს გაწევრიანებას საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და რეკონსრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკში. მხარეები ადასტურებენ, რომ სათანადო საკრედიტო შეთანხმებების განხორციელების პროცესი მისცემს დამატებით სტიმულს საქართველოში ეკონომიკური რეფორმების გატარებას. მხარეები აგრეთვე კმაყოფილებით აღნიშნავენ შეთანხმებას პარტნიორობის შესახებ ევროკავშირსა და საქართველოს შორის. 3. მხარეებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა წარიმართება საქართველოში რეფორმების მხარდამჭერი მრავალმხრივი ინიციატივების შესაბამისად. ეს ქმედებანი უზრუნველყოფენ იმ ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერას, რომლებზეც საქართველო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი უკვე შეთანხმდნენ ან შესაძლებლობის შემთხვევაში მომავალშიც შეთანხმდებიან. 4. ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების ხელსაყრელი და ნაყოფიერი განვითარებისათვის, მხარეები იღებენ ვალდებულებას უზრუნველყონ მათ შორის არსებული საფინანსო ვალდებულებების რეგულარული მომსახურება, რომლებიც გარანტირებულია ერთ–ერთი მხარის მთავრობის მიერ. მხარეები აგრეთვე აღიარებენ შესაძლებლობას, მათი უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღონ ყველა საჭირო ზომა, იმ საფინანსო ვალდებულებების მიმართაც, რომლებიც არ არიან გარანტირებულნი შესაბამისი მთავრობის მიერ. 5. თითოეული მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთსარგებლიანობის პრინციპზე დამყარებული ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას. ამ მიზნით მხარეები ხელს შეუწყობენ შესაბამის საწარმოებსა და ორგანიზაციებს შორის ყველა სახის თანამშრომლობის განვითარებას და იღებენ ვალდებულებას, თავიანი კანონების შესაბამისად, შეუქმნან მაქსიმალურად ხელსაყრელი ეკონომიკური პირობები ერთი მხარის მეწარმეებს მეორე მხარის ტერიტორიაზე, მათი საქმიანობის გაძლიერებისა და განვითარებისათვის. 6. თანამშრომლობის შემდგომი ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით, მხარეები გამოხატავენ სურვილს უახლოეს დროში ხელი მოაწერონ შეთანხმებას ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადებსა და შემოსავალზე გადასახადის გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ. აღნიშნული ზომები ითვალისწინებს ორივე ქვეყანაში კერძო ინვესტიციების წახალისებასა და ეკონომიკურ განვითარებას. 7. მხარეები გაითვალისწინებენ არსებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ვალდებულებებს, კერძოდ, ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს ევროკავშირში იტალიის წევრობიდან. 8. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მათი ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტულ სფეროებს წარმოადგენს: - ენერგეტიკა და ნახშირწყალბადები; - სამთო მრეწველობა; - ტრანსპორტი და ტელეკომუნიკაციები; - გემთმშენებლობა და გემთშეკეთება; - სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება, გადამუშავება, შენახვა და განაწილება; - ტურიზმი; - მცირე და საშუალო მრეწველობა; - გარემოს დაცვა; - მშენებლობა და ინფრასტრუქტურები; - საბანკო საქმიანობა და ფინანსები. 