ოქმი 1994 წლის 15 აპრილის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის თაობაზე შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ოქმი
1994 წლის 15 აპრილის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის თაობაზე შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
1994 წლის 15 აპრილის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ შეთანხმების (შემდგომში – შეთანხმების) მონაწილე სახელმწიფოები
შეთანხმების დებულებათა განვითარებისა და გაღრმავების, აგრეთვე თავისუფალი სავაჭრო ზონის ჩამოყალიბების დაჩქარების მიზნით
შეთანხმდნენ მასში შემდეგი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე:
1. 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის პირველ აბზაცში სიტყვების: „უზრუნველყოფენ ურთიერთქმედებას“ შემდეგ სიტყვები: „ეკონომიკური კავშირი პირველი ეტაპის“ შეიცვალოს სიტყვებით „თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნისათვის“.
2. 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის მეორე აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საბაჟოს ბაჟის, აგრეთვე მასთან ეკვივალენტური მოქმედების მქონე ანაკრებისა და გადასახადების და რაოდენობრივი შეზღუდვების გაუქმებისკენ“.
3. 1-ლ მუხლის 1-ლი პუნქტის მეხუთე და მეექვსე აბზაცები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური პოლიტიკის გატარებისას წინამდებარე შეთანხმების მიზნების მისაღწევად მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ფინანსების, ინვესტიციების, სოციალური სფეროს, აგრეთვე კეთილსინდისიერი კონკურენციის დარგში და ა.შ.“.
4. 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. წინამდებარე შეთანხმება გამოიყენება ხელშემკვრელ მხარეთა საბაჟო ტერიტორიებზე ისე, როგორც ისინი განსაზღვრული არიან მათი ეროვნული კანონმდებლობით“.
5. 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის პირველ აბზაცში სიტყვების: „საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესახებ 1969 წლის ვენის კონვენციით“ ჩაემატოს სიტყვები: „და გატტ/მსო-ს შეთანხმებების“.
6. შეთანხმებას დაემატოს 1ა მუხლი შემდეგი შინაარსით:
„მუხლი 1ა
ხელშემკვრელ მხარეთა მაკოორდინირებელი ორგანო შეთანხმების შესრულებისას
ხელშემკვრელ მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფას, მათი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისათვის საჭირო წინადადებების შემუშავებას, მოცემული შეთანხმების მიზნების მისაღწევად ეკონომიკური პოლიტიკის შეთანხმებასა და კოორდინაციას ახორციელებს ეკონომიკური საბჭოს ეკონომიკური კომიტეტი (შემდგომში – კომიტეტი).“.
7. მე-2 მუხლი გამოირიცხოს.
8. მე-3 მუხლის დასახელება შეიცვალოს შემდეგნაირად:
„მათთან ეკვივალენტური საბაჟო და საგადასახადო მოსაკრებლები და რაოდენობრივი შეზღუდვები“.
9.მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი გადმოიცეს შემდეგი რედაქციით:
„1. ხელშემკვრელი მხარეები არ გამოიყენებენ მათთან ეკვივალენტური მოქმედების მქონე საბაჟო და საგადასახადო მოსაკრებლებს და რაოდენობრივ შეზღუდვებს იმ საქონლის შემოტანაზე და(ან) გატანაზე, რომელიც წარმოშობილია ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის საბაჟო ტერიტორიაზე და განკუთვნილია სხვა ხელშემკვრელი მხარეების საბაჟო ტერიტორიებისათვის“.
10. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ხელშემკვრელ მხარეთა შორის ვაჭრობაში მათთვის წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლის მომენტიდან აღარ შემოიღება ორმხრივ შეთანხმებებში ადრე დაფიქსირებულთა მიმართ ახალი იმპორტისა და ექსპორტის რაოდენობრივი და სატარიფო შეზღუდვები და მათი ეკვივალენტური მოქმედების მქონე ზომები.
წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ამოღებები სავაჭრო რეჟიმიდან გამოიყენება ორმხრივ დოკუმენტთა საფუძველზე, რომლებშიც ხელშემკვრელი მხარეები წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლიდან 12 თვის ვადაში შეათანხმებენ მათ ეტაპობრივ გაუქმებას და აუწყებენ ამის შესახებ კომიტეტისა და წინამდებარე შეთანხმების დეპოზიტარს“.
11. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი გადმოიცეს შემდეგი რედაქციით:
„3. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ რაოდენობრივ შეზღუდვებსა და ადმინისტრაციულ ზომებში იგულისხმება ნებისმიერი ზომები, რომელთა გამოყენებაც შეუქმნის ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდან წარმოშობილი საქონლის იმპორტს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ან ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდან წარმოშობილი საქონლის ექსპორტს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მატერიალურ დაბრკოლებებს ან ადმინისტრაციულ შეზღუდვებს, კვოტირების, ლიცენზირების, ფასების კონტროლის ან მიწოდების განსხვავებული პირობების, ექსპორტის ან იმპორტის მიმართ განსხვავებული მოთხოვნების, ექსპორტიორის ან იმპორტიორის უფლებათა ანალოგიური საქონლის ადგილობრივ მყიდველთან ან გამყიდველთან შედარებით პირდაპირ ან ირიბად შემზღუდველი მოთხოვნების ჩათვლით. წინამდებარე მუხლის დებულებები გამოიყენება ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის მიერ წინამდებარე შეთანხების მე-13 და მე-13ა მუხლებით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობისათვის ზიანის მიუყენებლად და არავითარ შემთხვევაში არ ახდენს მათზე გავლენას. ეს ეხება აგრეთვე ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის მიერ მიღებულ ზომებს, რომლებიც მიმართულია სხვა საერთაშორისო შეთანხმებით აღებულ ვალდებულებათა შესასრულებლად“.
12. მე-4 მუხლი გადმოიცეს შემდეგი რედაქციით:
„1. ყოველი ხელშემკვრელი მხარე ანიჭებს სხვა, ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის საბაჟო ტერიტორიიდან წარმოშობილ და მის ტერიტორიაზე იმპორტირებად საქონელს არა უარეს რეჟიმს, ვიდრე ენიჭება ეროვნულ საქონელს ან ნებისმიერი მესამე ქვეყნის საქონელს იმაში, რაც შეეხება ტექნიკურ და ხარისხობრივ მოთხოვნებს.
2. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის დებულებები გამოიყენება იმ ზომებისათვის ზიანის მიუყენებლად, რომელთა მიღებაც შეუძლია ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს ხარისხის სერტიფიკატების გამოცდის შედეგების ურთიერთცნობის შეთანხმებისა და სხვა ამგვარი შეთანხმებების შესრულების მიზნით, აგრეთვე ადამიანთა, ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობისათვის რეალური ან სავარაუდო საშიშროების წარმოშობის შემთხვევებში.
3. ხელშემკვრელი მხარეები თანამშრომლობენ და ცვლიან ინფორმაციას სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის დარგში ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერებისა და სხვა სპეციალურ მოთხოვნათა (შეზღუდვების) თავიდან აცილების მიზნით.“.
13. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვა „ინფორმირების“ შემდეგ ჩაემატოს სიტყვა „კომიტეტი“.
14. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტში სიტყვა „ფუმიგაციის“ შემდეგ ჩაემატოს სიტყვები „და სხვა, შემოტანა-გატანასთან დაკავშირებულ პროცედურებს“.
15. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებაში სიტყვების „ხელშემკვრელი მხარეები“ შემდეგ ამოღებულ იქნას სიტყვები „აუცილებლობის შემთხვევაში“.
