შეთანხმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გადასახადების სამინისტროს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ
მიღების თარიღი 14.06.2004
ძალაში შესვლა 29.12.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000523
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 04/03/2005
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გადასახადების სამინისტროს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 58.5pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
შეთანხმება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გადასახადების სამინისტროს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გადასახადების სამინისტრო, შემდგომში – მხარეებად წოდებულნი,
ხელმძანელობენ რა საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის საკითხებზე თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ 1997 წლის 18 თებერვლის შეთანხმების დებულებებით,
ორ სახელმწიფოს შორის ტრადიციულად არსებული თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების შესაბამისად,
გამოხატავენ რა თანამშრომლობისაკენ მისწრაფებას ეროვნული საგადასახდო სისტემების სრულყოფის მიზნით,
ანიჭებენ რა დიდ მნიშვნელობას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გადასახადების სამინისტროს შორის თანამშრომლობის განვითარებასა და გაფართოებას,
მნიშვნელოვნად თვლიან რა საგადასახადო საკითხებში ურთიერთდახმარების აღმოჩენას.
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗. შეთანხმების გამოყენების სფეროები
წინამდებარე შეთანხმების დებულებათა რეალიზაციის მიზნით, მხარეები ითანამშრომლებენ და ერთმანეთს აღმოუჩენენ დახმარებას საგადასახადო საკითხებში, მათ შორისაა:
a) ინფორმაციის გაცვლა;
b) გამოცდილების გაზიარება;
g) საგადასახადო საკითხებში ურთიერთდახმარების აღმოჩენა.
მუხლი 2🔗. ინფორმაციის გაცვლა
მხარეები ინფორმაციის გაცვლას განახორციელებენ შემდეგ საკითხებში:
- ეროვნული საგადასახადო კანონმდებლობისა და მათში ცვლილებების შესახებ;
- საგადასახადო რეჟიმების თაობაზე;
- სტატისტიკური მონაცემების შესახებ;
- საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის თაობაზე;
- საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავალსა და ქონებაზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ 1997 წლის 18 თებერვლის კონვენციის დებულებათა შესრულების შესახებ;
- ასევე სხვა საკითხებზე, რომლებიც წარმოადგენენ ერთობლივ ინტერესს.
ინფორმაციის მიწოდება ხდება ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის შესაბამისად. მოთხოვნა იგზავნება წერილობითი ფორმით. გადაუდებელ შემთხვევებში მოთხოვნა შეიძლება გადაიცეს ზეპირი ფორმით, მისი დაუყოვნებლივი წერილობითი დადასტურებით, იმ პირობით, რომ ასეთი ინფორმაციის მიწოდება არ ეწინააღმდეგება ინფორმაციის მიმწოდებელ მხარეთა ეროვნულ კანონმდებლობასა და ადმინისტრაციულ პრაქტიკას.
მუხლი 3🔗. გამოცდილების გაზიარება
მხარეები ეროვნული საგადასახადო სისტემის განვითარების მიზნით, ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას შემდეგ საკითხებში:
- ეროვნული საგადასახადო კანონმდებლობის, სტრუქტურისა და საგადასახადო სამსახურის მართვის პრინციპების შესწავლა;
- საგადასახადო სამსახურების მუშაობისა და დაბეგვრის ორგანიზაცია;
- საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის მიმართ კონტროლის სისტემის ჩამოყალიბება;
- სამუშაოს ორგანიზება გადამხდელთათვის კონსულტაციების გასაწევად, ზოგადსაგადასახადო განათლების სისტემის ჩამოყალიბება;
- საგადასახადო კადრების მომზადება, შერჩევა და განაწილება;
- საგადასახადო კადრების მომზადებისა და მათი პროფესიული დონის მაღლების მიზნით შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება და განხორციელება;
- საინფორმაციო-საკომპიუტერო ქსელისა და კავშირის ოპერატიული და საიმედო სისტემის შექმნა და გამოყენება.
მუხლი 4🔗. საგადასახადო საკითხებში ურთიერთდახმარების აღმოჩენა
მხარეები ერთმანეთს გაუწევენ დახმარებას საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის საკითხებში, მათ შორის, გაცვლიან ინფორმაციას, მიიღებენ აუცილებელ ზომებს საგადასახადო ადმინისტრირებისათვის, აგრეთვე მიაწოდებენ შესაბამის დოკუმენტაციას.
ერთი მხარე, მეორე მხარის მოთხოვნის შესაბამისად, წარმოადგენს დოკუმენტების დამოწმებულ ასლებს და სხვა მასალებს, რომლებიც აუცილებელია დახმარების შესახებ თხოვნის შესასრულებლად. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლოა მოთხოვნილი ინეს დოკუმენტების ორიგინალები და სხვა მასალები, რომლებიც დაბრუნებული უნდა იქნეს შეთანხმებულ ვადებში.
მოცემული შეთანხმების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, ერთმა მხარემ, დახმარების გაწევის შესახებ თხოვნის მიღების დღიდან 30 დღის განმავლობაში, წერილობითი ფორმით უნდა აცნობოს მეორე მხარეს თხოვნის მიღების შესახებ და ასევე მიუთითოს დახმარების შესახებ თხოვნის შესრულების თაობაზე, ან ნაკლოვანებები მასში, თუ ასეთი არსებობენ, ხოლო თხოვნის უარყოფის შემთხვევაში, ასეთი გადაწყვეტილებებისა და მისი მიზეზების შესახებ.