9. მხარეები ეცდებიან თავიანთ ტერიტორიებზე მეორე მხარის საწარმოებს მიანიჭონ ისეთივე თანაბარი უფლებები, როგორიც გააჩნიათ მესამე მხარის საწარმოებს. თითოეული მხარე მიისწრაფვის მიანიჭოს მეორე მხარის მოქალაქეებსა და მუდმივ სავაჭრო წარმომადგენლობებს იმაზე არანაკლებ ხელსაყრელი საგადასახადო სტატუსი, ვიდრე ის შეიძლება მიენიჭოს მესამე ქვყნის მოქალაქეებსა და სავაჭრო წარმომადგენლობებს. მხარეები ხელს შეუწყობენ ერთობლივი საწარმოების შექმნას, მათ შორის, მესამე ქვეყნების პარტნიორების მონაწილეობით, თუკი ასეთი შემთხვევა იქნება. 10. იღებენ რა მხედველობაში, რომ საქართველოს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლასთან დაკავშირებით წარმოიშობა გარკვეული სირთულეები, მხარეები ითანამშრომლებენ პროფესიული და მმართველობითი კადრების მომზადების სფეროში. მხარეები შეთანხმდებიან ტექნიკური დახმარების პროექტებზე, რომლის შესრულებაც შეიძლება იკისროს იტალიამ, თუკი ასეთი შემთხვევა იქნება, ევროკავშირის სათანადო ინიციატივების ფარგლებში და იტალიის კანონმდებლობის შესაბამისად. ამ მიზნით, იტალიას აქვს სურვილი გაუზიაროს საქართველოს მისი დიდი გამოცდილება მცირე და საშუალო საწარმოებთან დაკავშირებით. 11. მხარეები ხელს შეუწყობენ: - თანამშრომლობის განვითარებას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, რომელსაც ითვალისწინებს სათანადო უწყებებს შორის გაფორმებული ad hoc შეთანხმებები და კონვენციები; - ტექნოლოგიების სფეროში კვლევისა და განვითარების ერთობლივ პროექტებს; - არქეოლოგიური ფასეულობების დაცვასა და რესტავრაციას; - მკვლევრებისა და ლექტორების გაცვლას; - მეცნიერებისა და მკვლევრების მოსამზადებელ კურსებზე მონაწილეობას შესაბამისი პროფილის მიხედვით; - კონფერენციების, სემინარების, სამეცნიერო სფეროში გამოფენების მოწყობას; - მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ინფორმაციის გაცვლას. 12. ენერგეტიკის სტაბილიზაციისა და უსაფრთხოების, ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისათვის აუცილებელი ნავთობითა და ბუნებრივი აირით მომარაგებისა და ინვესტიციების მოზიდვის დიდი მნიშვნელობის გათვალისწინებით, მხარეები განსაკუთრებულ მნიშვნელობას მიანიჭებენ ამ სექტორს, კონკრეტულად კი ბუნებრივი აირისა და ნახშირწყალბადების ტრანსპორტირებას. ასეთი თანამშრომლობა განვითარდება შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების ფარგლებში. 13. მხარეები განავითარებენ თანამშრომლობას გარემოს დაცვის სფეროში. მხარეები, მათი კანონმდებლობის ფარგლებში ხელს შეუწყობენ და უზრუნველყოფენ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ყველა ფორმას, ბუნებრივი რესურსების განვითარების მიზნით, რათა დაიცვან გარემო ნებისმიერი სახის დაბინძურებისაგან. 14. მხარეები შესაძლებლობის ფარგლებში, ხელს შეუწყობენ მათ შორის ტრანსპორტისა და ტელეკომუნიკაციური კავშირების განვითარებას. 15. ამ დეკლარაციის მიზნების მისაღწევად, მხარეები ურთიერთსარგებლიანობის საფუძველზე გაცვლიან ვიზიტებს ყველა დონეზე, სახელდობრ, შესაძლებელია შეთანხმებულ იქნეს შეხვედრები ორი მხარის წარმომადგენლებს შორის, სამთავრობო და სამეწარმეო დონეებზე, ორ სახელმწიფოს შორის ეკონომიკური, კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობების საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივის განხილვის მიზნით. 16. ეს ერთობლივი დეკლარაცია ძალაში შევა ხელმოწერის დღიდან. შესრულებულია ქ. რომში , 1997 წლის 15 მაისს, ორ ეგზემპლარად, ქართულ, იტალიურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტს აქვს თანაბარი ძალა. შეუთავსებლობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს სახელით იტალიის რესპუბლიკის სახელით ხელმოწერილია ხელმოწერილია