16. მე-8 მუხლის 1-ლ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის აბზაცი:
„ამ საქონელს ენიჭება იმაზე არანაკლებ ხელსაყრელი რეჟიმი, ვიდრე ანალოგიურ სამამულო საქონელს იმაში; რაც შეეხება ყველა იმ კანონს, წესსა და მოთხოვნას, რომლებიც ეხებიან მათ გასაღებს შიდა ბაზარზე და გასაღების შეთავაზებას, აგრეთვე შეძენას, ტრანსპორტირებას განაწილებას ან მოხმარებას“.
17. შეთანხმებას დაემატოს ახალი, შემდეგი შინაარსის მე-8 ა მუხლი:
მუხლი 8ა
ირიბი გადასახადების გამოყენების წესი
1. ხელშემკვრელი მხარები ურთიერთვაჭრობისას არ ბეგრავენ ირიბი გადასახადებით (დღგ, აქციზები) საქონელს (სამუშაოს, მომსახურებას), რომლებიც ექსპორტირებულია ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის საბაჟო ტერიტორიიდან მეორე ხელშემკვრელი მხარის საბაჟო ტერიტორიაზე.
2. წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული დებულება ნიშნავს დღგ-თი დაბეგვრას ნულოვანი განაკვეთით, აგრეთვე ექსპორტირებული საქონლის აქციზებიდან განთავისუფლებას. წინამდებარე შეთანხმების მონაწილე იმ სახელმწიფოებში; სადაც დღგ-თი ნულოვანი დაბეგვრა არაა გათვალისწინებული ეროვნული კანონმდებლობით, გამოიყენება დღგ-სგან საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) გათავისუფლება.
3. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული ირიბ გადასახადთა გამოყენების წესი ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად 2000 წლის 1 იანვრიდან.
18. მე-9 მუხლი შეივსოს შემდეგი პუნქტებით:
„2 ხელშემკვრელი მხარეები უზრუნველყოფენ სუსბიდიებთან დაკავშირებული ზომების გამჭვირვალობის ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის მიერ თხოვნისას ინფორმაციის გაცვლის გზით.
3. კომიტეტი ახორციელებს ზედამხედველობას სუბსიდიების გამოყენებასთან დაკავშირებით, რომლებიც განსხვავდება ექსპორტის სახელმწიფო მხარადჭერისაგან და შეიმუშავებს მათი გამოყენების რეგლამენტირების წესებს, ხელმძღვანელობს რა საერთაშორისო პრაქტიკით.
4. თუ ხელშემკვრელ მხარეთაგან ნებისმიერი თვლის, რომ სუბსიდიების გამოყენების პრაქტიკა შეუთავსებელია წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტთან, მას შეუძლია მიიღოს შესაბამისი ზომები წინამდებარე შეთანხმების 113ა მუხლში გათვალისწინებული პირობებისა და პროცედურათა მიხედვით“.
19. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩაითვალოს მე-4 პუნქტად და გადმოიცეს შემდეგი რედაქციით:
„4. ტრანზიტის პირობები ტრანსპორტის ნებისმიერი სახეობით გადაზიდვის ტარიფების ჩათვლით, განისაზღვრება ცალკე შეთანხმებით“.
20. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„ტრანზიტი ყველი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ხორციელდება ტრანზიტის თავისუფლების პრინციპით ტრანზიტისათვის ყველაზე უფრო გამოსადეგ გზებზე, ტრანზიტული გადაზიდვებისათვის სხვა ხელშემკვრელ მხარეთა საბაჟო ტერიტორიაზე ან ტერიტორიიდან ყოველგვარი ისეთი დისკრიმინაციის გარეშე, რომელიც ეყრდნობა ხომალდის ალამს, წარმოშობის, გამგზავრების, შესვლას, გამოსვლას ან დანიშნულების ადგილს, ანდა რაიმე ისეთ გარემოებებს, რაც ეხება საკუთრების საქონელზე, ხომალდზე, ან სხვა სატრანსპორტო საშუალებებზე“.
21. მე-11 მუხლი გადმოიცეს შემდეგი რედაქციით:
„წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მიწოდებული საქონლის რეექსპორტის რეგლამენტაცია ხდება 1994 წლის 15 აპრილის დსთ-ის მონაწილე სახელმწიფოებს შორის საქონლის რეექსპორტისას და რეექსპორტზე ნებართვის გაცემის წესის შესახებ შეთანხმებით“.
