შეთანხმება საქართველოს განათლების სამინისტროსა და რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 11.02.2004
ძალაში შესვლა 11.02.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480160000.02.002.000485
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 23/02/2004
matsne.gov.ge 580 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.02.2004 მიღება
11.02.2004 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლების სამინისტროს სახელით რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს სახელით

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს განათლების სამინისტროსა და რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 64.35pt 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} შეთანხმება საქართველოს განათლების სამინისტროსა და რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს განათლების სამინისტრო და რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტრო, შემდგომში მხარეებად წოდებულნი, ხელმძღვანელობენ რა, 1994 წლის 3 თებერვალს ხელმოწერილი „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებით“, ითვალისწინებენ რა, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის განათლების სფეროში ისტორიულად ჩამოყალიბებულ კავშირებს, გამოხატავენ რა, მისწრაფებას ჰუმანიზმისა და კულტურათა დიალოგის საფუძველზე ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისაკენ, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 მხარეები ხელს უწყობენ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საგანმანათლებლო დაწესებულებათა შორის პირდაპირი კავშირების დამყარებასა და განვითარებას, მათ შორის, განათლების სფეროში შემუშავებული საერთაშორისო პროგრამებისა და პროექტების ფარგლებში, მხარეებს შორის ხელმოწერილი შეთანხმებების შესაბამისად, ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.     მუხლი 2🔗 მხარეები ხელს უწყობენ, საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესებში, კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაკთა მონაწილეობას, ასევე სამეცნიერო და პედაგოგიური კვლევების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.     მუხლი 3🔗 მხარეები ხელს უწყობენ რუსეთის ფედერაციაში ქართული ენისა და ლიტერატურის და საქართველოში რუსული ენისა და ლიტერატურის სწავლებასთან დაკავშირებულ ინიციატივებს, მხარს უჭერენ სპეციალისტთა მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას ამ მიმართულებით.     მუხლი 4🔗 მხარეები ხელს უწყობენ რუსეთის ფედერაციის სასწავლო დაწესებულებებში მომუშავე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა და პედაგოგთა და, შესაბამისად, საქართველოს სასწავლო დაწესებულებებში მომუშავე რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისა და პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებას. აგრეთვე, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ხალხთა ენებისა და ლიტერატურის შესასწავლად სტუდენტთა მიღებას.     მუხლი 5🔗 მხარეები ხელს უწყობენ იმ პირთა ენობრივი და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში და დაკავშირებული არიან საქართველოსთან ეთნიკური, კულტურული, ენობრივი და სხვა სახის კავშირებით და იმ პირთა ტრადიციების შენარჩუნებას, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში და დაკავშირებული არიან რუსეთის ფედერაციასთან ეთნიკური, კულტურული, ენობრივი და სხვა სახის კავშირებით.     მუხლი 6🔗 მხარეები ცვლიან ინფორმაციებს განათლების სისტემების, განათლების სფეროში ქვეყნის კანონმდებლობის, განათლების სფეროში დოკუმენტთა აღიარებისა და ეკვივალენტობის შესახებ სამთავრობათაშორისო შეთანხმების პროექტისათვის წინადადებების მომზადების მიზნით.     მუხლი 7🔗 მხარეები, შესაძლებლობის ფარგლებში, ყოველწლიურად გამოყოფენ სტიპენდიებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების სწავლებისათვის და რუსეთის ფედერაციის უმაღლეს სასწავლებლებში საქართველოს მოქალაქეების სწავლებისათვის.     მუხლი 8🔗 მხარეები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს შეუწყობენ სასწავლო დაწესებულებათა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებას, მათ შორის, შეთანხმებული პირობების საფუძველზე, ავეჯის, თვალსაჩინოების, სწავლების ტექნიკური საშუალებების, სასწავლო-მეთოდური ლიტერატურის შემუშავებას, წარმოებასა და ურთიერთმიწოდებას.     მუხლი 9🔗 მხარეები ხელს უწყობენ თავიანთი ქვეყნების ტერიტორიაზე მეორე მხარის სასწავლო დაწესებულებათა ფილიალების შექმნისა, ასევე მათი რეგისტრაციისა და ლიცენზირების საკითხებში. ფილიალების შექმნისა და მათი ფუნქციონირების ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება ფილიალების დამფუძნებელი სასწავლო დაწესებულებების სახსრების ხარჯზე.     მუხლი 10🔗 მხარეები ხელს უწყობენ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს მეორე ქვეყნის მოქალაქეთა სასწავლებლად მიღებაში კონტრაქტის საფუძველზე.     მუხლი 11🔗 მხარეები ქმნიან ორმხრივ სამუშაო ჯგუფს თავიანთი წარმომადგენლებისაგან, განათლების სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთმოქმედების კოორდინაციის მიზნით.     მუხლი 12🔗 მხარეებს შორის დავა მოცემული შეთანხმების განმარტებისა და გამოყენების თაობაზე გადაწყდება კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით.     მუხლი 13🔗 წინამდებარე შეთანხმება იდება 5 წლის ვადით და ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან. შეთანხმების მოქმედება ავტომატურად გრძელდება მომდევნო 5-წლიანი პერიოდით, თუ ერთ-ერთი მხარე მორიგი ვადის გასვლამდე არანაკლებ 6 თვით ადრე არ გაუგზავნის მეორე მხარეს წერილობით შეტყობინებას თავისი განზრახვის შესახებ, შეწყვიტოს მისი მოქმედება. შესრულებულია ქ. მოსკოვში, 2004 წლის 11 თებერვალს, 2 ეგზემპლიარად, თითოეული ქართულ და რუსულ ენებზე, ამასთან, ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. საქართველოს განათლების სამინისტროს სახელით რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს სახელით