მხარეები ერთმანეთს ადმინისტრაციულ დახმარებას აღმოუჩენენ თხოვნის მიღების დღიდან 90 დღის განმავლობაში;
მხარის მიერ მითითებულ ვადებში დახმარების აღმოჩენის შეუძლებლობის შემთხვევაში მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მეორე მხარეს დახმარების გაწევის შეუძლებლობის მიზეზების თაობაზე, წინააღმდეგობების შინაარსისა და უარყოფისა მიზეზების შესახებ.
მხარეები ასევე განახოციელბენ ერთობლივ ღონისძიებებს საგადასახადო დარღვევების გამოვლინების, თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციისათვის.
მხარეები აღმოუჩენენ ერთმანეთს დახმარებას ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 5🔗. შეხვედრები და კონსულტაციები
მხარეები გამართავენ კონსულტაციებს იმ საკითხებზე, რომლებიც მხარეებისათვის წარმოადგენენ ორმხრივ ინტერესს.
წინასწარი შეთანხმების საფუძველზე მხარეთა წარმომადგენლები გამართავენ შეხვედრებს შეთანხმების რეალიზაციის მიმდინარეობის განსახილველად, აგრეთვე სხვა საკითხებზე, რომლებიც წარმოადგენენ ერთობლივ ინტერესს. ასეთი შეხვედრები გაიმართება არა ნაკლებ წელიწადში ერთხელ, მონაცვლეობით თითოეული მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
მუხლი 6🔗. კონფიდენციალობა
ინფორმაცია, რომელსაც მხარეთათვის განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს, ასევე რომელიც ეხება კონკრეტულ გადამხდელებს, ითვლება კონფიდენციალურად და უზრუნველყოფილია დაცვის რეჟიმით მხარეთა ეროვნული კანონმდენბლობის საფუძველზე.
მხარეთა მიერ მიღებული ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ იმ მიზნებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია შეთანხმებით, მათ შორის, სასამართლო და ადმინისტრაციული განხილვისათვის. სხვა მიზნებისათვის ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ინფორმაციის მიმწოდებელი მხარის თანხმობით.
მუხლი 7🔗. სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები
მოცემული შეთანხმების დებულებები არ ზღუდავენ მოქმედ საერთაშორისო შეთანხმების საგადასახადო სფეროში ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის საკითხებზე.
მუხლი 8🔗. შეთანხმების შესრულება
მოცემული შეთანხმების დებულებათა შესაბამისად, მხარეთა შორის თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების აღმოჩენის კონკრეტული ფორმები და მეთოდები განისაზღვრება და ხორციელდება პირდაპირი კონტაქტების მეშვეობით მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს შორის, რომლებიც არიან;
– საქართველოს მხრიდან: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტემენტი;
– აზერბაიჯანის მხრიდან: აზერბაიჯანის რესპუბლიკის შემოსავლების სამინისტრო.
მოცემული შეთანხმების შესრულების მიზნით, მხარეების კომპეტენტური ორგანოები ნიშნავენ თავიანთ უფლებმოსილ პირებს და ატყობინებენ ამის თაობაზე ერთმანეთს.
შეთანხმების გამოყენების დროს წამოჭრილი ყველა სადაო საკითხი, გადაწყდება მხარეთა შორის ურთიერთთანხმობის გზით.
მუხლი 9🔗. ცვლილებები და დამატებები
მხარეთა ურთიერთშეთანხმების შესაბამისად, შეთანხმებაში შესაძლოა შეტანილი იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც ფორმდება ცალკეული ოქმებით. ოქმები წარმოადგენენ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შევლენ მოცემული შეთანხმების მე-10 მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
მუხლი 10🔗. შეთანხმების ძალაში შესვლა და მოქმედების შეწყვეტა
შეთანხმება ძალაში შედის დიპლომატიური არხების მეშვეობით მხარეთა მის შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე ბოლო შეტყობინების მიღების დღიდან.
შეთანხმება მოქმედებას წყვეტს 6 თვის გასვლის შემდეგ ერთ-ერთი მხარის მიერ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ მეორე მხარისათვის წერილობითი ფორმით შეტყობინების დღიდან.
ამასთან, მხარეები განაგრძობენ მე-6 მუხლის დებულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას იმ დრომდე, ვიდრე თავად ინახავენ და მათ მფლობელობაში იმყოფება შეთანხმების შესაბამისად მიღებული დოკუმენტები ან ინფორმაცია.
შესრულებულია ქ. თბილისში, 2004 წლის 14 ივნისს, ორ პირად, თითოეული ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა გააჩნია.
შეთანხმების გამოყენებისა და განმარტების დროს უთანხმოების შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ ტექსტს რუსულ ენაზე.
საქართველოს ფინანსთა აზერბაიჯანის რესპუბლიკის გადასახადების
სამინისტროს სახელით სამინისტროს სახელით
(ხელმოწერილია) (ხელმოწერილია)