22. მე-13 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვების „რომელთა მონაწილეც“ შემდეგ სიტყვები „ის არის ან აპირებს გახდეს, თუ ეს ზომები არ ეხება“ შეიცვალოს სიტყვებით „არის ან აპირებს გახდეს, თუ ეს ზომები არ გამოიყენება თვითნებურად ან დისკრიმინაციულად და ეხებიან“ და შემდეგ ტექსტის მიხედვით.
23. შეთანხმებას დაემატოს ახალი, 13ა მუხლი შემდეგი შინაარსით:
მუხლი13ა
სპეციალური სავაჭრო ზომები
1. არაფერი წინამდებარე შეთანხმებაში არ ეწინააღმდეგება ხელშემკვრელ მხარეს მიიღოს სპეციალური სავაჭრო ზდომები სხვა ხელშემკვრელ მხარეთა საბაჟო ტერიტორიებიდან იმპორტირებული საქონლის მიმართ, თუ ეს იმპორტი ხორციელდება ისეთი რაოდენობითა და ისეთ პირობებში, რომლებიც ზიანს აყენებენ ხელშემკვრელ მხარეს ან ქმნიან ასეთი ზიანის შეუქცევად საშიშროებას, აგრეთვე დემპინგური და სუბსიდირებული იმპორტის მიმართ, რომელიც ხელშემკვრელ მხარეს აყენებს ზიანს ან ქმნის ასეთი ზიანის შეუქცევად საშიშროებას.
2. სპეციალური სავაჭრო ზომები შეიძლება შემოღებულ იქნას იმპორტის რაოდენობრივი შეზღუდვის ან სპეციალური საიმპორტო გადასახადების ფორმით, აგრეთვე ანტიდემპინგური და საკომპენსაციო ბეგარის სახით ზიანის ან ასეთის საშიშროების ლიკვიდაციისათვის საჭირო დროის მანძილზე წინამდებარე მუხლის ან ხელშემკვრელი მხარის ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებების მიხედვით.
2.1. სპეციალური სავაჭრო ზომის შემოღება შეიძლება მხოლოდ დაინტერესებულ ხელეშმკვრელ მხარეთა შორის კონსულტაციების ჩატარების შემდეგ. ის ხელშემკვრელი მხარე, რომელიც აპირებს შემოიღოს საგანგებო ზომა, ვალდებულია წინასწარ, მაგრამ არაუგვიანეს 30 დღისა დაგეგმილი ზომის შემოღებამდე, აცნობოს იმის შესახებ დაინტერესებულ ხელეშმკვრელ მხარეებს და წამოაყენოს კონსულტაციების ჩატარების წინადადება. წინადადება კონსულტაციების ჩატარების შესახებ გადაეცემა წერილობითი ფორმით, მას თან ერთვის მასალები, რომლებიც ადასტურებენ იმპორტისგან მიყენებული ზიანის, ან ასეთი ზიანის საშიშროების ფაქტს.
წინამდებარე შეთანხმებისათვის მიზნებისათვის მიყენებული ზიანის ქვეშ იგულისხმება ეკონომიკის დარგისათვის მიყენებული არსებითი ხასიათის ზიანი, არსებითი ზიანის მიყენებსი საშიშროება ან ამ დარგის განვითარებისათვის სერიოზული დაბრკოლების შექმნა.
2.2. ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურება უნდა ეყრდნობოდეს არსებულ რეალურ მონაცემებს და მოიცავდეს რგორც იმპორტის მოცულობის და მის ანალოგიურ და უშუალოდ მისი კონკურენტი საქონლის საბაზრო ფასზე იმისი გავლენის ობიექტურ ანალიზს, აგრეთვე ასეთი იმპორტის შედეგების ანალიზს დაინტერესებული ხელშემკვრელი მხარის ამ დარგის მწარმოებლებისათვის.
2.3. იმპორტის მოცულობა განიხილება მისი მნიშვნელოვანი ზრდის თვალსაზრისით აბსოლუტური და შეფარდებითი მნიშვნელობით დაინტერესებული ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე კონკურენტული საქონლის წარმოებისა და მოხმარების დონის მიმართ.
2.4. იმპორტის გავლენა საბაზრო ფასებზე განისაზღვრება განსხვავების ფაქტის არსებობის განსაზღვრით იმპორტულ და ანალოგიურ სამამულო წარმოების საქონელს შორის ან ამ ფასებზე იმპორტის სხვა რაიმე არსებითი ფაქტით, რაც იწვევს ან შეუძლია გამოიწვიოს მათი დაცემა ან ხელს უშლის ან შეუძლია ხელი შეუშალოს ფასების ზრდას, რასაც ადგილი არ ექნებოდა იმპორტის არარსებობის შემთხვევაში.
2.5. ეკონომიკის დარგზე იმპორტის გავლენის მტკიცებულებები უნდა ეყრდნობოდეს ყველა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფაქტორის შეფასებას, რომლებიც გავლენას ახდენენ დარგის მდგომარეობაზე, კერძოდ, გაყიდვების უკვე არსებული ან მომავალი შემცირების მოგების და წარმოების მოცულობის, წილის ბაზარზე, წარმადობის, კაპიტალდაბანდებათა მსყიდველუნარიანობის, იმ საწარმო სიმძლავრეების გამოყენების, რომლებიც გავლენას ახდენენ შიდა ფასებზე, შემოსავლებზე ფაქტიური და პოტენციური გავლენის, ზრდის ტემპების, დარგის საწარმოთა ერთობლივი საწესდებო კაპიტალის ზრდის შესაძლებლობათა ან მათ კაპიტალდაბანდებათა ზრდის შესაძლებლობების.
2.6. ზიანის ან ზიანის საშიშროების მტკიცებულება ეკონომიკის დარგისათვის უნდა ეყრდნობოდეს აგრეთვე იმ არასაიმპორტო ფაქტორების შესწავლას, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენენ დარგის მდგომარეობაზე, მათ შორის ნორმალურ პიროებში განხორციელებული იმპორტის ფასების მოცულობასა და დონეზე, მოთხოვნილებისა და მომხარების ცვლაზე, შემზღუდველი სავაჭრო პრაქტიკისა და უცხოელ და სამამულო მწარმოებლებს შორის კონკურენციის შედეგებზე, ტექნოლოგიურ სიახლეებზე, ეკონომიკის დარგის საექსპორტო და საწარმოო მაჩვენებლებზე. ასეთი ფაქტორების მიერ მიყენებული ზიანი არ უნდა იქნას მიკუთვნებული იმ იმპორტისათვის, რომლი მიმართაც შესაძლებელია შემზღუდველი ზომების გამოყენება.
2.7. ეკონომიკის დარგისათვის ზიანის საშიშროების დადგენა ეყრდნობა მხოლოდ ფაქტებს, იმავდროულად მხედველობაში უნდა იქნან მიღებულნი ისეთი ფაქტები, როგორიცაა:
იმპორტის ზრდის დინამიკა, რაც მოწმობს იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდის შემდგომ გაგრძელებაზე;
თავისუფალ საწარმოო სიმძლავრეთა არსებობა, ან ექსპორტიორის საექსპორტო სიმძლავრეების შეუქცევადი და აშკარა ზრდა, რაც მოწმობს იმპორტის გაზრდის რეალურ შესაძლებლობაზე დაინტერესებული ხელეშმკვრელი მხარის ტერიტორიაზე სხვა გასაღების ბაზრების პოტენციური ტევადობის გათვალისწინებით. საიმპორტო ფასების ისეთი დონე, რმოელიც არსებით დამთრგუნველ ეფექტს ახდენს სამამულო მწარმოებელთა ფასებზე და შეუძლია იმპორტულ საქონელზე მოთხოვნილების შემდგომი ზრდა გამოიწვიოს;
კონკურენტული საქონლის მარაგთა მოცულობა.
2.8. წინამდებარე მუხლში ჩამოთვლილი არცერთი ცალკეული ფაქტი ან ფაქტორი თავისთავად არ შეიძლება იყოს ზიანის მიყენების ან ასეთის საშიშროების შესახებ დასკვნის გამოტანის სავალდებულო საფუძველი. დასკვნა ზიანის არსებობის ან არარსებობის შესახებ კეთდება ყველა ამ ფაქტისა და ფაქტორის ერთობლიობის შესწავლის საფუძველზე. ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც ზიანი ან მისი საშიშროება გამოწვეულია მხოლოდ იმპორტის მკვეთრი ზრდით ან ასეთი ზრდის არარსებობისას იმ ფაქტით, რომ იმპორტი ხორციელდება იმ ფასებში და პირობებით, რაც ზიანს აყენებს ეკონომიკის დარგს, სპეციალური სავაჭრო ზომის მიღება შესაძლებელია მხოლოდ მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირის არსებობისას ეკონომიკის დარგისათვის მიყენებული ზიანს ან ასეთის საშიშროებასა და იმპორტის მკვეთრ ზრდას, ან იმპორტის განსაკუთრებულ პირობებში განხორციელებას შორის.
3. კონსულტაციათა მიმდინარეობისას ხელშემკვრელი მხარეები შეეცდებიან გამონახონ პრობლემების ურთიერთმისაღები გადაწყვეტილება.
4. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გადაწყვეტილება ვერ მოინახება, კონსულტაციების ჩატარების შემოთავაზებულ მხარეს ექნება სპეციალური სავაჭრო ზომების შემოღების უფლება.
5. განსაკუთრებულად სასწრაფო შემთხვევებში სავაჭრო ზომები შეიძლება მიღებულ იქნას კონსულტაციების ჩატარებამდე იმ პირობით, რომ ასეთი კონსულტაციების ჩატარების ორგანიზება დაუყოვნებლივ მოხდება.
6. წინამდებარე მუხლში არაფერი არ აყენებს ზიანს და არ ახდენს გავლენას ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის მიერ სპეციალური, ანიტიდემპინგური ან საკომპენსაციო ზომების მიღებაზე საყოველთაოდ აღიარებული წესებისა და (ან) ხელშემკვრელი მხარის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
სპეციალური, ანტიდემპინგური და საკომპენსაციო ზომების წინმსწრებ გამოძიებათა მიმართებით ყოველი ხელშემკვრელი მხარე თანხმობას აცხადებს შეისწავლოს მეორე ხელშემკვრელი მხარის წარდგინება და აცნობოს დაინტერესებულ ხელშემკვრელ მხარეებს იმ არსებითი ფაქტებისა და მოსაზრებების შესახებ, რომელთა საფუძველზეც იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.
სპეციალური, ანტიდემპრინგური ან საკომპენსაციო ზომების შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან ხელშემკვრელი მხარეები ყველაფესრ იღონებენ პრობლემების კონსტრუქციულად გადასაწყვეტად.
7. წინამდებარე შეთანხმებაში არაფერი არ აბრკოლებს ხელშემკვრელ მხარეებს შეზღუდონ არსებითად მნიშვნელოვანი კონკურენტული საქონლის ექსპორტი შიდა ბაზარზე მისი კრიტიკული უკმარისობის გამო.“.
24. მე-14 მუხლი გამოირიცხოს.
25. მე-15 მუხლი გამოირიცხოს.
26. მე-17 მუხლის 1-ლ პუნქტში სიტყვებს „ხელშემკვრელი მხარეები“ დაემატოს სიტყვები „შექმნიან პირობებს მომსახურების ეროვნული ბაზრის ლიბერალიზაციისათივს და“ – შემდგომში ტექსტის მიხედვით.
27. შეთანმხებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 17ა მუხლი:
„მუხლი 17 ა
კონკურენცია სამეწარმეო საქმიანობაში
ქვემოთ ჩამოთვლილი შეუთავსებელია წინამდებარე შეთანმხების შესაბამისად შესრულებასთან იმ ხარისხში, რითაც მას შეუძლია გავლენის მოხდენა ვაჭრობაზე თავისუფალი ვაჭრობის ზონაში:
ყველა შეთანხმება იმ საწარმოებსა და საწარმოთა ასოციაციებს შორის, რომელთა პრაქტიკაც მიზნად ისახავს კონკურენციის აღკვეთას, თავიდან აცილებას, შეზღუდვის ან დამახინჯებას ან არის მათი შედეგი;
ერთი ან რამდენიმე საწარმოს მიერ თავისუფალ სავაჭრო ზონაში გაბატონებული მდგომარეობის უკანონო გამოყენება მთლიანად ან მის არსებით ნაწილში“.
28. შეთანხმებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 17ბ მუხლი:
„მუხლი 17 ბ
სახელმწიფო შესყიდვები
ხელშემკვრელი მხარეები შექმნიან პირობებს სახელმწიფო შესყიდვათა ეროვნული ბაზრების ლიბერალიზაციისათვის ურთიერთგაგებისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის საფუძველზე“.
29. მე-18 მუხლი გამოირიცხოს.
30. მე-19 მუხლი გადმოიცეს შემდეგი რედაქციით:
1. მხარეები მიიღებენ ყველა აუცილებელ ზომას ამ შეთანხმებით აღებული ყველა ვალდებუელბის შესასრულებლად.
2. წინამდებარე შეთანხმების 13ა მუხლის დებულებისათვის ზიანის მიუყენებლად, იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე ჩათვლის, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარე არ ასრულებს შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, და თუ ვალდებულებათა ასეთი უგულებელყოფა პირველი ხელშემკვრელი მხარის ინტერესებს ზიანს აყენებს, ან ასეთი ემუქრება, მას შეუძლია მოსთხოვოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს კონსულტაციების მიმართვის დღიდან. შესაბამისი მოთხოვნის ასლი ჩატარება, რაც უნდა ჩატარდეს ორი თვის ვადაში ორივე ხელშემკვრელი მხარისათვის მისაღები გადაწყვეტილების მოძებნის მიზნით წერილობით დაიგზავნება წინამდებარე შეთანხმების მონაწილე ყველა ხელშემკვრელ მხარეს და ნებისმიერ მათგანს, თუ იგი ჩათვლის, რომ ამ პუნქტის პირველ წინადადებაში ხსენებული გარემოებები მას ეხება, შეუძლია მონაწილეობის მიღება კონსულტაციებში.
წერილობით მიმართვას თან ერთვის პრობლემების არსზე მთელი ინფორმაცია.
3. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტში ხსენებული კონსულტაციებისას მხარეები ვერ მიაღწევენ პრობლემის ურთიერთმისაღებ გადაწყვეტილებას, იმ ხელშემკვრელ მხარეს, რომელმაც მოითხოვა კონსულტაცია, აქვს უფლება გადაჭრას დავა, რომელიც ეხება ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობებს, კომიტეტის მიერ რეკომენდირებული სპეციალური შემათანხმებელი პროცედურის ფარგლებში მიმართვის მიღების თარიღიდან 30 დღის განმავლობაში (სამუშაო ჯგუფის შექმნის გზით დავის მასალების შესასწავლად და რეკომენდაციების შესამუშავებლად).
4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტში ხსენებული კონსულტაციის, აგრეთვე ამავე მუხლის მე-3 პუნქტში მოხსენიებული სპეციალური პროცედურის მსვლელობისას მხარები ვერ მიაღწევენ პრობლემების ურთიერთმისაღებ გადაწყვეტას, იმ ხელშემკვრელ მხარეს, რომელმაც მოითხოვა კონსულტაციები, უფლება აქვს უარი თქვას ამ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისაგან ვაჭრობის დაახლოებით ეკვივალენტური მოცულობის მიმართ ან მიიღოს სხვაგვარი ზოები, რომლებსაც ის საჭიროდ ჩათვლის, რათა არ დაუშვას ეროვნული ეკონომიკისათვის ზიანის მიყენება. ასეთი ზომების არჩევისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ ზომებს, რომლებიც ყველაზე ნაკლებად არღვევენ წინამდებარე შეთანხმებას. ამ ზომების გამოყენება მაშინვე უნდა შეწყდეს, რაც მეორე ხელეშმკვრელი მხარე გააუქმებს იმ გადაწყვეტილებას, რის გამოც ისინი შემოიღეს.
5. წინამდებარე შეთანხმების დებულებები არავითარ შემთხვევაში არ ზღუდავენ ხელშემკვრელ მხარეებს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული პროცედურების ფარგლებში მათ შორის წამოჭრილ დავათა განხილვისაგან.“.
31. მე-20 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეორე აბზაცი:
„წინამდებარე დებულება არაფრით ეხება ხელშემკვრელ მხარეთა უფლებას დამოუკიდებლად განსაზღვრონ საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა რეჟიმი ამ შეთანხმებაში არამონაწილე სახელმწიფოებთან.“.
32. მე-20 მუხლის მეორე პუნქტი გადმოიცეს შემდეგი რედაქციით:
„2. წინამდებარე შეთანხმების დებულებები არ ეხება ხელშემკვრელ მხარეთა ულფებებსა და უპირატესობებს, რომლებიც მათ მინიჭებული აქვთ ან ანიჭებენ სხვა ხელშემკვრელ მხარეთაგან (ან მხარეებს) ეკონომიკურ გაერთიანებათა, სასაზღვრო ვაჭრობის, განვითარებადი სახელმწიფოების მიმართ პრესკონფერენციების, შიდა კანონმდებლობით რეგულირებულ ეკონომიკურ ან საბაჟო კავშირთა ფარგლებში ან საერთაშორისო შეთანხმებათა საფუძველზე“.
33. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი გამორიცხოს.
34. 21-ე მუხლი გამოირიცხოს.
35. 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტი გადმოიცეს შემდგომი რედაქციით:
„1. წინამდებარე შეთანხმება ღიაა შეერთებისათვის ნებისმიერი სახელმწიფოსათვის, რომლებიც ცნობს შეთანხმების იმ დებულებებს, რომლებიც მოქმედებენ შეერთების მომენტისათვის და გამოთქვამს მზადყოფნას შეასრულოს ისინი სრული მოცულობით“.
36. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი გადმოიცეს შემდეგი რედაქციით:
„2. ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა დარვღვევის შემთხვევაში, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს მათი მიზნების მიღწევას, სხვა ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ მიიღონ უკიდურესი ზომები შეთანხმების მოქმედების ან მის ცალკეულ დებულებათა შეწყვეტის გზით ამ ხელშემკვრელი მხარის მიმართ“.
წინამდებარე ოქმი ძალაში შედის ხელმომწერ მხარეთა მიერ ყველა შიდასახელმწიფოებრივ პროცედურათა შესრულების შესახებ მესამე შეტყობინების დეპოზიტარისათვის ჩაბარების დღიდან.
იმ ხელშემკვრელი მხარეებისათვის, რომლებმაც შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები უფრო მოგვიანებით შეასრულეს, წინამდებარე ოქმი ძალაში შედის შესაბამისი დოკუმენტების დეპოზიტარისათვის ჩაბარების დღიდან.
შესრულებულია ქალაქ მოსკოვში 1999 წლის 2 აპრილს ერთ ეგზემპლარად რუსულ ენაზე. ნამდვილი ეგზემპლარი ინახება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის აღმასრულებელ სამდივნოში, რომელიც დაუგზავნის წინამდებარე ოქმის ყველა ხელმომწერ სახელმწიფოს მის დამოწმებელ ასლს.